ისევ შემიყვარე... თავი (26) ნაწილი (2)
ტაქსი გააჩერა და მძღოლს უთხრა სადაც უნდა მივეყვანე.გამიღიმა,ლოყაზე მაკოცა და კარები მოხურა,გამაფრთხილა რომ მიხვალ მომწერეო.მძღოლს ფული გადაუხადა,სად ქონდა ახლა ამს თაქსის ფული? თვითონ გადავხდიდი,გამეცინა.გამეცინა და ვიგრძენი როგორ მომიღიტინა გულში ბედნიერებამ.რაო რას ვამბობდი სიყვარულზე? თქვენი აზრით შესაძლებელია ასეთი სიყვარული? ჩემი გული მაინც არ ყრიდა ფარ-ხმალს და მაინც იბრძოდა მისი სიყვარულის გადასარჩენად.15 წუთში ნახალოვკაში ვიყავი.ისე გადავიღალე მისთვისთანავა წყალი გადავივლე და საწოლში შევძვერი,რა თქმა უნდა ნინო დამადგა თავზე და გამომკითხა როგორ ჩაიარა პირველმა სამუშაო დღემ. გოგონებმა მომწერეს როგორ მოგეწონა შენი სამსახურიო.ერთი შეტყობინება დავწერე და ყველასთან დავაკოპირე. მათ პასუხს არ დავლოდებივარ ისე ჩამეძინა. აკოსთვისაც არ მიმიწერია,თუმცა გვიან თვითონ დამირეკა,ისე ტკბილად მეძინა ტელეფონის ზარმა სასტიკად გამაღიზიანა,ძლივს გავახილე ცალი თვალი ძლივს გავახილე ეკრანს რომ დავხედე დანელია გახლდათ. -გისმენ-ხმაგაბზარულმა ვუპასუხე -მიხვედი ხო? რატო არ მომწერე ტო? -დამავიწყდა -აა ხო ბაზარი არაა,კაი მიდი დაიძინე ჩემს პასუხს არც დალოდებია,მგონი ეს ბიჭი ვერ ხვდება რომ მასზე ისევ ბრაზობ და ყველაფერი არ მიპატიებია.როდის შეიგნებს ეს ბიჭი,რომ შუბლის ძარღვი აქვს გაწყვეტილი და რამდენიც არ უნდა ეცადოს ვერ გამოისყიდის თავის დანაშაულს!ისევ ტკბილად განვაგრძე ძილი. დილით ადრე ავდექი და სამსახურში მოვქუსლე,ისეთი ენთუზიაზმით ვიყავი მომართული რომ არ დავმჯდარვარ,არც ჭამა მახსოვდა. -ნია-გამომძახა სამზარეულოდან მეორე მიმტანმა თაკომ -ხო?-ღიმილით გავეცი პასუხი -მოდი ჭამე,მე მოვრჩი უკვე -აუ,არ მშია-დავიჯღანე ვიცოდი მზარეულმა "ოსტრი" გააკეთა,მე კიდევ ჭირივით მეჯავრებოდა ეს ოსტრი კიდევ ბევრჯერ მითხრა მოდი და ჭამე მთელი დღე ისე ვერ გაძლებო,თუმცა მერე ცეზარი შევუკვეთე მზარეულს და მანაც ისეთი გემრიელი სალათა გამიკეთა თითები ჩავიკვნიტე. ცოტახანში მაღალი,ახოვანი სიმპატიური ბიჭები შემოლაგდნენ კაფეში სიცილით.ტაკოს თვალები გაუფართოვდა მათ დანახვაზე.მხარი გამკრა და მანიშნა გაიღიმეო.შეეგება და მენიუ მიუტანა,ისე იყო კარჭელი გულიანად გამეცინა. ცოტახანში უკან მობრუნდა ლოყბაწითლებული. -რა გჭირს გოგო?-გამეცინა მისი შემხედვარე -ვაიმე,არავარ კარგათა!-ასევე სიცილით მიპასუხა და მენიუს დანივება დაიწო -კარგი,დაწყნარდი სულ აწითლებული ხარ,ვინარიან ასე რომ გადაგრიეს?-სიცილით გავხედე ბიჭებს -წყალბურთელები არიან,აი ის შუაში რომ ზის,შეხედე რა სიმპატიურია.აიმეე-გადაიხარხარა -კარგი გოგო დამშვიდდი-დავუნიავე -მიდი რა შენ,მე კიდევ ეღტხელ რომ მივიდე გული დამარტყამს-მომაჩეჩა მათი შეკვეთა და მზარეულს შევუტანე. პასტა და რამდენიმე სალათა შეუკვეთეს.10 წუთში ლანგარზე დაწყობილი შეკვეთა მივართვი წყალბურთელ სტუმრებს. -გემრიელად მიირთვით-გაკრეჭილმა ვუთხარი ბიჭებს და კაბას დაბლა დავექაჩე,ისედან მოკლე იყო -შენ ახალი ხარ?-მკითხა ერთ-ერთმა.ოჰო! შეამჩნია ბიჭმა,ახალი ვარ აბა აქ გინახივარ ოდესმე?-გავიფიქრე გულში -დიახ-ტავაზიანად ვუპასუხე,სახიდან ღიმილს არ ვიშორებდი -რა გქვია?-არ ცხრებოდა ცისფერთვალება ბიჭი -ნია,კიდევ რამეს მიირთმევთ?-ვეცადე ზედმეტი ფამილიალურობა თავიდან ამეცილებინა,ლანგარს დავწვდი და წამოვედი ნარნარით. ცოტახანში ისევ მიხმო იმ ქერამ თავისთან -აი საოცრად მეცნობი დ ავერ ვხვდები საიდან-ნიკაპი მოისრისა-ნეტავ საიდან უნდ ავეცნობოდე ამას ახლა მე? წყალბურთზე მე არ ვგიჟდები და არც მათ შეჯიბრებებზე დავდივარ -ინებებთ რამეს?-მე ისევ ჩემსას ვაწვებოდი და ვიკრიჭებოდი -აუ ბიჭო შეხედე რა პროსტა,იმენა ჩახვეული აქვთ ეს ფრაზა-გაეცინა და მის გვერდით მჯდომ ხალიან ბიჭს გადახედა-ორმაგი ესპრესო და ამერიკანო მოგვიტანე-თავლი ჩამიკრა ეს მგონი ვერ არის კარგად ორმაგი ესპრესო ხომ კლავს? არა,ნუ ახლა ჩემნაირებს კლავს თორემ ამას ორმაგი კი არა ხუთმაგიც ვერ მოერევა.ყავა მოვამზადე და მივართვი ვაჟბატონებს. -ესენი ხშირად დადიან აქ?-ვკითხე თაკოს დაღრეჯილმა -რატო რა იყო?-გაეცინა -ისე გეკითხები-მხრები ავიჩეჩე -კი.ჩვენი ხშირი სტუმრები არიან -ოჰო,ავშენებულვართ!-გამეცინა გულიანად წასვლისას დამემეშვიდობნენ,იმ ცისფერთვალებამ სახელით მომმართა,დაუმახსოვრების ვაჟბატონს ჩემი სახელი. ისეთი სიძვირე იყო ამ კაფეში დანელიას რომ მოენდომებინა ვერ შემოვიდოდა. გამეცინა და ტელეფონს დავხედე.არ ჰქონდა მონაწერი,არც დანარეკი,ცოტა კი გამიკვირდა თუმცა საათს რომ დავხედე ჯერ მხოლოდ 2 საათი იყო,ამ დროს კი როგორც ყოველთვის ძინავს დანელიას. დღემ კარგად ჩაიარა,ბევრი სტუმარი არ გვყოლია და ამიტომაც ძალიანაც არ დავღლილვარ.კოლექტივი არაჩვეულებრივი იყო,მზარეულიდან დაწყებული დამლაგებლით დამთავრებული,ღადაობდნენ ვაკელ "ძერსკ" ხალხზე. 6 საათი იყო ტელეფონმა რომ დარეკა,ფართუკის ჯიბეში მედო,ძლივს გავიგონე ხმა.საპირფარეშოში შევდი რომ მეპასუხა -ხო ალეკო გისმენ -მუშაობ? -კი -რო გამოვიდე შეძლებ რო მნახო? -რატო უნდა გამოხვიდე? -ნეტა რატო ნია? შენი ნახვა მინდა -კარგი ჰო,ოღონდ სულ 10 წუთით -კარგი,აქვე ვარ მე ლაშა უკანა ქუჩაზე ცხოვრობს -კარგი მოდი მართლაც 5 წუთში კაფის წინ იდგა.გამეცინა დაგავედი.ისევ ისე მოხრილი იდგა სიგარეტით ხელში,რომ დამინახა გაეცინა -ანუ აქ მუშაობ ხო?-შეავლო გარედან კაფეს თვალი -დიახ-გამეცინა,მოვიბუზე ისე შემცივდა,თხელი ქვედაბოლო და თხელი ზედა მეცვა -ნუ ფორმა ცოტა რო დააგრძელონ არა?-ჩემს მოკლე ქვედაბოლოს დაეჭვებულმა გახედა -რავიცი,ჩემს გამო ხომ არ დააგრძელებენ,ვაიმე როგორ ცივა დუტი გაიძრო და მომახურა -არ მინდა -ეე კაი ეხლა,იყინები,მაინც 10 წუთში უნდა შეხვიდე და როგორმე გავუძლებ 10 წუთიან ყინვას-გაეცინა-რომელზე ამთავრებ? -10-ზე -გამოგიარო? -არა იყოს,ტაქსს გამოვიძახებ და პირდაპირ წავალ სახლში. -კარგი,კარგი რომც გეხვეწო აზრი არ აქვს,მაინც ყველაფერზე უარს მეუბნები და ღირსიც ვარ,არ გამტყუნებ -ახლა არ დაიწყო კარგი? ოდესმე ხო უნდა დავივიწყოთ წარსული? -და შენ შეძლებ? -ამისთვის დროა საჭირო და კიდევ გააჩნია როგორ მოიქცევი,კარგი უნდა შევიდე თორემ ტეხავს ისედაც სულ რაღაც მეორე დღეა აქ ვმუშაობ,არ მინდა უკვე საყვედური მივიღო.-დუტი დავუბრუნე,დავემშვიდობე და კაფეში დავბრუნდი. -ვინ იყო?-სიცილით მკითხა თაკომ -ჩემი ჯგუფელი -მხოლოდ ჯგუფელი? -ნუ ამ ეტაპზე კი-მეც გამეცინა -რაო,ლიას ხომ არაფერი უთქვამს?-მენეჯრერის კაბინეტისკენ გავიხედე -უუფ,თავისი დაქალი მოვიდა წეღან,საღამომდე იჭორავებენ ეგენი არ გამოვლენ აქეთ-გაეცინა და მაგიდის ალაგება დაიწყო. როგორც იქნა 10 საათიც მოვიდა,ავიღე ჩემი ხელფასი,გამოვიცვალე და გარეთ გამოვედი,ტაქქსზე დარეკვა დამავიწყდა,ვიფიქრე გამვლელეს გავაჩერებთქო.თუმცა გამოვედი თუ არა დანელია და ტავისი ძმაკაცი ლაშა დავინახე.ისე ამიჩქარდა გული კინაღამ გონება დავკარგე.რომ დამინახა გაეცინა -აქ რა გინდა?-გაოცებულმა ვკითხე და ლაშას მივესალმე -დაგავიწყდა რო აქვე ვცხოვრობ?-თვალი ჩამიკრა -ანუ სრულიად შემთხვევით მოხვდი ხომ აქ?-მეც გამეცინა -მანქანით ვართ,ჩვენ წაგიყვანთ-კარები გამოაღო დანელიამ -არაა საჭირო,ტაქსს გავაჩერებ -ჩაჯექი რა ნია წინააღმდეგობის გაწევას აზრი არ ჰქონდა,თანაც ისეთი დაღლილი ვიყავი ამის თავისც არ მქონდა და მანქანაში ჩავჯექი. -ანუ შენ ხარ ხო ნია?-სიცლით გადმომხედა ლაშამ -კი მე ვარ -ძლივს არ მეღირსა შენი გაცნობა? მეორე წელია შენი სახელის მეტი არაფერი მესმის-ლაშა პოლონეთში სწავლობდა და ამიტომაც ვერ მოვახერხე მისი გაცნობა აქამდე -მართლა?-დანელიას გადავხედე -მართლა,მართლა-თვალი ჩამიკრა ალეკომ რაღაცეებზე მელაპარაკებოდა ლაშა მთელი გზა,მეც თავს ვუქნევდი.15 წუთში უკვე ნახალოვკაში ვიყავით.მანქანიდან სწრაფად გადმოვედი -ადი და დაწექი-თავზე მაკოცა მოულოდნელად დავემშვიდობე ორივეს და ქოშინით ავვარდი სახლში,სადარბაზოში შუქი გვიან ინთებოდა და გული მისკდებოდა ხოლმე სიბნელეში.საოცრად გავბედნიერდი იმის წარმოდგენისას,რომ ხვალ მთელი დღე თავისუფალი ვიყავი და იმდენ ხანს შევძლებდი დაძინებას სანამ არ გავიგუდებოდი.წყალი გადავივლე და ხალათში შეფუთული შევტანტალდი სამზარეულოში. -მოდი დე ჭამე-კარტოფილით სავსე თეფში დამიდო წინ -არ მშია-კმაყოფილმა და ბედნიერმა ვუპასუხე -რას ქვია არ გშია?-კოპები ჭეყარა -დედა იქ კი არ მაშიმშილებენ,ვჭამ იქ და თან იმდენს რომ მერე აღარ მშივდება -ვიცი მე შენი ჭამა,ანემია რომ გაქვს დაგავიწყდა? -მაგას რა დამავიწყებს?-თვალები მობეზრებულად გადავტრიალე და კარტოფილი ჩავიდე პირში,თან ნინოსთვის თვალი არ მომიშორებია,აზრი არ ჰქონდა რამე რომ მეთქვა,გადაირეოდა და სულ ძალით მაჭმევდა ამ კარტოფილს,მეც უსიტყვოდ დავყევი მის ნებას და 1 თეფში კარტოფილი სულ სლოკინ-სლოკინით შევჭამე. კიდევ რამე არ გამომიტანოსთქო და მაშინვე დასაძიბლად წავედი.დილამდე გაგუდულს მეძინა.თვალები რომ გავახილე მზსი სხივებმა მომჭრეს თვალი,გამეღიმა და თვალები ისევ დავხუჭე.სად გაქრა ის ტკივილი? რა საოცარია ადამიანი,რა უცებ ავიწყდება ყველაფერი ცუდი?რა უცებ უშუშდება იარები? აღარ ვიყავი უბედი,თუმცა არც ბედნიერებით ვკვდებოდი.ახლა ყველაფერი დაბალანსებული იყო ჩემს ცხოვრებაში. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.