გაიღიმეთ,ჩიტი მოფრინავს![1]
წარმოიდგინეთ პატარა მარჩის მანქანა და შიგნით მსხდომი შვიდი გოგონა,საჭესთან ნინია,გვერდით მომღიმარი მე,უკან მარიამი,მარიამზე გაწოლილი ნათია,სოფიო და მასზე საჯდომ მიშვერილი მარეხი,ბოლოს კი შუშაზე ცხვირით აკრული კატო.და არ გაინტერესებთ ასე ნაწლავგადახლართულები სად მივბღუით? რა თქმა უნდა ბედის საძიებლად,ოღონდ იქ პრინცები არ გველოდებიან,ძუძუებ ამოყრილი და ვარდენის ქალიშვილივით ჩასუქებული მკითხავი გვიცდის.დიდად არცერთს გვჯერა მსგავსი რაღაცეების,მაგრამ გაჭირვება კაცს რას არ გააკეთებინებს.აი პირადად მე,ამ ყველაფერში,მორიგ გასართობს ვხედავ და ერთი სული მაქვს,როდის მივალთ,რომ პირველი ის ვკითხო:"და მაინც,ქალბატონო ვანგა,რა ფერის ტრუსი მაცვია?". სანამ ქალბატონ ვანგას ვეახლებოდით,იმდენი ვიცინეთ,ლამის საბურავები დავხეთქეთ.წარმოიდგინეთ,მოულოდნელად პირით ვაკეთებ კუილის იმიტაცისა,რომელსაც წინ მჯოდმი ნინიას გარდა ვერავინ ხედავს და მოულოდნელად მესმის სოფიოს განწირული კივილი,რადგა ზემოაღნიშნულის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ,მარეხის საჯდომი ზედ ცხვირთან უდევს -ჩქარა ფანჯრები გააღეთ ახვრებოო,მარეხამ ყუმბარტყორცნი ისროლა! -რაა? მე არაფერი მისვრია იდიოტო,ნუ მაბრალებ! -კაი მარეხ დამშვიდდი,კუილის ხმა აქ გავიგე-სრულიად აღშფოთებული ვიყავი შექმნილი ვითარებით,თან ჩუმად მეცინებოდა -არა,ერთი მარიამ დამსუნე,მაქვს სუნი?-ტირილამდე მისული მარეხა საჯდომს ახლა მარიამისკენ წევს გაოგნებული მარიამი,ისეთ გამომეტყველაბს იღებს თითქოს,ეს-ესაა ქალიშვილობა დაკარგა: -ღმერთო ჩემო,მარეხ იქნებ დროებით შენი საჯდომი გარეთ გავსვათ,სუნთქვა ჭირს-ამის თქმა და მანქანაში გამაყრუებელი სიცილი ისმის,თუ სოფიოს ჭიხვინს არ ჩავთვლით და მარეხას გამომეტყველებას წარწერით:"კიდევ ერთხელ მომატყუეს,თანაც მწარედ",აბა რა. მოკლედ,ბევრი რომ არ გავაგრძელო,ქალბატონ ანჟელასთან მალევე მივედით(ასე ჰქვია ჩვენს ვანგას).სათითაოდ ჩაგვაყენა რიგში და დაიწყო ჩევნი მიხმობა თავის რეზიდენციაში.სულ ბოლო მე აღმოვჩნდი,მინდოდა მეკითხა ჩემს ტრუსებზე,მაგრამ ისეთი სახით მიყურებდა,ერთი წამით ისიც ვიფიქრე,რომ აქ პატარა სასაკლაო ჰქონდა და მეც მომავალი მსხვერპლი ვიყავი.დავჯექი თუ არა ამომხედა და ისეთი ხარხარი ატეხა,ყველაფერს მივცემდი ოღონდ ახლა ისევ სოფიოს ჭიხვინისთვის მომესმინა და არა ამ ამაზრზენი ღრიალისთვის.თითქოს ჩემი აზრები წაიკითხაო და ეგრევე შეწყვიტა სიცილი,მამის მკვლელი და დედის მსრისავი თვალებით ამომხედა და მოჰყვა ბაიათებს: -ოოო,ჩემო ლამაზო,მხიარული გოგო ჩანხარ და გიყვარს ადამიანების წვალება,მგონი სიამოვნებას გგვრის შენი მოგონილი თამაში "გაიღიმეთ,ჩიტი მოფრინავს!",მაგრამ ფრთხილად იყავი შენს დაგებულ მახეში შენვე არ გაება,ჩიტო!-სიმართლე გითხრათ ამ თამაშის შესახებ თუ რამე ეცოდინებოდა,ვერც კი წარმოვიდგენდი და თან სახელსაც თუ მეტყოდა სრულიად დაუჯერებლი იყო-მაშ,ასე პატარა ქალბატონო,წინ დაუვიწყარი თავგადასავლები გელის,შენ ბედს კი შენივე მოგონილი თამაში შეგახვედრებს. -და როგორ მიხვდვე რომელია? -მაგას მე ვერ გასწავლი,შენ თავად უნდა ამოიცნო,დანარჩენის თქმის უფლება არ მაქვს.ახლა კი ნახვამდის,ჩიტო! -ჩიტო არა,მე თათია მქვია!და საერთოდაც,არ მჯერა ამ მასკარადის-გამძვინვარებული წამოვიჭერი,ჩემი ნახშირივით შავი თმა მოვიქნიე და მგონი სახეშიც გავარტყი ანჟელას,მაგრამ ეს აღარ მადარდებდა.სწრაფად ჩავირბინე კიბეები და მანქანაში ჩავუხტი გოგოებს. -რა სახით ხარ,კუჭი აგეშალა?-სრული სერიოზულობით მეკითხება ნინია და ამ დებილობის თქმის გამო,ღმერთი მეხსაც არ იმიტებს,რომ ამ გასიებულ თავზე დაეცეს. -კი და მგონი გამეპარა,მაგრამ უფრო უარესი უნდა გითხრა,შენი მანქანიის სიდენია დავსვარე მგონი-ამის თქმა და ნინიას წივილი ერთი იყო,რასაც ქვია გადმომიღო მანქანიდან და ნახევარი საათი სიდენიაზე წაწოლილი ათვალიერებდა დანაშაულის ადგილს,ბოლოს მიხვდა ხუმრობის არსს და მშვიდად დაიკავა მძღოლის ადგილი. უბანში შევბღუილდით,მერე ყველა სახლებში დავბღუილდით.შინ მისულს ოჯახი დამხვდა მთელი შემადგენლობით,კერძოდ:დედა,მამა,ჩემი სკვინტლიდენია და (ნინა) და ბებია.ფეხი არ მქონდა შედგმული,ასევე მთელი შემადგენლობით თავზე რომ დამადგნენ: -რაო მკითხავმა,იმისთვის გაჩნდი,რომ სამუდამოდ სახლში იჯდე და შენ ლამაზ დაიკოს ნერვები უწამლოვო?-ვითომ ირონიული ნინა წარბაწეული მიყურებდა,სიმართლე გითხრათ ასე ძალიან რომ არ მიყვარდეს,მართლა გავიმეტებდი სამუდამო ტანჯვისთვის. -არა ნინაჩკა,ასე მითხრა მალე მილიონს მოიგებ და იქნებ შენ მახინჯ დას იუმორის გრძნობა უყიდოვო-ცხვირზე ვუკბინე და გავიქეცი,რადგან ამას ყველაზე მეტად ვერ იტანს ჩემი უფროსი დაია.განა ბევრად დიდია,არ მოტყუვდეთ,სულ ორი წელია ჩვენ შორის სხვაობა და სიმართლე გითხრათ საუკეთესო მეგობრებიც ვართ.მე,ნინა,მარეხა და სიოფიო-შესანიშნავი ოთხეული. ზემოთქმული ამბავიდან დაახლოებით ერთი თვე იყო გასული და ჩვენი ანჟელას მოყოლილი ბაიათები აღარც მახსოვდა.მარეხასთან ვისხედით სამივე და ვცდილობდით გეგმები დაგველაგებინა,რადგად უკვე შუა ზაფხული იყო,ჩენ კიდევ თბილისში ვიხარშებოდით.ისე იყო ქალაქი დაცარიელებული,ზოგჯერ მეშინოდა,ასე მეგონა სრულიად მარტო ვიყავი მთელ ქალქაში და მალე რომელიმე ჩიხიდან დორბლიდენია ზომბი გადმომიხტებოდა. -სად წავიდეთ ახვრებო?-ლუღლუღებდა სოფიო,თან ნაყინით გატენილ პირში კიდევ ერთი კოვზი იტაკა. -მგონი ზღვა შესანიშნავი ვარიანტია -რატომ ვითომ? მთამ რა დაგიშავა?-არ აცადა სოფიომ მარეხას -და შენ ზღვამ რა დაგიშავა? -კითხვაზე კითხვით ნუ მპასუხობ! -შენი საქმე არ არის,მე რას გიპასუხებ,ახლავე მიპასუხე,თორემ...თორემ... -თორემ რა? -რა და ხუინაააააა-მაინც გაეცინათ ორივეს და მათი გამუდმებული დავა ამით დამთავრდა.ხშირად მეგონა,რომ მე და ნინა უფრო ნაკლებს ვჩხუბობდით,ვიდრე სოფიო და მარეხი,მაგრამ მგონი ეს მათი ზედმეტი სიყვარულის ბრალი იყო. -მოკლედ პატარა ძუკნებო,თქვენ გადაწყვიტეთ სად მიდიხართ,მე ცოტა უნდა გავერთო,თორემ თქვენი ყურება ყელში კი არა ყრონტში ამომივიდა-ვთქვი და ჩემი ფოტოაპარატი მოვიმარჯვე. -სად მიჭენაობ დოღის ცხენივით?-მკითხა ჩემმა სკვინტლიყლაპია დამ -სად წავა? ფოტოაპარატს თავისი გამოგონილი თამაშისთვის იყენებს და ეტყობა ვინმე უნდა გაამწაროს,გული მიგრძნობს. -ერთხელაც იქნება და ვინმე მაგ ფოტოაპარატს თავზე დაგაფშვნის,იცი დიდი გოგო ხარ და დროა დაჭკვიანდე-იქალა ნინამ რაა. -ამ სიცხეში აქ არავინაა და ნეტა ვის უნდა გადაუღო სურათები? -შენ დარდი გაუშვი ჩემო მარეხა,საღამოობით მაინც ბევრი წყვილი ზის ჩვენს ჩაბნელებულ პარკში ხოლმე-გადავკოცნე სამივე და კიბეებზე დავეშვი.სანამ პარკამდე მივაღწევ,მოდი ჩემს გამოგონილ თამაშზე გესაუბრებით,რომელსაც შევარქვი:"გაიღიმეთ,ჩიტი მოფრინავს!".მთელი ამ თამაშის შედეგი კი შეყვარებული წყვილების გამწარებული სახეები და ჩემი ღიმილია,რომელიც მათი გამწარებითაა გამოწვეული.წარმოიდგინეთ ორი შეყვარებული წყვილი,რომლებიც პარკში,სადაც მშობლებს პატარა ბავშვები დაჰყავთ,სხედან და ისე ზასაობენ,კუჭის წვენი არ ვიცი მაგრამ,ნაწლავები კი ამოსდით პირში.სწორედ ამ დროს,მე ვჩნდები მათ გვერდით,ვაჩხაკუნებ ჩემს პროფესიონალს და ვუღებ მათ სურათს.გონზე მოსული წყვილი ახლა მე მიმზერს,ამ დროს ვეუბნები: "გაიღიმეთ,ჩიტი მოფრინავს" და ამჟამად ისეთ სურათს ვიღებ,რომ სახეები კარგად ჩანდეს.შემდეგ რა ხდება? შემდეგ მე მთელი სისწრაფით გავრბივარ და არ ვიმჩნევ,იმ ყმაწვილს რომელიც ჩემს დაჭერას,შემდეგ კი მაგრად მითეთქვას ლამობს,მაგრამ ეგეთი ფაქტი ჯერ ჩემს სიაში არ დაფიქსირებულა.და აი,როგორც იქნა მივადექი პარკსაც.სიმართლე გითხრათ ჩემთვის საინტერესო არავინ იყო და გულდაწყვეტილი უკან გაბრუნებას ვაპირებდი,ჩემმა ლამაზმა თვალებმა შავი რეინჯ როვერი რომ შენიშნა.ისე მესექსუალურება ეს მანქანა სულ მინდა მივიდე და ზედ შემოვახტე ხოლმე.რა თქმა უნდა,ასეთი რაღაცის გაკეთებას არ ვაპირებდი,მაგრამ ხელით აუცილებლად უნდა შევხებოდი და ჰოი საოცრებავ.როდესაც მანქანას მივუახლოვდი,ჩაწეული ფანჯრიდან რას ვხედავ,ახალგაზრდა ქალი და კაცი ისეთ განცხრომაში არიან,ალბათ მუხაც რომ ვესროლო,ვერაფერს გაიგებენ.მეც ეს არ მინდოდა? ხო და მოვიმარჯვე ჩემი პროფესიონალი და ჩხკ,ზასაობა დაფიქსირებულია.ჩემმა საფირმო ფრაზამაც გაიჟღერა და მათი საახეებიც დავაფიქსირე,თვალი ჩავუკარი და ადგილიდან დავტყდი.გავიგე კარების საშინელი მიჯახუნება და მივხვდი,რომ აშკარად ის ყმაწვილი მომსდევდა.სიჩქარეს მოვუმატე,მაგრამ რას მოვუმატე,თუმცა ჩვენს შორი მანძილი არა თუ გაიზარდა,არამედ შემცირდა.ეტყობა სპორცმენია ან რაღაც მაგდაგვარი,თორემ ჯერ ჩემი დამჭერი კაცი არ დაბადებულა.ხო და ის იყო უნდა შემეხვია და პავაროტნიკი ჩამერთო (არ მოტყუვდეთ,მანქანით არ ვარ,ჩემი პირადი ფეხებით მივრბივარ),იმ ყმაწვილმა მკლავში მსტაცა ხელი და ისე მომაპროწიალა,თავი ზოოპარკის გემზე მეგონა.და აი ახლა,კი არ დამერხა,უპრო სწორი იქნება თუ ვიტყვი,რომ დამენძრა,აბა რა.შემოვტრიალდი და ორ გამძვინვარებულ,ძალიან შავ თვალებს შევეჩეხე,აი ისეთს,მამის მკვლელი და დედის მსრისავი,რომ არის. -შე პატარა ლაწირაკო,რამდენს ბედავ,მითხარი ახლავე რომელი ჟურნალიდან ხარ? ხვალვე დავახურინებ-იცით როგორმა ბარიტონმა გაიჟღერა?ონკანში წყალს რომ გაყინავს და დედა შვილს არ აიყვანს ხელში. -რა დიდი ვინმე შენ მყავხარ ახლა,ჟურნალში რომ არ გამოგჭიმო?-ასეთ დროს,ნამდვილი რკინის ლედი ვხდები ხოლმე,მარგარიტა ვარ ტეჩჩერი. -სანამ ნაკუწებად გაქციე,შე ლაწირაკო ახლავე მომეცი ეგ აპარატი და აქედან აორთქლდი-სიმართლე გითხრათ მიხვდი,რომ ისეთი კაცი იყო ნებისმიერს დაჩეხავდა რო რამე,მაგრამ დანებებასაც არ ვაპირებდი,ამიტომ ყველანი გადავდივართ გეგმა ბ-ზე.მოულოდნელად ავტეხე წიოკი: -აააა,ღმერთო ჩემოო,უკან გაიხედეეე-ისეთი ბუნებრივი და ოსკარისთვის გამზადებული ვიყავი,რომ ამ მუტრუკმა გაოცებისგან ხელი გამიშვა და უკან მიიხედა,მეც დრო ვიხელთე და ფეხებ შუა ისეთი ამოვცხე შვილიშვილიც იმპოტენტი გამოუვიდოდა,თუ ერთი ადგილი ცოცხალი გადაურჩა,რა თქმა უნდა.მეც გამწარებული ყმაწვილი ჩაკეცილი დავტოვე და გავიქეცუ.სახლამდე ისე ვირბინე არც კი შემისვენია,მხოლოდ მაშინ მოვედი გონს ჩემს საწოლს რომ დავეცი ბნედასავით და გადაღებულ სურათებს ბედნიერი სახით შევავლე თვალი.და იცით რა აღმოვაჩინე?ეს ბიჭი,ანუ ჩემი მსხვერპლი,ნამდვილი სრულყოფილება იყო.ასეთი დედას გეპიცებით, მამასაც,ჩემს სკვინტლიყლაპია დასაც,მთელი ცხრამეტი წელი არსად მინახავს.წარმოიდგინეთ დაბალზე გადაპარსული თმა,ნახშირივით შავი თვალები,გამოკვეთილი,მამაკაცური ყბები ძალიან დაბალი წვერით დაფარული და დიახ,ეს ის იყო,ვისაც მთელი ცხოვრების ერთი მეხუთედი დროის განმავლობაში ვეძებდი.სურათები კომპიუტერით ამოვბეჭდე და ჩემს ალბომში ჩავაკარი.დიახ,მე გამწარებული წყვილების ძალიან დიდი ალბომი მაქვს. პ.ს.ძალიან დიდი ხნის წინ აქტიურად ვდებდი სიახლეებს,თითქმის სამი წელია საერთოდ არაფერი დამიწერია,ძველი ნიკიც აღარ მახსოვდა.ახლა მომინდა და უცებ დავწერე,სიმართლე გითხრათ ისე აღარ გამომდის,როგორც ადრე,ამიტომ ძალიან ველოდები თქვენს კომენტარებს მომენატრა ეს პორცესი |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.