შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წითელი ფორთოხალი (4)


5-02-2016, 18:26
ავტორი nirvanus
ნანახია 1 728

ბნელოდა...
ზუსტად ღამის 3 საათი იყო, როდესაც ქუჩებში ხეტიალით ვიყავი გართული და ჯერ კიდევ ვერ ვიაზრებდი უცნობის ჩემდამი დამოკიდეულებას. ჯერ ფორთხალი, შემდეგ ეს წიგნი, ბოლოს კი უამრავი პატარა ქანდაკება...
ყოველთვის მაოცებდნენ ხელოვანი ადამიანები. ისინი მუდამ თავიანთი ცხოვრებით ცხოვრობენ და ალბათ ამიტომაცაა,რომ ვაფასებ.. ვაფასებ თითოეულ მათგანს. ისინი არიან ჩემთვის ადამიანები, რომლებიც ბდნიერებას ხელოვნების საშუალებით ისრუტავენ. ვაფსებ,რადგან შეუძლიან შეიქმნან ისეთი სამყარო, სადაც ბედნიერად იგრძნობენ თავს.სამყარო, რომელიც მხოლოდ მათ ეკუთვნით. მათ შესწევთ უნარი იმისა, რომ საკუთარი ზღაპრული ცხოვრება თუნდაც საოცარი ნახატებით გადმოსცენ და ამით ისინი ბედნიერებას იღებენ. უხარიათ თუნდაც ის, რომ სხვაც იზიარებს მის შეხედულებებსა თუ განცდებს,რომ სხვაც შესაძლოა გახდეს მისი ბურუსით მოცული სამყაროს ნაწილი..
მივაბიჯებდი თბილისის ცივ და ბნელეთით მოცულ ქუჩებში.. ვფიქრობდი.. ვფიქრობდი ყველაფერზე. დერეკი მენატრებოდა.
ნარკოტიკები მენატრებოდნენ.. ოცნებები.. ყველაფერი..
არვიცი რა მემართებოდა, თუმცა ვხვდებოდი, რომ "მე" არვიყავი.. თითქოს ჩემში ვიღაც ბევრად უფრო სერიოზული, გაწონასწორებული და წესიერი არსება ჩასახლებულიყო. დერეკის წასვლიდანვე ვიცოდი, რომ რაღაც რიგზე ვერ იქნებოდა, რომ თავს კვლავ დავკარგავდიი,თუმცა არა ამგვარად..
არა..
ასეთი ნამდვილად არ ვარ. "მე" მხოლოდ ოცნებებითა და მარტოობით შემოიფარგლება.. "მე" ამაზრზენია.. ხანდახან მაოცებს.
თითქოს სრულიად სხვაა. თითქოს უნდა რომ მთელი ბოღმა ამოანთხიოს და ყველას სათითაოდ უთხრას ის,რასაც რეალურად ფიქრობს.. მაგრამ არა. მას არ აქვს საკმარისი ძალა და გამბედაობა. სწორედ ამიტომ არის ჩაკეტილი საკუთარ თავში. სწორედ ამიტომ ეძებს სხვა გასასვლელს. ის სუსტია.. ძალიან სუსტია. საკმარისია ერთი არასწორი ნაბიჯი და ის უკვე განწირულია.. პესიმისმით აღსავსე უბრალო გოგოა და მეტი არაფერი.. ვფიქრობდი და საკუთარ თავს ვერანაირად ვერ ვუძებნიდი გამართლებას.
სახლში მისვლისთანავე მწვანე ჩაი გავკეთე და ხელში "კლოუნის თვალთახედვა" ავიღე.
წიგნის ფურცლები იმდენად თხელი იყო, მეშინოდა რამე არ გამეფუჭებინა. სიძველისგან გაყვითლებული და თხელი, თუმცა საოცარი სურნელი ჰქონდა. გადაფურცვლისთანავე მესიამოვნა მისი შეგრძნება და არ ვიცი რატომ, მაგრამ დარწმუნებული ვიყავი, რომ ეს წიგნი ჩემში რაღაცას შეცვლიდა.
როგორც გავიგე მთავარი პერსონაჟი-შნირი არის კნოუნი.. ჩვეულებრივი კლოუნი რომლის შეხედულებებიც ბევრისთვის გაუგებარია.. ბევრისთვის კი დასაძრახი. მისი არავის ესმის და შესაბამისად კრიტიკოსების რიცხვიც საკმაოდ მაღალია..
რაღაცნაირად მესმამოვნა ისეთი პერსონაჟის წაკითხვა, როგორიც შნირია.
არვიცი რატომ გადაწყვიტა უცნობა ჩემთვის ამ წიგნის "ჩუქება", მაგრამ მოლოდინმა მართლაც გაამართლა.
მოსაღამოვდა..
ისევ იმ წიგნების მაღაზიაში გადავწყვიტე შევლა.
მინდოდა რომ მენახა..
ბევრი ფიქრის შემდეგ გადავწყვიტე ყველაფერი გამერკვია მასთან.
მაღაზიაში შესვლისას უდიდესი სითბო ვიგრძენი. იქ ყველაფერი იყო, რაც მჭირდებოდა და მსიამოვნებდა:სითბო, სიმყუდროვე,ძველი წიგნები და რაც არუნდა რთული დასაჯერებელი იყოს უცნობიც..
-ოჰო! მადმუაზელ..
მოულოდნელობისგან ცოტა შემეშინდა როდესაც მისი ბოხი ხმა მომესმა და დააყოლა:
-როგორ გიკითხოთ?
-მოდი რაც მართლა გაინტერესებს ის მკითხე.
მივუგე იემოციოდ..
-ანუ??
-ანუ... ჰჰჰ. ანუ არამგონია ჩემი მდგომარეობით იყო დაინტერესებული. ადამიანი, რომელსაც არც კი ვიცნობ.. უბრალოდ სისულელეა ეს ყველაფერი.
-ელისონ. ამ ყველაფერს აქვს გარკვეული მიზეზი რატომაც ვიქცევი ასე..
თქვა და სახეზე აშკარა უკმაყოფილება დაეტყო.
-რა ჰქვია ამ ყველაფერს? ჯერ წითელი ფორთოხალი, შემდეგ ეს წიგნი..
-არ მოგეწონა?
-მომეწონა. ძალიან მომეწონა. ამაზრზენ რეალობას ასე კარგად თუ აღწერდა ვინმე არმეგონა.
-ვიცოდი რომ ეგ წიგნი შენთვის იყო.
წამიერი დუმილი.. ჯიბიდან სიგარა ამოიღო და მოუკიდა.
-აქ მოწევა დანაშაულია. აქაურობა ისეთი სურნელითაა გაჟღენთილი შეუძლებელია გააქრო ეს ყველაფერი..
ვუთხარი გაბრაზებულმა და ვეცადე ანთებული სიგარა გამომერთმია, რომ ხელები დამიჭირა, ახლოს მოვიდა და ყურში ჩამჩურჩულა
-ჩვენ, ჰო ჩვენ ადრე ერთად უნდა ვყოფილიყავით გესმის? ეს არ არის სიზმარი, არც შენი გამოგონილი სამყარო და არც ილუზიები..
ილუზიები მხოლოდ მაშინ ჩნდება როდესაც გინდა რეალობას თავი აადირო.. ახლა კი ეს არ გჭირდება ელისონ. ახლა შენ კარგად გრძნობ თავს. ამიტომ მინდა რომ რეალობით დატკბე. ადრე.. ძალიან ადრე ვიცნობდით ერთმანეთს. ერთმანეთის გარეშე სიცოცხლეც არ შეგვეძლო, მაგრამ შენ.. შენ ხარ დამნაშავე მხოლოდ იმაში, რომ უბედურებით სავსე ბედისწერა შექმენი. შენ შექმენი ასეთი ცხოვრება..
ბედისწერა არ არსებობს ელისონ..
თქვა და გავიდა.. არვიცი სად მაგრამ მარტო დამტოვა.
უკან გავყევი..
სადღაც გაურკვეველი მიმართულებით მიდიოდა..
იცოდა რომ მივყვებოდი, მაგრამ არ გაჩერებულა.
ბოლოს კი ერთ პატარა სახლთან გაჩერდა, გასაღები ამოიღო.. აშკარა გახდა, რომ ეს პატარა სახლი მისი იყო..
კარის გაღებისთანავე უკან შევყევი..
პატადა, სადა, წიგნებით, იასამნებითა და ნახატებით გადატენილი... თავი ედემის ბაღში მეგონა.
ნამდვილი სასწაული იყო.
არვიცი როგორ, მაგრამ ეს ბიჭი ახერხებდა ჩემი ოცნებების რეალობაში მოყვანას. ზუსტად ისეთი სახლი იყო , როგორშიც ვმოგზაურობდი..
ოთახში დიდი, ძალიან დიდი ტელევიზორი იდგა, მისგან ოდნავ მოშორებით უბრალო სავარძელი.
-ჩარლი ჩაპლინი..
ჩავიბუტბუტე ჩემთვის, ისე რომ არ გაუგია..
პირველად ვნახე დაახოლებით 23-24 წლის ბიჭი , რომელსაც ასე ძლიერ უყარდა ჩარლი..
უეცრად უკნიდან მხარზე შეხება ვიგრძენი. შემოვბრუნდი და პირდაპირ თვალებში ჩავხედე.
-მოდი დაჯექი. ჩაი ჰომ?
-კი.. მწვანე უშაქრო
-კაარგი. შენთვის წითელი ფორთოხალი მაქვს
-საიდან იცოდი?
-რა?
-საიდან იცი ჩემზე ამდენი რამ?
-ხო გითხარი ძალიან ადრე ჩემზე უკეთ არავინ გიცნობდა მეთქი.
-შენთვითნ თუ ხვდები რა სისულელეს ამბობ?
-არ არის სისულელე.. წინა ცხოვრებაში შენში დიდი ადგილი მეკავა. რაც ახლა მეეჭვება ასე იყოს
-ვიცოდი რომ ხელოვანები უცნაურები იყავით. ამიტომ მომწონდით.
მაგრამ ..
-ელისონ მოდი უბრალოდ ჩაი დალიე. წითელ ფორთოხალს მოგიტან.
-არა მომისმინე, სერიოზულად გეკითხები რას ნიშნავს ეს ყველაფერი?-წინა ცხოვრებაში ამდენი კითხვის დასმა არ გიყვარდა. დალიე და წამოდი რაღაცას გაჩვენებ..
ჩაი არც დამიმათავრებია ისე გავყევი. თავის ოთახში შემიყვანა და წინ უდიდესი გალერეა გადამეშალა. ეს ბიჭში ყოველდღე ვახერხებდი აღმომეჩინა რაღაც ახალი, თუმცა ეს უკვე ზედმეტი იყო.
სურათები, სადაც მე და ის ვიყავით...
ძველებური... ყველაფერი ძველებური.. ძველებური ტანისამოსი.. ძველებური გარემო... ყველაფერი თითქოს ძველ დროში იყო. მეც .. ისიც.. ეს საშნლად არარეალური სიტუაცია შიგნიდან მჭამდა.. ვგრძნობდი რომ სადაცაა გული წამივიდოდა..
ცრემლები წამომივიდა.. გაქცევა დავაპირე, თუმცა რაღაც ძალამ შემაჩერა
-დაიცადე გთხოვ..
მიმეორებდა გაუჩერებლად თუმცა არა..
მივრბოდი..
სიბნელეში ვერ ვარჩევდი სად, მაგრამ მივრბოდი..
მივრბოდი როგორც შემეძლო..
უკან კი ის მომსდევდა.
ვყვიროდი ..
ბოლო ხმაზე ვყვიროდი.. შველას ვითხოვდი, მაგრამ არავინ იყო გარშემო რომ "გადავერჩინე"
აქოშინებული შევვარდი რომელიღაცა მაღაზიაში.. ცრემლები კი არ წყდებოდა..
-გოგნა კარგად ხართ?
მკითხა ხანში შესულმა ქალბატონმა. მე კი ხმას ვერვიღებდი..ხელში ერთი ჭიქა წყალი გამომიწოდა და დაჯდომა შემომთავაზა..
-გოგონა.. სასწრაფოში ხომ არ დავრეკო?
-არა არა არა! არ არის საჭირო ის მომსდევს.. ის ..
ქალბატონი შეშინებული გავიდა გარეთ და იქაურობა მოათვალიერა. შემდეგ გაკვირვებული შემობრუნდა და თითქოს დამშვიდებულმა მითხრა რომ იქ არავინ იყო.. საერთოდ არავინ, რომ სანერვიულო არაფერი მქონდა. რაღაც გაურკვეველი აბები დამალევინა. რამდენიმე წუთის შემდეგ კი ვერ მოვითმინე.. დიდი მადლობა გადავუხადე და გარეთ ვაპირებდი გამოქცევას, რომ შემაჩერა
-დილის 6 საათია შვილო. ცოტაც მოითმინე.. მალე მაღაზიის მეპატრონეც დაბრუნდება და სახლში მიგაცილებს. ახლა ნუ წახვალ.
-არა მეჩქარება..
აკანკალებული ხმით ვუთხარი და გარეთ გამოვიქეცი.. ჯერ კიდევ ბნელოდა. ლამპიონების შუქზე ვიკვლევდი გზას და თან შეშინებული აქეთ-იქით ვაცეცებდი თვალებს..
ვინ იყო?
საიდან ?
როგორ?
კვლავ ის ფოტოები მედგა თვალწინ.. კვლავ წარსული. მე.. აშკარად მე ვიყავი..
სრულიად სხვანაირი..
ბევრად მხიარული და ლაღი.
ცრემლები კვლავ გაუჩერებლად მომდიოდა. მლაშე სითხე, რომელიც ჩემს თითოეულ ნაკვთს წვდებოდა უკვე აუტანელი იყო.. აუტანელი იყო გაუსაძლისი თავის ტკივილიც..
სახლი..
სახლში მინდოდა..
დერეკი მინდოდა..
წამალი მინდოდა..
სულერად განადგურებულს უკვე აღარ ვიცოდი რას ვაკეთებდი..
იქვე ახლომახლო ერთ ბარს წავასწყდი..
პირველად გამიჩნდა სურვილი ხალხმრავალ ადგილას, მითუმეტეს ბარში შესულიყავი და იმდენი დამელია, რომ დამევიწყებინა ყველაფერი რაც ჩემს გარშემო ხდებოდა. .
-ვისკი!
მოკლედ მოვუჭერი ტატუებიან ბარმენს..
მართალია თავიდან ფეხებამდე ისე ამათვალიერა, თითქოს ძვირიანი დაბალი ყოფაქცების გოგო ვყოფილიყავი, მაგრამ ყურადღება არც მიმიქცევია ისე გადავკარი სითხე, რომელიც მწარედ იკვლევდა გზას ჩემში... არ მაინტერესებდა იმ წუთას ჩემს გარშემო ვინ რას ფიქრობდა.. ერთადერთი ის იყო, რომ მინდოდა მთელი სხეული ამ ალკოჰოლს მოეცვა..



№1  offline წევრი ტომა

ოჰოო ასე მოვლენების ასე განვითარებას არ ველოდი..
ძალიან კარგია

 


№2  offline წევრი nirvanus

ტომა
ოჰოო ასე მოვლენების ასე განვითარებას არ ველოდი..
ძალიან კარგია

სიმართლე გითხრა არც მე. გმადლობ

 


№3  offline წევრი tekka

თითქმის ნახევარ საათში ჩავიკითხე ოთხივე.არ ვიცი რამდენი წლის ხარ რეალურად,ან რა გქვია,ან ვინ ხარ საერთოდ.მაგრამ აქ ყველა ვართ იმისთვის,რომ "ინკიგნიტოებად" დავრჩეთ ხომ?(მე ყოველშემთხვევაში ასე ვარ).რაღაცნაირია.ჯერ ის გამიხარდა Archive-ს რომ უსმენ.ცოტაა ხარისხიანი მუსიკის მსმენელი.ან თუ უსმენენ უბრალოდ არ ესმით.Archive - Again კი მანგრევს მე მაგალითად.ნახვების და კომენტარების რაოდენობას ნუ შეხედავ ძალიან გთხოვ."ნორმალურად" მოაზროვნე ცოტაა ამ სამყაროში და არცაა საჭირო ბევრმა წაიკითხოს. 505 არ მახსოვს ვინ დაწერა აქ,მაგრამ ისიც მაგარი იყო მართლა.მოკლეთ "კარგად" ვგრძნობ თავს ,როცა ჩემნეირებთან მაქვს საქმე.არ შეწყვიტო ამის წერა.არ გაპატიებ მაგას!!!გამიხარდა რომ გიპოვნე.
კარგი ხარ
წარმატებები
fellow

 


№4  offline წევრი nirvanus

tekka
თითქმის ნახევარ საათში ჩავიკითხე ოთხივე.არ ვიცი რამდენი წლის ხარ რეალურად,ან რა გქვია,ან ვინ ხარ საერთოდ.მაგრამ აქ ყველა ვართ იმისთვის,რომ "ინკიგნიტოებად" დავრჩეთ ხომ?(მე ყოველშემთხვევაში ასე ვარ).რაღაცნაირია.ჯერ ის გამიხარდა Archive-ს რომ უსმენ.ცოტაა ხარისხიანი მუსიკის მსმენელი.ან თუ უსმენენ უბრალოდ არ ესმით.Archive - Again კი მანგრევს მე მაგალითად.ნახვების და კომენტარების რაოდენობას ნუ შეხედავ ძალიან გთხოვ."ნორმალურად" მოაზროვნე ცოტაა ამ სამყაროში და არცაა საჭირო ბევრმა წაიკითხოს. 505 არ მახსოვს ვინ დაწერა აქ,მაგრამ ისიც მაგარი იყო მართლა.მოკლეთ "კარგად" ვგრძნობ თავს ,როცა ჩემნეირებთან მაქვს საქმე.არ შეწყვიტო ამის წერა.არ გაპატიებ მაგას!!!გამიხარდა რომ გიპოვნე.
კარგი ხარ
წარმატებები
fellow

როგორ გამახარე არიცი :3
უდიდესი მადლობა რომ კითხულობ. არვიცი რასვწერ, ცოტა უცნაური რომაა ვიცი,მაგრამ მთავარია რომ ვიღაცები იღებენ ამით სიამოვნებას და ესეც საკამრისია.
მადლობა!

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent