შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ორში ერთი 11


2-02-2016, 15:32
ავტორი Mari javaxishvili
ნანახია 1 574

თავი 11

მოკლედ მოგიყვებით ჩემი პატარა გეგმის შესახებ:
ანას სახლის მახლობლად გავაჩერე მანქანა, მინები დაბურული მქონდა ამიტომ ვერავინ ვერაფერს დაინახავდა. კომპიუტერი მოვიმარჯვე და მისი (ანას) სახლის კომპიუტერულ სისტემაში შევედი. დიჯეის ,,ნოუთბუქი" გავტეხე და ტაიმერი 30 წთ-ზე დავაყენე, დრო როგორცვე ამოიწურება კომპიუტერი გაითიშება და აღარ ჩაირთვება მინიმუმ 24 საათი. ამ ყველაფრის დასრულების შემდეგ სახლის დაცვის სისტემის ჯერიც დადგა, ტაიმერი ისევ იგივე დროზე დავაყენე ( 30 წუთი ), როგორცვე დო ამოიწურება დაცვის საგანგაშო სისტემა ჩაირთვება და ,,საპატრულო პოლიცია" იმწამსვე იქ გაჩნდება. ყველაფერს რომ მოვრჩი მანქანა დავძარი და სახლისკენ წავედი. უკვე 25 წუთი იყო გასული როცა ტელეფნი მოვიმარჯვე და დაფარული ნომრით ანას დავურეკე. ზარი მალევე გავიდა.....
-ალო... გისმენთ - მიპასუხა წიკვინა ხმამ. ხმა ცოტა დავიბოხე, სიმართლე გითხრათ ისედაც ბოხი ხმა მაქვს, უფრო მკაცრი ვიდრე სხვა გოგონებს, ამის გამო ბავშვობაში ვარდისფერკაბიანი გოგონები დამცინოდნენ კიდევაც, მაგრამ არასდროს არ მიმიქცევია მათთვის ყურადღება, პირიქით ჩემი ხმა ძალიან მომწონდა, სხვებისგან გამომარჩევდა.
-გამარჯობა! პატარა ქერა თოჯინა როგორ არის? - ირონიულად გავიცინე
-ვინ ხარ აქ რატომ რეკავ? - აწიკვნდა უცბად
-ეჰ.... ანა.... ანა..... როგორ მეცოდები.... - ამოვიოხრე
-ახლავე გავთიშავ - თავისჭკვაში შემაშინა
-მომისმინე პატარა მომაბეზრებელო არსებავ, ახლა რასაც გეტყვი კარგად დაიმახსოვრე! გასაგებია? - ხმამაღალი ტონით ვკითხე, ხმას არ იღებდა - რთქმაინდა გასაგებია! მოკლედ ბევრჯერ გამეორებას არ ვაპირებ. ბარბარას შეეშვი! - მკაცრად გავაფრთხილე - მისგან თავი შორს დაიჭირე, ახლოს აღარ გაეკარო, თორემ დამიჯერე დღევანდელი შენი უსიამოვნება, რომელიც წინ გელის სამოთხედ მოგეჩვენება შემდეგში თუ კიდევ გამომიყვან წყობილებიდან. ბარბარა სმიტი! ეს სახელი თავში კარგად ჩაიბეჭდე და დაიმახსოვრე შენსგამო, ის თუ თავს ისევ ცუდად იგრძნობს, ისეთ ჯოჯოხეთს მოგიწყობ, რომელიც მთელი ცხოვრება გემახსოვრება - ხმას ავუწიე და ბოლო წინადადება იმდენად მკაცრად ვუთხარი რომ ჩემი თავის მეთვითონაც შემეშინდა
-ვინ ხარ? - ხმა ძვლივს ამოიღო, ეტყობოდა ჩემმა სიტყვებმა იმოქმედეს
-რაც გითხარი კარგად შეუშვი მაგ უტვინო თავში - ვთქვითუარა ტელეფონი გავთიშე და სავარძლისკენ მოვისროლე

**********

სახლათან უკვე ახლოს ვიყავი, როცა ტელეფნზე შეტყობინება მომივიდა უცხო ნომრისგან " მათთან ერთად შენც საქმეში ხარ, გაგანადგურებთ! " იმწამში მივხვდი " მათში " ვინც იგულისხმა უცნობმა - ამასაც ვნახავთ ვინ ვის გაანადგურებს - გავიფიქრე ხმამაღლა და მაშინვე ლუკს დავურეკე
-გისმენ! რამე მოხდა? - მკითხა აღელვებულმა! პირდაპირ საქმეზე გადავედი
-შენს მეგობრებს დაურეკე და უთხარი რომ მანდ მოვიდნენ, თქვენთან სერიოზული საქმე მაქვს, მალე მოვალ. გთხოვ ლუკ - ვუთხარი და ტელეფონი გავთიშე. - ჯანდაბა, ახლა ახალი შარი მაგდა?... - ჩავიბურდღინე " შენ რა შეგეშინდა?" დამცინა ქვეცნობიემა - სულაც არა, მაგრამ ამ ყველაფრის გადამკიდემ, ჩემი ცხოვრების ბურუსში მოცული საიდუმლო რომელიც ბოლომდე არ ვიცი, დრო აღარ მაქვს რომ გავარკვიო - დავიღრინე " შენს კოშმარებს არ უფიქრდები მაგდა, შენ ხვდები ვინ არის ის ქალი მაგრამ არ გსურს აღიარო ეს " გამაკრიტიკა ალტერებომ - მორჩა გაჩუმდი ახლა ამის დრო არ არის, უკვე სახლში ვარ, შეგიძლია დაისვენო და გაქრე ჩემი ფიქრებიდან - ვუთხარ და მანქანა გავაჩერე " არა დავრჩები, რაიცი რაში დაგჭირდე " - ხო მართალი ხარ, ამიტმაც მიყვარხარ - ჩემს თავზე გამეცინა. მანქანიდან გადავედი და შიგნით შევედი. ბიჭები უკვე მოსულიყვნენ, ბარბარაც მათთან ერთად იყო და გაურკვევლობაში მყოფი თვალებს აქეთ-იქით აცეცებდა, ამ სურათზე ჩამეღიმა
-გამარჯობა - მამაღლა ვთქვი ყურადღების მისაქცევად
-მაგდა! სად იყავი? როგორ მანერვიულე, ლუკიც არაფერს არ მეუბნებოდა - ჩამეხუტა და გაბუტული ბავშვივით დაბუშტა ლოყები
-დაწყნარდი! აქ ვარ და ყველაფერი ნორმალურადაა - თბილად გავუღიმე
-კარგი - ამოიფრუტუნა და დიდზე გაიღიმა, ბიჭებს მივუბრუნდი ყველა ჩვენ მოგვჩერებოდა და პირღია გვიყურებდა, გამეცინა, მაგრამ სიმკაცრე მაინც შევინარჩუნე და ისევ ბარბარას მივუბრუნდი
-ბარბარა გთხოვ სტუმრების ოთახში ადი - ხმაში ცოტა სიმკაცრე შემეპარა, არადა ვცდილობდი რბილად მეთქვა
-მაგდა რამე მოხდა ისეთი რაც მე არ ვიცი? - აშკარად ეწყინა
-ბარბი მომისმინე - ვეცადე ხმა უფრო დამერბილებინა და ამჯერად ეს გამომივიდა - ამ საღამოს ყველაფერს აგიხსნი, მაგრამ ჯერ მათთან მაქვს საქმე. გთხოვ - დიდზე გავეკრიჭე
-კარგი ხო... - საბედნიეოდ დამთანხდა
-მეორე სართული, ჰოლის ბოლოში მარჯვენა კარი - უთქმელად შბრუნდა და მაღლა ავიდა. კარების ხმის გაგნებაზე მივხვდი რომ ბარბარე ოთახში შევიდა, ამიტომ უკვე შემეძლო ბიჭებთან თავისუფლად საუბარი
-რა ხდება? - ლუკის მკაცრი ხმა გაისმა ოთახში, მოწყვეტით ჩავეშვი სავარძელში
-კარგი, პირდაპირ საქმეზე გადავალ, გაცნობა მგონი საჭირო აღარააა
-............... - არაფერი უთქვავთ
-უკან რომ ვბრნდებოდი ტელეფონზე უცხონომრისგან შეტყობინება მომივიდა - ლუიმ სათქმელი არ დამამთავრებინა
-და ჩვენგან რას ელი? პატარა გოგონას შეეშინდა და დახმარება სჭირდება?- ირონია არ ღალატობდა როგორც ყოველთვის
-თქვენ დამეხმარებით თუ არა, ეს საკითხი ნამდვილად არ მადარდებს, გასაგებია? - კბილებში გამოვცერი, ტელეფონი ავიღე და ლუკს მივაწოდე - ხმამაღლა წაიკითხე
-" მათთან ერთად შენც საქმეში ხარ, გაგანადგურებთ " - ამის გაგონებაზე ყველა დაიძაბა, ლუკს რომ შევხედე რეალურად შემეშინდა, მისი ორგანიზმი მთლიანად დაჭიმულიყო, ეტყობოდა რომ თავის გაკონტროლება აღარ შეეძლო
-ამის დედაც - სიმწრისგან წიხლი მაგიდას წაკრა და ხმამაღლა დაიღრიალა
-იცით რაა ბიჭებო.... შეიძლება გძულვართ ოღონდ ამის მიზეზი ჩემთვის აუხსნელია, მაგრამ მგონი უფლება მაქვს ყველაფერი ამიხსნათ-სრული სერიზულობით ვთქვი და რატომღაც ჯეის თვალებში ჩავაჩერდი
-არა შენ ამას ვერ გაიგებ - ჯორდანის ხმა გაისმა ოთქხში და ფეხზე წამოდგა დაძაბულობისგან
-მსურს ყველაფერი თქვენგან გავიგო - პასუხი დაუყოვნებლივ გავეცი
-შენ ამას ვერ გაიგებ მაგდა, ჯანდაბა ლუკ, აი რატომ ვიყავით თქვენი დაახლოვების წინააღმდეგი - ახლა ადამი ჩაერია
-ეს შეტყობინება " ავაზას " ბანდის გამოგზავნილია ხომ? კონკრეტულად კი ნიკის - ნიკი " ავაზას " ნამდვილი სახელია
-შენ საიდან იცი, რა იცი? გამაგებინე ბოლოსდაბოლს - დაიღრიალა ლუკმა
-მე იმაზე მეტი ვიცი ვიდრე თქვენ ფიქრობთ, მაგრამ ამას აზრი არ აქვს, ახლა კი ამიხსნით საიდან ხართ ნიკთან დაკავშირებულები? რატომ? რა ჯანდაბად გინდოდა მასთან რაიმე კონტაქტის დამყარება? - უკვე წყობილებიდან გამოვდიოდი და ხმის კონტროლი მიჭირდა, ბოლო წინადადების თქმისას კი ლუკს თვალებში ჩავაჩერდი
-ჩვენ მასთან არ ვართ - გულუბრყვილოდ ჩაილაარაკა ჯორდანმა
-შენ რატომ? - იკითხა ლუიმ რომელსაც ირონიის ნატამალიც კი აღარ ქონდა შერჩენილი
-ლუკ ის ბიჭები ჩიხში, ვინ იყვნენ? - უცბად გამახსენდა ის საღამო, ლუკი ჩაფიქრდა, ეტყობოდა ყველაფერს იაზრებდა, ცოტა კი შემეშინდა მისი, ამას ვაღიარებ
-ამის დედაც..... მაგდა, ხვდები რომ ჩემს გამო ახლა შენ დიდ საფრთხეში ხარ? ახლა რავქნა? - ლუკი მხეცს დაემსგავსა, მისი თვალები მთლიანად სიბნელეს მოეცვა და სიბრაზეს ასხივებდა
-ლუკ დაწყნარდი, მე მისი არ მეშინია - ვთქვი მტკიცედ, მაგრამ შინაგანად მაინც აღელვებული ვიყავი
-რას ამბობ თუ გესმის მაგდა, 3 წელია მას ვებრძვით, ის ჩვენზე ყოველთვის წინ არის და წინასწარ იცის ჩვენი მომდევნო ნაბიჯი, ის საშიშია მაგდა, ის მე მებრძვის, ჯანდაბა მან მე და მომიკლა, ახლა კი შენი წართმევაც უნდა - ემოციებისგან უკვე ყვირილზე გადავიდა. მისი დის ხსენებაზე ადგილზე გავიყინე, მაგრამა ერთი ვიცოდი ემოციებს არ უნდა ავყოლოდი, ახლა მხოლოდ ლოგიკურად აზროვნება იყო საჭირო
-ლუკ ის მე ვერაფერს დამიშავბს - მეც არ ჩამოვრჩი
-ნუ ხარ დარწმუნებული - ჯეის მკაცრმა ხმამ ექოსავით გაიჟღერა ოთახში
-ფუ ამის - დავიღრინე - მე შემიძლია მისი ყოველი ნაბიჯი ვიცოდე, მე შემძლია მისი ყოველი მომდევნო გეგმა გავიგო და ჩავუშალო, ხო ის ყოველთვის თქვენზე წინ არის, ხო ის ჭკვიანი და ძლიერია, მაგრამ ცოტახნის წინ მასზე რამდენიმე ნაბიჯით წინ მე ვიყავი - პატარა პაუზა იყო, ყველა ჩუმად იჯდა და ჩემს ნათქვამს აანალიზებდა, წყობილებიდან გამოსულმა ფეხზე წამოვხტი და აქეთ-იქით დავიწყე სიარული, ბოლოს რომ ვეღარ მოვითმინე მთელი ძალით დავუყვირე ლუკს - ამის დედაც ლუკ, მე ჰაკერი ვარ!

ბავშვებო იმედია მოგეცონებათ, ტქვენი აზრი დააფიქსირეთ, კრიტიკასაც ნუ დაიშურებთ, რათა გავიგო რა მეშლება და რა არა
მომდევნოზე აცილებით დიდი თავი დაიდება.
მადლობა ყველას



№1 სტუმარი Lanuka lanu

Au kai iyo dzn momewona chemo shokoladooo.gaagrdzele ase.da veli shemdeg tavs

 


№2  offline წევრი LoNdA DM

აუ მაგარი იყო დზალიან მომწონს

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent