უშენოდ ჰაერიც მეზედმეტება (8)
ღამის ოთხი საათი იქნებოდა კარზე ბრახუნის ხმა რომ გაისმა..ძალიან შემეშინდა..წამოვდექი,კარში გავიჭვრიტე და გიორგის წაშლილი სახე შემრჩა..კარი გამოვაღე და ლამის შიგნით გადმოვარდა გიორგი ისეთი ნასვამი იყო.. -ანო მითხარი რა,რომ ყველაფერი მომეჩვენა და შენ იმ ნაბიჭვარს არ კოცნიდი... -ფრთხილად შემოდიი..ფეხზე ძლივს დგახარ.. შემოვიყვანე მისაღებში და იქვე დივანნზე მივაწვინე.. -ამის დედას შევეცი მითხაარი გოგო რამე..ადაამიანს აღარ ვგავარ.. -ახლა ისეთი ნასვამი ხარ არაფრის ახსნას აზრი არ აქვს..დაიძინე და ხვალ ყველაფერს აგიხსნი დეტალებში.. -ანო ჩამეხუტეე რაა.. ისე ჩავეხუტე ლამის მკლავებში შემომეჭყლიტა..ცოტახანს კიდევ მებუზღუნებოდა და ჩაეძინა..მეც გვერდით სავარძელში მოვიკალათე და ვუყურებდი როგორ ეძინა..სახიდჺნ ყველანაირი ემოცია წაშლილი იყო და მისი ყოველი ნაკვთი სიმშვიდეს მოეცვა..ვეღარ მოვითმინე და ფრთხილად ვაკოცე შუბლზე..მთელი სხეული სითბოთი ამევსო.. -ანუკა გაიღვიძე კისერი გეტკინება.. გიორგიმ ხელში ამიყვანა და დივანზე მიმაწვინა..თვითონაც იქვე ჩამოჯდა და ისეთი თვალებით მიმზერდა მივხვდი რასაც ითხოვდა..ყველაფეეერი დეტალებში მოვუყევი და ჩემდა საბედნიეროდ ყველაფერი ზუსტად ისე აღიქვა როგორც იყო.. -ანო მაპატიე რა,რომ არ დაგიჯერე,მაგრამ რო დავინახე როგორ გკოცნიდა ის ჭკუიდან ავიწიე.. -არა მე ვიყავი დამნაშავე იმიტომ,რომ ძლიერი არ აღმოვჩნდი როგორც მეგონა..დარწმუნებული ვარ იგივე რეაქცია მექნებოდა მეც ან შეიძლება უარესიც ამიტომ ჯობია ყველაფერი დავივიწყოთ.. -კარგი ჩემო პატარა..მსოფლიოში საუკეთესო გოგო მყავს მე...აუუ ყავა გამიკეთე რაა თუ გიყვარვარ... -კაი შედი შენ სააბაზანოში და მე საუზმეს გაგიკეთებ.. -ეს ჩხუბი ნამდვილად მიღირდა ასეთი ტკბილი დილის გათენებისთვის.. -გაეთრიე..იდიოტოო.. ადგომა დავაპირე და გიომ ხელით დამიკავა და მისკენ გადამითრია... -აუ ცოტა ხანს მოგესიყვარულები რა.. როგორ გინდა რომ უარი უთხრა მის სიყვარულით გაჟღენთილ თვალებს და ამიტომ მეც ვერ შევძელი მისი მკლავებიდან დასხლტომა.. -გვეყკს ახლა ვაჟბატონო და წავედი მე საუზმე გაგიკეთო თორე შეიძლება ჩემები დაგვადგნენ და ვერცერთი გადავრჩებით.. -ვსო კაი მივრბივარ სააბაზანოში.. ყველაფერი გავუმზადე და ყავას ვუკეთებდი,რომ უკნიდან ხელები შემომხვია წელზე.. -პატარავ ჩემი ცოლი,რომ იქნები შენ მერეც ხომ გამანებივრებ ყოველ დილით შენი მომზადებული საუზმითა და ყავით.. -გააჩნია რამდენად დაიმსახურებ საყვარელო.. -ნუ მესწერვები გოგო თორე ამოგგლეჯ მაგ ენას.. ვისაუზმეთ და სასეირნოდ გავედით...ძალიან მიყვარს სეირნობა განსაკუთრებით მაშინ როდესაც ქალაქში ყველას სძინავს და მშვიდად დავდივარ ქუჩებში...ახლაც დილის ექვსი საათი იქნებოდა ქუჩაში,რომ გამოვედით...ორივეს ძალიან გვეძინებოდა თუმცა გვიღირდა ერთად სეირნობა ამად.. შემოდგომა იყო და ამიტომ მიწაც მორთული იყო ფერადი ფოთლებით..ვგიჟდები ყოველი ნაბიჯის გადადგმის როცა ფოთლების შრაშუნის ხმა მესმის..გიოზე ძლიერად მქონდა ხელი ჩაკიდებული და პატარა ბავშვივით ვაშრაშუნებდი ფოთლებს...ყველაზე ბედნიერი ვიყავი... -ჩემი პატარა ხარ შენ და ყველაზე მეტად მიყვარხარ ანო.. -შენზე ჭკუას ვკარგავ ჩემო!!!შენ ხომ მითხარი რომ სულ ხელში აყვანილს გატარებო და ახლა ზურგზე შემისვი რაა...პატარა ბავშვივით ავცანცარდი როგორც ყველა შეყვარებულს სჭირს როცა თავის საყვარელ ადამიანთან მარტო რჩება.. -მართლა?მე არ მახსოვს როდის გითხარი ხელით გატარებთქო.. იცინოდა გიო.. -კარგით ბატონო..გაგებუტეთ მე.. უცებ მომკიდა ხელი და ჰაერში აღმოვჩნდი.. კისკისი დავიწყე..დიდხანს ვირბინეთ პატარებივით ფერად ფოთლებში..ყოველთვის გვერდით მინდოდა ისეთი ადამიანი რომელთანაც ისეთი ვიქნებოსი როგორიც რეალობაში და არ დამჭირდებოდა რაღაცეებში თავის შეზღუდვა იმისათვის,რომ მას წარმოდგენები არ შეცვლოდა ჩემზე..ყოველთვის ძლიერი ვიყავი,მაგრამ გიორგისთან რატომღაც უუფლებო ვხდებოდი...თანდათან ისე შევისისხლხორცე გიო შემეშინდა კიდეც მის გარეშე როგორ ვიცხოვრებდი ეს წარმოუდგენელი იყო..ისევ ვცდილობდი ასეთ უარყოფით რაღაცეებზე არ მეფიქრა და მეცხოვრა დღევანდელი დღით... -ანო ლაშამ მომწერა,რომ ჩემთან ამოდითო და წამო რა მანქანას გამოვიყვან და ავიდეთ... ჩავსხედით მანქანაში და ლაშასთან წავედით თუმცა ის გზა სადაც გიორგი მიდიოდა ნამდვილად არ გავდა ლაშას სახლისკენ ასასვლელ გზას და საერთოდაც ქალაქიდან გადიოდა... -გიო რას აკეთებ?აბა ლაშაო? -რომ გითხრა ერთი დღით გიტაცებთქო რას იზავ?პრინციპში რა უნდა ქნაუკვე მანქანაში ხარ.. -იქნებ არ გვინდა გიო? -აღარ მეწუწუნო ახლა..შენებიც არ არიან სახლში და პრობლემებიც არ გვექნება.. ისეთ ლამაზ ადგილას მიმიყვანა ნამდვილად ვინანებდი უარი რომ მეთქვა..ყოველთვის ვოცნებობდი ტყეში პატარა ხის სახლი მქონოდა და აი ეს დღეც დადგა როცა მე ჩემს საოცნებო ადგილზე აღმოვჩნდი.. პატარა ხის სახლი იდგა ტყის ნაპირას..შიგნით ბუხარი გიზგიზებდა იქვე ბუხართან ხის სავარძელი იდგა სადაც რბილი ბალიშები ეყარა..აქვე ფანჯარასთან იდგა საწოლიც..ფანჯრიდან კიდევ ულამაზესი ხედი იშლებოდა ტყის ფონზე... -გიო ძაალიან მიყვარხარ...ჩემი სამოთხე აი ეს არის..ტყისპირას ოატარა ხის სახლი და გვერდით ჩემი საყვარელი ადამიანი... -ჩემი გოგო მაბოდებს შენზე..შენს ტიტინზე შენით ვსუნთქავ და ვცოცხლობ.. ჩემთან ახლოს მოვიდა ნელა და კისერზე ნაზად მაკოცა თან წელზე თავისი ძლიერი მკლავები შემომხვია..მთლიანად სახე დავუკოცნე და თან ვიცინოდი... -შენი კისკისი ჭკუიდან მშლის ქალბატონო.. უფრო ძლიერად მომეხუტა და ფრთხილად საწოლზე დამაწვინა.. -იქნებ არ გვინდა.. ძლივს ამოვილუღლუღე მაგრამ მეც ვერ ვჩერდებოდი..გრძნობებმა ამიყოლიეს და ვნების მორევში გადავეშვით... დილით ჩემს სახეზე მზის ათინათი დამთამაშებდა..მზის სხივები მიბიძგებდნენ თვალების გახელას..დიდხანს ვეპაექრე თუმცა ვეღარ შევძელი წინააღმდეგობის გაწევა და თვალები გავახილე.. -ინება ქალბატონმა გაღვიძება...უკაცრავად საუზმე საწოლში მოგართვათ თუ მაგიდასთან მობრძანდებით? -აუ ცხოვრება აქ მომიტანე რაა.. საწოლში მომიტანა საუზმე და ნაზად მხარზე მაკოცა.. -ახლა თამამად შემიძლია გითხრა,რომ ჩემი ქალი ხარ!!! ჩვენ კიდევ სამი თვე გავატარეთ ერთად ისე ტკბილად როგორც დავიწყეთ..ამ ხნის განმავლობაში ერთხელაც არ გვიკამათია..ჩვენი სიყვაარულით ვსაზრდოობდით..ყველგან ერთად დავდიოდით და თუ სადმე მარტო მივიდოდით პანიკებში ვარდებოდნენ ხომ არ იჩხუბეთო... ბოლო ერთი კვირა გიო ძალიან შეიცვალა..გაცივდა ჩემს მიმართ უყურადღებო გახდა რაც უკვე ხშირად კონფლიქტს იწვევდა ჩვენში... -აუ ტასი რას შვები? -არაფერს გიგასთან ვარ..რა იყო ხმაზე რა გჭირს? -აუუ მოდი ჩემთან რამჭირდები შებს კალთაში მინდა თავი დავდო და ვიტირო. .. -ნუ გადამრიე ხო კარგად ხარ?? -არა მოდი მალე.. ძალიან ცუდად ვიყავი ისევ ვიკამათე გიოსთან და გული მქონდა საშინლად დამძიმებული..ამჟამად ჩვენი კამათის მიზეზი სოც.ქსელი გახდა...მთელი დღე საიტზე იყო და ერთხელაც არ მოფიქრებია,რომ მოეწერა როგორ ხარო...ვიბუზღუნე,რომ უყურადღებო გახდა და ამაზე ერთი ამბავი შევქმენით.. -ანო როგორ ხარ??რა მოხდა? -გიოსთან ვიჩხუბე.. -თქვენ რამ გადაგრიათ კიდევ ეს ერთი კვირაა დღე არ გავა,რომ არ იჩხუბოთ.. -ტასო მე მინდა???ძალიან შეიცვალა უხეში გახდა და სულ ფეხებზე ვკიდივარ..ეჭვი მაქვს,რომ აღარ ვუყვარვარ... -ანუკა გაჩუმდი!!!ეგ მეორედ აღარ თქვა იცოდე..გინდა ვეტყვი ლაშას დაელაპარაკოს... -არა ტასო არ მინდა რამე ვალდებულების გამო ან სიბრალულის გამო გააკეთოს..ძალიან ცუდად ვარ..ვერ ვსუნთქავ მის გარეშე ერთი წამითაც ვერ ვიცოცხლებ..არ შემიძლია.. ვტიროდიი ბოლო ხმაზეე და უცებ ტელეფონმა დარეკა... -ტასო გიო რეკავს და არ მინდა რა მასთან ლაპარაკი..უთხარი,რომ არ მცალია.. -უპასუხე ანუკა არ გამაბრაზო... -გისმენ -სასწრაფოდ უნდა დაგელაპარაკო..რაღაც გადაწყვეტილება მივიღე და უნდა დაგელაპარაკო...ნახევარ საათში ჩვენს კაფეში გელოდები.. გაოცებული დავრჩი არაფრის თქმა არ მაცალა ისე გამითიშა მობილური.. -ტასო გიორგი ურთიერთობას ასრულებს... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.