შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მაგიაზე შეყვარებული 2


8-02-2016, 14:36
ავტორი gijka13
ნანახია 2 199

ჩემი გაოცება უკვე ვეღარ გადავმალე ხელოვნური მიმიკების ქვეშ.
- თქვენ?
- კიდევ დიდხანს უნდა იდგე გარეთ?
მომაბეზრებლად გადაატრიალა თვალები მისტერ უცნაურობამ.
- კი მაგრამ, თქვენ როგორ? საიდან?
- თუ შემოხვალ ვეცდები გიპასუხო, ოღონდ ტვინს ნუ გაბურღავ.
- შენ...
- თქვენ. - სიტყვა მკაცრად გამაწყვეტინა. - თქვენობით მომმართე. ახლა კი სწრაფად შემოდი, არ მინდა ცოლიანი კაცის სახლის კართან მეზობლებმა ასეთი ჩაცმული გოგონა შეამჩნიონ.
ზიზღით ამათვალიერა. საშინლად გავბრაზდი, თავი ვინ ჰგონია, ვფიქრობდი და მუშტებს ისე მაგრად ვკრავდი ლამის ტირილი დავიწყე ტკივილისგან.
- დაჯექი. - მითხრა სასტუმრო ოთახში შესვლისთანავე. -მაგრამ როგორ დაჯდებით, თითქმის არ გაცვიათ.
კიდევ ერთხელ გააკეთა კომენტარი ჩემს ტანსაცმელზე.
- იქნებ შეეშვათ ჩემს შორტებს.
ვთქვი და რაც შემეძლო შორტი ისევ ქვევით ჩავქაჩე, რაზეც ორმაგად ირონიული მზერა და კომენტარი დავიმსახურე.
- რას ქაჩავ რაც არაა...
- საქმეზე გადავიდეთ.
მოვუჭერი მკაცრად.
- ოხ რახან შენ თქვი...
ირონიას არ იცილებდა.
- სწავლა მინდა.
- შენ?
- თქვენ.
ისევე მკაცრად მივეცი შენიშვნა, როგორც თვითონ ცოტახნის წინ.
- მე არ ვარ ვალდებული...
- არც მე.
სიტყვა შევაწყვეტინე და ირონია სახეში ავაკარი.
- თავხედი.
ჩაიბურტყუნა და გვერდზე გაიხედა.
- მადლობთ.
- მგონი მიეჩვეული ხართ მადლობის თქმას როცა გაკრიტოკებენ.
- დიახ, კრიტიკა მაძლიერებს.
ჩემი სიტყვებით კმაყოფილმა მშვენივრად მოვკალათდი რბილ სავარძელში.
- კარგი... ლუსიანას მოსვლამდე მოვაგვაროთ...
- ლუსიანა?
- ჩემი ცოლი.
- მე აქ მხოლოდ სასწავლებლად ვარ.
დაბნეულად შევნიშნე.
- აბა სხვისთვის რისთვის უნდა იყო?
სიბრაზე შეეპარა ხმაში, მე კი შემრცხვა, ხო შემრცხვა, არც ვიცი რატომ.
- კარგით.
მორცხვად ვუთხარი.
- იმისთვის რომ სწავლა დაიწყო ოთხი მთავარი რამ გჭირდება. პირველი - რწმენა, მეორე - შრომა, მესამე - იცოდე რას აკეთებ და რატომ და მეოთხე - კარგი მასწავლებელი. - გასაგებია.
დავამოწმე.
- მაგიის სწავლა 13 წლიდან ითვლება დაგვიანებულად. რამდენი წლის ხარ პატარავ?
- კარგახნის დაგვიანებული ვყოფილვარ...
- უკაცრავად?
- 18 წლის ვარ.
- მიყვარს სირთულეები, პატარასთვის ბოდიშს ვიხდი.
ბოდიშზე უნებლიედ სიცილი ამივარდა, ვეღარ ვჩერდებოდი, რაზეც ჩემი აწ მასწავლებელი ძალიან დაიბნა, გაოცებული მიყურებდა.
- რა გაცინებს ?
- არ მინდა ცუდად გამიგოთ, მაგრამ... - ისევ სიცილი. - ადრეულ საუკუნეებში ბოდიში საცვალს ერქვა, და როცა ვინმე რამეს აშავებდა, ბოდიშს ხდიდნენ და სჯოდნენ. აქედან წამოვიდა ტერმინი "ბოდიშს ვიხდი" ანუ დამსაჯეთ მე დამნაშავე ვარ.
სიტყვა დავამთავრე და კვლავ სიცილი დავაყარე მასპინძელს.
- თქვენ... - ვეღარ მოიფიქრა რა ეთქვა. - ტიტინა ხართ და თანაც თავხედი.
- მადლობთ.
სიცილს ვერ ვწყვეტდი.
- როგორც ვხედავ ნაკითხი ხარ, ეს კარგია.
სიცილი შევწყვიტე და მიმიკა სწრაფად შევიცვალე.
- რა თქმა უნდა.
- ეს კი ნამდვილად ტალანტია რასაც აკეთებ.
თითით მიანიშნა ჩემს სახეზე.
- ემოციების სწრაფი ცვლა?
- კი... მაგრამ უნდა დაივიწყოთ.
- რატომ?
- მაგი ძალიან ნაკითხი, ჭკვიანი, განათლებული, უცნაური და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია უემოციო უნდა იყოს.
- ისევე როგორც თქვენ და ნატალია.
- ნატალიას უკეთ გამოსდის, მას სული არ აქვს.
- როგორ?
- სული გაყიდა.
- სატანისთვის სულის მიყიდვის რიტუალი...
გაოცებულმა გავიხსენე ძველი კვლევები.
- კი, ეს შავი მაგიის სწავლების მეოთხე, უკანასკნელ კურსზე ხდება, სატანას რაიმე განსაკუთრებული ნიჭის სანაცვლოდ სულს აძლევ.
- კი მაგრამ... თუ სულს სატანას მიჰყიდი, შენ როგორღა იქნები შენ?
- პასუხი შენშია.
- ძველი ტიბეტელი ბერივით ლაპარაკობთ.
მომაბეზრებლად ჩამოვდე თავი საკუთარ ხელზე და ტუჩები მოვბუსხე. ეს ჩვევად მაქვს მაშინ როცა ამომწურავ ინფორმაციას ვერ ვფლობ.
- ასე ნუ აკეთებ.
ხელით მიათითა ჩემს სახეს და გაბრაზებული ადგა სავარძლიდან.
დაბნეულმა ვუპასუხე.
- კარგით.
და მხრებში გავსწორდი.
ნეტავ რატომ გაღიზიანდა. გავიფიქრე გულში.
( რახან მინდა რომ ყველაფერი არ ვთქვა და საიდუმლოდ დავტოვო ის რიტუალები და შელოცვები რაც ვიცი, ისეთ რიტუალებს ავიღებ ნამდვილის მაგივრად რაც არ არსებობს, ამიტომ მაინც და მაინც ჩემს მოთხრობას ნუ დაეყრდნობით მაგიაში. ვისაც გაინტერესებთ საკმაოდ ამომწურავ იფორმაციას მიიღებთ Anna's Diary-ს ბლოგში. მე პირადად ხშირად ვსტუმრობ და განსხვავებით კუდიანის ბლოგისა და სხვა ბლოგებისგან იქ ნამდვილად სანდო ინფორმაციაა და პრაქტიკაში გამოყენებულიც. ასევე Magnika.org-ზე.)
- პირველ რიგში მინდა იცოდე, რომ მე თეთრი ლოტოსის წევრი ვარ.
( თეთრი ლოტოსი, დაჯგუფება სადაც უძლიერესი თეთრი მაგებია გაერთიანებული)
- ვიცი რომ თეთრი მაგი ხართ, მაგრამ ლოტოსი? ვერ წარმოვიდგენდი. - იცით ამ დაჯგუფების შესახებ?
- კი.
- თვითონ ყვავილ ლოტოსის შესახებ რა იცით.
- თეთრი ლოტოსი ზეციური ქვეყნის სიმბოლოა, ძირითადად ბერძნულ და ეგვიპტურ მითოლოგიაშია ცნობილი, ღმერთების ყვავილად ითვლება, როგორც ვიცი შვიდ ფერს იცვლის, ეს ერთ-ერთი საოცრებაა რასაც ლოტოსი აკეთებს.
- ჩინებულია.
ტუჩის კუთხე ოდნავ ჩატეხა.
- რა?
- არაფერი, მთლად უტვინო არ ხართ, თუმცა მაინც ხართ.
მისი კრიტიკისთვის ყურადღება აღარ მიმიქცევია.
- ლოგიკურია ნატალია შავი ლოტოსის წევრია.
- ლოგიკაც გაქვთ?
- კი.
ირონიულად დავეღრიჯე.
- თეთრ მაგებს საკუთარი თილისმები გვაქვს, ის ჩვენი ენერგიის წყაროა, რომლის საშუალებითაც ვძლიერდებით და რომლებიც შავ მაგებს სჭირდებათ.
- ენერგიის მითვისების რიტუალი...
- ეს საიდანღა იცით?
- დაინტერესებული ვარ.
მოკლედ და კონკრეტულად მოვუჭერი სიტყვა.
- კარგი. ტელეფონის ნომერი, Facebook-ის მისამართი, იმეილი, სკაიპი და ყველა სოც ქსელი მითხარით სადაც ხართ.
- რატომ?
- ყველგან უნდა გაკონტროლებდეთ.
- კონტროლი?
- საჭიროა.
- კარგით მაშინ ახლავე დაგამატებთ ყველგან.
ტელეფონი ამოვიღე და 15 წუთში მოვრჩი მისტერ უცნაურობას ყველგან დამატებას. ტელეფონის ნომერიც მივეცი.
- კარგი, თავისუფალი ხართ, თავად შეგეხმიანებით.
- კარგით.
ვუთხარი და წასასვლელად მოვემზადე რომ შემაჩერა.
- შორტი.
გამახსედა და კიდევ ჩავქაჩე.
კარებამდე მიმაცილა.
- დროებით ტიტინის ქალღმერთო.
- დროებით მისტერ უცნაუობავ...
დამშვიდობების იგივე ჟესტი გამოვიყენე რაც ლიფტიდან გამოსვლისას.
როგორც კი სახლს გავცდი შორტი ისევ თავის ადგილას დავაბრუნე.
მეღიმებოდა, თან ვცოფდებოდი. აშკარა იყო ამ მეოც საუკუნეში ჩარჩენილმა ახალგაზრდა ბებერმა ჩემზე გავლენა მოახდინა. ტელეფონი ამოვიღე და სალის დავურეკე.
- ცოცხალი ხარ? კარგად ხარ? იცი როგორ ვინერვიულე?
ტელეფონის აღებისთანავე მომაყარა სიტყვები.
- ოუ სალი სალი... კარგად ვარ რა გჭირს?
- კიდევ კარგი, სად ხარ?
- მოვდივარ.
- ჩემთან მოდი.
- ჰო, ისედაც სიგიჟეები მაქვს მოსაყოლი.
- კარგი.
ტელეფონი გავთიშე და ბედმა გამიღიმა, გზადკეცილზე მომავალი ტაქსი დავლანდე, სწრაფად გავაჩერე და მძღოლს სალის მისამართი ვუკარნახე. მალევეე მის კორპუსთან ვიდექი.
უკვე საღამოს 9 საათი სრულდებოდა, მამამაც დამირეკა, დავამშვიდე რომ სალომესთან ერთად ვიყავი და დღეს მასთან ვრჩებოდი.
- სალო... - სალომე მარტო ცხოვრობდა, ამიტომ კარების გაღების და შესვლისთანავე გავიხადე, ჯერ მაისური, მერე შორტი და ბოლოს ფეხსაცმელები, - რამე თავისუფალი მათხოვე რა მცხელა.
პირდაპირ სასტუმრო ოთახში შევედი და სახეზე და ტანზე მთლიანად ალმური მომედო.
სავარძელში ვიღაც ბიჭი იყო მოკალათებული.
- სალო ასეთი დაქალები თუ გყავდა ვერ მითხარი აქამდე?
გაოცებულმა გადახედა მამაკაცმა ჩემს მეგობარს. სავარძლიდან ადგა და ხელის ჩამოსართმევად წამოვიდა.
ჯანდაბა ლინდა ამ იდიოტის წიმ შიშველი დგახარ საცვლების ამარა. გავიფიქრე და ოთახიდან სწრაფად გავედი, შორტი და მაისური სწრაფად მოვირგე და ამჯერად ისე შევედი სასტუმრო ოთახში. უცნობი დაჟინებით მათვალიერებდა, უკვე მომბეზრდა.
- რა იყო ბიჭი პირველად ხედავ ანგელოზს?
ირონიულად დავუსვი კითხვა.
- არა ბევრი მინახავს, მაგრამ ასეთი ბომბა პირველად.
- ბოდიში გვრიტები ერთმანეთს გაგაცნობთ. - სიცილით ჩაერია სალი. - გაიცანი ლინდა ეს დამიანია, ჩემი დეიდაშვილი. დამიან ეს ლინდაა ჩემი საუკეთესო მოგობარი.
- უაღრესად მოხარული ვარ.
თქვა შავგრემანმა, ათლეტური აღნაგობის სიმპატიურმა ბიჭმა და რევერანსით მომესალმა.
- ჩემთვისაც.
ისევ ირონია აკრული სახით ვუპასუხე რევერანსითვე.
- თმა შენია?
თითით მიანიშნა ჩემს ნაწნავზე.
- არა მეზობლისგან ვითხოვე.
- რა უხეში ხარ გოგო, მეთქი ხელოვნურიათქო, რამხელა თმა გაქვს ტოო...
მომიახლოვდა და სწრაფად მომხსნა თმის სამაგრი. ნაწნავი წამში დაიშალა და წითური ტალღული თმა მხრებზე დამეყარა.
- ვერ ხარ?
აგრესიულად წავუსისინე.
- ჰა ეხა რამდენხანს ვუსმინო თქვენს უაზრო კამათს.
საუბარში ჩაერთო ჩუმად მჯდარი სალი.
- სალო მე წავალ თორე შენი დაქალი ცოცხლად შემჭამს.
- რომ გახვალ კარი ღია დატოვე ჩახუთულობაა.
- მივაძახე და მეგობრის ოთახში შევედი, კარადა გამოვაღე და ტანსაცმლის ძებნა დავიწყე.



№1 სტუმარი Teo

Magaria,maledade shemdegi

 


№2  offline წევრი Lana Tomlinson

ვაუ,კარგია.❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent