შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დააშეარე სიყვარული


7-02-2016, 20:33
ავტორი nonameforyou
ნანახია 1 557

სექტემბერში სწავლა დავიწყეთ.
პირველკურსელები შემოგვიერთდნენ.ვუყურებდი მათ და მახსენდებოდა საკუთარი თავი სამი წლის წინ. სწავლის დაწყება ზურასთამ აღვნიშნეთ.ზახულს მივტიროდით ყველა.ის დღეს გავიხსენეთ ღიმილის ბიჭი რომ გავიცანი დ აიმის მერე არც გამოჩენილა.გამახსენდა როგორ გაქრა დილიდან.არა ნამდვილად ვერ ვიტყვი იმას, რომ მასზე ფიქრში მაღამდებოდა, უბრალოდ ვიცოდი რომ ეს ბიჭი იყო ერთადერთი,რომელსაც შეეზლო ჩემს პლანეტაზე არსებობა,მაგრამ ამას უკვე მნიშვნელობა აღარ ქონდა.
***
ყველაფერი რიტმულად მიდიოდა.მაგრამ დადგა ის დღე, რომელიც ყველას ცხოვრებაში არსებობს.დღე, რომელიც ყველაფერს აურდაურევს ხოლმე.იანვრის დასაწყისში ბაკურიანში წავედით მე და ევა.ყოველ ზამთარს უფრო და უფრო მიყვარდება აქაურობა.ჩასვლისთანავე სრიალით დავიტვირთეთ თავი,ბოლოს დაქანცულები სასტუმროში დავესვენეთ და ცოტა რომ მოვსულიერდით,საღამოს სასტუმროს ბარს მივაშურეთ,ცოტა დავლიეთ და იქვე კომფორტულ სავარძლებში მოვკალათდით.

ძალიან მიყვარს ესეთი მდგომარეობა,როდესაც ოდნავ მთვრალი ხარ და ხვდები რომ ყველანაირი შეგრძნება გიორმაგდება,მითუმეტეს თუ ისედ ადამიანთან ხარ ,რომელსაც უყურებ და ცხოვრების 7-%-ს უკავშირებ, ხვდები , ხვდები ,რომ მის გარეშე უბრალოდ ვერ იარსებებ.

იმ საღამოს ბევრი რამ გავიხსენეთ მე და ევამ.იმდენ ვიცინოდით,ისეთი ხმით,რომ ცოდა აკლდა ადმინისტრატორს და სასტუმროდან გაგვიძახებდა,მაგრამ გადავრჩით.გადაგვარჩინეს ჩვენზე ხმაურიანმა ბიჭებმა.რომლებიც ჯგუფად შემოვიდნენ სასტუმროში და ჩოჩქოლიც გამოიწვიეს.ადმინისტრატორი უყურებდა მათ და თან ვერც საყვედურობდა, რადგან როგორც ჩვენთვის ცნობილი იყო ერთ-ერთი მათგანი ამ სასტუმროს მეწოლის შვილი იყო. სწორედ ის გამოეყო ბიჭების "ხროვას" ზრდილობიანად მოგვესალმა და თავიანთ მოწყობილ წვეულებაზე დაგვპატიჟა მეორე საღამოს.მადლობა მოისმინა და ისევ შეუერთდა "ხროვას".
ევა მთელი ღამე არ გაჩერებულა.ძალიან მოეწონა "სასტუმროს ბიჭი"როგორც შევარქვით. უკვე ნომერში ასულებმა ბევრი ვილაპარაკეთ და ჩაგვეძინა. მეორე დღეს სასრიალოდ გავედით,HALLში სასტუმროს ბიწი შეგვხვდა და სიტყვა მოგვაყოლა
-გელოდებით გოგოებო დღეს.

საღამოს მზადება დავიწყეთ. ორივე სადად გამოვეწყვეთ და მისამართზეც მივედით. კარი სასტუმროს ბიჭმა გაგვიღო და თან გაგვეცნო მე გეგი მქვია და იცოდეთ თავისუფლად იყავით, არაფრის მოგერიდოთო.მომეწონა ეს სახლის წვეულება,არანაირი ოფიციალურობა,ყველა ჩვენი ასაკის, შინაურული გარემო და ბევრი დასალევი. სწრაფად გავიცანით ყველა. ხალხი,რომ შედარებით შეთხელდა ბუხართან მოვკალათდით მე გეგი და ევა და მასპინძელი უკვე კარგად გავიცანით. ძალიან კარგი ბიჭი იყო გეგი. თავაზიანი, თან თავისუფალიც და ძალიან საყვარელი. იმდენად შეეწყვნენ ევა და გეგი ერთმანეთს, რომ მივხვდი უნდა დამეტოვებინა და მეორე სართულზე ავედი. კორიდოსი ბოლოს ოთახში შევედი, ოთახი ოდნავ ჩაბნელებული იყო, პატარა ბუხრით და კომფორტული სავარძლებით. ერთ-ერთ სავარძელში მოვკალათდი და ჩემდაუნებურად ფიქრი დავიწყე.


მეფიქრებოდა ყველაფერზე...
ზამთარზე და ბაკურიანზე,თოვლზე, ესეთ ლამაზ თოვლზე,მაგრამ წარმავალზე.
ზაფხულზე,მზეზე,ზღვაზე და ბათუმზე.
შემოდგომაზე და თბილისზე.
კარგ მუსიკაზე, და მუსიკის ძალაზე.
ევაზე,ევაზე და გეგიზე.მათ შესაძლო მომავალზე.
ზურაზე და მის განსაკუთრებულ სურპრიზებზე.
ვაკოზე და მის მარადიულად წითელ თვალებზე.
ლენკაზე და მის გამოფენებზე.
ღიმილის ბიჭზეც გამეფიქრა და საერთოდ მის განსაკუთრებულობაზე მეფიქრებოდა.
იმაზე თუ როგორი იყო, როგორი სხვანაირი, რაღაცნაირი, ესე სიტყვებით რომ ვერ აღწერ.
იმაზეც მეფიქრებოდა ესე რატო ამჩემდა ეს ბიჭი.
ვიცი,იმიტომ რომ ზედმეტად ჩემიანია,ზედმეტად ჩემთვის იყო შექმნილი.
მასზე ფიქრიდან ძალით გადავერთე და მომავალზე ფიქრი დავიწყე,ბუნდოვან მომავალზე რომელიც ბევრ რამეს გვიმზადებს, ბოლოს ისევ თოვლზე ფიქრს დავუბრუნდი და მალევე ჩამეძინა.

ივლისი.

გეგიმ სადარბაზოსთან მოგვაკითხა,ბარგი ავიღეთ და წავედით.ხუთ საათში ბათუმში ვიყავით. როგორც ალბათ ყველა სხვა, ჩვენც პირველი ზღვაზე გავედით. საღამოს მოვწესრიგდით და საჭმელად BK-ში შევედით.მომწონდა აქაურობა, კომფორტული იყო.ჭამას რომ მოვრჩით,გეგიმ დახმარება მთხოვა ძმაკაცი ჩამოდის შვედეთიდან და იქნებ house party-ს მოწყობაში დამეხმაროო სხვას ვის ვთხოვო პირველი ივენ მეიკერი ხარო, ამაზე გავწითლდი და ეგრევე დავეთანხმე . თან დააყოლა ფინანსები პრობლემა არარის,უბრალოდ სულ არ გამაკოტროო.

წინ ერთი კვირა მქონდა.სახლი კვარიათში მოვძებნე , ისეთი როგორიც მინდოდა. არასტანდარტული ტიპის სახლი, დიდი ვერანდით, სხვენითა და აუზით. მთავარ დიდ ოთახში მოვათავსეთ აპარატურა, კუთხეებში ნეონის ნათურები დავაყენეთ და იდეალური ადგილი შევქმენით საცეკვაოდ. ვერანდა კომფორტულ , მოსასვენებლ ადგილად გადავაკეთე. უამრავი პუფით , სავარძლითა და მაგიდით. აუზის ირგვლივ დიდი ეზო იყო, ხეებთან ჰამაკები დავკიდეთ , შუა ეზოში დივნები დავდგით და აქაურობაც ბევრი პუფით შევავსეთ. მეორე აპარატურა აუზის მახლობლადაც დავდგით. სხვენი განსხვავებულად გავაკეთე. სხვენში მუსიკა არ ისმოდა ,ამიტომ იქ ფირსაკრავი მოვათავსე, თავის სხვადასხვა ფირფიტებთან ერთად. ოთახში მრგვალი ხინ მაგიდა დავდგით და ირგვლი სავარძლები მოვუდგით.


წეულებისა და სტუმრის დახვედრის დღეც მოვიდა. შუადღეს ყველაფერი შევამოწმეთ. ოთხივე დიჯეი გავაფრთხილე დროულად მოსულიყვნენ, სასმლით შევავსე ბარები , ლუდის კასრებით ეზო, განათებები შევამოწმე და თამამად ვთქქვი , რომ მზად ვიყავით. 11 საათზე ჩამოფრინდა მთავარი გმირი.მალე სახლს მანქანებიც მოადგა.სახლი უკვე სტუმრებით იყო სავსე. ამდროს მე ჰამაკში ვისვენებდი,ვფიქრობდი ვინ იყო ესეთი , მის ჩამოსვლას ამდენი ხალხი,რომ აღნიშნავდა. ეზოში უკვე ჩოჩქოლი ატყდა,სწორედ ამ დროს ჰამაკთან ევა მოვარდა, სახე წაშლილი ქონდა. მალე ადექიო შფოთვის მეუბნებოდა,როგორც კი წამოვდექი, მაშინვე ის შემომეფეთა თვალებში, ის ვისი ნახვას რევოლუცია მერჩივნა და ვისი ნახვაც არ წარმომედგინა.

გამოვეთიშე სამყაროს.გაშტერებული ვუყურებდი მას, მის ყველა მოძრაობას.თვალწინ დამიდგა ის დღე,აღარ ვიცოდი რამექნა,როგორ მივსალმებოდი,როგორ შემეხედა, რა მეთქვა.იმ წამს მოვწყდი ყველაფერს, ჩემს სხეულს, გონებას.

-ანო,ანო-ბუნდოვნად მესმოდა ევას ხმა,მინდოდა რეაგირება მაგრამ ვერ ვახერხებდი.
თუ სხვა განზომილებაში მოწყვეტას,ტვინის გათიშვას, მეტყველების დაქვეითებად და გულის თითქმის ამოვარდნას შოკი ქვია, მაშინ დიახ! მე ანო ამ ბიჭის ნახვამ შოკში ჩამაგდო.
საბოლოოდ მაინც გამომაფხიზლა ევას მცდელობამ. ძალინ წამიყვანა ევამ მათკენ. მისვლისთანავე გეგიმ ლუდი მომაწოდა , ხელი გადამდო და ღიმილით წარუდგინა ღიმილის ბიჭს ჩემი თავი.
- აი ეს არის ამ ყველაფრის თავი, ქალბატონი ანო- თან ორივეს გაეცინა, შემომხედა და ახლა ღიმილის ბიჭისკენ მიმითითა- აი ანო ეს კი ვადოა , ის , ვის გამოც გაწვალეთ ამდენი.
ხელი გამომიწოდა სასიამოვნოაო და გამიღიმა,მეც ანალოგიურად ვუპასუხე , თავის ტკივილი მოვიმიზეზე და სასწრაფოდ მოვწყდი იმ ადგილს.სხვენში ავედი ვიცოდი ცარიელი იქნებოდა, სკოჩის ბოთლიც თან გავიყოლე. ფირსაკრავში Etapp Kyle-ის ფირფიტა მოვათავსე და სავარძელში მოვთავსდი.გული მისკდებოდა ამ ბიჭზე,შევიშალე,მეწყინა,მეტკინა,რომ ვერმიცნო.მეწყინა ,რომ ერთი წამით არ დასცდა ფრაზა ,რომელსაც ზოგჯერ საერთოდ უმიზეზოდაც იყენებენ "საიდანღაც მეცნობი". მივხვდი ,რომ ზედმეტად მქონდ აილუზიები შექმნილი მასზე.
ნუ იცხოვრებთ ილუზიით.

ოცი წუთი არიყო გასული ევა, რომ შემომივარდა და მკაცრი გამომეტყველებით მისაყვედურა
-შენ რაიყო ჩემ გარეშე თვრები ?!!
გამეცინა,როგორ სულ გამოსდის ამ გოგოს ჩემი გამხიარულება, სკოჩის ბოთლი გავუწოდე და ჩემს გვერდით ჩამოვსვი.ბევრი ვსვით იქამდე სანამ სიმშვიდეს გეგი და ვადო დაგვირღვევდნენ.გეგიმ ჩვენი ნახვისთანავე შენიშვნები დაიწყო:
-არა რა, როგორი უნამუსო უნდა იყო ადამიანი ერთი ბოთლი სკოჩი რომ გაქვს და ჩუმად სხვამ,მითუმეტეს ჩემნაირი საყვარელი ბიჭის გარეშე, არ გრცხვენიათ ? !!
ოთხივეს სიცილი აგვიტყდა,ევა წამოხტა ჩაეხუტა მას და ქვევით ჩაიყვანა კიდევ ერთი ბოთლი ამოვიტანოთო.ოთახში ჩვენ ორნი დავრჩით. მე მთვრალი ანო და ვადო სავარაუდოდ ისიც ანალოგიურ მდგომარეობაში.
-კარგი არჩევანია-საუბარი მანდ დაიწყო-და თითით ფირფიტისკენ მიმანიშნა.
-ნამდვილად-თვითკმაყოფილს გამეღიმა.
-კარგად მოგიფიქრებია სხვენის მოწყობა, მაგრამ მიგისაკუთრებია (იცინის და აგრძელებს)-აი ეგ ნამდვილად არარის კარგი.
უნებრად გამეცინა .
-ზოგადად მესაკუთრე ვარ, დიდად არმიყვარს არაფრის გაზიარება-წამებში ვუპასუხე მეც.
-მაგრამ მე მაინც მიზიარებ-გამიღიმა.
ტანში გამცრა ასეთ პასუხზე, ღიმილზეც .თავი ხელში ავიყვანე, არ დავიბენი.
-არა გეშლება,ეს შენ შემოიჭერი ჩემს კუთვნილებაში-ვუთხარი და ორივეს სიცილი აგვიტყდა
-უი, გული დამწყვიტე, არადა მეგონა ,რომ დღეს ყველაფერი ჩემთვის იყო განკუთვნილი-და ისევ მიცინის
-არა , არა სხვენი გამონაკლისია, მაგრამ თუ ესე ძალიან გინდა შეგიძლია დარჩე-ისევ მეიცნება,უკვე გამომწვევად.
-უი უღრმესი მადლობა-გვეცინება.
ჯიბიდან ფურცელში შეხვეული მოსაწევი ამოიღო გამომხედა და მკითხა
-მოწევ?
აი ეხლა ნამდვილად მქონდა დეჯავიუ, მაგრამ პასუხი სხვა იყო
-არა,ეხლა არა-დარწმუნებით ვუთხარი.
ვებულმა შემომხედა .
- კარგი ნება შენი.





აზრი დააფიქსირეთ გავაგრძელო თუ არა ?



№1 სტუმარი მარიშკა

კიიი კიი გააგრძელეეე... ოღოონდ მალლმალეე დაადეე

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent