შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მიზანი- გადავარჩინო მისი სიცოცხლე(სრულად)


5-02-2016, 00:38
ავტორი ლილიანა
ნანახია 8 806

კიდევ ერთხელ დავხედე ჩემი ოცნებების წიგნს,როგორ შემომლანძღვია ხელში.ყდა გახუნებულა,ფურცლებიც შეყვითლდა,მაგრამ ის ოცნებები,რომლებსაც მის ფურცლებს ვანდობ ისევ ისეთია-ახალი,საღი ფრთაშესხმული.ფრთხილად გადავშალე მისი გვერდები,პირველ გვერდზე დიდი ასოებით აწერია ჩემი სახელი და გვარი(ვითომ არ ვიცი )

ე კ უ თ ვ ნ ი ს --- მ ი რ ა გ ე ლ ო ვ ა ნ ს !
რამდენი კარგი ოცნება და მიზანი მქონია
-ვნახო წყალქვეშა სამყარო
-ვისრიალო თხილამურებზე
-გადმოვხტე პარაშუტით
-ვიჯირითო ცხენზე
და მთავარი ოცნება და მიზანი----გადავარჩინო მისი სიცოცხლე-წავიკითხე ხმადაბლა და მის ფოტოს ნაზად გადავუსვი თითის ბალიშები,შეუმჩნევლად გამეღიმა და გამახსენდა ის ვინც ჩემი მიზანია,როგორი დაბღვერილი იყურება ამ ფოტოში,უფრო ჩავიძირე მოგონებებში და გამახსენდა ის დღე ,როცა ჩემს მიზანს შევხვდი...........


......................................................................................................................................................
დილიდანვე ცხელოდა ქალაქში,ადრიანად წამოვხტი ფეხზე,თავი მოვიწესრიგე,ჩემი მოკრძალებული ერთი ოთახი(მართლა ერთი ოთახი მქონდა მეტი არაფერი) მივალაგე და სირბილით დავეშვი კიბეებზე.დღეს გეგმაში მქონდა,რომ ვსტუმრებოდი ჩემს მეგობრებს მოხუცებულთა თავშესაფარში.ჩანთიდან ჩემი ჯაბახანა მანქანის გასაღები ამოვაძვრინე და კარი გავაღე,მოვკალათდი მანქანა დავქოქე და გვერდითა სარკეში გავიხედე რომ დამენახა უკან ხომ არაფერს დავეჯახებოდი,თუმცა სადაა გვერდიტა სარკე?
-არ არსებობს-შევიყვირე გაბრაზებულმა და ისევ ძირს ჩამოვხტი,მანქანას წრე დავარტყი,არცერთი სარკე აღარ ყო ადგილზე.კი არ მოუხსნიათ მოუტეხავთ.
დუდღუნით გავემართე ჩემი უბნის პოლიციის განყოფილებისკენ.ჩემი უბნის ინსპექტორი ერთი ჯმუხი ულვაშებიანი კაცი იყო რომელიც მუდამჟამ კომპიუტერს ჩაჰკირკიტებდა დიდი საქმიანი კაცივით.
-უკაცრავად საჩივარი მინდა შემოვიტანო-წარბები ავზიდე და სერიოზული გამომეტყველება მივიღე
ძლივს მოაცილა თვალები ეკრანს და წარბებს ქვემოდან ამომხედა
-გისმენთ
-ჩემს მანქანაზე სარკეები მომპარეს
-და რა?
-რაა?რა და საჩივარს ვწერ და მიპოვეთ
-გაქვთ ეჭვი ვინმეზე?-მეტად სერიოზული კითვა დამისვა მისი ჭკუით
-არა
-მოწმე გყავთ?
-არა
-აბა სად გიპოვოთ სარკეები?
-ღმერთო დიდებულო,ირგვლივ მარკეტები და ბანკებია,მათ ხომ აქვთ სათვალთვალო კამერები,შეამოწმეთ
-გოგონი....
-გოგონი არა ქალბატონო-შევუსწორე
-ქალბატონო-ირონიულად ჩაიღიმა,გავბრაზდი-ეს დიდი პროცებურაა,უნდა მოიტანოთ სასამარტლოს მოთხვოვნა,მერე უნდა ირბინოთ წინ და უკან,ამ ფურცლებით თუ ჩანაწერებით,ვთქვათ დავიჭირეთ,იქნებ გაყიდა უკვე,და საიდან მოიტანს მაგ სარკეებს,ჩვენ დავიწეთ მაგრამ შენ რა სარგებელი?
-ანუ?-გაობნებული მივაცქერდი
-ანუ ახალი იყიდეთ-გადაჭრა პრობლემა
-არ არსებობს,შემოვირტყი გაშლილი ხელი ფეხზე,მივხვდი,რომ აქ სულ ტყუილად მოვედი,გაბრაზებული მკვეთრად შემოვბრუნდი კარისაკენ და უეცრად მთელი ძალით შევასკდი ვიღაცას
-ნელა ბიჭო წინ იყურე-დაუღრიალა თანმხლებლა ჩემს შემჯახებელს და ძლიერად გაჰკრა მუჯლუგუნი,ახლა შევამჩნიე ,რომ ჩემი დამჯახებელი და თანხმლები პოლიციელი ერთმანეთზე ბორკილებით იყვნენ გადაბმული,უცებ შიშმა ამიტანა,თან ცნობისმოყვარეობამ და თვალები მაღლა ავაპარე ნელნელა,რომ დამენახა ვინ იყო ეს ბოროტმოქმედი.
ჩემს სიცოცხლეში ასეთი ტკივილიანი და სევდიანი თავლები არ მენახა,მთელი ცხოვრება ვფიქრობდი,რომ მე ვიყავი გარიყული და უბედური,მაგრამ ახლა მივხვდი,რომ ვცდებოდი,გახეთქილი წარბიდან და ტუჩინდან წამოსული სისხლი სახეზე შეხმობოდა,ზედატანი ნახევრად შემოფლეთილი ეცვა,იდგა და უსასრულოდ სივრცეში იყურებოდა,არც კი შემოუხედავ ვის დაეჯახა,არც ბადრაგის სიტყვები გაუგონია,არც მის მუჯლუგუნზე ჰქონდა რეაქცია.
-ვინაა ვინ მოათრიე?-იკითხა უბნის ინსპექტორმა
-თომა ნიქაბაძე,როგორც ყოველთვის ვიღაცას სცემდა
-შეიყვანე იზოლატორში
ბადრაგმა ინერციით უბიძგა თომას და ისიც მორჩილად გაყვა,მე კი გაოგნებული ვიდექი და ვუყურებდი მის სევდიან სახეს,არასოდეს მენახა ასეთი ტკივილიანი თვალები,უცებ მობილური ამოვიღე ჯიბიდან და სკამს ფეხი გავკარი რომ ახმაურებულიყო ცოტაც შევიკივლე ვიტომ ლამის წავიქეცი,სამივემ ჩემკენ გამოიხედა უცებ მე კი ჩხიკ,მორჩა თომაც დავაფიქსირე,აი ასე აღმოჩნდა ჩემი მიზნების ბლოკნოტში თომა-ბიჭი სევდიანი თვალებით და მრისხანე გამომეტყველებით.სწორედ მაშინ მივხვდი რა იყო ჩემი ცხოვრების ერტერთი მთავარი მიზანი-გადამერჩინა მისი სიცოცხლე..
დილით ადრიანად წამოვფრინდი საწოლიდან,პოლიციაში მეჩქარებოდა.ფაცხაფუცხით ჩავიცვი და ჩემს სარკეებ მომტვრეულ მანქანას მოვასკუპტი.ალბათ 8 საათი იყო განყოფილების წინ უკვე ყარაულში,რომ ვიდექი და ველოდი,როდის გაანთავისუფლედნენ ჩემს ერთერთ მნიშვნელოვან საზრუნავს,სიცოცხლეს,რომელიც უნდა გადამერჩინა-თომა ნიქაბაძეს.ზუსტად 2 საათი ვუყურყუტე,ხან მანქანაში,ხან მასზე მიყრდნობილმა,ხან კი წინდაუკან დავაბოტებდი.აჰა როგორც იქნა გამოჩნდა.შორიდან დაკვირვებით შევათვალიერე,პირი დაუბანია,თურმა სიმპატიურიც ყოფილა.ჩვეულებისამებრ დაბღვერილი სახით და სევდიანი თვალებით ნელნელა მოუყვებოდა პოლიციის საფეხურებს,მისკენ გავემარტე და მიმავალს გვრდით ამოვუდექი
-გინდა ანეგდოტი მოგიყვე?-გაოგნებულმა შემომხედა მაგრამ ხმა არ ამოუღია სიარული განაგრძო-დაქალი დაქალს ეწუწუნება :
„ქმარი ბაზარში გავაგზავნე პროდუქტებზე და ახლა დამირეკეს,რომ ავარიაში მოყოლილა
„უი და ახლა რა უნდა გააკეთო“
„რავიცი მაკარონს მოვხარშავ ისევ“
ირონიულად გამომხდა თავი გააქნია და ხმის ამოუღებლად სიარული გააგრძელა,არც კი გაეცინა ამ ხუმრობაზე,ეგრევე წინ გადავეღობე
-ეი,ახალგაზრდავ,ანეგდოტი არც ისე ურიგო იყო,შეგეძლო გაგეღიმა მაინც-ის ისევ გაოცებული მაკვირდებოდა ხმის ამოუღებლად ალბათ ფიქრობს,რომ შეშლილი ვარ-კარგი კარგი,მისნიმე,მე მინდა,რომ შენ ჩემთვის იმუშაო,გასაძარცვი არაფერია,უბრალოდ მინდა,რომ ერთი ადამიანი მოვიტაცოთ,ასე ნუ მიყურებ,ფულს გადაგიხდი
ნეტა გენახათ მისი სახე იმ წუთას,ლამის ყბა ჩამოუვარდა გაოგნებისაგან
-ასე რატომ მიყურებ?მართლა გადავიხდი,მითხარი შენი ბანკის ანგარიში და დაგირიცხავ,მე თავადაც მოვაგვარებდი ამ საქმეს,მაგრამ ხომ იცი ქალები როგრები ვართ,ხან სალონი,ხან მაღაზიები,ხან მკერავები და ამისათვის არ მცალია,ასეთი საქმეები ბოროტმოქმედებს უნდა დაავალო ისინი უკეთ ასრულებენ,აი მაგალითად შენ ძალიან გავხარ ბოროტმოქმედს,რა არ ხარ?-ვკითხე და ხელები განზე გავშალე და ისეთი სახე მივიღე რომ ჩემს სიტყვებში 100% ვიყავი დარწმუნებული.
თომამ რამოდენიმე წამი ისევ გაოგნებული მიყურა,ალბათ საბოლოოდ დარწმუნდა რომ შეშლილი ვარ,თავი სიბრალულით გააქნია,ოდნავ ხელი მკრა გვერდზე გამწია და მის მომლოდინე ძმაკაცებს მანქანაში ჩაუჯდა.
-ასე ადვილად ვერ მომიშორებ-ჩავილაპარაკე პირველი რაუნდით კმაყოფილმა და მომდევნო რაუნდისათვის მოვემზადე.
რისთვის მყავდა ეს ჯართიი მანქანა თუ მნიშვნელოვან საქმეში არ გამომადგება,ხოდა ,სირბილით გავექანე ჩემი „რაშისკენ“ და იმათ მანქანას დავედევნე.ნახევარი საათის სიარულის შემდეგ ფეხბურთის სტადიონს მივადექით,ისინი კი შევიდნენ შიგნით მაგრამ მე როგორ მოვახეხო ეს?ჯიბეები მოვიჩხრიკე და ძლივს შევაკოწიწე ბილეთის ფული.შიგნით შევედი,არც სიე ბევრი ხალხი ყოფილა,ტრიბუნებს თვალი მოვავლე თომას საძებნელად,აი ისიც,ვიღაც შავებში ჩაცმულ ზორბა მამაკაცს გაცხარებით ელაპარაკებოდა და ირგვლივ ვერაფერს ამჩნევდა,მათკენ გავემარტე,მაგრამ მცველი გადამეღობა
-ახალგაზრდავ სად მიდიხართ?
-აი იმ ბიჭთან მივდივარ,თომასთან
-ვერ გაგიშვებთ,ის სექტორში შესვლა არ შეიძლება
-ძალიან გთხოვთ,მე ვიცნობ მას ისიც მიცნობს,აი თავად დარწმუნდებით ახლა,დავუძახებ და გამოიხედავს
ოდნავ მოხრილი ხელის მტევნები პირის ირგვლის მილივით მოვიმარჯვე და ბოლო ხმაზე დავიძახე
-ბოროტმომქმედოოოო
მანაც ჩვენი მიმართულებით გამოიხედა,ვაი ასეტ გამოხედვას ჩემს დანახვაზე თვალები მრისხანებით აენთო
-აი,ხომ ვამბობდი ვიცნობმეთქი აი გამოიხედა-კმაყოფილი მივუბრუნდი მცველს,ისიც დარწმუნდა და შემეშვა
-ეი ბოროტმომქმედო თუ არ მოხვალ იცოდე ყვირილს არ შევწყვეტ ,გესმის?მოდი
ისიც გაავებული ზარლივით გამოქანდა ჩემკენ,მივხდი კარგი დრე არ მეწერა,მრისხანებისაგან სახეზე ალი ასდიოდა,ახლა მის თვალებში არა მარტო სევდა და ტკივილი იყო არამედ მრისხანება და სიბრაზე,რაც სავარაუდოდ მე გამოვიწვიე.მკლავში ცალი ხელით არწივივით ჩამაფრინდა და მანქანისაკენ ძალით წამიყვანა
-რას აკეტებ მეტკინა-ძლივს ამოვიკნავლე სიმწრისაგან
მთელი ძალით მანქანის კარზე მიმახეთქა და პირზე ხელი ამაფარა რომ ხმა არ ამომეღო,რამოდენიმეჯერ გავუძალიანდი მაგრამ დანებებას არც ის აპირებდა
-შენ ვერც კი წარმოიდგენ რა შემიძლია გაგიკეთო,ერთი მოძრაობა და გვამი ხარ,ასე რომ შეწყვიტე ჩემი დევნა თუ გინდა იცოცხლო-თითოეული სიტყვა დამიმარცვლა,მისი მრისხანე თვალები სახეს მიწვავდნენ,მორჩა და ხელიც ამიშვა,ალბათ ელოდებოდა,რომ წავიდოდი,შეშინებული დამფრთხალი,მაგრამ ნურას უკაცრავად,
-აი მესმის,აი სწორედ ამიტომ მინდა შენი დაქირავება,აშკარაა,რომ ერთი გამოხედვით შეგიძლია ადამიანის მოკვლა
ჩემმა სიტყვებმა და უშიშრობამ წყობილაბიდან გამოიყვანა,მისი ძლიერი ხელი მკლავზე გამომდო და გასასვლელისკენ მიბიძგა
-წადი აქედან თორემ მოგკლავ-კბილებში გამოცრა და ზურგი შემაქცია,ისევ ტრიბუნებისაკენ გაემართა,მე აბა რის მირა ვიყავი ასე ადვილად,რომ დავნებებოდი,უკან ავედევნე
-მაპატიე მეგობარო,დამშვიდდი,ჩემი მოკვლა რაში გარგია,მომკლავ და ციხეში ჩაგსვამენ,აი ჩემსავით რომ ვინმე ფულს გიხდიდეს ამ საქმეში,ჩემს მოკვლაში კი იქნებოდი სარგებელში მაგრამ აბა ჩემი მოკვლა ვის ენდომება,მე ხომ ასეთი საყვარელი და კარგი გოგო ვარ
-შენ რა ტვინით ავადმყოფი ხარ?
-ოოო,მე ბევრი რამე მაწუხებს მაგრამ ახლა მაგის დროა?მითხარი მომატაცებინებ ?ხომ იცი ფულს გიხდი?ფულზე კი უარს ვინ ამბობს?-ვუთხარი და გამომცდელად მივაცქერდი მის უძირო თაფლისფერ თვალებს,იმის იმედად,რომ დავიყოლიებდი
რამოდენიმე წამი მზერა არ მოუშორებია ჩემთვის,არ ვიცი რისი წაკითხა ან დანახვა სურდა ჩემს თვალებში,ალბათ პასუხს ეძებლა მის კითვაზე,დამთანხმებოდა თუ არა და ბოლოს
-ჯანდაბას შენი თავი თანახმა ვარ
-არიიიიისსსს-სიხარულისაგან შევხტი და დავტრიალდი
-მშვიდად,ხალხი გვიყურებს-მკლავდი მწვდა და შემაჩერა,მეც დავემორჩილე
-როცა ჩემი დავალების შესარულებლად წახვალ მეც უნდა წამოვიდე
-არ არსებობს-გადაჭრით მითხრა ცივი უარი
-არა არსებობს,მეც მოვდივარ-ცალი ფეხი ძირს დავაბაკუნე და მხრებში რაც შემეძლო გავიმართე,რაღაც წამი გაბრაზებული მაკვირდებოდა და ალბათ გაახსენდა რომ მე ცოტა შეშლილი ვარ და შეპასუხება არ ღირს.
-კარგი
-ესეც,ასე,მართლა ასეთ მნიშვნელოვან საქმეზე მივიდივართ ერთად და ერთმანეთის სახელები კი არ ვიცით,მე მირა შენ?-და მარჯვენა ხელი გავუწოდე
-თომა
-მოიცა შენ ასეთი მრისხანე და დაბღვერილი ხარ ყოველთვის?ვერ გავიგე ეს გაბრაზებული სახე ისეთივე აუცილებელია ბოროტმომქმედისათვის როგორც სუპერმენისათვის წითელი ტრუსიკი?არ იღიმი,არ იცინი,სულ წარმები გაქვს შეკრული,გამახსენდაააა,მე ვიცი შენ ვინც ხარ-უცებ გამინათდა გონება
-ვინ?ცნობისმოყვარე თვალები შემომანათა
-გაბრაზებული ჩიტი,ხომ იცი საბავშვო მულტფილმი,აი ასე შენსავით რომ იბღვირებიან და მერე ბუხ სკდებიან-სიცილი დავაყარე და მომუჭული ხელები უცებ გავშალე იმის დემონსრტირებისათვის თუ როგორ სკდებიან გაბრაზემული ჩიტები მულტფილმებში.ჩემმა საქციელმა ღიმილი შეაპარა მის ბაგეებს
-აი ხედავ?გაგაღიმე-გამარჯვების ნიშნად ტაში შემოვცხე
ვთქვი და უცებ შეკრა წარბები.
-როდის მივდივართ საქმეზე?-უცებ გადაიტანა საუბარი სხვა თემაზე
-ახლავე-გავიკრიჭე აი ისე ,როგორც ქოლგეითის რეკლამაში
-შენ მართლა შეშლილი ხარ?-გაოცებული შემომხედა და თვალები სიბრზით მოჭუტა,ჯერ მე მიყურა მერე სივრცეს გახედა,ისევ ჩემსკენ მოტრიალდა,მე ისევ იე ვიდექი დაპაუზებული ქოლგეითის რეკლამასავით
-არა შენ აშკარად ვერ ხარ-დაასკვნა და გასასვლელისკენ წავიდა
-სად მიდიხარ?-უცებ მოვეგე გონს და დავედევნე
-მეც კაი სულელი ვარ შენ რომ დაგიჯერე-აშკარა იყო მის თავზე ბრაზობდა,ანერვიულებულს ხელები სად წაეღო აღარ იცოდა,ხან მის ტალღოვან წაბლისფერ თმებში შეიცურა თითები,ხან შარვლის უკანა ჯიბეებში ჩაიცხო და გაბრაზებული რაღაცას ბუტბუტებდა,აშკარად მისი საყვედურები მე მეკუთვნოდა,მე როგორც მამაცმა მირამ არც კი შევიმჩნიე
--ააა,მივხვდი,შენ ფიქრობ,რომ მე ფულზე ვიხუმრე?წამოდი ახლავე განახებ რომ, მართლა გადაგიხდი და თან ხელზე-გამომცელად შემომხედა“ღმერთო რა თვალები აქვს“-გავიფიქრე წამიერად მონუსხულმა-აი წამოდით ჩემს მანქანასთან-მეტი დამაჯერებლობისათვის ხელით ჩემი „ მხეცი“ ვაჩვენე და წინ გავუძეხი
-აი თქვენი გასამრჯელო-ვუთხარი და სიმაყით გავუწოდე ჩემი ერთი წლის ნაგროვები თანხა,რომელიც სამლიტრიან ქილაში მქონდა მოხუფული
-რაა?-ერთი სიტყვით ამ თომას ეს გაოცება და პირის დაღემა მაგრად აქვს დამუღამებული
-რა,რა?-გულწრფელად ვერ მივხვდი რა იყო გასაკვირი იმაში,რომ ფული პატიოსნად მქონდა კოხტად მოგროვილი და მოხუფული,ქილაც სუფთა იყო და მთელი
-შენ მართლა ავად ხარ-ისე თქვა თითქოს საბოლოო ანალიზების პასუხმა ჩემი ჯამრთელობის შესახებ მის ხელში გაიარა-კარგი,მოვრჩეთ მალე,სად მივდივართ?
-აი უკვე მომწონს შემართება,პირდაპირ იარე და გეტყვი-გავუღიმე კმაყოფილმა და ჩემი კულულები რომელიც უწესრიგოდ ჩამომყროდა მხრებზე ერთად მოვიქიე მუშტში და უკან გადავიყარე.
ალბათ ერთი საათი ვიარეთ,ბევრჯერ ვცადე საუბრის წამოწყება მაგრამ ისეტი სახით დამიბღვირა ვამგობინე ეს იდეა მოგვიანებით განმეხორციელებინა.
-აი მოვედით აქ გააჩერე-შემოვძახე გახარებულმა ჩვენი სამოქმედო ტერიტორიის დანახვისას.
თომამ შენობისაკენ გაიხედა და ოოოო ისევ ეს გაოცებული და გაოგნებული სახე და ოდნავ გაღებული პირი,ხან შენობის აბრას გადედავს ხან მე
-რა?-მხრები ავიჩეჩე
-ფსიქიატრიული საავადმყოფო-ხმამაღლა წაიკითხა და მრისახე თვალებით გამომხედა -ამიხსენი შენ ხარ გიჟი თუ ის ვინც უნდა მოვიტაცოთ?
-არა მე არ ვარ გიჟი,მე საკმაოდ ჭკვიანი გოგო ვარ-თავმომწონედ გავიკრიჭე-ეს ნოდარია,სიყვარულით გაგიჟებული,მაგრამ ოჯახი ყავს არანორმალული,ეს საბრალო აქ გამოკეტეს და თავად საზღვარგარეთ წავიდნენ,ეს ჩემი მეგობარია მოხუცებულთა თავშესაფრიდან,იცოდე თუ არ დავეხმარებით მაშინ მართლა გაგიჟდება
-კარგი-მძიმედ ამოიხვნეშა და ორივენი საავადმყოფოს ჭიშკრისაკენ გავემართეთ
-იცი ნოდარი კარგი კაცია,მართლა სჭირდება ჩვენი დახმარება,რათქმაუნდა ექიმები ნებით არ გამოგვატანენ და შენ შეიძლება ჩხუბიც კი მოგიწიოს,აი სწორედ ამიტომ დაგიქირავე შენ,რადგან შენ ვინ ხარ?ბ ო რ ო ტ მ ო მ ქ მ ე დ ი-დავუმარცვლე სიტყვები და ჩვეულებისამებრ ღობეზე ავფოფხდი,ჩემი კაბა ავიკაპიწე და მოაჯირს მოვასკუპტი რომ მეორე მხარეს გადავმხტარიყავი,(როგორც წესი ასე ვიპარებოდი ხოლმე ნოდარითან)თომამ კი ჭიშკარს მიაწვა ხელით და შეაღო,და სწორედ ის ფრთა რომელზეც მე მხედარივით ვიყავი შემოკუპებული
-უი ღია ყოფილა-შემოვძახე მხიარულად და ძირს ჩამოვხტი,თომას რათქმაუნდა უკვე სტაჟიანი გიჟი ვგონივარ,რომელზეც ჯერ ამ ფსიქიატრიულში არ გაუგიათ რამე თორე ნოდარის გვერდით მიმსვამდნენ,ხოდა თავი ჩემს მიმართ სიბრალულით გაქნია და ისე განაგრძო გზა ჩემსკენ არც კი გამმოუხედავს
-ნოდარის წამოვიყნან და შენ დაგტოვებ-ხმადაბლა ჩაიბურტყუნა უფრო თავისთვის მაგრამ მაინც გავიგონე
-ყველაფერი გავიგონე-მივაძახე და ავედევნე
-შენ სად მოდიხარ?მომიბრუნდა და შემომიბღვირა
-შიგნით
-არა
-როგორ თუ არა,აბა ნოდარი როგორ უნდა იცნო?
-მითხარი სართული და პალატა და ფოტო მომეცი
-მეც წამოვალ რა-ტუჩები გავბუსხე,რომ შევბრალებოდი,მაგრამ ნურას უკაცრავად
-არა შენ აქ ეზოში დარჩი და დაგველოდე,თორე იცოდე ჩემი ხელით მიგიყვან ამ ფსიქიატრიულის დირექტორთან
-მეე?-გავიოცე-კი მაგრამ რატომ?
-ჰმ,რატომ?-გამაჯავრა-რატომ და შენ უფრო გადარეული და გიჟი ხარ ვიდრე ამ საავადმყოფოს მთელი პაციენტები-ბოლო სიტყვები გზიდან მომაძახა
გავბრაზდი მაგრამ არაფერი მითქვას.ჩემს გეგმებში მისი გაბრაზება,ნევრების მოშლა და წყენინება არ შედიოდა,მრ ხომ მიზანი მაქვს?-გადავარჩინო მისი სიცოცხლე.ხოდა ჩამოვსკუპტდი იქვე ჭიშკართან ქვაზე და დავიწყე ლოდინი.წარმოვიდნინე თუ რამხელა ბედნიერებას მივანიჭებდი,ჩემს ძვირფასს მეგობრებს ნოდარს და მის საყვარელს ქალბატოს მერის,რომელიც ასევე მოხუცებულტა თავშესაფარში ცხოვრობს.მას შემდეგ რაც დავობლდი,ანუ 14 წლიდან და სამწუხაროდ ამ ქვეყნად არავინ გამაჩნია ახლობელი,ჩემი ნავსაყუდელი,ოჯახი და მეგობრები მხოლოდ ამ თავშესაფარსია თკბილ და თბილ მოხუცებთან,მე კი მათი ბედნიერებისათვის არაფერს დავიშურებ,როგორც ისინი ჩემთვის.
ერთ საათიანი ლოდინის შემდეგ დავლანდე როგორ თავქუდმოგლეჯილი მორბოდნენ სათადარიგო კარიდან გამოპარულები თომა და ნოდარი.სიხარულისაგან ადგილზე ხტუნვა დავიწყე,პატარა გოგოსავით ავცქმუტდი,ნოდარიმაც შემამჩნია შორიდანვე
-მირააა-გახარებულმა შესძახა და უფრო სწრაფად წამოვიდა ჩემკენ
როგორც კი მომიახლოვდა ჩემ მონატრებულ ნოდარს ყელზე ჩამოვეკიდე,ის კი ლოყებს მიკოცნიდა
-ჩემო გოგო ეს შენ გააკეთე?-მეკითხებოდა და თან თვალებიდან ჩამოგორებულ ცრემლებს მუჭებით იწმენდდა
-ხო ნოდარი პაპა,ხო,და დრეს შენ აუცილებლად იქორცინებ,მერისთან უნდა წაგიყვანო
-მართლა?-სიხარულისაგან თვალები გაუბრწყინდა და გულში ჩამიკრა,მეც მჭიდროდ შემოვხვიე ხელები და ასე ჩახუტებულები წავედით მანქანისაკენ.
თომა?
თომა გაოცებული და გაოგნებული-ეს ხომ მისი სტილია- ადევნებდა ამ მომენტებს თვალს და წამიერად შევამჩნიე,რომ მის ბაგეებს ღიმილმა გადაუარა და თვალებში სითბო ჩაუდგა.
აღარ დვწვრილმანდები იმის თხრობით თუ რამხელა სიხარული და ჟრიამული და
ტრიალდა მოხუცთა თავშესაფარში ნოდარის გამოჩენით,თუ როგორ ცხარე ცრემლებით ტირობდა მის დანახვაზე მერი,თუ როგორი მკრძალებული ქორწილი გადავუხადეთ მათ.თომა როგორც საპატიო სტუმარი ისე მოიწვიეს,ძალიანაც გაჯიუტდა და ცივი უარი გვტკიცა მაგრამ ჩემთან აბა რას გააწყობდა,ხოდა ისიც იყო ქორწილში.მაგრამ ვაი ასეთ ყოფნას,არც ხმა ამოუღია,არც გაუცინია,საერთოდ განდეგილივით იჯდა,ბევრი ვეცადეთ საერთო მხიარულებაში გაგვერია მაგრამ არაფერი გამოვიდა,მხოლოდ იჯდა კუთხეში და ვისკს წრუპავდა.
-ჩემი წასვლის დროა-მთელი დღის მანძლილზე ახლა ამოიღო ხმა და დახლთან მდგომს მომიახლოვდა
-უკვე მიდიხარ?
-კი
-იმედი მაქვს კიდევ შევხვდებით
-მე არა
-არაუშავს ,ამის მოგვარება შეიძლება,ხო მართლა რითი მიდიხარ?-გამახსენდა,რომ ნასვამი იყო
-ჩემი მანქანით
-არავითარ შემთხვევაში,მე წაგიყვან,შენ ნასვამი ხარ
-არა მადლობა,მაშინ ფეხით წავალ
-უარესი,ასეთი სამსახური გამიწიე და ფეხით,როგორ გაგიშვებ-სიტყვა დამთავრებული არ მქონდა სკამიდან ,რომ წამოვფრინდი და გასასვლელისაკენ გავექანე
-მირა,მირა-ორჯერ მომაძახა მობეზრებული ხმით,მაგრამ რომ არ მივხედე ხელი ჩაიქნია და უკან ამედევნა
მხარზე ჩემი ჩანთა გადავიკიდე და საჭეს მივუჯექი
-საით მივდივართ?-ვკითხე და მნაქანის გასარები გადავატრიალე
-აი იქეთ-ხელით მანიშნა მეც დავძარი მანქანა და იმ მიმართულებით წავედი.უხერხული სიჩუმე ჩამოწვა ჩვენს შორის
-გინდა ანეგდოტი მოგიყვე?-უცებ მომივიდა კარგი აზრი თავში და მომღიმარი სახით მისკენ შევტრიალდი
-არა გმადლობთ ,საკმარისად მოვისმინე უკვე-გაბრაზებით ჩაიბურტყუნა
-უჟმური-ვთქვი უფრო ჩემთვის და გზისკენ გავიხედე
-უკაცრავად?-აშკარად მანაც გაიგო
-არაფერი-მისკენ გავიხედე და გავუღიმე
მთელი გზა მუნჯებივით ვიარეთ,მალე მივედით პატარა მოკრძალებულ კერძო სახლთან,
-აი მოვედით,მადლობა,რომ მომიყვანე
-მითხრა და მანქანიდან გადავიდა,ჭიშკარი რომ შეაღო უცებ გამახსენდა
-მოიცადე,მოიცადე,რაღაც დამავიწყდა-მანქანიდან ჩამოვხტი მეც მივირბინე ჭიშკართან და ჩანთაში ძებნა დავიწყე
-აი ვიპოვე,ეს დღეს გადაღებული ფოტოა ქორწილის,ეს შენთვისაა-და გავუწოდე,
-მადლობა-მომიგდო ერთი სიტყვა და სიბნელეში გაუჩინარდა
გაკვირვებისაგან მხრები ავიჩეჩე,მოვბრუნდი,მანქანაში ჩავჯექი და სახლისკენ ავიღე გეზი.

თომას სამუშაო დილით ექვს საათზე იწყებოდა,ის და მისი მეგობარი ნიკა დილაობით გემიდან ტვირთს ზიდავდნენ.მეორე დილით სიგნალის ხმამ გააღვიძა.( მისი მოხუცებულტა თავშესაფართან დატოვა ამიტომ ნიკა გაფრთხილებული ყავდა ,რომ დილით მას უნდა გამოევლო)ზოზინით ჩამოჯდა საწოლზე,თან იცმევდა თან ნელნეკა კარისაკენ მიიწევდა
-მოვდივარ ნიკუშ მოვდივარ-გასძახა და თან საკეტში გასაღები გადაატრიალა,
-პრივეტ ნიკუშ,აბა წავედით ხო-ჩაჯდა თუ არა მისკენ მიბრუნდა-ეს რა გიჭირავს ხელში ბიჭო?-გაკვირვებით შეათვალიერა ნიკას ხელში სქელყდიანი ბლოკნოტი
-არ ვიცი ძმაო შენს ჭიშკართან ეგდო ახლა ავიღე და ვათვალიერებ,ხომ არ იცი ვისია?-კითხა და თან ფურცლები ააშრიალა
-მანახე-ცნობისმოყვარედ გაუწოდა ხელი თომამ
-მოიცა,აი აწერია პატრონის სხელი და გვარი-ეკუთვნის მირა გელოვანს-ვინაა ბიჭო მირა?-გაოცებული ღიმილიანი სახით გახედა თომას
-რაა?მირა?-წამით შეყოვნდა
-იცნობ?
-კი რა,ერთი ნაგიჟარია რა-ეტყობა გუშინ დაუვარდა სურათის მოცემისას-მანახე
-მოიცა ჯერ მე-ეშმაკურად გაიღრიჯა და სათითაოდ დაიწყო ფურცლების შლა
-ჩემი ოცნებები-ხმამაღლა წაიკითა და ხარხარი ატეხა-ოხ ეს გოგოები
-ხომ გითხარი გიჟიათქო-კვერი დაუკრა თომამ და ბლოკნოტისკენ გადაიხარა მასაც აინტერესებდა რა ეწერა შიგნით,არადა ნიკუშაც არ უთმობდა
- ისე ამ გოგოს დიდი უცნაური სურვილები ჰქონია-ერთი თვალის შევლებით დაასკვნა ნიკამ -აი ნახე რას წერს

-ვნახო წყალქვეშა სამყარო
-ვისრიალო თხილამურებზე
-გადმოვხტე პარაშუტით
-ვიჯირითო ცხენზე
-მოიცა ახლა რაღაც უფრო სერიოზული უწერია
-მიზანი - გადავარჩინო მისი სიცოცხლე
-ვისი უნდა გადაარჩინოს მაგ გადარეულმა-ირონიულად ჩაეღიმა თომას და პასუხის მოლოდინში ნიკას მიაშტერდა
-თომა ძმაო აქ შენი ფოტოა -გაოცებულმა ბლოკნოტი მისკენ მოაბრუნა
-რაა?არანაკლებ გაოგნებული იყო თომა( აბა გამოიცანით როგორ?ყბა ჩამოუვარდა)
-აი მისი მიზანი შენ ხარ
თომას ხმა არ ამოუღია ბლოკნოტი ხელიდან გამოგლიჯა და ხარბად დააცქერდა ფურცლებს,
-ეს როდის გადაიღო?ეს ხომ განწოფილებაში,რომ მიმიღვენას იმ დროინდელია?თავისთვის ლაპარაკობდა და დასკვებს აკეტებდა,სასწრაფოდ გადაშალა წინა და მერე ბოლო ფურცელი,ეძებდა სადმე მირას ნომერი ხომ არ იყო მიწერილი იპოვა კიდეც.სასწრაფო წესით ჯიბიდან მობილური ამოიღო და ნომერი აკრიბა.ამ ყველაფერს ნიკა დაბნეული ადევნებდა თვალს
-რა ხდება ძმაო გამარკვიე?
-მეც არ ვიცი ნიკუშ,
მეორე ბოლოს უპასუხეს
-გისმენთ
-მირა სად ხარ თომა ვარ საქმე მაქვს შენთან
-თომა?-რამოდენიმე წამიანი პაუზის შემდეგ-მოხუცებულტა თავშესაფარში,სხვაგან სად უნდა ვიყო,ხომ გახსოვს გუშინდელი დღიდნ ვასო პაპა?გარდაიცვალა და.....
-მანდ მოვალ-ჩასძახა და ტელეფონი გაუთიშა,მერე ნიკუშას მიუბრუნდა-ძმურად შეგიძლაი მოხუცებულთა თავშესაფართან გამიყვანო?
-რა პრობლემაა ,მერე მეც გამაგებინა კაი რა ხდება
........................
გარდაცვლილი შესასვლელ ჰოლში იყო დასვენებული,იქვე ისხდნენ ჭირისუფლებიც,მირა შორიახლოს იჯდა და ამ ყველაფერს ფოტოებს ურებდა,ამის შემხედვარე თომას კიდევ ერთხელ აასხა ტვინში სისხლმა მაგრამ აქ მასთან კამათი უადგილო იქნებოდა,ამიტომ მიუახლოვდა და მისი ბლოკნოტი გაბრაზებულმა კალთაში ჩაუგდო უხეშად,ზურგი აქცია და უკან გამობრუნდა.
მირა უცებ შეხტა ,არ დაუნახავს როგორ შემოვიდა თომა და ტყაპ უცებ მის კალთაში რარაც დაეცა-მისი ბლოკნოტი-მერე ზემოთ აიხედა და გასასვლელისკენ ჩქარი ნაბიჟით მიმავალი თომა დაინახა,სწრაფად დაავლო ხელი ბლოკნოტს და თომას გაეკიდა.
-თომა,თომა,დიდი მადლობა,ამ ბლოკნოტისათვის და იმ ყველაფრისათვის რაც გამიკეტე ეს დღეები,არა აქვს მნიშვნელობა იმას თუ როგორ გამოიყურები შენ არ ყოფილხარ ბოროტმომქმედი შენ კეთილი ადამიანი ხარ,შენ ბევრი კარგი თვისება გაქვს-ვუთხარი და მის შესაჩერებლად,მხარზე ხელი დავადე.
-შემეშვი გაიგე-ჩემს ხელს ხელი აკრა-მე არ ვარ კეთილი,მე ბოროტი ვარ ბოროტი,გაიგე?-ბოლო ხმაზე დამიღრიალა-შენ როგორ ფიქრობ ჩვენ იმიტომ ვარსებობთ რომ შენი სურვილები რომელიც მაგ დაჩონჩილ ბლოკნოტში გიწერია აგისრულოთ?
-არა-მისმა აგრესიამ და ყვირილმა დამაბნია
-რას უღებ ამ ფოტოებს ყველას?გინდა სხვებს დაანახო რომ -აი რა კარგი და კეთილი გოგო ვარო?
-არა-უფრო მეტად დავიბენი თვალებში ცრემლები ჩამიდგა
-აბა რა გინდა?რის მიღწევას ცდილობ შენი სულელური ანეგდოტების მოყოლით?ან ამ საცოდავ მიცვალებულს რას უღებ ამ ფოტოებს,ერთობი?მიდი იმასაც მოუყევი შენი ანეგდოტები იქნებ გაეცინოს,შენ ხომ ჭკვიანი და კეთილი გოგო ხარ,მიდი მოუყევი-მიყვიროდა და თან ორივე ხელით მარყევდა ჩემს მკავებზე ჩაფრენილი.ხელები ფრთხილად გავითავისუფლე თავი დავხარე და ცრემლები წამომივიდა,ნერწყვი მძიმედ გადავყლაპე და ისევ მას ავხედე,
-იცი ყველაზე სასაცილო ანეგდოტი თავად ცხოვრებამ მომიყვა მე-თან სიმწრით გამეღიმა-ობოლი ვარ,უპატრონო,ესეც არ მაკმარა,შენ მითხარი გახსოვს ტვინით ავადმყოფი ხომ არ ხარო?კი ვარ თომა,ვარ ავადმყოფი ვარ,მე ვკვდები,აი ასე უბრალოდ ვკვდები
თომა გახევებული იდგა და მისმენდა თითქოს სუნთქვას კი დავიწყებოდა იდგა გაქვავებული და ხმას არ იღებდა,მხოლოდ ნამი შევამჩნიე მის სევდიან თვალებს
-ეს ბლოკნოტი კი თომა ეს სურვილები,ეს ჩემი უკანასკნელი სურვილებია,რომელიც მინდა ავიხდინო,ისიც კი არ ვიცი მოვასწრებ თუ არა ყველა ჩემი ოცნების ასრულებს სანამ მოვკვდები,მე უბრალოდ,....უბრალოდ მინდა,რომ სანამ ცოცხალი ვარ ჩემს ცხოვრება ისეთ დღესასწაულად ვაქციო, რომ როცა სიკვდილი მომაკითხავს მასთან ერთად ჩამოვჯდე და დავლიო-სიმწრის სიცილი ამიტყდა-მე უბრალოდ....უბრალოდ მინდა,რომ ცხოვრება გავილამაზო,სხვებსაც გავულამაზო და არცერთი დღე არ ვიყო მოწყენილი,შენ კი...... გიჟი გეგონე,ალბათ მართალი ხარ გიჟივით ვიქცევი მაგრამ რა ვქნა თომა რა გავაკეთო დავჯდე და ვიტირო?და რა მერე?შეიცვლება რამე?არც არაფერი,მე მინდა სიკვდილამდე ბედნიერი ვიყო მეც და ისინიც ვინც ჩემს ირგვლივაა,რამდენხანსაც შევძლებ,ერთი კვირა,ერთი თვე თუ ერთი წელი-ცრემლები მუჭით მოვიწმინდე თვალებიდან და სირბილით შევვარდი შენობაში,თომა კი კარგა ხანს გაქვავებული უთქმელად იდგა გასასვლეთან და ვერც კი გრძნობდა თუ როგორ ჩამოაცალა ცამ მისი ცრემლები წვიმის წვეთებათ.
ამ ამბის მერე ერთი კვირა იყო გასული,თომა არსად ჩანდა.გადავწყვიტე მისთვის მიმეცა არჩევნის თავისუფლება,ეფიქრა ჩემს მოტივებზე და თავად გადაეწყვიტა სურდა თუ არა ჩემთან და ამ ტკბილ მოხუცებთან ურთიერთობა და თუ არ სურდა სამწუხაროდ ეს ჩემი ერთ-ერთი მიზანი განუხორციელებელი დარჩებოდა.
ჩემი ყოველდღიური საქმიანობა ტრადიციული იყო დილის 8 საათიდან 12 საათამდე მემუშავა ტკბილეულის საცხობში აღრიცხვაზე,ხოლო დარჩენილი დრო ჩვეულებისამებრ გამეტარებინა მოხუცებულთა თავშესაფარში.
დღესაც აქ ვიყავი ეზოში და ვარდის ბუჩქებს ვუვლიდი,ჩამუხლული ოცნებებით და ფიქრებით შორს დავფრინავდი და ვერც კი შევამჩნიე თუ როგორ მომიახლოვდა ვიღაც ნელი ნაბიჯებით.
-მე მინდა,რომ დაგეხმარო შენი დარჩენილი სურვილების შესრულებაში-ვიცანი ეს თომა იყო,სახეზე ბედნიერმა ღიმილმა გადამიარა,წამოვდექი და მისკენ შევტრიალდი,მისალმების ნიშნად ოდნავ დავუკარი თავი და მივუახლოვდი
-გინდა ანეგდოტი მოგიყვე?
-მომიყევი-მშვიდად მიპასუხა,ეს სულ სხვა თომა იყო
-გადავიფიქრე,არ მინდა,რადგან შენ მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ მომისმენ,რომ გებრალები,მადლობა მაგრამ მე სიბრალული არ მჭირდება
თომა რამდენიმე ხანი ჩუმად იდგა არაფერი მიპასუხა.გადავწყვიტე,რომ ეს მის დანებებას ნიშნავდა,გულისწყვეტით ჩამეღიმა და იქვე დაწყობილი ჩემი ნივთების შეგროვება დავიწყე,რომ სახლში წავსულიყავი,თომა კი იდგა გაუნძრევლად,ფიქრებით შორს.
-მამაჩემი გამოუსწორებელი აზარტული მოთამაშე იყო-უცებ თომა ლაპარაკი დაიწყო,უფრო თავისთვის,მიწას ჩასჩერებოდა და თან ლაპარაკობდა-ყველაფერს თამაშობდა და ყველაფერს სწირავდა მისთვის,ერტხელ კი იმდენი წააგო,რომ ვალის გადახდა საკუთარი სიცოცხლით მოუწია,მაშინ რვა წლის ვიყავი,როდესაც საწოლის ქვეშ შემძვრალი მესმოდა იარაღის ხმა და როგორ დაეფინა იატაკზე ჩემს თვალწინ ჩემი მშობლების უსულო სხეული.მე?მე კი როგორც შეშინებული თაგვი ისე ვიჯექი საწოლის ქვეშ,სუნთვითან არ ვსუნთავდი ხმა რომ არ გაეგოთ,მე ვერაფერი გავაკეტე მათ დასაცავად,საერთოდ არაფერი გავაკეთე.მერე,მერე ბავშვთა თავშესაფარში მოვხვდი ,სადაც გავიზარდე.ერთხე ავიხდინე ჩემი ოცნება,მოვკალი ისინი ვინც ჩემი მშობლები დახოცა.მაშინ მეგონა,რომ ახლა მაინც ვიპოვიდი სიმშვიდეს და ტკბილად უშფოთველად დავიძინებდი,მაგრამ მე შევცდი,მწარედ შევცდი-ახლაღა ამომხედა,თვალები ცრემლებით ჰქონდა სასვე-აი იმ დრეს შენ და ნოდარის,რომ დაგეხმარეთ,მხოლოდ იმ დღეს,იმ დღეს შევძელი მშვიდად დაძინება და მას შემდეგ ასეა,ყოველ ღამე უშფოთველად მძინავს,მითხარი რატომ?რატომ მირა?-შემომხედა კიდევ ერთხელ მისი სევდიანი და ცრემლიანი თვალებით.
ღმრად ამოვისუნთქე,თითქოს გულზე ლოდი მომხსნეს,მისკენ რამოდენიმე ნაბიჯი გადავდგი,უფრო მივუახლოვდი
-იმიტომ თომა,რომ იმ დღეს შენ პირველად სიკეთე გაუკეთე სხვას,ალბათ გსმენია-სიბნელეს არ შეუძლია გაანათოს სიბნელე,ეს მხოლოდ სინათლეს შეუძლია,სიძულვილი ვერ მოსპობს სიძულვილს,ეს მხოლოს სიყვარულს შეუძლია,ის 8 წლის ბავშვი ,რომელიც საწოლის ქვეშ შეშინებული კანკალებს,ისევ იქაა და დახმარებას ელის,მას ვინმეს მზრუნველი ხელი სწირდება,ვინც გაუწოდეს მარჯვენას ა ეტყვის ნუ გეშინია,მე ვარ შენთან,მას სჭირდება ის ვინც სიბნელიდან გამოიყვანს,თომა თუ ჩვენ სხვის ტკივილს არ გავიზიარებთ მაშინ ვერასოდეს გავუმკლავდებით საკუთარ ტკივილებს.
თომა ისევ ისე გაკვირვებული,გაოცებული და დაფიქრებული იდგა.
-მე....მე....-სათქმელს ვეღარ ამბობდა,სიტყვები ეკარგებოდა-მირა გამომიწვდი ხელს?-შემომხედა და მარჯვენა ხელი ჩემსკენ გამოიშვირა,მუდარის თვალებით ამომხედა და მივხდი ახლა ის 8 წლის ბიჭი მიყურებდა საწოლის ქვემოდან ,რომელსაც მზრუნველობა და შვება სჭირდებოდა,ბედნიერმა ღრმად ამოვისუნთქე და ჩემი ხელი მის ხელს შევაგებე,მთელი ძალით ჩამჭიდა ორივე მტევანი მარჯვენაზე და მადლიერი ღიმილიანი თვალებით შემომხედა,მერე კი ოდნავ მისკენ მიბიძგა და მოულოდნელად გულში ჩამიკრა,მკლავები მჭიდროდ შემომხვია და ღრმად შეისუნთქა თითქოს უნდა შევესრუტე,მეც დავყევი,ვიგრძენი როგორ დაუმშვიდდა აკანანკალებული და დაჭიმული სხეული,სიმშვიდემ მოიცვა და მოდუნებული უფრო მაგრამ მომეკრო,ლამის გამსრისა მისმა ძლიერმა მკლავებმა,მე კმაყოფილი და ბევდიერი ვიყავი,ჩემი მიზანი არ დაიკარგა,მე ისევ შემეძლო სიცოცხლის გადარჩენა და ახლა ასმაგად უნდა მებრძოლა მისი სიცოცხლისათვის,თომასთვის.
.............................
მეორე დილით ადრიანად კარზე ბრახუნმა გამომაფხიზლა,ფვალები ზოზინით მოვიფშვნიტე და პიჟამოების ამარა ფრატუნით წავედი კარისაკენ,გავაღე და მოულოდნელი სტუმარი დამხვდა
-თომა?-გამოცებისაგან უცებ მოვფხიზლდი-აქ რა გინდა?ჩემი სახლის მისამართი როგორ გაიგე?-დავაყარე კითხვები
-ნოდარმა მითხრა-მიპასუხა და ღიმილით ამათვალიერა
ახლა მივხვდი თუ რა ფორმაში ვიდექი მის წინაშე,
-შემოდი და ახლავე მოვწესრიგდები,თითქმის ოთახიდან მოვაძახე საითკენაც უცებ მოვკურცხლე მას შემდეგ რაც გავაცნობიერე ,რომ თომა ნახევრად შიშველს მიყურებდა.
რომ გამოვედი ოთახიდან,უფრო სწორად რომ გამოვედი ფარდის უკნიდან( მე ხომ ერთი ოთახი მქონდა და საწოლი ფარდით მქონდა გამოყოფილი დანარჩენი სივრცისაგან,თომა სკამზე მოკალათებულიყო და ხელში ჩემი მშობლების ფოტო ეწირა რომელიც იქვე ტუმბოზე ჩარჩოში ჩასმული იდგა.
-რა დაემართა შენს მშობლებს?-მკითა ისე,რომ თვალი არ მოუშორებია სურათისთვის
-ავტოავარიაში დაიღუპნენ 14 წლის,რომ ვიყავი
-არავინ დაგრჩა?-სურათი დადო და ჩემკენ მობრუნდა
-არავინ
-მეც
-ერთმანეთს ვგავართ-ვცადე გამეღიმა
-ეს შენი სახლია თუ ქირაში ხარ?
-ჩემია,უფრო სწორად ისა რაც დამრჩა,როცა მშობლების სახლი გავყიდე და მერე ეს ვიყიდე
-რატომ?
-ჩემ მშობლებს ბანკის ვალი ჰქონდათ,მერე ჩემი მკურნალობა-უხერხულად შევიშმუშნე ,ჩემს ჯამრთელობაზე ლაპარაკი არ მიყვარს
-შეიძლება გკითხო?
-რა?
-რა გაწუხებს კონკრეტულად?
-ბავშვობაში დავეცი,ალბათ ამის ბრალია თავში სისხლჩაქცევა მაქვს რომელიც არავინ იცის როდის გასკდება,
-და თუ გასკდა?
-ფაფუ,მირა აღარ იქნება-ხელისგულები ერთმანეთს გავუსვი ვიზუალური ეფექტისათვის
-სხვა გზა არ არსებობს?-სახე საშინლად დაუსერიოზულდა და დაეჭმუხნა თომას
-კი მკურნალობა,მაგრამ კარგ ექიმს აქ მე ვერ მივაგენი ასე რომ ყველაფერს შევეგუე და ვტკბები ცხოვრებით-ვეცადე ლაღად გამეღიმა და ჩემი დარდი მისთვის არ გადამედო,მე ხომ მისი გადარჩენა მინდოდა და არა ჩემი
-როგორ გიწერია ბლოკნოტში ჩემი ფოტოს გასწვრივ?-ჩამეკითხა თომა
როგორ?-გამეღიმა-გადავარჩინო მისი სიცოცხლე
-და იცი ჩემი მიზანი რა არის?
-რა?
-გადავარჩინო შენი სიცოცხლე
ამ სიტყვებმა ისეთი ემოცია და გრძნობა დაატრიალა ჩემს გულსა და გონებაში,რომ მინდოდა არ შემტყობოდა და ლაღად გადამეკისკისა,თითქოს არაფერი მაგრამ ვერ შემძელი,თურმე ტკბილი და სასიამოვნო ყოფილა იმის განცდა როცა შენი სიცოცხლე ვიღაცისთვის ძვრიფასია და ზრუნავს შენზე,თუნდაც სიტყვიერად.დაძაბულობის განსამუხტად ჩავახველე,ვეცადე ცრემლები არ შემჩნეოდა მაგრამ ვერ შევიკავე თავი,ავტირდი,ავტირდი ისე,როგორც არასდროსხელისგულები სახეზე ავიფარე,ვიდექი და ჩემის უხმოდ ვტიროდი
-მირა რა დაგემართა?-ჩემმა საქციელმა უცებ დააბნია თომა,ახლოს მოვიდა და ხელები ძალით ჩამომაწევინა დაბლა-შენ რა ტირი?-ნიკაპზე საჩვენებელი თთი ამომდო და ღიმილიანი სახით შემომანათა
-არა,უბრალოდ თვალებს ცრემლებით ვიბან-გავუღიმე და უფრო მეტად ავტირდი ჩემდაუნებურად
-დღეიდან ცრემლი აღარ შეიძლება,გასაგებია,ცრემლი აღარ-მითრა და მისი მძიმე მკლავები შემომხვია,მის განიერ გულმკერდს მტელი არსეით მივეკარი და პირველად ცხოვრებაში ვიგრძენი თავი მშვიდად და უსაფრთხოდ,შემოვჭიდე ჩემი სუსტი მკლავები და დარდისაგან და ცრემლისაგან დავიცალე,თომა კი ცალი ხელით გულში მიკრავდა ცალი ხელით კი ჩემს თმებს ეფერებოდა და ჩურჩულედა
-დღეიდან აღარ იტირებ მირა,დღეიდან შენ ხარ ჩემი მიზანი.
ალაბთ 5 წუთი ვიდექი ასე მოქვითინე სანამ ემოციებისაგან არ დავიცალე და სულიერი სიმშვიდე არ ვიგრძენი,ნელნელა მომწყვიტა მის მკერდს და თავი მაღლა ამაწევინა
-დამშვიდდი?-მზრუნველად ჩამეკითხა,პასუხის ნიშნად თავი დავუქნიე
-მაშინ ცურვილების ახდენის დრო მოვიდა-გავიოცე,ვერ მივხვდი რას გულისხმობდა
-შენი სურვილების,მირა,მოდი დღეს ცხენებით დავიწყოთ კარგი,მიდი მოემზადე იპოდრომზე მივდივართმცხენებზე უნდა იჯირითო-მხიარულად შემომძახა და ნელა მიბიძგა კარადისაკენ
-მართლა?-სიხარულისაგან შევხტი,გაუცნობიერებლად მისკენ მივიწიე და ლოყაზე მთელი ძალიათადა გრძნობით ვაკოცე,მერე კი კარადიკენ გავექანე,რომ რამე ამერჩია.თომა?თომა დაბნეული და ბედნიერი მომღიმარი სახით იდგა და ჯერ კიდევ ვერ გაეცნობიერებია თუ რა მოხდა.
-მზად ვარ-გახარებულმა შევძახე და მხოლოდ ახლა მოვიდა გონს თომა
-ხო-თავისთვის ჩაილაპარაკა და გასასვლელისაკენ წავიდა
-ჩემი მანქანით თუ შენი მანქანით-კიბეებზე დავეშვით
-ჩემი მანქანით,დღეს მე ვარ შენი მძღოლი
-კარგი-მხიარულად შევძახე და ნიავივით დავეშვი კიბეებზე,დღეს უჩვეულოდ ბედნიერი ვიყავი,მის მანქანას მივუახლოვდი და კართან მოლოდინით გავიტრუნე
-რას ელოდები ჩაჯექი
-შენ,ხომ მითხარი დღეს შენი მძღოლი ვარო
-კი გითხარი-უკვე მიხვდა საით მიმყავდა საუბარი და ოდნავ ჩაეღიმა ეშმაკურად
-ხოდა გელოდები-ხელით კი მანქანის კარი ვანიშნე.
თომა მორჩილად დაიძრა ჩემკენ მანქანის კარი გამიღო და ხელის მოძრაობით მანიშნა რომ დავმჯდარიყავი,მე მოკრძალებული რევერანსით გადავუხადე მადლობა და ჩემს განკუთვნილ ადგილას დავსკუპტდი
-ფოტოაპარატი წამოიღე?
-კი
-შენი ყველა სურვილი კადრზე უნდა აღვბეჭდო მირა
-ჩემს ბლოკნოტში ჩავაკრავ კარგი?
-ჩემგან უფლებას იღებ?-ოდნავ გაეღიმა-არადა ჩემ ფოტოს რომ აკრავდი მაშინ არ მკითხე
-გინდა ანეგდოტი მოგიყვე?-უცებ დავაიგნორე არასასურველი კითხვა და საუბარი სხვა თემაზე გადავიტანე
-არჩევანი მაქვს?მიდი
და მეც დავიწყე ,იპოდრომამდე ენა არ გამიჩერებია,თომას ამოსუნთქვის საშუალებას არ ვაძლევდი,ის კი თავშეკავებულად იღიმოდა ,ხან გზას უყურებდა და ხან მე.მის თვალებში აღრ იკითებოდა ტკივილი და სევდა,ძველებური ბრწყინვალება დაბრუნებოდა მის თაფლისფერ თვალებს და ვარსკვლავები აკიაფებულიყვნენ.
მიუხედავად შიშისა მაინც მარტო შემოვჯექი ცხენზე ,თომას აღვირი ეჭირა ხელში და ტაატით მივსეირნობდით.
-თომა ცოტა სწრაფად,ესაა ჯირითი?ეს ხოხვაა-უკმაყოფილოდ გავიბუსე
-გადმოვარდები მირა,პირველად ზიხარ
-შენც ამოდი-უცებ გენიალური აზრი დამებადა
წამით შეყოვნდა,მერე უზანგზე ცალი ფეხით შემოხტა და ცხენს შემოახტა,ჩემს უკან მოკალათდა,ხელები ჩემი მკლავების ქვემოდან გამოაცურა,აღვირი კარგად მოზიდა მისკენ,ოდნავ დაიხარა და სახით მხარზე ჩამომეყრდნო
-მოემზადე
დავიძაბე ახალი განცდისა და ემოციის მოლოდინში და არა მარტო ამიტომ,დღემდე ასე ახლოს არცერთ მამაკაცთან არ ვყოფილვარ( თუ ჩემს ტკბილს მოხუცებს არ ჩავთვლით ) მთელი სხეული ამეწვა,მხრებზე სიმხურვალეს ვგრძნობდი,ყურთან საამურად მელამუნებოდა მისი სუნთქვა და ნეტარებისაგან თვალები მივლულე,ეს წამიერი იყო მაგრამ თითქოს საუკუნე გაგრძელდა
-მზად ვარ-ძლივს ამოვიჩურჩულე
უფრო მჭიდროდ მომეკრო,ლამის სუნთქვა შევწყვიტე და უცებ ვიგრძენი როგორ მოვწყდით მიწას,რითმულად დავიწყეთ რწევა და ძლიერი ნიავი სახეზე მეფერებოდა,ზებუნებრივი გრძნობა იყო,ასეთი არაფერი განმეცადა,თვალები მვლულე სიამოვნებისაგან და გადავეშვი ემოციების ზღვაში,ვგრძნობდი როგორ მიჰქროდა ჩვენი ცხენი,როგორ მიწეწავდა ქალი თმებს,როგორ უფრო მჭიდროდ მეკვროდა თომას მკლავები,როგორ მელამუნებოდა მისი გახშირებული სუნთქვა ღაწვებზე,დავიფიცებ,რომ მთელი 23 წელია რაც ვარსებობს ასეთი განცდა არასოდეს მქონია.ნელნელა სვლას ვუკელით და ჩვენი ცხელიც გაჩერდა,თვალებიც ფრთხილად გავახილე,თითქოს არ მინდოდა ეს ბედნიერებისაგან მოკოწიწებული ბედნიერების წამები გამფრენოდა.
-აბა??როგორი იყო?-ყურთან მიჩურჩულა,ძლივს იბრუნებდა სულს
-ღვთაებრივი-უბედნიერესი ვიყავი
ხელები ფრთხილად შემიშვა და ძირს ჩახტა,მერე მკლავენ=ბი გამომიცოდა
-ჩამოხტი
დავეყრდენი და ცხენიდან ფეხი გადმოვაბიჯე,მაგრამ უზანგში ფეხი გამეჩხირა და შევტორტმანდი,თვი ვერ შევიმაგრე და მტელი ინერციით დავეჯახე თომას,იმდენად სწრაფი იყო ეს ყველაფერი,რო მ მან რეაგირება ვერ მოახდინა და ორივე გავგორდით იპოდრომის მინდორზე ,მე ზემოთ მოვექეცი,ჩემი გაშლილი თმები ისე გადაფენოდა თომას სახე აღარ უჩანდა,უცებ სიცილი ამიტყდა,ვკისკისებდი ხმამაღლა და გაუჩერბლად,თომა ჯერ გაბუსული მიყურებდა და მკლავს იზელდა,მერე მასაც გადაედო ჩემი განწყოდა და პირველად დავინახე თუ როგორ იცინის თომა გულიანად,მთელი არსებით,იმ წამს ის უბედნიერესი იყო,მეც,მეც ბედნიერი ვიყავი.
მთელი კვირა ჯადოსნური იყო,ენით აუწერელი,თომა ცდილობდა ჩემი ყველა ნატვრა აესრულებინა და ვხედავდი ,რომ ჩემი გაბედნიერება მასაც აბედნიერებდა,უფრო მეტს იღიმოდა,წარბებს აღარ კრავდა,ყბაც არარ უვარდებოდა ხშირად გაოგნებისაგან :) უკვე შეეჩვია ჩემს თავქარიანობას,გიჯრ საქციელებს და ანეგდოტებს,ალბათ ამათ გარეშე ვერც წარმოუდგენივარ.
ბლოკნოტში ყოველი ასრულების შემდეგ ფოტოს ვაკრავდი,ამ ფოტოებზე მარტო არ ვიყავი თომაც ჩემს გვერდით იყო.მთელი ერთი თვე გავიდა სად არ ვიყავით რა არ გავაკეთეთ,თხილამურებზე ვისრიალეთ,ზღვაში ჩავყვინთეთ,პარაშუტუტ გადმოვხტით.თითქოს ერთმანეთის ყოველდღიურობა გავხდით,უკვე ვერარ წარმომედგინა დრე თომას გარეშე და ალბათ მასაც ვერ წარმოედგინა დღე მირას გარეშე.
ერთ დღესაც, როდესაც ჩვეულებისამებრ მომაკითხა თომამ,რომ გასართობათ წავსულიყავით გონება დავკარგე.როგორ შევაშინე მაშინ,ეგრევე ჩემს ექიმთან გამაქა.მაგრამ რა ისე იმავეს გვეუბნებოდა,რომ საქართველოში მსგავსი ოპერაცია ან მკურნალობა არასპდეს ყოფილა წარმატებული და მე არაფრის იმედი არ უნდა მქონოდა,პირიქით უფრო ახლოს იყო ჩემი აღსასრული ვიდრე მე ვფიქრობდი და მაშინ გადავწყვიტე,რომ მომკვდარიყავი ყველასგან შორს,თომასგან შორს,რომ ჩემი ტანჯვა არავის ენახა,რომ თომას დავმახსოვრებოდი ბედნიერი და ლაღი.ამაში ნოდარი დამეხმარა,მთელი ერთი კვირა მემუდარებოდა,რომ ეს არ გამეკეთებინა მაგრამ მე მტკიცე და შეუვალი ვიყავი,უნდა წავსულიყავი ამ ქალაქიდან ისე რომ არავის ცოდნოდა ჩემი ადგილსამყოფწელი მითუმეტეს თომას.
ავტობუსში მყოფსაც არ მანებებდა ნოდარი თვსდ და ჩემს გადარწმუნებას ცდილოობდა,რომ ასე არ უნდა გავპარვოდი თომას
-მირა რატომ ექცევი ასე თომას,ხომ იცი როგორ ტკივილს მიაყენებ შვილო.დამიჯერე შენ მის გვერდით ისეთი ბედნიერი გახდი როგორიც არასოდეს მახსოვხარ,რატომ გაურბიხარ შვილო?
-არ გავურბივარ ნოდარ არა,უბრალოდ მას არ ვაძლებ ჩემზე გამოკიდების საშუალებას
-მირა მაპატიე, ვიცი გამიბრაზდები მაგრამ მე თომა გავაფრთხილე
-რაა?-გული შემეკუმშა-არ მითრა რომ.....
-ხო წუთითუთზე მოვა....
სიტყვა არ ჰქონდა დამთავრებული,რომ გავიგონე შორიდანვე როგორ მეძებდა და მეძახდა თომა
-მირაააა,მირააა
ვეცადე მაგრამ მაინც შემამჩნია ფანჯარასთან მჯდომი,მომიახლოვდა და ფანჯრის ჩარჩოს ხელებით ჩამოეყრდნო
-გინდა ანეგდოტი მოგიყვე?-მკითა მაგრამ ჩემს პასუხს არ დალოდებია-ერთი კაცი იხრჩობოდა და ღმერთს შველას სთხოვდა,მივიდა ერთი ნავით გადასარჩენად მაგრამ ამან უარი უთხრა,მეორეც უარით გაისტუმრა,მე ღმერტს ვსთხოევე დახმარება და იმას ველოდებიო,თუმცა მოკვდა კაცი და ღმერთს უსაყვედურა ღმერთო რომ გთხოვდი რატომ არ დამეხმარეო,ღმერთმა უთხრა კი მაგრამ ამდენი სამაშველო ნავი რომ გამოგიგზავნე შენ რა მამაშენის გამოგზავნილი გეგონაო-დაამთავრა და ისტერიულად გაეცინა,აი ისე როგორც ნერვიულობის დროს სჩვეოდა მას.გამეღიმა მაგრამ ხმას ვერ ვირებდი,იმიტომ რომ ცრემლები მახრჩობდა,ხმა რომ ამომეღო მაშინვე ავქვითინდებოდი.
-მირა ვიცი რომ შესაძლოა სიკვდილიდან ვერ დაგიხსნა,მაგრამ შენ შეძელი ჩემთვის ჩაგეჭიდა ხელი და ცხოვრებისთვის დაგებრუნებინე,ახლა კი მე გთხოვ შენ ჩამჭიდე ხელი,გთხოვ მირა.
ავტობუსიც დაიძრა ნელნელა,თომა კი ფანჯარას არ მოცილებია ფეხდაფეხ მოყვებოდა და ჩემკენ ჰქონდა ხელი გამოცვდილი
-გთხოვ მირა ჩამჭიდე ხელი,გამომიყვანე სიბნელიდან,გთხოვ არ დამტოვო მირა,გთოვ გამიყვანე სინათლეში,არ დამტოვო,მევედრებოდა და უკვე მიმავალ ავტობუსს მოსდევდა,მე ვეღარ ვხედავდი მას მაგრამ მისი ვედრება ჯერ კიდევ ჩამესმოდა ყურებში,ხელებში თავი ჩავრგე და გულამოსკვნილი ვტიროდი,ნოდარიც ჩემთან ერთად ტიროდა
-მირაააა,არ მიმატოვო მირააა-შორიდან ბუნდოვნად ჩამესმოდა თომას ღრიალი და ცრემლებად ვიღვრებოდი.
ასეთი სასოწარკვეთილი,უიმედო და განადგურებული მხოლოდ მაშინ იყო,როცა დედას და მამას მიწას აბარებდა აკანკალებული ხელებით.ახლაც სწორედ იგივე განცდა ბუდბდა მის გულში-შიში,შფოთი და ტკივილი.ბოლოჯერ დაიყვირა უმისაამრთოდ-მირაა-და განადგურებული მიხლებზე დაეცა,თავი დახარა და მუხლებს ხელებით დაეყრდნო.გული შიგნიდან ეწვოდა,უხმოდ ,უსიტყვოდ ბრძოლობდა მის გონებასა და გულში " მე"
-ღირსი ხარ მეტის ღირსი,რა გეგონა სულ ასე იქნებოდა?რა უთხარი,რომ დარჩენილიყო?არც არაფერი,უთხარი,რომ მოგწონს?რომ გიყვარს?რომ მისი თაფლისფერი თვალები სუნთქვას გიჩერებს?რომ მის ღიმილზე გული ფეთქვას წყვეტს?რომ მისი თმის სურნელი გონებას გიბინდავს?
-არა-დანანებით გასცა მის თავს პასუხი თომამ და ამოიგმინა.
არ ახსოვს რამდენ ხანს იყო ასე,წამები,წუთები,მხოლოდ ხელის შეხებამ დააბრუნა რეალობაში,სანამ აიხედავდა მანამ მიხვდა,იგრძნო ვინ იყო ის,მშვიდად აიხედა მაღლა ისევ მუხლებზე იდგა,თვალები ცრემბებით ჰქონდა სავსე,აიხედა და მისკენ დახრილი მირა დაინახა,ის ნანატრი სახე,რომელსაც წამების წინ მისტიროდა,დაინახა მისი ცრემლიანი თვალები,რომელიც მას უღიმოდა.
-მირა-სული ამოაყოლა ამ სიტყვებს
მირამ უფრო თბილად გაუღიმა და ხელი გაუწოდა,რომ ჩასჭიდებოდა და ამდგარიყო,თომამაც დაეყრდნო წამოდგა და ხელები წელზე შუცურა,მთელი ძალით მაღლა ზიდა და ბედნიერმა დაატრიალა,მერე მისკენ მოზიდა რაღაც წამები მის ცრემლიან თვალებს ჩააცქერდა და მთელი ძალით მიიკრა გულზე,თითქოს უნდოდა შეესრუტა,თითქოს დაკარგულ ჩახუტებებს ინაზღაურებდა,იმ დანაკლისს,რომელსაც აქამდე ვერ ბედავდა,მთელი გრძნობითა და ძალით იკრავდა გულში,სახე მის ყელში ჩამოშლილ თმებში ჩამელადა და გრძნობდა თუ რამხელა ბედნიერებაზე ამბობდა უარს აქამდე,მირამაც მჭიდროდ შემოხვია მისი ნაზი თითები თომას ბეჭებს და მის მკერდში ჩაიმალა,ღრმად შეისუნთქა მისი სურნელი და იგრძნო,იგრძნო,რომ ყველაზე დიდი ნეტარებაზე,ბედნიერება ზე და სიყვარულზე ამბობდა უარს,იმ სიყვარულზე ,რომელიც ჯერ არ გამხელილიყო მაგრამ ორივე გრძნობდა,გრძნობა იმას რაც აღარ ეტეოდათ,რაც დუღდა და რაც აბედნიერებდათ.ფრთხილად მოიცილა ქალი და მის ცრემლიან თვალებს კიდევ ერთხელ ჩააქცერდა
-მირა
-ხო თომა
-მირა მე.....
-რა ?
-გინდა ანეგდოტი მოგიყვე?-დააბრეხვა უცებ-მირა სულ სხვა რამეს ელოდა წამით სახე დაუსერიოზულდა მერე კი ისტერიული სიცილი აუტყდა,თომაც აყვა,თითქოს დაძაბულობა მოეხსნათ,მოეშვნენ
-მირა მიყვარხარ-ამოთქვა ,როგორც იქნა და კიდევ უფრო ძლიერ მიიკრა ქალი გულზე,სახე მის ყელში ჩამალა და დაუკოცნა,მირა მოსმენილისაგან,შეხებისაგან და განცდილისაგან დამუნჯდა,სამყაროს გაეთიშა,ნეტარებისაგან თვალები მილულა და,კიდევ ერთხელ ძლიერ მიეკრო ვაჟს
-ეს ნამდვილად სჯობდა ანეგდოტის მოყოლას-ბედნიერმა გაიღიმა ისე,რომ თვალები ისევ დახუჭული ჰქონდა ნეტარებისაგან
-და შენ არაფერს მეტყვი?
-გეტყვი როგორ არ გეტყვი
-გისმენ
-იყო ერთი კაცი....
-მოიცა ანეგდოტს ყვები?-სიცილი აუტყდა თომას
-ხომ მითხარი რამე თქვიო-ვითომ ვერ მიხვდა თუ რას ელოდა მისგან თომა-მიყვარხარ,უზომოდ,უსაზღვროდ,უკიდეგანოდ-ამბობდა და სახე ნელნელა დაუსერიოზულდა,თვალებში ისევ ცრემლები ჩაუდგა
-ჩემი გოგო,ჩემი სიცოცხლე,გული ვეღარ იტევვს შენს სიყვარულს მირა-თან სახეზე დ თმებზე ეფერებოდა
-თომა წავიდეთ აქედან,ნახე რამდენი ხალხი შემოგვცქერის?-უთრა და ორივემ თვალებით არემარე მოათვალიერეს ,ბევრი ცნობისმოყვარე ამ სანახაობით იყო გართული.
..................................
-მირა საღამოს 7 საათზე მოგაკითავ და მზად დამხვდი ერთ ადგილას უნდა წაგიყვანო-ლოყაზე ნაზად აკოცა და სადარბაზოში შეაცილა
-სად?-კიბეზე ასულმა მოაზაა
-სიურპრიზია-გაუღიმა და ადგილიდან მოსწყდა მისი მანქანა
.........

უკვე საღამოს შვიდი საათი იყო.მირა უკვე მზადმყოფი სავარძელში მოკალათებული ელოდა,როდის მოვიდოდა მისი სიყვარული და აი კარზეც კაკუნი შემოესმა,წამოფრინდა ბედნიერი სახით და კარი ფართოდ გამოაღო.უცებ შეკრთა თომა ასეთი ჩაცმული არასოდეს ენახა,შავ შარვალ-კოსტუმსა და თეთრ პერანგში,ისეთი მამაკაცური და მომაჯადოებელი იყო მირამ თვი ვერ შეიკავა და ფეხისწვერებზე აიწია,მის ლოყავს ნაზად ემაბორა,სწორედ ამ საქციელმა გამოაფხიზლა და რეალობაში დააბრუნა თომა,რომელიც ისე იყო მოხიბლული და დატყვევებული მირას სილამაზით,რომ გაოგნებული და გათიშული იდგა კართან
-ღმერთო რა ლამაზი ხარ-ბოლოს ძლივს ამოთქვა გულში გაფიქრებული თომამ და მირა გულში ჩაიკრა,ქალიც დაყვა მის სურვილს და ხაბად ჩაისუნთქა მისი სურნელი.
-სად მივდივართ?-კითხა,როცა მანქანა დაიძრა და ღვედი შეიკრა
-მე კი ველოდი ახლა,რომ მეტყოდი-გინდა ანეგდოტი მოგიყვე?-და ხმამაღლა გაიცინა-ეს ისეთი იშვიათი და ახალი ყო ამ ბოლო დღეების მანძილზე თომას სახეზე,რომ მირას სურდა სულ ეცინა და ეღიმა თომას,რომელსაც ასე მომაჯადოებელად უხდებოდა ეს ემოცია.
-გინდა მოგიყვე?-მირაც პატარა ბავშვივით შეირხა სავარძელზე და ინტერესის თვალებით ეშმაკურად მიაცქერდა
-მე ყველაფერი მინდა რაცაც ჩემთვის გაიმეტებ
-მე შენთვის ჩემს დარჩენილ სიცოცხლესაც გავიმეტებ თომა-უცებ დაუსერიოზულდა სახელ მირას,თვქ და ხელის გული ნაზად ჩამოუსვა თომას ლოყაზე,მან კი ღმრად ამოიოხრა თითქოს გული და სული ამოატანა ამ გრძნობას,მირას ხელი მის მტევანში მოიქცია და მისი თბილი ტუჩებით ხელისგული დაუკოცნა,მირამ განცდილი ბენდიერებისაგან თვალები მილულა და ნაზად გაუღიმა
-მიყვარხარ-ისე უთხრა თომა ,რომ მისი ტუჩები ისევ მირას ხელებს ეხებოდა.
-ჩემი ბოროტმომქმედი-ხასგაზმით წარმოთქვა ბოლო სიტყვა და მაცდურად ჩაუკრა თვალი,მერე გზისკენ გაიხედა-სად მივდივართ თომა?
-აი მალე მივალთ და ნახავ,სიურპრიზია
მართლაც ათ წუთში მანქანამ სვლა შეანელა და ერტერტი შენობის წინ გაჩერდა,მირამ შენობის აბრას მიაცქერდა,მერე კი დაბნეული თომას გამოხედა,მერე ისევ აბრისკენ,თითი მისკენ გაიშვირა და თომას გაოცებული მიუბრუნდა
-თომა ეს.....
-მარტო შენ არ გეხერხება ჩემი გაოცება-კმაყოფილმა გაიღიმა
-ქორწინების სახლი-მირამ ხმამაღლა წაიკითხა წარწერა და გაოცებული ისევ თომასკენ მობრუნდა-თომა ეს რას ნიშნავს?
-საყვარელო შენ ხომ თქვი არ ვიცი რა ხანი დამრჩა თვე ,დღე თუ წელიო,მე მინდა,რომ ეს დრო ჩემთან იყო,ჩემი იყო,გაგაბედნიერო,ერთად ვიარსებოთ გავიხაროთ,შენ დამიბრუნე სიცოცხლე,შენ მაჩუქე ღიმილი და სიხარული,მინდა რომ ეს ყველაფერი ისევ შენთან და შენთვის დავხარჯო,მომეცი უფლება,გაგაბედნიერო და გავბედნიერდე,მომეცი უფლება მერქვას შენი ქმარი თუნდაც ერთი დღე-თომას თვალებში უსაზღვრო სიყვარული და ბენდიერება ბრწყინავდა.
-ხელს მთხოვ?-დანეულმა ტუჩებზე ხელები აიფარა
-არა მე გთავაზობ ჩემს ხელს,გულს და გონებას და თუ მიმიღებ ჩემზე ბედნიერი არავინ იქნება ამ ქვეყნად
-დრო მაქვს?-მირა ცელქობის ხასიათზე მოვიდა
-მირააა
-რა ერთი ანეგოტის მოყოლას ვერ მივაწრებ?-ვითომ გაიოცა
-ჩემი ჩერჩეტი გოგო-თომას სახეს ღიმილი მოედო,მანქანიდან ჩამოხტა,წრე დაარტყა,კარი გააღო,ერთი ხელი მუხლებს ქვემოთ,მეორე კი წელზე შუცურა ხელში აიყვანა და მკერდზე მიიკრა
-რას აკთებს?-აკისკისდა მირა
-აი ასე უნდა შეგიყვანო
-ასე ქორწინების სახლში კი არა საძინებელში უნდა შემიყვანო-ისევ იცინოდა მირა
-იქაც აე შეგიყვან არ იდარდო და თუ საჭირო იქნა სულ ასე გატარებ-ეჩურჩულებოდა მის მკერდზე მოხუტებულ ქალს და კიბეებს მიუყვებოდა.შიგნით ქორწინების სახლის რეგისტრატორი და თომას ორი მეგობარი და თანამშრომელი ნიკა და ლაშა დახვდნენ,რომლებიც მათი მოწმეები უნდა ყოფილიყო.
ოთახში შევიდნენ თუ არა ფრთხილად ჩამოსვა საცოლე ძირს და ორივენი მზადყოფნით დადგნენ რეგისტრტორის მაგიდის წინ,თან ერთმანეტს უყურებდნენ და ეღიმებოდათ.ყველაფერი ისე წარიმართა როგორც წესი და რიგია,ოფიციალური კითხვები,ანკეტის შევსება,მოწმეებისა და მათი ხელმოწერები,ბეჭდების გაცვლა,თომას ყველაფერზე ეზრუნა.....
მერე მილოცვები.....
შამპანური.....
დამშვიდობება.....
თომას სახლი....
ისევ ისე აიტატა ხელში უკვე ცოლად დაგულებული და სახლის კარს ფეხით მიაწვა,რომ გაღებულიყო,შუქი აანთო,სახლი სადა და უბრალო იყო,ღარიბული,მაგრამ სუფტა და კოპწია.მირას თომას მხარზე ჩამოედო თავი და მშვიდად ადევნებდა თვალს თომას მოქმედებებს.თომა კიდევ ერტ კარს მიუახლოვდა მასაც ფეხით მიაწვა,შიგნით შეაბიჯა,მარჯვენა ხელით შუქი ჩართო
-ესეც ჩვენი საძინებელი,ხომ შეგპირდი აქაც ხელში აყვანილს შეგიყვანთქო-თბილად უთხრა ცოლს და გზი საწოლისაკენ აიღო
................................
ფრთხილად ჩამოსვა საწოლის კიდეზე და გვერდით მიუჯდა,მკლავი ბეჭებზე მოხვია და თავზე აკოცა
-აბა?იქნები ამ სახლის დიასახლისი?
-რა უკვე არ ვარ?
-კი საყვარელო ხარ- ჩამოშლილი თმები გადაუწია და ყურის უკან ნაზად აკოცა,მირას გააკანკალა,უხერხულად შეიშმუშნა
-თომა...
-ჰო საყვარელო?
-მადლობა ამ ბედნიერებისათვის
-ჩემი მარგალიტი-ხმადაბლა ჩაილაპარაკა თომამ და ფრთილად კაბის საკინძე შეახსნა მირას ზურგზე.,თან მის მოშიშვლებულ მხრებს თბილი ტუჩებით ეხებოდა
-იცი პირველად ,რომ გნახე მართლა გიჟი მეგონე
-ვიცი სახეზე გეწერა-ღიმილით ჩაილაპარაკა ქალმა ისე,რომ მისკენ არ შემოტრიალებულა,სიამოვნებდა მეუღლის ალერსი და პატარა შველივით გაყურსული ელოდა შემდფომ ნაზ კოცნას.
-ისეთ რამეებს ლაპარაკობდი და იქცეოდი სურვილმა მომიარა იქვე მომეგუდე-გაეღიმა და კისერში ხმაურიანად აკოცა,ნელი მოძრაობით ჩაუცურა კაბის ზედატანი და მისკენ შემოაბრუნა.
-შენ მე ღიმილი მასწავლე,ცხოვრების ხალისი დამიბრუნე,ემოციებით ამავსე-ბუტბუტებდა ვნებააშლილი ნაზად კოცნიდა ლამაზ მკერდზე
-ჩემო სიყვარულო,ჩემო სიცოცხლე-ბედნიერმა ამოსთქვა სიტყვები და საწოლზე მიესვენა
თომაც გვერდით მიუწვა,მარცხენა მკლავი თავქვეშ შეუცურა მისკენ შემოაბრუნა ფრთილად რაღაც წამი ხარბად დააცქერდა მის სავსე ვარდისფერ ტუჩებს,მერე კი ვნება აშლილი დაეკონა ბაგეებზე,სოამოვნების,პირველი კოცნის,შეხების კვნესა ამოხდათ ორივეს...........
შუქიც ჩაქრა...........
ოთახში სიყვარულმა,ვნებამ და თავდავიწყებამ დაისადგურა............
ღამის სიმყუდროვეს შიგადაშიგ ვნებითა და სიყვარულით გაჟღენთილი ხმები არღვევდნენ............
გათენდა...........
პირველი თომას გაეღვიძა,თვალების გახელისთანავე იგრძნო სიმძიმე მარჯვენა მხარზე,თავი დახარა და მირას მასზე ჩახუტებულს ტკბილად ეძინა,მთელი სხეულით აკვროდა საყვარელ ქმარს და სახეზე ბედნიერების ღიმილი დასთამაშებდა.ისეთი ლამაზი იყო,მომხიბვლელი.თომა ოდნავ შეირხ ქალს ნიკაბზე ხელი ამოსდო და მძინარეს ფრთხილად ააწევინა თავი,ჯერ ნაზად შეეხო მის ტუჩებს,როცა იგრძნო,რომ მისმა კოცნამ ქალიც მოაფხიზლა,უფრო მონდომებით და გრძნობით გააგრძელა,უკვე მოფხიზლებული ცოლი მკერდზე გადაიწვინა და მის ტუჩებს უფრო ვნებით დააცხრა.....................

-ავდგეთ აწი საყვარელო,უკვე მშია-ნამძინარევი ხმით სთხოვა თომას და თან მის ყელში ჩარგო თვი და მისი სურნელი ღრმად შეისუნთქა-როგორ მიყვარხარ ნეტა იცოდე
მანაც შემიხვია მისი ძლიერი მკლავები და მაგრად ჩაიკრა გულში საყვარელი ცოლი
-ჩემო სიცოცხლე ,ჩემო ტკბილო,ჩემო შაქარო
-შენ აშკარად გშია-აკისკისდა მირა და საწოლიდან წამოდგა,იქვე მიფენილი ხალათი მოისხა და ნარნარიღ კარებისკენ გაემართა.თომას ორივე ხელის მტევნები თავვეშ ამოედო,საწოლის თავს მიყრდნობოდა და ხარბად აყოლებდა თვალს მის ულამაზეს ცოლს
-მირა მოდი რაღაც უნდა გითხრა-თვალებში უკვე ჭინკები დაუხტოდნენ,მირა მისკენ შემობრუნდა და უცებ ამოიკითხა თვალებში მისი სურვილები
-ვერ მომატყუებ იცოდე,ახლა მართლა ძალიან მშია-კიდევ ერთხელ გადაიკისკისა მირამ და ოთახიდან გაუჩინარდა.
ალბათ ათი წუთი ნებივრობდა საწოლში მომღიმარი ბედნიერი სახით თომა და ფიქრობდა იმ წამებზე და საატებზე რომელიც ეს ბოლო ღამეა მირასთან ერთად გაატარა,ბედნიერმა ღმად ამოისუნთქა და ამოიგმინა,თიტქოს მისი ყველა დარდი მას გააყოლა,საწოლიდან წამოხტა და იქვე მიგდებულ შარვალს ხელი დასტაცა,თან იცმევდა თან კარისკენ ასკინკილით მიხტოდა
-მირა,?რა გააკეტე საყვარელო?იპოვე რამე ჩემს ცარიელ მაცივარში?-თან შარვალს იცმევდა და თან სამზარეულოსკენ მიდიოდა.უცებ ადგილზე გაშეშდა,სამზარეულოს ღია კარში ძირს დაგდებული მირას ხელი ჩანდა,ლამის გული გაუჩერდა თომას
-მირაააა-არაადამიანურად დაიბღავლა და გაშმაგებული ეცა საყვარელი ქალის სხეულს,რომელიც უსიცოცხლოდ მიფენილიყო სამზარეულოს იატაკზე,აკანკალებული ხელებით მისი სახე მოიქცია ხელის მტევნებში და ფრთილად შეარხია,ქალი არ იძვროდა
-მირააა,მირა გონს მოდი-ცრემლიანი თვალებით ევედრებოდა და მის მოფხიზლებას ცდილობდა
მერე მკერდზე დაადო ყური,როცა გულის ბაგა-ბუგი შემოესმა შვებით ამოისუნთქა,,გასწორდა,ჯიბიდან ტელეფონი ამოაცურა და 112 აკრიფა.მირა ფრთილად აიყვანა ხელში და იქვე დივანზე მიასვენა.ჩქარი ნაბიჟთ საძინებლისკენ წავიდა,ტანთ გადაიცვა,მირას სარაფანსაც დაავლო ხელი,და ფრთილი მოძრაობით გადააცვა.ამასობაში სასწრაფოც მოვიდა.საკაცეზე მისი დაწვენა არ დაანება და ხელში აყვანილი ატარა ექიმის კაბინეტამდე,მთელი ეს დრო მირა უგონო მდგომარეობაში იყო.
მთელი 2 საათი იცდიდა საავადმყოფოლში დერეფანში ექიმის კაბინეთტან ჩამუხლული თომა ამბის მოლოდინში.ნერვიულობისაგან სად წასულიყო აღარ იცოდა,ხან წინდა უკან დააბოტებდა,ხან ჩაიმუხლებოდა,ხან მუშტს დან თავს რიტმულდ ურტყამდა კედელს,ცრემლები კი თავისთავად უკითავად მოდიოდნენ და მოდიოდნენ.
-შეგიძლიათ შემობრძანდეთ-როგორც იქნა გაიღო კარი და მირას ექიმის თანაშემწემ ანიშნა ,რომ შიგნით შესულიყო.
მირა გამოფხიზლებულიყო,იქვე საწოლზე იწვა,ფერდაკარგული და გადაღლილი,თომას დანახვაზე ოდნავ გახსნა ბაგე და ნაზად გაუღიმა
-ჩემო საყვარელო,როგორ შემაშინე,ლამის გული გამისკდა,რა არ ვიფიქრე-სასთუმალტან ჩამოუჯდა და მის თმებს დაუწყო მოფერება
-ნუ გეშინია ამჯერად გადავრჩი-ძლივს შეძლო გაღიმება მირამ.
ოთახში ექმიმიც შემოვიდა
-სალამი გივი ექიმო,როგორაა მდგომარეობა?-ფეხზე წამოდგა და შემოსულ მამაკაცს მარჯვენა ჩამოართვა
-პირველ რიგში გილოცავთ დაოჯახებას,მირამ მითხრა-სანდომიანად გაუღიმა ორივეს ექიმმა-რაც შეეხება მირას ეს ყველაფერი ემოციური სტრესის ბრალი იყო და არა ავადმყოფობის,თუმცა მიხარია,რომ აქ ხართ,უფრო სწორად იმას ვგულისხმობ,რომ დრეს ისედაც უნდა დამერეკა თქვენთვის,ახალი ამბავი მაქვს
-რა ამბავი ექიმო?-ერთბაშად წამოიძახა ორივე ცოლ-ქმარმა
-იმ კვირაში გერმანიიდან პროფესორ-ექიმების გუნდი ჩამოდის,დაგეგმილი აქვთ,რომ ჩაატარონ სამი ისეთი ოპერაცია,რაც საქართველოში არ ტარდება,ექიმები გაგვაფრთხილეს,რომ შეგვერჩია ასეთი პაციენტები,მე კი ერთერთ ვარიანტად თქვენი მდგომარეობა შევთავაზე და დათანხმდნენ,ახლა კი ჯერი თქვენზეა,თანახმა ხარ,რომ იმ კვირაში ოპერაცია გაგიკეთდეს?
-მართლა ექიმო?-გაოგნებული იყო მოსმენილით თომა
-რათქმაუნდა-გაეღიმა
-მირა გესმის მირა,შანსი მოგვეცა,იმედი მოგვეცა-გახარებულიუკოცნიდა სახეს სიხარულისაგან და ბედნიერებისაგან დაბნეულ ცოლს და ცრემლებს კოცნით უშრობდა............
არ არსებობს ერთი მცნება,ერთი იარაღი,ერთი საზომი,რომელიც განსაზღვრავს იმას თუ რა არის ბედნიერება.ვისთვის სილამაზეა,ვისთვის ფული,ვისთვის კარიერა.მირასთვის და თომასთვის კი ამ ბედნიერებას ორი რამ განსაზღვრავდა -ერთად ყოფნა და ჯამრთელობა.ერთად ყოფნა უკვე შეეძლოთ,ისინი ხომ ცოლ-ქმარნი იყვნენ,მეორე კი ჯერ კიდევ მიუღწეველი იყო თუმცა უკვე მიღწევადი და ამის იმედი და შანსი სულ ახალი ჩასახული იყო.
წვიმიანი საღამო იყო,ბინდდებოდა,მირა ჯაკეტში გახვეული ფანჯრის რაფაზე მოკალათებულიყო და უსასრულოდ სივრცეში იყურებოდა,ფიქრებს მოეცვა მისი ლამაზი კულულა თავი,სევდიანი თაფლისფერ თვალებიდან ობოლი ცრემლი ჩამოუგორდა,უცებ მოიწმინდა,რომ იმ წამს ოთახში შემოსულ თომას,რომელსაც ჩაის ჭიქები ეჭირა ხელში არ შეემჩნია ის,თუმცა არ გამოუვიდა
-რა ხდება მირა?-ჭიქა მის წინ რაფაზე შემოდგა,თავად კი მკლავები მჭიდროდ შემოხვია ქალს და ცხვირი მის სურნელოვან თმებში ჩარგო
-არაფერი,უბრალოდ ვფიქრობ
-რაზე?
-ყველაფერზე,წარსულზე,მომავალზე,ჩემზე,შენზე ჩვენზე
-ეგ კარგია-ღიმილით თქვა და მის წინ მოიკალათა-თუმცა შენ კიდევ რაღაცაზე ფიქრობ,აი ისეთზე ცრემლები რომ ჩამოგიგორა
-თომა-სევდიანად წარმოთქვა მირამ და მის წილ ჩაის ჭიქას წაეტანა-მეშინია,რომ ისე არ მოხდება როგორც ჩვენ ვოცნებობთ,მეშინია ,რომ ვერ გადავიტან,მეშინია,რომ დავშორდებით,თნ მინდა ეს ოპერაცია თან არა,თუ ამ ყველაფერმა არ გაამართლა და შენ დაგკარგავ მირჩევნია იმდენ ხანს ვიცოცხლო სანამ შევძლებ ოღონდ შენთან ერთად,გთხოვ მოდი უარი ვთქვათ ამ ოპერაციაზე,
-ცრემლითა და მუდარით ჰქონდა თვალები სავსე.
მთელი ეს დრო თომას მისი მარჯვენა ორივე ხელში ჰქონდა მოცცეული და გულდამძიმებული უსმენდა,ერთი ღრმა დ ამოიოხრა
-მირა გიყვარვარ?
-ძალიან
-რამდენად ძალიან?
-ჩემს თავზე მეტად,სიცოცხლეზე მეტად
-მეც მკითხე
-შენ თომა?გიყვარვარ?
-უსაზღვროდ მირა,სიცოხლეს დავთმობ შენი გულისათვის,თუ საჭიროა გულს მოგცემ,სულს მოგცემ ტვინსაც,თირკმელსაც,რაც დაგჭირდება არ დამენანება,ყველაფერს მოგცემ,მთავარია იცოცხლო,დათუ შენც ასევე გიყვარვარ მირ როგორც მეუბნები გთხოვ დამიმტკიცე,გთოვ იბრძოლე,შენთვის თუ არა ჩემთვს იბრძოლე,მე მინდა სულ ჩემთან იყო სიკვდილამდე,და არ მინდა ეს დრე ერთ კვირაში ან ერთ თვეში დადგეს,მე მინდა ეს დრე მაშინ მოვიდეს როცა ღრმა მოხუცებულები,ბუხრის წინ მშვიდად ჩავთვლემთ ხელიხელჩაკიდებულები და გთოვ ნუ იტყვი რომ დამტოვებ,შენ როგორ ფიქრობ შენ თუ არ იქნები მე ვიქნები?შენ როგორ ფიქრობ სანამ შენ მოხვიდოდი ჩემთან მე ვარსებობდი?არა მირა,მე პირველი სიცოცხლე რვა წლის ასაკში დავამთავრე,ახლა შენს გამოჩენასთან ერთა დ ვარსებობ და თუ შენ წახვალ მეც წავალ,რა მინდა აქ სადაც ჩემი მირა არ იქნება,არ ისუნთქბექს,არ იცინებს,ანეგდოტს არ მომიყვება?მე არაფერი მინდა უშენოდ,სწორედ ამიტომ მინდა რომ ივ=ცოცხლო,მე სიცოცხლე მინდა ოღონდ შენთან ერთად გესმის?ხომ გიყვარვარ?ხოდა იცოცხლე,იბრძოლე,შენთვის ჩემთვის ჩვენი სიყვარულისათვის-მთელი ეს დრო მისი თბილი ხელები მის ტორებში მოექცია და რიტმულად ეფერებოდა,უცებ შეუშვა ხელი და მთელი ძალით და მონდომებით ჩაიკრა გულში,ისე თითქოს პირველად,ისე თითქოს უკანასკნელად,ღრმად შეისუნთქა მისი სურნელი და კოცნით დაიწყო იმ ცრემლების ამოშორბა თვალებიდან,რომელიც მისი სიტყვების გამო მირას წამწამებზე კიაფობდნენ.
-ყველაფერს გავაკეთებ,მიყვარხარ,თომა ,მიყვარხარ-ბუტბუტებდა აქვითინებული ქალი და ქმრის მკლავებში გახვეული სიმშვიდესა და სიყვარულში იძირებოდა.
................
მთელი ერთი კვირა ყოველდღიურად უწევდათ საავადმყოფოში სიარული სხვადასხვა პროცედურებისა თუ ანალიზების ჩასატარებლად.მიუხედავად იმისა,რომ ეს ყველაფერი ძალიან დამღლელი იყო,მირას ძალებს აცლიდა,მაინც მომღიმარი სახით შეაბიჯებდა ხოლმე საავადმყოფოს მისაღებში თან მარჯვენთი მოსიყვარულე ქმრის მარცხენა ჰქონდა ჩაბღუჯული.
საშინლად გაიწელა ლოდინისაგან დაქანცული წყვილისათვის ეს ერთი კვირა.ნანატრი დრეც გათენდა.აფორიაქებული და აჟიტირებული წინდაუკან მოუსვენრად დააბიჯებდა მისაღებ ოთახში და გაოფლილ ხელებს ხან ერთმანეთს უსვამდა ხან კი შიშველ მკლავებზე გადაისმევდა
-დამშვიდდი საყვარელო ყველაფერი კარგად იქნება-ხმაურით აკოცა ყელში თომამ და ხელი ჩასჭიდა რომ სახლიდან გასულიყვნენ.
-ღვედი შეიკარი მირა-შეახსენა ჩაჯდმომისას
-დრეს ძალიან ავირიე-ეცადა გაეღიმა
-გინდა ანეგდოტი მოგიყვე-ეშმაკურად აატამაშა წარბები თომამ
-ოღონდ ახლა არა-ღიმილიანი სახით გადაატრიალა თვალები უკან მირამ
-ოოო,როგორც იქნა შენგან ამ სიტყებს ვეღირსე-ორივეს გულწრფელად გაეცინა
15 წუთში საავადმყოფოს ეზოში მისაღების წინ გააჩერეს მანქანა.
-გადავიდეთ?
-არ შემიძლია თომა,ნერვიულობისაგან ფეხებს ვერ ვგრძნობ,ერთიანად მაკანკალებს-თქვა და მის მოცახცახე თითებს დახედა
-კარგი მაშინ ასე მოვიქცეთ-თქვა თომამ და მანქანას მირას მხრიდან მიადგა კარი გამოაღო და ქალი ფოთოლივით აიტაცა,ორივე მკლავები მუხლებქვეშ ამოდო და მჭიდროდ მიიხუტა საყვარელი ცოლი მკერდზე
-რას აკეთებ გაგიჟდი?-დაიმორცხვა და მორიდებით მოავლო თვალი ეზოს,ხომ არავინ გვიყურებსო
-არაფერს საყვარელო უბრალოდ გულტან ახლოს მყავხარ-გაუღიმა და მის აფორაჟებულ ლოყას ხმაურით აკოცა.
მტელი ეზოს და მისარების ყურადრება მიიქციეს,ზოგს ეღიმებოდა,ზოგიც კი გაოცებული ადევნებდა თვალს ამ ყოველივეს.
-მირააა-უცებ ნაცნობი ხმები მიწვდა ქალის ყურს,თვალებით დაუძღო ძებნა ხმის ადრესატებს
-ნოდარ,მერი-სიხარულისაგან და მოულოდნელობისაგან სახე გაებადრა ქალს და მისკენ მომავალ ცოლ-ქმარს ხელი დაუქნია-როგორ მიხარი,რომ აქ ხართ,როგორ მიხარია
-საყვარელო ასეთ დროს როგორ დაგტოვებდით-თქვა ნოდარმა და მირას ხელს თბილად აკოცა-წარმატებები ჩვენო საყვარელო შვილო,სანამ არ მოფხიზლდები ქ ვიქნებით დაგელოდებით,უფალი გფარავდეს
-მადლობა,მე მალე მოვალ-გაუღიმა მათ და ლიფტში გაუჩინარდა.
ოპერაცია 4 საათს გრძელდებოდა,უსარულო ოთხ საათს.თომა დერეფანში მოუსვენრად დაბორიალებდა,ხან ჩაიმუხლებოდა,ხან კედელს მიეყრდნობოდა,როგორც კი რაიმე ხმა შემოესმოდა მაშინვე გამოფხიზლდებოდა,თუმცა სრული 4 სატი ინფორმაციულ ვაკუუმში გაატარა,არაფერი იცოდა ,საქმე კარგისკენ მიდიოდა თუ ცუდისკენ.,ხოლოდ ექიმების იმედად იყო და რაც მთავარია უფლის იმედად,გულში შეუჩერებლივ ლოცილობდა ღმერთს მხნეობას სთხოვდა მირასთვის და თავისთვის.არ უთოვნია გადაარჩინეო,რადგან სოცოცხლე უფლისაა,ის აძლევს და ართმევს,ასე რომმასზე იყო მინდობილი და სჯეროდა ისე იქნებოდა როგორც უკეთესად ჩათვლიდა ღმერთი.
საღამოს 7 საათი სრულდებოდა რომ საოპარაციოს კარი გაიღო და გადაღლილი მაგრამ მომღიმარი სახით გამოაბიჯა მირას მკურნალმა ექიმმა.
-ბატონო გივი როგორაა მირა-მაშინვე მასთან მიიჭრა თომა და მოლოდინით გარინდული დაძაბული შესცქეროდა მის სახეს,უნდოდა იქ ამოეკითა პასუხი.
-ყველაფერი კარგადაა ,მადლობა უფალს,ყველაფერი რიგზეა,დრეიდან ახალ ცხოვრებას იწყებთ ჩემო შვლილებო-სიყვარულით მოუთათთუნა მხარზე ხელი აცრემლებულ თომას და იქაურობას გაეცალა.ბედნიერებისაგან მიწაზე აღარ ეტეოდა,მაშინვე დაბლა ჩაირბინა,რომ ეს სასიხარულო ამბავი ნოდარისა ა მერისათვის ეთქვა.
ნახვა მხოლოდ მეორე დღისთვის მოახერხა.მირა უკვე ნარკოზიდან კარგა ხნის გამოსული იყო,თავს სუსტად გრძნობდა მაგრამ საყვარელი ქმრის დანახვისას გაღიმება მაინც მოახერხა
-შენ ეს შეძელი საყვარელო,შენ ეს გამოგივიდა-თომა უსაზღვროდ ბედნიერი აცრემლებულ ცოლს დანამულ ლოყებს უკოცნიდა და მის კულულა თმებს ეფერებოდა
-შენ შემაძლებინე,შენმა სიყვარულმა
-არა ჩვენმა სიყვარულმა მირა
-ჰო ჩვენმა სიყვარულმა
...................................
ერთი წლის შემდეგ

მაგიდაზე ლამაზად შეფუთულ კოლოფს შემოსვლისთანავე მოკრა თვალი,მერე მიმოიხედა და მიხვდა,რომ მისი საყვარელი მეუღლე სამზარეულოში ფუსფუსებდა ტრადიციულად,როგორც ყოველდრე თომას სამსახურიდან დაბრუნების დროს.
-მაგიდაზე რა დევს ტკბილო?-მკლავები მოხვია და ხმაურიანად აკოცა ყელში
-შენთვისაა,დღეს საჩუქარი გიყიდე-მოუბრუნდა და თავადაც გემრიელად აკოცა ყელში
-მეე?აბა ვნახო რა არის-ცნობიცმოყვარეობას შეეპყრო თომა,უკან მისრებში გაბრუნდა და კოლოფს დაწვდა,მირა უკან აედევნა აინტერესებდა რა რეაქცია ექნებოდა ქმარს საჩუქრის ნახვისას.უცებ შემოაცალა კრიჭინა ქაღალდი და კოლოფინად სქელყდიანი წიგნი ამოაძვრინა
-" სასარგებლო რჩევები მომავალი მამებისათვის "-გარკვევით ეწერა სათაური მუქი შრიფთით ყდაზე.ჯერ წიგნს დახედა,მერე მირას,მერე ისევ წიგნს,ისევ მირას
-მირა-გაოგნებისაგან მეტი ვერაფერი თქვა
-ჰო თომა,ჰო-სიხარულისაგან გაბადრულიყო მირა და მის გაოცებულ და ბედნიერ ქმარს შესცქეროდა.,რომელიც მისკენ მომღიმარი სახით მოდიოდა.ერთმანეთს მჭიდროდ მიეკვრენ,ერთმანეთი სურნელი ღმრად შეისუნთქეს და თითქოს დაგეგმილივით ერთდროულად წარმოთქვეს
-მადლობა უფალო ამ ბედნიერებისათვის...
...........................................................................................................



№1  offline მოდერი tsn

ძალიან, ძალიან კარგი იყოო ))

 


№2  offline წევრი შამხათი

ძალიან საყვარელი ისტორია იყო, ემოციების გარეშე ვერ წავიკითხე, ცრემლებიც კი მომადგა...

 


№3  offline მოდერი ლილიანა

tsn
ძალიან, ძალიან კარგი იყოო ))

მადლობა გენაცვალე ❤❤❤
შამხათი
ძალიან საყვარელი ისტორია იყო, ემოციების გარეშე ვერ წავიკითხე, ცრემლებიც კი მომადგა...

გაიხარე,მადლობა ❤❤❤
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

 


№4  offline წევრი qetiqetiA3

უფფ რა ვისიამოვნე <3 <3 <3 დიდი დიდი მადლობა შენ ამისთვის <3

 


№5  offline მოდერი ლილიანა

qetiqetiA3
უფფ რა ვისიამოვნე <3 <3 <3 დიდი დიდი მადლობა შენ ამისთვის <3

უფ შენ გაიხარე,რომ მოგეწონა და ისიამოვნე ჩემი ნაწერით love
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

 


№6 სტუმარი ემი

და ბახმაროს ამბებს რომ ველოდებით ამდენი ხანია, ეგ არაფერი? recourse

 


№7  offline წევრი Nate

ძალიან კარგი და თბილი იყო . მომეწონა აუცლელბად წავიკითხავ შემდეგ ისტორიას, კარგი გოგო ხარ love

 


№8  offline მოდერი ლილიანა

ემი
და ბახმაროს ამბებს რომ ველოდებით ამდენი ხანია, ეგ არაფერი? recourse

ყველაფერია ❤❤❤❤ხვალ იქნება,დღევანდელლი ლიმიტი აღარ მაქვს ❤
Nate
ძალიან კარგი და თბილი იყო . მომეწონა აუცლელბად წავიკითხავ შემდეგ ისტორიას, კარგი გოგო ხარ love

მადლობა ,Nate ჩემო კარგო ❤
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

 


№9  offline წევრი Diosa Dela Tristeza

ეს საოცარი ისტორია შენია?ვაიმეე წაკითხული მქონდაა და მაშინაც ძალიან მომეწონა ახლა რომ გავიგე ლილიანასია უფრო მომწონს

 


№10  offline მოდერი ლილიანა

gvanciko_gvancunia
ეს საოცარი ისტორია შენია?ვაიმეე წაკითხული მქონდაა და მაშინაც ძალიან მომეწონა ახლა რომ გავიგე ლილიანასია უფრო მომწონს

უი არ იცოდი? ჰო,ერთერთი პირველია გვანცუკელა ❤❤❤
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

 


№11  offline წევრი nini :)

ვაიმე რა კარგი იყოოოოო, როგორ მომეწონა, შემიყვრდა ეს ისტორია love love love

 


№12  offline მოდერი ლილიანა

nini :)
ვაიმე რა კარგი იყოოოოო, როგორ მომეწონა, შემიყვრდა ეს ისტორია love love love

მადლობაააა love
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

 


№13 სტუმარი teona

Saocreba iyo.madloba.zalian visiamovne da bevri vitire:))).

 


№14  offline მოდერი ლილიანა

teona
Saocreba iyo.madloba.zalian visiamovne da bevri vitire:))).

გაამოს,მადლობა ❤
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

 


№15  offline წევრი mariam m.k

Nazi da zalian sada istoria bevri gancdebit tu bevri amoxsnebad litxvitnishnebit

 


№16  offline წევრი TamoTi

ძალიან კარგი იყო❤️❤️

 


№17 სტუმარი ნი-კე

რა მგრძნობიარე და რწმენით სავსე ისტორიაა,აი ისეთი ძალას რომ შეგმატებს..სასიამოვნოდ იკითხება.წარმატებები

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent