შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

აფროდიტეს პირველი კანონი –2–


8-02-2016, 17:51
ავტორი sopiko
ნანახია 2 251

[თავი 2]
–დედი, მოხვედი?–საკეტის ჩხაკუნის ხმას იგებს თუ არა, გამომძახის დედაჩემი, ქალბატონი ნატალია მოდებაძე.
–მოვედი!–მკვახედ ვპასუხობ და გასაღებს შუშის მაგიდაზე ვაგდებ.
სავარძელში ჰაეროვნად ვეშვები და თითებზე იმ ბიჭებს ვთვლი, რომლებიც ერთ დროს მეტრფოდნენ ან ახლაც ჩემი თაყვანისმცემლები არიან. ასეთი არის ნიკა, მაგრამ ისეთი ველური და არაადამიანია, პირველი ის უნდა გამოირიცხოს!
შემდეგ მოდის ლევანი. ზრდილობიანი ბიჭია, მაგრამ არ შემეფერება, ან მე არ შევეფერები... ნუ ამას რა მნიშვნელობა აქვს! მთავარი ისაა, რომ ჩემს ინტერესში არ ჯდება და ეს პირშიც ვუთხარი.
ლაშა? მართალია ჩემთვის სიყვარული არ აუხსნია, მაგრამ ეკას თუ დავუჯერებთ, ვუყვარვარ კი არა, გიჟდება ჩემზე, მაგრამ ''დურაკი'' სიამაყის გამო ჩემგან ელის პირველად ''რაღაცას''. რაღა თქმა უნდა ეს მოლოდინი ადრე თუ გვიან გაუცრუვდება!
სანამ სახლში მოვიდოდი ბაჩოზე კარგად ვიფიქრე და ეს ცალტვინა ასეთ წერილს რომ ვერ დაწერდა, დავრწმუნდი.
და ბოლოს! თუ გავითვალისწინებ იმას, რომ წერილის ავტორი თავისი სიტყვებით მკბენდა, მაშინ ამ ბიჭს ან დიდად არ უნდა ვეხატებოდე გულზე ან სიყვარულს ასე გამოხატავს.
აი, ამ კრიტერიუმებში კი ბევრი ჩემი კურსელი ჯდება... ტყუილია! მაინც ვერ მივხვდები, ვინ მომწერა ეს დამცინავი წერილი!
–რა იყო, თინანა? რა მოხდა ასეთი?–დედის შეშინებული ხმა მაფხიზლებს, თავს მაღლა ვწევ და მის მწვანე თვალებს ვეჩეხები.
–ხოო... არაფერი, უბრალოდ ნიუტონი მაბრაზებს!–ნიუტონის გახსენებაზე კრიჭა მეკვრება, მაგრამ მერე ნაძალადევად ისევ ვიცინი.
–ნუ ღელავ, დედიკო, აი, ნახავ, ყველაფერი გამოგივა! აბა, ნიუტონის პირველი კანონი ჩამიწიკწიკე!–ახალგაზრდულად კისკისებს დედა და ჭურჭლის გამშრალებას განაგრძობს.
–ოოო!–ვზმუი უკმაყოფილოდ და ფეხების ბაკუნით შევდივარ ჩემს ოთახში.
ვიცი, ამ წერილის ამბავი ხვალ უკვე აღარ მემახსოვრება, მაგრამ დღეისთვის კი საფიქრებელი გამიჩნდა. თითებს ერთმანეთში ნერვიულად ვხლართავ და უნებურად მეღიმება. ისე, ახლანდელ დღეში იმ ვიღაცას წერილის მოწერა რამ მოაფიქრა?
გამოღებულ ფანჯარაში დაგორგოლავებული ფურცელი ხტება და ჩემს ფეხებთან ვარდება, ისე, რომ მის ტრაექტორიას ვერ ვიგებ. ეს უკვე მეორე წერილია! ფეხზე სასწრაფოდ ვდგები და ფანჯარაში ვიხედები. არავინ ჩანს! ეჭვის საფუძველი მიჩნდება... მგონი უჩინმაჩინი მყვარობს!
ფანჯარაში წერილის შემოგდება რთული არ არის, რადგან პირველ სართულზე ვცხოვრობ, მაგრამ ეს ორიგინალური იდეები საიდან, ყმაწვილო?
ფურცელს ვასწორებ და წერილის კითხვას გულაჩქარებული ვიწყებ.
''ნუ იჭყლიტავ ტვინს იმაზე, თუ ვინ ვარ! დამიჯერე, გამოცნობა ძალიან გაგიჭირდება! მე არც შენი თაყვანისმცემელი ვარ! არც შენი დის მეგობარი და არც შენი ბიძაშვილის ძმაკაცი! გამოცანებს ადვილად იცნობ, ძვირფასო?''
–იდიოტი!–წერილის გადასახევად ვიმარჯვებ ხელებს, მაგრამ უცნაური შეგრძნება თავიდან ფეხებამდე მივლის. ამ წერილის დამწერმა ირონია არ დაიშურა და როგორ არ უნდა დამენანოს? აფაკლულ ლოყებზე ფურცელს ნაზად ვისმევ და მისი სურნელი ცხვირში მიღუტუნებს.
–აშკარად კარგი სუნამოა! ...მაგრამ მისი სურნელი არ მეცნობა! ასეთი განსაკუთრებული ვინ არის?–ვლუღლუღებ გაოცებული და ჯიბიდან პირველ წერილსაც ვიღებ. ორივეს ბალიშის ქვეშ ვათავსებ და მერე მასზე თავს ვდებ.
სასიამოვნოდ ვბრუვდები. ახალი თაყვანისმცემელიც გამომიჩნდაა!
ეს ფაქტი ისე მახარებს, როგორც არასდროს! ხვალ ეკას ახალ ამბავს რომ მოვუყვები, ნამდვილად გადაირევა! რა ბიჭს ვუყვარვარ, რა ბიჭსა! ისეთი აზრები მოსდის თავში, რომ...
ფანჯრიდან კიდევ ერთხელ ვიხედები, მაგრამ ''მობირჟავე'', უსაქმური კაცების მეტს ვერავის ვხედავ. ტუჩებგამობურცული კომოდიდან ფიზიკის წიგნს ვიღებ და ნიუტონს გონებაში ვესალმები.
ისე, არ ვეცოდები მაინც? თავის დროზე მოეფიქრებინა ადვილი კანონები და მეშველებოდა მეც და ეს წიგნიც არ გაიცვითებოდა!
–დედი, ისწავლე კანონები?–მესმის დედის მომლოდინე ხმა და ღრმად ვხვნეში.
***
საღამოსთვის ნიუტონის კანონების სწავლას ვახერხებ და აჟიტირებული გავდივარ მისაღებში, სადაც ჩემი და დივანზე მოკალათებულა და ტელეფონში ჩაუყვია თავი. ალბათ ისევ თავის პრინცს უგზავნიდა შეტყობინებებს და ათას საალერსო სიტყვას უაზროდ აფუჭებდა. რატომ, აფუჭებდა? სიყვარულს მესიჯებში ვერ ამოიკითხავ, საყვარელ ადამიანს თვალებში უნდა ჩახედო და ისინი ''საყვარელოზე'' და ''ძვირფასოზე'' ბევრს გეტყვიან. მთავარია გიყვარდეს, უყვარდე და ყველაფერი გათავებულია! ერთ დღეს ცოლად გაყვები, მეორე დღეს შვილს გაუჩენ, მერე მეორეზე დაორსულდები და ა.შ. და ა.შ.! ბედნიერი ცხოვრების დასაწყისიც ხომ ესაა!
–რაო რომეომ?–გვერდით ვუსკუპდები ირინკას და მის შეტყობინებებში ვიჭყიტები.
–რაო და როდის მეღირსება საქვისლოო!–ენას მიყოფს ის და გვერდში მუშტს მთავაზობს.
–ჯერ გახდეს ჩემი სიძე, მერე ვანახებ საქვისლოს! ქორწილის პირველი ღამე გათენდება თუ არა, ანუ ექვს საათზე დაგადგებით საძინებელში!–ვემუქრები თავის ქანქარით და კლავიშებზე თითებს უხეშად ვუბარტყუნებ, რის შედეგადაც იგზავნება რაღაც ''ბგფჰსტყჯჯკ'', ნუ, დაახლოებით ასეთია!
–გაუშვი ხელიი!–წიკვინებს ირა და ზემოდან მექცევა.–საზიზღარო!
ხელებს არ აჩერებს და ყელში მიღუტუნებს.
–გაჩერდი, ირინკა!–ვკივი განწირულად და ახლა მე ვიქცევ სხეულქვეშ.
–რა ხდება? რა უბედურებაა?–შემორბის სახეშეშლილი დედა და ჩვენს დანახვაზე ერთმანეთს გვაგლეჯს.–ახლა რაღა დაგემართათ?
–აუ, დედა, პირველი მან დაიწყო!–ჩემკენ თითს იშვერს ქალბატონი.
–მე ფიზიკურ შეურაცჰყოფაზე არ გადმოვსულვარ!–ვაპროტესტებ მე.
–შენ ეკონომიურზე სწავლობ თუ იურიდიულზე, ჰა? უფროსი რომ ხარ, თავი უფროსი გგონია?–სასაცილო კითხვით აბოლოვებს თავის სიტყვას ირინკა.
–უფროსი, თუ უფროსიო... თუ რა თქვი?–მუცელზე ხელს ვიჭერ და ისე ვხარხარებ.
–ანუ დირექტორი ვიგულისხმე რა! ტფუი, დირექტორი კი არა... უფროსი!–ისევ თავისას გაიძახის ის და დივნიდან სავარძელზე გადადის. ამის შემდეგ უკვე შემიძლია თავისუფლად გაშხლართვა და ამას ვაკეთებ კიდეც!
–ხედავ, დედა? ამის მიზანიც ეს იყო!–სიცილს ძლივს იკავებს ირა და მაინც ''მიშვებს'' დედასთან.
–ჩამშვებო! შენ ეგ დათუნა არ გიცნობს, თორემ შეუძლებელია, არ შეუყვარდებოდი!–ვგესლავ მას და დედას ვახარებ.–დეე, ვისწავლე კანონები!
–ყოჩაღ, დედიკო! ახლა შოკმანჟეს ვაკეთებ და ეს იქნება შენი პრიზი!–შოკოლადში კოვზს ურევს დედაჩემი და ღიმილით გვიმზერს.
ასე ვმხიარულობთ სამივე და ცხრა საათზე მამიკოც გვიერთდება. გემრიელად მივირთმევთ შოკმანჟეს, მერე ღამის ეთერში სერიალს ვუყურებთ და ჩვენ–ჩვენ ოთახებს მივაშურებთ.

მეორე დღეს უნივერსიტეტში ყველაზე ადრე მე მივდივარ. წიგნს მერხზე ვდებ და დღეს ჩასაბარებელ მასალას ვიმეორებ. კანტი–კუნტად ჩემს გარშემო სტუდენტებიც ჩნდებიან და მალე ეკაც აღებს კარს.
–სად ხარ, ეკუჩინო, აქამდე? გუშინ ტელეფონიც გამორთული გქონდა, რატომ? იცი, რა ამბები მაქვს?!–კითხვებს ვაყრი და გვერდით ვჩოჩდები.
–ჯერ პირველ კითხვაზე გიპასუხებ, საცობში მოვყევი. მერე მეორეზე, გუშინ დეიდაჩემთან რომ ვიყავი, ტელეფონი დამიჯდა, იქ კი დამტენი არ მქონდა. კიდეევ... რა ამბები გაქვს? აბა, სწრაფად ჩამოყაჭე!–თვალები უბრწყინდება ახალი ამბების გახსენებაზე.
–მმმ, ფიზიკის ლექცია რომ დაიწყება, მერე მოგიყვები!–ხმამაღალი ლაპარაკიდან ჩურჩულზე გადავდივარ, რადგან მათემატიკის ლექცია იწყება.
ლექტორი ძალიან საინტერესოდ ხსნის ახალ გაკვეთილს და მეც დიდი სიამოვნებით ვუსმენ.
მეორე ლექცია უკვე ფიზიკა გვაქვს. ლექცია ახალი დაწყებულია, რომ ეკა ლექტორს მობილურზე შემოსული დედის ზარის გამო ეთხოვება და გარეთ გადის. ამბის დაწყება დაწყებულიც კი არ მაქვს და ენა მექავება. უეცრად კარი იღება და ოთახში მაღალი, შავგვრემანი ბიჭი შემოდის.
ეს ბიჭი მირიან გამრეკელია. გოგონების დიდი ''მტერი'', რადგან არც ერთ მათგანს არ აქცევს ყურადღებას. ვერ ვიტყვი, რომ მე რამე წყენა მახსოვს მისგან, მაგრამ რადგან სხვები აკნინებდნენ, მეც ვაკნინებდი. სხვათა შორის ყოველთვის თავს მარიდებდა და სადაც მე ვიყავი, იქიდან თვალსა და ხელს შუა ქრებოდა. მე სულ არ მაინტერესებდა ის, თუ რატომ იქცეოდა ასე, ამიტომ ბოლო დროს ზედაც კი არ ვუყურებდი. ახლაც სხვა მხარეს გავიხედე და მხოლოდ მაშინ შევატრიალე თავი მარჯვნივ, სკამი რომ შეტოკდა.
–ისაა... აქ ზის...–ვიბნევი უცებ.
–დაჯექი, გამრეკელო, დაჯექი!–ჩემი ჩურჩული არ ესმის ლექტორს და ხელის დაქნევით ანიშნებს მირიანს, დაჯექიო. ისიც კი აღარ ახსოვს, აქ ეკა რომ ზის.
–ბატონო კოტე, ჩემს გვერდით ეკა ზის.–მორიდებით ვამბობ, თუმცა ჩემი შეკრული წარბები ყველაფერზე მეტყველებს.
–ახლა გამრეკელი ზის!–მიბღვერს ბატონი კოტე და ახსნას აგრძელებს.
რვეულიდან ფურცელს გაბრაზებული ვხევ და... და ოთახში ეკუჩინოც ბრუნდება! თავის ადგილას მირიანს რომ ხედავს, ლოყები მომენტალურად უწითლდება. თვალებით ბოდიშს ვუხდი და თვალებანთებული ქვევიდან ავცქერი გამრეკელს.
–იმნაძე, ხარძიანის გვერდით დაჯექი!–მისი დაბნევის მიზეზს ხვდება ლექტორი და ყველაზე საძაგელი გოგოს გვერდით უჩენს ადგილს ჩემს მეგობარს.
–კი, მაგრამ...–შედავებას ცდილობს ეკა, მაგრამ ლექტორის მზერა ადუმებს.
არა, ყველაფერი ამ ხეპრეს ბრალია! აქამდე თუ არ მეკარებოდა, დღეს რა მივიზიდე! ამოხეულ ფურცელზე რაღაც გაურკვეველ ფიგურებს ვჯღაპნი და გატეხილ გულში ვწერ.
''მირიანი ხეპრეა!''
–თუ გიყვარდი, არ ვიცოდი...–ჩემს ყურთან ახლოს ბუტბუტებს მირიანი.
–რამე დალიე?–მისკენ არც ვიხედები, ისე ვეუბნები.
–ახლა თუ გატეხილ გულში ჩამსვი, ერთ დროს ხომ მთლიანი იქნებოდა ეს გული!–ნიშნისმოგებით მპასუხობს და შეუმჩნევლად იშმუშნება.–ისე, ძალიან გიყვარდი?
–ხომ არ გაგიჟდი? მე შენ შეგიყვარო? შენ, რომელსაც მაისურის გაუთოებაც გეზარება და თან ნახევრად სველი შარვლით მოდიხარ უნივერსიტეტში? ჯერ თავი მოიწესრიგე, ვაჟბატონო და ჩემს სიყვარულზე მერე იოცნებე!–მწარე–მწარე სიტყვებს არ ვიშურებ და თან დესერტად მლაშე–მლაშესაც ვაყოლებ.
წამში ეცვლება სახე. წყენა, გაბრაზება და იმედგაცრუება ერთმანეთს ერწყმის. მირიანი ფეხზე დგება და უსიტყვოდ გადის ოთახიდან.
კარის გაჯახუნების ხმაზე ვკრთები. თავს ვხრი და გატეხილ გულს დავყურებ. სირცხვილის ჭია გულს მიღრღნის და არამარტო სირცხვილის. ეს არც სიბრალული არ არის... ვერ ვხვდები რას ვგრძნობ და ალბათ ეს არის მიზეზი, ჩემი თვალებიდან ცრემლები რომ იწყებენ დენას...
–ტირის?
–მგონი ტირის...
–ალბათ იჩხუბეს...
–მოიცა! ამათ ერთმანეთი უყვართ?
მესმის ბავშვების ჩოჩქოლი და თავს ამაყად ვწევ.
–დამშვიდდით! შენ კი, ქალბატონო! წიგნს თხა და გიგოსავით ნუ უმზერ!–საყვედურს მაძლევს სათვალედაკოსებული ლექტორი და დაფაზე ფორმულას წერს.

^^^
ესეც მეორე, ჩემო მკითხველებო!
დიდი მადლობა გუშინდელი შეფასებისთვის და თუ დღესაც გამახარებთ, შემდეგი თავი ცოტათი კიდევ გაიზრდება.
გელით ისევ და ისევ თქვენ!
მითხარით, რას ფიქრობთ პერსონაჟებზე, მათ საქციელებზე, მოვლენებზე...
უყვარხართ სოფოს!



№1 სტუმარი Neneee

Dzaaan momwons ❤ magram patara tavebia❤(((

 


№2 სტუმარი Black

Sopikoo!umagresi gogo xar ai vabshe magari bravo,kai tavi iyo da velodebi shemdegs da male dade ra gtxov:Dkai? Es piwia neta is vinc purclebze werrs?

 


№3  offline წევრი cancara

ჰაჰაჰაჰ კაი მომწოონს გაგრძელე

 


№4 სტუმარი A

O.... Sakmaod sainteresoa.... Martla damaintrigebelia. Veli axals dzvirpaso.....:-)

 


№5  offline წევრი milangirl

საინტერესო ისტორიაა და დაველოდები შემდეგ თავს. ისე ამ გოგოს საქციელმა ძალიან გამაღიზიანა. ვერ ვიტან სხვას რომ ამცირებენ, მაგრამ იმედია გამოასწორებს თავის დანაშაულს

 


№6  offline მოდერი sopiko

Black
Sopikoo!umagresi gogo xar ai vabshe magari bravo,kai tavi iyo da velodebi shemdegs da male dade ra gtxov:Dkai? Es piwia neta is vinc purclebze werrs?

Neneee
Dzaaan momwons ❤ magram patara tavebia❤(((

cancara
ჰაჰაჰაჰ კაი მომწოონს გაგრძელე

A
O.... Sakmaod sainteresoa.... Martla damaintrigebelia. Veli axals dzvirpaso.....:-)

milangirl
საინტერესო ისტორიაა და დაველოდები შემდეგ თავს. ისე ამ გოგოს საქციელმა ძალიან გამაღიზიანა. ვერ ვიტან სხვას რომ ამცირებენ, მაგრამ იმედია გამოასწორებს თავის დანაშაულს

მადლობა ყველას! ♥ თავების გაზრდას სამწუხაროდ ვეღარ შეგპირდებით. თინი მართლაც ცუდად მოიქცა, თუმცა დაელოდეთ შემდეგ თავებს...

 


№7  offline მოდერი ლილიანა

ცანცარა და მოუსვენარი გოგო კაია ეს მომწონს მასში მაგრამ სითავხედე არ მომწონს.ისე კი საინტერესო სიუჟეტია❤
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

 


№8  offline წევრი kaxelii

ძალიან კარგია

 


№9  offline წევრი teddy))

Es ra kargi tavij iyo, saocreba! Tuh giyvardi ar vicodio amaze bevri vicine :D dzalian dzalian kargi gogok xar shen! Gazarde ra tavebi dzalian momwoons!

 


№10  offline მოდერი sopiko

SEREBRO
Aii vafshe dzan ro mikvarxar ici.sul ro gelodebi da velodebi am istorias egec ici ase rom velodebi shemdeg tavs da tu 12mere dade sashinlad gamaxareb :))

ლილიანა
ცანცარა და მოუსვენარი გოგო კაია ეს მომწონს მასში მაგრამ სითავხედე არ მომწონს.ისე კი საინტერესო სიუჟეტია❤

nino k.d.
ძალიან კარგია

teddy))
Es ra kargi tavij iyo, saocreba! Tuh giyvardi ar vicodio amaze bevri vicine :D dzalian dzalian kargi gogok xar shen! Gazarde ra tavebi dzalian momwoons!

ვაიმე, რა კარგები ხართ და როგორ მახარებთ love ყველანი განურჩევლად მიყვარხართ! უღრმესი მადლობა!

 


№11 სტუმარი A

Sayvarelo..... Axali tavi ar gvekutnis? Me xom mainteresebs? Rodis dagvideb?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent