შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

Dark side of Blod4(გახსენი ჩემი გული)


2-02-2016, 20:11
ავტორი Soow
ნანახია 2 072

ანდრეა ჩემს მანქანაში ჩაჯდა უკმაყოფილოდ,ვხედავდი ცრემლებს ძლივს ყლაპავდა,მასთან საუბარის სურვილიც არ მქონდა.
ღვედი გადაიკრა , დროდადრო შემომხედავდა თითქოს ჩემთვის რაღაცის თქმა სურდა,მაგრამ ვერ მეუბნებოდა,ბოლოს სიამაყეს,თუ სირცხვილს სძლია.
-დილან! მაპატიე ,მაგრამ ინდა იცოდე რომ მეც შენ სიტუაციაში ვარ.მან ჩემი ოჯახი დახოცა,ჩემი საქმრო და პატარა და მას ჰყავს.-ერთ ამოსუნთქვაში მოყვა ყველაგერი,მერე მე შემომხედა ჩემმა უემოვიო სახემ დააღონა და გვერძე გაიხედა.
-რაში ჭირდები ლუისს თუ ამინა არა ხარ?-უემოციოდ შევეკითხე და სრულიად უინტერესოდ,უბრალოდ ვიგრძენი როგორ შეაწუხა ჩემმა განუსაძღვრობამ.
-ეს შურის ძიების ისტორიაა!-უკმაყოფილოდ ამოიოხრა მან.
-მომიყევი!
-დედაჩემი ამინა იყო,ლუისს შეუყვარდა,არ ვიცი შეიძლება უბრალოდ მისი დაპატრონება სურდა.მახსოვს როცა პატარა ვიყავი დედას ვიღაც უთვალთვალებდა,საზარელ სიზმრებს ხედავდა,მერე ჰალუცინაციებიც დაეწყო.ყველაფერი იმის გამო რომ დედა გათხოვილი იყო და ლუისის შემოთავაზებაზე უარი თქვა.ლუისმა მამა დაახლოებით თხუთმეტი წლის წინ მომიკლა,მაგრამ დედა ერთგულებას სიკვდილამდე უნახავდა.დედაჩემი კი მის კვალს მალევე მიყვა ლუისის წყალობით.
მე და ჩემი პატარა და ბავშვთა სახლში ვიზრდებოდით სანამ,ლუისმა არ მოგვაკითხა.ალბათ იმედი ჰქონდა რომ ჩვენს ამინები ვიქნებოდით,მაგრამ ამინას და ადამიანს ძალიან იშვიათ შემთხვევაში ჰყავთ ზებუნებრივი შვილი.ადამიანებს ყველაზე ძლიერი გენეტიკა აქვთ.ამის მიუხედავად წამოგვიყვანა, პატარა ბინა მოგვცა თავშესაფარად.
-ანუ შენი მამიკო გახდა.-ვუთხარი მე.
-მე ის მთელი არსებით მძულს დილან,მერჩივნა ბავშვთა სახლში გავზრდილიყავი,ვიდრე მეძავი გავმხდარიყავი.-კბილებში გამომიცრა მან.
-იცი შეიძლება კარგი მსახიობი ხარ ,მაგრამ მე ვიცი რომ შენ პირველად ჩემთან....
-ჰო რათქმაუდნა,ასეთი რამეები მეზავებს არ ეშლებათ,გგონია ეს სხვებთან არ გამიკეთებია? შენ წარმოდგენაც არ გაქვს რა არის ნამდვილი მონსტორიბა და ამორალიზმი.
-მე ვამპირი ვარ !-შევახსენე უხალისო ღიმილით.
-მე უარესებიც მინდახავ,ჯობია ბნელ ქუჩაში ვინმემ სისხლი გამოგწოვოს ,ვიდრე 12 წლის ბავშვი...
-დამშვიდდი,მე არაფერში გადანაშაულებ.-ვუთხარი მას და მანქანა ჩემ სახლთან გავაჩერე.

მამაჩემის საბუთებში ქექვა თავიდან დავიწყე და კოლინსის -პირველი აღმომჩენის წერილი ვიპოვე,რომელიც მამას წერდა.
„ ტომ,ჩემო მეგობარო.
მინდა გითხრა რომ ვიპოვე ის რაც ნაწინასწარმეტყველები იყო.მაგრამ ამ აღმოჩენასთან ერთად მისი უარყოფითი მხარეებიც აღმოვაჩინე.მის გამოყენებასთან ერთად, აპოკალიპსი მოვა ადამიანებისთვის.
ეს ენერგიის წყაროა რომელიც ყველაზე „უდარესს“ ყველაზე მაღლა,აღმოაჩენს.მაგრამ გააჩნია ,როგორ გამოიყენებს ის „უმაღლესი“ ამ საჩუქარს.მე არ მინდა რომ გვყავდეს სხვა „უმაღლესი „ ღვთის გარდა,რომელსაც ჩვენ ვუღალატეთ,მაგრამ ამისდა მიუხედავად მაინც ვუყვარვართ. ეს არავინ არასდროს არ უნდა გამოიყენოს,ვწუხვარ რომ მისი განადგურება არ შემიძლია,რადგან ზედმეტად ლამაზია.მე მას საიმედო ადგილას ვმალავ,იცოდე ჩვენი ოჯახის წევრის გარდა მას ვერავინ შეეხება. რადგან შენი იმედი მაქვს რომ არ დაუშვებ ჩვენს ოჯახში,უღირსებს რომლებიც ვერაფლით კმაყოფილდებიან“

ეს წერილი ვერაფრის გაგებაში ვერ მომეხმარა,ნერვებმა მიმტყუნა,მუჭი კედელს მივარტყი,და შემთხვევით შევამტვრიე,კედელში სივრცე და ძველი ხის ზარდაღშა აღმოჩნდა.გული გამინათდა,თურმე ასეთი ადვილი ყოფილა მეთქი.
ზარდახშა გავხსენი მასში კი ძველებური ყელსაბამი აღმოჩნდა, ვიფიქრე რომ,ეს იყო ის ენერგიის წყარო,ლამაზიც იყო,და გასანადგურებლადაც შეგენანებოდა.ადუღებულ გულზე,გრილი იმედი გადამესხა, ნუთუ ასე ადვილად შევძლებდი მამაჩემისა და ბობის დახსნას.ზარდახშის კუთხეში მოყვითალო,ფურცელი შევამჩნიე.იქაც ჩანაწერი იყო.მაგრამ,რარაც ძველებური ასოებით ეწერა.არც არაბულს ჰგავდა და არც ჩინურს.
მთელი დღე ვიქექებოდი ინტერნეტში,ვერაფერ მსგავს ვერ მივაგენი,მერე ფილოლოგებთან დავიწყე სიარული,მატაც ვერაფერი მითხრეს,მარტო განცვიფრებას გამოხატავდნენ რომ თურმე ახლაი ენა არმოაჩინეს,და დამატებით ინფორმაციას მტხოვნენ ამ ჩანაწერის შესახებ,რათქმა უნდა მე არაფრის წამოყრანტალება შემეძლო.

**********
-უკვე ორი დღეა კაბინეტიდან არ გამოსულხარ-მითხრა კართან მდგომმა ანდრეამ.
-ვცდილობ,რომ რამე გავარკვიო ამ ხელნაწერის შესახებ.
-შეიძლება ვნახო?
-რათმა უნდა ,მანდ დევს მაგიდაზე.
-ჰმ,რათქმა უნდა მე ვერაფერში დაგეხმარები,მაგრამ ადამიანს ვიცნობ რომელიც შეძლებდა.
-სერიოზულად?ძალიან დამავალებ.
პასუხის ნიშნად ამოიხვნეშა.
-დილან,იცი პირველად კლუბში დაგინახე.
-არ არსებობს! შენ რომ დამენახე აუცილებლად მოგაქცევდი ყურადღებას.
-სხვა კაცთან რომ ვყოფილიყავი?
-ადვილად შესამჩნევი ხარ!
-მაშინ ვერ შემამჩნიე,მაგრამ მე გიყურებდი მეგონე რომ ლუისის ერთერთი ჯაშუში იყავი.გემალებოდი!
-აჰა გასაგებია.
-იცი ,იქ ჩემს საქმროსთან და მის დასთან ერთად ვიყავი,მისმა დამ თვალი დაგადგა,მე კი ვიგრძენი რომ ვამპირი იყავი,ერტხელ თუ შეხვდი მათ,მერე ყოველთვის გამოარჩევ ბრბოდან.
-ეგ მართალია.-დავეთანხე მე-ამას რატომ იხსენებ?
-უბრალოდ იმ ღამეს ,წაიყვანეს დენისი ვავიჩებმა-თავი ჩაქინდრა,თვალებზე ცრემლი მოადგა და სასწრაფოდ გავიდა ოთახიდან,თან გაბზარული ხმით მომაძახა-წავედით,მაგ ხელნაწერის საქმეზე.
მანქანაში ჩავჯექი,და ანდრეას ნასწავლი გზით,ერთ პატარა ბიბლიოთეკას მივაკითხეთ.ეტყობოდა რომ ძალიან ძველი იყო.შიგნითაც ყველაფერი ისე გამოიყურებოდა,როგორც გარედან,ვიფიქრე რომ აქ მომუშავე ბიბლიოთეკარიც,ასეთივე ძველი იქნებოდა როგორც ეს შენობა,მაგარამ ჩვენს შესახვედრათ ახალგაზრდა წითური ბიჭი გამოვიდა.
-რით შემიძლია რომ დაგეხმაროთ? ღმერთო ჩემო ანდრეა,ცოცხალი ხარ! რა უქნეს დენის?-მისალმებაც არ დაგვაცალნა ყმაწვილმა.
-ყველაფერი ,კარგადაა ჯეკ! და უფრო კარგად რომ იყოს შენი დახმარება გვჭირდება.-დაამშვიდა ბიბლიოთეკარი ანდრეამ.
-მითხარით!რაც გინდათ.
-ამ ჩანაწერის მნიშვნელობა გვაინტერესებს!-ფურცელი მაგიდაზე დავუდე.
-ეს ძველი რუმინულია!მოიცათ ლექსიკონს გამოვიტან და ახლავესვე გავარკვევთ რაშია საქმე.-აჰა ესიგი,მოითმინეთ!
რამოდენიმე წუთი სიტყვათა მნიშვნელობას ეძებდა,მერე ორივეს ფრთხილად შემოგვხედამთავი აწია და დაიწყო..
-ამ ჩანაწერში ზუსტად ასე წერია“ცხონდეს ის ვინც მეოტხედი დალიოს,ძლიერ იქნას ის ვინც ნახევარი დალიოს,მმართველად იქცეს ის ვინც ბოლომდე შესვას“
-ჯანდაბა ისევ მინიშნებები!კონკრეტულად არ წერია!-ნერვებ მოშლილმა გამოვართვი წერილი.
-შეიძლება გავიგო,რისი მინიშნებაა?-იკითხა ბიბლიოთეკარმა.
-ჯეკ ,არ გვინდა რომ ამ საქმეში გაგხვიოთ,ეგ შენ არ გეხება,მაპატიე,მაგრამ ახლა უნდა წავიდეთ.
-იქნებ კიდევ რამეში დაგეხმაროთ?-არ ნებდებოდა ჯეკი.
-არ არის საჭირო მადლობა.-ეუბნებოდა ანდრეა,მაგრამ ეტყობოდა რომ რაღაც იცოდა ამ თემაზე.
-თუ შეძლებ რა განეწყობა .-ვუთხარი მე.
-მოკლედ აქ სადღაც ამ თაროებზე-თან წინ დაიწყო სიარული და თან წაყოა გვთხოვა-იყო მსგავსი სათაურის წიგნი,ეს ძველი მისტიური შინაარსის წიგნებია,ვამპირებზე,ჯადოქრებზე და სხვა ამდაგვარებზე.აი ის წიგნიც,შემიძლია რომ გაგატანოთ მაგრამ აუცილებლად უნდა დააბრუნოთ ბიბლიოთეკაში.ეს წიგნები საცალო ეგზემპლარებია,თუ დაზიანდება კანონის წინაშე აგებთ პასუხს.
-რამდენი გინდა რომ გადაგიხადო?-პირდაპირ ვკითხე მას.
-ეს ბიბლიოთეკაა და არა წიგნების მაღაზია,წიგნი წაიღეთ მაგრამ თხუთმეტი დღის განმალობაში მომიტანეთ,თქვენი პირადობა,მისამართი და საკონტაქტო ნომერი მჭირდება.
-ანდრეა ძალიან გთხოვ ჩააწერინე,მეტი მაგის ნერვები არ მაქვს.-თავმობეზრებუად ვუთხარი მე.
-ახალგაზრდავ სიტყვები შეარჩიეთ!-წითურმა ბოტანმა წელში გასწორდა და თავი დაიცვა,მივხვდი რომ ანდრეა მოწონდა და უბრალოდ ჩუმათ გარედი გარედ.
-მაპატიე,ის კარგი ბიჭია უბრალოდ..
-უბრალოდ შენზეა შეყვარებული.
-არა უბრალოდ არ იცის ვამპირი რომ ხარ.


*****
სახლში მისვლის თანავე წიგნის შესწავლა დავიწყე,პირველად საზარელი ვაპირების წინასწარმეტყველებები იყო,მერე რაღაც ლეგენდები და მითები,მერე კი ენერგიის წყაროსაც მივაგენი.ჩემი ფიქრები არ გამართლდა,ენერგიის წყარო არც წამალი იყო,არც ყელსაბამი,და მითუმეტეს არც არანაირი მისტიური ქვა.ენერგიის წყარო ადამიანი იყო უნიკალური ადამიანი.ანუ მისის სისხლი იყო ენერგიის წყარო.მეოთხედს თუ შესვამდი ცხონდებოდი,ნახევარს თუ შესვამდი ძალას დაეუფლებოდი,ხოლო ბოლომდე თუ შესვამდი მტელი ქვეყნიერების მმართველი იქნებოდი.მონათხრობი ზღაპრად მომეჩვენა,მაგრამ რა უნდა მომჩვენებოდა ზებუნებრივად ,ისედაც ზებინებრივ არსებას. წიგნი რამდენიმეჯერმე გადავიკითხე რომ არანაირი დეტალი არ გამომპარვოდა.
მერე ლოგიკაზე გადავედი,თუ ეს ენერგიის წყარო ადამიანი იყო ,მაშინ როგორ მონახა ჩვენმა ნათესავმა სამასი წლის წინ?და მერე როგორ დამალა ,და როგორ იწინასწარმეტყველა რომ იმ ადამიანს ჩვენს გარდა ვერავინ ნახავდა?ბევრი კითხვა მქონდა,რაზედაც პასუხს ვერ ვღებულობდი.ახლა იმ ადამიანის ძვლებს თუ აღმოვაჩენდი ისიც დიდი ალბათობით.
საგონებელში ვიყავი ჩავარდნილი,ყველაფერი უშედეგო იყო,მაგრამ გადავწყვიტე რომ კოლინსის ცოლი მომენახა,თუ ის ცოცხალი იყო დაახლოებით ოთხმოცის იქნება,თუ კოლინსმა ვამპირად გარდაქმნა მოასწრო მაშინ მისი ნახვის შანსები უფრო ბევრი მაქვს.ისევ მამას წერილებში დავიწყე ქექვა და მხოლოდ სამი უცხო სახელი არმოვაჩინე, ნეინა ბიტინსი,ჯოანა სმიტი და ფაბიან მეკენტი.
იმ ღამით საბაზო პოლიციელის მოჯადოება მომიწია.ყველა სამ ქალზე მოვძებნე ინფორმაცია,ერთი მათგანი უბრალოდ საქმიანი კლიენტი იყო,მეორე ვიღაც ავსტრალიელი ქალი,რომელიც 45 ის იყო.მესამე კი ყველაზე შესაფერისი ვარიანტი იყო ნეინა ბიტინსი ის შეიძლებოდა რომ მისი ცოლი ყოფილიყო,თან წერილიც ნათესავისგან გამოგზავნილ წერილს ჰგავდა.მასში ნახსენები იყვნენ მისი შვილები ჯინა და ბრუნო.
-ჯინა და ბრუნო ალბათ ამინები არიან.-ივარაუდა ანდრეამ.
-არ ვიცი ,მოკლედ რაც არ უნდა იყოს , უნდა გავარკვიოთ ვინ არის ის ქალი.
-არ შეგეძლო უბრალოდ მამასთვის გეკითხა?
-მამა წინააღმდეგია იმის რომ , ეგ ენერგიის წყარო კევინს და ლუისს გადავცე.
-შეიზლება დიდ შეცდომას ვაკეთებთ.
-ვინ იცის!
-ის მაინც მოგკლავთ.-ჩაიჩურჩულა ანდრამ.
-შენ არ იდარდო.
-მე უკვე შევეჩვიე,იმ იმედით ვცხოვრობ რომ დენისს და ჩემს დას იქედან მალე გამოუშვებენ,მაგრამ გულის სიღრმეში ვიცი რომ ეს არასდოდეს მოხდება.
-იმედი არ დაკარგო ანდრეა!
-არ ვკარგავ,შენ ხომ ჩემი გული გახსენი!



№1  offline წევრი ლაშაა

magari ragacaa gaagrdzele ra

 


№2  offline წევრი Soow

ვაგრძელებ!დიდი მადლობა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent