შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ოცდაცხრამეტი (მოღალატეს)


18-10-2015, 03:28
ავტორი Anna)))
ნანახია 2 175

ოცდაცხრამეტი...სიცხე უკვე დამიდის ტანში ...
ბოლოს ვერ ვუღებ უშენობის მწარე ტკივილებს ,
შენ წახვედი და გადამცვალე სრულიად სხვაში
და კვლავ გგონია ,დაბრუნებულს ისევ მიგიღებ.
შენი თითები მის სველ ტანზე გველივით თრთიან,
მისი ტუჩები ყელის გავლით გისველებს ტუჩებს,
მე კი გიცდი და მონატრებით ცხედარი მქვია,
მე კი გიცდი და კენტად ვკვალავ დამტვერილ ქუჩებს.
შენი არსება იძირება მის შავ თვალებში ,
შენი ხელები მის თეძოზე მშვიდად აწყვია,
მე კი ვფიქრობ რომ არასდროს უნდა გამეშვი,
ვურტყამ ნაფაზს და ტკივილი სულზე მატყვია.
ოცდაცხრამეტი...სიცხე უკვე მოედო ნერვებს ,
უშენობა ხომ ახლა უფრო მძიმე ჯვარია ,
ვზივარ გარეთ და ღერებზე ღერებს -
ვეწევი სანამ სულ ბოლომდე ვადა გამივა.
მისი თითები ვნებიანად გიკაწრავს ბეჭებს ,
მისი სიტყვები გაბრუებს და თან თავბრუს გახვევს,
მე კი ვფიქრობ რომ მეტ ალკოჰოლს გავატან ეჭვებს,
მაგრამ მახრჩობს და მეათე ჭიქასაც ვამსხვრევ.
ბროწეულივით სავსე მის მკერდს ეხები ისევ
და გიწრიალებს მაგ თვალებში ველური ვნება,
მე კი ყოველ დღეს ისევ შენზე ოცნებით ვიწყებ
და ყოველ ღამე შენზე დარდით ძილი მიტყდება.
ოცდაცხრამეტი...ყველა ძვალს უკვე მოედო სიცხე,
სისულელეა ახლა კვლავაც გიწერდე ლექსებს,
შენი ხელები ისევ მშვიდად ეხვევა მის წელს
და შენი ტანი გაშმაგებით მის სხეულს ეძებს.
ოცდაცხრამეტი...სიცხე მალე გასცდება საზღვრებს
და არ მადარდებს რომ ხვალ ალბათ აღარც ვიქნები,
შენთან მე უკვე არაფერი სულ აღარ მმართებს
დარჩი სხვა ქალთან,მოღალატე აღარ მჭირდები.
18.10.15
ა.ზეიკიძე
შემიფასეთ თუ არ გეზარებათ



№1  offline წევრი ჩუმი პოეტესა

ძალიან ძალიან კარგი ხარ ❤❤❤
--------------------
www.facebook.com/ChumiPoetesa

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent