შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უდანაშაულო სიყვარული (თავი 2)


5-02-2016, 22:28
ავტორი Dikunadiko
ნანახია 1 983

თავი 2

-ვინ ჰგონია თავისი თავი, მამიკოს ფულებით განებივრებული უსინდისო ტიპია, როგორ მეზიზღები დანიელ. ხმადაბლა ბუტბუტებდა და ხელის გულს სირცხვილისგან აწითლებულ ლოყაზე ისმევდა.
აბა რა გეგონა რომ ეტინგიცებოდი, ბოლოსდაბოლოს შენი უფროსია.
კარებზე გაბმული კაკუნი, სწრაფად შემშრალებული თვალები და კარის ზღურბლზე თავჩაღუნული დანიელი.
მომატებული პულსი, სიბრაზის ნაპერწკლები ნატას თვალებიდან და დანიელის ხელი მის ლოყაზე, გაუცნობიერებლად მოპარული პირველი კოცნა და მის ტუჩებთან ამოჩურჩულებული:
-მაგიჟებ!

*
სტუმრები უკვე დაიშალნენ, თუმცა ნატა ჯერ კიდევ ფეხზეა, ელოდება როდის დაწვებიან დასაძინებლად უფროსები ,რომ წავიდეს სახლში, რას ამბობთ, აქ გაჩერდება ღამით? რომ კიდევ ესტუმროს დანიელი? ან ის რა იყო, მოვიდა აკოცა და წავიდა, ეხლაც ახსოვს მისი ტუჩების სიმხურვალე, როგორი ვნებიანი და ნაზი კოცნა იყო, ასეთი რამ არასდროს განუცდია, მაგრამ ადგილსაც ვერ პოულობს, ამ მამაკცს საცოლე ჰყავს, არ ასვენებს ის ფიქრი რომ დანიელი მხოლოდ გამოიყენებს და გაერთობა ქორწილამდე, მერე კი მოისვრის თავისი ცხოვრებიდან.
გული ჯერკიდევ უთრთის, პირველად გაიგო მამაკცის ასეთი ვნებადახშული ხმა,ამჯერად ტვინსაც ვერ მბრძანებლობს, რომ შეწყვიტოს ფიქრი მამაკაცზე.
-ღამემშვიდობისა ნატა, შეგიძლია წახვიდე დასაძინებლად. ტყავის დივანზე ქმართან ერთად ჩამომჯდარმა ლეილამ უთხრა და მოპირდაპირე სავარძელზე დანიელზე აკრულ მთვრალ ირენას გახედა,რომელსაც მამაკაცის მხარზე ჩასძინებოდა.
ვერ შეხედა, ან როგორ შეეხედა თვალებში, ან როგორ ენახა რომ მის მხარზე სხვას ეძინა.
არა გამაგიჟებს ეს გოგო, ერთი კოცნის შემდეგ უკვე ამხელა კოშკები ააგო? არ შეიძლება ასე ნატა!
-ქალბატონო ლეილა, მე მირჩევნია წავიდე, ხვალ დილით მოვალ. თავდახრილმა, მორიდებით ამოილაპარაკა.
-რასამბობ შვილო, ამ შუა ღამეს სად უნდა წახვიდე. მთელი საღამოს განმავლობაში პირველად ესმის ოჯახის უფროსის ხმა, და იცით? ხმა საერთოდ არ ჰგავს სახის გამომეტყველებას, საოცრად თბილი და კარგი ადამიანი ჩანს.
-ბებია ხომ არ არის ცუდად? ფეხზე წამოდგა ლეილა და გაკვირვებულ თვალებში შეხედა ნატას. - ნელიმ მითხრა ავადმყოფი ბებია ჰყავსო. მალევე განუმარტა სიტუაცია.
- არა , უბრალოდ არ მინდა მარტო დატოვება . დილით დავბრუნდები.
-მე წავიყვან. დაბოხებული ხმა იგრძნო ზურგს უკან და გააკანკალა, შეწინააღმდეგების ძალაც ვერ იპოვა საკუთარ თავში, რა ქნას, ამ ერთ დღეში საოცრად მიეჯაჭვა მამაკცს, რომელიც მალე სხვისი გახდება და ეს ფიქრი ჭკუიდან შლის უკვე.
-ხო, წაიყვანე შვილო. ბატონმა რევაზმა დაუყვავა და მინის მაგიდაზე დადებული მანქანის გასაღები მიაწოდა.
-გარეთ გელოდები.
ფეხის კანკალით წავიდა ოთახისკენ, ფორმა გაიძრო და სარეცხ მანქანაში შეაგდო.
შავი ჯინსი მოიხდინა თხელ ფეხებზე, ნაცრისფერი მოკლე ზედა გადაიცვა და ჯინსის მოკლე ქურთუკი., თმები ჩამოიშალა, ჩანთა მოიკიდა და გავიდა.
უფროსებს კიდევ ერთხელ დაემშვიდობა და სწრაფი ნაბიჯით გავიდა გარეთ.
მიდის და ფეხები უკან რჩება, არადა მიდის სწრაფად, არ იცის რატომ, მაგრამ გული საშინლად მიუწევს გარეთ მდგარი მანქანისკენ.
-ღამემშვიდობისა ნატა. ღია ჭიშკართან ნიკო ხვდება.
-დროებით ნიკო. ხედავს როგორი დაძაბული მზერით იყურება მანქანიდან დანიელი, ცალ ფეხზე იწევა და ნიკოს ლოყაზე კოცნის.
ოხ ეს ქალური ჟესტები, იაფასიანი სცენები, რისთვის? უნდა რომ იეჭვიანოს დანიელმა, გამოსდის კიდევაც და დანიელის აალებულ თვალებს აწყდება თუ არა, ღიმილით სცილდება ნიკოს და მანქანისაკენ მიიწევს.
ძარღვები დაჰბერვია დანიელს, ცალ თითს ტუჩებზე იტარებს მეორე საჭესთვის მოუკიდია.
რას აკეთებს, ან რატომ აკეთებს, თვითონაც ვერ ხვდება, იცის ,რომ ირენთან მიმართებაში არასწორედ იქცევა, თუმცა ამ თითისტოლა გოგომ 25 წლის მამაკცს ისეთი რამ აგრძნობინა რაც არასდროს უგრძვნია არცერთი ქალის მიმართ, მერე რა ,რომ კოცნაც კი არ იცის ნორმალური, პირიქით, ის უფრო ახელებს პირველი რომ შეეხო მის ტუჩებს, ისიც კი აგიჟებს მის დარაჯს, ნიკოს რომ ელაპარაკება ღიმილით, ნიკოსთან სულ სხვა, ლაღი გოგონა, მაგრამ მასთან, არა სულ სხვანაირია, უფრო დაძაბული და მშიშარაა, მიუხედავად იმისა რომ ცდილობს ასეთი არ გამოჩნდეს.
აქამდე არ უფიქრია რატომ არის ირენასთან ერთად, უყვარს? არც ეს იცის, ისნი ხომ პატარაობიდანვე ერთად იყვნენ, ყოველთვის და ახლა რომ გაიზარდნენ გადაწყვიტეს დაქორწინება, საკუთარი ბიზნესის მოწყობა, და იქნებ ეს ყველაფერი მხოლოდ ფულისთვისაა? და როგორ დაეშვა დანიელი აქამდე ვერ ხვდება, როგორ შეიძლება მოიყვანოს ის ცოლად ვინც არ უყვარს, ახლა პირველად უტყდება საკუთარ თავს, რომ არ უყვარს ირენა!
რა დამართა ამ თავხედმა მოსამსახურემ.

მაქსიმალურად წელავს ნატა ნაბიჯებს, თუმცა ბოლოს ისევ დანიელის მაქანაში ხვდება.
დანიელი ისე მართავს მანქანას ზედაც არ უყურებს ნატას,არც ნატა იკლავს თავს ინიციატივის გამოჩენით, მაგრამ ორივე ღრმადაა ჩაფიქრებული, და არც თუ ისე გასაკვირად, ორივე ერთზე ფიქრობს -ერთმანეთზე!
-მადლობა. თავდახრილი ეუბნება და მანქანიდან გადასვლას ცდილობს, თუმცა კარებები ჩაკეტილია.
-ნუ მოამტვრიე კარი. სიცივე შეპარული ხმით ეუბნება და თვალებს ადგილზე მოწრიალე ნატასკენ აპარებს.
-გააღეთ კარები.
-რატომ? მე მეგონა ჩემი სიახლოვე გსიამოვნებდა. მაქსიმალურად უახლოვდება სავარძელზე აკრულ ნატას, მუხლები უკანკალებს საწყალს, რა ქნას ჭკუიდან იშლება დანიელის სიახლოვით ,მაგრამ ხომ არ აჩვენებს და არ გაახელებს მამაკაცს.
დანიელიც,რომ ვერ იკავებს თავს, საქმეც მაგაშია, ნელ-ნელა მიიწევს უკვე მონატრებული ტუჩებისკენ.
-არ გინდა, გთხოვ!
ორიოდე მილიმეტრის მოშორებით ამოჩურჩულები სიტყვები აჩერებს და თავის ადგილს უბრუნდება.
-დაივიწყე რაც დღეს მოხდა, იმიტომ ,რომ ეს აღარასდროს განმეორდება. უფრო თავისთვის ჩაილაპარაკა , თითქოს თავისი თავის დაჯერებას ცდილოს, მაგრამ ვის მოატყუებს, შუბლზე აწერია ყველაფერი, მანქანის კარებს აღებს და აწითლებულ ლოყებზე ქარის იმპულსები ამშვიდებს, სუნთქვას ირეგულირებს და სადარბაზოკენ დგავს ნაბიჯს თუმცა მაჯაზე მაგრად ჩამღაუჭებული ხელი უცებ აბრუნებს უკან და შემდეგ მხოლოდ და მხოლოდ რითმული გულის ძგერა ესმის და თბება, დანიელს მაგრად ჰყავს მიხუტებული გულზე და ღრმად ისრუტავს თმების სურნელს.
-რას ვაკეთებთ, არასწორედ ვიქცევით დანიელ.
-მე არ შემიძლია შენგან შორს ყოფნა! დამარცვლით ჩურჩულებს ნატას ყურთან, შუბლზე მხურვალე კოცნას უტოვებს და თვალებით უბიძგებს სადარბაზოსკენ.
მუხლები ეკვეთება, როგორ უნდა მთელი ღამე ასე ჩახუტებულებმა გაატარონ, ნუ ხარ ზედმეტად რომანტიკოსი ნატა!
ან რა ქნას, ყველაფერი პირველია მის ცხოვრებაში, დღეს პირველი სამუშაო დღე, დღეს პირველი მოპარული კოცნა და დღეს პირველი სიყვარული, და ყველაფერს ავიწყებს ეს არანორმალური გრძნობა, იმასაც რომ დანიელი დანიშნულია..
იცის, დარწმუნებულია ,რომ ბოლოს ყველაზე მეტად ეტკინება, წინათგრძნობა არასდროს ღალატობს ნატას, მაგრამ ვეღარ თმობს, იცის ,რომ მიუღებელია მისი სიყვარული, მაგრამ უნდა სცადოს, რადგან თუ არ სცადა შემდეგ მთელი ცხოვრება ინანებს.

ლიდიას მშვიდად ეძინა, ღამის 4 საათზე გაზქურასთან იდგა და დილისთვის მაკარონს ხარშავდა, მერე დაღლილმა შეაბიჯა სააბაზანოში, თეთრ ფერდაკარგულ აბაზანაში წყალი დააგუბა, ქილის ძირში დარჩენილი შოკოლადის სურნელოვანი ფხვნილი წყალში აურია და შიგ ჩაეშვა, ცხელმა წყალმა დაღლილობა სულ დაავიწყა, საღ გონზეც კი დააბრუნა.
-რას აკეთებ შე სულელო, როგორ გაბედე და შეიყვარე, შენ არ გაქვს ამის უფლება ნატა, არ უნდა გიყვარდეს, არა ,არა, არა!! ხმადაბლა ამოიჩურჩულა და სუნთქვა შეკრულმა ჩაყვინთა წყალში.

-ბებო მოგიკვდეს, მთელი ღამე არ გიძინია,დაგესვენა ცოტა მერე წასულიყავი.
-მეორედ არ თქვა ეგრე ბებო! თან თუ არ ვიმუშავე ვინ გადამიხდის, არ ინერვიულო ბეე, ძალიან კარგი ოჯახია... ჩანთა მოიკიდა, ქალბატონი ლიდია ჩაკოცნა და სწრაფი ნაბიჯებით გავიდა სადარბაზოდან.
-ვაიმე დედა, რა გლახათ ამტკივდება ხოლმე ეს გული. კარები ცალი ხელით მიკეტა, მეორეთი კომოდს დაეყრდნო და იქვე დადებული წამლები შესვა.


*
-უკაცრავად , უფროსები ჯერ არ ამდგარან.
მისაღებში შემოვარდნილ ქალს მიეჭრა და მორიდებით ჩაილაპრაკა.
-შენ მემგონი ახალი ხარ ხო? იცი მე ვინ ვარ? . ოდნავ მოიხარა წელში და ცინიკური ღიმილით შეხედა მის წინ აწურულ ნატას. - მე მალე ამ ოჯახის რძალი გავხდები, შენ კი კინწისკვრით გავარდები ამ სახლიდან, ამიტომ მოიქეცი ნორმალურად და შენი ადგილი იცოდე! შეუღრია და ხელით გვერძე გაწია.
კიბეებზე აბაკუნებული შემობრუნდა და მოაძახა: - საუზმე ამოგვიტანე მე და ბექას ოთახში.

როგორ შლის ეგ გოგო ნერვებზე, და ერთი კვირა ამ საფრთხობელას უნდა გაუძლოს? ნეტა რა ნახა დანიელმა ამ სწერვაში ცოლად მოყვანასაც ,რომ უპირებს.
-რა შენი საქმეა ნატა? შენ უბრალოდ მოსამსახურე ხარ, დაიმახსოვრე ,ბოლოს და ბოლოს. ამოიჩურჩულა და სამზარეულოსკენ გავიდა.
გამზადებული საჭმლები, წვენი და ყავა სინზე დააწყო და ფრთხილად აიარა კიბეები, დანიელის ოთახთან შეჩერდა, სუნთქვა ,რომ დაერეგულირებინა, იცოდა იქ ნანახი ატკენდა, მაგრამ მოვალეობები არ უნდა დავიწყებოდა. ამიტომ მორიდებით დააკაკუნა და შევიდა ოთახში. თვალების აწევისაც ეშინია, საბრალო გოგო.
დანიელიც როგორი თვალებით მისჩერებია, ეს გველი ისევ შემოტმასნია მამაკცის სხეულს.
სინი კომოდზე დადო და გამოსვლას აპირებდა დანიელის ხმამ ,რომ შეაჩერა
-ქვევით ჩაიტანე საჭმელი, იქ ვისაუზმებთ. აღარ ჰგავდა გუშინდელ -ს ახლა ბევრად ცივი, მკაცრი და უხეში ხმაა აქვს.
-დანიიი, მე აქ მინდა საუზმობა. დაბერილი ტუჩები ააცმაცუნა ირენამ და აწეული წარბით გამოხედა ნატას.
დანიელმა თვალებით უბიძგა მოსამსახურეს კარებისკენ, ესეც უხმოდ გამოვიდა.
ერთი სული აქვს როდის მოიცლის, შევა ოთახში და კარგად ამოიტირებს, რომ დაცლილი გულით ისევ შეუდგეს სამუშაოს.
გრძელ მაგიდასთან ჩამოსხდნენ სამზარეულოში, ნატამ ფინჯნებში ყავა ჩამოუსხა და დახლისკენ წავიდა.
-აუუუ, ეს რა არის.. მე ტკბილს არ ვსვავ. სიტყვების გაწელვით თქვა ირენამ და წარბებშეკრულმა გადადო ჭიქა სუფრაზე.
დანიელმა თავი გადააქნია და ჭამა გააგრძელა.
-მოდი მე გაჭმევ რაა. ისევ ააწკლაპუნა ტუჩები ქალბატონმა.
ვერ გააჩერა ენა, დილა მოუწამლა საქროსაც და მოსამსახურესაც, განა შეიძლება ამდენი ლაპარაკი და უკმაყოფილება? ბოდიშით, რომ ნატას მამიკოს ფულებით განებივრებული გოგოშკა არაა.
-მეც ჩამომისხი ყავა ნატა! მობეზრებულმა ამოილაპარაკა .
მაშინვე მივიდა მაგიდასტან და ფინჯანი აიღო.
-მოდი გამიღე პირი დანიი. როგორ ვერ იტანს ამ გოგოს ლაპარაკის მანერას, დიდი სიამოვნებით შემოულაწუნებდა, როგორც ჩანს დანიელსაც ამოასხა ყელში.
ხელსახოცი მაგიდაზე მოისროლა და წამოდგა თუ არა მისმა პერანგმა ისევ იგემა ლაქები, ამჯერად ყავის.
დღეს საშინელ ხასიათზეა დანიელი, ამიტომ გააკანკალა ნატასაც, თავი ძლივს შეიკავა იქვე არ აბღავლებულიყო, არადა როგორი ჩურჩუტია, განა შეიძლება ასე? სამჯერ დაულაქავო პერანგი უფროსს? დანიელიც გაცოფებული თვალებით ,რომ იყურება, ალბათ ირენაზე გაბრაზებული ახლა ნატაზე იყრის ჯავრს. მაგრამ არა, სუნთქვას ირეგულირებს და როგორღაც მძიმე ნაბიჯებით გადის სამზარეულოდან.
-აქამდე როგორ არ გაგადო მიკვირს, თუმცა გადმოვალ თუ არა აქ, მაშინვე გამოვასწორებ მაგას. ცინიკურად გადაუჩურჩულა და გაიძურწა სამზარეულოდან.
უდანაშაულო სიყვარული (თავი 2)

ფანტანთან ჯდება , აშკარად ესაჭიროება დაფიქრება, უკვე ასე თუ ისე ჩამოყალიბებული მამაკაცია , ამიტომ სანამ რაიმეს გადაწყვეტს კარგად უნდა დაფიქრდეს, თუმცა ჯანდაბა, ვერც ,რომ ფიქრობს, მთელი გონება თავხედ მოსამსახურეს ააქვს მოცული, უბრალოებით და გულუბრყვილობით,რომ ატყვევებს ყოველ გამოხედვაზე, ირენაც როგორ ეცოდება, როგორ აუხსნას,რომ არ დაინიშნებიან, როგორ უთხრას რომ სხვა უყვარს, გოგოს ხომ ბავშვობიდან იცნობს, თუმცა რაც ნატა გაიცნო ირენას სიახლოვესაც კი ვეღარ იტანს, გუშინდელი გულუბრყვილო თვალები სააბაზანოში ,რომ შეეჭრა წყვილს დღემდეც გულში ჩარჩენია. ახლა ცოტა დალევა არ აწყენდა, და რათქმაუნდა მეგობრები, ტელეფონს ხელში ათამაშებს და ნომერს კრიფავს
-ვიცი მაგარი ცუდი ძმაკაცი ვარ ორი დღეა არ გამოვჩენილვარ, მაგრამ საპატიო მიზეზები მაქვს. ისე ასწია გიორგიმ ჰაერში ხელები თითქოს დანიელი დაინახავდა.
-დღეს საღამოს ბარში გავიდეთ, ომოსაც გადაურეკე .
-აკი დავემშვიდობეთ "ხალასტოი" ცხოვრებასო? გადაიხარხარა გიორგიმ
-დავემშვიდობე მარა დალევაც ხო არ მეკრძალება.
-ვაა ყოჩაღ ირინკას, როგორ მოგათვინიერა ასე.
-საქმეც მაგაშია,რომ ირენა აქ არაფერშუაშია. ღრმად ამოიხვნეშა და იდაყვით ფეხს დაეყრდნო.
-ოპაა, რა ახალი ამბები გაიჩითა.
-ხოდა ძმები მჭირდება გვერდში, საღამოს 7ზე ბარში ვიქნები.
-ძმას ვენაცვალე, უჩვენოდ როდის ყოფილა სვავდი. კარგი ეხლა ელენეს მივყვები შოპინგზე და გნახავ.

ელენემ ხომ სულ მოათვინიერა გიორგი, არადა ამაზე დიადი ბაბნიკი არავინ იყო მთელს ქალაქში, ერთი შეხედვით გააგიჟა ქერა ლამაზმანმა საწყალი ბიჭი.

*
-შეიძლება? მორიდებით დააკაკუნა დანიელს კარებზე ზუსტად 5 წუთში, როგორც უფროსმა უბრძანა. არადა გული ისე უთრთის ახლა გადმოხტებაო ჰგონია, ვინ იცის, მოჩვენებით სიმშვიდის უკან რა იმალება.
მამაკაცი ფანჯარასთან იდგა, ხელები შარვლის ჯიბეში ჩაეწყო და თვალმოჭუტული გაჰყურებდა ჰორიზონტს.
ნატამ კარი ოდნავ გასაგებად მიხურა და იქვე აიტუზა, როდის მომაქცევსო ყურადღებას.
-იცი აქ რატომ ხარ? ისე ჰკითხა არც შემობრუნებულა.
-იმიტომ,რომ თქვენ დამიძახეთ. ნერწყვი ხმამაღლა გადაყლაპა და რაც შეეძლო თამაად უპასუხა ნატამ
-იმიტომ,რომ მინდა აქ იყო. მინდა ვგრძნობდე შენს სიახლოვეს. და იცი რატომ?
-არგინდათ ბატონო დანიელ. ზედმეტად ოფიციალური გამოუვიდა წინადადება. როგორ გათამამდა ეს ერთი ციდა მოსამსხურე, უყურეთ, გაგულისდა და სიტყვასაც აწყვეტინებს უკვე.
წამის მეასედებში აღმოჩნდა ნატას პირისპირ.
-ტყუილიც ,რომ არ გეხერხება. ტუჩის კუთხეს ტეხავს, საოცარი ღიმილი აქვს, დნება ნატა, სანთელივით იღვინთება, თუმცა გარეგნულად არაფერს არ იმჩნევს.
-გამიშვი გთხოვ, არ შემიძლია ასე, შენ სხვისი ხარ, მე არ მაქვს უფლება , დაივიწყე , დამივიწყე გთხოვ დანიელ, უფრო ნუ დამტანჯავ. ცხელმა ცრემლებმა დაუნამეს თვალები პატარა ქალბატონს, ცერაა თითით მოსწმინდა დანიელმა და გულში ჩაიკრა.
-ნუ იტყუებ თავს, არსად არ გაგიშვებ, არ შემიძლია , მიყვარხარ შე სულელო, რატომ არ გესმის..
პირველი მიყვარხარ..
პირველად ეზიარა ამ სიტყვის მნიშვნელობას..
როგორ უჭირს, როგორ უნდა გაიქცეს, მაგრამ უფრო მეტად უნდა მაგრად მოხვიოს ხელები კისერზე და ბედნიერმა დაუკოცნოს ტუჩები.
თითის წვერებზე იწევა და ნაზად ეხება მამაკაცის ტუჩებს..
ახლა ეშინია,რომ დაკარგავს დანიელს.


როგორ გამახარეთ,დადებითი კომენატრებით <3 ძალიან მიყვარხართ , მადლობა ჩემს მკითხეველბს !



№1 სტუმარი ana

Auu velodi axal tabs

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent