შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩანახატი (28 თავი)


7-02-2016, 23:16
ავტორი murachashvili
ნანახია 2 905

ოცდამერვე თავი

თბილი და ლამაზი გაზაფხული იდგა თბილისში. როგორც უმეტესად ამბობენ, სიყვარულისა და სილაღის პერიოდი, თუმცა ჩვენს წყვილებზე ალბათ ეს ნაკლებად ითქმოდა. ბავშვები მეოთხე კურსს ხურავდნენ, ჯერ სემესტრული, შემდეგ კი დამამთავრებელი, სახელმწიფო გამოცდები ელოდათ წინ. უნივერსიტეტს ამთავრებდნენ. ბაკალავრის სტატუსს მიიღებდნენ, ხუმრობა ხომ არაა? თავგადადებულნი ემზადებოდნენ გამოცდებისთვის.
ნიკა და გოგა ისევ მივლინებაში იყვნენ. ენატრებოდა თათიას შეყვარებული თუმცა ერთის მხრივ უხაროდა კიდევაც, საშუალება ჰქონდა მშვიდად ჩასჯდომოდა წიგნებს. თუმცა ახალი საფიქრალიც გასჩენოდა გოგონას, ღიმილით დასცქეროდა მარჯვენა ხელის არათითზე გაკეთებულ საქორწინო ბეჭედს.
გამგზავრებამდე ერთი დღით ადრე მოაკითხა გოგამ სახლში. როგორც წესი ნაკლებად უწევდათ განმარტოვება. მათთან ყოველთვის იყვნენ მეგობრები.
ხშირად ხუმრობდა ვაჟი: - ცოლად რომ მოგიყვან, რომელიმე მესანთლედ გამომყვებაო.
ამჯერად მარტო იყო. გაუკვირდა, ცოტა არ იყოს ეხამუშა თათიას. თუმცა არ შეიმჩნია.
აშკარად ღელავდა ბიჭი, მთაწმინდაზე სთხოვა გაყოლა. მამა დავითზე ავიდნენ, ჩუმად უმზერდნენ ღამის თბილისს. გული გამალებით უცემდა ქალს. ხვდებოდა, რომ საუბრის დაწყება უჭირდა გოგას, ვერც თვითონ ბედავდა კითხვის დასმას. საბოლოოდ მისი თითები ხელის გულებში მოიქცია. მკერდზე მიიკრა, თითქოს ეშინოდა არ დაეკარგა. ისე ძლიერად იკრავდა, ღიმილი ვერ შეიკავა ქალმა.
- თათი, ცოლად გამომყვები? - როგორც იქნა თავი მოუყარა სათქმელს და შვებით ამოისუნთქა.
სახეზე აკვირდებოდა თათია, ისეთი სასაცილო იყო, ტუჩები მოეკუმა, ქალის მიმართულებით არც კი იყურებოდა, თითქოს ეშინოდა მისი მზერის, შეამჩნია ნერვიულად როგორ უთამაშებდა ყბის ძვალთან დაჭიმული ძარღვი, ჯიუტად გადაჰყურებდა განათებულ თბილისს, დაძაბული ელოდა პასუხს და ხელს არ უშვებდა.
ურთიერთობაში ყოველთვის თამამი იყო ვაჟი, საკუთარ თავში ზედმეტად დარწმუნებულიც კი. მისი ეს თვისება ზოგჯერ აღიზიანებდა და აფრთხოვდა ქალს. ეხლა კი, ისე ნერვიულობდა და ისე ღალავდა მისი პასუხის მოლოდინში. გულის სიღრმეში აშკარად გაუხარდა თათიას. სიამოვნებით გააწვალებდა რამდენიმე დღით, ეტყოდა, რომ მოსაფიქრებლად დრო სჭირდებოდა, აპირებდა კიდევაც თქმას, როცა ბიჭი მისკენ შებრუნდა. თითქოს იგრძნო გოგონა რომ ყოყმანობდა, ან იქნებ ეშინოდა კიდევაც, რომ ერთ დღეს ცოლობაზე უარს ეტყოდა.
- არ გინდა, რომ ვიქორწინოთ?! -ისეთი სასოწარკვეთილი და ტკივილით სავსე მზერა ჰქონდა, რომ შეეცოდა. ასეთი ნერვიულობისთვის ვერ გაიმეტა.
- ღმერთო ჩემო, მაინც როგორი გიჟი ხარ... - სიცილი ვეღარ შეიკავა ქალმა - რა თქმა უნდა მინდა, შენ ჩემი სიცოცხლე ხარ... ჩემი ერთად ერთი.. - თუმცა სიტყვის დასრულება აღარც დააცადა, ხელში აიტაცა ვაჟმა. გულში ძლიერად იკრავდა, სახეს, თვალებს მხურვალედ უკოცნიდა საყვარელ ქალს.
- კარგი, დამსვი, სიცხვილია... - სიცილს ვეღარ იკავებდა თათია.
- არც კი იცი, როგორ მიხარია, ბედნიერი ვარ, უბედნიერესი... - როგორც იქნა ჩამოსვა ქალი, ჯიბიდან საგულდაგულოდ შეფუთული პატარა კოლოფი ამოიღო და ქორწინების ბეჭედი არათითზე გაუკეთა.
დიდხანს უმზერდა თათიას თითზე წამოცმულ ბეჭედს. ფრთხილად აკოცა არათითზე.
- შენ ჩემი ოცნება ხარ... - ხელები ისევ წელზე მოჰხვია და ბეჭებით მკერდზე მიიკრა - ბავშვობაში მშობლებს ხშირად ამოვყავდით მე და თეკლე მამა დავითზე. განსხვავებულად, განსაკუთრებით მიყვარს ეს ადგილი, აქ ისევ ის პატარა მეოცნებე ბიჭი ვარ, ჯვარი აქ მინდა დავიწეროთ და ხმამაღლა ვიყვირო, როგორ მიყვარხარ... - ყურთან ვნებით ეჩურჩულებოდა ის.
- ყველაფერი დაგიგეგმავს... არ მეგონა ბიჭებიც თუ წინასწარ გეგმავდნენ საკუთარ ქორწილს... - სიცილი ვერ შეიკავა ქალმა.
- რატომ ვითომ?! - გაბრაზებით შეხედა ვაჟმა - მხოლოდ თქვენ ოცნებობთ? ზუსტად ვიცოდი, რომ ჩემი საცოლე მსოფლიოში ყველაზე ლამაზი, მხიარული და ცოტა გიჟიც კი იქნებოდა.
- გიჟი?! - წყენა შეეტყო ხმაში თათიას.
- დიახ გიჟი, როგორც თეკლე მეუბნებოდა ჩემს შეყვარებას მხოლოდ გიჟი თუ შესძლებდა. ამიტომაც ვოცნებობდი ცოტა გიჟ ცოლზე... - მხიარულად იცინოდა გოგა - რას წარმოვიდგენდი ღმერთი შენისთანა ანგელოზს თუ მაჩუქებდა. არც კი იცი როგორ გამახარე. იცოდე, ჩამოვალთ თუ არა საქორწინო მზადებას დავიწყებთ, უახლოეს მომავალში ჩემი მეუღლე უნდა დაგარქვა...
- გაგიჟდი? რა მივლინებიდან დაბრუნებისთანავე, ვერ მოვასწრებ, ხომ უნდა მოვემზადო? ვიკაც უნდა გავაფრთხილო... - აქ კი შეშინდა და პანიკაში ჩავარდა თათია.
- ქორწილი ხომ არ მითქვამს?! მზადებას ვიწყებთ... ისე ისე გაკაპასდი, მე მგონი მართლა ჩამოსვლისთანავე წაგიყვან... - ეხუმრებოდა ბიჭი.
მისი მომღიმარი თვალების დანახვაზე დაწყნარდა თათია, ეხლაღა გაიაზრა ნათქვამი, საკუთარი შიშის შერცხვა. ოდნავ გაწითლდა კიდევაც.
- ჩემი ქმარი?!... - ჩუმად ჩაილაპარაკა მან.
- დიახაც, ჩემი ცოლი... - ისევ ვნებით წარმოსთქვა და კიდევ ერთხელ დაეწაფა მის წითელ ტუჩებს.
ასე მიიღო თათიამ ახალი სტატუსი, საცოლე, არ უყვარდა ეს სიტყვა, ყოველთვის ფორმალობად თვლიდა ასეთ საკითხებს, არადა თურმე რამდენს იტევდა. უმზერდა ქორწინების ბეჭედს და ორმაგად უყვარდა, ორმაგად ენატრებოდა.
იმდენად სურდა ვაჟის ნახვა, რომ შესძლებოდა, მართლა მივლინებიდან დაბრუნებისთანავე გაჰყვებოდა ცოლად.

დანარჩენები? იაკოც გოგონების მსგავსად ემზადებოდა, თუმცა სხვაობა ის იყო, რომ მას მეთორმეტე კლასში გადამსვლელი გამოცდები უნდა ჩაებარებინა. თითქოს დაივიწყა გიორგი, ყოველ შემთხვევაში ასე მძაფრად აღარ განიცდიდა ვაჟის უყურადღებობას. თავს ირწმუნებდა, რომ დროთა განმავლობაში შეძლებდა ასათიანთან მეგობრობას.
რა ხდებოდა აკასთან? ბიჭის ცხოვრებაშიც იყო ცვლილებები, როგორც ყოველთვის ზედმეტად იყო დატვირტული, მოსალოდნელი გამოცდები, სამსახური, ოჯახური პრობლემები, რომელიც არა და არ დალაგდა, პირიქით იმატა კიდეც.
ქეთა გათხოვდა, თუმცა ამას გათხოვება არც ერქვა, იცოდა ძმის პოზიცია, არც დედა ემხრობოდა ამ ქორწინებას და საყვარელ მამაკაცთან ერთად გაიპარა.
ვერ ინელებდა აკა დის საქციელს, თუმცა ალბათ გულის სიღრმეში არც გაჰკვირვებია. უხსნიდა, ცდილობდა, როგორმე გონს მოეყვანა ქეთა, მაგრამ უშედეგოდ. არ იფიქროთ თითქოს ფიზიკურად ან ფინანსების გამო იწუნებდა მომავალ სიძეს, არა... ეგ ყველაფერი მეორე ხარისხოვანი იყო ვაჟისთვის, უბრალოდ აფერისტისა და მექალთანის სახელი ჰქონდა კობას, ვერ იჯერებდა, რომ ქეთა შეუყვარდა, ვერც ვერასოდეს დაიჯერებდა..
- ჩემი არ გესმის.. არც კი იცი რა კარგი ბიჭია, მიყვარს, უმისოდ ვერ ვიცოცხლებ... - ცრემლები ღაპა-ღუპით სცვიოდა თვალებიდან ქეთას.
- გავიგე, რომ გიყვარს, მაგრამ მას უყვარხარ?! რატომ არ გინდა შეიგნო, რომ არაკაცია ეგ შენი კობა, მაგან სიყვარულის რა იცის...
- რა მოხდა მერე? შეცდომა ყველას მოსდის... - ისევ ჯიუტად იცავდა ქეთა საყვარელ მამაკაცს.
- ასე როგორ დაბრმავდი? მთელი თბილისი ჰყავს გადაგდებული, ხან ვინ დასდევს მოსაკლავად, და ხან ვინ... ასეთი გარეწარი რამ შეგაყვარა? ცხოვრებას დაგინგრევს! მაინც და მაინც ჩემი წერა გინდა გახდეს? მოეშვი გთხოვ!... - ემუდარებოდა დას, თუმცა აშკარად ხედავდა, რომ აზრი არ ჰქონდა.
მაინც ვერაფერი შეაგნებინა. ამ საუბრიდან ორ დღეში გაიპარა ქალი სახლიდან.
- რა ვქნა დედა, მოვკლა?! ქეთას თავს ვფიცავარ, ხელი არ ამიკანკალდება, ისე მოვსპობ, მაგრამ ჩემს დას რა ვუყო? ასე როგორ გავიმეტო? - სასოწარკვეთილი მერამდენედ ეკითხებოდა ალას.
თავი ხელებში ჰქონდა ჩარგული ქალს, მხრები უკანკალებდა, სანუგეშოს ვერაფერს ეუბნებოდა შვილს.
- აზრი აღარ აქვს ლაპარაკს, მან არჩევანი უკვე გააკეთა... იმედია არ ინანებს... - ყრუდ ჩაილაპარაკა ქალმა.
ორ კვირაში საკუთარ თავმოყვარეობას უღალატა, თვალი დახუჭა ყველაფერზე და ნაძალადევი ღიმილით შეხვდა გათხოვილ დას და მის მეუღლეს. თეკლეც მათთან იყო, ზუსტად იცოდა, რომ გოგონას გარეშე გაუჭირდებოდა „საყვარელ“ სიძესთან შეხვედრა. ზიზღით უმზერდა კობას, მისასალმებლად გამოწვდილი ხელი არც კი შეიმჩნია. თეკლეს სუსტი ხელების შეხება იგრძნო მკლავზე, დაძაბული, შეშინებული თვალებით მისჩერებოდა ქეთა, ხედავდა როგორ ცრემლებით ევსებოდა თვალები. ისევ შეეცოდა, ტკივილისთვის ვერ გაიმეტა ერთად-ერთი და და გულში ჩაიკრა. დარწმუნდა თუ არა გოგონა, რომ კობას მისი ძმისგან საფრთხე აღარ ემუქრებოდა, გახარებული ჩამოეკიდა ძმას ყელზე.
- ბედნიერებას გისურვებთ! - ხმა უთრთოდა აკას. მეტის თქმა ვეღარ შესძლო.
- მადლობ ყველაფრისთვის! - ბედნიერების ცრემლებს ვერ იკავებდა ქეთა.
ღმერთს ევედრებოდა შემცდარიყო, სიძის ცბიერსა და მატყუარა თვალებში ქალის მიმართ სიყვარულს ეძებდა, მაგრამ სამწუხაროდ დაშაქრული სიტყვების მეტს ვერაფერს ამჩნევდა.
ვიწრო ოჯახურ წრეში სუფრასთან ისხდნენ „ძვირფას“ სტუმრებთან ერთად. ჯემალიც იქ იყო. რაოდენ უცნაურიც არ უნდა ყოფილიყო, ბოლო დროს აშკარად შეიცვალა მამაკაცი. მოუხშირა სახლში სტუმრობას, ზოგჯერ ეჩვენებოდა ვაჟს თითქოს ნანობდა საკუთარ საქციელს. თუმცა ხმამაღლა ამ საკითხზე არ საუბრობდნენ. აშკარად არც ჯემალს მოეწონა სიძე. განსაკუთრებით მაშინ აიღრინა, როცა შენიშნა ალასთან ერთად სამზარეულოში გასულ თეკლეს, როგორი ვნებიანი მზერა გააყოლა კობამ. ღმერთს მადლობა უთხრა, რომ აკა აივანზე სიგარეტს ეწეოდა, და ვაჟის ავხორცი თვალები არ დაუნახავს. ჯიქურ უმზერდა სიძეს და ქალიშვილს მამაკაცი. თითქოს მიუხვდა ფიქრებს ქეთა, თვალები ცრემლებით აევსო და სწრაფად აარიდა თვალი მამას.
- „რითი მოხიბლა? ასე როგორ დააბრმავა?“ - უკვე მერამდენედ ეკითხებოდა საკუთარ თავს კაცი. მაგრამ სამწუხაროდ ვერც შვილის თვალებში დაინახა ბედნიერება. – „რაღაც ხდება, რაღაცას მალავენ“... - საკუთარ თავს უმეორებდა ის. ოთახში აკა შემოვიდა, ძმის დანახვაზე ღიმილი აიკრა სახეზე ქეთამ. კიდევ ერთხელ დარწმუნდა, რომ გოგონა თამაშობდა, საკუთარ ბედნიერებაში აჯერებდა ოჯახის წევრებს.
ოთახში შემოცქრიალდა მომღიმარი თეკლე, ტკბილეული ჩადგა სტუმრებთან და ისევ საყვარელ მამაკაცს მიუჯდა. სიამოვნებდა მისი ყურება ჯემალს.
- „აი, როგორი უნდა იყოს შეყვარებული წყვილი“ - ღიმილით გადახედა გვერდით მჯდომ ქალ-ვაჟს და უნებურად ისევ სეძეს და ქალიშვილს შეადარა. კიდევ ერთხელ ეტკინა, ჩაწყდა, ალბათ მისი ემოცია იგრძნო, სწორედ ამ დროს შეეხო ხელზე ალა სუსტი თითებით.
- ჩვენმა შვილმა უნდა იცოდეს, რომ მასთან ვართ, თუ დავჭირდებით გვერდით დავუდგებით... - ჩუმად უჩურჩულა ქალმა.
გაოცებული უმზერდა ყოფილ ცოლს, არ ელოდა მუდამ ცივი და ნიჰილისტი ალასგან ასეთ სიტყვებს, თვითონაც ძლიერად მოუჭირა ხელი, გასაშვებად აღარ ემეტებოდა, თითქოს ტკივილმაც იკლო, ყოველ შემთხვევაში უფრო ასატანი ხდებოდა კობას ქვეშ-ქვეში მზერა.



№1  offline წევრი irinka123

კობა ნახე რა საზიზღარია, გიო მეგონა იქნებოდა ამ თავში winked
მოუთმენლად ველოდები შემდეგ თავს...

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent