გაიღიმეთ,ჩიტი მოფრინავს![2]
უხუცესთა საბჭოა,მაგიდის ირგვლივ კი ვსხედვართ მე,ჩემი სკვინტლიჭამია და ნინა (სკვინტლიჭამია იმიტომ,რომ ბავშვობაში თურმე სკვინტლებს ჭამდა),მარეხა და სოფიო.ისეთი გამომეტყველება აქვთ,თავი ნატოს სამიტზე უფრო მგონია.დღის თემა კვლავ საზაფხულო არდადეგებია: -საუკეთესო ვარიანტი ზღვაა,წარმოიდგინეთ როგორ გავერთობით-უკვე ოცნებებში იყო ჩვენი მარეხა,მაგრამ ვინ აცადა. -შენი გართობა ვიცი რაცაა,სადმე გაკუება მოგინდება და ნამუსიც არ შეგაწუხებს-მოჩვენებითი სიბრაზით გამოხედა სოფიომ. -ოღონდ ახლა თავიდან არ დაიწყოთ ჩხუბიი,მე და თათიას ზღვა გვინდა,ხო თათ? -აბა რა,ჩემო სკვინტლიჭამია-გავეკრიჭე ჩემ დას და მკვირცხლი მოძრაობით ავიცილე ნინას ნასროლი პასტა. -გუშინდელი ამბის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ,ის ყმაწვილი ალბათ ინტერპოლით გეძებს და საერთოდ დროა,სანგარი გათხარო და შიგ ჩაწვე-აცადეთ,იხუმრა რა ბავშვმა და მეც ასე ხომ არ დავაიგნორებდი სოფიოს გაცვეთილ იუმორს.ამიტომ ავხტი,დავხტდი და ზედ ცხვირზე დავახატი.აქ ცოტა კადრი უნდა შევანელო,აი რომ ავხტი,სანამ დავხტებოდი სკამს გამოვდე ფეხი და კი არ დავახტი სოფიოს,ყუმბარტყორცნივით დავეცი. ასე განუტევა მისმა უკბილო იუმორმა და თავად ჩემმა დაქალმაც სული.ამინ! ნათელში იყვნენ ორივე,ნუ უფრო სოფიო. ერთი დიდი სამამულო,მერე რევოვულციური და ბოლოს მსოფლიო ომის შემდეგ გადაწყდა,აგვისტოში ბათუმში მივბღუილებთ.ვინაიდან და რადგანაც დღეს ივლისის ბოლო რიცხვია,ხვალ მივდივართ.სანამ სოფიოს სახლიდან ჩემს სახლამდე გამავალ გზას გადავკვეთავდით მე და ნინა,ისეთი რამე დავინახე,ლამის ძირს გავწექი და მთელი ეს მანძილი ხოხვით დავფარე.იქვე არსებულ მაღაზიასთან დგას ჩემი უსექსუალურესი რეინჯ როვერი,მისი პატრონი კი ვიღაცას ესაუბრება,თან ხელებს ისე იქნევს შუა ზაფხულში ნაღდი ქარიშხალი დატრიალდა.ვხვდები,რომ იმაზე მეტადაა გაცეცხლებული ვიდრე გუშინ იყო,როდესაც ინტიმურ პოზებში დავაფიქსირე.და მაინც,მიუხედავად ამ ყველაფრისა,წარმოდგენაც არ გაქვთ რა სექსუალური იყო,მაღალლი და საშუალო ზომის კუნთებით გატენილი,ნერვიულობისას ყოველ წამს გადაპარსულ თავზე ხელს ისმევდა და ჩემში რაღაც ისეთს იწვევდა,აი ისეთს რაა...ჩემი ახურებულ,გაოცებულ,გულმოკლული სახე არც ჩემ დას დარჩენია უყურადღებოდა.სანამ შუქნიშანთან ვიდექით და ჩვენ გზას ვუცდიდით,ცალყბად შემომხედა და ასისინდა: -რა იყო ლალა გაგეპარა?რა სახით ხარ?-არ გეჩვენებათ,ჩემს ირგვლის ყველა გოგო ასეთი კაცური და იდიოტია -ღმერთო რა სიკო ხარ,გირჩევნია მიშველო,თორემ ჩემთან ერთად შენც დაგერხევა და დარჩა მამაჩვენს უქალიშვილო ოჯახი -და ვინ გითხრა,რომ ქალიშვილი ხარ?-ამხელა წინადადებიდან მხოლოდ ეს გაიგონა,გთხოვთ აღიარეთ,რომ მართლა ინკლუზივი გვყავს ოჯახს. -ნინა იქნებ მოკეტო!! ჩუმად გაიხედე იმ რეინჯ როვერისკენ,ეგ ის ბიჭია წუხელ რომ ჩავაკარტოჩკე,ვიღაც გოგოს რომ ნაწლავს უღებდა პირიდან-რა ამაზრზენდა ჟღერს,თქვენ ცოცხალდ უნდა გენახათ,ნაღდი რუსული კაშმარებია. -რააააა?-იმხელა ხმაზე შეყვირა ჩემმა დამ,ხიდან ჩიტები აფრინდნენ-შე იდიოტო,იცი თუ მაინც ეგ ზე სექსულური არსება ვინაა და საიდანაა?-იცით,როგორი მზერა ჰქონდა ჩემს დას? "თათია,ზუსტად იცი,რომ დედამიწაზე ცხოვრობ?" -მე რა ვიცი ვინაა,ჯანდაბასაც წაუღია,მთავარია აქედან ისე ავორთქლდე ,რომ ვერ შემამჩნიოს-ამის თქმა იყო და ჩემი და იმ ზემოხსენებული ყმაწვილის თვალები ერთმანეთს შეეჩეხნენ.მე მივხვდი რომ ის ის იყო და ისიც მიხვდება,რომ მე მე ვიყავი (ოღონ განა საბედოს კონსპექტში,არამედ იმ ფოტოაპარატიანი გოგოსი).მიცნო და დავინახე როგორ წამოვიდა ჩემკენ,ნამდვილი ახურებული ბუღაა და შემიძლია საიამოვნო ხერხებით დავაწყნარო,თუმცა ვშიშობ ჩემი მოკვლა უნდა,ამიტომ ყველანი გავრბივართ (ყველანი რაა,მე).ისეთი სიწრაფით მოვწყდი ადგილს,შუმახერსაც ჩავუწუილებდი რო რამე.წინ მე გავრბივარ უკან ის მომდევს,უკან ისაა,წინ მე გავრბივარ.ვხვდები,რომ თუ კვლავ რამე არ მოვიფიქრე ნამდვილად დამიჭერს და ამჯერად ჩემგან მხოლოდ ნაკუწები დარჩება.იქვე ჩიხში შევუხვიე,ძირს დაგდებული ხის მსხვილი ჯოხს ჩავეჭიდე და მსხვერპლს ჩავუსაფრდი.ერთი,ორი და ჰოპააა,მოქნეული ხის ტოტი ეგრევე ერთ ადგილზე ჩავარტყი და ისეთი ღმუილი გაისმა,დედას გეფიცებით ზუსტად ვიცი,ამჯერად იმპოტენტი დარჩა.აქვე დავდებ სამედიცინო დასკვნას და ხელსაც მოგიწერთ,თუ გინდათ.გამწარებული მსხვერპლი ძირს დაეცა,ისეთი შეგრძნება მქონდა ცოტაც და იტირებდა.ამით გათამამებულმა ზედ გადავაბიჯე და ისეთი ამაყი სახით დავხედე დაჭრილ არწივს,რომ ამ სახისთვის წმინდა გიორგის ორდნეს მომცემდნენ,გაწეული გმირობისთვის.ფოტოაპარატი,რომელიც ყველგან და ყოველთვის თან დამაქვს მოვიმარჯვე და ჩხკ,კადრი დაფიქსირებულია: -ჩიტო,გაიღიმე,სახე ნუ ჩამოგტირის!ხო კიდევ,იმედია შენი ოკუპირებული ტერიტორია-თითით მივანიშნე სასქესო ორგანოზე-კომაშიია.მადლობა სხვა დროს იყოს-გავუცინე და წასვლა დავპირე,რადგან ისე ტკიოდა ახლა ნამდვილად არაფრის თავი ექნებოდა,მაგრამ ენა ეტყობა არ აწუხებდა და მაინც ასისინდა: -შეეე...შეე ალქაჯო,დედას მო...ყნავთ შენც და შენს დამქირავებელსაც-ამის თქმა იყო და ერთი მუშტიც ვხიე,ამჟამად სახეში.არსდროს,არავის ვაპატიებ ჩემს შეურაწყოფას,თუნდაც სიცოცხლის ფასად დამიჯდეს.მინოდა იქვე გამეწიწკნა,მაგრამ ვიცოდი,რომ მთლად ვაჟკაცობაც არაფერს მარგებდა.ამიტომ სწრაფი ნაბიჯით წავედი და უკან აღარც მიმიხედავს. სახლში მისულს დედა დამხვდა კუხნაში,მივირბინე და მაგრად ჩავეხუტე,სანაცვლოდ კი გაკვირვებული მზერა მივიღე.განა ცუდი ურთიერთობა გვაქვს და რამე,პირიქით ოჯახის ხუთივე წევრს შესაშურად გვიყვარს ერთმანეთი და ვაფასებთ.უბრალოდ მე ვარ ისეთი,არ მიყვარს ემოციების გამოხატვა კოცნით,ჩახუტებით და ასე შემდეგ.მირჩევნია დაღლილ დედას სახლი დავულაგო,ავად გამხდარ ბებიას წყალი მივუტანო,სამსახურიდან მოსულ მამას სუფრა გავუშალო,დადარდიანებულ დას კი სიცილით სული ამოვხადო და აი ასე დავამტკიცო ჩემი მათდამი სიყვარული.მე უბრალოდ ასეთი ვარ და ასე მგონია,ჩემ გვერდით ვერ ავიტან ისეთ ადამიანს (მამაკაცზე მაქვს საუბარი),რომელიც ჩემნაირი არ იქნება.ვერ ავიტან დღეში ასჯერ კოცნას,ჩხუტებას,მოფერებით სიტყვებს:კნუწ,ფის,ბუშტ,კუკუნა და ასე შემდეგ.მე ჯანსაღი და ჩემნაირი ურთიერთობები მიზდავს.თუმც არ ვიცი,შეიძლება მაშინ როდესაც გულით შემიყვარდება,მე თვითონ შევიცალო და დღეში ასჯერ ვაკოცე,ჩავეხუტო და ვუმეორო თუ როგორ მიყვარს.დედას გავუღიმე და ჩემ დას ოთახში დენდარტყმულივით შევუხტი,აღელვებული ნინა მომვარდა,კარგად შემათვარიელა და ბედნიერმა მაკოცა.მოიცაა,მან მე მაკოცა?დიახ,მაკოცა. -თათია მოეშვი,უბრალოდ ლადო ისეთი სახით მოგსდევდა,მეგონა შენი მოკვლა უნდოდა!ჯანდაბა,ძალიან შემაშინე იცი? -რაოო? რა ლადო? -ვაიმე თათია,სადა ბანაოოობ ვაფშე?ეგ ზედმეტად მაგარი ტიპი,ცნობილი სამშენებლო კომპანიის მფლობელი ლადო კაკაჩიაა-ამის თქმა და ჩემი აჭიხვინება ერთი იყოო. -რაოო? ვინო? კაკაჩიაო? გრიშასი რა არის ძმობას გაფიცებ?გრიშა სითი გაგიმაზავ მაგის დაპროექტებული იქნება-სიცილისგან იატაკზე გავწექი და ათნაირად დავიკრუნჩხე-კაკაჩიაო,ლადოვო,გრიშაო-ვლუღლუღებდი და თან სიცილით ვიხეოდი.გაოგნებული ნინა კი თავზე დამყურებდა: -თათია!შეწყვიტე ბაგაში დაბმული ხბოსავით ღმუილი! -კაი ნინაჩკა ნუ ბრაზდები,უბარლოდ ასეთი სიმპატიური ყმაწვილი თუ კაკაჩია იქნებოდა,რას წარმოვიდგენდი. -ღმერთო ჩემო,გვარს რა მნიშვნელობა აქვს,მაგის სახელის ხსენებაზე ნახევარი თბილისი სანგრებში იმალება.ძალიან უხეში და მკაცრია,როგორც ამბობენ ჟურნალისტებს ვერ იტანს,რამდენიმე თურმე ნაცემიც კი ჰყავს. -ნინა რა იყო,მაგ კაცის ბიოგრაფიას ყოველ დღე ეცნობი?რამ გაგაგიჟა? -ტელევიზორს უფრო ხშირად,რომ უყურებდე შენც გეცოდინება რა შარში გაყვაი თავი.ალბათ ჟურნალისტი ჰგონიხარ და იმიტომაა ასე გაცოფებული,თან წარმოგიდგენია რა დროს დააფიქსირე? -ეგ არაფერი,დღეს უარესი კადრი გადავუღე-ჩემი პროფესიონალი ჩავრთე და ნინას ვანახე,თან ყველაფერს ვუყვებოდი.ძალიან ბევრი იცინაა,იმაზე მეტი ვიდრე მე კაკაჩიას ხსენებისას. -კაი გეყოფა სიცილი,ცოტა დახვეწე მაინც,მგლებიც დაფრთხებიან შენს ხმაზე. -ოოო თაათი,ბატონი ლადო რომ გამოგეკიდება ვინმემ ხო უნდა დაგიცვას,ხო და მე უცებ ავყმუვლდები ხოლმე და ეგაა რა.რას ვერ მიხვდი?-ღმერთო გთხოვ ზეციდან რამე გაიმეტე,რომ ჩემ დას დაეცეს. -მე ის მაინტერესებს,გარე უბანში რას აკეთებდა ცნობილი გრიშა?(დამერწმუნებით ლადოზე მეტად,გრიშა უხდება ამ გვარს). -არ ვიცი,იქნებ ის გოგო ცხოვრობს აქ,ვისთანაც წაუსწარი. -და დღეს იმედია ჩემს მოსაძებნად არ იყო აქ! მოკლედ მე და ნინამ საღამოს ტანსაცმელი ჩავალაგეთ და შემდეგ უხუცესთა საბჟო მოვიწვიეთ სკაიპში.სოფიოს და მარეხას ყველაფერი მოვუყევით და მათ აღშფოთებას საზღვარი არ ჰქონდა.აი ისე შეშფოთდნენ,ევროპა რომ შფოთავს ხოლმე.მომხდარზე ბევრი იცინეს,შემდეგ კი დავიშალეთ,ხვალ თბილის ვტოვებდით. პ.ს. ძალიან მიხარია,თუ მოგეწონათ : შევცდები უფრო გავაუმჯობესო... ველი თქვნს კრიტიკას . |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.