ქურდი იაგუნდისფერი თვალებით (9)
მეორე დღეს გვიან გამომეღვიძა,ისიც იმიტომ რომ ლევანი და გიგა მთელი ხმით ყვიროდნენ ჩემი ოთახის წინ. ასე სწრაფად ჩემს ცხოვრებაში არ ჩამიცვამს მგონი,სწრაფად გავვარდი მოსაცდელში და თვალებით ბიჭებს დავუწყე ძებნა. -ოოჰ,ადექი ტაფების დედოფალო? _გიგას ხელში ყავის ფინჯანი ეჭირა და მადიანად ილუკმებოდა ორცხობილას. -რატომ ყვიროდით,მოხდა რამე? -რატომ ვყვიროდით და შენხელა გოგო დილით მამლის ყივილზე უნდა იღვიძებდეს,შენ კიდევ ათ საათზე ძლივს წამოგაგდეთ ფეხზე. არ გრცხვენია? _ჩაერთო ლევანი და გიგას ამოეფარა,რომ ჩემს მიერ ნასროლი ტელევიზორის პულტი აეცილებინა. -რას აკეთებ,გოგო! არ დამღუპო იცოდე.. _ყვიროდა ლევანი და კიბეებისკენ გარბოდა. ოთახიდან ელენე გამოვარდა. -ტასიამ რომ გაიღვიძოს,თქვენ დაგაძინებინებთ! მაშინვე დავწყნარდით. სამზარეულოში გავედი,საუზმისთვის სალათა დავჭერი,წყალი ავადუღე და გუშინდელი დარჩენილი ბლინების ნაწილი გავაცხელე. მალე საუზმეზე მივიწვიე ყველა. -როდის ვბრუნდებით? _ვიკითხე ინტერესით. -რა იყო,ასე გეჩქარება? _ეჭვით მკითხა გაბრიელმა. -ჰო,სამსახურში ვარ გასასვლელი. თეა უკვე მეხუთე დღეა მცვლის და უხერხულია უკვე. -დღეს დავბრუნდეთ,მეც საქმეები მაქვს თბილისში. მალე სწავლა დაიწყება,ცეკვის სტუდიაც წესრიგში უნდა მოვიყვანო და რამდენიმე წვრილმანიც მოსაგვარებელი მაქვს. _ჩაერია ელენეც. გადაწყდა. საღამოს ვბრუნდებოდით თბილისში. სიმართლე გითხრათ,გული მწყდებოდა. ჩემი ისტორია სვანეთიდან დაიწყო და თითქოს მეშინოდა აქვე არ დამთავრებულიყო. არაფერს ვნანობდი,აბსოლუტურად არაფერს,პირიქით მაბედნიერებდა გაბრიელთან გატარებული თითოეული წუთის გახსენება,მაგრამ მაინც ეჭვი მღრღნიდა იმისა,რომ შეიძლება იქ ყველაფერი ასე კარგად არ ყოფილიყო. შუადღემ რომ გადაიარა,ჩავბარგდით და მალე თბილისის გზას დავადექით. ლევანმა გიგა წაიყვანა,გზის დროს გამართობსო,ელენემ კი ბოლო წუთს გადაიფიქრა ჩვენთან ერთად წამოსვლა და ტასიასთან ერთად ჩასკუპდა ბიჭების მანქანაში. გაბრიელს მხოლოდ მე შევრჩი. ერთი საათი ისე ვიარეთ,სიტყვაც არ გვითქვამს ერთმანეთისთვის. უხერხულობისგან ხელები სად წამეღო არ ვიცოდი,ამიტომ წინ და უკან ვატრიალებდი. -შეეშვი ხელებს! _მითხრა მშვიდი,მაგრამ სერიოზული ტონით. ხელები მუხლებზე დავიწყვე და ვცადე როგორმე სიმშვიდე შემენარჩუნებინა. -რა იყო,ნერვიულობ რამეზე? -არა,საიდან მოიტანე? _ვუთხარი და გავუღიმე. -მეჩვენება,რომ ჩვენს ურთიერთობაზე ნერვიულობ. -მაქვს სანერვიულო? _ირონიულად შევუბრუნე კითხვა. -არა,სანერვიულო ნამდვილად არ გაქვს. _გამიღიმა, _მოკლედ ერთხელ აგიხსენი და გეტყვი კიდევ ერთხელ,რომ ძალიან მომწონხარ,შენთან ერთად მინდა ყოფნა და თუ ერთად მივყვებით დინებას,დარწმუნებული ვარ არცერთი არ დავჯერდებით მოწონებას. გავუღიმე და მუსიკას ოდნავ ავუწიე. -რა ჟანრის მუსიკას უსმენ? _მკითხა გაბრიელმა. -ყველაფერს ვუსმენ,რაც მომწონს. შენ? -მეც ასე. ARCTIC MONKEYS მოგწონს? _მკითხა და უჯრიდან მათი ალბომის დისკი გამოიღო. თვალები ისე გამიბრწყინდა,კინაღამ ბუდიდან გადმომცვივდა. -ვგიჟდები! -რაღაცებში ერთნაირი გემოვნება გვქონია... _მე რომ მიყვარს ისე ჩაიცინა და შემდეგ ისევ განაგრძო ლაპარაკი. _ახლა ის მითხარი,რომელი ჟანრის ლიტერატურას კითხულობ? -ისტორიული,სათავგადასავლო და რომანტიკული რომანები მიყვარს ძალიან. შენ? -ისტორიულში დაგეთანხმები. საყვარელი რომანი? -„მარიამ სტიუარტი“ . ჩაეცინა. გავბრაზდი,ვიფიქრე რომ ჩემს საყვარელ წიგნს დასცინოდა და არგუმენტები მოვამზადე. -რა გაცინებს? -შტეფან ცვაიგი ჩემი ერთ-ერთი საყვარელი მწერალია და ის მაცინებს. „მარიამ სტიუარტი“ მეც წაკითხული მაქვს და სიმართლე გითხრა რამდენიმე დღე გულდამძიმებული დავდიოდი. -ჰო,საქმეც მაგაშია. იმდენად კარგად წერს,რომ მისი ყველა სიტყვა გულზე გხვდება და გაფორიაქებს. ამას მარკესშიც ვაფასებ! -მარკესი ? _თავი ჩემკენ მოატრიალა და გაოცებულმა შემომხედა. _აი აქ კი აუცილებლად უნდა შეგედავო. მარკესი რატომ მოგწონს? -ხუმრობ? საუკეთესოა! ჯერ მარტო იმიტომ,რომ ყველაზე მაგრად გადმოსცემს ყველა ადამიანის სათქმელს და ცხოვრების ნათელ მაგალითს გვიჩვენებს. უსამართლო და ვერაგ ცხოვრებას პირდაპირ აღგვიწერს. ეს მიყვარს მასში... -არადა,არ არის ასე. მისი სამი რომანი მაქვს წაკითხული და სამივე მათგანი ერთი და იმავე ,ბანალური ფინალით დამთავრდა. რაღაც განსაკუთრებულს ველოდი,მაგრამ საბოლოოდ ყველა იმედი ჩამიკლა და ზედმეტად ტრაგიკულად დახატა ცხოვრება.. კიდევ ბევრი ვიკამათეთ,ბოლოს ისე გავმწარდი ლაპარაკი ყვირილში გადამივიდა. -ნინე ! _გაიცინა. _დამშვიდდი ახლა,ოღონდ მარკესის გამო თავს ნუ წამაცლი და გნებდები! -ანუ რაზე შევთანხმდით? _ვკითხე ეშმაკურად. -იმაზე შევთანხმდით,რომ ვერაფრით ვთანხმდებით. _გაეცინა და ქალაქში შესულმა გაზს მიაჭირა ფეხი. სახლში მიმიყვანა. პირდაპირ სადარბაზოსთან გააჩერა მანქანა. -დაგირეკავ და თუ გეცლება გნახავ,აბა შენ იცი! _მითხრა ღიმილით და მაგრად ჩამიხუტა. სახლში ისეთი დაქანცული ავედი,ბოლო სართულამდე ძლივს მივაღწიე. ხელი ზარის ღილაკს მივაჭირე და არც ამიშვია. კარი თმა აბურძგნულმა,სახე არეულმა და გაოცებულმა დემეტრემ გამიღო. -რა იყო,რას ამაწიოკე ? _მითხრა ბრაზით. -მომენატრე ბიჭო! ჩემს ძმას კისერზე ჩამოვეკიდე,რამდენიმე წუთის განმავლობაში ვერაფრით მომიშორა. -დამანებე თავი შენ! გაბრაზებული ვარ... როგორც კი სახლში შემოვედი,მაშინვე მომიკაკუნა ლამზირამ და ეს შენი დებილი კატა შემომაჩეჩა ხელში. გოგო,თუ ყიდულობდი ლამაზი მაინც გეყიდა,შეხედე რას გავს ეს უბადრუკი! _დემეტრე ზიზღით იშვერდა ხელს საწყლად მოკუნტული კატისკენ. ბედნიერი ღიმილით გავემართე მისკენ და ჩემი ფისო ჩავიხუტე. -რამე აჭამე? -რავიცი,მაცივარში რძე იყო და ის დავუსხი ცოტა. -კარგი ბიჭი ხარ! _მაცდურად გავიღიმე და ჩემი ძმისკენ გავემართე. -სად მოდიხარ ნინე,არ მომეკარო იცოდე მაგ რაღაცით ხელში! _ყვიროდა დემეტრე და ოთახებს შორის დარბოდა. _გოგო ,ახლოს არ მომაკარო ეგ,თორემ ცხოვრებაში ხმას არ გაგცემ! -კარგი რა,ამან რა უნდა გიქნას. პატარა,უვნებელი ფისოა! -ნინე გაწიე-თქო რომ გეუბნები,მომაშორე ეგ სასიკვდილე... ბოლოს ესეც მომბეზრდა და დაღლილი დავეშვი საწოლზე. მაშინვე ჩამეძინა. ^ ^ ^ დილით მაგდას ზარმა გამაღვიძა. საღამოს დაპატიჟებულები ვყოფილვართ თურმე მათი ახალ სახლში გადასვლის აღსანიშნავად. მიხაროდა,საშნლად მიხაროდა ჩემი დის ბედნიერება,მაგრამ მის გარეშე ცხოვრება წარმოუდგენლად მიმაჩნდა. -მომენატრა უკვე.. _ჩავიბუტბუტე ჩემთვის და ჩუმად ავსლუკუნდი. დემეტრემ ოთახიდან თავი გამოყო. -რა გატირებს? _იკითხა გაოცებულმა. -მაგდა რომ აღარ არის აქ.... -გათხოვდა და აბა სად იქნება? _გაიღიმა დემეტრემ. -ჰოდა მომენატრა.. -გოგო,შენც მზითვად ხომ არ წაგიყვანდა? _გაეცინა დემეტრეს,მაგრამ შემატყო რომ სერიოზულად ვტიროდი,მომიახლოვდა და გვერდით მომიჯდა. _უყვარდათ ,ნინე ერთმანეთი. მაგდას ნება-სურვილით რომ არ მომხდარიყო ყველაფერი,დამიჯერე სანდროს ახლა არც ერთი ძვალი არ ექნებოდა მთელი,მაგრამ ხომ იცი უყვარდა და მე ვერაფერს ავუკრძალავ... გაგვიჭირდება მის გარეშე ცოტა ხანს,მაგრამ ეგ არაფერი,მთავარია ერთმანეთი გვყავს .. _ჩემმა ძმამ თავზე მაკოცა და მერე თმა ამიბურდა. _იცოდე,უახლოესი 1-2 წელი გათხოვება არ იფიქრო და შენს დებილ კატასთან მარტო არ დამტოვო,თორემ დაგხოცავთ სუყველას! გემრიელად გადავიკისკისე და მერე ვუთხარი: -მაშინ არც შენ მოიყვანო ცოლი. -ჰმ,შენ გკითხო გოგო ახლა როდის მოვიყვან ცოლს? _გაეცინა. -აბა მე რატომ უნდა გკითხო თუ გავთხოვდები? -ეგ სხვა საქმეა.. _ამის თქმაზე ის გამახსენდა,გაბრიელზე არაფერი რომ არ იცოდა დემეტრემ და ცოტა არ იყოს შემრცხვა. გადავწყვიტე დეტალურად მომეყოლა მისთვის ყველაფერი. -შენ არ იცი,რომ რძალს მული სახლში არ უნდა დახვდეს,როცა გათხოვდება? _ვიკითხე ნიშნის მოგებით. -რაო? _გაოცდა დემეტრე. -რაო და ცოლს რომ მოიყვან,მე ამ სახლში აღარ უნდა ვცხოვრობდე,თორემ ცუდის ნიშანია.. _ვუთხარი ძლივს შეკავებული სიცილით. -რას ბჟუტურობ ,გოგო ახლა? სიცილი ვეღარ შევიკავე და ავხარხარდი. -რა შტერი ხარ ნინე! _მითხრა ბრაზით. -დემეტრე... რაღაც მინდა გითხრა და არ გამიბრაზე.. -გაბრიელს გულისხმობ? _მკითხა და გაიტრუნა. გაოცებისგან ენა ჩამივარდა. საიდან შეიძლებოდა სცოდნოდა? მაგდასთვისაც არ მომიყოლია ყველაფერი დაწვრილებით,ამიტომ ის არ ეტყოდა.სანდრო და ბიჭები ამას არ იზამდნენ. მხოლოდ ერთი ვარიანტი რჩებოდა,თვითონ გაბრიელი. -რაა... რა იცი შენ? -გუშინ ვილაპარაკეთ. -როგორ თუ ილაპარაკეთ... _ენა დამება. -კერძოდ რა გაინტერესებს,ლაპარაკი რას ნიშნავს თუ რა ვილაპარაკეთ? -დემეტრე! _დავუყვავე გაბრაზებულმა. -ისეთი არაფერი,დამირეკა და შეხვედრა მთხოვა,მითხრა რომ მოსწონხარ,არც შენ ხარ გულგრილი და მოკლედ რაღაც ‘პონტში’ ერთად ხართ. შენც მოგწონს ხო? თავუ გაუბედავად დავუქნიე. -რას ჩაგიღუნია ეგ თავუ ბავშვივით,კი არ გსჯი... _გაეცინა დემეტრეს. _მართალია ვუთხარი,თუ რამეს ისე გააკეთებ ძვლებში დაგამტვრევ-მეთქი,მაგრამ მაინც გავუგეთ ერთმამენთს. კარგი ბიჭია და იმედია ასე გააგრძელებს... მთავარია შენ იყო ბედნიერი. ღიმილი გადამეფინა სახეზე. -საუკეთესო ძმა ხარ! -მეც მაქვს შენთვის რაღაც ... _დაიწყო შეპარვით. -ახლა არ მითხრა ცოლი მომყავსო,თორემ... -არა,არა.. ვიღაცას უნდა შენთან ლაპარაკი ნინე და ახლა უნდა მოვიდეს წუთი-წუთზე. მინდა,რომ დაელაპარაკო. შევცბი. მივხვდი ვისაც გულისხმობდა. -თორნიკეზე თუა ლაპარაკი,შანსი არ გაქვს იცოდე! -ასე არ შეიძლება. .. _გამწარებული წამოხტა ფეხზე. _ამხელა გოგო ხარ და ისევ ბავშვურად აზროვნებ. ხანდახან იმისაც კი მჯერა,რომ სიყვარული არ შეგიძლია. აბა როგორ შეიძლება გიყვარდეს,როცა ვერ პატიობ? ჰო,ნუ მიყურებ გაშტერებული თვალებით ნინე,არ შეიძლება ასე. ორი წელია ძაღლივით დაგდევს.. როგორ შეგიძლია ასე მოექცე,როცა თავადაც კვდები ისე გენატრება. -გაჩერდი დემეტრე... _ხმა ჩამიწყდა. ზარის ხმა შემომესმა. ყურებზე ავიფარე ხელები,რომ ხმა არ გამეგო. -ახლა კარს გავაღებ,თორნიკე შემოვა და დაელაპარაკები,თუ არადა თვალით არ დამენახო! _დაიღრინა დემეტრემ და ცოტა ხანში კარის ჯახუნიც გავიგონე. გულის ფანცქალით ველოდი,როდის შემოვიდოდა ოთახში მაღალი,ოდნავ პუტკუნა,ლოყებღაჟღაჟა ბიჭი,მაგრამ მის ნაცვლად,გამხდარი და ფერწასული ლანდი დავინახე და ძარღვებში სისხლი გამეყინა. ჩამოვჯექი რომ არ წავქცეულიყავი. -ისევ ისეთი ხარ,ყინულივით ცივი მზერა გაქვს... ვერაფრით შევცვალე .. _მისი ჩამწყდარი ხმა რომ გავიგონე,საშინელი ტკივილი ვიგრძენი გულის არეში. -შენ კიდევ შეცვლილხარ. _ჩურჩულით ვთქვი,თითქოს მინდოდა არც გაეგონა ჩემი ნათქვამი. -ნინე,დამელაპარაკე! -რა გელაპარაკო,რა? _ამოვიყვირე. -მაპატიე.. -მე გაპატიე უკვე... -დროულად რომ გეთქვა,იქნებ მიმესწრო კიდეც... _ჩაიბურტყუნა. კიდევ ერთხელ შევავლე თვალი. საშინლად გამხდარი იყო,დარდს დაელია ალბათ. ცხოვრებაში პირველად შემებრალა. ჩემი ბავშვობის მეგობარი იყო თორნიკე. მე,ჩემი და-ძმა,თორნიკე და თინა ერთად გავიზარდეთ. მთელი ბავშვობის მოგონებები,თინას და თორნიკეს უკავშირდებათ. რა აღარ გაგვიკეთებია ,რა აღარ გადავიტანეთ ერთად... მაგრამ ბოლო... თინა 23 წლის ასაკში გათხოვდა. ვიღაც თბილისელ ძველ ბიჭს გაჰყვა ცოლად. თავიდან გვეგონა ყველაფერი კარგად იყო,მაგრამ ერთ დღეს თორნიკემ ორსული თინა მოიყვანა ხელით,სულ დასისხლიანებული იყო ჩემი ბავშვობის მეგობარი,სისხლდენა ჰქონდა და ბავშვი კი არა,თვითონაც ძლივს გადავარჩინეთ. თორნიკემ ისე სცემა თინას ქმარი,რომ სიკვდილის პირამდე მიიყვანა და დაიჭირეს. დიდი ხანი ვიწვალეთ მის გამოშვებაზე,რა აღარ გავაკეთეთ,ვინ აღარ ჩავრიეთ ამ საქმეში და ბოლოს გამოვაშვებინეთ. როგორც კი პირობითი დაუმთავრდა,საქართველო ისე დატოვა არავისთვის არაფერი უთქვამს,არ ვიცოდით ცოცხალი იყო თუ მკვდარი. მერე თინაც აორთქლდა. ერთი წლის მერე თორნიკე გამოგვეცხადა,ისე თითქოს არაფერი. ის წელი ვერ ვაპატიე.. ჩემი თითოეული ცრემლი ვერ ვაპატიე. მისი სიცოცხლის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება ვერ ვაპატიე. -თინაზე ყველას უნდა გვეზრუნდა,მაგრამ შენ რა ქენი? უარესად გაართულე. ერთხელ რომ დაგერეკა და გეთქვა მივდივარო,რა დაშავდებოდა ? _ტირილი უნებურად დავიწყე. _შენ არ იცი რა გადავიტანეთ და ვერც მიხვები ამას. ცოცხლად გამოგიგლოვე თორნიკე იცი? ყოველ დღე ეკლესიაში დავდიოდი და ცოცხლად თუ მკვდრად ღმერთს გავედრებდი! ერთი წელი ვერ ვმუშაობდი,ხელები მიკანკალებდა ... სანამ არ გავიგე რომ ცოცხალი ხელები მიკანკალებდა... -არ შემეძლო არ წავსულიყავი. ლამის კაცი შემომაკვდა ნინე,კინაღამ მოვკალი. -ის არა,მაგრამ კინაღამ ჩვენ დაგვხოცე. მაგდას ისტერიკები სჭირდა,შენ და თინა ერთად გაუჩინარდით. თინა გასაგებია,დედამისთან წავიდა ამერიკაში,მაგრამ შენ? -ვეღარ ვსუნთქავ უთქვენოდ ნინე,სანდრომაც კი მაპატია.. მაგდამაც.. შენ დამრჩი. გემუდარები,ასე ნუ დამიმძიმებ ისედაც გამწარებულ გულს. დამიბრუნე სიცოცხლის ხალისი და მაპატიე გემუდარები.. ვეღარ გავუძელი. -გაჩუმდი... -ისევ უტეხი ხარ? -ხომ იცი,არ შემიძლია პატიება... -გასაგებია. _ხმა გაებზარა და ვიგრძენი როგორ ჩამწყდა გულში რაღაც. ჩემი მხიარული თორნიკე მენატრებოდა,ახლა რომ აქ,ჩემს წინ იდგა ის სულ სხვა ვიღაც იყო და მის ასეთად ჩამოყალიბებაში მეც მიმიძღვოდა ბრალი. _მე წავალ,რაღა დამრჩენია აქ... მაპატიე,ისეც შეგაწუხე,მოგონებები აგიშალე.. სიმწრისგან ჩაეღიმა და განაგრძო ისევ. -აღარ შეგაწუხებ ამიერიდან,ჩემს არსებობასაც ვერ გაიგებ... კართან მივიდა,გამოაღო და ერთი ნაბიჯი გადადგა. მანდ მივხვდი,რომ ყველაზე სულელურ შეცდომას ვუშვებდი ჩემს ცხოვრებაში! -თორნიკე ქურხულო,კიდევ ერთი ნაბიჯი რომ გადადგა,კიბეებზე დაგაგორებ და მერე მართლა ვეღარ გავიგებ შენს არსებობას! _დავიღრინე და გამწარებული ვეცი კარს. _სად მიდიხარ,რომ მიდიხარ? -შენი ვერაფერი გავიგე... _გაოცდა თორნიკე. -ეგ არის ეგ,ძველი თორნიკე ახლა იცი რას იზამდა? ერთი თავისებურად დამაბზრიალებდა,მაგრამ სადღა შეგრჩენია ძალა შე უბედურო,ჩემზე გამხდარი ხარ მგონი! _ცრემლები მოვიწმინდე და გაღიმება ვცადე,მაგრამ უარესად ავბღავლდი. _თორნიკე,იცოდე მეორედაც რომ გააკეთო ასე... -ვიცი,ვიცი! _თავისი ბავშვური ხმით მეუბნებოდა ქურხული და კუნთების ატკიებამდე მიკრავდა გულში. ^ ^ ^ საღამომდე ვისხედით და ვლაპარაკობდით. არ ვიცი,როგორ მაგრამ თორნიკეს ის საშინელი გამომეტყველება მოშორდა სახიდან,თვალებში ისევ ის სხივში გაუბწრყინდა და მაშინ მივხვდი რომ დავუბრუნდით ერთმანეთს. კარი დემეტრემ შემოაღო და ჯერ კიდევ დერეფანში დაიყვირა: -ახლა შემოვალ და თუ შერიგებულები არ დამხვდებით,ორივეს გყრით ფანჯრიდან. _სწრაფი ნაბიჯებით დაიძრა მისაღებისკენ,მე და ქურხული ჩახუტებულები რომ დაგვინახა, გაიღიმა _ამას რას მოვესწარი! ნინე,რა იყო დღეს მარჯვენა ფეხზე ადექი? -გაჩერდი,შე უპატრონო,უცბად ცუდ ხასიათზე არ დადგეს და არ გამაგდოს ძლივს შერიგებული. _გაეცინა თორნიკეს. _აუ,მაგრად მომენატრეთ რა! მაგდა ვნახოთ,სიძესაც გავიცნობ ნორმალურად. -ჰო მართლა,წავიდეთ,თორემ დაგვხოცავს . ფეხით ჩავუყევით მაგდასკენ მიმავალ გზას. ბავშვობის დეტალებს ვიხსენებდით,ვიცინოდით და უბრალოდ გვიხაროდა... მაშინ მივხვდი,რას ნიშნავდა რეალურად თორნიკე ჩემთვის და ისიც გავაცნობიერე,რომ არაფრის დიდებით აღარ დავთმობდი. მაგდა წინსაფრით შემოგვეგება. -ახლა არ მითხრა ვმზარეულობო.. _გამეცინა. -ჰო,გავამზადე რაღაცები. _გაეღიმა,თორნიკეს დანახვაზე სულ გადაირია. _არ არსებობს,შერიგდით? კივილით აიკლო იქაურობა. ხმაურზე ბიჭები გამოვარდნენ. ელენემაც გამოყო თავი. -რა მოხდა? _იკითხა ახალგამოსულმა გაბრიელმა. -არ მჯერა რომ შერიგდით! _მაგდა გონს ვერ მოდიოდა. _სანდრო,ნინე და თორნიკე შერიგდნენ! დავინახე,როგორ გადაუვიდა გაბრიელს ფერები და გულში გამეცინა. -რას ნიშნავს შერიგდნენ? _იკითხა გიგამ და გაოცებული მომაშტერდა. -დაშორებულები ვიყავით და ახლა შევრიგდით. _ტუჩზე ვიკბინე რომ არ გამცინებოდა. სანდროს ჩუმად ჩაეცინა,თორნიკემ მაგრად მიბწკინა მკლავზე და ხმამაღლა მითხრა. -ნუ აბნევ ხალხს! ბავშვობის მეგობრები ვართ ჩვენ და პატარა უთანხმოება გვქონდა ამ ბოლო პერიოდს... ნუ პატარა რაა,უთანხმოება იყო რა.. ჰოდა შევრიგდით და ამას აღნიშნავენ ასე გატაცებით. გულედანმა შეკრული მუშტები გაშალა და მაშინ მთელი ხმით ავკისკისდი. -რა მაიმუნი ხარ,ნინე! _ახლა ელენეს გაეცინა,რომელიც მანამდე გაკვირვებული მოგვშტერებოდა ხან მე და ხან თორნიკეს. ქურხულს გავხედე,რომელიც გატაცებით უყურებდა ელენეს. მერე დაიხარა და ჩამჩურჩულა. -ვინაა ეს გოგო? - გაბრიელის დაა.. -მოიცა,შენი გაბრიელის? _იკითა წყენით. -ჰო,ჩემის. _უნებურად გამეღიმა ჩემს სიტყვებზე. -რა ლამაზია.. _ჩაილაპარაკა უცნაური ხმით. -შედით ახლა ოთახში და დასხედით სუფრასთან! _მაგდამ სულ ძალით შეგვრეკა ოთახში. საშინლად მაინტერესებდა სახლი,ამიტომ ჩუმად გავიპარე და ოთახების თვალიერება დავიწყე. პატარა ოთახს ვნახულობდი,როცა შიგნით გაბრიელი შემოვიდა,კარი მიხურა და უცნაური ღიმილით წამოვიდა ჩემკენ. -რაა... რა იყო? _ვიკითხე ბორწიკით. -რაო,გაები? წეღან გული,რომ გამიხეთქე,კარგი იყო? _მკითხა მხიარული ღიმილით. -ვიხუმრე.. -ეგრე რომ არ უნდა იხუმრო არ გასწავლეს? _ნელ-ნელა მიახლოვდებოდა გულედანი. _არ იყო სასაცილო,მეეჭვიანა სხვათა შორის... _მითხრა სიცილნარევი ტონით. კედელთან მიმიწყვდია,მომენატრეო დაიჩურჩულა და მაშინვე იპოვა ჩემი ტუჩები. _______________ მოკლედ,ვიცი რომ საშინელი გოგო ვარ. დაგიგვიანეთ,მაგრამ რა ვქნა,არ შემიძლია სხვანაირად.. რაც შეეხება ამ თავს,თითქმის მთლიანად ნინეზე გამოვიდა.ასეც უნდა ყოფილიყო. თორნიკეს გაცნობა მინდოდა თქვენთვის,რადგან მომავალში ძალიან მნიშვნელოვანი პერსნაჟი გახდება. ნინეს ხასიათიც წარმოვაჩინე სხვა კუთხით;უტეხი,ჯიუტი და ამაყი,რომაა ამ თავიდან კარგად გაიგებთ. შეცდომები ბევრი იქნება და მომიტევეთ,შუაღამეს საშინლად დაღლილზეა დაწერილი,თან არც გადამიხედავს. __ ..დაა რაც მთავარია. უღრმესი მადლობა თითოეული კომენტარისთვის და წერილისთვის,რომელსაც პირადში მიგზავნით. უდიდეს სტიმული მოდის თქვენგან და არ ვიცი,როგორ აღვწერო ის ემოციები,რასაც თქვენი კომენტარების წაკითხვისას ვგრძნობ. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ,მიყვარხართ!!! <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.