უთხარი დედაშენს, რომ.. შენ ახლა ჩემი ხარ (7, დასასრული)
ლინდა პიკნიკი ძალიან სასიამოვნო იყო.. ყველანი კმაყოფილები დავბრუნდით სახლებში.. მეორე დღეს კი ძალიან მაგარი ამბავი გავიგე.... დედამ, როგორც იქნა იპოვა ადამიანი, ვისთანაც ბედნიერი იქნება.. ცოტას კი ვეგოისტობ, მაგრამ დედას ბედნიერებისთვის ყველაფერს ავიტან.. მთავარი პრობლემა კი ისაა, რომ რაც შეიძლება მალე წავიდე, მაგრამ მანქანა გაგვიფუჭდა.. ბედიც ამას ქვია რა.. იმ წამსვე სანდროსთან გავვარდი - სანდოო, სანდროო - შევარდი მის სახლში - უი, გამარჯობა მარგო ბებო - ხელი დავუქნიე და ეგრევე სანდროს მივვარფი, რელსაც ეტყობა ეძინა და თმა სასაცილოდ აბურძგბნოდა... გამიღიმა და თმაზე ხელი მოისვა.. - იმედია მელანდები და მართლა პიჟამებით არ გადმოსულხარ- თვალები მპისრისა და კიდევ ამათვალიერა.. ახლა მივხვდი, რომ დედას ნათქვამმა ისე ჩამაგდო ეიფორიაში, რომ სულ გადამავიწყა, რა მეცვა.. მოკლე მკლავიანი, წელს აცელილი ვარდისფერი მაიკა, რომელსაც დიდი დათუნა ახატია და ავე ფერის მოკლე შარვალი.. ცოტა კი ავიბენი და შემრცხვა,.. ახლა მივხვდი მარგო ბებომ ისე რატო შემომხედა... - ოო, ნუ დამცინი.. არა კი სასაცილოა, მაგრამ ისე ვარ ახლა გახარებული, რომ არაფერზე მიფიქრია - სანდრომ გამიღიმა და შუბლზე მაკოცა.. - რა მოხდა სიხარულო? - მკითხა და თვალებში ჩამხედა.. მეც მოვუყევი დედაზე და მანქანაზე.. - მოკლედ, შენ უნდა წამიყვანო.. იქიდან კი მე გამოვუგზავნი რამდენიმე მანქანას ამათ, თუ ენდომებათ.. ან უბრალოდ მათხოვე და მე წავალ მარტო.. გეფიცები არაფერს დავმართებ, მთელს ჩაგაბარებ..- სანდროს გაეღიმა - სულელო, მარტოს არ გაგიშვებ ხომ იცი არა, დღეს შენი მძღოლი ვიქნები - მითხრა და ლოყაზე მაკოცა, ხელი კი უკუღმა მხრით ყელამდე ჩააცოცა, სასიამოვნოდ გამაჟრიალა - წადი ახლა და ჩაიცვი, მხარზე ხელი მომითათინა და ახლა კისერში მაკოცა - ასე ნუ აკეთებ, იცოდე შურს ვიძიებ - ეშმაკურად გავუღიმე და წავედი.' მერე გიჟივით მივბრუნდი, მივვარდი და მაგრად ვაკოვე ტუჩებზე, არ მოელოდა, მაგრამ მისი გულისცემა მესმოდა ისე აუჩქარდა.. მერე მართლა წავედი და გავემზადე.. ბოლოს ძალიან შევეჩვიე მოკლე მაიკებს.. ახლაც ცისფერი მოკლე მაიკა, ღია ფერის არც ისე მაღალწელიანი შარვალი და შავი მოსაცმელი ჩავიცვი, ვინაოდან ცოტა არ იყოს ციოდა.. გოგონებისთვის ყველაფერი ნათქვამი მქონდა უკვე და მშვიდად ველოდებოდი სანდროს.. - მადაამ - თეატრალურად გამიღო სანდრომ მანქანის კარი და დაელოდა როდის ჩავჯდებოდი.. მეც მოვთავსდი და სანდროს სახლისკენ გავიხედე, საიდანაც ჩანთებით მომავალი ქეთა დავინახე.. უნდოდა წაგვეყვანა.. არ მითქვამს უარი, მაგრამ კარგად გავიგე სანდრომ რომ უთხრა - ერთი უაზრო გამოხტომა და იქვე ჩამოგსვამ, გასაგებია? - მანაც უხმოდ დაუქნია თავი და უკანა სავარზელზე დაიკავა ადგილი.. სასიამოვნოდ ვმგზავრობდი სანდროსთან ერთად.. ქეთა კი საერთოდ არ გვახსენებდა არსებობას, რაც მიკვირდა.. მარკეტთან გავჩერდით და სანდრო გადავიდიდა.. - ასე მალე რატომ წამოხვედი? - მკითხა ამდენი ხნის შემდეგ ქეთამ.. - ამაზე საუბარი არ მინდა..შენ? - საქმეები მქონდა - მიპასუხა და გამიღიმა.. - ამას რატომ აკეთებ? რატომ ცდილობ, რომ სულ სანდროს ახლო-მახლო იყო? არ დაიღალე? ქეთა, მისმინე - მთელი სხეულით მისკენ მივბრუნდი - შენ ჯერ ახალგაზრდა ხარ, მალე ალბათ მასაც იპოვი, ვინც მთელი გულით შეგიყვარებს და შენც შეგიყვარდება - იქნებ უკვე მიყვარს, იქნებ ვიპოვე უკვე - ხმას აუწია მან.. - შენ ალბათ სანდროს გულისხმობ.. არ მინდა გაწყენინო, მაგრამ არა მგონია გიყვარდეს.. არ გგონია რომ ეს გატაცებაა? ამბობენ, ადამიანს მხოლოდ მისი შეყვარება შეუძლია, ვისაც ის უყვარს.. ამაზე იფიქრე.. უბრალოდ წადი სანდროს ცხოვრებიდან.. მას აღიზიანებ.. თითოეული შენი ნათქვამი სიტყვა და გამოხტომა აღიზიანებს გესმის? - კიდევ გავაგრძელებდი, მაგრამ სანდრო გამოჩნდა და გაჩუმება ვარჩიეთ.. . გზა სასიამოვნოდ გავლიეთ.. ჯერ ქეთა ჩავიდა, მერე კი სახლში მიმიყვანა სანდრომ.. - ამოდი რა.. - ვთხოვე მას - დედას გაგაცნობ - კარგი, ოღონდ ცოტა ხნით, ხელის შეშლა არ მინდა,- გამიღიმა და ჩემი ნივთები აიღო.. - დედააა - კივილით შევვარდი და ყელზე ჩამოვეკიდე დედას.. მკოცნიდა და მეფერებოდა.. ამდენი ხნის მერე ისევ ვიგრძენი მისი სუნი.. როგორ მომნატრებია.. ძლივს მოვახერხე სანდრო გამეცნო.. მოეწონა დედას სანდრო.. ისაუბრეს და საერთო ენა გამონახეს.. მალე სანდროც წავიდა.. მე და დედა მარტო დავრჩით.. დედას მეგობარზე ბევრი რამ გავიგე.. რაც მთავარია ერთმანეთი უყვართ და მინდა ბედნიერად იცხოვრონ.. მეც ვუამბე როგორ შემიყვარდა სანდრო... დედას ქორწილი არ ჰქონია.. გადაწყვიტეს, რომ ვიწრი წრეში აღენიშნათ და ასეც მოიქცნენ.. მე კი მარტო დავრჩი სახლში და მის მერე მომთაბარე ცხოვრებას ვეწევი.. კერძოდ ხან ეკასთან ვრჩები, ხან ლიზასთან, ხან ანასთან, ხანაც ლიზასთან.. ყველაფერი ძალიან კარგად იყო.. ბიჭებთან ურთიერთობა კარგად მიდიოდა.. მალე სწავლა დაგვეწყო და ჩვეულ რითმს დავუბრუნდით.. თუმხა ახლანდელი რეალობა უკეთესი იყო.. ადრე უნიში თუ ერთი-ორი გადარეული დაგვდევდა, ახლა არავინაც არ გვიმჩნევდა, რაშიც აშკარად ერია ბიჭების ხელი, უფრო მუშტი.. სასწავლებლიდან გამოსულებს იქვე გვხვდებოდა ბიჭების გუნდი.. ანას კი კოსტა და მერე ჩვენთან მოყავდათ.. ყოველ დღე დავდიოდით გასართობად და დროს სასიამოვნოდ ვატარებდით.. ბევრჯერ სასაცილო სიტუაციაშიც აღმოვჩენილვართ.. მაგალითად საზოგადოებრივი სიმშვიდის დარღვევის გამო ბარიდან გამოგვრეკეს.. დღეები დღეებს მისდებდა, კვირები კვირებს, თვეები თვეებს და ასე ნახევარი წელიც გავიდა.. ჩვენი ურთიერთობები კი იმაზე მეტად გამყარდა ვიდრე ველოდით, აღარც ქეთა გამოჩენილა.. იყო პატარა წაკინკლავებები, მაგრამ საკმაოდ რომანტიული შერიგებები ( ზედმეტების გარეშე)... ზამთარი იწურებოდა და გაძაფხული პირველ ნაბიჯებს ადგამდა.. ნელ-ნელა იპარებოდა სიმწვანე ბუნებაში და გულებს სიხარულით გვივსებდა.. გაზაფხულის პირველი თვეც მიილია.. სანდროს დაბადების დღე 17 მაისს აქვს.. მინდა რაღაც სასიამოვნო გავაკეთო მისთვის... ჩვენ ყველამ ერთად გავალამაზეთ სანდროს სახლი.. ერთად მოვამზადეთ საჭმელი.. გავგზავნეთ მოსაწვევები და სანდროს დაბადების დღე დღესასწაულად ვაქციეთ.. მარიტა დეიდაც გავიცანი და მასთან დაახლოვებაც მოვასწარი.. ზაფხულში ისევ რაჭაში წასვლა გადავწყვიტეთ, რომ ძველი დრო გაგვეხსენებინა... გავიხსენეთ კიდეც, ისევ დავუშვით ბიჭების მანქანის საბურავი.. ისევ მოვიარეთ საყვარელი ადგილები.. მერე კი ბიჭებმა ისევ ჩანჩქერზე წაგვიყვანეს და დაუვიწყარი დღე მოგვიწყვეს.. ყველა უმ ადგილზე წავედით, სადაც შარშან პიკნიკის დროს ვსაუბრობდით.. სწორედ იქ მთხოვა სანდრომ ხელი და რა თქმა უნდა დავთანხმდი... სწორედაც, ჩვენი ქორწილი პირველი იყო.. დაუვიწყარი იყო ქორწილის დღე.. გოგოები და ბიჭები მაქსიმალურად ცდილობდნენ გაელამაზებინათ ეს დღე.. ჩემი ნასროლი თაიგული ეკამ დაიჭირა.. ქორწილიდან მე და სანდრო, ალბათ, როგორც ყველა წყვილი, გავიპარეთ და ამდენ სტუმარს მხოლოდ ვიდეო დავუტოვეთ, სადაც ვეუბნებოდით, რომ ემხიარულათ.' ის წელი შესანიშნავი იყო.. ჩვენი ქორწილის მერე, თითქოს სეზონი გაიხსნაო, ნელ-ნელა შემომეცალნენ გოგოები.. პირველები დათო და ლიზა იყვნენ.. ისე აგიჟებდა ლიზა დათოს.. ხან რას უჩალიჩებდა, ხან რას.. მახსოვს წაგებული სურვილის გამო ქალაქში ტრუსით არბენინა და ვიდეო გადაუღო.. დათომ იფიქრა, სანამ ახალგაზრდა ვარ და რაც მთავარია საღ- სალამათი, მოვასწრებ და ვიქორწინებო.. ასეც მოიქცა.. მათ მერე ანას და კოსტას გადარეული წყვილი.. მახსოვს დახოცეს ერთმანეთი ქორწილის თემებზე.. ანას სხვა რამ უნდოდა, კოსტას სხვა.. ბოლოს კი კატეგორიულად ავუკრძალე რამეში გარევა.. მხოლოდ საკუთარ ტანსაცმელზე უნდა ეზრუნათ.. ამას მთელი ცხოვრება არ დაგივიწყებთო, მეუბნებოდნენ დანარჩენები... ელენე და ნიკა სხვა თემაა.. გასაკვირი ისაა ამდენ ხანს როგორ გაძლეს ერთმანეთის გარეშე.. სრულიად ჰარმონიული წყვილი.. მათი ქორწილი ძალიან კარგი იყო.. საოცრება.. აი ეკას და თორნიკეს შემთხვევა რთული იყო.. ათასჯერ დაშორდნენ და შერიგდნენ.. ერთ დღეს ერთი იყო გაბუტული, მეორე დღეს მეორე. ერთ დღეს კი, თორნიკეა ამოუვიდა ყელში, დაავლო ეკას ხელი და ტაძარში მიიყვანა.. ჩვენ ამ დროს ყველაფერი დაგეგმილი გვქონდა და სიურპრიზს ვუწყობდით.. ჩვენი საოცარი შეხვედრის შემდეგ ათი წელი, ქორწინებიდან კი ცხრა გავიდა.. რაჭაში წასვლა ტრადიციად გადაგვექცა.. ხშირად ვახერხებდით და ისევ ვუშვებდით ბიჭების მანქანის საბურავს.. თუმცა იშვიაყად გვიწევდა ისევ ორი მანქანით მგზავრობა.. ამ ხნის მანძილზე ჩვენი რაოდენობა გაიზარდა.. ჩვენი ანცი ბიჭები კარგი ქმრები და მამები აღმოჩნდნენ.. სანდრო ძალიან ძალიან საყვარელი იყო.. როდესაც ბავშვები ღამე მაწვალებდნენ, ხან მათთან არც მიშვებდა, თუ ვერ იღვიძებდა, დილით გამაცლიდა და ძილის საშუალებას მაძლევდა.. ახლა კი ისევ ფეხბურთს ვთამაშობთ, იმ განსხვავებით, რომ ახლა მოედანზე ჩვენი პატარებიც დარბიან და გვართობენ.. ლიზას და ეკას დიდი მუცლები აქვთ და შორიდან გვიყურებენ... აი ასეც ხდება.. ზოგჯერ პატარა გაუგებრობა დიდი და ლამაზი მომავლის მომასწავებელია... ჩვენი ლამაზი ისტორა, კი დიდი სისულელით დაიწყო.. იცით, ახლაც კი, როდესაც დედას ველაპარაკები და მერე ვუთიშავ სანდრო მოდის, ტელეფონს მართმევს, ნაზად მკოცნის და მეჩურჩულება - უთხარი დედაშენს, რომ.. ახლა ჩემი ხარ დ ა ს ა ს რ უ ლ ი... ********* მეგობრებო დავასრულე ეს იატორია, მართალია პატარა თავია, მაგრამ ვეცადე ყველა გრძნობა გადმომეცა.. იმედია მოგეწონებათ.. გმადლობთ, რომ ბოლომდე მომყვებოდით და აქტიურად მამხნევებდით... მიყვარხარყ ყველა და ისევ ველი თქვენა შეფასებებს.. შეცდომებია გამო ბოდიშს ვიხდი ♥ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.