შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჭირვეული პატარძალი –5–


3-02-2016, 16:06
ავტორი sopiko
ნანახია 4 474

[თავი 5]
ძილის ბურუსიდან გამოსვლა არ მინდოდა, მაგრამ ამ დაცულობის, ხელშეუხებლობის გრძნობამ თვალები გამახელინა... პირველი, რაც დავინახე, ის თვალები იყო, გუშინ მასში რომ დავცურავდი... მერე შიშველ წელზე დავიხედე და მამაკაცის მკლავი დავინახე, მაჯაზე დანიელის საათი ეკეთა... ღმერთო, ნუთუ დანიელს წაართვა? ყველაზე ბოლოს კი იმას მივხვდი, რომ შიშველ სხეულზე ვიღაცა ლიანასავით მომხვეოდა, მე კი განძრევაც არ მინდოდა, ისე ვიყავი სასიამოვნო შეგრძნებებში ჩაფლული.
დანიელი! არამხოლოდ დანიელის საათი, მე გვერდით დანიელი მიწევს! ჩემი ქმარი! ქმარი, რომელსაც გუშინ სული და გული გადავუშალე! გაოგნების ზვირთებიდან გამოსვლა მიჭირს, თუმცა ვრწმუნდები თუ არა ჩემს ეჭვებში, ბოლო ხმაზე ვკივი და ფეხებს ჰაერში ვიქნევ.
–ადექი! ადექი, დანიელ! აქ რა გინდა? აეთრიე! სწრაფად!–ვწივი ღობეში გაჭედილი წიწილასავით, მაგრამ დანიელის საცეცებში ისე ვარ გაბმული, ფეხზეც კი ვერ ვდგები.
დანიელი უცნურ ზმუილს უშვებს და ზურგს მაქცევს.
–გემრიელად გძინავს, არა? ადექი_მეთქი! მე შენს გვერდით წოლაზე თანხმობა არ განმიცხადებია! უსამართლოდ მექცევი! ამის უფლება არ გაქვს!–მუშტებს ვურტყამ ზურგზე და მუხლებზე ვდგები.–გაიღვიძე!
მართალია ახლა უკვე შემიძლია საწოლიდან გადასვლა, მაგრამ რეტი ისე მესხმის, არამგონია ჩემს ოთახამდე მისვლა შევძლო.
–გუშინ შენ თვითონ მითხარი ცოლ–ქმარი ერთად წევსო...–ბურტყუნებს დანიელი. როცა ვხვდები, რომ ცოტათი აზრზე მოვიდა, წივილ–კივილს ვაგრძელებ.
–ეგ გუშინ იყო! დღეს აღარ მინდიხარ... როცა მინდოდა, მაშინ მინდოდა, გესმის?–გრძელ თითებს ვპარჭყავ, მაგრამ ეს ვაი–ვიში არ მშველის. დანიელი ჩემკენ აღარ ტრიალდება.
–რატომ გამხადე? გინდოდა ჩემი მდგომარეობით გესარგებლა?–მის მხარეს გადავდივარ დ კედელთან ვიტუზები. მამაკაცს თვალები კი უხილია, მაგრამ მე არ მიყურებს. თავხედია და რაა მისგან გასაკვირი! პროკურორი არა, ის!
–ოჰ, მართა!–ხელებით საწოლს ეყრდნობა და საწოლზე კომფორტულად ჯდება.–გუშინ მთელი ღამე შენ გაგითიე! ახლა მაინც დამაძინე... ჭირვეული კი არა, უმადური პატარძალი ხარ!
მახსენდება გუშინ რაც ვიბჟუტურე და სახე მელეწება. ეს არაფერი! სიმთვრალისას მე და ჩემს ბიძაშვილს უარესები ჩაგვიდენია.
–კიდევ რა გითხარი?–მკვახედ ვეკითხები და თვალებს ვატრიალებ.
–მიყვარხარო...–თავს მიკრავს ღიმილით დანიელი.
–ეგ შენ მთხოვე! კიდევ რა გითხარი_მეთქი?–მის წინ ვიხრები, თუმცა ის არ გამითვალისწინებია, რომ ძალიან ახლოს ვარ მის ბაგეებთან, რომლებმაც გუშინ დამიპყრო.
–ყველაფერი გხსომებია და ჩემგან რაღა გინდა?–ფეხებს საწოლიდან ყოფს ის, ხვდება, რომ ძილი არ ეღირსება.
–ის გითხარი, რომ გუშინ შენზე ვნერვიულობდი?–შეპარვით ვეკითხები მე, ქუთაისელი გომბიო! გომბიო ვარ, აბა, რა! რაც არ მინდა, რომ იცოდეს, იმას ფხიზელ მდგომარეობაში ვეუბნები.
–გუშინ არა, მაგრამ დღეს უკვე მითხარი!–აშკარად უხარია სვანს ახალი ამბავი. მეორედ ასე გახარების საბაბს არ მოგცემ შენმა მზემ!
–ჰმ... შენგან ხომ სასიხარულო პასუხს ვერ გაიგებს კაცი. გკითხე, გამიტაცე_მეთქი, გაგიტაცეო, გკითხე, რატომ_მეთქი, მიყვარხარო, გამიშვებ_მეთქი, არაო, არ მაკოცო_მეთქი, გაკო...–თითებზე ვთვლი მის ნერვებმოსაშლელ პასუხებს, თუმცა ბოლოს ვცრუობ.
–ეგ უკანასკნელი არ გიკითხავს და არც ეხლა არ კითხულობ, ასე რომ...–ხმაჩახლეჩილი ჩურჩულებს და თვალის დახამხამებას ვერ ვასწრებ, რომ ზემოდან მექცევა და კიდევ ერთ თავბრუდამხვევ კოცნას მჩუქნის... ისე ძლიერ ვეჭიდები ზურგზე, მრცხვენია, მაგრამ თავის შეკავება მიჭირს... როგორია მის ტუჩებს შეეწინაამღდეგო! ტუჩებს, რომლებიც ანგარიშმიუცემლად ლაშქრავენ ჩემს ბაგეებს და თან არც ზედას და არც ქვედას არ სტოვებენ უკმაყოფილოს.
–აჰა, რადგან გუშინ ჩემზე ნერვიულობდი, ეს დაიმსახურე, მაგრამ გუშინ შენი გეგმების შესახებ რომ მითხარი, ახლა რომ ვფიქრობ, ესეც ზედმეტია შენთვის, ჭირვეულო პატარძალო!–კოცნა კულმინაციამდე აღწევს თუ არა, ფეხზე დგება და კარისკენ მიდის.
–ხო, სტუმარი გვყავს! აბა, დაბზრიალდი და მაზლზე კარგი შთაბეჭდილება მოახდინე, მართა!–ღიმილით გადის სახლიდან და პირშიჩალაგამოვლებულს მტოვებს. ერთ დღეს მეც ასე უნდა დავტოვო... დაჩლუნგებული და ჩემს კოცნას მონატრებული და მერე ვნახავთ, როგორ ხასიათზე დახვდება სტუმარს! ...და მაინტერესებს იმის შემდეგ, რაც ასე მიმაგდო, კიდევ მე ვარ უმადური?!

–დანიელ! სად არის სტუმარი? დანიელ!–ჩემი ყვირილის ხმა ცას სწვდება, დანიელს კი უნდა მომაჩვენოს თითქოს შეშის ჩეხვის პროცესში არავითარი ხმა არ ესმის.
–დანიელ!–ფანჯრიდან ძახილს ვაგრძელებ მე. არა, კი შემიძლია ეს რამდენიმე ოთახი ჩამოვიარო და ისე მოვძებნო ''სტუმარი'', რომლის მოსაყვანადაც იყო სავარაუდოდ დანიელი გუშინ, მაგრამ რამე ''ისეთ'' პოზაში რომ შევუსწრო ამ გათხოვილმა ქალმა და მერე დანიელმაც ''ისეთ'' პოზაში რომ შემოგვისწროს, რითი ვიმართლო თავი? ასე რომ, არა! სჯობს დაბლა ჩავიდე და ყურში ჩავყვირო ჩემს მეუღლეს, რომელიც ძალად იყრუებს თავს.
ჩემი განზრახვის განსახორციელებლად გეზს კიბისკენ ვიღებ, უკნიდან ნაბიჯების ხმა რომ მესმის. სტუმარი?!
იმ მიმართულებით ვტრიალდები, საიდანაც ხმა მომესმა და სპორტული ჟაკეტის შეკვრით დაკავებულ ახალგაზრდა მამაკაცს ვაწყდები. ისიც ზემოთ სწევს თავს და უემოციოდ შემომყურებს. მოიცა! არ მოვეწონე თუ...
–შენ... სტუმარი ხარ?–რადგანაც მისი სახელი არ ვიცი, ასე მივმართავ.
–ვაა, რძალო? ეს შენა ხარ? არ გეწყინოს, მაგრამ ვერ წარმოვიდგენდი ჩემი უჟმური ძმაკაცი ასეთ გოგოს თუ შეირთავდა ცოლად!–სიცილით აღნიშნავს და ხელებს შლის. წამით უკან ვიხევ, თუმცა ისე კეთილად მიღიმის, მისკენ მივდივარ და ვეხუტები.
–არა, მართლა ვერ წარმოვიდგენდი...–ბუტბუტს არ წყვეტს ის და თან თავს სასაცილოდ აქიცინებს.
განა მე წარმოვიდგენდი, რომ დანიელს ასეთი მხიარული მეგობარი ეყოლებოდა? ...მაგრამ ამბობენ, მეგობარს და მეორე ნახევარს არ ირჩევენო!
ალბათ ამიტომაც განვსხვავდებით მე და დანიელი ასე ერთმანეთისგან!
კი, მაგრამ რატომ ჩავთვალე, რომ ის ჩემი მეორე ნახევარია? იქნებ...
* * *
სამივენი მისაღებში ვისხედით და ჩემი და დანიელის ქორწინებას ვარჩევდით. მე და ჩემი ქმარი კი ვიყავით გაჩუმებულები... რა გვეთქმოდა! ის, რაც ჩვენ შორის ამ სამი დღის განმავლობაში მოხდა პირდაპირ სასირცხვილოა... მე_გატაცებული, ჭირვეული პატარძალი, ის_ჯმუხი, თავხედი ნეფე და მაინც... ჩვენ შორის იყო ის რაღაც... კოცნა... მცირედი ალერსი... მაგრამ მაინც ვერ ვიტყვით იმას, რომ ჩემსა და დანიელს შორის სიყვარულის ძაფებია გაბმული!
–რა რძალი გვყავს, რა რძალი, ტო!–უკვე მერამდენედ გაიძახის, როგორც შემდეგ გავიგე, დიტო.–ნახე, ეს მამაპაპისეული სახლიც როგორ დაუწკრიალებია!
დარცხვენილი ვათვალიერებ ოთახს. ოჰ, მართლაც კარგად დაუწკრიალებია სახლი... დანიელს. მე კი საწოლში ვგორაობდი და საჭმელსაც კი დანიელის გაკეთებულს მივირთმევდი. მაგარი რძალი ვარ ნამდვილად!
–რამდენი წლის ხარ, მართა?–ჩემკენ იხრება დიტო და თავს ახლოს მიტანს.
–და ასე ჩუმად რატომ? რამე საიდუმლოა?–წარბების თამაშით ვეკითხები მას და თან დანიელს გავყურებ, რომელიც დაჭიმული ზის სავარძელზე. რა იყო, შე კაი კაცო, ან გაიღიმე, ან გაიცინე, ან სიტყვა ჩააგდე... რა ხარ ასეთი... ასეთი... მჭლე!
– რა ვიცი...–იშმუშნება მამაკაცი.–იქნებ წლები დაიკელი და ისე გაყევი ცოლად ჩემს დანიელუკუნას?
ხელს სიცილით ხვევს ძმაკავს, მაგრამ ის უჟმური თავიდან იცილებს მას.
–ეს დაბადებიდან ასეა?–ახლა მე ვკითხულობ შეთქმულივით.
–ეჰ, დაბადებიდან რომ იყოს რა უჭირს... როგორც დედამისი ამბობს, ის ცხრა თვეც ასეთი იყო! ჯერ ხომ ხან რა უნდოდა, ხან რაო და მერე ლაპარაკიც არ უყვარდა თურმე! ლაპარაკი რა... ფეხების რტყმა... თუ რაც ჰქვია...–ბოლოში ცოტა იბნევა დიტო, თუმცა წინადადებას მაინც ასრულებს.
–მორჩებით ჩემზე ჭორაობას, ქალბატონებო და ბატონებო?–ფეხზე დგება და სვიტრს ისწორებს დანიელი.–მე გავალ, შეშას დავჩეხავ.
–აჰა, შეხედე! სახლში მზეთუნახავი ცოლი ჰყავს და შეშაო!–ხელებს შლის სვანის სრულიად საპირისპირო თვისებების მქონე მეგობარი.
–აბა, აბა! მაგრამ განა მე მინდოდა, მომიტაცა!–სასხვათაშორისოდ ვამბობ და კარისკენ მიმავალ დანიელს მაზოლზე თითს ვაჭერ.
–მზეთუნახავო მართა, აბრძანდით!–მიბრუნდება ის და წარბშეკრული მანიშნებს თითით, ადექიო.
–ჯერ არ დაღამებულა, ძვირფასო, თანაც სტუმარი გვყავს!–ვხითხითებ და თან დიტოს ვანიშნებ, ამყევი_მეთქი. სამწუხაროდ ვერაფრის თქმას ვერ ასწრებს, დანიელი ცოცხს რომ იღებს და ჩემი მიმართულებით ისვრის.
ნაგვის ასაღები დიტოს ფეხებთან ვარდება.
–ერთობლივად საქმის შესრულება დაგამშვიდებთ, მე კი შეშის ჩეხვა დამაწყნარებს!–ამ სიტყვებით გადის სახლიდან. მე და დიტო მწუხარებით ვხვდებით ამ წინადადებას და მორჩილად ვასრულებთ ჩვენ საქმეს. დიტო იმიტომ, რომ ძმაკაცს კარგად იცნობს, მე კი ქმრის ძმაკაცს ხომ უნდა ვანახო, რა დიასახლისიც ვარ!
ასეა თუ ისე, ორივე ვაღწევთ ჩვენ მიზნებს და მტვრის პატარა ნაწილაკსაც არ ვტოვებთ არც ერთ კუნჭულში.
სახლში გაოფლილი დანიელი რომ შემოდის, ჩვენ უკვე პოსტზე ვდგავართ და სურპრიზს ვახვედრებთ მას.
–ყოჩაღთ!–ტაშს გვიკრავს ის და სააბაზანოსკენ პირდაპირი რეისით მიაბიჯებს.
ჩვენც ''ყოჩაღს'' ვიფერებთ და დანიელის ჩამოსვლამდე ყველა ნივთს თავის ადგილზე ვდებთ. სხვათა შორის დიტოს შექებასაც ვიმსახურებ და გაჯგიმული ვხვდები ახალ ტანისამოსში გამოწყობილ დანიელს.
–აქამდე სად იყავი, ჭირვეულო?–ღიმილით შემომცქერის მამაკაცი და გვერდით მიჯდება.–თუ ასე იმოქმედებდა შენი ჩამოსვლა მართაზე, უფრო მალე ჩამოგიყვანდი, დიტო!
დიტოს სწყინს, მხოლოდ ჩემს გამო რომ ჩამოიყვანდა რამდენიმე დღით ადრე და იბუსხება. მერე ორივე ერთად ვირიგებთ, მაგრამ ის პირობას გვიყენებს.
–თუ გინდათ, რომ საბოლოოდ შეგირიგდეთ, რამე უნდა ვითამაშოთ!–ჯერ ისევ განაწყენებული გვიყურებს დიტო.
მართალია დანიელი დიდ უარზეა, თუმცა მე ხომ ყოვლისშემძლე ვარ და როგორც იქნა ვითანხმებ მას.
–რა ვითამაშოთ? შემოთავაზება შენი იყო და ესეც შენ გვითხარი, დიტო!–მისკენ ვტრიალდები და ''ჩამჭრელ'' შეკითხვას ვუსვამ.
–''უთობანა'' ვითამაშოთ!–საზეიმოდ აცხადებს ის.
თავიდან მე და დანიელს გვაკვირვებს ამ თამაშის სათაური, თუმცა დიტო ყველაფერს დაწვრილებით გვიხსნის.
–ესე იგი მორიგეობით დავუსვამთ ერთმანეთს კითხვებს და თუ კითხვის ადრესატს პასუხის გაცემა არ ენდომება, იტყვის უთოს, ეს უთო ერთ სურვილს ნიშნავს, ნებისმიერ სურვილს. სამი უთო რომ დაგიგროვდება თამაშიდან ვარდები. ესაა და ეს! უბრალო თამაშია!
–და თან საბავშვო!–უბღვერს დანიელი. ბოლომდე მაინც ვერ გადმოგვიბირებია.
–რატომ ვითომ? მე ძალიან მომწონს ეს თამაში!–მხარს ვუჭერ დიტოს, მაგრამ მეშინია ახლა დანიელი არ გაგვებუტოს.
–დავიწყოთ! პირველი შენ ხარ დანიელ!–ეუბნება დიტო მეგობარს.
–მადლობელი ვარ, რომ ამის პატივი დამდეთ!–სარკაზმს თავს არ ანებებს ჩემი მეუღლე.
–პირველი კითხვა შენ დაუსვი, რძალო!–მითმობს მამაკაცი.
–მმმ... საყვარელო, ჩემამდე ვინმე გყოლია?–წიკვინა ხმით ვკითხულობ და მუცლის ტკივილამდე ვხარხარებ.
–კი და ახლაც მყავს!–ბუხუნებს დანიელი.
–კრეტინო! ხუმრობა არ იცი!–ნერვებს მიშლის მისი პასუხი.
–ახლა ჩემი ჯერია!–თავისი წამოძახილით გვაშოშმინებს დიტო.–აბა, ძმაო! ოდესმე ვინმეში გამცვლი?
–თუ ოდნავ შესაფერისი კანდიდატურა მაინც გამოჩნდა, აუცილებლად!–ირონიული ღიმილით ასაჩუქრებს მასაც დანიელი.
ხომ ვამბობ, ყველას ნერვების ჭიაა_მეთქი? აი, ვნახოთ, ჩემს კითხვებზე როგორ ვაეჭვიანებ! ფანტაზიაში ისეთ გიოსა და ლევანს გავაჩენ, ავ თვალს რომ არ დაენახება!

^^^
ყველაზე თბილო მკითხველებო!
კიდევ ერთი სახალისო თავი... და იმედი მაქვს კიდევ ბევრს იცინებთ...
როგორც ყოველთვის ღელვით ველი თქვენს შეფასებებს.
უყვარხართ სოფოს!



№1 სტუმარი ........

უთობანა :დდ

 


უთობანა ძაან კარგი თამაშია
--------------------
romantikosi mwerali

 


№3  offline წევრი kaxelii

მომდევნო თავი ძალიან საინტერესო ჩAნს და ველოდები იმედია არ დააგვიანებ. love

 


№4  offline წევრი kiko

არა რა დანიელი ჩემი სიყვარულია

 


№5 სტუმარი Black

Soop umagresia da shenc aseve;)

 


№6  offline მოდერი ლილიანა

რა კარგად ვიცინე
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

 


№7 სტუმარი A

Rogor xar sopochka? Ici ra kargi gogo xar rom ar agvianeb xolme axal axal tavebs? Am shens istorias sulmoutqmelad velodebi mitumetes rom wina istoria vici da echvi ar mepareboda rom uketesi iqneboda. Dzalian momwons sayvarelo da ase gaagrdzele kargi?

 


№8  offline მოდერი sopiko

SEREBRO
Velodebi axal tavs sakvareloo <33

........
უთობანა :დდ

nino k.d.
მომდევნო თავი ძალიან საინტერესო ჩAნს და ველოდები იმედია არ დააგვიანებ. love

kiko
არა რა დანიელი ჩემი სიყვარულია

ლილიანა
რა კარგად ვიცინე

A
Rogor xar sopochka? Ici ra kargi gogo xar rom ar agvianeb xolme axal axal tavebs? Am shens istorias sulmoutqmelad velodebi mitumetes rom wina istoria vici da echvi ar mepareboda rom uketesi iqneboda. Dzalian momwons sayvarelo da ase gaagrdzele kargi?

დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს! ♥

 


№9 სტუმარი Neneee

Saaauukkeetteessoooo xarrrrrr ❤❤❤

 


№10  offline მოდერი sopiko

Neneee
Saaauukkeetteessoooo xarrrrrr ❤❤❤

გმადლობ ♥

 


№11  offline წევრი teddy))

ძალიან მომწონს! რა საყვარლები არიან! love

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent