შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ქურდი იაგუნდისფერი თვალებით (8)


31-01-2016, 13:40
ავტორი Gone With Dreams
ნანახია 6 590

ვცდილობდი არაფერი შემეჩნია ჩემი და გაბრიელის ურთიერთობაზე. მშვიდად ვისხედით მისაღებში და ვსაუბრობდით,სანამ ელენეს ტელეფონზე ზარი არ გაისმა. სახე შეეცვალა უმცროს გულედანს,ის ბედნიერი გამომეტყველება, დაზაფრული,შიშნარევი მზერით შეეცვალა და მთელს სხეულში დამიარა ჟრუანტელმა. მაშინვე გიგას და გაბრიელს გავხედე. გიგას მზერა დაძაბვოდა,მუშტები მაგიდის გადასაფარებლისთვის ჩაებჯინა. გაბრიელი კი შეშლილი სახით იყურებოდა,მისი მზერა ისეთი მწველი იყო,რომ სუნთქვა გამიჭირდა. ყველა ძარღვი დაჭიმვოდა,გაფითრებული და სახეწაშლილი იყო.
-ვინ არის? _ასეთი ხმა არასდროს გამეგონა. სულამდე,გულამდე ჩააღწია და გულის წასვლამდე მატკინა. ვიცოდი ამ კითხვას კარგი არაფერი მოყვებოდა.
ამ რამდენიმე თვეში გაბრიელი ასე თუ ისე გავიცანი. დის წყენინებას არასდროს არავის აპატიებდა გულედანი.
ელენეს ნაამბობიდან ვიცი,რომ იმ დღეს კინაღამ შემოაკვდა დათო. ამან შემაშინა... დათო რომ ყოფილიყო,ვიცოდი იქ საშინელი ამბავი დატრიალდებოდა.
-არავინ... უცხო ნომერია,შეეშალათ ალბათ. _ელენემ გაპარული ხმით უპასუხა და ტელეფონი მაგიდაზე დადო. ნათლად დავინახე,როგორ უკანკალებდა ხელი.
-მაშინ რატომ ღელავ? _გაბრიელის მკაცრმა ტონმა უარესად იმოქმედა ელენეზე და ახლა მთელი სხეულით აცახცახდა.
-გაბრიელ...
-ვინ იყო,გეკითხები! _დაიღრიალა.
-ელენე არაფერი დამალო,გეხვეწები,გვითხარი ვინ იყო... _შედარებით მშვიდი იყო გიგა.
-არავინ,ხომ გეუბნებით არავინ-მეთქი! _ელენემ წამოიტირა.
გაბრიელი წამოდგა,ელენეს მიუახლოვდა და მის წინ ჩაიმუხლა.
-ელენე, ტასიას და ჩემს თავს გაფიცებ,მითხარი ვინ იყო! უნდა მითხრა,არ გაქვს უფლება დამიმალო.. იმის მერე რაც გამოვიარეთ,უნდა მითხრა! ელენე... _ხმაში მუდარა გაურია.
დამუნჯებული ვუყურებდი სახეწაშლილ და-ძმას.
-დათო იყო.... _ამოთქვა ელენემ.
გაბრიელი უხმოდ წამოდგა,მოულოდნელად ჩემკენ წამოვიდა.
-ელენეს მიხედე! _მითხრა და შუბლზე მაკოცა. -გიგა,წავედით!
ელენე ფეხზე წამოხტა და გაბრიელს მიეჭრა.
-გაბრიელ არ გაბედო! ყველაფერს წმინდას გაფიცებ,თუ ოდნავ მაინც გიყვარვარ ახლა სახლიდან არ წახვიდეთ! გავგიჟდები იცოდე! _მთელი ხმით ტიროდა. მასთან მივედი და მხრებზე მოვკიდე ხელი. _გეხვეწები,გაბრიელ! თავს მოვიკლავ! გაბრიელ,თქვენ რომ რამე დაგემართოთ,თავს არ ვიცოცხლებ,გემუდარები არ წახვიდეთ... გევედრებით...
გულედანმა მაგრად ჩიახუტა გულში.
-კარგი,არ წავალ,ოღონდ დაწყნარდი...
ხმაურზე ტასიამ გაიღვიძა. სწრაფად შევედი მის ოთახში და ატირებული ბავშვი ძლივს დავამშვიდე.
რამდენიმე წუთში ისევ მისაღებში დავბრუნდი. გაბრიელს ელენე მიეხუტებინა და სავარძელზე იჯდა,უხმოდ. გიგას სახე არასდროს დამავიწყდება. ემოციებს ძლივს იკავებდა,არადა ერთი სული ჰქონდა როდის იღრიალებდა.
არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო ელენე ბიჭებისთვის. ბოლოს და ბოლო ბავშვობის მეგობრები იყვნენ,ესეც რომ არ იყოს ერთმანეთთან უამრავი გასაჭირი აკავშირებდათ. მჯეროდა,რომ ელენეს გამო ყველაფერზე წავიდოდნენ.
მხოლოდ ის ვიცოდი,რომ მობილურზე შემოსული ზარი დათოს ეკუთვნოდა,ელენეს ყოფილ ქმარს. ელენეს დილანდელი,გაბრწყინებული სახე გამახსენდა. უსიამოვნოდ გამაჟრიალა. იქნებ დათოს შეურიგდა? მაშინვე ჯანდაბაში მოვისროლე უსიამოვნო ფიქრები. იმ კაცთან,რომელმაც უმცროსი გულედანის სიყვარული და გრძნობები ფეხქვეშ გათელა,ვინც ტასიას სიცოცხლე კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა და გაბრიელის საბოლოოდ გაგიჟება მოახერხა,ვერანაირი სახის ურთიერთობა ვერ წარმომედგინა. არც ელენე იზამდა ამას. იმ ამაზრზენ წლებსაც,რომ შევეშვათ,ტასოს,გაბრიელის და მისი მეგობრების გამო არ გააკეთებდა ამას.
დიდი ხანი ვისხედით ასე.
-ელენე,შედი ოთახში და დაწექი,ნუ გეშინია. _უთხრა გაბრიელმა განაბულ ელენეს,რომელიც დაღლილობისგან და ემოციებისგან ფეხზე ძლივს იდგა.
გოგონა აღარ შეწინააღმდეგებია. გვერდში ამოვუდექი და ტასიას გვერდით დავაწვინე. ჩუმად ტიროდა... ძალიან შემეცოდა მაშინ ელენე. იცოდა,რომ გაბრიელი არც ერთ ახლოს გადაგმულ ნაბიჯს არ აპატიებდა დათოს მასთან მიმართებაში. ეს მეც ვიცოდი.
ელენეს ჩაეძინა. ოთახიდან გასვლის შემდეგ,არცერთი აღარ დამხვედრია. რამდენიმე წუთში მანქანის დაქოქვის ხმა გავიგე.
გულში რაღაც ჩამწყდა.
^^ ^^ ^^
მთელი ღამე მისაღებში გავათენე. ხან გიგას ტელეფონზე ვრეკავდი,ხან გაბრიელის,მაგრამ ორივე გამორთული იყო. კიდევ კარგი ელენეს არ გაღვიძებია,თორემ საშინლად გამიჭირდებოდა მისი დაწყნარება. გული მეკუმშებოდა ნერვიულობისგან. ბოლოს ისე შევშინდი,რომ სანდროს გადავურეკე.
-არ მჯერა,რომ ცოლის დას გავახსენდი. _ ნამძინარევი ხმით უპასუხა ტელეფონს.
-სანდრო,გაბრიელის და გიგას შესახებ რამე ხომ არ იცი?
-მანდ არ არიან? _სანდროს ხმა შეეცვალა.
-ელენეს დათომ დაურეკა და ორივე გავარდა სახლიდან. სანდრო არ ვიცი რა გავაკეთო,არც ის მინდა შეგაშინო,მაგრამ გიგას ისეთი სახე ჰქონდა,არ ვიცი... გაბრიელზე სიტყვის თქმისაც კი მეშინია... ისიცი ვერ მომიფიქრებია ელენეს რა ვუთხრა... _ტირილი პანიკაში გადამივიდა.
-დამშვიდდი ნინე და ყველაფერი დეტალურად ამიხსენი. რაო იმ ახვა*ა,რა მინდაო? _ვიგრძენი როგორ დაეძაბა სანდროს ხმის იოგები.
-ელენეს არც უპასუხია. სანდრო,თუ ოდნავ მაინც გიყვარვარ, რამე იღონე,თორემ გავგიჟდები იცოდე...
-ყველაფერი კარგად იქნება ნინე. _მითხრა და ტელეფონი გამითიშა.
რამდენიმე საათი კიდევ არაფერი ისმოდა. კინაღამ შევიშალე,პოლიციაში დარეკვასაც ვაპირებდი,როცა მანქანის ხმა გავიგონე. გარეთ გავარდნა ვერ მოვასწარი. სამი იდიოტი სიცილით შემოვიდა სახლში.
ვერ წარმოიდგენთ იმ მომენტში რა ვიგრძენი. სიხარული,ბედნიერება,ბრაზი.. ყველაფერი ერთად არეულიყო.გაბრიელი იცინოდა. იმ ყველაფრის მერე იცინოდა! ტუჩი ოდნავ ჰქონდა გახეთქილი,მაგრამ მთავარი ის იყო,რომ იცინოდა!!!
გიგას გახეთქილ წარბს და ლევანის ჩამოხეულ მაისურს,რომ მოვკარი თვალი,ეს უკვე პიკი იყო.
-თქვენ... თქვენნ... ნორმალურები ხართ? _ყვირილიც ვეღარ მოვახერხე.
-რატომ არ გძინავს? _იკითხა გაბრიელმა და აქ უკვე ტვინის ერთი ნაწილი გადამეკეტა.
-შენ საერთოდ ნორმალური ხარ? აზროვნებ? _ვიღრიალე გამწარებულმა. ლევანი ჩემს ხმაზე ისე შეხტა,ალბათ სხვა დროს გამეცინებოდა,მაგრამ ახლა სხეულის თითოეული ნაწილი დაჭიმული მქონდა. _გაუფრთხილებლად წავხედით,გააფთრებულები,გაგიჟებული და შენ მეუბნები რატომ არ გძინავსო? ტელეფონს რატომ არც ერთი არ პასუხობდით? თქვენ საერთოდ იცით,რა მოხდებოდა ელენეს რომ გაეღვიძა? იცით როგორ ვინერვიულე? სანდროსაც კი დავურეკე,დაჟე პოლიციაშიც ვაპირებდი დარეკვას!
ბიჭები გაოცებულები გვიყურებდნენ.
-რა განერვიულებდა მერე? _მკითხა გიგამ ღიმილით. _ჰო,კარგი. დამნაშავეები ვართ... ასე გიჟებივით მოქცევა არ გვჩვევია ხოლმე,’დასტოინი’ ხალხი ვართ,მაგრამ ეს ცოტა ისეთი შემთხვევა იყო,ნინე. ასე ვერ გავჩერდებოდით,საშიში კიდე რა იყო,ერთი ორი მოგვხვდა,ერთი ორიც მოვარტით და ეგ არის რა! _გაიჯგიმა ამაყი გიგა,მაგრამ როგორც ჩანს წარბმა შეაწუხა და დაიჯღანა.
გაოცებული გავცქეროდი შესაშურ ხასიათზე მყოფ ბიჭებს.
-სპირტს და ბამბას მოვიტან! _ვუთხარი გამწარებულმა და სამზარეულოში გავედი.
რა თქმა უნდა,გაბრიელიც უკან გამომყვა. კარი მიკეტა. ისე ვიყავი გამწარებული,მისი შემჩნევაც არ მინდოდა.
-შეგეშინდა? _მკითხა და გვერდით მომიდგა.
ბრაზისგან სპირტი გამივარდა ხელიდან. მივუბრუნდი და რაც შემეძლო მკაცრავ ვუთხარი.
-ასეთი რაღაც მეორედ აღარ გააკეთო,თორემ ხმას არ გაგცემ იცოდე... იცი რა დამემართა? რამე რომ დაგმართნოდათ რა მექნა? არ არის სასაცილო,გაბრიელ! _ტირილი ძლივს შევიკავე.
გაეღიმა გულედანს. უზარმაზარ მკლავებში მომიქცია და მთელი ძალით მიმიკრა გულზე. თითქოს მასში ჩავიკარგე,მისი სურნელი რომ შევიგრძენი უფრო მეტად დამაფრთხო მისი დაკარგვის საშიშროებამ.
პირველად მაშინ გავაცნობიერე,რომ გაბრიელ გულედანი მიყვარდა.
-მაპატიე,გპირდები ასე აღარასდროს მოვიქცევი. _მითხრა ღიმილით და თვაალებში შემომხედა.
გავქვავდი თითქოს. ისეთი ლამაზი იყო,ისეთი ლამაზი იყო....
-რაო?
-რატომ გაქვს ასეთი ლამაზი თვალები?
-მე უფრო გიყვარვარ თუ ჩემი თვალები? _გაეცინა.
-ცოტ-ცოტა ორივე. _გამეცინა. _ტუჩი გაქვს გახეთქილი...
-ჰო,მტკივა. _სასაცილოდ გაიბუტა. _მიდი ახლა,მაკოცე რომ მომირჩეს!
გემრიელად გადავიკისკისე. ისეთი სასაცილო იყო მობუზული გულედანი,თავი ვერ შევიკავე.
-რა გაცინებს გოგო? მართლა მტკივა და მაკოცე! _გაბრიელსაც გაეცინა.
-რა იყო,ტასია ხარ?
ფრთხილად ვაკოცა გახეთქილ ტუჩზე.
-გეყოფა ახლა,ვინმე შემოვა და სირცხვილია...
-რა არის სასირცხვილო?
-ბიჭებთან უხერხულია,გაბრიელ! _თავი ჩავღუნე.
-ბიჭებმა ყველაფერი იციან. ისე,რომ იცოდე ელენემაც იცის და ნუ გრცხვენია მისი._გაეცინა და მისაღებში პირველი გავიდა.
მალევე მივყევი უკან. ხელში სპირტი და ბამბა მეჭირა.
-აბა რომელია ყველაზე გაჭირვებული? _ვუთხარი სიცილით. _გიგა,მოდი ჯერ შენ გაგისუფთავებ!
დაჯღანული სახით დამიჯდა წინ.
-არ მატკინო იცოდე,თორემ გაბრიელს, რომ ტაფა ურტყი,იმას გადაგალეწავ თავზე!
იმის გახსენებაზე,რომ გულედანს პირველივე ნახვისას თავში ტაფა ჩავარტყი,სულ ავიჭერი.
-ისე,ნინე,შვილები რომ გკითხავენ,დედიკო მამაჩვენი როგორ გაიცანიო,რას ეტყვი? _გადაიხარხარა ლევანმა.
-რას ეტყვის და კინაღამ მოვკალიო! _დაამატა გიგამ.
-გაილახებით! _მკაცრად თქვა გაბრიელმა და თვალი ჩამიკრა.
-რა დროს შვილებზე ლაპარაკია... _ჩავიბურტყნე გაბრაზებულმა და გიგას მთელი ძალით მოვუსვი სპირტი.
-რა იყო,გოგო! მტერი ვარ შენი? _დამიღრინა გიგამ.
-აუ,ისე ჩხუბში მაინც წაგვეყვანე,ნინე! ტაფას ‘გაგიჩითავდით’ და ‘დაბრიდავდი’ სუყველას! _მითხრა ლევანმა.
ამაზე ვერც მე შევიკავე სიცილი და ყველა ერთად ავხარხარდით.
როცა გაბრიელს ტუჩს ვუწმენდდი,ელენე გამოვიდა ოთახიდან.
-რა ამბავში ხართ? _იკითხა და დივანზე ჩამოჯდა. _ტასია კინაღამ გამიღვიძეთ.
სახე აერია,როცა გაბრიელის და გიგას ჭრილობებს მოკრა თვალი.
-რა... ეს რა არის? _ხმა უკანკალებდა ელენეს.
-ელე,პანიკები არ გინდა ახლა! ხომ ხედავ ცოცხლები და ჯანმრთელები დაგიბრუნდით! _გაუღიმა ლევანმა.
-შენ საიდანღა გაჩნდი აქ? _ელენე ატირდა. _იქ იყავით ხო? რამე რომ დაგმართნოდათ...
-ჩვენ რა მოგვკლავს.. _ჩაეცინა გაბრიელს.
-კარგი,გოგო,რა გატირებს ამხელა ქალს?! _სიცილით ჩაეხუტა გიგა.
-გამანებეთ თავი! ვერ გიტანთ ვერც ერთს! _დაიღრინა უმცროსმა გულედანმა და ოთახი დატოვა.
უკან მივყევი და აკნკალებულ მხრებზე მოვკიდე ხელი.
-დამშვიდდი ელენე,ძალიან გთხოვ! მთავარია ყველაფერი კარგად დასრულდა..
-შენ იცოდი? _მკითხა ხმის კანკალით.
-ჰო,მთელი ღამე არ მიძინია და არც შენი გაღვიძება მინდოდა,მაგრამ ძალიან ვინერვიულე.
-რამე რომ დამართნოდათ... ნინე,რამე რომ მოსვლოდა რომელიმეს,გავგიჟდებოდი... გეფიცები გავგიჟდებოდი.... _ჩემს მხარზე ასლუკუნდა.
როგორც შემეძლო ვამშვიდებდი. რამდენიმე წუთში გაბრიელი გამოვიდა. გაეღიმა ჩვენს დანახვაზე.
-რატომ ტირის? _მკითხა გაბრიელმა.
-საერთოდ არ მომეკარო,შენ! _გაბრაზდა ელენე და უფრო მეტად ჩამეხუტა. _უთხარი გავიდეს!
-გადი გაბრიელ! _სიცილი ძლივს შევიკავე.
-ტასო უფრო ჭკვიანია ვიდრე შენ! _უთხრა ელენეს და მერე მე მომიბრუნდა. _აეწიწკნე ახლა მაგას როგორმე და ცოტა ხნით მარტო დაგვტოვე,შემოვირიგებ ამ ბატს!
ღიმილით გავთავისუფლდი ელენეს მკლავებიდანდა მისაღებში დავბრუნდი ბიჭებთან.
-მოხვედი ტაფების დედოფალო? _ახარხარდა ლევანი.
-ახალი ზედმეტსახელი მომიფიქრეთ?
-ზედგამოჭრილია შენთვის! _აყვა გიგაც.
-როდის დასერიოზულდებით?
დემეტრემ დამირეკა. ისე მომნატრებოდა მისი ხმა,სასწრაფოდ ვუპასუხე.
-ნინე,როგორ ხარ? _მკითხა როგორც ყოველთვის მხიარული ხმით.
-როგორ მომენატრე,შე გაფუჭებულო! _უნებურად წამომცდა. _მე კარგად ვარ,შენ?
-დედა,ამას რას მოვესწარი,გათხოვილმა დამ ერთი სული მაქვს როდის გნახავო,გაუთხოვარმა მომენატრეო,კიბო მაქვს და არ ვიცი? _გაეცინა ჩემს ძმას.
-ნუ დებილობ რაღაცას! როდის ბრუნდები თბილისში?
-დღეს საღამოს ჩავალ ალბათ,თქვენ?
-ჩვენც ხვალ წამოვალთ, იცოდე სახლი დალაგებული დამახვედრე და ჩემი ფისუნია ლამზირა დეიდასგან წამოიყვანე,იმას დავუტოვე წასვლისას. _გამეცინა.
-კიდე ერთხე მიხსენებ მაგ გაუბედურებულის სახელს და სახლში არ შემოგიშვებ,შენს კატას საერთოდ გადავაგდებ მეცხრე სართულიდან. _ტელეფონიდან დამიღრინა და გოგოს ხმა რომ გაისმა,დამემშვიდობა. _წავედი ახლა მე,დაგირეკავ მერე.
პასუხიც ვერ მოვასწარი ისე გამითიშა.
სულ რაღაც თხუთმეტი წუთის შემდეგ,ოთახში შერიგებული გულედანები შემოვიდნენ,რასაც ტასიას ტირილი მოჰყვა.
-თუ გინდა რომ შეგირიგდე,წადი და ბავშვს მიხედე. _გაიკრიჭა ელენე.
გაბრიელმა გაიღიმა და ტასიას ოთახში შევიდა.
^^ ^^ ^^
დაწოლას ვაპირებდი,როცა შეტყობინება მომივიდა.
„ჩამოდი,ჰამაკთან გელოდები“.
ჩუმად ჩავიპარე კიბეებზე და რამდენიმე წუთში მასთან აღმოვჩნდი.
-მოდი,დაწექი!
-წინაზეც გავიჭყლიტე რა,გაბრიელ! _დავიწუწუნე და ძირს დავწექი.
-რას შვრები? _მკითხა გაოგნებულმა.
-აქ უფრო კომფორტულია.
-არ ხარ შენ ნორმალური.. _გაიცინა და მალე მომიწვა გვერდით.
დიდხანს ვიწექით გაუნძრევლად. მერე ფრთხილად მივუჩოჩდი ახლოს.
-ჩემი ჭინკა! _ჩამჩურჩულა და მთელი გრძნობით მაკოცა.
-გაბრიელ...
-გისმენ!
-პირველად რომ მნახე,რა იფიქრე?
სიცილი აუტყდა. გაოგნებული ვუყურებდი.
-რა გაცინებს?
-რა , რა მაცინებს გოგო! _ვეღარ ჩერდებოდა. _კინაღამ მომკალი და რა უნდა მეფიქრა,გაფიცებ ყველაფერს!
მისი სიცილი გადამედო და ახლა ორივე მთელი ხმით ვხარხარებდით.
-გაბრიელ,ნუ იცინი მაგხელა ხმაზე,ყველას გააღვიძებ!
-შენ თვითონ კისკისებ,მე რას მეჩხუბები! _ვითომ გაბრაზდა,არადა სახეზე ვატყობდი ეცინებოდა. -შენ რა იფიქრე პირველად რომ მნახე?
-ვიფიქრე,ქურდია-მეთქი.
გაეცინა.
-ჰო,ეგ რომ იფიქრე ჩემს თავსაც დაეტყო იმავე წუთში. მერე რა იფიქრე?
-ქურდია იაგუნისფერი თვალებით-თქო. _გამეღიმა.
-ნუ მაბრაზებ,ნინე! _გაეცინა.
ფრთხილად დავუსვი სახეზე ხელები.
-ჩემი ქურდი... ქურდი იაგუნდისფერი თვალებით... ))
___________________________
არ დამიგვიანია,ხედავთ რა კარგი გოგო ვარ? :დდ
იმედია მოგეწონებათ <3
დიდი მადლობა თითოეული კომენტარისთვის,ძალიან მიყვარხართ !



№1 სტუმარი Gvantsa....gvantsa

Shemdegs velodebi moutmenlad :)))

 


№2  offline აქტიური მკითხველი grafo

მომწონს ეს ისტორია. კარგად, მე რომ მიყვარს ისე ვითარდება მოვლენები. მინი დაძაბულობები და იქვე განმუხტვა. ყოჩაღ. . ოღონდ, კარგი და ბედნიერი დასასრული ეს კატეგორიული "მოთხოვნაა" wink .

 


№3  offline წევრი Smiling girl

უფფფ მართლა კარგი გოგო ხარ შენნნ <3 აუ რა კარგია როგორ მომწონსს :D ისე გუშინ მთელი დღე ვეძებდი გუგლში "იაგუნდს" :D რაგაცეები კი ვნახე და გამიხარდა მართლა ლამაზია <3

 


№4  offline წევრი Gone With Dreams

Smiling girl
უფფფ მართლა კარგი გოგო ხარ შენნნ <3 აუ რა კარგია როგორ მომწონსს :D ისე გუშინ მთელი დღე ვეძებდი გუგლში "იაგუნდს" :D რაგაცეები კი ვნახე და გამიხარდა მართლა ლამაზია <3

ჩემი საყვარელი ქვაა იაგუნდი :) ულამაზესია <3
--------------------
...

 


№5  offline წევრი kaxelii

ჩემი ტაფების დედოფალი lol ძალინ კარგია მომწონს ესეთI გაბრიელი. დემეტრე ლამზირას როგორ დაუტოვერ ნწ ნწ ნწ ისე მაინტერესებს დემეტრეს გაბრიელი როგორ შეხვდება wink მალე დადე რა

 


გამოხვედი რა შენც გალაკტიონი და დაწერე მეორე "შერიგება", სადაც იაგუნდი ფიგურირებს. :D ყველაფერი კარგია. არ მბეზრდება რომ ვკითხულობ, იუმორიც იგრძნობა და მძაფრი სიუჟეტებიც არის, მაგრამ ეს რომანტიკა მაინც ყველგან მეხამუშება, ჩემს მოთხრობებშიც კი. ვერ მივეჩვიე და რა ჩემი ბრალია. :D

 


№7  offline წევრი Gone With Dreams

ჭორფლიანი გოგონა
გამოხვედი რა შენც გალაკტიონი და დაწერე მეორე "შერიგება", სადაც იაგუნდი ფიგურირებს. :D ყველაფერი კარგია. არ მბეზრდება რომ ვკითხულობ, იუმორიც იგრძნობა და მძაფრი სიუჟეტებიც არის, მაგრამ ეს რომანტიკა მაინც ყველგან მეხამუშება, ჩემს მოთხრობებშიც კი. ვერ მივეჩვიე და რა ჩემი ბრალია. :D

გენაცვალე,არც მე მიყვარს ასეთი საყვატელი სცენების აღწერა,მაგრამ საჭიროა :დდ ჰოდა,შენ შეეჩვიე ცოტა,თორემ დარჩები გაუთხოვარი :დდდ
--------------------
...

 


№8 სტუმარი tiko

dzaan magari gogo xar, miyvars am istoriis kitxva

 


№9  offline წევრი Gone With Dreams

ბავშვებო დიდი მადლობა ასეთი თბილი კომენტარებისთვის <3
--------------------
...

 


ყველა თავი ერთად წავიკითხე და დზაან ბევრი ვიცონე მაგარია
--------------------
romantikosi mwerali

 


№11 სტუმარი Niniko

Shemdegi tavi rodis daideba? Aghar shemidzlia movkvdi interesit <3

 


№12  offline წევრი Reny

შემდეგს აღარ დადებ?

 


№13 სტუმარი Shady

ძალიან მაგარი გოგო ხარ! წარმატებებიიი love

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent