ჭირვეული პატარძალი –6–
[თავი 6] ჩემი ჯერიც მოდის და მე ამაყად ვიღერებ კისერს. დანიელი ფიქრობს. ეს ის შემთხვევაა, მეც რომ არ ვიცი, რას გეგმავს ის. –მართა, მოდი, დიტოს თვალწინ ამიხსენი სიყვარული ისე, როგორც მაშინ...–თვალს ღიმილით მიკრავს და საზურგეს ეყუდება. –რა? რა ახსნაზე ლაპარაკობ, როცა...–წინადადებას აღარ ვასრულებ. ეს საქმე ახლა გასარჩევი არაა. დანიელმაც კარგად იცის ეს და შურს ძეობს. –უთო!–მკვახედ ვეუბნები და მუხლებზე ხელებს ვიწყობ. –აბა, აბა! უთხარი სურვილი, დანიელ!–უხარია დიტოს, რადგან თამაში აზარტში შედის. –ჩემს სურვილს შემდეგისთვის შემოვინახავ... ეს ამბავი კარგს არაფერს მიწინასწარმეტყველებს, ამიტომ პროტესტს ვაცხადებ. –აქვე მითხარი! მე არაფერს ვუმალავ დიტოს! რაღა თქმა უნდა დანიელი არ მიჯერებს და თამაშს ვაგრძელებთ. მაღალი ტალღიდან დაბალზე ვვარდები, რადგან ძვირფასი მეუღლის სურვილი წინასწარ მაშინებს. –აბა, გვიანია უკვე! აღარ მინდა თამაში!–ფეხზე პირველად დანიელი ხტება. –ოჰ, შენ გელოდებოდი სწორედ!–ამთქნარებს დიტო და სავარძლიდან იმართება.–არ მინდოდა ჩემთვის დაგეცინათ... –მე საერთოდ არ მეძინება!–სიტყვით გამოვედი მეც, მაგრამ ორივე რომ გავიდა მისაღებიდან და დანიელმა შუქიც ჩააქრო, დამნაშავე ბავშვივით უკან ავეტუზე. განგებ ვაჩერებდი ადგილ–ადგილ მამაკაცს, დიტო რომ ჩვენზე ადრე შესულიყო საძინებელში. ოთახში შედის თუ არა, დანიელს ჩემკენ ვატრიალებ და ჩურჩულით ვეკითხები: –დანიელ, დიტომ რომ გაიგოს ჩვენ შესახებ... ის, რომ... ანუ ხომ გესმის....–დარცხვენილი თავს ვხრი და თან თვალი დიტოს ოთახის კარებისკენ მიჭირავს. –ხოდა ამიტომაც ერთ ოთახში უნდა დავიძინოთ!–ხვდება მამაკაცი ჩემს სათქმელს და შეუპოვრად მპასუხობს. –მაგრამ...–შედავებას ვცდილობ, მაგრამ მალევე მაწყვეტინებს. –არავითარი მაგრამ! ნუ გავიწყდება, რომ პირველ ღამეს თავად გამოაცხადე პრეტენზია! ოცნება გისრულდება, მართა!–წინ ჩამოშლილ თმას მისწორებს, ხელს მკიდებს და ასე მივყავარ თავისი საძინებლისკენ. შებრუნებასაც ვერ ვასწრებ, დანიელი მაისურს რომ იხდის. პირველად ვხედავ შიშველ მამაკაცს და თვალებზე ხელს ვიფარებ. ტუჩები ჯერ ისევ ათრთოლებული მაქვს... არა, ნუთუ საერთოდ არ ერიდება ჩემი? –ჩაიცვი უკვე?–ვეკითხები, სანამ თვალს გავახელდე. –ხო... ჩავიცვი...–ბურდღუნით მეთანხმება, მაგრამ მე ისევ იგივე მდგომარეობაში მიწევს მისი დანახვა. –აბა, ჩავიცვიო?–გვერდში მუშტს ვთავაზობ და ზურგს ვაქცევ. –უკვე წარმოვიდგინე ჩვენი პირველი ღამე...–ჩუმი სიცილით იცინის ის. –ოცნებას კაცი არ მოუკლავს!–ტანსაცმლიანი ვწვები საბნის ქვეშ და ბალიშს ვაფუმფულავებ. არაფერს მპასუხობს. ესე იგი ჰგონია, რომ ეს ოცნება არ არის და ადრე თუ გვიან მაინც აისრულებს წადილს. მუშტებს ვკრავ და დაძინებას ვაპირებ, მის ცხელ ტუჩებს კისერზე რომ ვგრძნობ. –დავიჯერო ასეთი პატარაა ეს საწოლი?–ვოხრავ და მეორე მხარისკენ ვჩოჩდები. –იქით ცივა...–ჩახრინწული ხმით მპაასუხობს და ზურგზე მეკვრის. –რაღაც არ გეტყობა, რომ გციოდეს...–ხმა საგრძნობლად მეცვლება და ამის მიზეზის გარკვევას არც ვცდილობ. –ეს ჩემი სურვილია... მისი სიტყვები სასიამოვნო ბურანიდან მაფხიზლებს. ფართხალს ვიწყებ ისე, თითქოს მდინარის დინება მიმაქანებდეს... მიმაქანებს კიდეც... დანიელის ხახისკენ... –მოდი ჩემთან...–ხელებს წელზე მიცურებს და გულში მიხუტებს. ძლიერ სურვილს ვეღარ ვუძალიანდები, მკერდზე თავს ვადებ და ღრმად ვსუნთქავ.... რა მჭირს? ეს რა ავადმყოფობაა? როგორ შეიძლება ერთ ჩვეულებრივ ადამიანს მაგნიტის თვისებები ჰქონდეს? რისი ძალით მიზიდავს? ასე როგორ მაცლის ღონეს? იმის გაფიქრებაც არ მინდა, რომ თავი შემაყვარა... და თუ ეს ასეა, მაშინ მისი ოცნება ჩემი ოცნებაც ყოფილა... * * * დილით დანიელი ოთახში არ მხვდება და რაღაც უცნაური სიცარიელე ცვლის გულში დაბუდებულ სიმშვიდეს და ჰარმონიას. ჩემს გრძნობაში დარწმუნებულს ძალიან მინდება მისთვის სიმართლის თქმა. გინდაც ის არ გამომტყოდომოდა პირველი სიყვარულში, პირველობაზეც არ ვიტყოდი უარს, რადგან საშინლად მოუთმენელი ვარ და ამ ლამაზ სიტყვას ჩემს შინაგან სამყაროში ვერ დავმალავ... იგივე ტანისამოსს ვიცმევ, რაც გუშინ მეცვა და საძინებლიდან გავდივარ. დანიელს ტყუილად არ მოვუტაცებივარ! მისმა ცდამ შედეგი გამოიღო, ჩემმა ჭირვეულობამ კი ვერა! დიტოს და დანიელის ლაპარაკის ხმა მესმის და გაბადრული ოდნავ შეღებულ კარს ვუახლოვდები. ხელი სახელურისკენ მიმაქვს და... დიტოს სიტყვები მაშეშებს... –დაიჭირეს? ვფიქრობ, ვინ უნდა დაეჭირათ, მაგრამ პასუხი არ მაქვს. –სატელეფონო ზარიდან გაიგეს, სადაც უნდა შეხვდნენ ამ საღამოს ერთმანეთს და დაიჭერენ. მეც ამოვისუნთქებ და თბილისში დავბრუნდებით...–დანიელის სერიოზულ სახეს გარკვევით ვხედავ და გაუგებრობა მატულობს. –ხოდა დამშვიდდი ახლა! საფრთხე აღარ არის, მართაც თავის ცხოვრებას დაუბრუნდება. ჩემი სახელის გაგონებისთანავე ყველაფერს ვხვდები... დანიელი საფრთხეს ჩემთან ერთად გამოექცა... არ ვიცი, რატომ მაინც და მაინც მე, მაგრამ მისი სიყვარულის ფიციც ფარსი ყოფილა... აი, რატომ მექცეოდა ასე ცივად! აი, რატომ მკოცნიდა, მეალერსებოდა აუღელვებლად... კარებს ხელს ვკრავ და ოთახში შეშლილი თვალებით შევდივარ... თავს ძლივს ვიკავებ, რომ არ ავღრიალდე. –რატომ მომატყუე?–პირდაპირ დანიელს მივაშურებ.–რატომ მომეცი იმედი? გსიამოვნებდა? შენი მიიღე? დიტო შემცბარი დგება და ჩემკენ მოდის. –არ მომეკარო, დიტო! შენც იცოდი! სეირის საყურებლად ჩამოხვედი? რა ნამუსით მეძახდი რძალს? რა ნამუსით?–არაადამიანური ხმით ვყვირი და შეურაცჰყოფილი თმაში ვიცურებ ხელებს. –ეს როგორ მომივიდა... ასე შორს როგორ შევტოპე...–სასო წარმეკვეთა... გუშინ ღამით ყველაფერი რა ლამაზი იყო... რომ მცოდნოდა რა მოხდებოდა დღეს, ჩემს სიყვარულს წინ ხმლით და ფარით აღვუდგებოდი, მაგრამ მეგონა მასაც ვუყვარდი... მეგონა გულწრფელი იყო.. –მართა, მომისმინე!–ხელებს მიჭერს დანიელი და შუბლს შუბლზე მადებს.–დაწყნარდი... ყველაფერი ისე არ არის, როგორც გგონია! –მართა, აგიხსნით!–დიტოც ერევა, მაგრამ დანიელი თვალებით ანიშნებს, მარტო დაგვტოვეო და ისიც გადის. –გამიშვი! არ მომეკარო!–ისტერიკული კივილით ვიშორებ თავიდან და თვალებიდან ცეცხლებს ვყრი.–დამიბრუნე სიყვარული! გული დამიბრუნე, შენ მომპარე და უნდა დამიბრუნო! კედელთან ძალაგამოცლილი ვიჩოქებ და თავს ერთ წერტილზე მიშტერებული ვაქნევ. როგორ? ყოველი სიტყვა, ყოველი წინადადება, ყოველი მოფერება, ყოველი შეხება ტყუილი იყო? როგორ თამაშობდა ასე კარგად? როგორ დააჯერა საკუთარ თავსაც კი, რომ ვუყვარდი? –თავის მოთოკვას რომ ისწავლი, მერე დაგელაპარაკები!–გულგრილად ამბობს დანიელი და დიტოს გზას მიყვება... არ მჯერა, რომ ეს მე ვარ, მართა მესხი... ის ჭირვეული პატარძალი, ღიმილით რომ ჭრიდა დანიელის ნაჩუქარ პერანგს... იქნებ სჯობდა ყველაფერი ისე დარჩენილიყო, როგორც იყო? იქნებ ჯერ კიდევ შემეძლო ''მისი'' დავიწყება? ...მაგრამ მე ერთი რამ არ გამითვალისწინებია... ერთი რამ არ ჩამიგდია სათვალავში... სიყვარული ხეა! ის იზრდება და ნაყოფს ისხამს... მისი სამუდამოდ ამოშლა შეუძლებელია... მაგრამ მთავარი ისაა, გაუმკლავდები თუ არა! მოუსმენ თუ არა! ენდობი თუ არა! მე გადავწყვიტე! არ ვაპირებდი უბრძოლველად წასვლას დანიელის ცხოვრებიდან. ვნახოთ, რას მეტყოდა ის და მხოლოდ ამის შემდეგ გავიგებდი ჩვენს ქორწინებას რა ელოდა... ^^^ განსხვავებული და დაძაბული თავი გამომივიდა, მოთხრობის ინტრიგაც ამ ნაწილში ჩავდე... შემდეგი რომ ბოლოა, ალბათ უკვე იცით, ამიტომ განსაკუთრებულად ველი თქვენ შეფასებებს! თუ გინდათ, რომ შემდეგი თავი რაც შეიძლება მალე იყოს, გამახარეთ და მეც გაგახარებთ! უყვარხართ სოფოს თქვენ ყველანი! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.