შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მიზანი-გადავარჩინო მისი სიცოცხლე ( 4 )


8-08-2015, 20:30
ავტორი ლილიანა
ნანახია 3 471

აღარ დვწვრილმანდები იმის თხრობით თუ რამხელა სიხარული და ჟრიამული და
ტრიალდა მოხუცთა თავშესაფარში ნოდარის გამოჩენით,თუ როგორ ცხარე ცრემლებით ტირობდა მის დანახვაზე მერი,თუ როგორი მკრძალებული ქორწილი გადავუხადეთ მათ.თომა როგორც საპატიო სტუმარი ისე მოიწვიეს,ძალიანაც გაჯიუტდა და ცივი უარი გვტკიცა მაგრამ ჩემთან აბა რას გააწყობდა,ხოდა ისიც იყო ქორწილში.მაგრამ ვაი ასეთ ყოფნას,არც ხმა ამოუღია,არც გაუცინია,საერთოდ განდეგილივით იჯდა,ბევრი ვეცადეთ საერთო მხიარულებაში გაგვერია მაგრამ არაფერი გამოვიდა,მხოლოდ იჯდა კუთხეში და ვისკს წრუპავდა.
-ჩემი წასვლის დროა-მთელი დღის მანძლილზე ახლა ამოიღო ხმა და დახლთან მდგომს მომიახლოვდა
-უკვე მიდიხარ?
-კი
-იმედი მაქვს კიდევ შევხვდებით
-მე არა
-არაუშავს ,ამის მოგვარება შეიძლება,ხო მართლა რითი მიდიხარ?-გამახსენდა,რომ ნასვამი იყო
-ჩემი მანქანით
-არავითარ შემთხვევაში,მე წაგიყვან,შენ ნასვამი ხარ
-არა მადლობა,მაშინ ფეხით წავალ
-უარესი,ასეთი სამსახური გამიწიე და ფეხით,როგორ გაგიშვებ-სიტყვა დამთავრებული არ მქონდა სკამიდან ,რომ წამოვფრინდი და გასასვლელისაკენ გავექანე
-მირა,მირა-ორჯერ მომაძახა მობეზრებული ხმით,მაგრამ რომ არ მივხედე ხელი ჩაიქნია და უკან ამედევნა
მხარზე ჩემი ჩანთა გადავიკიდე და საჭეს მივუჯექი
-საით მივდივართ?-ვკითხე და მნაქანის გასარები გადავატრიალე
-აი იქეთ-ხელით მანიშნა მეც დავძარი მანქანა და იმ მიმართულებით წავედი.უხერხული სიჩუმე ჩამოწვა ჩვენს შორის
-გინდა ანეგდოტი მოგიყვე?-უცებ მომივიდა კარგი აზრი თავში და მომღიმარი სახით მისკენ შევტრიალდი
-არა გმადლობთ ,საკმარისად მოვისმინე უკვე-გაბრაზებით ჩაიბურტყუნა
-უჟმური-ვთქვი უფრო ჩემთვის და გზისკენ გავიხედე
-უკაცრავად?-აშკარად მანაც გაიგო
-არაფერი-მისკენ გავიხედე და გავუღიმე
მთელი გზა მუნჯებივით ვიარეთ,მალე მივედით პატარა მოკრძალებულ კერძო სახლთან,
-აი მოვედით,მადლობა,რომ მომიყვანე
-მითხრა და მანქანიდან გადავიდა,ჭიშკარი რომ შეაღო უცებ გამახსენდა
-მოიცადე,მოიცადე,რაღაც დამავიწყდა-მანქანიდან ჩამოვხტი მეც მივირბინე ჭიშკართან და ჩანთაში ძებნა დავიწყე
-აი ვიპოვე,ეს დღეს გადაღებული ფოტოა ქორწილის,ეს შენთვისაა-და გავუწოდე,
-მადლობა-მომიგდო ერთი სიტყვა და სიბნელეში გაუჩინარდა
გაკვირვებისაგან მხრები ავიჩეჩე,მოვბრუნდი,მანქანაში ჩავჯექი და სახლისკენ ავიღე გეზი.

თომას სამუშაო დილით ექვს საათზე იწყებოდა,ის და მისი მეგობარი ნიკა დილაობით გემიდან ტვირთს ზიდავდნენ.მეორე დილით სიგნალის ხმამ გააღვიძა.( მისი მოხუცებულტა თავშესაფართან დატოვა ამიტომ ნიკა გაფრთხილებული ყავდა ,რომ დილით მას უნდა გამოევლო)ზოზინით ჩამოჯდა საწოლზე,თან იცმევდა თან ნელნეკა კარისაკენ მიიწევდა
-მოვდივარ ნიკუშ მოვდივარ-გასძახა და თან საკეტში გასაღები გადაატრიალა,
-პრივეტ ნიკუშ,აბა წავედით ხო-ჩაჯდა თუ არა მისკენ მიბრუნდა-ეს რა გიჭირავს ხელში ბიჭო?-გაკვირვებით შეათვალიერა ნიკას ხელში სქელყდიანი ბლოკნოტი
-არ ვიცი ძმაო შენს ჭიშკართან ეგდო ახლა ავიღე და ვათვალიერებ,ხომ არ იცი ვისია?-კითხა და თან ფურცლები ააშრიალა
-მანახე-ცნობისმოყვარედ გაუწოდა ხელი თომამ
-მოიცა,აი აწერია პატრონის სხელი და გვარი-ეკუთვნის მირა გელოვანს-ვინაა ბიჭო მირა?-გაოცებული ღიმილიანი სახით გახედა თომას
-რაა?მირა?-წამით შეყოვნდა
-იცნობ?
-კი რა,ერთი ნაგიჟარია რა-ეტყობა გუშინ დაუვარდა სურათის მოცემისას-მანახე
-მოიცა ჯერ მე-ეშმაკურად გაიღრიჯა და სათითაოდ დაიწყო ფურცლების შლა
-ჩემი ოცნებები-ხმამაღლა წაიკითა და ხარხარი ატეხა-ოხ ეს გოგოები
-ხომ გითხარი გიჟიათქო-კვერი დაუკრა თომამ და ბლოკნოტისკენ გადაიხარა მასაც აინტერესებდა რა ეწერა შიგნით,არადა ნიკუშაც არ უთმობდა
- ისე ამ გოგოს დიდი უცნაური სურვილები ჰქონია-ერთი თვალის შევლებით დაასკვნა ნიკამ -აი ნახე რას წერს

-ვნახო წყალქვეშა სამყარო
-ვისრიალო თხილამურებზე
-გადმოვხტე პარაშუტით
-ვიჯირითო ცხენზე
-მოიცა ახლა რაღაც უფრო სერიოზული უწერია
-მიზანი - გადავარჩინო მისი სიცოცხლე
-ვისი უნდა გადაარჩინოს მაგ გადარეულმა-ირონიულად ჩაეღიმა თომას და პასუხის მოლოდინში ნიკას მიაშტერდა
-თომა ძმაო აქ შენი ფოტოა -გაოცებულმა ბლოკნოტი მისკენ მოაბრუნა
-რაა?არანაკლებ გაოგნებული იყო თომა( აბა გამოიცანით როგორ?ყბა ჩამოუვარდა)
-აი მისი მიზანი შენ ხარ
თომას ხმა არ ამოუღია ბლოკნოტი ხელიდან გამოგლიჯა და ხარბად დააცქერდა ფურცლებს,
-ეს როდის გადაიღო?ეს ხომ განწოფილებაში,რომ მიმიღვენას იმ დროინდელია?თავისთვის ლაპარაკობდა და დასკვებს აკეტებდა,სასწრაფოდ გადაშალა წინა და მერე ბოლო ფურცელი,ეძებდა სადმე მირას ნომერი ხომ არ იყო მიწერილი იპოვა კიდეც.სასწრაფო წესით ჯიბიდან მობილური ამოიღო და ნომერი აკრიბა.ამ ყველაფერს ნიკა დაბნეული ადევნებდა თვალს
-რა ხდება ძმაო გამარკვიე?
-მეც არ ვიცი ნიკუშ,
მეორე ბოლოს უპასუხეს
-გისმენთ
-მირა სად ხარ თომა ვარ საქმე მაქვს შენთან
-თომა?-რამოდენიმე წამიანი პაუზის შემდეგ-მოხუცებულტა თავშესაფარში,სხვაგან სად უნდა ვიყო,ხომ გახსოვს გუშინდელი დღიდნ ვასო პაპა?გარდაიცვალა და.....
-მანდ მოვალ-ჩასძახა და ტელეფონი გაუთიშა,მერე ნიკუშას მიუბრუნდა-ძმურად შეგიძლაი მოხუცებულთა თავშესაფართან გამიყვანო?
-რა პრობლემაა ,მერე მეც გამაგებინა კაი რა ხდება
........................
გარდაცვლილი შესასვლელ ჰოლში იყო დასვენებული,იქვე ისხდნენ ჭირისუფლებიც,მირა შორიახლოს იჯდა და ამ ყველაფერს ფოტოებს ურებდა,ამის შემხედვარე თომას კიდევ ერთხელ აასხა ტვინში სისხლმა მაგრამ აქ მასთან კამათი უადგილო იქნებოდა,ამიტომ მიუახლოვდა და მისი ბლოკნოტი გაბრაზებულმა კალთაში ჩაუგდო უხეშად,ზურგი აქცია და უკან გამობრუნდა.
მირა უცებ შეხტა ,არ დაუნახავს როგორ შემოვიდა თომა და ტყაპ უცებ მის კალთაში რარაც დაეცა-მისი ბლოკნოტი-მერე ზემოთ აიხედა და გასასვლელისკენ ჩქარი ნაბიჟით მიმავალი თომა დაინახა,სწრაფად დაავლო ხელი ბლოკნოტს და თომას გაეკიდა.
-თომა,თომა,დიდი მადლობა,ამ ბლოკნოტისათვის და იმ ყველაფრისათვის რაც გამიკეტე ეს დღეები,არა აქვს მნიშვნელობა იმას თუ როგორ გამოიყურები შენ არ ყოფილხარ ბოროტმომქმედი შენ კეთილი ადამიანი ხარ,შენ ბევრი კარგი თვისება გაქვს-ვუთხარი და მის შესაჩერებლად,მხარზე ხელი დავადე.
-შემეშვი გაიგე-ჩემს ხელს ხელი აკრა-მე არ ვარ კეთილი,მე ბოროტი ვარ ბოროტი,გაიგე?-ბოლო ხმაზე დამიღრიალა-შენ როგორ ფიქრობ ჩვენ იმიტომ ვარსებობთ რომ შენი სურვილები რომელიც მაგ დაჩონჩილ ბლოკნოტში გიწერია აგისრულოთ?
-არა-მისმა აგრესიამ და ყვირილმა დამაბნია
-რას უღებ ამ ფოტოებს ყველას?გინდა სხვებს დაანახო რომ -აი რა კარგი და კეთილი გოგო ვარო?
-არა-უფრო მეტად დავიბენი თვალებში ცრემლები ჩამიდგა
-აბა რა გინდა?რის მიღწევას ცდილობ შენი სულელური ანეგდოტების მოყოლით?ან ამ საცოდავ მიცვალებულს რას უღებ ამ ფოტოებს,ერთობი?მიდი იმასაც მოუყევი შენი ანეგდოტები იქნებ გაეცინოს,შენ ხომ ჭკვიანი და კეთილი გოგო ხარ,მიდი მოუყევი-მიყვიროდა და თან ორივე ხელით მარყევდა ჩემს მკავებზე ჩაფრენილი.ხელები ფრთხილად გავითავისუფლე თავი დავხარე და ცრემლები წამომივიდა,ნერწყვი მძიმედ გადავყლაპე და ისევ მას ავხედე,
-იცი ყველაზე სასაცილო ანეგდოტი თავად ცხოვრებამ მომიყვა მე-თან სიმწრით გამეღიმა-ობოლი ვარ,უპატრონო,ესეც არ მაკმარა,შენ მითხარი გახსოვს ტვინით ავადმყოფი ხომ არ ხარო?კი ვარ თომა,ვარ ავადმყოფი ვარ,მე ვკვდები,აი ასე უბრალოდ ვკვდები
თომა გახევებული იდგა და მისმენდა თითქოს სუნთქვას კი დავიწყებოდა იდგა გაქვავებული და ხმას არ იღებდა,მხოლოდ ნამი შევამჩნიე მის სევდიან თვალებს
-ეს ბლოკნოტი კი თომა ეს სურვილები,ეს ჩემი უკანასკნელი სურვილებია,რომელიც მინდა ავიხდინო,ისიც კი არ ვიცი მოვასწრებ თუ არა ყველა ჩემი ოცნების ასრულებს სანამ მოვკვდები,მე უბრალოდ,....უბრალოდ მინდა,რომ სანამ ცოცხალი ვარ ჩემს ცხოვრება ისეთ დღესასწაულად ვაქციო, რომ როცა სიკვდილი მომაკითხავს მასთან ერთად ჩამოვჯდე და დავლიო-სიმწრის სიცილი ამიტყდა-მე უბრალოდ....უბრალოდ მინდა,რომ ცხოვრება გავილამაზო,სხვებსაც გავულამაზო და არცერთი დღე არ ვიყო მოწყენილი,შენ კი...... გიჟი გეგონე,ალბათ მართალი ხარ გიჟივით ვიქცევი მაგრამ რა ვქნა თომა რა გავაკეთო დავჯდე და ვიტირო?და რა მერე?შეიცვლება რამე?არც არაფერი,მე მინდა სიკვდილამდე ბედნიერი ვიყო მეც და ისინიც ვინც ჩემს ირგვლივაა,რამდენხანსაც შევძლებ,ერთი კვირა,ერთი თვე თუ ერთი წელი-ცრემლები მუჭით მოვიწმინდე თვალებიდან და სირბილით შევვარდი შენობაში,თომა კი კარგა ხანს გაქვავებული უთქმელად იდგა გასასვლეთან და ვერც კი გრძნობდა თუ როგორ ჩამოაცალა ცამ მისი ცრემლები წვიმის წვეთებათ.

პ.ს. ველი თქვენს კრიტიკას და შეფასებას



№1  offline წევრი მეამეა

სტრესი და ცხოვრების მძიმე წლები, ხშირად ხდის ადამიანს ე.წ. "ცანცარას" და მართლა ცდილობენ მთელი დარდი ამ მეთოდით ჩაკლან. ვკითხულობდი "მირას" პორტრეტს და დეიდაშვილი ბიჭი გამახსენდა, რომელიც სულ მხიარულ "ნოტებზეა", ყვება ანეკდოტებს და ხშირად გადასდის სიცანცარეში და გარშემომყოფთ აღიზიანებს. ერთხელ ვკითხე, დებილის არაფერი გცხია, ყველა საკითხზე შეგიძლია ლოგიკურად ისაუბრო, ადამიანობაში არ ჩაიჭრა, სითბო და სიყვარულს გასცემ და არ გინდა ცოტა დასერიოზულდე?! ფიზიკურად ძალიან ლამაზი ხარ და ბიჭი ვერ გაჯობებს ამ ნაკლს თუ გამოასწორებთქო და მიპასუხა: "შენ რომ ჩემს გულში ჩაგახედა და გაითავისო, სულ გაჭედავ ან ტავს მოიკლავო"... სიმართლე გითხრა მოსაწყენია ასეთი ადამიანიც, მაგრამ ფსიქიკა ისეთი რამეა, ყველა ნორმალურად ვერ ეგუება ჭირს და მესმის ასეთი ადამიანებისაც, თუმცა მათთან ურთიერთობას ვერ ვაბამ თავს, მიუხედავად იმისა, რომ ასეთ დეიდაშვილთან კარგი ურთიერთობა მაქვს.

 


№2  offline მოდერი ლილიანა

მეამეა
სტრესი და ცხოვრების მძიმე წლები, ხშირად ხდის ადამიანს ე.წ. "ცანცარას" და მართლა ცდილობენ მთელი დარდი ამ მეთოდით ჩაკლან. ვკითხულობდი "მირას" პორტრეტს და დეიდაშვილი ბიჭი გამახსენდა, რომელიც სულ მხიარულ "ნოტებზეა", ყვება ანეკდოტებს და ხშირად გადასდის სიცანცარეში და გარშემომყოფთ აღიზიანებს. ერთხელ ვკითხე, დებილის არაფერი გცხია, ყველა საკითხზე შეგიძლია ლოგიკურად ისაუბრო, ადამიანობაში არ ჩაიჭრა, სითბო და სიყვარულს გასცემ და არ გინდა ცოტა დასერიოზულდე?! ფიზიკურად ძალიან ლამაზი ხარ და ბიჭი ვერ გაჯობებს ამ ნაკლს თუ გამოასწორებთქო და მიპასუხა: "შენ რომ ჩემს გულში ჩაგახედა და გაითავისო, სულ გაჭედავ ან ტავს მოიკლავო"... სიმართლე გითხრა მოსაწყენია ასეთი ადამიანიც, მაგრამ ფსიქიკა ისეთი რამეა, ყველა ნორმალურად ვერ ეგუება ჭირს და მესმის ასეთი ადამიანებისაც, თუმცა მათთან ურთიერთობას ვერ ვაბამ თავს, მიუხედავად იმისა, რომ ასეთ დეიდაშვილთან კარგი ურთიერთობა მაქვს.

არსებობს მეორე მხარეც,არიან ადამიანთა კატეგორია რომელსაც სურს რომ ავადმყოფობის დროს ყველა მას დაეხვიოს და გადაყვეს ეგოისტობს,და არსებობს მეორე კატეგორია როცა ის ცდილობს იქედ სჰემოევლოს ყველას და თავი ყველას კარგად დაამახსოვროს ,რაც დრო ფ=დარჩა სიკეტესი დახარჯოს,ალბატ მირა ასეთია,მეც მინდა რომ ასეთი ვიყო თუ ასე კრიტიკულ სიტუაციასი აღმოვჩნი.რაც შეეხედა შენ დეიდშვილს მეც მყვას ერტი ახლობელი ეგეთია ზუსტად და ვიცი რომ გულში უამრავ ტკივილს და დარდს მარხავს და ამ ყველაფერს ასე მალავს
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

 


№3  offline აქტიური მკითხველი aanamaria

ვაიმე გული ამომეფუფქაა (((((

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent