შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენი თამუნია (თ.ჯ) მეორე თავი


7-02-2016, 00:20
ავტორი თამუნა
ნანახია 2 196

შენი თამუნია (თ.ჯ)
მეორე თავი
არ ვიცი ასე რატომ მოვიქეცი ცხოვრებაში პირველად დავმალე და უარვყავი ჩემი სახელი, უფრო სწორედ ვიცი, მაგრამ შემეშინდა საშინლად შემეშინდა, მას რომ მოეგნო, ის რომ ყოფილიყო, მისგან გამოგზავნილი რომ ყოფილიყო ან უბრალოდ მას რომ უთხრას, მან რომ ჩემი მისამართი გაიგოს... ო, ოღონდ ეს არა ღმერთო...
ბოლო ხუთი წლის მანძილზე პირველად შემეშინდა ასე რეალური შიში პირველად ვიგრძენი... შემეშინდა მისი ჩემს ცხოვრებაში დაბრუნების, და უარვყავი, ხომ უარვყავი ჩემი სახელი... ან მას რას ვერჩოდი, ან რატომ შევშინდი... ის ხომ უკვე ვეღარ მოვა ჩემამდე... გული მტკიოდა, საშინლად მტკიოდა, ნახევარი საათის შემდეგ შევატყვე, რომ სხვა გზით წავსულვარ, კიდე კარგი რამე ცუდი არ შემემთხვა, მივხვდი, რომ საკუთარ თავს ვესაუბრებოდი, კი არ ვესაუბრებოდი, ვეჩხუბებოდი კიდეც და შემეშინდა, ძალიან შემეშინდა, რისი იმ კონკრეტულ მომენტში ვერ ვხვდებოდი, მაგრამ ვიცოდი რომ ეს შიში გამანადგურებდა თუ რამეს არ შევცვლიდი ჩემს ცხოვრებაში...
როგორც იქნა სახლში მივედი, მაშინვე ჩემს ოთახში ჩავიკეტე და დილამდე ჩუმად ვქვითინებდი, რომ დედას ჩემი ტირილის ხმა არ გაეგო... მას არც დილით არ შეუმჩნევია ჩემი ჩაწითლებული სახე ვიღიმოდი, ძალით ვიღიმოდი ჩემი დედისთვის, მხოლოდ მისთვის და შევატყვე რა უბედური ვიყავი იმ მომენტში, როცა მიწევდა ბედნიერი შვილის როლის თამაში...
__არ გინდა დედა, ტყუილად ნუ მიმზადებ საუზმეს, მეჩქარება ლექციები მაქვს თან დღეს ხომ გამოცდები მეწყება, უი მგონი მართლა დღეს მეწყება, _ბოლო წინადადება ჩუმად ჩავიბუტბუტე და სახლიდან გამოვედი.
__რამე არ დაგავიწყდეს შვილო, დამირეკე, რომ ჩააბარებ_მომაძახა დედამ.
დედის ეს სიტყვები ძალიან შორიდან მესმოდა, უფრო სწორედ მე არ ვუსმენდი მას ახლოდან. ვფიქრობდი, რომ რაღაც შემეცვალა, აღარ მინდოდა მუდმივად ასე ყოფნა, გული მტკიოდა, გული რომელიც კარგა ხანია მხოლოდ სისხლის მიმოქცევის ფუნქციას ასრულებდა, მხოლოდ ამ ფუნქციას, რადგან დიდი ხანი იყო რაც ნაფლეთებად მქონდა ქცეული.
ტელეფონის ზარმა გამომაფხიზლა ფიქრებიდან.
__გისმენ მაკა, როგორ ხარ?
__დღეს რომ გამოცდა გვაქვს დაგავიწყდა? სადაცაა დასრულდება, დილიდან გირეკავ მაგრამ ალბათ საათი შეგეშალა, 9-ზე დაიწყო, იჩქარე, თორემ დაგრჩება ეს საგანი...
__მოვდივარ მაკა, მოვალ.
ტელეფონი გავთიშე, რაღაც არანორმალურად უცნაური ფიქრები მომერია, თავში ყველაფერი ამებურდა, აზრებს ვერ ვაწყობდი, ვერაფერს ვერ ვალაგებდი ვერ ვარკვევდი. ისევ ისეთი შიში ვიგრძენი, როგორც გუშინ იმ უცნობის კითხვისას, მეშინოდა დღესაც არ გადავყროდი სადმე, ან ვინმესგან ჩემი სახელი არ გაეგო, არც ვიცი რატომ ან რა მიზეზით მეშინოდა მისი, მაგრამ ვერ ვთოკავდი ჩემს გულს, გონებას, სულიც კი ამიფორიაქდა. გამოცდაზე დამაგვიანდა, სულ მთლად გავითიშე, კიდევ ერთი პრობლემა დამემატა. მხოლოდ მაკას საყვედურებიც მეყოფოდა.
__სულ შენი ბრალია, გადაყევი მაგის ჯავრს და შენ შენი ცხოვრების აზრს კარგავ, გაიხსენე რატომ ხარ აქ, რატომ ჩააბარე, რატომ სწავლობ? რა გინდა საერთოდ როდემდე უნდა იგლოვო ცოცხალი ადამიანი? ან ეგ საიდან მოიტანე რომ დაგზდევს, სულ არ აინტერესებ გაიგე ერთხელ და სამუდამოდ გაუსწორე რეალობას თვალი! იცოდე ეს საგანი კიდევ არაფერი, ხვალინდელი გამოცდაც რომ ვერ ჩააბარო კურსზე დარჩები, გესმის?!_მითხრადა ერთი კარგად შემანჯღრია არა მარტო სიტყვებით პირველად მომიჭირა მკლავებზე მისი ხელები ისე მაგრად, რომ მეტკინა მაშინ კი მივხვდი, რომ მართლა ცუდად იყო ჩემი საქმე, რომ მართლა რაღაც უნდა გამეკეთებინა, არა მარტო ჩემი დედის დასანახად, არამედ ჩემი თავისთვის, უნდა დამემტკიცებინა რომ მე ეს შემეძლო... შემეძლო უკეთ ვყოფილიყავი არა მარტო სხვის დასანახად არამედ ნამდვილად, თუმცა ამის ძალა ჩემს თავში არ მქონდა არ მქონდა, მაგრამ უნდა მომეძებნა, როგორმე.

.....................................................................................................................................................
მეორე დღეს გამოცდა ჩავაბარე, მე უკვე დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ვიყავი, წინ მთელი სამი თვე მქონდა იმისთვის, რომ საკუთარი თავის რწმენა დამებრუნებინა და ამასთანავე წარსული გულის ტკივილისთვის საკადრისი პასუხი გამეცა, გადავწყვიტე რომ გიოსთვის შური მეძია, შური მეძია მისივე გულის ტკივილით, ანუ გავმხდარიყავი ისეთი კარგი რომ ჩემი შეშურებოდა, რომ ყველაზე სასურველი და მიმზიდველი ვყოფილიყავი მისთვის, და რათქმაუნდა მიუწვდომელი, მიუწვდომელი ეს ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ...



№1 სტუმარი Black

Rato miuwvdomeli?es yvelaper daaxloebit sheni cxovrebis mixedvitaa dawerili?ho..kargia chemoTAMU umagresiaA

 


№2  offline წევრი maridb

dzalian magaria tamooo
gansxvavebuli da originaluri
dzalian damainteresa:*
--------------------
♥Ты Mой Kайф♥

 


№3  offline წევრი თამუნა

maridb
dzalian magaria tamooo
gansxvavebuli da originaluri
dzalian damainteresa:*

მადლობა ჩემო თბილო, მიყვარხარ love

Black
Rato miuwvdomeli?es yvelaper daaxloebit sheni cxovrebis mixedvitaa dawerili?ho..kargia chemoTAMU umagresiaA

გამოჩნდება შემდეგ თავში რატომ უნდა იყოს მიუწვდომელი. smile
მიხარია რომ მოგწონს
. love
--------------------
ჩემი სიგიჟე შენს მიმართ არარსებული სიყვარულია...

 


№4 სტუმარი Black

თამუნა
maridb
dzalian magaria tamooo
gansxvavebuli da originaluri
dzalian damainteresa:*

მადლობა ჩემო თბილო, მიყვარხარ love

Black
Rato miuwvdomeli?es yvelaper daaxloebit sheni cxovrebis mixedvitaa dawerili?ho..kargia chemoTAMU umagresiaA

გამოჩნდება შემდეგ თავში რატომ უნდა იყოს მიუწვდომელი. smile
მიხარია რომ მოგწონს
. love

velodebi moutmenlad chemo tatuli, warweris peri dzalian momwons[b]

 


№5 სტუმარი Black

Vsio?aramgonia dagemtavrebinos es istoria ukvalod rom gaqri..imedia male gamochndebi..

 


№6  offline წევრი თამუნა

Black
Vsio?aramgonia dagemtavrebinos es istoria ukvalod rom gaqri..imedia male gamochndebi..

მე ყოველთვის იქ ვარ სადაც ვენატრები...
სადაც გულით მელიან.
--------------------
ჩემი სიგიჟე შენს მიმართ არარსებული სიყვარულია...

 


№7 სტუმარი Black

Me kidev marto gulit kiara mtlianad gelodilove :Dmagram mainc daigviane!...magram maaainc ver gibrazdebi<3vici ro tavs gaimartleb da vici sul aq xoar iqnebi?!<3mesmis...

 


№8  offline წევრი თამუნა

Black
Me kidev marto gulit kiara mtlianad gelodilove :Dmagram mainc daigviane!...magram maaainc ver gibrazdebi<3vici ro tavs gaimartleb da vici sul aq xoar iqnebi?!<3mesmis...

თავს არ გავიმართლებ და გეტყვი, რომ როცა ცუდად ვარ მარტოობა მირჩევნია, სიჩუმე და მარტოობა, აქაც მხოლოდ იმიტომ ვიკარგები, რომ ვმარტოობ, რადგან გულის ტკივილებს ხშირად ვეღარ ვუმკლავდები... ძალიან ვაფასებ შენს სითბოს და მეც ძალიან მიყვარხარ... დაიმახსოვრე ...
--------------------
ჩემი სიგიჟე შენს მიმართ არარსებული სიყვარულია...

 


№9 სტუმარი Black

Xo vici tamusi!<3da davimaxsovreb kidec;) xo mec egre var,mec marto yopna mirchevnia..cariel otaxshi sadac sichumis xmastan ertad mowikwiko wamebis xma mesmis..<3

 


№10  offline წევრი თამუნა

Black
Xo vici tamusi!<3da davimaxsovreb kidec;) xo mec egre var,mec marto yopna mirchevnia..cariel otaxshi sadac sichumis xmastan ertad mowikwiko wamebis xma mesmis..<3

და ეგ მოჭიკჭიკე ვინ არის??? მერცხლები თუ... თუ ვინმე სხვა? winked
--------------------
ჩემი სიგიჟე შენს მიმართ არარსებული სიყვარულია...

 


№11 სტუმარი Black

Mowikwike saati:D<3shen rac ipiqre ara var magnairi:D<3

 


№12  offline წევრი თამუნა

Black
Mowikwike saati:D<3shen rac ipiqre ara var magnairi:D<3

გასაგებია... მე ოთახში საათი არ მაქვს გავაძევე სწორედ მაგ წიწკინის გამო. feel
--------------------
ჩემი სიგიჟე შენს მიმართ არარსებული სიყვარულია...

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent