შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჭირვეული პატარძალი –4–

2-02-2016, 18:37
ავტორი sopiko
ნანახია 4 294

[თავი 4]
აფეთქება სულ რამდენიმე წუთში ხდება. იოანე კარზე ბრახუნს ტეხს, მე კი უდარდელად წამოვწოლილვარ და თვალები დამიხუჭია.
–გააღე კარი, მართა! გააღე, თორემ...
წამში კართან ვჩნდები და საკეტს ვატრიალებ.
ზღურბლზე თვალებანთებული იოანე დგას, პერანგის ნაგლეჯით ხელში.
–რა თორემ?–წარბებს ვკრავ და ქვემოდან ავყურებ ჩემზე ბევრად მაღალ მამაკაცს. არა, ეს სიმაღლე რაღა იყო, ღმერთმა ესეც რომ უსახსოვრა! ლამაზი თვალები, ხო, კარგი... არც ამ თხელ ტუჩებზე ვამბობ რამეს! ჯანდაბას ათლეტური აღნაგობაც! თავი დავანებოთ სწორ, ბერძნულ ცხვირსაც, მაგრამ სიმაღლე? რითი დაიმსახურა ეს ყველაფერი? იმით რომ მართლმსაჯულებას ღალატობს და იძულებით მოვყავარ ცოლად?
–გაიწიე, მართა!–ხელით მარჯვნივ მიმითითებს და გარდერობს არჭობს მზერას.
–ეს ჩემი ოთახია, დანიელ! ჩვენ ერთმანეთთან არაფერი გვაკავშირებს, რა უფლებით მეჭრები საძინებელში? იქნებ შიშველი ვარ? იქნებ რას ვაკეთებ?–ნიშნს ვუგებ და ხელებს გულზე ვიკრეფ.
–ნუ ცდილობ რაღაც გამომტყუო!–ხელს მსუბუქად მკრავს და კარადას აღებს.
–რამდენს ვიცინებ, მანდ შიშველი მამაკაცი რომ დაგხვდეს!–პირზეხელაფარებული ვფხუკუნებ და შემოღებულ კარს ვეფარები.
–ვინ შიშველი კაცი?–შეშლილი სახით მიბრუნდება დანიელი. იმის გააზრებასაც კი ვერ ასწრებს, რომ კარადაში ტანსაცმელი ხელუხლებლად აწყვია.
–საყვარელი!–სერიოზულ სახეს ვიღებ, თუმცა ამას რომ არ დამიჯერებს, რა თქმა უნდა, ვიცი.
–ოჰ, მართა, მართა! რატომ ცდილობ გამაგიჟო? გუშინდელიდან დაწყებული ასე ურჩად რატომ იქცევი?–ცინიკურად მიღიმის და საწოლზე მოწყვეტით ჯდება.
–გცდი!–მრავალმნიშვნოვლნად ვამბობ და თვალს ვარიდებ.
დანიელს სახე ეცვლება.
–რაში მცდი?–პიქრქუშად მეკითხება და ფრჩხილიდან თმის თითოეულ ღერამდე მათვალიერებს.
–ის... მე...–მისი მზერა ისე მაბნევს, სიტყვებს ვეღარ ვალაგებ. კი, მაგრამ რა ჯადოს მიკეთებს ეს კაცი ასეთს?–მინდოდა მეთქვა, რომ...
–თქვი, მიდი! თქვი!–მკლავებში ხელებს მავლებს მამაკაცი.
–მტკივა...–ვლუღლუღებ.
–თქვი და აღარ გეტკინება!–ოდნავ დუნდება, მაგრამ ბოლომდე მაინც ვერ მშვიდდება.
–მაინტერესებს გამიძლებ თუ არა! საკმარისად გიყვარვარ თუ არა! მინდა ჩემს გრძნობებშიც გავერკვიო! და საერთოდ ყველაფერზე უნდა დავფიქრდე... ამისთვის კი უნდა გამოგცადო!–ისე ძლიერად ვიქნევ ხელს, რომ დანიელს ვაშვებინებ და კედელს ვეკვრი.
–იცოდე, იმდენს ნუ იზამ, რომ მთლად გაუსაძლისი პირობები შეგიქმნა!–მისი სიტყვები კარგს არაფერს მიქადის, მაგრამ უკან დახევა არ მჩვევია.
–გაუსაძლის პირობებში რას გულისხმობ? ან რითი აპირებ ჩემს წვალებას? მე შენ არ მიყვარხარ, შენ გიყვარვარ, ეს დიდი განსხვავებაა, დანიელ!–დოინჯს ვირტყამ მე.
ამას კი ვეღარ იტანს სვანი. კისერზე ხელს მიცურებს და ტუჩებზე მეწაფება. მოულოდნელობისგან შეწინაამღდეგებასაც კი ვეღარ ვბედავ... ისე ვარ აბნეული და ახალი შეგრძნებებით დაპყრობილი, რომ მეც კი ვყვები კოცნაში და თან დიდის ამბით ვიწევი ფეხის წვერებზე. სხეულში ერთიანად ლავა მივლის... სისხლის ნაცვლად სისხლძარღვებში ცხელი, გამაბრუებელი სითხე იწყებს დინებას, რაც ჩემს ბოლომდე მოდუნებას იწვევს. წაბლისფერი მორევი ბოლომდე მასში შთანთქმის საშუალებას არ მაძლევს, თუმცა ჩემი ძალებით უკვე დამთვრალი ამოსვლას და ბორკილებისგან გათავისუფლებას ვერ ვახერხებ... მეც არ ვიცი, რა მემართება! ერთ რამეში სწორედ ამ განსაკუთრებულ წამებში ვრწმუნდები... ეს განცდები ციდან არ ჩამოფრენილა და ჩემი გულიდან მოდის.
სრულიად უეცრად მახსენდება თუ რა მდგომარეობაში ვარ... თუ რა მომავალი მელის და დანიელის გაცხარება ჩემი სისუსტის გამო უფრო მეტად მინდება... სუსტი ვარ, აბა, რა! მიუხედავად იმისა, რომ ვუმტკიცებ, არ მიყვარხარ და შენთან არ მინდა_მეთქი, მის სხეულზე ვარ მიკრობილი.
გულზე ხელებს ვაჭერ და მომენტალურად ვშორდები მას და მის გააქტიურებულ, დაოსტატებულ ბაგეებს. თმებს ვისწორებ და ოთახიდან მის გონს მოსვლამდე გავდივარ. კიბეებზე სირბილით ვეშვები და კარს მივაშურებ. ჩაკეტილია! აქედან დანიელის გარეშე ვერ გავალ! ამ უცხო მხარეში მის გარეშე არაფერი ვარ!
და მაინც... ყველაზე კარგად პირველმა ხერხმა გაამართლა! ასე რომ, მეორეც მოსაფიქრებელია!
* * *
არ ვიცი, როგორ მივლიდა გვერდს, მაგრამ იმ დღეს მეტად დანიელს აღარ შევხვედრივარ. ვცდილობდი გამომეჭირა, რათა ჩემივე სურვილებში გავრკვეულიყავი. ის, რაც დილით მოხდა, უბრალო ფაქტი არ იყო. გასაგებია, რომ მიზიდავდა, მაგრამ მე სხვა გეგმები მქოდა. ახლა ჩემს გატაცებებს რომ მივნდობოდი, შეცდომას დავუშვებდი. დანიელი ამით ისარგებლებდა და ვინ იცის, შემდეგ რა მოხდებოდა. ასე რომ, ჩემი გადაწყვეტილების შეცვლას არ ვაპირებდი.
მისაღებში ძველებურ ტახტზე ვარ შესკუპებული და ყველაფერზე ვფიქრობ. დანიელზე... მშობლებზე... მეგობრებზე... სწავლაზე... იმ პრობლემებზე, რასაც ეს მოტაცება მიქადის.. იმ მიზეზებზე, რამაც ჩემი ცოლად მოყვანა გადააწყვეტინა დანიელს... აქედან გამომდინარე წესიერად ვერაფერს ვიაზრებ და ისევ თავიდან მიწევს ფიქრი.
გაყინულ ხელებს სახეზე ვისმევ თუ არა, ვხვდები, რომ მცივა. რაღა თქმა უნდა! ბატონ დანიელს ცეცხლიც კი არ დაუნთია ბუხარში, თუმცა ის რაში მჭირდება! მეც მშვენივრად შევძლებ ამას! ბუხარში შეშა არ არის დაწყობილი, ამიტომ ეზოში გავდივარ და უფრო მეტად ვიფუთნები ყელიან სვიტრში.
-მმმ... ნეტავ, სად უნდა იყოს შეშა? ან... ან კარი ღია რატომ იყო?-ახლაღა მოვდივარ გონს და შიში მიპყრობს. ნუთუ დანიელი სახლში არ არის? დამტოვა? უკვე მოვბეზრდი? კი, მაგრამ მეც ხომ ეს მინდოდა! ახლა დავკრავ ფეხს და წავალ! მერე რა, რომ ღამეა! მე არაფრის არ მეშინია! ნუ მხოლოდ სიბნელის, მგლების, გველის, სიკვდილის, ავადმყოფობის, სისხლის, შიშილის, წყურვილის, სიმაღლის და წყლის მეშინია! მორჩა, მეტი კი არაფრის!
ისევ დანიელი მიტრიალებს თავში. არა, ის არ წავიდოდა! მითხრა, მიყვარხარო და განა სიყვარულს ასე მალე ივიწყებენ? ვერ ვხვდები, რატომ მადარდებს ეს ასე ძლიერ! მე ხომ ვუთხარი არ მიყვარხარ_მეთქი, ეტყობა იმედი დაკარგა და ისე მიმატოვა, არც დაფიქრებულა!
გული უჩვეულოდ მეწურება... ‘’რაღაცნაირი’’ შეგრძნება მაქვს... აი, მზრუნველ ცოლებს რომ აქვთ ხოლმე ისეთი, ქმარი ძალიან რომ უყვართ და მისთვის არაფერს რომ იშურებენ... სანამ მეუღლე სახლში არ მიუვათ, არ იძინებენ... მუდამ მასზე ფიქრობენ... მეც ხომ მიფიქრია დანიელზე, თუნდაც მოტაცებამდე! მოტაცების შემდეგ კი... ოჰ, მას შემდეგ სულ წინ მიტრიალებს და მასზე ვიფიქრებ აბა, როგორ! თორემ ისე საერთოდ არ მანაღვლებს! ახლა ის ერთადერთია, ვისაც აქ ვიცნობ და ამიტომაც ვღელავ ასე.
ეს მიზეზი სრულიად მაწყობს, ამიტომ გონებაში ღრმად ვადგმევინებ ფესვებს, რათა ცოტა დავმშვიდდე. სულ მავიწყდება შეშა, დანიელის მანქანას რომ ვეღარ ვხედავ.
-მანქანაც წაუყვანია... აქამდე როგორ ვერ შევამჩნიე... ანდაც ხმა როგორ ვერ გავიგონე დაქოქვის...-ტუჩს დანანებით ვიკვნეტ და ეზოდან ფრთხილი ნაბიჯებით გავდივარ.
-დანიელ...-გაუბედავად ვჩურჩულებ და გარემოს თვალს ვავლებ.
-დანიელ! სად ხარ?-ახლა უკვე ხმამაღლა ვყვირი.
-დანიელ!-გზაზე გავდივარ, მაგრამ ცოტაოდენი ფიქრის შემდეგ უკან ვტრიალდები. გარეთ ბოდიალს აზრი არ აქვს. რადგან მანქანა წაიყვანა, ესე იგი აქვე ახლოს არ არის.
სახლში ვბრუნდები და გაყინული ისევ ტახტზე ვცოცდები.
უკვე ძალიან ცივა... ის ველური კი არა და არ მოდის!
სახელოებს ვწელავ, თითები რომ შევყო შიგ, მაგრამ ეს არ მშველის. თბილისში ზაფხული იყო, აქ კი ზამთარია! ეს სად ვარ? სად ვკვდები, ეგ მაინც არ უნდა ვიცოდე?!
ცივა... საშინლად ცივა... ეს სიცივე მთენთავს. თავს ვებრძვი, რომ არ დამეძინოს, მაგრამ თვალები თავისით მეხუჭება. ძალას ვიკრებ და გარეთ გავდივარ განწირული ყვირილით.
-დანიელ! დანილ, ცივა! სწრაფად! სად... სად ხარ?-უკვე სიტყვები მერევა. მოცელვით ვეცემი ცივ მიწაზე და კანკალის შეწყვეტას ვცდილობ.
ძილის სამყაროში ნელ-ნელა ვეშვები და ვეღარც სხეულს ვგრძნობ და ვეღარც სიცივეს...

უცნაური და არასასიამოვნო გრძნობა მაღვიძებს... ვხედავ, რომ შიშველი ვარ, თუმცა ამის დასაფარად არაფერს ვაკეთებ. ტანზე სისველესაც ვგრძნობ, არც ამჯერად ვინძრევი.
-მართა, მართა, გესმის ჩემი?-ზემოდან დანიელის თვალები დამყურებენ.
რა იყო კი არ დავყრუვებულვარ, რას ჩამყვირიხარ, კაცოო?
-დანიელ, ცეცხლი და შეშა... ხომ იცი სიცივე... აანთე, კარგი?-ვბუტბუტებ გაურკვევლად და წამოსაწევად ვემზადებ.
-იწექი, იწექი...-უკანვე მაწვენს მამაკაცი.-ჯერ შენი დაზელვა არ დამიმთავრებია...
-მასაჟს მიკეთებ?-გულუბრყვილოდ ვეკითხები და გვერდს ვიცვლი.
-არა, ასე არა, მართა! ზურგზე დაწექი!-ისევ მატრიალებს ის.
-დანიელ, მეძინება..–ტუჩებს ძვლივსღა ვამოძრავებ სალაპარაკოდ. ჩემი სხეული ძალიან მემძიმება... თავს საერთოდ ვეღარ ვწევ. ყველაფერი მიხურს... ლამისაა ხორცები დავიგლიჯო, ოღონდაც კი შვება ვიგრძნო.
–იმეორე, რომ გიყვარვარ! იმეორე!–მუცელზე დანიელის ხელებს ვგრძნობ და ძაგძაგს ვუმატებ.
–არ... არ ვიცი, მიყვარხარ თუ არა...–მაინც ვამბობ ბოლომდე სათქმელს.
–მთლად ასეც ნუ გამესხდები! მითხარი, მართა! მიყვარხარო, მითხარი...–მთხოვს ის, თუმცა ამ თხოვნას მოთხოვნისგან ვერ ვარჩევ. რა მიკვირს! ის ხომ დანიელია!
–მიყვარხარ, მიყვარხარ... ძა... ძალიან მიყვარხარ! იცი, სახლში რომ ვიყავი, ღამღამობით მეც მეგონა, რომ მიყვარდი, რადგან სულ იმაზე ვოცნებობდი, შენ გყვარებოდი... ახლა აღარ მინდა რომ გიყვარდე და იქნებ... იქნებ აღარც მიყვარხარ...–სვენებ–სვენებით ვსაუბრობდი და ვგრძნობდი, როგორ იწყებდა მოძრაობას სისხლი.–გუშინ რომ მაკოცე... ყველაფრის უნარი დავკარგე, მაგრამ ჯიბრზე ვერ შეგიყვარებ, ჯერ უნდა გაგაწვალო!
რას ვამბობდი, ვერ ვიაზრებდი. ვიცოდი, ამ ყველაფერს გონს მოსვლის შემდეგ ძალიან ვინანებდი, მაგრამ ისე მინდოდა დანიელისთვის ჩემი ფიქრები გამეზიარებინა... ისე მინდოდა ეს ზელვა თუ რაღაც გაეგრძელებინა, ენაგატლეკილი ბავშვივით გულიდან წამოსულ სიტყვებს ვასხივებდი... სიყვარულით სავსე თვალებს ვუმზერდი და მასში მთელ ქვეყნიერებას ვხედავდი.

^^^
მართას შემდეგი მაიმუნობა ხვალ, დღეს კი ამით დაკმაყოფილდით!
ისეთი ტკბილები და საყვარლები ხართ, მადლობის გადახდაც კი მიჭირს... ახლაც ველი თქვენს შეფასებებს და წინასწარ გული მიფანცქალებს...
უყვარხართ სოფოს!
პ.ს. დარჩა მხოლოდ და მხოლოდ სამი თავი.

№1 სტუმარი aida

ძAლიაანნ მოომეეწოონაა ძაალიიაანნ

№2 სტუმარი nino k.d..

mikaqal soof. danielis da martas shvilis gareshe ar daamtavro raa gtxov.

№3  offline წევრი Lana Tomlinson

ვაიმე როგორ შეგიძლია ჩემში ასეთი გრძნობების გაღვიძება :ოო ვსწავლობდი და უცებ შემოვიჭყიტე რამე ახალი ხომ არ აიტვირთა თქო და შენი მოთხრობა რომ დავინახე სწავლა შევწყვიტე და წავიკითხე :დ მაგიჟებ!ძალიან მომწონს და იმედია ამას რომ დაამთავრებ ახლით სწრაფადვე დაგვიბრუნდები.უკვე ძალიან შეგეჩვიე :((( ძალიან კარგი თავი იყო,მომწონს დანიელიც და მართაც ძალიან ^_^ ნუ შენ ხომ მომწონხარ და მომწონხარ :დდ❤️❤️

№4  offline მოდერი ლილიანა

რა კაი ტიპია მართა.❤
ისე ამ ქალების გამკვირვებია ეს უხეში და მოძალადე მამაკაცები მოდაშია?
სოფ ახლა წავიკითხე სამი თავი ერთად,მომწონს ძალიან
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

№5  offline მოდერი sopiko

nino k.d..
mikaqal soof. danielis da martas shvilis gareshe ar daamtavro raa gtxov.

Lanas Statusebi
ვაიმე როგორ შეგიძლია ჩემში ასეთი გრძნობების გაღვიძება :ოო ვსწავლობდი და უცებ შემოვიჭყიტე რამე ახალი ხომ არ აიტვირთა თქო და შენი მოთხრობა რომ დავინახე სწავლა შევწყვიტე და წავიკითხე :დ მაგიჟებ!ძალიან მომწონს და იმედია ამას რომ დაამთავრებ ახლით სწრაფადვე დაგვიბრუნდები.უკვე ძალიან შეგეჩვიე :((( ძალიან კარგი თავი იყო,მომწონს დანიელიც და მართაც ძალიან ^_^ ნუ შენ ხომ მომწონხარ და მომწონხარ :დდ❤️❤️

ლილიანა
რა კაი ტიპია მართა.❤
ისე ამ ქალების გამკვირვებია ეს უხეში და მოძალადე მამაკაცები მოდაშია?
სოფ ახლა წავიკითხე სამი თავი ერთად,მომწონს ძალიან

ჩემო ძვირფასებო! პირველ რიგში ყველას დიდ მადლობას გიხდით! ♥
ნუ ახლა მეცადინეობას მოგაცდინეთ და მე ბოდიშით :-D ვისაც მე შეგიყვარდით ისტორიასთან ერთად მინდა გითხრათ, რომ მართლა რომ გამიცნოთ, უფრო შეგიყვარდებით :-D (თავმომწონე მე!)
ლილიანა, მე არ ვთვლი რომ ჩემი მამრობითი სქესის წარმომადგენელი გმირები მთლად ველურები არიან, უბრალოდ გოგონები აღიქვამენ ასე, თუმცა ისიც უნდა გავითვალისწინოთ რომ ახალგაზრდა ბიჭები ჩამოუყალიბლები არიან და უხეშობითან გამოირჩევიან. ჩემი არც ერთი გმირი მოძალადე არ არის. ხო, მე შენს ისტორიებსაც ვკითხულობ და იქ უფრო ზრდილობიანი მამაკაცები გყავს მაგრამ ყველას თავისი სტილი აქვს, ჩემო კარგო ♥

№6  offline მოდერი ლილიანა

sopiko

მთლად ველურები მომეწონა,მე შენ კი არ გამიკრიტიკებიხარ,საზოგადოდგოგონები და რეალობაც ასეთია ირგვლივ პატარა ადაკის გოგონები ასეთი მთლად არაველური ტიპებით იხიბლებიან.
ჰო სტილი ჩვენჩვენი გვაქვს,მე შენი ატილი მიყვარს მხიარული და იუმორით გაჯერებული,უბრალოდ მამაკაცებში ვერ მოვრიგდით ❤❤❤❤
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

№7  offline მოდერი sopiko

გინდაც გაგეკრიტიკებინე, მე არ მივეკუთვნები იმ კატეგორიას, კრიტიკაზე რომ ფეთქდებიან. უბრალოდ მეც ჩემი აზრი გამოვხატე ოღონდ არა საზუგადოებრივ პრიორიტეტებზე არამედ ჩემი მოთხრობის გმირებზე.
მე კიდევ შენი თბილობები მიყვარს, მაგრამ ხომ იცი რატომაც არ ვკიტხულობ იმ ისტორიას, რასაც ახლა წერ.

№8 სტუმარი Black

Auf damxvda mesijebi?!magaria dzalian sagol soof magari gogo xar da gelodebi<3

№9  offline მოდერი ლილიანა

არ მახსოვს სიმართლე გითხრა❤❤❤
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

№10  offline წევრი kiko

მგონი მალე შევიშლები :დდდ მეც მინდა დანიელის ნაირი :დ ვაიმე მეკეტება დანიელზე აი ძაან მაგარი ვინმეა <3 ძაან მაგარი თავი იყო <3 აუ სად იყო ნეტა დანიელი მინერვიულა გოგო :( თუმცა იყოს ინერვიულოს ცოტა :დ რო აბრაზებს დანიელს კაია :დ love love love

№11  offline წევრი Nikalaevnaa:D

კარგიაააააა <3 <3

№12  offline მოდერი sopiko

kiko
მგონი მალე შევიშლები :დდდ მეც მინდა დანიელის ნაირი :დ ვაიმე მეკეტება დანიელზე აი ძაან მაგარი ვინმეა <3 ძაან მაგარი თავი იყო <3 აუ სად იყო ნეტა დანიელი მინერვიულა გოგო :( თუმცა იყოს ინერვიულოს ცოტა :დ რო აბრაზებს დანიელს კაია :დ love love love

Nikalaevnaa:D
კარგიაააააა <3 <3

ოჰ, დანიელი ყველას უყვარს ♥ მადლობები თქვენ!

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent