შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სისუსტე (თავი 2)


5-02-2016, 23:04
ავტორი nicol
ნანახია 8 536

****
უკვე მორთულ-მოკაზმული მანქანაში ვიჯექი და მოთმინებით ველოდი სად წამიყვანდა. პირველად მეცვა მაღალქუსლიანი ფეხსაცმელიები, საკმაოდ მიჭირდა, თუმცა არ ვტყდებოდი. ვცდილობდი მაქსიმალურად თავდაჯერებულად მევლო. საკუთარი თავი მესხვაფერებოდა, ცოტათი მომწონდა კიდეც. გაგეცინებათ, მაგრამ პირველად წავეკეკლუცე საკუთარ თავს სარკეში.
მისგანაც იგივეს ველოდი...
სრული ინდიფერენტულობა...
არც კი შემოუხედავს. უფრო სწორად შემომხედა, მაგრამ საერთოდ ვერ აღმიქვა. ვერ აღმიქვა ისე, როგორც ამას მე ველოდი.
მანქანა ერთ-ერთ რესტორანთან გააჩერა. სარკეში დავინახე, ჩვენს უკან ნაცნობი მანქანა. ის ორი დაკუნთულიც გამოგვყოლია. უკვე მეცინებოდა კიდეც. არ ვიცოდი რას წარმოადგენდა, რას საქმიანობდა ან რაში სჭირდებოდა დაცვა. არც თვითონ აკლდა ჯანი, ერთი შეხედვითაც იგრძნობოდა, რომ საკუთარი თავის დაცვა არ გაუჭირდებოდა, ეს ორი პროტეინით გაჟღენთილი არსება რაღად უნდოდა ვერ ვხვდებოდი.
შიგნით შევედით. ჩვენს დანახვაზე უზარმაზარ დარბაზში გაშლილი ერთ-ერთი მაგიდიდან ახალგაზრდები წამოშალნენ და შეძახილებით შეეგებნენ ბექას. რატომღაც ფორმალურ ვახშამს, ან ბიზნესშეხვედრას ველოდი. გამიკვირდა და მეუცხოვა. წარმოიდგინეთ ისიც კი არ მეგონა, საერთოდ თანატოლებთან თუ ჰქონდა ურთიერთობა.
როგორც ნელ-ნელა გავარკვიე კლასელები იყვნენ. სკოლის დამთავრებიდან 10 წლის იუბილეს აღნიშნავდნენ. კიდევ უფრო გაურკვეველი გახდა ჩემი აქ წამოყვანის მიზეზი. რაში უნდა დასჭირვებოდა პარტნიორი კლასელებთან შესახვედრად? მიზეზს ცოტა მოგვიანებით მივხვდი. მივხვდი და წარმოიდგინეთ სახელიც კი გავიგე – სოფო.
მაგიდის მეორე ბოლოში იჯდა და თვალებით ჭამდა ბექას. ბექა არ იმჩნევდა... თითქოს. მაგიდის ქვეშ შევამჩნიე ნერვიულად მომუშტული ხელი. სოფოს სულაც არ უყურებდა, უფრო მის გვერდით მჯდომს, თმაშეთხელებულ სოლიდური შესახედაობის მამაკაცს. პირველად ვხედავდი მის სახეზე ემოციას. გული დამწყდა მე რომ არ მეკუთვნოდა ეს ემოცია. რა უფლება მქონდა, მაგრამ მაინც დამწყდა.
– ბექა, რამდენი ხანია არ გამოჩენილხარ? აღარც მეგონე საქართველოში. – ფიქრებიდან გვერდითმჯდომმა ჟღალთმიანმა გოგონამ გამომიყვანა. – მე ქეთი მქვია, – ახლა მე მომიბრუნდა და თვითონვე გამეცნო, რომ მიხვდა ბექა არც აპირებდა ჩემს წარდგენას. – დიდი ხანია იცნობთ ერთმანეთს? – შამპანური მოსვა და ინტერესით შემომხედა.
ბექას უკვე თავლი მოეშორებინა მაგიდის ბოლოში მოჭუკჭუკე წყვილისთვის და ახლა მე მიყურებდა დაძაბული, ეტყობა ეშინოდა რამე ზედმეტი არ წამომცდენოდა. ჩემი თანამოსაუბრისკენ შევბრუნდი, მაგრამ მის მზერას მაინც ვგრძნობდი, გამჭოლ მზერას.
– არა, დიდი ხანი არ არის. – ხელი წავიღე და მაგიდს ქვეშ, ჯერ კიდევ ნერვიულად მომუშტულ ხელზე მოვკიდე.
ვიგრძენი როგორ დაიძაბა. გეფიცებით ვერ ვხვდები ასე რატომ მოვიქეცი. საკუთარ თავთანაც კი ვერაფრით ვიმართლებდი თავს, უნებური რეაქცია იყო, შეიძლება ითქვას რეფლექსური.
– ვიცეკვოთ?
მივიხედე და გაოცებისგან პირი დავაღე. წეღან ბექა თვალებით რომ ჭამდა ის წამოგვდგომოდა თავზე და თავხედური ღიმილით მეპატიჟებოდა საცეკვაოდ.
– არც კი გაგვაცნეს ერთმანეთი, – ისევ აგრძელებდა. – ლევანი მქვია, ერთ დროს მე და ბექა უახლოესი ძმაკაცები ვიყავით.
ვიგრძენი როგორ გაუხშირდა სუნთქვა ბექას.
– ბექა არ გვიწყენს, არა ბექუშ? – ახლა მას მიუბრუნდა.
კარგი არაფერი მოხდებოდა, ზედმეტად თავხედი იყო ეს თვითკმაყოფილი იდიოტი.
– სიამოვნებით, მაგრამ ჯერ ბექას შევპირდი. – წამოვდექი და სცენისკენ წავიყვანე.
შუა დარბაზში გავჩერდით. ცოტა დამშვიდებული მეჩვენა, თუმცა ჯერ კიდევ დაჭიმული ჰქონდა სხეული. ხელები ჩემს წელზე დავაწყობნე, თვითონ კისერზე მოვხვიე და მსუბუქად დავიწყეთ რწევა მუსიკის ჰანგზე. არც მე ვბრდღვნიდი ცეკვაში და ბექა ხომ საერთოდ. შეიძლება ძალიან სასაცილოდ გამოვიყურებოდით შორიდან, თუმცა მე მსიამოვნებდა. მთელ სხეულში ვგრძნობდი სასიამოვნო ტალღებს.
– პირველი სიყვარული? – თვალით მაგიდასთან მჯდომ სოფოზე ვანიშნე.
ორი წუთი მიყურებდა თვალებში ისე, რომ ხმა არ ამოუღია.
– რა გქვია? – კითხვამ შოკში ჩამაგდო. ახლაღა გავაცნობიერე, რომ სახელი არც კი უკითხავს.
ის იყო გაბრაზებას ვაპირებდი, რომ გავაანალიზე სიტუაცია. რა აუცილებელი იყო დაინტერესებულიყო ჩემი ვინაობით? მე ხომ უბრალოდ დაქირავებული ადამიანი ვიყავი? მე თუ მეტი მნიშვნელობა მივანიჭე ამ საღამოს, ეს ჩემი შეცდომა იყო და არა მისი.
– ანა. – რაც შემეძლო მშვიდად ვუპასუხე.
– ჰაერზე გავიდეთ, ანა. – პასუხს არ დალოდებია, ისე გამიყვანა ვერანდაზე.
დაახლოებით ხუთი წუთი ვიდექით ჩუმად.
– შეიძლება გკითხო? – მისკენ მივბრუნდი.
ძლივსშესამჩნევად დამიქნია თავი და მოაჯირს ჩამოეყრდნო.
– რა აუცილებელი იყო ეს ყველაფერი? – მსუბუქად ჩამოვჯექი მოაჯირზე.
არაფერი მიპასუხა. პიჯაკი გაიხადა და მხრებზე მომახურა.
– დამიჯერე, არავისთვის არაფერი გაქვს დასამტკიცებელი... პირიქით. – პიჯაკის კიდეებს ხელი მოვკიდე და მოხერხებულად გავეხვიე.
– კარგი გოგო ხარ, ანა. – მეგონა მომესმა. – იმდენად კარგი, რომ ალბათ აქ არ უნდა მომეყვანე. ამ ყველაფრით არ უნდა გამესვარე. – ჩემსკენ მობრუნდა. – წავიდეთ?
შეიძლება ძალიან უბრალო და ბანალური სიტყვები იყო, მაგრამ მე ბევრად მეტი ვიგრძენი. იცით რა ვიგრძენი? სიფაქიზე. თავი მნიშვნელოვან ადამიანად ვიგრძენი, შეიძლება ითქვას ცხოვრებაში პირველად.
უსიტყვოდ წამოვყევი. მე მგონი არც არავის შეუნიშნავს როგორ გამოვედით. მანქანაში ჩავჯექით.
– შეგიძლია ერთ ადგილას მიმიყვანო? – ღვედი შევიკარი.
– სად? – ძრავი დაქოქა.
სარკეში თვალი შევავლე, გადავამოწმე დაცვა თუ მოგვყვებოდა.
– ოღონდ გთხოვ, ეს „ბატი“ და „ბუტი“ სახლში გაუშვი. არ გვინდა დაცვა. პირობას გაძლევ, იქ სადაც მივდივართ დაცვა არ დაგჭირდება.
არაფერი უთქვამს ისე გადავიდა მანქანიდან. ის ორნი მაშინვე გადმოხტნენ და წინ გაეჯგიმნენ. ბექამ რაღაც უთხრა და მანქანაში დაბრუნდა. აღარ გამოგვყოლიან.
მანქანა საავადმყოფოსთან გავაჩერებინე.
– ღამე მშვიდობის. – არ მეთმობოდა, მაგრამ შევეცადე გულგრილად მეთქვა. ცოტათი მაშინებდა კიდეც საკუთარი განცდები. პირველად ვგრძნობდი მსგავს რამეს და ვხვდებოდი, რომ ეს მასუსტებდა. წარმოგიდგენიათ ჩემთვის რას ნიშნავდა სისუსტე? მთელი ცხოვრება რასაც გავურბოდი. ისღა მაკლდა ახლა საკუთარი თავი შემცოდებოდა.
– დაგელოდები. – არც კი შემოუხედავს ისე მითხრა.
– დიდხანს დავრჩები ალბათ. – ღვედი შევიხსენი. – მადლობა ყველაფრისთვის.
პასუხს არ დავლოდებივარ ისე შევედი საავადმყოფოს ეზოში. ვიცოდი მთავარი შესასვლელი დაკეტილი იქნებოდა. ამ დროს მნახველებს არ უშვებდნენ. შენობას უკან შემოვუარე და პატარა ხის კარებს დავეჯაჯგურე. დაკეტილი დამხვდა. რა მექნა აღარ ვიცოდი, აუცილებლად უნდა მოვხვედრილიყავი შიგნით, ჭორფლიან ცხვირს შევპირდი. რამდენიმე მეტრი გავიარე და დაჟანგულ ჟოლობს ავაყოლე თვალი. დიახ ბატონო, უკიდურეს შემთხვევაში ამ ჟოლობზეც კი ავძვრებოდი. თუმცა უკვე უკიდუესი შემთხვევა იყო, არანაირი სხვა გზა არ არსებობდა, შენობაში მხოლოდ ფანჯრიდან თუ შეიძლებოდა შეეღწევა. ფეხსაცმელები გავიხადე და ხელით მოვსინჯე რამდენად მყარად იყო მიმაგრებული ჩემი „კიბე“.
– ვერ გაგიძლებს. – მოულოდნელობისგან კინაღამ გული გამისკდა. ჩემს უკან ბექა იდგა.
– იმედი მაქვს ცდები. აუცილებლად უნდა მოვხვდე შენობაში, ჭორფლიან ცხვირს შევპირდი.
შენობას ახედა.
– რომელ ფანჯარაშია ჭორფლიანი ცხვირი?
– მეორე სართულზე, ოდნავ შეღებული ფანჯარა. – ხელით ვანიშნე.
კედელთან მივიდა და თვალი ვერც კი მივადევნე, როგორ აღმოჩნდა პირველი სართულის ფანჯრის რაფაზე შემდგარი. საკმაოდ მსუბუქად მოძრაობდა, მეორე სართულზე აძვრომაც არ გაუჭირდებოდა. ჩემსკენ გადმოიხარა და ხელი გამომიწოდა. ხელი მოვკიდე და თვალის დახახმხამებაც ვერ მოვასწარი, რომ უკვე მის გვერდით ვიდექი. მისი ძლიერი მკლავი ახლა წელზე შემომხვეოდა მარწუხივით და იმდენად მყარად ვეჭირე, რომ ერთი წუთითაც არ მიგრძვნია შიში. მოვეშვი და ბოლომდე მივენდე. ახლაც, საღი გონებითაც ვერ ვხვდები როგორ მოახერხა შენობის მეორე სართულზე აძვრომა ჩემიანად. მაგრამ ფაქტი ერთია, უკვე ჭორფლიანი ცხვირის პალატაში ვიდექით ორივე და მის გაფართოებულ თვალებს ვუყურებდით.
– ანა, – ძლივს ამოთქვა, გონს მოსვლა რომ შეძლო. – ფანჯრიდან ამოძვერი?
– შეგპირდი და მოვედი. – შუბლზე ვაკოცე და საწოლზე ჩამოვუჯექი.
– ეს ვინ არის? – ჩემკენ მოიწია და ჩუმად მანიშნა ბექაზე.
– ეეგ? – ჩამეღიმა, – სამყაროს ცენტრი. – ჩუმადვე ვუპასუხე და თვალი ჩავუკარი.
– რომელი ტომიდანაა? – კიდევ ერთხელ გახედა ჩემი მხრის იქით.
– მე მგონი აპაჩებდან. – სიცილს ძლივს ვიკავებდი.
– ბელადია?
ის იყო პასუხის გაცემას ვაპირებდი, რომ ზურგსუკან მომესმა:
– არა, ბელადის მარჯვენა ხელი.
– ისეთი სახელი გქვია?! – ახლა მას მიმართა ჭორფლიანმა ცხვირმა.
– ბელადმა დამარქვა, მისი ქალიშვილი გადავარჩინე ერთხელ და... მას ერქვა სამყაროს ცენტრი და პატივისცემის ნიშნად ეს სახელი და სვირინგი მისახსოვრა. – საწოლზე მეორე მხრიდან ჩამოუჯდა და პერანგის ღილების შეხსნა დაიწყო. გაოგნებული ვუყურებდი. ჯერ ისიც ვერ გადამეხარშა წესიერად ამდენი წინადადების ერთად წარმოთქმა თუ შეეძლო. მერე მის ნელ-ნელა გაშიშვლებულ სხეულს ვერ ვწყვეტდი თვალს. ზემოთაც მოგახსენეთ, რომ საკმაოდ ძლიერი აღნაგობა ჰქონდა და ეს პიჯაკშიც კი ეტყობოდა, მაგრამ ახლა მის მამაკაცურ განიერ მხრებს და იდეალურ პრესს, რომ ვუყურებდი, რბილად რომ ვთქვათ მეტყველების უნარი წამერთვა და ალბათ მოძრაობისაც. თვითონ კი მშვიდად გადაიწია პერანგი და მარჯვენა ბეჭზე ამოსვირინგებული უცანური ტოტემის გამისახულება აჩვენა ჭორფლიანს.
– ვაა, მაგარია. – ფეხზე ისე ცქვიტად წამოხტა, სულ გადაავიწყდა გადაღლილობა, რასაც ამ ბოლო დროს ქრონიკულად გრძნობდა. – რას ნიშნავს?
– სიძლიერის სიმბოლოა და სამყაროს ცენტრს ნიშნავს. – ღილების შეკვრა დაიწყო.
– შუბის სროლა იცი? – უკვე თვალებანთებული აღფრთოვანებული უყურებდა და კითხვებს აყრიდა.
ნელ-ნელა მეც მიბრუნდებოდა ჯანსაღი გონება და ისიც გავაცნობიერე, რომ ფეხშიშველი ვიყავი. ფეხსაცმელები ფანჯრის ქვეშ დავტოვე, ხელი რომ არ შეეშალა კედელზე ამოძვრომაში. პალატიდან გავედი, მე მგონი ვერც კი შენიშნეს ჩემი არყოფნა, იმდენად იყვნენ გართული საუბარში. უკანა კარებთან მივედი და ურდული ავწიე. გრილმა ჰაერმა ცოტა მიშველა. ვერც კი ვხვდებოდი, თურმე როგორ მქონდა აჩქარებული პულსაცია. ფეხშიშველმა გავიარე თითქმის მთელი ეზო და ფანჯრის ქვეშ გავჩერდი. კიდევ ერთხელ ავხედე და თითქოს ისევ წარმოვიდგინე, როგორ ავედით კედელზე. ფეხსაცმელებს დავწვდი და იქვე ბორდიურზე ჩამოვჯექი. დღევანდელი დღის გადახარშვას ვცდილობდი. საკუთარ შეგრძნებებშიც მინდოდა გავრკვეულიყავი. მსგავსი არასდროს არაფერი განმეცადა. რა თქმა უნდა ვხვდებოდი ეს რასაც ნიშნავდა. პატარა გოგო აღარ ვიყავი და ვნების და ლტოლვის შესახებ უკვე გამეგო, მაგრამ მეშინოდა უფრო მეტი არ აღმოჩენილიყო. არც ბევრი მქონდა ცხოვრებაში ნანახი, მაგრამ მასთან განშორება, რომ მაშინებდა ვხვდებოდი. იმასაც ვხვდებოდი, რომ საკმაოდ რთული ადამიანი იყო და საღი გონებით რომ შემეხედა სიტუაციისთვის, ყველაზე არასასურველი პრეტედენტი ჩემთვის. ერთადერთი თავს რითიც ვიმშვიდებდი, ის იყო რომ შეიძლება ხვალ გაევლო ამ ეიფორიას და ბევრად უფრო მარტივად შემეხედა სიტუაციისთვის. ბოლოსდაბოლოს ერთადერთი „თავგადასავალი“ იყო მთელი ჩემი ცხოვრების მანძილზე და ასეთი ემოციები არც გამემტყუნებოდა. საკუთარმა ფიქრებმა ცოტა დამამშვიდა, ვგიჟდებოდი ჩემს „პრაგმატულ მეზე“, ალბათ მისი დამსახურება იყო ყოველთვის, რომ ყველანაირ რთულ სიტუაციას გმირულად ვუმკლავდებოდი. საკმარისი იყო ვითარება „მისი“ თვალით შემეფასებინა და გამოსავალს ვპოულობდი.
– რაზე ფიქრობ? – ბექას ხმამ გამომარკვია.
არაფერი ვუპასუხე, მხოლოდ გავუღიმე. თვითონაც ბორდიურზე ჩამოჯდა. არ მახსოვს რამდენი ხანი ვიყავით ასე. მე მასზე ვფიქრობდი, უფრო სწორად ჩვენზე, იმ ვითარებაზე ვინ ვიყავით ერთმანეთისთვის. ყველაზე ახლობელ ადამიანად მეჩვენებოდა. საოცარია, მაგრამ სულ რამდენიმე საათი იყო რაც ვიცნობდი, მაგრამ მეგონა რომ მნიშვნელოვანი ადამიანი იყო ჩემს ცხოვრებაში. მის გვერდით ჩემი „პრაგმატული მე“ სადღაც ჯანდაბაში იკარგებოდა თავს სისუსტის უფლებას ვაძლევდი. შეიძლება იმიტომ რომ ცოტა დრო მქონდა დარჩენილი, შეიძლება სულ რამდენიმე წუთი და წავიდოდა ჩემი ცხოვრებიდან ისე, რომ არც კი გავახსენდებოდი. რამდენიმე წუთით სისუსტის ნება დავრთე საკუთარ თავს.
– ვინ არის შენთვის ჭორფლიანი ცხვირი? – თავი არ მოუბრუნებია ისე მკითხა.
– ჩემი ცხოვრების აზრი. – არც მე შემიხედავს.
– ღამე აქ აპირებ დარჩენას? – საკმაოდ ფრთხილად დასვა ეს კითხვა, ეტყობა ფიქრობდა, რომ უსახლკარო ვიყავი. ცოტათი გული დამწყდა, მაგრამ არ დამიდანაშაულებია, გულის სიღრმეშიც კი.
– არა, ავალ ჭორფლიან ცხვირს დავემშვიდიბები და სახლში წავალ. ისედაც კარგი დღე არ დამადგება, ღამით აქ რომ მნახონ. – ვუთხარი და წამოვდექი. თვითონ არ განძრეულა.
ფეხზე ჩავიცვი და შენობაში შევედი. ჭორფლიან ცხვირს ეძინა. ფრთხილად მივუახლოვდი და შუბლზე ვაკოცე.
– ანა, – თვალები გაახილა და ამომხედა. – მაგარი ადამიანია სამყაროს ცენტრი, ცოლად გაყევი.
შევცბი, რამდენიმე წამი ვიდექი გაშტერებული.
– ძილი ნებისა. – თქმით კი მხოლოდ ამის თქმა მოვახერხე.
– ძილი ნებისა, ანა. – თვალები დახუჭა, როგორც ყოველთვის.
შენობიდან გამოვედი და იქით გავიხედე, სადაც წეღან ვიჯექით. აღარ იჯდა.
„წავიდა.“ – გავიფიქრე და გული დამწყდა.
კიდევ ერთხელ მოვავლე თვალი ეზოს და გასასვლელისკე წავედი. ახლაღა ვიგრძენი დაღლილობა, ფეხსაცმელებმაც ფეხები დამამტვრია, ქვებზე სიარული ხომ საერთოდ საშინელება იყო. ის იყო ალაყაფის კარებს გავცდი, რომ ბექა დავინახე. მანქანაზე იყო მიყუდებული და მიცდიდა. ვერ ავხსნი რა ვიგრძენი. ორგანიზმში ფეიერვერკი განგიცდიათ როდისმე? მე მაშინ ვიგრძენი. რა მიხაროდა ვერ გეტყვით, მაგრამ საშინლად ბედნიერი ვიყავი.
– გაგიყვან. – ფიქრებიდან ბექამ გამომიყვანა. მანქანას მოშორდა და კარები გამიღო.
რა თქმა უნდა დავთანხმდი. მთელი გზა ხმა არ ამოგვიღია, ერთადერთი მისამართი ვუკარნახე და მორჩა. მდუმარედ ვიჯექით. ერთიორჯერ გავაპარე თვალი მისი შრამისკენ. ისეთი საზარელი აღარ მეჩვენებოდა, როგორც მაშინ.
მანქანა სადარბაზოსთან გააჩერა.
– ღამე მშვიდობის. – ვუთხარი და კარები გამოვაღე.
ხელზე ხელი დამადო და შემაჩერა.
– მადლობა ყველაფრისთვის. – საკმაოდ თბილი მეჩვენა მისი ინტონაცია, შეიძლება ვცდებოდი, მაგრამ მე მესიამოვნა. – ღამე მშვიდობის.
შანთივით მიწვავდა მთელ სხეულს, ჩემსაზე დადებული მისი ხელი. ვხვდებოდი, ცოტაც და სანთელივით დავდნებოდი. ამიტომ სანამ საღი აზრი კიდევ შემრჩენოდა, ფრთხილად გავინთავისუფლე ხელი და სადარბაზოში გავუჩინარდი. კიდევ დიდხანს დავრჩი კიბეებზე და სახლში შესვლას ვერ ვახერხებდი. დაახლოებით ნახევარი საათი ვიჯექი ცივ საფეხურზე. ლალი დეიდას რომ დავენახე ახლა?! შეიცხადებდა: გაცივდები ანა, ღმერთო როდის უნდა მოემატოს ამ გოგოს ჭკუაო. – და ხელს ჩაიქნევდა. ფიქრებიდან მანქანის ძრავის ხმამ გამომიყვანა. ფეხზე წამოვდექი, „ნუთუ, აქამდე ისიც აქ იყო?“ ეზოში გავიხედე და მოსახვევში გაუჩინარებულ მის მანქანს მოვკარი თვალი. კმაყოფილს ჩამეღიმა. რითი ვიყავი კმაყოფილი ვერ გეტყვით, მაგრამ მესიამოვნა. სახლში შევედი და მაშინვე საძნებელს მივაშურე.
იმ დღის მერე შევიცვალე. ხანდახან საკუთარ თავს ვეღარ ვცნობდი. ალბათ ღმერთმა შეისმინა ლალი დეიდას ვედრება და ჭკუა მომემატა. თუმცა საკითხავია, მომეტა თუ დამაკლდა. ასეა თუ ისე, იმ ერთმა საღამომ ჩემს ცხოვრებაში გარდატეხა შეიტანა. დილით სარკეში სამჯერ მაინც ჩავიხედე, დამერწმუნეთ ჩემი დღის რეკორდი იყო. მანამდე იმ დიდი სარკის ჩამოხსნასაც კი ვაპირებდი, ლალი დეიდამ გაიგიჟა თავი – ცუდის ნიშანიაო. გულში მეცინებოდა, მაგრამ არ ღირდა ეს სარკე მის ნერვიულობად და ამიტომ დავტოვე. ახლა კი ყოველ გავლაზე საკუთარ თავს ვათვალიერებდი. დიდი არაფერი შეცვლილიყო გამოსახულებაში, მაგრამ მე მაინც სხვანაირად აღვიქვამდი.
იმ დღეს ლექციები გავაცდინე და დილიდანვე წავედი ბიბლიოთეკაში, შუადღემდე თუ მოვრჩებოდი საქმეს, დღის მეორე ნახევარში თავისუფალი ვიქნებოდი. ლალი დეიდას ვემალებოდი, აქ რომ დავენახე მიხვდებოდა ლექციები რომ გავაცდინე და ერთი გულისგანმგირავად ამოიოხრებდა. როგორ არ მიყვარდა ეს ამოოხვრა?! უფრო სწორად მცხვენოდა.
თითქმის მთელმა დღემ ისე ჩაიარა, რომ არ მინახავს. უკვე ვასრულებდი საქმეს, რომ დერეფანში მოვკარი თვალი და მთელი სისწრაფით შევვარდი სამკითხველო დარბაზში. ვიგრძენი რომ თვითონაც აქეთ შემოუხვია. ყურადღება არ მიმიქცევია ნანა დეიდას გაოცებული სახისთვის და მისი მაგიდის ქვეშ შევძვერი, მთელი ძალით ვცდილობი არც კი მესუნთქა, ყელს ვუწევდი ნანა დეიდას არ გამცეთ-თქო და მაგიდის ქვეშ ვიკუჭებოდი.
– ეჰ, ანა, ანა... ამხელა გოგო ხარ და რითი ვერ ისწავლე, რომ მაგსიგრძე ფეხების დამალვა არც ისე ადვილია. – ზევიდან გადმომხედა ლალი დეიდამ. – გამარჯობა ნანა.
– უი, ლალი დეიდა, – მიამიტი სახით ამოვხედე ქვევიდან. – საყურე დავკარგე და ვეძებდი.
– რომელი საყურე, ანა? – გულზე გადაიჯვარედინა ხელები და გამომცდელად შემომხედა. – ყურებიც კი არ გაქვს გახვრეტილი.
– მქონდა და შემიხორცდა. – ისევ სისულელე წამოვაყრანტალე და გავწითლდი.
აღარაფერი უთქვამს, ხელი ჩაიქნია და გავიდა. დამნაშავესავით ვიყავი აწურული ძლივს მოვახერხე გარეთ გასვლა. არ მიყვარდა ლალი დეიდას რომ იმედებს ვუცრუებდი.
როგორც კი სამუშაო დღე დავასრულე ჭორფლიანი ცხვირის სანახავად წავედი. საავადმყოფოს ჭიშკართან ბექას მანქანა რომ დავინახე კინაღამ მოძრაობის უნარი წამერთვა. ვერაფრით ვიფიქრებდი აქ თუ დამხვდებოდა. არ მახსოვს როგორ შევედი შენობაში.
– ჭიშკართან რომ მანქანა დგას, ვისთანაა? – მღელვარებაშეპარული ხმით ვკითხე დერეფანში მიმავალ დოდო დეიდას.
– მთავარ ექიმთანაა შესული. – მომაძახა და ერთ-ერთი პალატის კარი შეაღო.
თითქმის ფეხაკრეფით მივუახლოვდი მთავარი ექიმის კაბინეტს და იმ იმედით რომ რამეს მაინც გავიგებდი სუნთქვაც კი შევიკავე რამდენიმე წამით.
– როგორც უკვე გითხარით, ვითარება მეტად რთულია, მიჭირს თქმა მაგრამ უიმედოც. – ქალბატონი მანანს ხმა ვიცანი და ერთიანად ჟრუანტელმა დამიარა.
– მაგრამ ხომ არსებობს სხვა გზაც? – ეს უკვე ბექა გახლდათ. – მედიცინა დღესდღეობით სასწაულებს ახდენს. იქნებ საზღვარგარეთ გვეცადა.
– თეორიული შანსიც კი არ არსებობს... ანას დაჟინებული თხოვნით ანალიზები გავაგზავნეთ ჩვენს უცხოელ კოლეგებთან, მაგრამ მათგანაც ვერ მივიღეთ სანუგეშო პასუხი.
– იქნებ მაინც გვეცადა? შემიძლია დავაფინანსო მისი მკურნალობა...
– მაპატიეთ, მაგრამ ჩემი ვალია გაგაფრთხილოთ, დროის და ფინანსების ფუჭი ხარჯვაა.
აქ კი ვეღარ შევიკავე თავი და მთელი ძალით შევგლიჯე კაბინეტის კარები. არ ვიცი მაშინ როგორი სახე მქონდა, მაგრამ მათი გამომეტყველებით თუ ვიმსჯელებთ საშინელი. მსგავსი ემოცია ბექას სახეზე არასდროს მენახა.
– ეგ ვინ თქვა? – საკუთარი ხმა მეუცნაურა. იმდენი რისხვა ჩავდე ამ წინადადებაში, რომ მეგონა ცოტაც და ადგილზე ავფეთქდებოდი.
– ანა... – ჩემსკენ წამოვიდა ქალბატონი მანანა. – შენც ხომ იცი... – შეეცადა მხარზე მოეხვია ხელი.
უხეში მოძრაობით ავიცილე.
– რა ვიცი? – ხმის სიძლიერის გაკონტროლება მიჭირდა და ვხვდებოდი რომ ცოტა ხანში ყვირილზე გადავიდოდი. – ან თქვენ რა იცით? – უფრო მაღალ ტონალობაში განვაგრძე. – რომელი დროის ფუჭად ხარჯვაა? მისი დროა ფუჭი? ჯერ რა დრო აქვს? ვინ თქვა რომ ის დრო რომელიც მას ეკუთვნის ფუჭია? მე მივცემ ჩემს დროს, მე დავუთმობ ყველაფერს, თქვენ არც არავინ გთხოვთ. – უკვე მთელი საავადმყოფოს გასაგონად ვყვიროდი. – შენ კიდევ ვაჟბატონო, – ახლა ბექას მივუბრუნდი. – ჩემი ვალი გაქვს. ხოდა ის ფული, რომელიც თქვენთვის ფუჭია, ჩემია, მე მეკუთვნის და მე გადავწყვეტ რაში დავხარჯო. – საკუთარ თავს ვეღარ ვაკონტროლებდი, სანამ კიდევ უარესს ვიტყოდი გამოვბრუნდი და დერეფანს გავუყევი სირბილით. კარებს ორივე ხელი ვკარი და ეზოში გამოვედი. ორივე ხელი მუცელზე მქონდა მოჭერილი და ვცდილობდი ამომესუნთქა, ვერ ვტიროდი, სუნთქვა მიჭირდა და ძლივსგასაგონად ვკვნესოდი. ფეხზე დგომასაც ძლივს ვახერხებდი, რამდენჯერმე ჩავჯექი და ისევ გავიმართე. ისტერიული შეტევა მქონდა და ვერაფრით ვმშვიდდებოდი. მთავარი ექიმის ეს განწყობა ჩემთვის უცხო არ იყო, ვიცოდი ხელი რომ ჰქონდა ჩაქნეული მის გამოჯანმრთელებაზე, მაგრამ რა უფლება ჰქონდა სხვისთვისაც მოეკლა იმედი? ბექას ჩაქნეულ ხელს ვერ გადავიტანდი. გუშინდელი მათი ურთიერთობის მერე, არ ჰქონდა უფლება ხელი ჩაექნია.
მკლავზე ვიგრძენი შეხება და მივხვდი ის იყო. ისევ ხმამაღლა ვსლუკუნებდი.
– ანა... – ფრთხილად შემომაბრუნა თავისკენ.
– არა აქვს უფლება... – უკვე სისველეს ვგრძნობდი ღაწვებზე. – რა უფლებით?.. – ხმა ჩამიწყდა.
ახლოს მიმიზიდა და ორივე ხელი შემომხვია. მისგან წამოსულმა სითბომ სულ მომიკლა გული და ახლა ხმამაღლა ავტირდი. არაფერს მეუბნებოდა, მხოლოდ გულში ვყავდი ჩაკრული და ჩაჯდომის საშუალებას არ მაძლევდა. ხელები რომ გაეშვა ალბათ თავს ვერ შევიმაგრებდი. ოდვან დავმშვიდდი, თუმცა ტირილს მაინც ვერ ვწყვეტდი.
– ბექა, შევპირდი. – მე მგონი პირველად მივმართე სახელით. – შევპირდი, რომ სრულწლოვანი გახდებოდა და ბავშვთა სახლიდან პირდაპირ ჩემთან წავიყვანდი. – სლუკუნს არ ვწყვეტდი. – შევპირდი, გესმის?
მხოლოდ თავი დამიქნია, თქმით კი არაფერი უთქვამს. ნელ-ნელა ვმშვიდდებოდი და ნელ-ნელა ვითავისუფლებდი თავს მისი მკლავებიდან. საკმაოდ მაღელვებდა მისი ასე ახლოს ყოფნა. უკვე ცალ-ცალკე ვიდექით, აღარ ვტიროდი.
– ფულზე არ არის საქმე, – წამოიწყო ბექამ, როგორც კი მიხვდა რომ საბოლოოდ დავმშვიდდი. – შენც ხომ ხვდები, რომ არანაირი უფლება არ გვაქვს... ისინი სანამ არ გადაწყვეტენ ვერაფრით დავეხმარებით.
ვიცოდი რასაც გულისხმობდა და სწორედ ამიტომ ვრეაგირებდი ასე მძაფრად ამ ყველაფერზე. ის მიკლავდა გულს, რომ მათ ხელში იყო ჭორფლიანი ცხვირის ბედი. არანაირი უფლება არ მქონდა გადაწყვეტილება მიმეღო მისი მკურნალობის შესახებ. არ ქმონდა მეურვეობა მასზე. ჭორფლიანი ცხვირი გაივლიდა მხოლოდ იმ მკურნალობას, რასაც ისინი დაუნიშნავდნენ. მე უძლური ვიყავი და ეს უძლურება მიღებდა ბოლოს.
– რამდენჯერ მივმართე იცი, თხოვნით მეურვეობა მოეცათ ჩემთვის? – ბორდიურზე ჩამოვჯექი და ხმაში უკვე სასოწარკვეთა შემპარვოდა. – იცი რა მიპასუხეს? საკმარისი რესურსი არ გაქვთ იმისთვის, რომ ასეთ ავადმყოფს უპატრონოთო. – თავი ხელებში ჩავრგე და მიწას ჩავაშტერდი.
ბექაც გვერდით მომიჯდა.
– რა იციან მაგათ ადამიანურ რესურსებზე? – თავი ავწიე დაპირდაპირ თვალებში ჩავხედე. – რა იციან რამდენი რესურსი მაქვს? თვითონ საერთოდ ჩაიქნიეს ხელი. ეს თვითონ არ ჰყოფნით რესურსი. – გავჩუმდი და თვალები ამიცრემლიანდა. – შეუძლებელს ვითხოვ?
ეტყობა წაშლილი სახე მქონდა. ვხედავდი როგორ ეცვლებოდა თვითონაც გამომეტყველება, ასეთ ემოციას პირველად ვხედავდი მის სახეზე. თანაგრძნობას ჰგავდა.
– მე ვიშვილებ. – შემაკრთო მისმა სიტყვებმა.
გავოგნდი, რა რეაქცია უნდა მქონოდა ისიც კი არ ვიცოდი.
– არც შენ მოგცემენ უფლებას. – დაახლოებით ორი წუთის შემდეგ შევძელი პასუხის გაცემა. – დაუოჯახებელი მამაკაცებიც არასასურველი მეურვეები არიან მის მდგომარეობაში მყოფი ბავშვებისათვის. – ვერ შევძელი სიტყვა „ავადმყოფის“ წარმოთქმა.
– ცოლი მყავს. – მეგონა მომესმა. მეგონა არსებობა შევწყვიტე. რამდენიმე წამით ძარღვებში სისხლმაც კი შეწყვიტა მოძრაობა. ვერც კი დავითვალე, გონებამ რამდენჯერ გაიმეორა მისი სიტყვები. კიდევ კარგი ვიჯექი, თორემ აუცილებლად წავიქცეოდი, ისედაც ვეღარ ვგრძნობდი საყრდენს.
ასე რამ დამზაფრა? იმან რომ ადამიანი, რომელიც ასე ახლოს მოვუშვი და შეიძლება ითქვას უკვე საყრდენად მეჩვენებოდა, ახლა სულ ცოტა ათი კილომეტრით დამშორდა. ისევ მარტო დავრჩი სამყაროში. ზედმეტად მტკივნეული იყო ეს ორი სიტყავა, იმდენად რომ თვითონაც გამიკვირდა.



№1  offline წევრი Smiling girl

პირველი ვარ <3 ძალიან მომწონს ♥ ძალიან კარგად წერ

 


№2  offline წევრი მოლურჯო

როგორ გამიხარდა
მაგრამ ახლა რაღა დამაძინებს
ბოლოში გავგიჟდი belay რაო? რა მყავსო?
რა გამიკეთე თინა? ამას ვიმსახურებდი გოგო?
გულში მომხვდა რაღაც საშინელი
და იმედები გამიცრუვდა ამ გოგოზე ცუდად მე ვარ! recourse
--------------------
მარიამი

 


№3  offline წევრი ტომა

შესანიშნავია.
შესანიშნავია მოცულობაც და ისიც რომ არ გვალოდინებ:)
ველოდები შემდეგს.

 


№4 სტუმარი A

Vau magaria..... Shemdegs rodis dadeb? Mteli dgea am istorias velodebi da axlac sanam ar daido ar davidzine. Xval male dade ra gtxov mteli gulit. Dzalian kargi da sitboti savse istoriaa. Shen istorias pirvelad vkitxulob da ukve survili maq saertod ar damtavrdes tavi. Xom dadeb male? Dampirdi. Sheni gmiri xom pirobas ar argvevs xoda shenc dampirdi gtxov.

 


№5 სტუმარი sxvaferi

raioo colio?? avslukundiii saxlshi axali mdinare saxelad sxvaferi morakrakebs:dd saswauli xar tini

 


№6  offline მოდერი ლილიანა

ვიტირო? ((((((
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

 


№7 სტუმარი darina

Es ra intriga shemogvigde boloshi, lamisaa anas nacvladac me vitiro, arada ra imedebs vamyarebdi :-D :-D, intrigano shen, ushreti fantaziis unari gaqvs dzvirfaso, ra moicdis shendeg tavamde

 


№8 სტუმარი moni

Vaime.....

 


№9 სტუმარი .........

ცოლი ანა არის *_*

 


№10  offline წევრი kaxelii

aime tini es ra miyavi? rato rato rato? dzalian magaria. male dade ra ar gvalodino

 


№11  offline წევრი Evelina

ვაი გული... :დ

 


№12  offline წევრი marikuna (1)

მალე დადე რა <3

 


№13  offline წევრი LoNdA DM

მაგარია მომწონს და ველოდები შემდეგ თავს

 


№14 სტუმარი ემი

თანამედროვე კონკიას კიდევ ერთი ლამაზი ზღაპარი....
ჯა

ვგიჟდები მე შენზე. ამასაც დიდი სიამოვნებით წავიკითხავ და ბოლომდე გამოგყვები. მაგრამ...
მაინც ველოდები შენგან,ახალს, უფრო ღრმას, გრძნობიანს და მუხტიანს, მოკლედ რომ ვთქვა - შენებურს...

 


№15  offline მოდერი chica sol

ვკითხულობ და დაჯერება მიჭირს, რამხელა ტკივილსა და რამდენი ემოციის მატარებელია ეს ისტორია. ამიტომ მიყვარს ასე შენი ისტორიები... თვითოეული სიტყვა იმდენი ემოციით არის დატვირთული, შეუძლებელია უბრალოდ წაიკითხო და არ იგრძნო ყველა ის ემოცია რომელსაც შენ დებ მასში. შეუძლებელია არ შეგეხოს ანას ემოციები, მისი მარტოობა,ტკივილი, განცდები,ოცნებები...
მიყვარხარ მე შენ ძალიან. საოცრება ხარ.❤❤❤❤

 


№16  offline წევრი kora

ძალიან განსხვავებული და სასიამოვნოდ წასაკითხი ისტორიაა love ყოველი სიტყვა იმხელა ემოციებს იტევს, რომ შეუძლებელია ისევე არ განიცადო, როგორც ამას მთავარი გმირი განიცდის. ვკითხულობ და ისეთი განცდა მაქვს, რომ ანასთან ერთად განვიცდი ყოველივე აღწერილს...
ბექას ბოლოში ნათქვამმა გულში ჩამწყვიტა რაღაც, თითქოს იმედები გამიცრუა... მაგრამ, რატომღაც მგონია, რომ სულ სხვა აზრი დევს მის ნათქვამში... ცოლი რომ ჰყოლოდა დავიჯერო კლასელებს ეს არ ეცოდინებოდათ?! მოკლედ, ყველანაირ იმედებს ვებღაუჭები, ოღონდაც კი არ მიუშვა გონებამდე ის აზრი, რომ მართლა ჰყავს ცოლი smile
თინი, საოცარი გოგო ხარ love მიყვარს შენი ისტორიები ძალიაან love
--------------------
kira.G

 


№17  offline მოდერი nicol

ძალიან დიდი მადლბა ბავშვებო, თქვენ ვერ წარმოიდგენთ როგორ მახარებთ. თქვენ რომ არა დიდი ხნის წინ შევინახავდი ჩემს 'კალამს' უჯრაში. მიყვარხართ ყველა. love
ახლა ისტორიას რაც შეეხება, აუცილებლად დღეს საღამოს დავდებ შემდეგ თავს. და სულ ოთხი თავი იგეგმება, როგორც ჩემი ყველა ისტორია არც ეს იქნება ძალიან გრძელი. ვამჯობინებ მოზრდილი თავები დავდო და თქვენც უფრო კარგად გაითავისოთ ყველაფერი, ვიდრე პატარა თავები და ბევრი გამოვიდეს.
ბექას ცოლს რაც შეეხება... ოჰ რა გიყოთ ბავშვებო, მართლა ყავს ბექას ცოლი (მაპატიეთ, ვიცი განერვიულებთ love ) მაგრამ ისიც არ დაგავიწყდეთ, რომ მე ჰეფი ენდების მჯერა მარტო.
ჩემო გიჟუნია მარიამ, არ იმსახურებდი ამას, მაგრამ რა ვქნა ასეთია რეალობა wink
ჩემო A, მიხარია რომ შემოგვიერთდი.
ემი არ გამოვიდა მთლათ კონკიას ამბავი, მაინც "ჩემებურები" ჩავურთე. მესამე თავიდან დაინახავ ამას.

ყველას მინდა სათითაოდ მოგეფერეოთ, მაგრამ დიდ კომენტარებს არ მაწერინებს და უბრალოდ გეტყვით ყველას უზარმაზარ მადლობას. love love love

თქვენი ნიკოლი love
--------------------
თინა ნიკოლ

 


№18 სტუმარი A

Nikol mjera mec hepi endis ase rom gelodebi......

 


№19 სტუმარი Nino

Nikool Dzalian sainteresoaa...Araa dzaan gaweliilii da movlenebi swrapad vitardeba araa gaurkveveli epizodebi..ubralod dzalian momwoons. Warmateebeebii. Chemo kargo..moutmenlad veloodeebii sheemdeeg taavss..

 


№20 სტუმარი ემი

მიყვარხარ მე შენ love

 


№21  offline წევრი ფორთოხალი

მაიმუნობს რაღაცას. ცოლი არა ის. აგერ ნახავთ. :)) ვიცი მე ვინც იქნება მაგისი ცოლი.

 


№22  offline წევრი kaxelii

ფორთოხალი
მაიმუნობს რაღაცას. ცოლი არა ის. აგერ ნახავთ. :)) ვიცი მე ვინც იქნება მაგისი ცოლი.

აი მესმის ოცნება wink

 


№23  offline აქტიური მკითხველი terooo

ამ ფრაზის გარდა დაგეწერა რაც გსურდა. მაგრამ ვიციიი მე შენი ოინებიიი... ამიტომ გულს არ ვიტეხ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent