შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიმშვიდიდან სიგიჟემდე,ძვირფასო!(თავი XV)


30-01-2016, 03:01
ავტორი Nina))
ნანახია 3 636

***
რა იქნებოდა,
ყველაფერი რომ კარგად იყოს..
არაფერი რომ არასდროს ირეოდეს..
რევოლუცია რომ არ ხდებოდეს, თუმც ილიას თქმით რევოლუცია საჭიროც არის,იგი ყველაფერს არევს,დარევს,მაგრამ საბოლოოდ სიმშვიდეს მოიტანს..
მისი თქმით: „ღვინო ჯერ უნდა ადუღდეს,აირიოს-დარიოს და მერე დაიწმინდება ხოლმე.ესეა ყველაფერი ამ ქვეყანაზედ“

***
-ღმერთო ჩემო,ეს რა გავაკეთე-სასოწარკვეთილი იყო ელენა
-შენ არაფერი გაგიკეთებია ცუდი-მკლავების მოხვევა სცადა დათუნამ,მაგრამ ელენამ უხეშად მოიცილა
-არა,ნუ მეუბნები რომ არ ვარ დამნაშავე,დამნაშავე ვარ,მაგრამ როგორ გაბედა,როგორ გაბედა და შუა საზოგადოებაში მოღალატე მიწოდა,ღმერთო ჩემო...-ელენამ ჩანთას დაავლო ხელი და ქუჩაში გავარდა,შებნელებული იყო,წვიმდა,მაგრამ ეს ყველაზე უმნიშვნელო იყო მისთვის,საშინლად უნდოდა დემეტრეს ნახვა,მხოლოდ მოხვევა,მეტი არაფერი,მერე რომ მოეკლათ იმაზეც დასთანხმდებოდა,მაგრამ ახლა არარეალური იქნებოდა მასთან მისვლა,ის უბრალოდ საშინლად გამწარებული გავარდა იქედან,ახლა რომ მივიდეს ყველაფერს უფრო გააფუჭებს,ამიტომ აჯობებს ცოტა მოიცადოს,მაგრამ ვერ იცდის,საქმეც იმაშია რომ ემოციები თუ არ გამოუშვა გასკდება,ცრემლები თავისდაუნებურად წამოუვიდა,ტელეფონზე უამრავი შეტყობინება მოსდიოდა,გაუჩერებლივ რეკავდნენ,მაგრამ ყურადღებას არ აქცევდა,რადგან იცოდა რომ არც ერთი მათგანი არ იყო დემეტრე,ბოლოს ფეხით სასაფლაოსკენ მიმავალ გზას დააწვა...

***
-თეკლა,ელენა შენთან არის?-სასოწარკვეთილი ხმა ჰქონდა დათოს
-არა,მე მეგონა შენთან ერთად იყო
-იყო,სანამ დემეტრე არ გამოჩნდებოდა
-რა? დემეტრე? გნახათ? ღმერთო ჩემო,ერთად წავიდნენ?
-არა,სასწაული ამბავი დაათენა,მერე წავიდა,ელენაც გავარდა ცოტახანში ახლა არ მპასუხობს და საერთოდ არ ვიცი სად არის,გაიქცა,თეკლა,ის უბრალოდ ძალიან.. ძალიან ცუდად იყო... არ იცი სად წავიდოდა?
-არ ვიცი,შეიძლება ჩემთან მოვიდეს,ან კახისთან წავიდეს,ან თუნდაც ლერის მიაკითხოს
-დემეტრესთან წავიდოდა-ნერვიულად ამოილაპარაკა მამაკაცმა
-არა,ჯერ არ წავიდოდა დემეტრესთან,რადგან იგი საკმაოზე უკეთ იცნობს დემეტრეს,იცის რომ ახლა ძალიან გაბრაზებული იქნება და აზრი არ ექნება მასთან საუბარს.
-თეკლა,დაურეკე გეხვეწები,დემეტრე ერთადერთია ვის ზარსაც უპასუხებს,თუ საჭირო გახდა ყველაფერს ავუხსნი,ან კაკის დაურეკე,თეკლა ელენა უვნებელი უნდა ვიპოვოთ,არ ვაპატიებ თავს რამე რომ მოუვიდეს
-კარგი,დათუნა,მოიცადე,როგორც ყოველთვის ყველაფერი გააფუჭე..-ჩაიღრინა გოგონამ და დემეტრეს დაურეკა,თუმცა დემეტრე არ პასუხობდა,იმდენად იყო გაცეცხლებული ყველაფერი რაც კი ხელში ხვდებოდა ნამსხვრევებად იქცეოდა,საბოლოოდ დაიღალა და თეკლას უხეშად უპასუხა
-რა გინდა თეკლა?
-დემეტრე,ელენა გაქრა
-ოუ,ალბათ დათოსთან ერთად რომელიღაც სასტუმროში ერთობა-როდესაც თვითონვე წარმოიდგინა ეს ფაქტი მამაკაცმა სიბრაზისგან წამოენთო
-არა,დათომ დამირეკა,გაცეცხლებული გავარდნილა ბარიდან,საშინელი ამინდია,დემეტრე,მალე ქარიშხალიც ამოვარება,თითქმის ათი საათია,ელენა კი არ ჩანს,გული ცუდს მიგრძნობს,გთხოვ დაურეკე,მხოლოდ შენ გიპასუხებს
-არ მადარდებს..-უდარდელად ჩაილაპარაკა დემეტრემ და ტელეფონი საერთოდ გათიშა,მერე შედარებით დაწყნარდა და გონებაში ფიქრების დალაგებას ეცადა,სად უნდა წასულიყო ელენა,ხვდება რომ ზედმეტი მოუვიდა,მაგრამ იმ ფაქტმა ჭკუიდან გადაიყვანა რომ დათო მის საკუთრებას ეხებოდა,მერე უცებ გაახსენდა ნატალია,მერაბის თქმით ნატალიას ასლი იყო ელენა,სწრაფად შევიდა მამასთან დაუკაკუნებლად გამოაღო კარები,ანერვიულებული იყო
-დემეტრე,ახლა რაღა მოხდა?
-მამა,ელენა დაიკარგა,არ იციან სად არის,ტელეფონი გამორთული აქვს,შენ თქვი რომ ელენა ნატალიას ახალგაზრდობას გახსენებდა,სად შეიძლება წასულიყო?
-ალბათ სასაფლაოზე,ჰო,დედამისის სასაფლაოზე წავიდოდა.
-ჰო,როგორ ვერ მივხვდი აქამდე,დედამისის სასაფლაოზე,მას ხომ ასე ძალიან უყვარდა დედამისი..-ელვისებური სისწრაფით გავარდა მამაკაცი სახლიდან და მსგავსად გააქროლა მანქანაც,იმაზე ფიქრიც კი ზარავდა რომ ელენას რამე დაემართებოდა,სულელია ეს გოგო,ჭკუა ვერ ისწავლა,ათასი მთვრალი დადის ღამით სასაფლაოზე,იქნებ რომელიღაცამ უშნოდ გამოკრა ხელი,მერე სად უნდა წავიდეს? როგორ უნდა იცხოვროს ამ შეშლილი,გადარეული გოგოს გარეშე...

-დედა,რომ იცოდე,რომ იცოდე როგორ მჭირდები,როგორ მინდა ახლა შენი ხელი ვიგრძნო ჩემს მხარზე,რომ გავძლიერდე,როგორ მჭირდები რომ იცოდე,საშინელი ადამიანი ვარ,დე... შენი შვილი საშინელი ადამიანია,დე,საშინლად ვატკინე გული დემეტრეს,მაგრამ არ მესმის მას როგორ მოუვიდა თავში აზრი რომ მას ვუღალატებდი,დე,დათუნა ხომ იცი,ჩვენი დათუნა დე,მე და დათუნა შენს შემდეგ შეყვარებული ვიყავით დე,მაგრამ რაც დემეტრე გამოჩნდა ჩემს ცხოვრებაში მივხვდი რომ მის გარდა არავისთან მინდოდა შეხვედრა-ცრემლები არა და არ ჩერდებოდნენ,სახეს უსველებდნენ და ლაპარაკიც უჭირდა გოგონას-მაგრამ შენ რომ აქ იყო გაიგებდი,დე,რომ არ მსურს დათუნას დაკარგვა,შენ ხომ იცი როგორი კარგი მეგობარია,იგი,დედა უბრალოდ,შენი ძლიერი ხელების მოხვევა მჭირდება,დე...-მუხლებზე იდგა და მიწას ფრჩხილებით ექაჩებოდა,თითქოს ამოთხრა სურსო..დემეტრე კი გაშეშებული იდგა მის უკან და გული საშინლად ტკიოდა,ტკიოდა იმიტომ რომ ტკიოდა ელენას,როგორი არაკაცივით მოიქცა ბარში,როგორ დაამცირა ეს გოგო,მხოლოდ იმიტომ რომ იგი ცდილობდა დათუნასთან ურთიერთობის მოგვარებას,მანამ ვერ დარწმუნდა ელენას სისუფთავეში,სანამ დათომ არ დაურეკა მას და არ აუხსნა ყველაფერი.

-დემეტრე,მომისმინე.
-,იცოდე არ შეგრჩება
-მისმინე,იმაზე სუფთა არსება არ არსებობს დედამიწის ზურგზე,ელენა ჩემთან მხოლოდ იმისთვის მოვიდა რომ აეხსნა თუ როგორ უყვარდი და როგორ არ სურდა ასე ერთი ხელის მოსმით ან შენი ან ჩემი დაკარგვა,შენ იმაზე მეტად ეგოისტი ხარ ვიდრე წარმომედგინა,იუარე რომ არ აგირჩია შენ,სიმაყემ გძლია,გეგონა რომ მხოლოდ შენ აგირჩევდა და ამდენი წლის მეგობრობას დაანგრევდა...
-ჯანდაბა,დათო,სანამ შენთვის გამირტყია გამეცალე!-უღრიალა მამაკაცს...
ახლა ელენას უკან დგას და არ იცის საუბარი როგორ დაიწყოს,საშინლად წვიმს,ეს კი ელენას მდგომარეობას უფრო დრამატულს ხდის,ნელა მიუახლოვდა გოგონას,ორჭოფობდა,ფიქრობდა,ჰქონდა თუ არა ისევ შეხების უფლება,ნელა წაიღო ელენას მხრისკენ ხელები,მაგრამ შუა გზაზე გააჩერა,მერე თავს ძალა დაატანა და მხრებში ხელები მოკიდა
-შენ?-უღონოდ ამოილუღლუღა გოგონამ და დემეტრეს სახეში გაატყა,არ იცოდა რატომ გააკეთა ეს,ცოტა ხნის წინათ ხომ თვითონ ამბობდა რომ აუცილებლად ნახავდა მას,მეორეჯერ აპირებდა გარტყმას,როდესაც დემეტრემ ხელი დაუჭირა და მისკენ მიიზიდა,ნელა შეუცურა ხელი კეფაზე,მეორე ხელი წელზე მოხვია და გოგონას ტუჩებს დაეწაფა,ახლა დემეტრემ მოძებნა გზა მათი ენის დადუმებისთვის და გულების ასალაპარაკებლად
-შენ საზიზღარი ადამიანი ხარ ვინც კი როდესმე მინახავს!
-უფრო საზიზღარს ვეღარასდროს ნახავ,გპირდები-არ წყვეტდა თავისას მამაკაცი
-მძულხარ!-ღონემიხდილმა ამოიბუტბუტა და მკლავებში ჩაესვენა
-არა,ელენა,შენ არ გძულვარ,შენ ისევე როგორც მე გიყვარვარ! - შედარებით ხმამაღლა წარმოთქვა მამაკაცმა
-რა თქვი?-სწრაფად წამოენთო გოგონა და თვალებში ჩახედა დემეტრეს
-რა საჭიროა ამ სიტყვის ხშირად თქმა? ისედაც ხომ გაიგე-თვალები გადაატრიალა მამაკაცმა
-კარგი,მე არაფერი გამიგია. -იცრუა გოგონამ და თვალებსა და სხეულში ცეცხლი აუგიზგიზდა,სხეული მამაკაცის სიახლოვისკენ ილტვოდა,მისი ერთი შეხებაც კი იმხელა ვნებას აღძრავდა მასში,რომ ასე უბრალოდ,მოკვდავთა ენით გადმოცემა შეუძლებელი იყო
-მიყვარხარ!-მყარად განუცხადა გოგონას
-ამ..მადლობა - გამხიარულდა გოგონა და დემეტრემ თვალები ჭყიტა ( O.o ზუსტად ასე წარმოიდგინეთ ) მან ახლახან უთხრა რომ უყვარდა,ელენამ კი უბრალოდ მადლობა გადაუხადა,კი მაგრამ,რისთის,შოკირებული იყო მამაკაცი,ელენა გატრიალდა,აშკარად ეშმაკობდა თუმცა ამას მამაკაცი ჯერ-ჯერობით ვერ ხვდებოდა,წასვლას აპირებდა,როდესაც მამაკაცმა მკლავში ხელი ჩაავლო და მისკენ მიაბრუნა
-ელენა,მემგონი ვერ გაიგე რა გითხარი ორი წუთის წინ
-არა,დემეტრე,მშვენივრად გავიგე,მითხარი რომ გიყვარდი
-მერე? - ელენამ ვერ შეიკავა თავი და მხიარულად აკისკისდა,მამაკცი მხოლოდ ახლაღა მიხვდა გოგონას ეშმაკობას და რომ არ გაქცეულიყო ხელები მოხვია წელზე, - სად გარბიხარ,პატარა ჭინკა?
-მიყვარხარ,დემეტრე.-მანაც მოხვია კისერზე ხელები და ახლა თავისი ინიციატივით დაეწაფა მამაკაცს ტუჩებზე. როგორი საოცრებები არიან, ერთ წამს შეუძლიათ ქარიშხალის მსგავსად იჩხუბონ და ირგვლივ ყველაფერი დალეწონ,მაგრამ მეორე წუთს ისე ტკბილად არიან...

-რაიმე რომ მოგსვლოდა საკუთარ თავს არ ვაპატიებდი არასდროს,მაპატიე..-მანქნაში ისხდნენ ელენას ბინის ქვევით
-მე მაპატიე,დემეტრე,შენს დაუკითხავად არ უნდა წავსულიყავი.
-დამპირდი რომ აღარაფერს გააკეთებ ისე რომ მე არ ვიცოდე
-გპირდები.-ნაზად შეახო ხელები ლოყაზე
-შენი სურნელი,ელენა,მაგიჟებს..-ხარბად შეისუნთქა გოგონას სურნელი-რაღაც შოკოლადის და მარწყვის სურნელს ერთმანეთში არეულს ჰგავს,შერწყმულს,სინთეზირებულს,მაგრამ იმდენად ოსტატურად რომ შეუძლებელია ერთხელ მაინც შეიგრძნო,მერე ისე შეგახსენებს ხოლმე თავს,ცხვირის ღრუში მოგილამუნებს და სუნთქვის საშუალებას არ მოგცემს-მამაკაცმა ნაზად გადაუწია,წინ არეულად ჩამოყრილი თმები და საფეთქელთან აკოცა,ელენა ფრთხილად ჩამოვიდა და დინჯი ნაბიჯებით აუყვა კიბეებს,ოთახში სამი გაფითრებული სილუეტი დახვდა, თეკლა,კახი და ლერი,კახის ელენას შემოსვლაზე თვალები გაუბრწყინდა და გულში ჩაიკრა ერთადერთი ქალიშვილი,მშვიდად ამოისუნთქა ლერიმაც,რადგან ელენა უვნებელი დაბრუნდა და მანაც კახას მსგავსად გულში ჩაიკრა თეკლა...
ძილბურანში იყო ელენა,როდესაც მხარზე შეხება იგრძნო,მერე იგრძნო როგორ მიერფქვია სახეზე ცხელი სუნთქვა,დაფეთებული წამოხტა და როდესაც დემეტრე დაინახა შვებით ამოისუნთქა
-როდემდე უნდა იპარებოდე ჩემს სახლში ქურდივით?-გაეღიმა ელენას და გვერდით ჩაეწია,რათა ადგილი გაენთავისუფლებია მამკაცს
-რა ვქნა,საოცრად შევეჩვიე შენთან ერთად ძილს მთელი ამ ხნის განმავლობაში-მიეხუტა უკნიდან მამაკაცი
-კახიმ რომ დაგვინახო მოგვკლავს
-ერთ დღესაც არ მოგვიწევს ასე დამალვა
-ნუ ცუღლუტობ,დემეტრე,ხელები გააჩერე,გაგირბის-ხელებზე უჩქმიტა გოგონამ,მერე ორივენი როგორც ყოველთვის ტკბილად გადაეშვნენ სიზმრების სამყაროში..

მეორე დღეს ელენა სახლში იყო მარტო,როდესაც კარზე კაკუნი გაისმა,დაუფიქრებლად გამოაღო და კარებში დათუნა შერჩა,რომელსაც თვალები ჩასისხლიანებული ჰქონდა,ალბათ მთელი ღამე არ ეძინა,გოგონას შემოპატიჟება უნდოდა,მაგრამ ბაგეები ვერაფრით გააპო,როდესაც წინანდელი დღე გაახსენდა,დემეტრე ენდობა მას და აღარ უნდა იმედი გაუცრუოს,როგორც ჩანს არც დათუნას უნდოდა შემოსვლა
-მიხარია ელენა,რომ კარგად ხარ,ბედნიერება მინდა გისურვო,ერთ საათში მივფრინავ,უბრალოდ არ დაგავიწყდეს რომ გყავს ბავშვობის მეგობარი,რომელიც აუცილებლად დაგიდგება მხარში,როდესაც თავს მარტოდ იგრძნობ,ან როდესაც ბედნიერების მწვერვალს დაიპყრობ,ან თუნდაც უბრალოდ როცა მოგინდება საუბარი,ხომ იცი შეგიძლია ყოველთვის დამირეკო,მე ყოველთვის მოგისმენ და ყოველთვის ვეცდები დაგეხმარო,მაპატიე ყველაფერი რომ ავრიე შენს ცხოვრებაში,მაგრამ გპირდები აღარასდროს გამოვჩნდები..-ელენა გაშეშებული იდგა და უსმენდა განადგურებულ შენგელიას,რომელიც მთელი თავისი ცხოვრების მანძილზე არ ახსოვდა ასეთი,ის მუდამ ლაღი და ბედნიერი იყო,ყოველთვის უბრწყინავდა თვალები და უამრავ სითბოს ასხივებდა,მაგრამ ახლა.. ახლა ალბათ ყველაზე უბედური იყო მთელს ქვეყანაზე და ელენა ფიქრობდა რომ ამ უბედურების მიზეზი ის იყო,ვერაფერი უთხრა დათუნას,მოჯადოებულივით იდგა და ცდილობდა რაიმე ეთქვა,მაგრამ ვერაფერი თქვა,დათუნაც არ დალოდებია მის პასუხს უბრალოდ ადგა და წავიდა,ელენა ხვდებოდა რაოდენ სიძლიერედ უჯდებოდა მამაკაცს ეს სიტყვები და უფრო მაღლდებოდა დათუნა მის თვალში,კარები გაოგნებულმა დაკეტა და იქვე ჩაიკეცაა,ყველაფრის გადახარშვას ცდილობდა,მაგრამ არაფერი გამოსდიოდა,ეს ყველაფერი ზედმეტად მტკივნეული ეჩვნებოდა და ასეც იყო,მერე გადაწყვიტა დემეტრესთვის მოეყოლა ყველაფერი და დაურეკა
-დემეტრე,შეგიძლია ჩემთან მოხვიდე?
-კი,რა ხდება? აფორიაქებული ჩანხარ
-რომ მოხვალ მოგიყვები,უბრალოდ მოდი...-გოგონა ისევ იმავე პოზაში იჯდა,ფიქრობდა ყველაფერზე ერთდროულად,ყველაზე მეტად არ უნდოდა დათოს გაშვება,გულნატკენი წავიდა,მაგრამ ალბათ ორივესთვის ასე ჯობდა ალბათ,რადგან ერთმანეთის სიახლოვით ერთმანეთს იმაზე მეტად ტკენდნენ გულს,ვიდრე რომელიმე ჩვენთაგანს წარმოედგინა..
-ელენა,რა გჭირს, ნუ მაშინებ გამოფიტულს გავხარ,ფერი არ გადევს სახეზე
-დემეტრე,დათო იყო მოსული-თვალები დახუჭა ელენამ და ყურებზე ხელები მოიჭირა, ეგონა აფეთქდებოდა მამაკაცი,მაგრამ როდესაც ვერაფერი მსგავსი ვერ გაიგო მოჭუტული თვალები ნელ-ნელა გაახილა,დაეჭვებითა და დაჟინებით შეხედა თვალებში
-მერე რა გითხრა? - ღრმად ჩაისუნთქა მამაკაცმა და ეცადა უხერხული დუმილი დაერღვია,დივანზე ჩამოჯდა და გოგონა კალთაში ჩაისვა
-უბრალოდ ბოდიში მომიხადა არეულობისთვის და წავიდა
-სად წავიდა?
-ფლორიდაში დაბრუნდა..-დანანებით ამოილაპარაკა გოგონამ
-არაუშავს,ალბათ.. არ ვიცი ასეთ სიტუციაში რა უნდა გითხრა ელენა...
-არაფერის თქმა არ არის,დემეტრე,საჭირო,მთავარია ხელბი მჭიდროდ მომხვიო.-მამაკაცმა ხელები მოხვია და გულზე მიიხუტა ელენა...
ნახევარ თვეში უნივერსიტეტიც დაიწყო,აღმოჩნდა რომ დემეტრესაც ელენას უნივერსიტეტი ჰქონდა დამთავრებული,მაგრამ პირველი კურსის შემდეგ მობეზრდა და აკადემიური აიღო,სწორედ ამიტომ არ შეხვედრიან ისინი აქამდე ერთმანეთს.
პირველ დღეს დემეტრემ მიიყვანა ელენა უნივერსიტეტში,ყველა მათ მიშტერებოდა და თითქოს რაღაცას ჩურჩულებდნენ მათი მიმართულებით და მერე თავს დანანების ნიშნად აქნევდნენ,ელენას არ მოეწონა სიტუაცია და მამაკაცს უფრო მჭიდროდ აეკრო.
-დემეტრე,გული ცუდს მიგრძნობს.
-არაფერი მოხდება,ელენა,გპირდები სანამ გვერდით გყავარ.-შუბლზე აკოცა მამაკაცმა და შესასვლელამდე მიაცილა,სადაც თეკლა და კაკი ელოდებოდნენ,კაკისაც მოეყვანა თეკლა
-სალამი -მიესალმა ელენა და ჯერ კაკი გადაკოცნა,შემდეგ კი თეკლა.
-სამზე აქ ვიქნები-კაკიმ და დემეტრემ ერთდროულად თქვეს,რაზეც ოთხივეს გაეცინათ..ბიჭები წავიდნენ,თეკლა და ელენა კი ფოიეში შევიდნენ,ისევ მზერა იყო მათკენ ელენა ანერვიულდა,თითქოს ეჭვობდა რომ რაღაც საშინელება მოხდებოდა,მაგრამ შიში მაშინ ჩაანაცვა სიბრაზემ,როდესაც კარებში ნინა გამოჩნდა,სიბრაზისგან თვალები ჩაუწითლდა დე თეკლას გადასჩურჩულა
-ამას გეფიცები კარგი ამბავი არ მოხდება,რაღაცას ახლართავს ეს ზნედაცემული-ბრაზი მორეოდა ელენას,თეკლამ დამშვიდება სცადა,თუმცა გუმანით ისიც ხვდებოდა რომ ეს ამბავი კარგად არ დასრულდებოდა
-თავი ხელში აიყვანე,შესვენებაზე გნახავ..-ორივემ თავიანთი გზა განაგრძეს,ელენა აუდიტორიაში შევიდა,სადაც კიდევ უფრო გაოცდა,მისი ადგილის გვერდით ნინა იჯდა,მას ისეთი გულუპრყვილო და სევდიანი სახე ჰქონდა,აშკარად ხვდებოდა რომ რაღაც რიგზე ვერ იყო,რაღაცას ხლართავდა ნინა,თუ უკვე რა თქმა უნდა,ახლართული არ ჰქონდა ყველაფერი...

--------------------
ყველაზე კარგები ხართ თქვენ!
ყველაზე მეტად ის მიხარია რომ ყოველი თავის ბოლოში საყვედურისა და თხოვნის,რომ თქვენი აზრი დააფიქსიროთ ყოველთვის სამადლობელი ტექსტის დაწერა მიწევს,ჩემი თქმის გარეშეც აფიქსირებთ საკუთარ მოსაზრებას ყოველ ახალ თავზე,რაც უზომოდ მახარებს.
მიყვარხართ ძალიან.



№1 სტუმარი darina

eseni me shemiwiraven martla qarishxalivit arian jer ertmanets alewaven yvelafers shemdeg vitomc araferi, ai swored es miziduloba momwons am wyvilshi, ragac momentshi she.ecoda datuna, magram yvelaferi dzveleburad vegar iqneboda, mat shoris mashin chamoishala mati megobroba roca megobrobis zgvari gadalaxes da sheyvarebis iarliyi aikrea, ra vqna me ar mjera yofilebis megobrobis, imedia elena ninas medgrad daudgeba da ar ayveba mis intrigebs, kargi tavi iyo.

 


№2  offline წევრი natia-natia

აიი ძაან მომწონს ახალთავს ველოდები <3 :)

 


№3 სტუმარი ..

Vame es rakaiaa <3 magran datuna mecodeba dzalian.. Male dadee shemdegi tavi <3

 


№4  offline წევრი Pepper

გამიხარდა რომ შერიგდენ , მაგრამ ეს ნინა უკვე ნერვებს მიშლის, იმედია ელენეს და დემეტრეს დაშორების მიზეზი არ გახდება ეგ უაზრო გოგო
კარგია მალე განაგრძე

 


№5  offline მოდერი Eleniko13

ჯერ, იმას გეტყვი რომ საჩუქარზე პასუხი ვერ მოგწერე რატომღაც.
დიდი, ძალიან დიდი მადლობა, გამიხარდი.

ახლა კი...
არ მესმის, დათოსი არ მესმის.
როგორ შეუძლია ასეთი იყოს.
ნამდვილ სახეს მალავს, მე ასეთ ადამიანს
ვერ ავიტანდი ჩემს ცხოვრებაში.
თითქოს...
მოკლედ, აღარ მომწონს დათუნა,
რადგან მის ადგილას სხვა ნებისმიერი ნამდვილი
მეგობარი იფიქრებდა, რომ ასე რომ მიეკითხა ელენასთვის დაამწუხრებდა
და თავს შეიკავებდა.
გამოსამშვიდობებლად კი უკეთესი გზებიც არსებობს.
დემეტრე შესანიშნავია, მაგრამ ბევრი ეშლება.
მე კი მასში იდეალურს ვეძებ.
ელენა...
ძალიან გთხოვ, ელენა სუსტი არ გამოიყვანო.
ნინას არ მისცე უფლება რამე ავნოს.
პირიქით, ელენეს ბიძგი მიეცი ნინას განადგურების.
ამაზე მეტად ვერ გამახარებ.
ცინიზმი და ირონია გამოაჩინე ნინას მიმართ, ელენას მხრიდან.
გთხოვ, ეს შესანიშნავი იქნება.
ნინას გონია რომ დააშორებს ამ ორს.
რათქმაუნდა ვიცი, რომ დაშორება გარდაუვალია,
რადგან ყველა სრულყოფლ ისტორიაში აქვთ პერსონაჟებს რთული მომენტები.
უბრალოდ, ელენა გააძლიერე.
--------------------
ლილიტის ქალიშვილი.

 


№6  offline წევრი Lana Tomlinson

საოცრებაა...მომეწონა ეს თავი ამიტომ პერსონაჟებზე კომენტარს არ გავაკეთებ.შენც კარგად იცი როგორ უნდა გააგრძელო ეს მოთხრობა.მოთხრობაც ძალიან მომწონს.❤️❤️❤️❤️

 


№7  offline მოდერი Nina))

ყველაზე კარგები ხართ თქვენ,არასდროს მომბეზრდება თქვენთვის მადლობის გადახდა,ძალიან დიდი მადლობა რომ კითხულობთ ამ მოთხრობას და საკუთარ აზრსაც აფიქსირებთ,მიყვარხართ ძალიან! love
--------------------
"ჩვენნაერები მთვარით თბებიან!"

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent