შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ეშმაკი და ანგელოზი მეთვრამეტე თავი


2-02-2016, 22:37
ავტორი სალი-სალი
ნანახია 3 283

ცხოვრება მოულოდნელობებით არის სავსე. უკვე მერამდენედ ვიმეორებ ამ სიტყვებს. გულში ჩაგროვილ დარდს ვიკლავ და მომავალს უიმედოდ გავცქერი. მძულს გერმანია, მისი ქუჩები და მასში მცხოვრები ხალხი თუმცა გამონაკლისებიც არსებობენ. რა არ გადამიტანია თუმცა ეს ყველაზე საშინელი მოვლენა იყო ჩემს ცხოვრებაში ჩემი მშობლების გარდაცვალების შემდეგ.ყველაფერი გაუფერულდა, ცხოვრებამ აზრი დაკარგა ნორმალურად ვეღარც კი ვსუნთქავ. იმ ჰაერს აღარ ვსუნთქავ რასაც ადრე მე და დანიელი ვსუნთქავდით. გერმანიაში ვარ ჩარჩენილი ამის იქით კი ვერსად მივდივარ,არც მაქვს სურვილი სადმე წავიდე საქართველოს გარდა რადგან იქ ხომ ჩემი საყვარელი ადამიანები მეგულებიან, მაგრამ ვერა, ვერ შევძლებ ამას!. როგორ გავიარო იმ ქუჩაზე სადაც ადრე მე და დანიელი ვსეირნობდით, როგორ ვიცხოვრო იმ სახლში სადაც მასთან ერთად მეძინა...სიმწრის ღიმილი დამთამაშებს სახეზე და ცრემლები ნელ-ნელა იწყენენ გზის გაკვლევას ღაწვებზე.. უკვე მერამდენე დილა თენდება მის გარეშე, უკვე მერემდენედ ღამდება საქართველოს გარეშე... დღეს ბოლო დღეა ჩემი საავადმყოფოში „მოღვაწეობისა“. ახლა 23 წლის ვარ.. 3 წელი გავიდა რაც სასურველი მამაკაცის სურნელი არ შემიგვრძნია. 3 სიმწრით გატარებული წელია წამლების და საავადმყოფოს სუნში ვცხოვრობ. შევიცვალე, თან ძალიან სულ ვჩხუბობ ჩემს თავს აღარ ვგავარ თუმცა ვცდილობ გამოვსწორდე, უნებურად ვბრაზდები და დაუფიქრებლად ვყვირი. თითქოს გავცივდი, მხოლოდ მოგონებებით ვცხოვრობ არც ახლანდელი დროით და არც მომავლით, წარსულით. წარსულით სადაც მე ბედნიერი ვიყავი, სადაც დანიელი მყავდა სადაც მეგობრები იყვნენ ჩემს გვერდით.. ზუსტად 3 წლის წინ გავიგე იმის შესახებ რომ მემკვიდრული ჰემოლიზური ანემია აღმომააჩნდა. იმედები თითქმის არ იყო,სიკვდილისთვის ვემზადებოდი ამიტომ ვარჩიე დანიელისთვის არაფერი მეთქვა, ამის გამო კი მეგობრებთან ჩხუბი მომივიდა თუმცა ბოლოს მაინც მიიღეს ჩემი გადაწყვეტილება და აცრემლიანებულებმა გამომიშვეს გერმანიაში სამკურნალოდ.დანიელს ვუთხარი რომ აღარ მიყვარდა თავიდან არ სჯეროდა თუმცა ბოლოს იმდენი ვქენი თვითონვე გამაგდო თავისი ცხოვრებიდან.გულის ბოლო უჯრედსაც კი სტკიოდა მაშინ მასთან განშორება ისევე როგორც ახლა. თუმცა ახლა მე გული მაქვს? არა უკვე აღარ მაქვს. გულმა მაშინ დაიწყო სიკვდილი როცა თვითმფრინავში ჩავჯექი და გერმანიისკენ წამოვედი. ჩემთან ერთად დემეც წამოვიდა მარტო მინდოდა წამოსვლა მაგრამ ეს რომ ვუთხარი კინაღამ საკუთარი ხელით მომკლა. სწავლას თავი გავანებე რადგან სულ ოპერაციები მიწევდა. წელიწად ნახევარში უკვე კარგად გავხდი თუმცა საავადმყოფოში 1 წელი მაინც ვიწექი. ექიმებმა სწავლის გაგრძელების უფლება მომცეს და მეც მეტი რა მინდოდა გერმანიის ერთ-ერთ უნივერსიტეტში ჩავირიცხე ოღონდ ბიზნესის განხრით წავედი.ფსიქოლოგობა აღარ მინდოდა აქეთ მე გავხდი მასთან მისაყვანი. 5 თვეა რაც საავადმყოფოდან სახლში საცხოვრებლად გადმოვედი და მუშაობა დავიწყე. დემე რკინის ლედის მეძახდა. მართლაც ასეა რკინის ლედი ვარ ახლა მხოლოდ ჩემს საქმეებზე ვფიქრობ მხოლოდ ღამე თუ ვაძლევ თავს უფლებას რომ დანიელზე ვიფიქრო და ემოციებისგან დავიცალო. ჩემი ავადმყოფობის შესახებ მხოლოდ ოჯახისწევრებმა და გოგოებმა იციან. ბიჭებს არ ვუთხარი იმიტომ რომ დანიელს ყველაფერს ეტყოდნენ მე კი არ მინდოდა ავადმყოფი საცოლე ჰყოლოდა. არა არ მოგესმათ საცოლე მან მე ცოლობა მთხოვა დავთანხმდი უკვე კაბაც ნაყიდი მქონდა თუმცა მერე გავიგე რომ ანემია მქონდა ამტომაც მოღალატე საცოლის როლი შევითავსე და გერმანიაში გამოვფრინდი.
-ელისაბედ ფრედერიკეს სურს თქვენთან საუბარი.კაბინეტში ჩემმა მდივანმა შემოყო თავი და მყუდროება დამირღვია.
-არ მცალია.მშრალად ვუპასუხე და საბუთებს მივუბრუნდი.
-კი მაგრამ ამბობს რომ ფინანსების განყოფილებაში..სიტყვა გავეწყვეტინე და მკაცრად ავხედე.
-არ მცალიემეთქი.ხმა გავამკაცრე და ხელლი მაგიდაზე დავარტყი.
-კარგით მაპატიეთ.მორცხვად ჩახარა თავი და კაბინეტი დატოვა.2 წუთში კარზე ისევ კაკუნის ხმა გაისმა.
-არ მცალიათქო არ გითხარი? თუ კიდევ გაგიმეორო.ხმამაღლა დავიყვირე და საბუთები მაგიდაზე ძლიერად დავახეთქე.
-მევარ რაიყო.ქართულად ჩაიდუდუნა დემემ და ოთახში შემოვიდა.
-აა ხოო.ღრმად ამოვისუნთქე ფეხზე წამოვდექი და ხელები ძლიერად მოვხვიე კისერზე.
-რაგითხარი ნუ ექცევი იმ გოგოს ასე უხეშად ხო იცი ჩემთვის მინდა.ცხვირზე წამეთამაშა და თმა ყურზე გადამიწია.
-აუ შენ სხვა რამეზე არ იფიქრო რაა.ბუზღუნით ვუთარი და მკლავზე ვუბწკინე.
-ნიკი მელაპარაკა თავს რატომ არიდებ?.მოულოდნელად სერიოზული სახე მიიღო და მდივანში ჩაესვენა.
-აუ რავიცი ხო იცი მაგას ვუყვარვარ მე კი არ შემიძლია რაა.როგორც ყოველთვის ბუზღუნი დავიწყე და გვერდით მივუსკუპდი.
-რატო იქნებ შენც შეგიყვარდეს.წამოჯდა და ჟურნალების თვალიერება დაიწყო.
-მე? არა!.კატეგორიული უარი განვაცხადე და მხარზე თავი დავადე.
-ისევ გიყვარს ხო?.ათიანში გაარტყა და გულმა ახლა სულ სხვანაირად დაიწყო ძგერა.
-სულ მეყვარება.ნაღვლიანად ჩავილაპარაკე და თავი ჩავხარე შემდეგ კი ცრემლებს გასაქანი მივეცი.
-ნუღარ ტირი გთხოვ გპირდები აი ამის მერე სულ ბედნიერი იქნები.ჩემი სახე მის ხელებში მოაქცია და ცრემლები მომწმინდა.
-მაგის უკვე აღარ მჯერა.გულწრფელი პასუხი პირდაპირ ვესროლე და უცნაურად ამეწვა ცხვირი.ასე მემართება ხოლმე როცა ვტირი.
-ეგ რა ლაპარაკია ეხლა აი მე რო გეუბნები ასე იქნება.გაჩეჩილი თმა ხელით გამისწორა და მისი თავი ჩემს კისერში მოათავსა.
-მართლა?.23 წლის გოგო ისევ ბავშვივით ვსაუბრობ თუმცა რავქნათ გულწრფელობამ იცის.
-სტაპრაცენტი.სიცილით მითხრა და მეც კაკანი ამიტყდა.
-აუ ერთი ეგ მოიშალე რა მეტი არ მინდა არაფერი.ღიმილითთ ვუთხარი და მხარში მადიანად ჩავცხე.მალევე გაისმა ტელეფონის ხმა ეკრანს რომ დავხედე ქართული ნომერი ამოვიცანი გულში კი უცნაურად გაიელვა იმედის ნაპერწკალმა.-გისმენთ.მკაცრი ინტონაციით ვუპასუხე და მოლოდინში ხელები ავათამაშ.
-ელის ნინი ვარ გოგო როგორხარ?.ყურთან ჩემი გოგოს ხმა გაისმა და გული გამითბა.
-ნიინ როგორ მომენატრე ჩემო სიხარულო არამიშავს შენ როგორ ხარ?.ხმა იმწუთასვე გამითბა.
-რავი გოგო კარგად ისა 2 კვირაში ჩემი და ერეკლეს ქორწილია ხო ჩამოხვალ?.როდესაც მითხრა რომ მათი ქორწილი იქნებოდა თვალზე ცრემლი მომადგა, უცებ წარმოვიდგინე ჩემი და დანიელის ნიშნობა.
-რა? მართლა? კი როგორ არა ჩემო გოგო ჩამოვალ.სიხარულის ცემლები მოვიწმინდე და სავარძელში მოწყვეტით ჩავეშვი.
-ვაიმე როგორ გამახარე თუიცი კაი წავედი ახლა და ერეკლემ მოგიკითხა ასე თქვა თუ არ ჩამოვა მე ჩავაკითხავ და სულ თმების თრევით ჩამოვათრევ საქართველოშიო.მითხრა ნინიმ.
-კარგი სიხარულო მიდი და მეც მომიკითხე სიძე.ბევრი მოვესიყვარულე და ტელეფონი გავთიშე.
-აბა რაამბავია?.გათიშვა და დემეტრეს კითხვა ერთი იყო.
-ნინი და ერეკლე ქორწინდებიან.ტაში შემოვკარი და სკამზე ტრიალი დავიწყე.
-აბა დევერეკოთ საქართველოში?.წარბები უცნაურად აათამაშა ჩემმა დეიდაშვილმა და მაგიდას ხელის გულებით დაეყრდნო.
-ხო წავიდეთ.თავი დავუქნიე და პიჯაკი მოვიცვი.-ლორა ჩემს კაბინეტში.ჩემს მდივანს ისევ მკაცრად გავძახე და ისიც ქუსლების კაკუნით შემოვიდა ჩემს კაბინეტში.
-რამე გნებავთ ელისაბედ?.თვალებაციმციმებული შემეკითხა და ხელების ერთმანეთში ხლართვა დაიწყო.
-2 ბილეთი დაჯავშნე ხვალისთვის საქართველოსკენ.თითით ორი ვაჩვენე და ჩანთას ხელი დავავლე.
-კარგი ეხლავე.დაბნეულმა თავი დამიქნია და კარისკენ წავიდა.
-ლორა მოიცადე.რომ გავიაზრე რაუხეშადაც მივმართავდი მთელი ამ ხნის განმავლობაში თავი დანმაშავედ ვიგრძენი.
-გისმენთ?.“მგონი ამ გოგოს ჩემი ეშინია“.ისეთი თვალებით გადმომხედა მეტიი რა უნდა მეფიქრა.
-მშვიდად რახან ცივად მოგმართავ ხოლმე არ გეგონოს რომ არ მომწონხარ პირიქით ძალიან კარგი გოგო ხარ! მეტიც ყველაზე მაგარიც კი.თვალი ჩავუკარი და გავუცინე.
-ვაიმე გმადლობთ.მისი სახე უნდა გენახათ ისეთი ბედნიერი და გახარებული იყყო. კაბინეტიდან თავაწეული და მკაცრი გამომეტყველებით გავედი თუმცა უნდა ვაღიარო რომ ეს ჩემი ნიღაბია მეტი არაფერი სინამდვილეში ისევ ის პატარა გულნატკენი გოგოვარ რომელიც ბედნიერ დასასრულს ნატრობს.სახლში მისულებბი დავისვენეთ და საქართველოში წასასვლლელად მოვემზადეთ.ბარგი ჩალაგებული მქონდა გადავწყვიტე შვებულება ამეღო ამიტომ 3 თვე ჩემს სამშობლოში უნდა გავატარო. ღამემ ისევ დაიწო შემოტევა. ეხლაღა დამარტყა თავში რომ იქ დანიელის ნახვა მომიწევს მასთანაც ასე უნდა მოვიქცე უხეშად და მკაცრად სხვა გზა არ მაქვს..მისმა დანახვამ შეიძლება გამანადგუროს შეიძლება კი არა ზუსტად ვიცი ამიტომ ისევ ჩემი ნიღაბი უნდა ავიკრა სახეზე. შეიძლება ახლა ცოლიც ყავს და შვილებიც ან კიდე არავინ ანდაც საცოლე ამის გაფიქრებაც კი მზარავს თუმცა რავქნათ ეს ჩემი „ტანჯული“ ცხოვვრებაა და ვალდებული ვარ გავუძლო.ცრემლებმა ისევ გაიკვალეს გზა ღაწვებზე და ისევ ძველებურად დავასველე ჩემი ფუმფულა ბალიში რაზედ დანიელის საყვარელი ადეკალონი მქონდა მიისხურებული.დილას 5 საათზე მივფრინავდით ამიტომ დემემ 4-ზე წამომახტუნდა და აეროპორტისკენ გამაქანა. თვითმფრინავიდან ჩამოვედითუარა სასიამოვნოდ დამიარა თბილისის სურნელმა და ტუჩის კუთხეში ჩამეღიმა.“როგორ მომნატრებია აქაურობა მაგრამ დანიელი უფრო მომენატრა.“გულში გავიელვე და ჩანთას ხელი დავავლე. აეროპორტში ყველა დაგვხვდა დანიელის გარდა.
-ბავშვებო.ხმამაღლა დავიყვირე და ზუკას ძლიერად ჩავეხუტე.შემდეგ ყველა დავიარე და უკან 3 ნაბიჯით დავიხიე.-როგორ მენატრებოდით თქვენ ვერც კი წარმოიდგენთ.ღრმად ამოვისუნთქე და მამიდაჩემს ძლიერად მოვეხვიე.დემე თავის სახლში წავიდა იქ სადაც დანიელი იქნებოდა მე კი ზუკასთან და მარიამთან დავბრუნდი.იქ ჩემი მამიდაშვილიშშვილი დაგვხვდა პატარა ელისაბედი.ასევვე ნუცა რომელიც 2 თვის ორსული იყო.ყველამ ძალიან თბილად მიმიღო ბიჭებმაც კი...ჩემს ოთახში ვიჯექი და ისევ საბუთებში ვიყავი ჩამძვრალი მარიმ რომ შემომიღო კარები და გვერდით მომიჯდა.
-ელის აბა რასშვები?.საწოლის ერთ კუთხეში ჩამოჯდა და ხელი ხელზე მომკიდა.
-კონტრაქტს თავალს ვავლებ გერმანიიდან ფაქსით გამომიგზავნეს და მითხრეს შეამოწმეო.თავი არ ამიწევია საბუთებიდან ისე ვესაუბრებოდი.
-ყველანი გასართობად მივდივართ კლუბში ხო წამოხვალ?.მითხრა მარიმ.
-არა უჩემოდ წადით.უემოციოდ ვუპასუხე და ლეპტოპს ხელი დავავლე.
-აუ წამო რა სახლში გინდა აბა იჯდე? შენს ჩამოსვლას ავღნიშნავთ.გაბუსხულმა მითხრა.
-ხოდა უჩემოდ აღნიშნეთ.მარის ყურადღებას არ ვაქცევდი რადგან ეს კონტრაქტი მეტად მნიშვნელოვანი იყო საქმე მილიონებს ეხებოდა.
-ეგრე არ გამოვა წამო.მაინც არ მომეშმა.
-მარიმ ვერ ხედავ არ მცალია.მკაცრად დავუყვირე და ბეჭდვა დავიწყე.
-კარგი.ნაწყენმა თავისთვის ჩაილაპარაკა და კარისკენ წავიდა.
-მაპატიე არ მინდოდა.ჩემი საქციელი რომ გავიაზრე დიდი სინანულის განცდა ვიგრძენი.
-არაფერია.კარი ბრთილად მოხურა და თბილად გამიღიმა.



№1 სტუმარი Lanuka lanu

Kargi iyo.momewona uceb rom sheicvala yvelaperi da ase gamkacrda elisi.gaagrdzele momewona.veli shemdeg tavs urchveliiii.mainteresebs dzn rogor ganvitardeba movlenebi

 


№2  offline წევრი სალი-სალი

Lanuka lanu
Kargi iyo.momewona uceb rom sheicvala yvelaperi da ase gamkacrda elisi.gaagrdzele momewona.veli shemdeg tavs urchveliiii.mainteresebs dzn rogor ganvitardeba movlenebi

მადლობა რომ კითხულობ და ყოფელთვის გამოხატავ შენს შეხედულებებს.. <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent