შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნათელი წერტილი (დასასრული)


25-10-2015, 16:42
ავტორი murachashvili
ნანახია 4 515

დასასრული

ჩვენი მორიგი შეხვედრა საქართველოში არა სამ თვეში, ცოტა უფრო მოგვიანებით და არა სანადიროდ, როგორც ჩვენ გვსურდა, არამედ - ბათუმში, ჩვენს სასტუმროში შედგა. ბედნირები და კმაყოფილები ვართ. შეკრების მიზეზი თეო და თორნიკე არიან. მათ დაოჯახებას ავღნიშნავთ. ეზოში ბასეინთან დიდი სუფრაა გაშლილი. თეო ლამაზი პატარძალია. თეთრი სადედოფლო კაბა აცვია. ნაზად ნარნარებს, ცქრიალებს. თორნიკეც მშვენიერი სანახავია, შავი სმოკინგი უხდებოდა. თოჯინებივით გამოიყურებოდნენ. თვალს ჩვენს დიდ ოჯახს ვავლებ. ერთ მხარეს მაია და ლიკა არიან. გვერდით ნიკა და ნინო ზიან. მოპირდაპირე მხარეს მაიკი და ჟაკლინი. მათ გვერდით ომარი და მისი ოჯახია. ჩაყოლებაზე - ფერიდე და ჟანი, მეორე მხარეს ოთარი და კობა არიან, რომელსაც მხარს ახალგაზრდა ქალი უმშვენებს. თითქოს ბედნიერი ჩანს, თუმცა ზოგჯერ მაიას გახედავს მოწყენილი სახით.
თვალს ვავლებ ჩემს დიდ ოჯახს. ბედნიერი ვარ, უბედნიერესი, დათუნა ჰაერში საჰაერო ბუშტებს უშვებს და მხიარულად იცინის. შევცქერით გაშვებულ ბურთებს, ღრუბლებში იფანტებიან და სხვადახვა მხარეს მიფრინავენ. ალბათ, ჩვენც ასე ვართ. ერთი ბუდიდან ამოსულები, სხვადასხვა მხარეს გაფრენილნი. ისევ უკან ვბრუნდებით. საქართველო ანდამატივით გვიზიდავს, უკან გვექაჩება, ერთმანეთის ნახვა გვიხარია, ერთმანეთით ვივსებით და ერთმანეთით ვხარობთ.
თვალებს ვხუჭავ და წარმოვიდგენ ჩვენს შვილებს, შვილიშვილებს, შემდეგ მათ შვილებს. ერთ დროს ჩემი წყნარი სასტუმრო დუღს, სტუმრებს ვეღარ იტევს, ხმაური გვიან დაღამებამდე ისმის. სასტუმრო ფუტკრის სკას გავს. მუდმივად დუღს, მუდმივად ცოცხალია.
სულ რამდენიმე წლის წინ რომ ეთქვათ, ჩემი ოჯახი მექნებოდა, ვერც კი დავიჯერებდი. იმ დღეს ვიხსენებ, როცა პირველად ნაბახუსევმა სასტუმროს კარებთან გაჩერებული ტაქსიდან გადმოსული მაია ვნახე. თეოს და თორნიკეს ვუმზერ და იმედს ვიტოვებ, რომ მათი ცხოვრება ამდენი ფათერაკით აღსავსე არ იქნება, თეოს ბედნიერი კისკისი მესმის და მეც ვიჯერებ, რომ ყველაფერი დასრულდა. მხოლოდ ბედნიერების დროა, მხიარულებისა და დიდი, ზღვა ბედნიერების.
- გაფრინდა, გაფრინდა! - უკვე მერამდენედ გვეძახის დათუნა და მეც მივყვები მის გაშვებულ ბურთებს მოგონებებში.

ეს დღე გავდა ოცნებას, რომელიც საბედნიეროდ ახდა. ჩემი მშვიდობა დადგა. ჩემი ბედნიერებაც მოვიდა. ჩემი სამოთხე აქ იყო. დათუნა მორბის, კალთაში მოძვრება, მისი თვალები ყველაფერს მოიცავს, იქ ყველანი ვართ: მე და მაია, დედაჩემი და მამაჩემი, ნიკა და ნინო, თეო მისი ღიმილით, მაიკი და ჟაკლინიც კი.
ნიკა ფეხზე დგება, სადღეგრძელოს ამბობს:
- ჩვენი დიდი ოჯახის სადღეგრძელოს შემოგთავაზებთ! გამრავლებასა და ბევრ დიდ სიხარულს ვუსურვებ!
- გაგვიმარჯოს! - ვიტაცებთ ყველა - მშვიდობას გაუმარჯოს! ჩვენს დიდ ოჯახს გაუმარჯოს!

დაღამდა. სასტუმროში ხმაური შეწყდა. თითქოს ბუნებამაც დაიძინა, აივანზე ვდგევარ და ვიყურები. ამ უჩვეულო სიმშვიდით ვტკბები. ზემოდან დიდი, ყვითელი ბადრი მთვარე დამცქერის და ჩემს სიმშვიდეს იზიარებს. შორიდან ზღვის ტალღების ხმა მესმის, ვდგევარ ასე და ვფიქრობ: დასრულდა?! იქნებ ეხლა იწყება?! დათუნა ძილში ეშმაკურად იღიმება. დიახ, იწყება სრულიად ახალი და უჩვეულო ისტორია ერთი პატარა ნახევრად არაბი პრინცისა, რომელმაც ბევრი იარა თუ ცოტა იარა, ქვეყნის დასალიერში იპოვა ერთი პრინცესა და შეუყვარდა, თავდავიწყებითა და უგონოდ. პრინცმა ბევრი იბრძოლა ცხრა თავიან დევებთან, მონსტრებთან ან იქნებ ჯინებთანაც. შემდეგ დაბრუნდა მის პრინცესასთან და დიდხანს, ძალიან დიდხანს ცხოვრობდა ბედნიერად. თვალებს ვხუჭავ. აი, უკვე მერამდენედ ვიბრძვი ბოროტ ჯინთან და მერამდენედ ვიხსნი ჩემს დატყვევებულ დედოფალს. მთვარეს ვუმზერ, თითქოს მიღიმის, მიწონებს გავლილ გზას.
- არ გძინავს?! - მაია ხალათის შრიალით მიახლოვდება. მის თაფლისფერ თვალებს ვუმზერ და გულში ვიკრავ, ჟრუანტელი მივლის და მეღიმება. მისი გულის ცემაც მატულობს, დამფრთხალი ჩიტივით თრთის, თითქოს საგულედან სურს ამოხტომა. ბედნიერი ვარ. უსაზღვროდ ბედნიერი, მის მხურვალე ტუჩებს ვეძებ, ისე ძლიერად და მხურვალედ ვკოცნი, როგორც პირველად, მაშინ სანაპიროზე ჩემს ავტომობილში. ვკოცნი და ვგრძნობ, რომ ყველაფერი თავიდან იწყება ამბავი ქალისა და კაცისა, ამბავი სიყვარულისა.



№1  offline ახალბედა მწერალი murachashvili

როგორც იქნა დასრულდა მეგობრებო.იმედია მოგეწონათ? :winkველოდები შენიშვნებს. .

 


№2  offline წევრი გვირილა ♡

არ კი ვიცი რა ვთქვა..
ემოცოების პიკს ჩავუქროლე ალბათ ამ ისტორიის კითხვისას..
უმაგრესი ხარ, სიტყვები არ მყოფნის უბრალოდ ყველაფრის სათქმელად.. ♡♡♡
ბრავო !!!

 


№3 სტუმარი nia

რა კარგი ხარ შე ოხრო, მომწონს შენი ისტორიები განსხვავებული და კარგი ნაწერი.... წარმატებები ჩემო კარგო ...

 


№4  offline წევრი შამხათი

არაჩვეულებრივი იყო love

 


№5 სტუმარი Guest murachashvili

გვირილა ♡
არ კი ვიცი რა ვთქვა..
ემოცოების პიკს ჩავუქროლე ალბათ ამ ისტორიის კითხვისას..
უმაგრესი ხარ, სიტყვები არ მყოფნის უბრალოდ ყველაფრის სათქმელად.. ♡♡♡
ბრავო !!!

nia
რა კარგი ხარ შე ოხრო, მომწონს შენი ისტორიები განსხვავებული და კარგი ნაწერი.... წარმატებები ჩემო კარგო ...

შამხათი
არაჩვეულებრივი იყო :love:

უღრმესი მადლობა, იმედია არ მიწყენთ პასუხი რომ არ მოგწერეთ, უბრალოდ ეხლა ვნახე თქვენი კომენარები, დიდი მადლობა შეფასებისთვის, მიუხედავად იმისა, რომ ალმაზი ზღაპარივითაა, ფაქტურად ამ ისტორიამ ისევ წერისკენ მომაბრუნა, ამიტომ განსაკუთრებულად მიყვარს.

 


№6  offline წევრი TamoTi

ძალიან კარგი საყვარელი ტკბილი ინტრიგით სავს. ისტორია იყო.ძალიან ვისიამოვნე კითხვით♥♥♥

 


№7  offline აქტიური მკითხველი terooo

ძალიან კარგი ხარ.... ყოჩაღ....
წარმატებები

 


№8  offline ახალბედა მწერალი murachashvili

Tamuna Gogaladze
ძალიან კარგი საყვარელი ტკბილი ინტრიგით სავს. ისტორია იყო.ძალიან ვისიამოვნე კითხვით♥♥♥

იმედია არ მიწყენთ უყურადღებობას, ახლა ვნახე თქვენი კომენტარი. სასიამოვნოა იმის ცოდნა, ისევ რომ კითხულობენ ამ ისტორიას

terooo
ძალიან კარგი ხარ.... ყოჩაღ....
წარმატებები

kissing_heart kissing_heart დიდი მადლობა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent