შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ლურჯი მთვარე 3 თავი


7-02-2016, 19:44
ავტორი ლორელაი
ნანახია 9 670

მთელი ღამე გავათენე ირაკლიზე ფიქრებში, როგორ უნდა დამძინებოდა, როცა ასე ახლოს და ამდენი დრო გავატარე, ჩემთვის ოცნებად ქცეულ ადამიანთან. პიროვნებასთან, რომელიც ჩემ სულში და სხეულში იყო ფესვებგადგმული. ჩემ თავს ვამჩნევდი, რომ ნელ-ნელა ვცოცხლდებოდი, მხიარული და სასიამოვნო მოსაუბრე გავხდი, სიმორცხვე და კომპლექსებიც მეხსნებოდა. მე ვიპოვე ჩემი ოცნება, ეს იყო ირაკლი, ყველასგან განსხვავებული ბიჭი, არაორდინალური ხასიათის, განსაკუთრებული ნიჭისა და მიმზიდველობის მქონე. იყო ირაკლიში რაღაც, რაც მაფორიაქებდა და მაშინებდა, მაგრამ უფრო მეტ ინტერესს იწვევდა. ეს ყოველივე ცეცხლთან თამაშს ჰგავდა და იმის განცდა, რომ დავიწვებოდი, სულაც არ მაშფოთებდა.
მასთან მივდიოდი, მივდიოდი კი არა მივფრინავდი, განსაკუთრებულად გამოწყობილი, მაშინ პირველად ჩავიცვი კაბა, მინდოდა ირაკლიზე შთაბეჭდილება მომეხდინა, მინდოდა ისე დამეტყვევებინა, როგორც მან დამატყვევა. გულამოვარდნილი შევდექი კართან, თმები გვერდზე გადავიწიე და ზარი დავრეკე, კარს არ აღებდა, მაგრამ წამოსვლას არ ვჩქარობდი, გული მიგრძნობდა, რომ სახლში იყო, ვიცოდი. ათწუთიანი ლოდინის შემდეგ, კარი მძიმედ გაიღო და კარზე მიყუდებული, თვალებდაწითლებული ირაკლი გამოჩნდა, ფეხზე ძლივს იდგა, შემეშინდა. მივასწარი, ხელი მოვკიდე, მხარს ქვეშ ამოვუდექი და დივანთან მივიყვანე. მოწყვეტილი იყო, მთელი სხეულით კანკალებდა, შუბლი ოფლით დასველებოდა. თავი საზურგეზე გადასწია და თვალები დახუჭა. შეშინებული გავვარდი და წყალი გამოვუტანე, სულ დამავიწყდა რას ვფიქრობდი მასთან მისვლამდე, რა თავის მოწონებაზე იყო საუბარი, როცა ასეთ განადგურებულს ვუყურებდი. თავი ფრთხილად წამოვუწიე და ტუჩებთან მივუტანე ჭიქა, სუსტად მოსვა, ტუჩები გაილოკა და ისევ საზურგეს მიეყრდნო. მთელი ტანით ვცახცახებდი, ვხვდებოდი რა შეიძლება სჭირებოდა და გული მიჩერდებოდა. მის წინ ვიდექი და გაფითრებულს დავყურებდი, მეჩვენებოდა, რომ არ სუნთქავდა, მეც ვატყობდი ჩემ თავს, რომ ჰაერი არ მყოფნიდა, ასეც იყო. მთელს ოთახში სიგარეტის კვამლი დაგროვილიყო და აუტანლად ცხელოდა, სასწრაფოდ გამოვაღე ფანჯრები და ოთახი გავანიავე, სუსტმა ნიავმა მეც გონებაზე მომიყვანა. მაგიდაზე უწესრიგოდ მიყრილი ფურცლებს შევხედე, მაგრამ ხელის დაკარება ვერ გავბედე, მხოლოდ საფერფლე ჩავცალე ურნაში. მერე ირაკლის გვერდით დავჯექი, მისი სხეულის სიმხურვალე მწვავდა, მასთან ყოფნის სურვილს ვერ მოვერიე და უღონოდ ჩამოშვებულ მკლავზე მივეკარი, თითები მის თითებში ავხლართე და თვალები დავხუჭე. ჩემთვის ესეც საკმარისი იყო. არ მახსოვს, როგორ ჩამეძინა, მაგრამ თვალი რომ გავახილე ირაკლი ჩემ წინ იჯდა, სიგარეტს ეწეოდა და თვალს არ მაშორებდა, უხერხულად შევიშმუშნე, მაბნევდა მისი მზერა, თვალებში წყენა და ტკივილი ედგა, ამან ერთიანად მომშალა, ის რაღაცას ფიქრობდა, მაგრამ ვერ ვხვდებოდი რას, საერთოდ რთული იყო მის თვალებში რამის წაკითხვა, ღამესავით ჩამუქებული თვალები ჰქონდა, უპეებიც ასევე გაშავებოდა, გაფითრებულ სახეზე, გალურჯებული ტუჩები საზარლად მოუჩანდა. მკვდარს ჰგავდა, რომ არა სიგარეტი, რომელსაც ეწეოდა, მართლაც მკვდარი მეგონებოდა.
წამოვდექი და კაბა გავისწორე, არ შერხეულა, არ ვიცოდი რა მექნა, რა უნდოდა, წავსულიყავი თუ დავრჩენილიყავი?! უნდოდა კი საერთოდ ჩემი დანახვა, მეშინოდა არასწორად გადადგმული ნაბიჯის. მე თავჩაღუნული ვიდექი, ის მიყურებდა.
- ირაკლი, წავიდე?
პასუხი არ გაუცია, გული ჩამეწვა, ყელში გაჩხერილი საზარელი ბურთი გადავყლაპე და ჩანთას მოვკიდე ხელი.
- დადუნა, - მიბრუნებულს ირაკლის სუსტი ხმა მომწვდა. გავჩერდი, ვღელავდი, არ ვიცი რატომ მაგრამ ვღელავდი. შემოვბრუნდი, ვერ გავბედე შეხედვა, თავი ჩავხარე. - შემომხედე, - თავი მძიმედ ავწიე და თვალებში შევხედე, ჩემ წინ იდგა, სიგარეტით პირში, ხელები ჯიბეებში ჩაეწყო, კვამლი თვალებს უწვავდა, ნახევრად დახუჭული თვალებით მომჩერებოდა და სანახევროდ ჩამწვარ სიგარეტს ნერვიულად უჭერდა კბილებს.
- არ გაინძრე! - გამოსცრა კბილებშუა. შევკრთი, შემეშინდა. ორივე ხელი ამოიღო ჯიბიდან, ჩემი დეკოლტე უფრო მეტად გადასწია მხრებზე და ლავიწი გამიშიშვლა. შემცივდა,გამახურა.
- ეს ლავიწი, ეს ღრმული მის შიგნით, იცი რა ჰგავს? ბუდეს, პატარა, მობუზული ბეღურას ბუდეს. - თვალმოუშორებლად უყურებდა ჩემს ლავიწს და არ ინძრეოდა, მივხვდი კიდევ არ იყო ფხიზელი, მივხვდი არ უნდა მოვსულიყავი. - იცი, რა მინდა? მინდა მაგ ღრმულიდან წყალი დავლიო… არა ღვინო… - მარჯვენა ხელის ცერა თითს ძვალზე დაატარებდა და ღრმულს უყურებდა. მციოდა და მაკანკალებდა, მეშინოდა მისი თან სურვილი მწვავდა, არ მიდოდა ოდესმე დასრულებულიყო ეს იდუმალი, სულით-ხორცამდე შემძვრელი თამაში. - არ გაინძრე! - კიდევ ერთხელ გამოსცრა კბილებშუა, სიგარეტი პირდაპირ იატაკზე მოისროლა და მაგიდას მივარდა, მასზე დახვავებულ ფურცლებს ხელი გადაუსვა და ერთიანად გადმოყარა ძირს. მთელი ოთახი ფურცლებით დაიფარა. ირაკლი იჯდა და ნერვიულად დაატარებდა კალამს ხაზიდან ხაზზე, წარბები შეეჭმუხნა, შუბლზე ოფლის წვეთები უბრწყინავდა და მთელი სხეულით ცახცახებდა. ვცდილობდი აღელვება დამეფარა, ვცდილობდი არ მეტირა, მაგრამ მეტირებოდა, არ ვიცი რატომ, მაგრამ ცუდად ვიყავი. ირაკლი ფრთხილად წამოდგა ფეხზე, მე ისევ გაუნძრევლად ვიდექი, შეშინებული მისი ქცევით. ორი თითი ნიკაპს ქვეშ ამომდო, თავი ფრთხილად ამაწევინა და გამიღიმა, გული ამიჩუყდა, ცრემლები მომაწვა, სრულებით შეცვლილი, დამშვიდებული და თვალებდაწმენდილი ირაკლი იდგა ახლა ჩემ წინ.
“როცა მგონია, რომ მძინავს,
შენი სუნთქვა მიფრთხობს ღამეს,
მერე გიყურებ და ვხვდები,
ლურჯი რატომ ჰქვია მთვარეს.
ქარზე ვეჭვიანობ იცი?
ხოდა მეც გეხები ყელზე,
მინდა გაგაშიშვლო, შენ კი
ცის სურნელი აგდის მხრებზე.
ვიცი, რა სუფთა ხარ, ვიცი,
თავშეკავება კი მწამლავს,
მინდა მოგეხვიო, გიგრძნო,
მაგრამ მგონია, რომ დაგწვავ.
ხო, ხო, ზედმეტია კვამლი,
როცა სიგარეტი ფერფლავს,
ღვინით გაბრუებულს მიმზერ,
შენი ბაგეები ღელავს.
არა, არ გაინძრე, დარჩი,
სანამ მე ავიღებ კალამს,
ლურჯად გადაგხატავ ცაზე,
ერთად მოვერიოთ ცახცახს.”
კითხულობდა ლექსს და ვგრძნობდი, როგორ მიმძიმდებოდა სული, თვალებიდან ცრემლები თავისით მომდიოდა, ვტიროდი, მაგრამ ვერ გამერკვია რატომ, მომწონდა ეს ყოველივე, ვიგრძენი რომ მე მისთვის ამ წუთას მუზა ვიყავი, ეს მხიბლავდა და თან მაშინებდა. მაშინებდა ირაკლის ასე აშკარა ტრანსფორმაცია. ყველაფრის მიუხედავად მე ამაყი ვიყავი, ამაყი და ბედნიერი, შეყვარებული გოგო. ახლა ყველაფერი ისეთი ინტიმური და სასიამოვნო იყო, ყველაფერზე ვიყავი თანახმა. ირაკლი გაჩუმდა და ჩემი ნასიამოვნები და ცრემლიანი თვალების ცქერით ტკბებოდა.

პ.ს. ამ თავში გამოყენებული ლექსის ავტორია, მარიამ ნატროშვილი, ჩვენი საყვარელი lullaby.



№1  offline ახალბედა მწერალი lullaby

ამაცახცახა. მართლა.
რა მაგრად ჩაჯდა ლექსი.
თათა მაგარი რაღაც გამოდის, ძალიან!!!
სრულიად კმაყოფილი ვარ.

 


№2  offline ახალბედა მწერალი ლორელაი

ხალხოო მითითება დამავიწყდა და ლექსის ავტორია მარი ნატროშვილი,ჩვენი საყვარელი ახალბედა მწერალიი love

lullaby
ამაცახცახა. მართლა.
რა მაგრად ჩაჯდა ლექსი.
თათა მაგარი რაღაც გამოდის, ძალიან!!!
სრულიად კმაყოფილი ვარ.

მადლობა მარიამ,შენ არ იცი წერისას მე რა მჭირდა

 


№3  offline ახალბედა მწერალი lullaby

ლორელაი

lullaby
ამაცახცახა. მართლა.
რა მაგრად ჩაჯდა ლექსი.
თათა მაგარი რაღაც გამოდის, ძალიან!!!
სრულიად კმაყოფილი ვარ.

მადლობა მარიამ,შენ არ იცი წერისას მე რა მჭირდა


წარმომიდგენია ^^

 


№4 სტუმარი ემი

რა კარგები ხართ, გოგოებო... ორივე მიყვარხართ მე თქვენ...

ლორე, ცოტა იყო, არ მეყო recourse

 


№5  offline წევრი qetiqetiA3

ისეთი იყო არ მეყო love როგორ მომწონს ჩემზე ძალიან დადებითად მოქმედებს love

 


№6  offline წევრი მოლურჯო

არ მეყო..
ისეთ ცუდ ხასიათზე ვარ რომ
ვერანაირი ემოცია ვერ ვიგრძენი ეს ჩემი ბრალია ვიცი
მაგრამ უკემენტაროდ არ მინდოდა დამეტოვებინა ეს თავი
შენ უკვე იცი ეს ისტორია როგორ მიყვარს მაგრამ ვერ გამოვხატავ ემოციებს არ შემიძლია..
--------------------
მარიამი

 


№7  offline წევრი BvBArMy

Dzalian kargia saswaulad kargia. <3 ubralod ecade agar daagviano
--------------------
I Hate Everything About You

 


№8  offline წევრი Smiling girl

ერთ-ერთი საუკეთესოა <3. მაგრამ პატარა იყო ძალიან

 


№9 სტუმარი Teo

Vaauuuu dzalia magaria...maledade shemdegiiii

 


№10  offline აქტიური მკითხველი lalita

უმაგრესი იყო მაგრამ არ მეყო ცოტა გაზარდე თავები.

 


№11  offline მოდერი nicol

ჩემთვის ეს ისტორია ლურჯი სამყარო იყო.
სწორედ ისეთი იყო როგორიც წარმომედგინა. ზუსტად ასეთ გრძნობებს ველოდი, ბოლომდე რომ ვერ ხვდები რას ნიშნავს.
მარის ლექსისთვის ორივე ხელით ტაშს ვუკრავ. ცუდია რომ ხშირად არ გვანებივრებს თავისი პოეზიით.

თათა უნიჭიერესი გოგო ხარ და ყოველთვის ვიტყვი ამას.

პ.ს. ხშირად არ გიტოვებ კომენტარს, მაგრამ ვკითხულობ. ამ თავზე კი კომენტარი რომ არ დამეტოვებინა საკუთარ თავს ვერ ვაპატიებდი. love love love
--------------------
თინა ნიკოლ

 


№12  offline ახალბედა მწერალი ლორელაი

nicol
ჩემთვის ეს ისტორია ლურჯი სამყარო იყო.
სწორედ ისეთი იყო როგორიც წარმომედგინა. ზუსტად ასეთ გრძნობებს ველოდი, ბოლომდე რომ ვერ ხვდები რას ნიშნავს.
მარის ლექსისთვის ორივე ხელით ტაშს ვუკრავ. ცუდია რომ ხშირად არ გვანებივრებს თავისი პოეზიით.

თათა უნიჭიერესი გოგო ხარ და ყოველთვის ვიტყვი ამას.

პ.ს. ხშირად არ გიტოვებ კომენტარს, მაგრამ ვკითხულობ. ამ თავზე კი კომენტარი რომ არ დამეტოვებინა საკუთარ თავს ვერ ვაპატიებდი. love love love

მადლობა,ნიკოლ.ლურჯი ჩემი ფერია,ჩემი სამყაროა.მარის ნიჭიერებაზე საუბარი უკვე ზედმეტია,ყველამ ვიცით.მადლობა კომენტარისთვის და ასეთი თბილი სიტყვებისთვის

qetiqetiA3
ისეთი იყო არ მეყო love როგორ მომწონს ჩემზე ძალიან დადებითად მოქმედებს love

მადლობა ჩემო ქეთი

 


№13  offline წევრი teddy))

Dzalian momwons! Yvelafers kargad gadmoscem da aseve lullaby-is leqsic momewona :*

 


№14  offline წევრი ninaia

ძალიან მიხარია რომ აღმოგაჩინე თათა kissing_heart

 


№15  offline აქტიური მკითხველი LuckyGirl

ღმერთო..ესთავები გამანადგურებს

 


№16  offline წევრი ნეფერტარი

ყოჩაღ ლალებაის, ლექსი ერთობ საინტერესოდ მეჩვენა. )

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent