შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჭირვეული პატარძალი –7– (ეპილოგი)


6-02-2016, 11:22
ავტორი sopiko
ნანახია 4 570

[თავი 7]
დანიელის საძინებელში შევდივარ და მის ბეჭებს ვაკვირდები. ნაქსოვს სვიტრში ვატან მზერას და მის სულში ვიჭრები. შინაგან ხმას მაინც სჯერა მისი... სჯერა, რომ ვუყვარვარ! მეც მინდა დავიჯერო! ამისთვის კი დანიელის პასუხია საჭირო. საწოლზე ფრთხილად ვჯდები. მამაკაცი ჩემკენ არ ტრიალდება.
–გუშინ ღამით ამ საწოლში ერთად ვიწექით... ერთი საწოლი გვაერთიანებდა... ერთმანეთს ვიყავით მიკრულნი და მე სულაც არ მეშინოდა შენი... მაშინ, როცა შენს გულისცემას ვუსმენდი, დავრწმუნდი, რომ მიყვარდი... ახლაც ვიცი, რომ მიყვარხარ, მაგრამ ამ გრძნობის მეშინია... ის, რაც ჯერჯერობით ეჭვია, სიმართლე რომ აღმოჩნდეს საკუთარ თავს დავკარგავ... მითხარი, რა მოხდა სინამდვილეში, დანიელ! თუნდაც მომკლას ამ სიმართლემ, მაინც მითხარი! მე ძლიერი ვარ და ყველაფერს გავუძლებ!–თამამად ვამბობ და ჩემი შემართება წარმოსახვაში მამაღლებს.
დანიელი ჩემი მიმართულებით მოდის, იატაკზე იმუხლებს და ხელებს მხვევს. სლუკუნით ვადებ თავს მხარზე და ჩურჩულს განვაგრძობ.
–აუცილებელი რომ არ ყოფილიყო, არ მომატყუებდი... აქ ყოფნის განმავლობაში დავრწმუნდი, რომ უხეში, მაგრამ პირდაპირი ადამიანი ხარ... ტყუილად არ იცრუებდი...
მამაკაცი გულღიად მიღიმის და ტუჩებს ჩემს სახეზე დააცოცებს... თვალებს ვხუჭავ და საბანს ხელში ნერვიულად ვჭმუჭნი. დანიელის ბაგეები უფრო და უფტო აქტიურდებიან და ბოლოს გამობურცულ, ვარდისფერ ტუჩებსაც აგნებენ... ლავა ზემოთ–ქვემოთ დამიდის... ცეცხლის ალი გულსაც კი სწვდება... გასაკვირი ისაა, რომ ისევ და ისევ სასიამოვნო შეგრძნებები მიპყრობს და სიმართლის უცუდინრობის მიუხედავად, კოცნას არც მე ჩამოვრჩები.
–დანიელ... მორჩი...–რამდენიმე წამში თავს უკან ვწევ და ჭერს ვაცქერდები.
დანიელი მუცელზე თავს მადებს და მოყოლას იწყებს.
–პირველივე ლექციაზე დაიპყრო ჩემი გული საშუალო სიმაღლის გამხდარმა გოგონამ, ყელზე მფეთქავი არტერია ნათლად რომ ეტყობოდა და უფსკერო, მწვანე თვალები წინ წამოწეოდა. მთელი საათის განმავლობაში მისთვის თვალის არიდებას ვცდილობდი, მაგრამ ხამი მამაკაცივით არაფერი გამომდიოდა... უმწეო, მორიდებული გოგონას შთაბეჭდილებას ტოვებდა, მაგრამ თავისუფალ დროს მეგობრების გარემოცვაში სულ სხვანაირად იქცეოდა. საიდან ვიცოდი ეს ყველაფერი მე? გაცნობის დღიდან სამსახურს სხვადასხვა მიზეზების გამო ვაცდენდი და მას დავდევდი უკან. უნივერსიტეტში, კაფეში, კინოთეატრში... ყველგან მის გვერდით ვიყავი. კაციც კი მივუჩინე. მეშინოდა, რომ ერთ დღეს დამეკარგებოდა... რომ ვეღარ ვიპოვიდი და ღამითაც კი ვეღარ ვიძინებდი... პატარა ბავშვივით ავცეტდი. ერთ უძილო ღამეს კი მისი სიყვარული შევიგრძენი... დღეები მიდიოდა და ერთ დღეს გავიგე, რომ ის პატიმარი გამოიპარა ციხიდან, ჩემს მოპოვებულ ცნობებზე დაყრდნობით რომ გამოუტანეს განაჩენი. ჩემმა დაცვამ, რომელიც ყოველდღე უკან დაგყვებოდა, მითხრა, რომ სხვა ავტომობილიც შენიშნა ჩემი საყვარელი არსების, ანუ შენი მადევარი. რაღაცეები გავარკვიე და მივხვდი, რომ სამიზნეში შენ ამოგიღო. ასე უნდოდა ჩემთვის სამაგიერო გადაეხადა. იმ ბანდიტმა შეცდომა დაუშვა და მე დამირეკა. უბედურების შესახებ წინაწარ მამცნო. სხვა გზა აღარ იყო... სადმე უნდა გადამემალე. ვერაფერი რომ ვერ მოვიფიქრე, მოგიტაცე, როგორც საცოლე, რათა არ შეშინებულიყავი. აი, ესაა სიმართლე, მართა! ახლა როგორც გინდა, ისე მოიქეცი, უბრალოდ ხვალამდე მაინც ვერსად გაგიშვებ. თუ დამჭირდება, სარდაფში ჩაგკეტავ, რადგან ხვალ ის უკვე ციხეში იქნება. იქ, სადაც მისი ადგილია!–ზიზღით ასრულებს მონოლოგს და მერე ისევ სითბო უდგება თვალებში.
–დანიელ, მიყვარხარ, ძალიან მიყვარხარ!–ტირილი მიტყდება ახუვლებული ემოციებისგან და ტუჩებზე ვეკონები საყვარელ მამაკაცს.
–აბა, შერიგდით, რძალო?–თავს ყოფს ოთახში დიტო და ტირილი უმალ მეცვლება სიცილით. პირველად ვხარხარებთ მე და დანიელი ერთ ხმაში, ეს კი დიდი საოცრებაა! აბა, ჭირვეული პატარძალი და ჯმუხი ნეფე საერთოს რომ გამონახავენ, ისტორიული ფაქტი არ არის?!

მეორე დღეს უკვე სამივე მანქანასთან ვტრიალებდით და ბარგს ვაწყობდით საბარგულში. ის პატიმარი ციხეში დაებრუნებინათ და ჩვენც საფრთხე აღარ გვემუქრებოდა!
დიტო როგორც ყოველთვის თავისებურად ხუმრობს და ტკბილსა და მწარეს ერთმანეთში ურევს! სულ რძალოს გაიძახის. დანიელი ეუბნება, გუშინ ღალატზე შენ მელაპარაკებოდი და ასე სამ დღეში რამ გაგაგიჟა მართაზეო.
მეც ვერთვები მათ დიალოგში და როგორც იტყვიან, ტკბილ სიტყვას შუაზე ვყოფ, არც ერთს რომ არ ეწყინოს.
დანიელის მართა სანატრელი მიხდება, რადგან სულ ჭირვეულოს მიწოდებს. სიმართლე გითხრათ მსიამოვნებს კიდეც! მისი ჭირვეული პატარძალი ვარ, სხვისი ხომ არა!
იმაზე კი არ ფიქრობს, რომ თვითონაც დამნაშავეა და თუ მოვინდომებ ციხეში ამოვაყოფინებ თავს, თუმცა არც ის მავიწყდება, რომ ამ შემთხვევაში მეც იქ მომიწევს პაემნებზე სიარული!
ეს აზრი დიდად არ მომწონს!
ამიტომ ვაპატიებ, დიდი ამბავი! მაგრამ... ეს მაგრამ ყველაფერს ცვლის!
მე მოვიტაცებ მისი ცხოვრების თითოეულ დღეს! მთელი სიცოცხლე გვერდიდან არ მოშორდება ჩემნაირი ჭირვეული და მეტი სასჯელი რაღა გინდა?!

^^^
მართამ და დანიელმაც იპოვეს ერთმანეთი! რა იქნება შემდგომ, ამას ჩვენ ვერ გავიგებთ, თუმცა მე მჯერა, რომ ჩემს მიერ შექმნილი პერსონაჟები ყოველდღიურობასთანაც ჩააბარებენ გამოცდას!
თქვენ, ჩემო ტკბილო მკითხველებო, დიდ სტიმულს მაძლევდით და მუზას წასვლის და დაკარგვის უფლებას არ აძლევდით. ამისთვის გიხდით დიდ მადლობას! იმ კომენტარებისთვის, რომელიც სახეზე ღიმილს მგვრიდა!
ამ ისტორიაში ბრძნული აზრი არ დებულა, თუმცა იმედი მაქვს სიამოვნება მიიღეთ მისი კითხვით და დროც ტყუილად არ დახარჯეთ.
ველი საბოლოო შეფასებებს, რომლითაც თქვენს კონკრეტულ აზრს გამოხატავთ.
დაბრუნებას მალე ვაპირებ, რადგან ახალი ისტორია უკვე დაწყებული მაქვს, სრულიად განსხვავებული, თუმცა ისევ ''ჩემებური''!
უყვარხართ სოფოს!



№1  offline წევრი nestanuka13

ძალიან პატარა და ნაჩქარევად დაწერილი დასასრული იყო ჩემი აზრით, უფრო მეტიც შეიძლებოდა :)

 


№2  offline წევრი kaxelii

არ გეწყინოს მაგრამ რაღაც აკლდა რაღაც არა ბევრი რამ აკლდა. არ მეყო მე სხვანაირი მინდოა უფრო მეტს ველოდი recourse მომდევნო ისტორიას ველოდები დიდი იმედებით

 


№3 სტუმარი A

Sopochka mec rom miyvarxart shen da sheni istoriebi ici? Zustad iseti sheneburi ro qvia. Ase rom male geli.....

 


№4  offline მოდერი sopiko

nestanuka13
ძალიან პატარა და ნაჩქარევად დაწერილი დასასრული იყო ჩემი აზრით, უფრო მეტიც შეიძლებოდა :)

nino k.d.
არ გეწყინოს მაგრამ რაღაც აკლდა რაღაც არა ბევრი რამ აკლდა. არ მეყო მე სხვანაირი მინდოა უფრო მეტს ველოდი recourse მომდევნო ისტორიას ველოდები დიდი იმედებით

შეიძლება ასეც ჩაგეთვალათ, თუმცა არ ვიცი... მიხარია, რომ გვერდით მედექით მთელი ამ ხნის განმავლობაში love
A
Sopochka mec rom miyvarxart shen da sheni istoriebi ici? Zustad iseti sheneburi ro qvia. Ase rom male geli.....

დიდი მადლობა, ეი! love

 


№5  offline ადმინი ano23

მეღირსა wink ახლა მივყვები პირველი თავიდან და წავიკითხავ winked

 


№6  offline მოდერი ლილიანა

მეტ მტკიცე საბუთს( დანიელის ქმედების გასამართელბლად) და მეტ გულის აფორიაქებას ველოდი,თუმცა არც ასე იყო ურიგო,დაველოდები ახალს <3
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

 


№7  offline აქტიური მკითხველი tatuka20

ძალიან მომეწონააა კარგი იყოო!

 


№8  offline მოდერი sopiko

ano23
მეღირსა wink ახლა მივყვები პირველი თავიდან და წავიკითხავ winked

გაღირსე! wink იმედია მოგეწონება...
ლილიანა
მეტ მტკიცე საბუთს( დანიელის ქმედების გასამართელბლად) და მეტ გულის აფორიაქებას ველოდი,თუმცა არც ასე იყო ურიგო,დაველოდები ახალს <3

გმადლობ, ლილია love თუ ადამიანს ენდობი, აღარ არის საჭირო სხვადასხვა ნივთმტკიცებები.
tatuka20
ძალიან მომეწონააა კარგი იყოო!

გმადლობ, თათუკა love

 


№9 სტუმარი Black

Mokled sheni ertguli gavxdit dagvibyret shenma istoriebma migvizida da vegar gshordebi,istoria lamazad da tbilad damtavrda yinvashic ki gatbebi,mokled umagresi mweralixar chveno sopiko<3gelodebi axal istoriastan ertad

 


№10  offline მოდერი sopiko

კომენტარი
Black
Mokled sheni ertguli gavxdit dagvibyret shenma istoriebma migvizida da vegar gshordebi,istoria lamazad da tbilad damtavrda yinvashic ki gatbebi,mokled umagresi mweralixar chveno sopiko<3gelodebi axal istoriastan ertad

უღრმესი მადლობა, ბლექ! ძახილის ნიშანი გრამატიკის ბრალია, ყურადღება არ მიაქციო :-D

 


№11  offline წევრი kaxelii

[quote=nino k.d.]არ გეწყინოს მაგრამ რაღაც აკლდა რაღაც არა ბევრი რამ აკლდა. არ მეყო მე სხვანაირი მინდოა უფრო მეტს ველოდი recourse მომდევნო ისტორიას ველოდები დიდი იმედებით[/quote]
შეიძლება ასეც ჩაგეთვალათ, თუმცა არ ვიცი... მიხარია, რომ გვერდით მედექით მთელი ამ ხნის განმავლობაში love :[/quote]
იმედია არ გეწყინა უბრალოდ მჯერა რომ უკეთესის დაწერა შეგეძლო. საერთოდ ბევრგან ვწერ რომ მეტი მინდოდა მიყვარს როდესაც ავტორი არა მხოლოდ ერთად ყოფნამდე პერიოდს არამედ ერთად ყოფნის პერიოდსაც წერს. თუ სადმე გინახავს ჩემი კომენტარები ბევრგან წააწყდებიასეთებს. ერთი ვიცი რომ ძალიან შემაყვარე თავი ჩემო სოფ love

 


№12 სტუმარი Black

sopiko
კომენტარი
Black
Mokled sheni ertguli gavxdit dagvibyret shenma istoriebma migvizida da vegar gshordebi,istoria lamazad da tbilad damtavrda yinvashic ki gatbebi,mokled umagresi mweralixar chveno sopiko<3gelodebi axal istoriastan ertad

უღრმესი მადლობა, ბლექ! ძახილის ნიშანი გრამატიკის ბრალია, ყურადღება არ მიაქციო :-D

ara ar mivaqcev radgan magis shemdeg winadadeba gagrdzelda da tan sicils smilec:D

 


№13  offline მოდერი sopiko

[quote=nino k.d.][quote=nino k.d.]არ გეწყინოს მაგრამ რაღაც აკლდა რაღაც არა ბევრი რამ აკლდა. არ მეყო მე სხვანაირი მინდოა უფრო მეტს ველოდი recourse მომდევნო ისტორიას ველოდები დიდი იმედებით[/quote]
შეიძლება ასეც ჩაგეთვალათ, თუმცა არ ვიცი... მიხარია, რომ გვერდით მედექით მთელი ამ ხნის განმავლობაში love :[/quote]
იმედია არ გეწყინა უბრალოდ მჯერა რომ უკეთესის დაწერა შეგეძლო. საერთოდ ბევრგან ვწერ რომ მეტი მინდოდა მიყვარს როდესაც ავტორი არა მხოლოდ ერთად ყოფნამდე პერიოდს არამედ ერთად ყოფნის პერიოდსაც წერს. თუ სადმე გინახავს ჩემი კომენტარები ბევრგან წააწყდებიასეთებს. ერთი ვიცი რომ ძალიან შემაყვარე თავი ჩემო სოფ love[/quote]
არა, ჩემო კარგო, რა უნდა მეწყინოს ♥ თუ ჩემი "ცხოვრების თეორია არ გაქვს წაკითხული, წაიკითხე. მისი მეორე ნაწილიც დაწერილი მაქვს და ახლო მომავალში დავდებ. ოჯახური სიუჟეტებიც იქ არის ასახული.

 


№14  offline წევრი teddy))

ძალიან მომეწონა! მინდოდა სიუჟეტები მათი ახალი ცხოვრებისა, მაგრამ არაუშავს მთვარია ერთად არიან lol სრულყოფილია და დიდი რაოდენობით არ მაქვს დანაკლისის გრძნობა smile დიტო რა საყვარელია. როგორც წესი შეყვარებულების ძმაკაცები ძალიან საყვარლები არიან და დიტომაც იმედები არ გამიცრუა lol შენ ხომ არასდროს მიცრუებ იმედს love

 


№15  offline მოდერი sopiko

teddy))
ძალიან მომეწონა! მინდოდა სიუჟეტები მათი ახალი ცხოვრებისა, მაგრამ არაუშავს მთვარია ერთად არიან lol სრულყოფილია და დიდი რაოდენობით არ მაქვს დანაკლისის გრძნობა smile დიტო რა საყვარელია. როგორც წესი შეყვარებულების ძმაკაცები ძალიან საყვარლები არიან და დიტომაც იმედები არ გამიცრუა lol შენ ხომ არასდროს მიცრუებ იმედს love

დიდად გამახარა შენმა შეფასებამ! ♥ გმადლობ!

 


№16 სტუმარი A

[quote=A]Sopochka mec rom miyvarxart shen da sheni istoriebi ici? Zustad iseti sheneburi ro qvia. Ase rom male geli.....[/quote]
დიდი მადლობა, ეი! love[/quote]
Sopochka sayvarelo sinamdvileshi xatia mqvia ubralod saxelis cera mezareba xolme da A amitom vacer.:D:D:D samadlobeli araperia geli.

 


№17  offline წევრი Lana Tomlinson

ვაიმე რა საყვარლობა იყო...ძალიან მომეწონა!დასასრულიც როგორი კარგი ქონდა თან ^_^ ველოდები ახალ ისტორიას.

 


№18  offline მოდერი sopiko

ლანა ცინცაძე
ვაიმე რა საყვარლობა იყო...ძალიან მომეწონა!დასასრულიც როგორი კარგი ქონდა თან ^_^ ველოდები ახალ ისტორიას.

გმადლობ, ლანა! request

 


№19 სტუმარი სტუმარი ნესტანი

ძალიან მომეწონა საინტერესო იყო ძალიან ვიმხიარულე კარგი დასასრული ქონდა მადლობა წარმატებები????

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent