შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ისევ შემიყვარე... თავი (27) ნაწილი (2)


8-02-2016, 00:35
ავტორი Anye-Any
ნანახია 2 888

თითქოს ყველაფერი დალაგდა და მგონი ამჯერად სამუდამოდ დალაგდა,მე ამის მჯეროდა.მე ყველაფრისთვის ვიბრძოლე,არაფერი დამითმია უბრძოლველად.იმდენი ტკივილი გამოვიარე მგონი დროა ბედნიერებამ ჩემს ქუჩაზეც გამოიაროს.იმას ვისაც მოთმინება შეუძლია,ყოველთვის საუკეთესო ხვდებაო გამიგონია,დავიჯერო დანელია იყო ის საუკეთესო? უკვე იმდენად მივეჩვიე ჩემს მდგომარეობას,რომ ყველაფერი სულერთად მიმაჩნდა.ბევრჯერ მიტქვამს და კიდევ გავიმეორებ,რომ ბრძოლამ შეიძლება იმდენად დაგღალოს,რომ შედეგები უკვე სულერთი ხდება,ის აღარ არის რაც იყო და რაც უნდა ყოფილიყო.როცა ტკივილი გახრჩობს და სიკვდილისკენ გექაჩება ყოველთვის იფიქრე იმაზე,რომ რაღაც უკეთესიც არსებობს,იმაზე უკეთესი რაც შენი ტკივილის მიზეზი გახდა.ძალიან რთულია იმ დროს ფიქრი როცა გული შუაზე გეხლიჩება,თუმცა ვფიქრობ,თითოეულ ადამიანში არის ის შინაგანი ძალა,რომლითაც საკუთარი თავის მომართვას შეძლებს. ზოგს შეიძლება ამ ჩემს ტკივილის მიზეზზე უბრალოდ გაეცინოს და თქვას რომ ეს არაფერია სხვა ტკივილთან შედარებითო,თუმცა ყველას თავისი ჯოჯოხეთი აქვს არ აქვს მნიშვნელობა ეს რითი იქნება გამოწვეული.
-ნია! ნიამეთქი!-ყვირილით შემოვარდა ნათია ოთახში
-რა გინდა გოგო?-მჭახედ მომხვდა მისი ხმა ყურში,არადა რა გემრიელად მეძინა
-შენი ტყავი მათხოვე რა-გამეკრიჭა
-და მაგის გამო გამაღვიძე?-სახე მომეღრიცა
-აბა დაუკითხავად ამეღო?
-ოჰ! თორემ ისე ხომ არ აგიღია რას ამბობ! კარადაშია აიღე-თითით ვანიშნე და ბალიშზე დავდე ისევ თავი.ძილის გაგრძელებას აზრი არ ჰქონდა.ის ფაქტი,რომ დღეს სრულიად თავისუფალი ვიყავი ძალიან მაბედნიერებდა. ხალათი შემოვიცვი და თმაგაბურძგნული შევედი სამზარეულოში.დიდი ფინჯნით დამიდგა ნინომ ყავა.დავსუნე და სახე სიამოვნებისგან გამებადრა.
-როდის უნდა გადაეჩვიო ამხელა ფინჯნით ყავის სმას?-მისაყვედურა ნინომ და ყველიანი ბლინჩიკები დამიდო წინ
-კარგი რა დედა,უკვე რამდენი წელია ასე ვსვამ
-ხოდა ნახავ ერთხელაც რა დაგემართება-თითი დამიქნია
რამ გააგრესიულა ასე დილაადრიან? ეტყობა გიამ მოუშალა ნერვები,გამეცინა მათი კაბათი რომ გამახსენდა,22 წლის განმავლობაში სულ 3ჯერ იკამათეს მგონი. სააბაზანოში შევედი და წყალი გადავივლე. მალე ლიკა და დათოც მოვიდნენ.საღამოს მივწერე ჩემთან ამოდითთქო.გადავეხვიე მონატრებულ მეგობრებს.დათომ მაშინვე ალეკოზე დამიწყო ლაპარაკი
-იმ დღეს რო მოგწერე დანელიას ნომერი მომწერეთქო Seen რა იყო?
-ეგ როდის მომწერე? აღარ მაქვს მე ფეისბუქი,რამდენი ხანია გავაუქმე
-სანამ გააუქმებდი მანამდე მოგწერე
-კარგი ჰო,ეხლა მომე მიდი-ტელეფონი ამოაძრო ჯიბიდან და შემომხედა
-რად გინდა მაგის ნომერი?-ვითომ არ ვიცოდი რად უნდოდა ისეთი სახე მივიღე
-სიყვარული უნდა ავუხსნა,რად უნდა მინდოდეს გოგო?-სახე მოეღრიცა
-მე და აკო ერთად აღარ ვართ-ტუჩების კვნეტით გავეცი პასუხი
-რა?-ისეთი სახე ჰქონდა მეგონა რომ მაგრად მლეწავდა სიფათში
-ხო,დროებით დავშორდით რა-ლიკას გადავხედე ხელებს ისრესდა ისიც ნერვიულობდა
-რას ქვია დრობით დაშორდით?-გაეცინა-რას ამბობს გოგო ეს შენი დაქალი?-ახლა ლიკას გახედა
-არ გესმის რას ამბობს?
-დათო,რა ვერ გაიგე?ვმეგობრობთ ახლა და ვსიო მეი არაფერი
-გამაგიჟებ მე შენ! რეებს მებოდიალები საერთოდ?ან რა მეგობრობა რის მეგობრობა?მომეცი ერთი მაგისი ნომერი გავარკვევ მე რა და როგორ
-არა-ტანში გამცრა
-ნია,ნერვებს ნუ მიშლი! სიყვარულზე ასე რატო თამაშობთ? რით ვერ ჩამოყალიბდით?! დროზე მომეცი ნომერი!-თვალები დამიბრიალა
-არ მოგცემ! ვმეგობრობთთქო და გეყოს ახლა!
მოკლედ ბევრი ვიჩხუბე დათოსთან,დანებდა ბოლოს თუმცა მაინც მითხრა რომ მის ნომერს გაიგებდა და დაელაპარაკებოდნენ ეგ და თემო. დღემ ჩვეულებრივ ჩაიარა,არაფერი განსაკუთრებული აღარ მომხდარა.ადრე დავწექი,დილით სამსახურში უნდა წავსულიყავი. სიმართლე გითხრათ ძალიან მეზარებოდა უკვე სიარული და ძილიც ძალიან მომენატრა,თუმცა რას ვიზამდი მე თვითონ ავიჩემე სამსახური და ახლა უკანაც ვეღარ დავიხევდი.დილით ადრე ავდექი,მოვემზადე და სამსახურში მოვქუსლე. ბევრი სტუმარი გვყავდა,საღამო იყო უკვე 8 საათი,თუმცა დანელია არც დღეს არ ჩანდა,სამაგიეროდ წყალბურთელი ბიჭები გვესტუმრნენ.ის ცისფერთვალება შემოსვლისთანავე მომესალმა და გამიღიმა.მეც ჩვეული ღიმილით მივესალმე და მენიუ მივუტანე.
-როგორ ხარ ნია?-მკითხა კარგი მეგობარივით
-კარგად თქვენ?-უსაზღვროდ თავაზიანი გახლდით
-კარგი რა, რა თქვენ? რამდენი წლის ხარ?-ღიმილით განაგრძო
-უკაცრავად რას მიირთმევთ?-ვითონც აქ არაფერიო ისე ვკითხე
-უკაცრავად რას მიირთმევთ ასაკად ჩავთვალო?
-ორმაგი ესპრესო და ცეზარი მოგვიტანე ნია-კიდევ კარგი ჩაერია ეს შავგვრემანი ბიჭი,გულში მადლობა გადავუხადე და სწრაფად შევედი სამზარეულოში შეკვეთის მისაცემად
-თაკო, მესამე მაგიდასთან შენ მიიტანე რა შეკვეთა
-რატო რა მოხდა?-გაკვირვებულმა შემომხედა
-ის ცისფერთვალება ნერვებს მიშლის-თვალით ვანიშნე
-ვინ ბაჩო?-გაეცინა-რაო რა გითხრა? ეგ ყველას ასე ეკურკურება
-არ ვიცი ბაჩო ქვია თუ პავლე,მაგრამ ძაან მიშლის ნერვებს და სახეს გავაძრობ თუ კიდევ მკითხავს რამეს-მეც გამეცინა
-რას ერჩი გოგო,სიმპატიურია თანაც ფულიანი-თვალი ჩამიკრა
-კარგი რა,მაგარი "ბაბნიკი" იქნება ეგ
-ოო კარგი რა,რა კომუნისტი ხარ ნია,ნეტავ ჩემთვის ოდნავ მაინც შემოეხედა გიგას,ეჰ-სახე მოეღრიცა
-გიგა ვინაა?
-აი,ბაჩოს წინ რომ ზის,რამდენი ხანია მომწონს,სასწაული ტიპია,პროსტა შეხედე-სულ ძალით გამახედა მათკენ
-კარგი გოგო გეყოფა,სირცხვილია-შევუღრინე და კაბა გავისწორე-დამტანჯა ამ კაბამ სულ ზემოთ იწევს რა
გასვლისას ის ბაჩო მოვიდა
-არ ვიკბინები ნია
-ეგ არც მიფიქრია
-აბა თაკო რატო გამოუშვი ჩვენს მაგიდასთან?
-იმიტომ რომ მე არ მეცალა
-იტყუები-თვალი ჩამიკრა-ნუ გეშინია არ შეგჩამ,პროსტა ასაკი მაინტერესებდა მეტი არაფერი
-გასაგებია
-გრუბი ხარ
მხოლოდ ეს მითხრა ბოლოს და ბიჭებთან ერთად დატოვა კაფე,რა შემატყო ნეტა გრუბის?ეს დებილი დანელია კიდევ არსად ჩანდა,თუმცა არც მადარდებდა. ერთი სული მქონდა სახლში წავსულიყავი,წყალი გადამევლო და დავწოლილიყავი.დადგა ნანატრი 10 საათი და სახლში სულ 120-ით წამოვედი.ისეთი დაღლილი ვიყავი ტანსაცმლიანად მიმეძინა საწოლზე. ერთმა კვირამ ისე განვლო დანელია არ გამოჩენილა,ნერვიულობამ პიკს მიაღწია,კვირა იყო ორშაბათს კი პირველი ფინალური გამოცდა გვქონდა,დიდი იმედი მოქნდა რომ აქ მაინც ვიხილავდი დანელიას. დილით სწრაფად მოვემზადე და წავედი.თუმცა იქ არ ყოფილა.სალომე და ელენე დამხვდნენ
-როგორ ხართ?-გადავეხვიეთ ერთმანეთს
-სალომე,დანელია სად გაქრა ხომ არ იცი?-ანერვიულებულმა ვკითხე,ერტმანეთს გადახედეს
-დანელიამ გააფრინა,ოღონდ მართლა გააფრინა
-რას გულისხმობ?-ავკანკალდი
-დედა აქვს ნატირები,1 კვირაა ტაბლეტებს ყლაპავს,ლადოს ფეისბუქზე წავიკითხე მაგათი მინაწერი
-რა? რას ქვია ტაბლეტებს ყლაპავს?
-არ იცი ნია? რასაც აქამდე აკეთებდა ისევ ის დაიწყო
-რა ეშველება მერე?
-რა არა ვინ! შენ უნდა უშველო,ლადო გაგიჟებულია აზრზე ვერ მოყავთ იმენა ტიპი
სასწრაფოდ ამოვაძვრე ჩანთიდან ტელეფონი და მასთან დავრეკე
-გისმენ
-მისმენ კი არა სად ხარ!-ხმა ვეღარ გავაკონტროლე
-ვერაზე
-რა გჭირს?
-იმენა მაგარი გასული ვარ,დიდი ხანია შორს წავედი და უკან ძლივს ვბრუნდები ნია
-კარგი მანდ იყავი მოვდივარ,არსად წახვიდე
გოგონებმა გაოცებულებმა შემომხედეს.გამოცდის მერე სწარაფად წამოვედი ვერაზე.ვიცოდი სადაც იქნებოდა.ბიჭებთან ერთად იდგა,რომ დამინახა გამიღიმა და ჩემსკენ წამოვიდა,ძალიან მაგრად მომეხვია და ლოყაზე ხმაურით მაკოცა,რას გავდა,საზიზღრად გამოიყურებოდა,საშინლად! ასეთი დანელია მე არ მახსოვს! საშინლად გამხდარი,თვალის უპეები ჩაშავებული,თვალები ჩაწითლებული,ხელები უკანკალებდა.იმ წუთას იცით რა ვიგრძენი? საშინეი ტკივილი,აუტანელი ტკივილი.ვუყურებდი და ვცდილობდი მასში ის ალეკო დამენახა რომელიც ასე ძალიან მიყვარდა.მიყვარდა მაინც,ყველაფრის მიუხედავად,თუმცა ვეღარ დავინახე
-რა დაგემართა?-ხმა ძლივს ამოვიღე და ყელში გაჩხერილი ბურთი ძლივს გადავაგორე
-დედა მაქ ნატირები-გაეცინა-გაგახსენდა რო ვარსებობ?-ნიკაპი მოისრისა
-კარგი,კარგი არაუშავს,ყველაფერს მოევლება,მთავარია ახლა შეეშვა ამ ყველაფერს-გავუღიმე,თვითონაც არ ვიცოდი იმ მომენტში რატომ გავუღიმე და რატომ არ ავუწიე პანიკები
-იცი როგორ მინდა ეგ? პროსტა ძაან ძნელია,არ მსაყვედურობ?-გაეცინა მასაც
-არა აკო,უბრალოდ ახლა უნდა შეეცადო ყველანაირად რომ ამ ყველაფერს ჩამოშორდე,შენ არ ხარ ასეთი,მე შენს გვერდით ვიქნები,უბრალოდ შენც უნდა დამეხმარო ცოტა,კარგი?-გავუღიმე ისევ
თავი გულზე მომადო.თვალები მაგრად დავხუჭე,ცოტაც და ბღავილს მოვრთავდი,თუმცა მაქსიმალურად ვეცადე თავის შეკავება
-შენ ჩემი ანგელოზი ხარ,კიდევ უნამუსოდ გიმეორებ რო ძალიან მაგრად მიყვარხარ,გთხოვ ჩემთან იყავი და ყოველთვის შემახსენე რო გახსოვარ და ესეც საკმარისი იქნება
-მე უბრალოდ მინდა კარგად იყო,თუ რამით შემიძლია დაგეხმარო შენს გვერდით ვარ
-ძალიან მაგრად მიყვარხარ,იმ ს*რობების მერე რაც მე გაგიკეთე მაინც რო ამას მეუბნები,აი საოცრად მიყვარხარ ნია
-დღეს პირველი გამოცდა გვქონდა ქართულში,გადაბარება მოგიწევს.ამაში ზეპირიც გავქვს ჩასაბარებელი,იცოდე დამპირიდი რომ ამას აღარ გაეკარები-ამჯერად აღარ გავუღიმე
-შენ იქნები ჩემთან?
-მე ვიქნები შენთან და ყველაფერში დაგეხმარები,უბრალოდ შენც უნდა შემიწყო ხელი,მარტო მე ვერაფერს გავხდები.
მასთან წავედით სახლში,ასეთ მდგომარეობაში რომ დაენახა ნინოს გული გაუსკდებოდა საწყალ ქალს,კიდევ კარგი სახლში არ იყო.სააბაზანოში შევიყვანე და პირი მოვბანე.ხელები უკანკალებდა,ვერ იმორჩილებდა თავს.გული შუაზე მეხლიჩებოდა და ცრემლებს მისგან მალულად ვყლაპავდი. სახე მოვბანე და მის დალურჯებულ ადგილებს დავხედე.თავი გვერდზე გავწიე რომ არ მებღავლა,კიდევ დიდხანს რომ მეყურებინა უეჭველად თავს ვეღარ შევიკავებდი.კარადიდან სუფთა ტანსაცმელი გამოვუტანე და მივეცი,რომ გამოევალა.ხმის ამოუღებლად გავიდა მეორე ოთახში და გამოიცვალა
-ახლა თმას გადაგპარსავ-გამეცინა-მერე წვერსაც მივხედავთ
-კარგი დედიკო-მასაც გაეცინა და წინ დამიჯდა
თმა დაბალზე გადავუღე,წვერიც შეითხელა და რომ შევხედე გული გამინათდა სიხარულისგან
-აი ახლა ასეთი უნდა იყო სულ!-ტაში შემოვკარი
-ჩემი მფარველი ანგელოზი ხარ შენ!-სუნთქვა შემიკრა მისმა ჩახუტებამ-მშია ახლა-გამეკრიჭა
-არაფერი გაქვს სახლში?
-კი არის,პროსტა მომზადება უნდა,ნინომ კი დატოვა საჭმელი პროსტა ორი საათის წინ მე და ლაშამ მუსრი გავავლეთ
თავი გავაქნია და გამეცინა,სამზარეულოში გავედით.კარტოფილი შევიწვი და კვერცხი მოვუხარშე.ისე ჭამა გეგონებოდათ ერთი თვეა არაფერი უჭამიაო.
ვიქცეოდი თუ არა სწორად?იმსახურებდა თუ არა ამას ჩემგან ის? ამ ყველაფერზე იმ წამს ნამდვილად არ ვფიქრობდი,ახლა მხოლოდ ის მინდოდა ამ საზიზღარი მდგომარეობიდან გამომეყვანა.რომ ვუყურებდი იმდენად საცოდავი იყო,რომ მივხვდი ღმერთმა სამაგიერო გადაუხადა ყველაფრისთვის და ეს ძალიან მეტკინა.ხომ ვამბობდი არავის არაფერი შერჩებათქო? არც დანელია აღმოჩნდა გამონაკლისი.ყველას თავისებური ჯოჯოხეთი აქვს,რომელშიც უწევს ცხოვრება.არ მინდოდა რომ ასე მომხდარიყო და ასეთი უსუსრი დანელია ჩემს წინ მდგარიყო,ამას ყველაფერი მერჩივნა.ახლა მისი ტკივილი მეც მტკიოდა.დივანზე ვიჯექი, მოვიდა და თავი კალთაში ჩამიდო...








___________________________________
არ ვიცი როგორ მოვახერხე ამ თავის დაწერა,მაპატიეთ დაგვიანებისთვის. რას ფიქრობთ ამ თავზე? <3 :)))))))))) მაინტერესებს ყველას აზრი.



№1  offline წევრი Pepper

აუუ რროგორ ველოდებოდი ახალ თავს
ყველაფერს მოველოდი მაგრამ დანელიას ასეთ მდგომარეობას არა
და ყოჩაღ შენ ყველაფრის მერე რომ ასე გიყვარს და კიდევ ეხმარები , მისი ტკივილი გტკივა , ახლა ვხვდები რა დონეზე შეუძლია ადამიანს სიყვარული
აშკარაა აკოს უყვარხარ მაგრამ რაღაც თავისებურადდ , შენ კიდევ მეასედ გიმეორებ რომ უძლიერესი გოგო ხარ !
ბევრი რამ ხდება ცხოვრებაში და ტკივილის და უბედურების გადატანა მაინც გვიწევს ადამიანებს შენც საკმაოდ ბევრი გადაიტანე და მინდა ძალიან ძალიან ბედნიერი ადამიანი იყო , არააქვს მნიშვნელობა ეს აკო იქნება თუ სხვა ვინმე , ვისთანაც თავს უკეთ იგრძნობ ვინც გაგაბედნიერებს გისურვებ მასეთ ადამიანთან ყოფნას და სხვა მხრივ ყველანაირ წარმატებას ცხოვრებაში ! ძალიან ძალიან მაგარი გოგო ხარ <3 ველი მომდევნო თავს <3

 


№2  offline მოდერი Anye-Any

Pepper
აუუ რროგორ ველოდებოდი ახალ თავს
ყველაფერს მოველოდი მაგრამ დანელიას ასეთ მდგომარეობას არა
და ყოჩაღ შენ ყველაფრის მერე რომ ასე გიყვარს და კიდევ ეხმარები , მისი ტკივილი გტკივა , ახლა ვხვდები რა დონეზე შეუძლია ადამიანს სიყვარული
აშკარაა აკოს უყვარხარ მაგრამ რაღაც თავისებურადდ , შენ კიდევ მეასედ გიმეორებ რომ უძლიერესი გოგო ხარ !
ბევრი რამ ხდება ცხოვრებაში და ტკივილის და უბედურების გადატანა მაინც გვიწევს ადამიანებს შენც საკმაოდ ბევრი გადაიტანე და მინდა ძალიან ძალიან ბედნიერი ადამიანი იყო , არააქვს მნიშვნელობა ეს აკო იქნება თუ სხვა ვინმე , ვისთანაც თავს უკეთ იგრძნობ ვინც გაგაბედნიერებს გისურვებ მასეთ ადამიანთან ყოფნას და სხვა მხრივ ყველანაირ წარმატებას ცხოვრებაში ! ძალიან ძალიან მაგარი გოგო ხარ <3 ველი მომდევნო თავს <3





ძალიან დიდი მადლობა ჩემო საყვარელო ასეთი ტკბილი და თბილი სიტყვებისთვის <3

 


№3  offline წევრი Lana Tomlinson

საოცრად კეთილი გოგო ხარ ნია.მართლა ანგელოზი ხარ.საოცრება!ამდენი ტკივილის შემდეგ შენც გეღირსება ბედნიერება,რაც მგონი უკვე ჩანს.

 


№4  offline წევრი Tako Gogelia

მომეწონა ძანნნნ

 


№5  offline მოდერი bibo

Ai vgijdebi me shenze saswauli gogo xar saocreba tkbili tbiliii ....mecodeba akooo xo gitxari gmeri mixedavs ....mecodeba ako damewva guli ki ara gadamewva.uyvarxar paqtiabmagram tavistvis da taviseburad xo xedav.shen ras grdznob ar vici magram magas uyvarxar paqtiaaa

 


№6  offline მოდერი Anye-Any

ძალიან დიდი მადლობა ბავშვებოო <3

 


№7 სტუმარი tiko

აუ ნია უმაგრესი მოთხრობაა რააა...... მოთხრობა რა ისტორია აი რაღაც სასწაულია... მალე დადე რა შემდეგი ვეღარ ვითმენ უკვე ისე მაინტერესბეს

 


№8  offline წევრი cancara

რატო აგვიანებ კაია მალე დადე

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent