უბრალოდ მენდე! “2“
თბილისში ჩასულს სამივე უჩვეულო ფორმაში დამიხვდა,რაღაც არაორდინალურს მიგრძნობდა გული.გემრიელად ჩავკოცნე სამივე და ტაქსით წავედით ნიასთან,გზაში ყვებოდა უცნობსა და ბაიკზე,თათა და ნათია კი ფხუკუნებდნენ მის მოყოლილზე.სახლში რომ მივედით,სწრაფად დამაწყობინა ბარგი,ჩემთვის განკუთვნილ ოთახში და მისაღებში დავბრუნდით. -იწყება გაგიჟების პირველი ეტაპი,-ომახიანად შემომძახა თათამ -ჩვენს მარიკოს სატრფო უნდა გავუმწაროთ,-აჰყვა ნიაც -მიგულეთ,-დააყოლა ბოლოს ნათიამ,მე კი ვდუმდი,სამივეს დაბნეული შევცქეროდი და თავს ვიდანაშაულებდი ამ გაუგებრობაში რომ გამხვია. -რაზე ჩაფიქრდი?-მომიბრუნდა თათა,-თითქოს მოიწყინე,მეჩვენება?-შეღონებით თქვა მან -ალბათ,-უცნაური ხმით ვთქვი და მზერა მოვარიდე,-ნუ მომაქცევთ ყურადღებას,მგზავრობის ბრალია,-ავუხსენი სამივეს,რადგან ეჭვით და გაურკვევლობით აღსავსენი მიყურებდნენ,თუმცა ჩემმა ახსნილმა გაამარათლა-მეთქი ვერ ვიტყვი,მაგრამ განსხვავება იყო,მე აღარ მიყურებდნენ,ერთმანეთში ბუტბუტებდნენ და იცინოდნენ. -ყოველთვის ღამით მოდის,-მეუბნება ნია და ახლოს იწევა,-ბაიკს კორპუსის წინ აყენებს და სახლში მიდის,ორი სართულით ქვემოთ ცხოვრობს,უცნაური ისაა რომ სახლში იშვიათადაა,ისიც ღამით თუ მოვა,ცოტახნით,მერე ისევ მიდის,-თან მიყვება თან ხელებს აქეთ-იქით იქნევს და გამომეტყველებას ქამელეონივით იცვლის. -შენ არ გეზარებოდა მისი თვალთვალი?-ვკითხე საუბრით გაქაფულს და გაჩუმდა -ისე მინდოდა შენი ინფორმირება,სიზარმაცემ გამიარა -რატომ მაინც და მაინც ის ბაიკი,სხვა ვერ მინახეთ?-გამეცინა ჩემს შეკითხვაზე -შენ არა თქვი ჩაფხუტის ქვეშ კაცმა არ იცის რა იმალება-ო -ახლა მგონია რომ ძალიან სიმპატიური იქნება,-გაიმართლა თავი,მისი ბრალია სწორედ აქ რომ ვარ და უცხო პიროვნების გამწარების სქემას ვადგენთ. -ჩვენს ოპერაციას ერქვას,-წამოიწყო ნიამ -პოლარე,-დაასრულა თათამ მე და ნათიას კი სიცილი აგვიტყდა -რატომ პოლარე?-ვკითხე თათას -იმიტომ,-მოკლედ მითხრა და გამიღიმა -რადგან ჩვენი სამიზნე პოლარეში აღმოვაჩინეთ,-დაამატა ნიამ და თვალები უცნაურად დაახამხამა. -რა მეშველება,ამათ ვის გადავეყარე,-სიცილით ვთქვი და ხელები აღვმართე,თითქოს განწირული ვიყავი,იმ სიყვარულის მორევში ვეშვებოდი,უფრო ზუსტად მაგდებდნენ,სადაც არასოდეს მიცდია ჩასვლა. -ქორწილი მინდა,-წამოიყვირა თათამ -შენ გათხოვდი,თუ მასე ძალიან გინდა,-ვუთხარი მე -არ მინდა ჯერ,თქვენ უნდა ჩაგაბაროთ პატრონს და მერე მშვიდად გავთხოვდები,-კისკისით მომიგო და მომეხუტა,ვერასოდეს წარმოიდგენთ მის სითბოს,საოცარი ადამიანი მყავს გვერდით,რა თქმა უნდა,ნია და ნათიაც უსაზღვროდ მავსებენ,სამივე ბევრს ნიშნავს ჩემთვის. -ჩემი დრო არაა ჯერ,-სიცილში აჰყვა ნია,-პატარა ვარ სულ -რა პატარა,შენხელებს შვილები ჰყავთ,-მიუგო თათამ -ჭკუა არ აქვთ მაგათ,-კატეგორიული ხმით თქვა ნიამ,-ჯერ უნდა გაერთო,სიცოცხლით დატკბე -მოიცა,მოიცა მე მოვასწარი უკვე სიცოცლით ტკბობა?-ჩავერიე ნიას,-ბიჭს რომ მირიგებთ უცნობი წარმომავლობისას -ეგ შეიქმს სიყვარულსა,ქალო,-მომიგო ნიამ -რა?-ინტერესით შევხედე -როცა არ იცი ვისი გორისაა -რომ არ მომეწონოს? -ეგ ცალკე თემაა,-მითხრა სიცილით,-აუ მშია,-დაიწუწუნა და მუცელზე მიიდო ხელი -პიცა მინდა,-ტელეფონიდან ამოყო თავი ნათიამ და თქვა -მეც,-აჰყვა თათაც ნია კი წამოდგა და დარეკა პიცის შესაკვეთად. * * * პიცის მოლოდინში ლამის ჩამეძინა,სურვილიც კი აღარ მქონდა ჭამის,მაგრამ მაინც ვიხედებოდი კარისკენ,იქნებ ახლა მოვიდეს-მეთქი და ცოტახანში მართლაც დააკაკუნეს კარზე და ფეხზე წამოვხტი,კარის გასაღებად ოთხივე გავემართეთ,მათი შემხედვარე სიცილს ძლივს ვიკავებდი,კარი ნიამ გახსნა და სახტად დავრჩით,ჩვენს წინ ძალიან მაღალი,შავგვრემანი,ბაიკერის ფორმაში გამოწყობილი ბიჭი იდგა და პიცის ყუთებს გვაწვდიდა,გავოგნდი და თან ძალიან დავეჭვდი.პიცა ნიამ გამოართვა ფულიც გადაუხადა და კარი საჩქაროდ მიხურა,შემდეგ ჩვენ მოგვიბრუნდა და გვითხრა -უნდა ავედევნოთ,-დაზუსტებით განაცხადა მან,-მგონი ისაა,-ჩურჩულებდა,თითქოს საიდუმლო დავალებაზე მივყავდით. პიცა ვიღას ახსოვდა ,სწრაფად გავედით სახლიდან და ბაიკერის ფორმიან ბიჭს ავედევნეთ,ეს პროცესი ისეთი სასიამოვნო იყო.სულ მინდოდა ბიჭისთვის მეთვალთვალა. იგი მიმართულებას სწრაფად იცვლიდა,თითქოს უმისამართო კონვერტი იყო,ყველა შემხვედრ მარკეტსა თუ ტანსაცმლის მაღაზიაში შედიოდა,დიდი უცნაური ვინმე ჩანდა.დევნამ ძალიან დამღალა,მაგრამ გოგოები არ ნებდებოდნენ,დაღამდა კიდეც,მაგრამ ჩვენ ისევ მას ვუთვალთვალებდით,ბევრი სიარულის შემდეგ,თავად ბაიკერმა მიგვიყვანა ჩვენს კორპუსამდე და გაოცებისგან პირი დავაღე,როცა სწორედ იმ ბაიკს მიუახლოდა პოლარეში რომ დავინახე. -ჩვენი ბიჭი პიცის დამტარებელია?-ისე იკითხა ნათიამ,თითქოს მარტო მე ვხედავდი მას. -რატო გაიკვირვე,არ შეიძლება?-ჰკითხა თათამ და მე შემომხედა -არაუშავს,-მივუგე ორივეს და გავიღიმე.ბიჭი მალევე მოსცილდა ბაიკს და ჩვენს სადარბაზოში შევიდა,ნათლად ჩანდა ,როგორ სწრაფად ადიოდა სართულიდან სართულზე. -მიდი,-ხელი სახესთან ამიქნია ნიამ,-ბაიკი მარტოა,-ხელი მომკიდა და ბაიკთან მიმიყვანა,-უნდა გადავაადგილოთ,-მითხრა და მანიშნა დაჯექიო,ძალიან კი ვღელავდი,მაგრამ მაინც დავჯექი და გული სასწაულად ამიჩქარდა,პირველად ვიჯექი და სუნთქვაც კი გამიჭირდა სიხარულისგან,-ძრავი ჩართე რომ გადაადგილდეს,-მთხოვა შემდეგ და მე როგორც გამოუცდელმა მძღოლმა,მაინც ვცადე ჩართვა და ისე ახმაურდა და ძაგძაგი დაიწყო ბაიკმა,ლამის გადმოვვარდი,ხელები ძლიერად ჩავჭიდე სახელურებს და წინ ოდნავ მივაგორე,მერე გავთამამდი და კიდევ მივწიე,არ მოვისვენე სანამ რაღაცას არ დავეჯახე და ძრავი ჩაქვრა,შიშისგან გავშეშდი და კანკალი დამეწყო. -მგონი გავაფუჭე,-თრთოლვით ვთქვი და ბაიკიდან გადმოვედი,უცნაური იყო,რადგან ხმას არცერთი მცემდა,ცოტა დაბნეული შევბრუნდი და მკვეთრად დავინახე ჩემს სახესთან მოწეული ხუთი თითი,შიშისგან ტუჩები ამიკანკალდა და ცივმა ოფლმა დამასხა -ქურდი,-ხელი მომუშტა მან,-სანამ ხასიათზე ვარ და არ ვყვირი,დატოვე ჩემი ტერიტორია,-ისეთი ხმა ამოუშვა,თან ძალიან მესიამოვნა,თან ტირილის სურვილი გამიჩნდა. -ჩვენ ქურდები არ ვართ,-მიუგო ნათიამ -კარგი რა,-ხარხარებდა იგი,-ბავშვი არ ვარ,-უხეშად ჩამავლო მკლავში ხელი და ბაიკს მომაცილა -რა უზრდელობაა,-აყვირდა თათა,-არ შეიძლება,თავს ბევრის უფლებას აძლევ,-სახესთან უქნევდა ხელებს -თქვენ არ აძლევთ თავს ბევრის უფლებას,სხვის ბაიკს აფუჭებთ და კიდევ აქეთ გაქვთ დიდი გული,-სიამოვნებით შემოვცხებდი ბუნებაში რომ მქონდეს -არაფერს არ ვაფუჭებთ,-სერიოზული სახით განვუცხადე,-შეგიძლია შეამოწმო,-თითქმის ყვირილით ვუთხარი და უკან დავიხიე. -არადა ბავშვებს არ გავხართ,-ჩაილაპარაკა და ბაიკი წამოაყენა,სწრაფად დაჯდა და მოსინჯა,მაგრამ ძრავი არ ირთვობოდა,ამან უფრო მეტად დამძაბა და ამაღელვა,-გიჩივლებთ,-წამოდგა და თითის ქნევით მომიახლოვდა,-ეს ერთადერთი იყო,რაც არსებობის საშუალებას მაძლევდა და მომისპეთ,-მომესმა თითქოს რაღას მტკივნეული ჩაუდგა ხმაში და ჩემს თავზე უარესად გავბრაზდი.ხმას ვეღარც გოგოები იღებდნენ. -ძალით არ გვინდოდა,-ძლივს ამოვიღე ხმა -ჯობია წახვიდეთ,-ეს რომ მითხრა,მეგონა რაღაც ჩამწყდა,გული ამიჩუყდა და თვალები ამემღვრა. -კარგი,-მხოლოდ ამის თქმა მოვახერხე და თავჩაღუნული წავედი -დამშვიდდი,-ამომედევნა თათა -თათა მართალია,არ ღირს მის გამო ცრემლის ღვრა,-ხელი მხარზე დამადო ნიამ -ვერ ხედავ რა ცუდი პიროვნება ყოფილა,გეგმა აღარ არსებობს,-მარჯვნივ ამომიდგა ნათია და ოთხივე იმედგაცრუებული მივაბიჯებდით. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.