შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

როცა სიყვარული აკრძალულია (7)


2-02-2016, 17:31
ავტორი zak
ნანახია 2 822

მთელი დღე ელზასთან ერთად გაატარა,ახალი ამბები გამოჰკითხრა და მონატრებული ქალი მოისიყვარულა,საღამოს ელენეს ესაუბრებოდა სახლში ბიჭები რომ შემოლაგდნენ.სწრაფად აირბინა კიბეები და მეორე სართულიდან უკვე ფეღმძიმის მუცლით ჩამოვიდა,ყველამ რიგრიგობით გადაკოცნა ნიცა და შემდეგ სავარძელზე მოკალათდნენ.
-ყავას ხომ ინებებთ?!...ზრდილობის საკითხია თორემ ახლა ესიკვდილებოდა ყავის მოდუღება,ხანდახან ნერვები ეშლება მის მსგავს გაუბედავობაზე,ბიცოლას მკაცრა აღზრდას ვერ ივიწყებს.ყოველწლიურად,ზაფხულობით ბიცოლასთან და ბიძასთან ჩადიოდა სოფელში.ბევრი კარგი რამ ახსოვს,მაგრამ მიუხედავათ ამისა,ბიცოლამისი ის ერთადერთი დამიანი იყო ვისგანაც პატარაობაში ბევრი ხვდებოდა,ახლა კი ხვდება რომ მისთვის კარგი უნდოდა,მაგრამ მაშინ საოცრად სწყინდა.ყველაფერს წონიდა ზინას გემრიელი კერძების არომატი,მაგრამ დღემდე ელანდება სველი პირსახოცის რტყმევისაგან დარჩენილი ვარდისფერი ზოლები ზურგსა და ფეხებზე...
-არა შვილო,არ შეწუხდე,ცოტა ხნით შემოვიარეთ,მალე უნდა წავიდეთ,ჩვენთან მოდი აბა,ბექაურების სიამაყეს მინდა მოვესიყვარულო...გულწრფელი ღიმილით მიმართა გოგონას დათომ და ხელი მის გვერდით,სავარძელზე დაატყაპუნა.მორცხვად მიუახლოვდა ნიცა კაცს და მის გვერდით ჩამოჯდა.მამაკაცმა ღიმილით დაუსვა ხელი გამობერილ მუცელზე და რამდენიმე წამიანი დუმილის შემდეგ წარბები შეკრა.
-სუფთა მამაა რაა,განძრევაც კი ეზარება,ექიმთან იყავით ხო?!იმედია მალე გამოძვრება მანდედან და მერე მაინც ვათამაშებ...ალალი ღიმილით შეანათა ნიცას და მისთვის სასურველი შეკითხვა დასვა.
-მორცხვობს ცოტას,ექმიმმა ყველაფერი რიგზეაო,ორსულობა კარგად მიდის,მალე გამოვა ჩემი პატარა...სინდისი კი ჰქენჯნიდა ასე რომ ატყუებდა ყველას,თან თითოეული მათგანი იმდენად მოელის პატარა ბექაურის დაბადებას და ისე დასტრიალეს თავს ნიცას რომ ხანდახან საკუთარი ამაზრზენი საქციელის გამო ტირილის სურვილი უჩნდება.ვერ პატიობს თავს რომ მამა-შვილის მოკავშირე გახდა მსგავს სიბინძრეში,მხოლოდ პატარის გამო იქცევა ასე,რომელიც არაფერს შუაში არ არის,მაგრამ სულელი მამამისისა და გარყვნილი დედამისის გამო ახლაც კი საშინელ სიტუაციაშია.
-წარმომიდგენია უტა როგორ ეფერება ხოლმე...ეშმაკური ღიმილით გადახედა კაცმა ბიჭს და ჩუმად ჩაიქირქილა...იმედია მამამისს მაინც ურტყამს...დააყოლა ბოლოს და ამჯერად დაბნეულ ნიცას გადახედა..
-ჩვენი წასვლის დროა ბიჭებო,დღეს დავიღალეთ,უნდა დავისვენოთ,ნიცაც დაღლილი იქნება და ხომ ხედავთ,მეუღლის გარეშე არ იძინებს...ისევ ნოდარიმ გადაარჩინა გოგონა და მსუბუქი ღიმილი შეაგება ნიცას მადლიერ მზერას...წავედით ახლა...იდეა აიტაცეს და ვრცელი დამშვიდობების შემდეგ გალაგდნენ სახლიდან სტუმრები.წყნარად აუყვა კიბეებს,მუცელი პირდაპირ კლავდა და მისი მოშორება სურდა.უკან მიჰყვა უტაც.ფართოდ დაამთქნარა ოთახში შესულმა,საწოლს რომ მოჰკრა თვალი და მთქნარებით წავიდა სააბაზანოსაკენ რათა დასაწოლად მომზადებულიყო.პენუარი გადაიცვა და ოთახში შევიდა,უტას უკვე თვალები მიელულა და სთვლემდა.ამჯერედაც გადასაფარებელზე იყო მოკალათებული,რაც შეუძლებელს ხდიდა საწოლში შეწოლას ნიცასათვის.ფრთხილად მიუახლოვდა მძინარე მეუღლეს,მაგრამ წაიღო თუ არა ხელი მისკენ,მაშინვე ადრინდელი შემთხვევა ამოუტივტივდა თავში და ხელი ჰაერში გაუშეშდა.ბოლოს მაინც გადაწყვიტა ბიჭი შეეღვიძებინა და ხელით ფრთხილად შეარხია სხეული.რამდენჯერმე გაიმეორა იგივე,მაგრამ ბიჭს არანაირი რეაქცია არ ჰქონია.
-უტა,გაიღვიძე რა,უნდა დავწვე,უტა,გთხოვ რა...ბოლოს ჩურჩულზე გადავიდა და ხელი ოდნავ უფრო ძლიერად მიადო ბიჭს,მოულოდნელად თვალები რომ გაახილა უტამ და გოგონას მიაჩერდა.
-როდის იყო ადამინი ჯუჯღუნით იღვიძებდა,უნდა მოეფერო ხოლმე და გამოეღვიძება...სიტყვების გააზრება ვერ მოასწრო ნიცამ ბიჭის ზემოთ რომ აღმოჩნდა მოქცეული.
-უტა,რას შვები გამიშვი,მეძინება...მოულოდნელობისაგან შეშნებულმა,ჯერ ღრმად ამოისუნთქა შემდეგ კი მამაკაცის ცხვირი რომ იგრძნო კისერში სვენებ სვენებით ამოთქვა ეს რამდენიმე სიტყვა და განაბა.
-ცოლს ვეფერები,აი რას ვშვები...კისრიდან მკერდზე გადაინაცვლა ბიჭმა და იქიდან ცხვირით ამოჰყვა გზას ყურის ძრამდე,შემდეგ კი სველი კოცნა დაუტოვა და ამჯერად ბაგეებისაკენ გადმოინაცვლა.მორიგეობით უკოცნიდა ტუჩებს და სიამოვნებდა ნიცასაგან ვერანაირ წინააღმდეგობას რომ ვერ ხედავდა,პირიქით,გოგონა სიამოვნებისაგან კრუტუნებდა და ბიჭის თმაში ვნებიანად დაასრიალებდა ხელებს.პერანგის ქვეშ რომ შეუცურა ხელი უტა,მაშინ გამოერკვა ვნებათა სამყაროდან და მის სხეულზე მოთარეშე ხელების მოშორება სცადა.
-კარგი,გვეყო,გაჩერდი,მეძინება ახლა...ჩუმად მიმართა ბიჭს და მისგან ჩამოსვლას შეეცადა.უტამ კიდევ ერთხელ მოწყვეტით რომ აკოცა ბაგეებზე.
-ტკბილი სიზრმრები საყვარელო...მანამ სანამ ტუჩებს მოაშორებდა გოგონას,კბილებიც მოსდო და ნიცას ამოკვნესებაზე სასიამოვნოდ ჩაიცინა.გულღიად,აი ისე ნიცას რომ ჭკუას აკარგვინებს...ახლა დაიძინე...მკერდზე ძლიერად აიკრა გოგონას სხეული და თავად რამდენიმე წუთში უკვე ეძინა.შეუძლებელი იყო,მსგავსი სურვილების შემდეგ ნიცას ტკბილად არ დასძინებოდა.თავიდან კი იყო ცოტათი დაჭიმული და შებოჭილი,მაგრამ გააცნობიერა რა,თუ რამდენად კომფორტულ სიტუაციაში იმყოფებოდა,მოეშვა.უტას მკერდე თავ დადებულს მალევე მასაც ჩაეძინა.ამდენი ხანია ცოლ-ქმარნი არიან და ჯერ ასე ახლოს არ სძინებიათ ერთმანეთთან.თურმე რამხელა სიამოვნებას იკლებდნენ...
დილით მისდა გასაკვირად ბიჭი საწოლში დახვდა,მოურიდებლად მოათავსა თავი უფრო კომფორტულად მის მკერდზე და ძილის შებრუნება სცადა.როგორც ჩანდა არც უტას არ ეძინა რადგან სწრაფად შეუცურა ჩამოშლილ თმებში ხელი და მონოტორულად დაიწყო თამაში.მთლიანად სიამოვნების ბურუსში იყო გახვეული,კარებზე კაკუნი რომ ატყდა.სწრაფად გაახილა თვალები და უხერხულად ჩამოწეულ პერანგზე საბანი აიფარა.
-შემოდით...გასძახა გაუნძრევლად უტამ და ამჯერად გოგონას კისერზე ჩააცურა ხელები.სიამოვნების ტალღამ ხელმეორედ წალეკა ნიცა,უცებ კარები ნიკოლოზმა რომ შემოაღო,ნუთუ არ შეიძლება ერთი დილა მაინც დაიწყოს მის გარეშე?!უკვე ნერვები ეშლება.იგრძნო როგორ დაეჭიმა ხელი უტას და ფრთხილად აასრიალა საკუთარი მის მკლავზე,საბნის ქვემოდან.
-მაპატიეთ,ხელი შეგიშალეთ.უტა,სასწარფოდ უნდა გავიდეთ,ნოდარმა დარეკა,ლიკას რაღაც შეემთხვა,ქვემოთ დაგელოდები,უკვე საავადმყოფოშია გადაყვანილი...სწრაფად გაიხურა კარები და კიბეებზე ჩასვლის ხმაც გაისმა.გაიხურა თუ არა კარები ნიკოლოზმა,მაშინვე წამოდგა უტაც და ხუთ წუთში უკვე ჩაცმულ დახურული გადიოდა ოთახიდან ნიცას ხმამ რომ შეაჩერა.
-უტა,გთხოვ შემატყობინე რა მოხდება კარგი?!მე სკოლაში მივდივარ დღეს,აუცილებლად დამირეკე გთხოვ...გაუბედავად ამოილაპარაკა ნიცამ.თვლიდა რომ არ ჰქონდა იმდენის უფლება რომ მისთვის რაიმე მოეთხოვა.საკუთარი ცნობისმოყვარეობის შერცხვა და თავი დახარა.ვერ დაინახა მაგრამ გაიგონა როგორ მიუახლოვდა ბიჭი.შემდეგ კი არაამქვეყნიური ამბორი იგრძნო ყურის ძირში და თვალები თავისდაუნებურად მიელულა.
-აუცილებლად დაგირეკავ...სწრაფად გავიდა ოთახიდან უტა.ნიცამ კი სკოლისათვის დაიწყო მზადება.ამჯერადაც მძღოლს წაჰყვა,მუცელი ისე უშლის სიარულსა და სუნთვაში ხელს რომ ტაქსით სიარულს ისევ კომფორტული მგზავრობა არჩია.
კლასში შევიდა და კლასელები მოისიყვარულა,დიან კოცნიდა უცებ ვიღაცამ ძლიერად რომ გაჰკრა მხარი და კინაღამ იატაკზე მოადინა ზღართანი,თვალები დახუჭა მოსალოდნელი ტკივილისაგან,მაგრამ ძრს დაცემისას განცდილი ტკივილი რომ ვერ იგრძნო გაკვირვებულმა დააჭყიტა თვალები,სწრაფად წამოიმართა ფეხზე თავი დემეტრეს მკლავებში რომ დაიგულა.
-გმადლობ,მაპატიე უცებ თავი ვერ შევიკავე...საქციელის მართლებას მოჰყვა ბიჭმა საყვარლად რომ გაუღიმა.
-ნუ ღელავ,სულ პიკოს ბრალია...ღიმილი ჩამოიწმინდა სახიდან და ამჯერად მათ გვერდით მდგარ ბიჭს შეუღრინა...ყურადღებით იარე...მთელი დღის განმავლობაში ვერ მოიშორა ბიჭი,თან წამდაუწუმ მობილურს უყურებდა უტას ზარის მოლოდინში.გაკვეთილები სასტიკად გაიწელა.კიდევ უფრო საშინელი იყო ბიჭის დარწმუნება იმაში რომ ფეხით ან ტასით წავიდოდა სახლში,მაგრამ საბოლოოდ მაინც მის ავტომობილში აღმოჩნდა.ბიჭს „ორსულობის“ შესახებ უყვებოდა მობილური რომ ამღერდა.უტას ნომერი რომ დალანდა აღელვებულმა გადაუსვა სენსორს თითი.
-გისმენ...გასცა თუ არა ბიჭს პასუხში მაშინვე გაირინდა.
-მოკვდა...ჩემი შვილი მოკვდა...



№1  offline მოდერი tsn

ვაიმეეე, ბაბშვი შემეცოდაა ((

 


№2 სტუმარი darina

Dzalian momwons utas da nicas tandatan damtbari urtiertoba, ogond im vigondara nikolozma tavisi ver unda gaitanos, dagvaintrige, axla ra moxdeba?shemecoda uta, kargi tavi iyo.

 


№3  offline აქტიური მკითხველი uchveulo

ვაიმე ეს ნიკოლოზი გააქრეე :X კარგია მალე დადეე რააა

 


№4  offline წევრი Firefly

მგონი ნიკოლოზს კამერები უყენია უტას ოთახში :დ
კარგი გოგო ხარ რომ არ გვალოდინე love
--------------------
M.T

 


№5  offline წევრი მარიანა

ძალიან მომწონს ეს ისტორია
--------------------
მარიანა

 


№6  offline წევრი zak

tsn
ვაიმეეე, ბაბშვი შემეცოდაა ((

არადა მართლა არ მინდოდა რომ ასე მომხდარიყო,სულ სხვისი ზეგავლენაა რა,გმადლობ რომ კითხულობ love

darina
Dzalian momwons utas da nicas tandatan damtbari urtiertoba, ogond im vigondara nikolozma tavisi ver unda gaitanos, dagvaintrige, axla ra moxdeba?shemecoda uta, kargi tavi iyo.

ხოო ნიკოლოზი ძალიან თავხედდება და ასწავლიან ჭკუას იმედია,გმადლობ რომ კითხულობ საყვარელო love

uchveulo
ვაიმე ეს ნიკოლოზი გააქრეე :X კარგია მალე დადეე რააა

ამხელა კაცს,თან ასეთ სიმპატიურს უკვალოდ ვერ გავაქრობ,ნელ-ნელა რამეს მოვახერხებ,გმადლობ რომ კითხულობ ტკბილო love

Firefly
მგონი ნიკოლოზს კამერები უყენია უტას ოთახში :დ
კარგი გოგო ხარ რომ არ გვალოდინე love

შენმა კომენტარმა გამახარა მეე,ძალიან ძალიან,მაგაზე მეც ვიცინი,სამაგიეროდ ამჯერად დააკაკუნა wink არ ვიცი დღეს თუ ავტვირთავ,წერა დაწყებულიც კი არ მაქვს,გმადლობ რომ კითხულობ საყვარელო love

თაკოთაკო
ვაუძააანმაგარიამომეწონაველიშემდეგთავსწარმატებებიმაგრან ნიკოლოზი გააქრეე ან შეცვალე რააა

ვეცდები კარგო,გმადლობ რომ კითხულობ love

მარიანა
ძალიან მომწონს ეს ისტორია

გმადლობ საყვარელო რომ კითხულობ love

 


№7  offline აქტიური მკითხველი uchveulo

როდის დადებ შემდეგს?

 


№8  offline წევრი zak

uchveulo
როდის დადებ შემდეგს?

თითქმის დავამთავრე,ალბათ დღეს დავდებ,გმადლობ რომ კითხულობ love

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent