შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბევრი ფიქრი არ სჭირდება იმას,რომ უნდა გიყვარდეს. (1)


8-02-2016, 18:46
ავტორი Tako(Psycopath)
ნანახია 2 216

სახელი_ტაისია
გვარი_ონიანი.
ასაკი_22 წლის.
ოჯახი_დედა- მაია ლეხმანიუკი,მამა-გოგა ონიანი და კიდევ ერთი ჩემი "დონ ჰასკინიო" მისტერ ჩარლი.
პროფესია_მხატვარი.
სამეგობრო წრე-ირაკლი ჯიქია(28წლის,გამომძიებელი.ცოლი-ნინა გოგუაძე25წლის,ბავშვი საბა(2წლის)),დემნა ტუღუში (23 წლის,არქიტექტორი.შეყვარებული-დეა ბერეჟიანი(20 წლის)) ანკა იმნაძე(23 წლის),სალი მუმლაძე(21 წლის) ,ნიკა ხურციძე(22 წლის,კალათბურთელი)),თორნიკე ბურდული(24 წლის,ბიზნესმენი)
მიყვარს_ლაშქრობა,უშაქრო ყავა და სიგარეტი.

2013 წელი 25 დეკემბერი.

_ტას მიდი რა ბარემ გამო ჩემთან და მერე პირდაპირ აქედან დავადგეთ იმ ჭკუანაკლულს თავზე.
_თოკა ხომ იცი, რომ დღეს მაო და გოგა მიდიან რაჭაში დეიდაჩემთან და რომ არ გავაცილო ჩემს გასვნებაზე მოგიწევს მოსვლა.
_აუ ეგ სულ არ გამხსენებია.მოკლედ, რომ გააცილებ მაგათ,ეგრევე წამო.თან ყველა აქ არის და შენ გელოდებით.
_ხო… აი მორჩება დედჩემი ჩემს დარიგებას და ეგრევე გამოვალთ მე და ჩარლი.

კავშირი გაწყდა და მეც აქოთქოთებულ დედაჩემს გავხედე.
_გოგა რამდენჯერ უნდა გითხრა?გასაღები დადე ისეთ ადგილას სადაც ვინახავთ.
მამაჩემმა უკმაყოფილო თავლებით გამომხედა და მაგრძნობინა მიშველეო.
_მაიჩკა შემოსავლელში დევს.
_ვნახე უკვე,მაგრამ არ იყო.
_უჯრაში მაო,უჯრაში.
_მოკლედ რაა გადამრევთ მე თქვენ!არასოდეს არ დებთ არაფერს თავის ადგილას და ეხლა რა მოგელანდათ?
_ვინ თქვა რომ ჩვენ ჩავდეთ?შეგახსენებ,რომ გუშინ შენ თვითონ ჩადე,სმზარეულოში რომ ნახე.
ფხუკუნით ვუთხარი და შეკავებული სიცლისგან აწითლებულ მამაჩემს გავხედე.
_გაიცინეთ ონიანებო თორემ გაიგუდებით.
ვითომდა მკაცრი ხმით გვითხრა.ეტყობოდა,რომ სიცილს მძლივს იკავებდა.
_გაიცინე მაი ვითომ ჩვენ აქ არ ვართ.
უთხრა გოგამ,ხელი მოხვია და სამზარეულოსკენ წავედით.
_ისე რა მოხდებოდა შენც რომ წამოსულიყავი?
უკვე ცივი წვენით ხელდამშვენებულმა გამომხედა.
_კარგი რაა მაა,ხომ იცი,რომ არ მიყვარს მანდ სიარული, თანაც ხვალ ჩემი სალის დაბადებისდღეა.უთხარით რომ სიცხე მაქვს.
_მერამდენედ ტაისია?
_რატო წინაზე ხო მოწამლული ვიყავი?
_ჩემი შვილია ეს.
სიცილით თქვა მამაჩემმა და დედაჩემს ენა გამოუყო.
_შენ როგორ არსად წასვლა არ გიყვარს.ყველაფერში კი არ უნდა დამსგავსებოდი მამაშენს.
_აბაა ჩემს სიმამრს დამსგავსებოდა?ისიც გეყოთ ასე ხშირად რომ დადის იმ თქვენს რუსეთში.
_რა გინდა მაა,სამაგიეროდ ხომ ხედავ.კარგი მოშნი,სუფთა კავკასიური კეხიანი ცხვირის ნაცვლად,პატარა და საყვარელი ცხვირი მაქვს.
ნიშნისმოგებით ვთქვი და გავიცინე.
_ჰეე გოგა წავიდეთ ეხლა.თორემ დაგვაღამდება.
შეუტია დედაჩემმა.
_კარგი რაა მაო...სულ როგორ უნდა ქოთქოთებდე.მამი გაძლება შენ!
უკვე კართან მყოფ მშობლებს მოვესიყვარულეთ მე და ჩარლი.
_კაი დეე აბაა ჭკვიანად.იცოდე სახლი არ გადაწვა და რომელიმე დაქალი დაიტოვე.
_კარგი რა დედა ესე მიცნობ?
_რომ გიცნობ სწორედ მაგიტომ გაფრთხილებ.
_ჰე ეხლა რას შვები?წამოდი დროზე.
როგორც ჩანს მამაჩემს უკვე მოესწრო ჩემოდნების ჩატანა და ეხლა ცოლს აჩქარებდა.
_ეს კაცი ხო არაფერს დაგაცლის.
ისე ჩამეხუტა გეგონებოდა ომში მიდიოდა.როგორც იქნა გავაცილე და მეც სულ ცეკვა-ცეკვით შევედი აბაზანაში.იქედან გამოსული კი ეგრევე თოკასთან წავედით. ყველა იქ დამხვდა,რათქმაუნდა სალის გარდა.კარები როგორც ყოველთვის ანკამ გააღო.
_ვაა პრივეტ დაკარგულო გვიკადრე?ვაჰ პრივეტ ჩარლი.
შეკივლა და ხელი ჩამოართვა,მეც საყელური მოვხსენი და ისიც კუდის ქიცინით გავიდა ოთახში სადაც ყველა იყო.
_ზდაროვა სასტავ.
სიცილით ვუთხარი და ნინას მივუჯექი,რომელსაც ხელში საბა ეკავა.
_აბაა რას ვაპირებთ?
_აუუ რავი მოვიფიქროთ რა რამე,იასნია ამსაღამოს 12ის მერე ვადგებით.ეგ საქმე მოყუმარებულია ზაზასთან(სალის მამა)(დემნა)
_აუ ხვალისთვის ვიცი რაც უნდა ვქნათ.(დეა)
_დღეს რაღაც შეყვარებული ზედმეტად გონებაგახსნილები და გაწონასწორებულები ხართ და რა იყოთ გუშინ ვნებიანი ღამე გქონდათ?(იოანე)
ამ სიტყვების გაგონებაზე დეა აწითლდა.ოღონდ სიცილისგან და არა სირცხვილისგან.
_ყველამ თავის ცეცხლოვან ღაამეებს მიხედოს რაა.(დეა)
_რაებს ასმენინებთ გოგო ბავშვს.არ გაუმართეს პორნო გაკვეთილები?თუ შეიძლება თქვენი უხამსი აზრები თქვენთვის შეინახეთ.უზრდელი ბიძიები და დეიდები გყავს. არაა მამი?(ირაკლი)
_ჰეე არ მორჩებით ეხლა?რას ვაპირებთ ხვალისთვის?აგერ ტაიასია წამოაყენებს მაგარ იდეას.(ნინა)
_ეს ისეა ბავშვთან და ჩარლისთან თამაშით გართული,გასულია ამ სამყაროდან და შეანჯღრიეთ რა.(ნიკა)
_აე გოგო...
ნინამ დაიყვირა და ხელი წამომარტყა.
_ჰა?რაა?
_ხო გითხარით არაა?(ნიკა)
_მოკლედ რა ხვალისთვის არაფერი იდეა არ გაგაჩნათ?(თორნიკე)
_მე ვიცი.მოკლედ,ეხლა ჩვენ მაგას ვერაფრით ვერ გავაკვირვებთ.საკმარისად ვაკვირვებდით მთელი 17 წელი და ეხლა რამე ისეთი მოვიფიქროთ,რაც ჩვენც გავისწორდება რაა.(მე)
_აი ბავშვი,ხომ ვამბობდი რაა ეს ჭკვიანიათქო?(ანკა)
_მაგალითად გუდაური(იკა)
_თუ თოვლი არ მოდის ჩვენთან,ჩვენ მივალთ თოვლთან.(მე)
_აუ საოცრად მომწონს მე ეს იდეა,თანაც ახალ წელსაც იქ შევხვდეთ გაასწორებს.(ანკა)
_ეგ კი მარა,მაომ თუ არ დაიწყო ქოთქოთი,ახალწელს სახლში უნდა შეხვდეო და ბლა,ბლა,ბლა ათასი სისულელები.(მე)
_რამდენჯერ უნდა გასწავლო გოგო,ცოტა სიაფანტობა,ცოტა სიტკბო,ცოტა ჩახუტება და ეგაა მოთაფლულია.(დემა)
_ეტყობა შენ გამოყენებული გაქ ეგ ხერხი,თორე ისე ამ ანგელოზვით გოგოს ვერ დაკერავდი(იკა)
_არაა ბიჭო,რაში დაჭირდებოდა ამდენი რაღაც,ეგრევე აუჟუჟუნებდა თვალებს და ამას მეტი რა ენდომებოდა?ტკაც და ჩიტი გალიაშია(მე)
საღამომდე კიდე ბევრი ვიმაიმუნეთ და მერე სამზადისს შევუდექით.სანამ ისინი ბუშტებს დაბერავდნენ და ტორტში სანთლებს ჩაარჭობდნენ ვისარგებლე ქაოსით და აივანზე გამოვიპარე.ვიგრძენი უკან როგორ გამომყვა ნიკა.
_დაიღალე ხო?
_არაა,ჯერ რა დროს დაღლაა.
სიცილით ვუთხარი,ნიკა გვერდით ამომიდგა და სიგარეტს მოუკიდა.
_გინდა?ისე რა მაგარი იქნება გუდაური,თოვლი,თხილამურები...
თან სიგარეტის კოლოფი მომაწოდა,მეც ერთი ღერი ამოვიღე და გავაბოლე.
_ხოო გენიოსი გყავართ და დამაფასეთ სანამ დროა.
ამააზე გაიცინა და ღრმა ნაფაზი დაარტყა.
_შენ იცინე და აი მე რომ ხელოვნების ნიმუშებს შევქმნი,ასე იოლად კი არ დავარიგებ ჩემს გენიოსურ აზრებს.სანამ დროა გამომართვი ავტოგრააფი,თორე მერე არ მეცლება.
_ხელოვნებაზე გამახსენდა,ვინმე ხო არ გაწუხებს უნივერსიტეტში?
_დარჩა ვინმე ვინც დემნას და ნიკას გადაურჩა?
_ვერც გადარჩებოდა.
_სწორედ მაგიტომ ვარ ეხლა ესე.
_როგორ ესე?
_აი შეხედე,
ვუთახრი და სახლში მჯდომებისკენ გავახედე.
_ირაკლის და ნინას უკვე შვილი ყავთ.დემნამ და დეამ თუ ესე გააგრძლეს დარწმუნეული ვარ ადრე თუ გვიან ქორწილით დააგვირგვინებენ თავის ურთიერთობას.აი მე კიდე თქვენი შიშით ვერავინ მომკარებია.ვინც გაბედა კიდე ყველამ თავ-ბედი იწყევლა და ვინც მხოლოდ ერთი "რაზბორკაზე" წასვლით გადაგირჩათ ბედნიერია.
_არაუშავს ადრე თუ გვიან გამოჩნდება ის "ერთადერთი".
_თუ არ გააქციეთ კი.
როგორც იქნა დადგა ის "სანატრელი"დრო და ჩვენც წავედით სალის სახლისკენ.ჩვეულებრივი "ფურორი" მოვახდინეთ.იყო ოთახში წივილ-კივილით შევარდნა,უამრავი წითელი ვარდი,ჩვენი უნიჭოდ "ნამღერი" Happy Birthday,შოკოლადის ტორტში ჩარჭობილი სანთლების ჩაქრობა,ფეიერვერკი,"აქვითინებული" სალი და ბედნიერი მეგობრები.
ჩვენი წესისთვის არც ამ წელს გვიღალატია და გოგოები სალისთან დავრჩით.მხოლოდ იმ განსხვავებით,რომ ნინა არ დარჩა და მიზეზად ბავშვი მოიყვანა.როგორც კი ბიჭები გავისტუმრეთ ყველა ინგულისთან(სალის დედა) ერთად ცხელი ყავით სალის ოთახში ვიჯექით.გავიხსენეთ ბავშვობა და როგორც ყოველთვის შევეხეთ ჩემს ყველაზე დიდი ტკივილს.ხოო ტკივილს,რომელსაც სახელად გიო ქვია.
გიო ჩემი ყველაზე მაგარი მეგობარი იყო,ბავშვობიდან ერთად მოვდიოდით და ყოველთვის განსაკუთრებულად გვიყვარდა ერთმანეთი.მე, გიო, დემნა,იკა და ანკა საუკეთესო მეგობრები ვიყავი,მართლაც რომ განუყრელები.გიო?გიო ყველაზე პოზიტიური და სიცოცხლით სავსე ადამიანი იყო.მანამ,სანამ ფილტვის კიბოთი არ დაავადდა.ყველაზე მწარედ მახსოვს ის დღე:ჩვენი ტრადიციისამებრ კალათბურთის საყურებლად გიოსთან შევიკრიბეთ.როგორც კი თამაში დამთავრდა ლუდით "ცოტათი შეზარხოშებულებს" გიო წინ დაგვიჯდა.
_იქნებ აღირსო და გვითხრა რატოო ხარ ასეთი სერიოზული?(მე)
_მე კიბო მაქვს!(გიო)
ყველანაირი შესავლის გარეშე მოგვახალა.რამენიმე წამი სიჩუმე ჩამოვარდა,მაგრამ ვერცერთმა ვერ დავუშვით,ის რომ ჩვენს გიოს შეიძლებოდა რაიმე მსგავსი მოსვლოდა.ამიტომ სამეგობროში ყველაზე დიდი "მასხარის" მორიგი ხუმრობა გვეგონა.
_გიორგი ეს უკვე მეტის-მეტია,გეყოს ესეთი ცუდი ხუმრობები(იკა)
_არა,ნახე იკა.ეს ეხლა გაითამაშებს ვითომ კვდება.მერეე გამოკეთდება,მაგრამ უეცრად ისევ ცუდად გახდება და საბოლოოდ ჩვენც ამისგან მაგარი დაგოიმებულები,სულ მთლად დავგოიმდებით.
სიცილით თქვა დემნამ და გიოს ბეჭზე ხელი დაარტყა.
_სასაცილოა..ძალიან სასაცილოა,მაგრამ ეს ხუმრობა არ არის.სიმართლეა,მე კიბო მაქვს,ფილტვის კიბო.(გიო)
_სისულელეა შენ ხომ სიგარეტს არ ეწევი?ფილტვის კიბო არ გექნება.(ანკა)
_რაღაც ძალიან იშვიათია,მას დიდ უჯრედიან კარცინომას ეძახიან.ხომ ხედავთ რა იღბლიანი ტიპი ვარ.
მწარე ღიმილით თქვა გიომ და ლუდის ბოთლი მოიყუდა.ამ დროს მე რა მჭირდა?მდივანზე ფეხებ აკეცილი მოთმინებით ვუყურებდი მათ და ვცდილობდი ყველაფრის გაანალიზებას.როდესაც ჩემმა ტვინმა ეს ყველაფერი გადახარშა მივხვდი,რომ თვალები ცრემელბით ამევსო,ცოტაც და სააშკარაოზე გამოვიდოდნენ, ბოდიში მოვიხადე,ფეხზე წამოვხტი და აივანზე გავედი.მაშინ ბავშვობის შემდეგ პირველად ვიტირე.ეხლა უფრო მძაფრად ვიგრძენი თუ როგორ მიყვარდა გიორგი და რა დამემართებოდა უმისოდ,ვიგრძენი თუ როგორ მეტკინა გულში რაღაც მძაფრად და იქედან მთელს სხეულში გაიფანტა.მუცელზე ძლიერი ხელების შემოხვევა ვიგრძენი და კისერში მისი სუნთქვა მომეფრქვია.
_ტყუილად გიხარია ესე იოლად ვერ მომიშორებ.
_გიუშ მიყვარხარ.
_მაინც და მაინც ეს უნდა მომხდარიყო შენგან ეს სიტყვები რომ გამეგო?
_ხომ იცი,რომ სულ მიყვარდი?ყველასგან გამორჩეულად.
_ვიცი,ვიცი და ეხლა ტირილს თუ არ მორჩება აქედან გისვრი.
იმ საღამოს შემდეგ ყველაფერი შეიცვალა,ვხედავდი თუ ნელ-ნელა როგორ ცუდად ხდებოდა.ყველაზე მეტად კი ის მტკენდა გულს,რომ მის დდასახმარებლად ვერაფერს ვერ ვაკეთებდი.გიო არასდროს არ ნებდებოდა!არასდროს!პირიქით ყველას აქეთ გვამხნევებდა,მაგრამ ემ ხომ ვიცოდი მას როგორ ტკიოდა.სულ მასთან ვიყავი,ყოველ საღამოს მის მკერდზე თავდადებულს მეძინა.მახსოვს ის საღამო,არ ვიცი რატომ მაგრამ გიომ ამიკრძალა მასთან მისვლა და მითხრა,რომ მარტო ყოფნა უნდოდა.მეც შუბლზე ვაკოცე მისი სურნელი ღრმად შევისუნთქე და წამოვედი.იმ საღამოს ვერ დავიძინე,დილით კი გავიგე,რომ მისმა გულმა ფეთქვა შეწყვიტა."

ვიხსნენბდით ამ ყველაფერს და ვხვდებოდი,რომ გიო მტკიოდა.ისევ ისე მძაფრად მტკიოდა,როგორც მაშინ 2 წლის უკან.სიგარეტს ხელი დავავლე და ყავით ხელში აივანზე გავედი.ღრმა ნაპასი დავარტყი და უსსრულო სივრცეს გავუღიმე.არ ვიცი რატომ ან ვის გავუღიმე,მაგრამ მე ეს მინოდა.სიგარეტი საფერფლეში ჩავასრისე და ოთახში შევბრუნდი,თითქოს ყველა თავის ფიქრებში იყო წასული.
_ცხოვრება გრძეელდება,გახსოვთ გიო სულ მეჩხუბებოდა,როცა მის დაავადებაზე ვსაუბრობდი.ყოველთვის ამბობდა,რომ მას არაფერი არ სჭირდა და ყოველთვის ჯეროდა,რომ ექიმი ფეხზე ადგომის ნებას მიცემდა.მას სწამდა,რომ გამოჯანმრთელდებოდა.გეკითხებით ამის შემდეგ როგორ უნდა ვიწამო,რომ ღმერთი არსებობს?აი იქ სადღაც მართლაც რომ არსებობდეს ასე არ მატკენდა.მაგრამ იცით რაა?ყველაფერში უნდა ნახო დადებითი და პოზიტიური.როგორც ყველაზე პოზიტიურმა არსებამ,აქაც ვიპოვე ნათელი წერტილი.ადამიანი როდესაც რაიმეს დაკარგავს,დროთა განმავლობაში ის დაკარგული ათჯერ უფრო მეტად უნაზღაურდება.არც მე ვარ გამონაკლისი და ვიპოვნე ყველაზე მაგარი ბავშვები.მართალია მე გიო დავკარგე და მის ადგილს ვერავინ ვერდაიკავებს,მაგრამ მე თქვენ გიპოვეთ!თოკა, დეა, სალი და ნიკა თქვენ ისინი ხართ,ვინც ამ ქვეყნად დამაბრუნა.მაგრამ ამ ყველაფრის შემდეგ,ყველაზე მთავარი ის არის,რომ ამ ნაპოვნს გავუფრთხილდე და დავაფასო.
ჩავამთავრე და ვეცადე ყელში გაჩხერილი ბურთი გადამეყლაპა და ცრემლები არ წამომსვლოდა,უკვე ვეღარ ვსუნთქავდი.სალი წამოდგა და მომეხვია.
_მიყვარხარ!
_ვსიო გვეყო ეხლა ქვითინი.
სიცილით ვთქვი და მდივანზე კომფორტულად მოვთავსდი,ჩარლი ჩემსკენ წამოვიდა და მეც ხელები გავშალე.მომახტა და მეც მთელი ძალით მოვუჭირე ხელები.თითქოს გიოს ვეხუტებოდი,მახსოვს გიომ რომ მაჩუქა რა ბედნიერი ვიყავი.სულ ბუზღუნებდა: "მართალია,რომ ამბობენ გოგოს არასოდეს არ უნდა აჩუქო შინაური ცხოველი.მერეე შენზე მეტად უყვარდებათ და სულ გივიწყებენო"_ო.მე კი საპასუხოდ კალთაში ვუჯდებოდი და კისერში ვკოცნიდი.თავი გავაქნიე და სალის გავხედე,რომელიც თვალებთან ხელს მიფრიალებდა.
_აეე ონიანო აქ ხარ?
_რა მოხდა?
_მოკლედ,იცით რა გავიგე?
_მიდი დროზე ნუ დაგვტანჯე(ანკა)
_ჩვენს ნიკას იცი ვინ უყვარს?აი ვერ წარმოიდგენთ.
_გისვრი ეხლა ფანჯრიდან(ინგა)
_მოკლედ..დანანანაა ჩვენს ნიკას ჩვენი ტაისია უყვარს.
_არ შეიძლება ასე ბოროტად ხუმრობა.(მე)
_და ვინ თქვა რომ ვხუმრობ?მითხრა არ უთხრაო,მაგრამ ვაი რომ ძალზედ მიყვარხარ.
_არ არსებობს!
ბოლო ხმაზე შეკივლა დეამ.
_არსებობს და მერე როგორ?რომც არ დაგესიზმრებათ ისე.ისე მომწონს მე ეგ ბიჭი და რგორც ვიცი მაოც არ არის გულგრილი.(ინგა)
_და შენ?
მკითხა ანკამ და ყველა მე გამომხედა.
_რა მე?
_გიყვარს?(სალი)
_კარგით რა რა სიყვარული კარგად ხომ ხართ?
_არც მოგწონს?(ინგა)
_არ ვიცი.მართლა არ ვიცი.
_ვსიო რადგან ეს ვინმეზე მტკიცე ვარს არ ამბობს ესე იგი მოწონს.(დეა)
_არ ვიცი.მოულოდნელი იყო.
_ის უფრო მოულოდნელი იქნებოდა პირდაპირ რომ მოსულიყო და ეთქვა.(სალი)
_ამას უეჭველი მოწონს,რომ არ მოწონდეს ეგრევე დაახვევინებდა,თან ისე ხმასაც არ მოაღებინებდა (ანკა)
მდივნის საზურგეზე გადავწექი და თვალები ჭერს გავუშტერე.გაურკვევლობაში ვიყავი.

*****
31 დეკემბერი 2013წელი.

დიდთოვლობის გამო ჩემებმა რაჭიდან ჩამოსვლა ვერ მოახერხეს,ასე რომ არანაირი პრობლემა არ შემქმნია გუდაურში ახალი წლის შეხვედრაზე,პრინციპში რომც ჩამოსულიყვნენ არც მაშინ არ შემექმნებოდა უთანხმოება,მაგრამ მაოს ერთ დღიან ქოთქოთს გადავურჩი.
ყველანი ბუხართან ვიყავით და რაღაცეებს ვიხსენებდით.არ ვიცი საიდან გააჩინა თოკამ გიტარა,მაგრამ სიმებს ხელი ჩამოკრა და ჯგუფი "რეგიონი"-ს "აი დუნია" იმღერა.ბავშვებიც მას აყვა მე კი ღიმილით ვუყურებდი მათ და ბუხარში ნაკვერჩხალს რკინის ჯოხით ვაწვალებდი.მერე იყო ოთიკო ანდრიაძის "ჩემი იქნები" ნიკას შესრულებით.მისი სიმღერის დროს სალი თვალებს მიქაჩავდა :"ნახე შენ რა გრძნობით გიმღერისო".მის ამ სისულელეზე გამეღიმა და ჩემთან მოსულ თოკას ავხედე,რომელმაც კალთაში თავი ჩამიდო,ძნელი მისახვედრი არ იყო რისკენ ისწრაფოდა ბურდული.
_რა გინდა ბურდულო?
_რაღაცას გთხოვ ოღონდ არ გამიბრაზდე რაა.
_არც იოცნებო.
_მიდი რა გთხოვ.
როგორც ჩანს ჩვენი ლაპარაკი სხვებსაც გაეგოთ და მიმხვდარიყვნენ რას მთხოვდა თორნიკე.ასე,რომ ეხლა უკვე ერთიანი ძალებით მიტევდნენ.
_კარგი რა ტას გთხოვთ.
_იცოდეთ მხოლოდ იმიტომ,რომ ახალი წელია.
სიცილით ვთქვი და გიტარა გამოვართვი.სიმებს ჩამოვკარი ხელი და ირაკლი ჩარკვიანის "მენატრება" ვიმღერე.გიტარაზე დაკვრა გიომ მასწვალა,პირველი სიმღერაც ეს იყო.არასოდეს ესე არ დამიკრავს,ვხვდებოდი,რომ ეს მაკლდა ამ ხნის განმავლობაში.სიმღერას მოვრჩიი და თვალები გავახილე.ყველა მე მიყუროდა და იღიმოდა.
_რა იყოთ ხალხო?
_არაფერი,უბრალოდ რადენი ხანია არ გიმღერია(იკა)
_აუუ მიდით რა ის იმღერეთ შენ და თოკამ.(დეა)
_აუუ ხო მიდით რაა..(ნინა)
თოკამ გიტარა აიღო და We Can't Stop ვიმღერეთ.
_არა რა ხომ ვამბობ ეს გოგო ნიჭიერიათქო.(ნიკა)


კიდევ ბევრი ვიმღერეთ და კარგადაც დავთვერით.როგორც კი 12 გახდა ყველა გარეთ გავედით.გუდაური ლამაზი იყო,ძალიან ლამაზი...ერთმანეთს საჩუქრებს ვაძლევდით,როცა ჩემთან ნიკა მოვიდა.(ძნელი მისახვედრი არ იყო რისთვის).
_ტაისია წამოდი რა აივანზე გავიიდეთ,საქმე მაქვს.
_ნიკა გარეთ ცივა.
_წამოდი რაა.
ქურთუკი მომაცვა და ისე გამიყვანა გარეთ.სიგარეტს მოუკიდა და სივრცეს გახედა.მეც ამოვიღე უკანა ჯიბიდან და მოვუკიდე.გამომხედა და გაეღიმა.
_გიხდება სიგარეტი.
_ამის სათქმელად გამომიყვანე გარეთ?
ცაში აიხედა და ისევ მითხრა.ვიცი ცუდია,როდესაც არ იცი რას გრძნობს სხვა შენს მიმართ,მაგრამ დამიჯერეთ ის უფრო ცუდია,როდესაც იცი რას გრძნობს და ელოდები ამას როდის გეტყვის.ის კი რაღაც სისულელებს გეუბნება და დროს უაზროდ წელავს.
_თოვლის ბაბუა არ არსებობს.
მითხრა და გამომხედა,უცებ აზრზე ვერ მოვედი რას მეუბნებოდა,მაგრამ როცა გავაანალიზე საოცრად გავბრაზდი.
_მეღადავები ხო?ამის სათქმელად გამომიყვანე და გამყინე?იდიოტო.
წასვლას ვაპირებდი როცა მისი ხმა გავიგე და შემოვბრუნდი.
_ხო იცი არა,რომ არ მიყვარს ბევრი ლაპარაკი.ისიც იცი,რომ გრძნობების დიდად გამოხატვაც არ შემიძლია.პირდაპირ გეტყვი მიყვარხარ.ვიცი არასწორია მე და შენ მეგობრები ვართ,მაგრამ რა ვქნა?შემიყვარდი.შეიძლება უარი მითხრა ურთიერთობაზე,გული მეტკინება,მაგრამ გზიდან ჩამოგეცლები და შენ ურთიერთობებში არ ჩავერევი.მაგრამ თუ დამთანხმდები და ჩემი გოგო დაგერქმევა იცოდე ყველაფერს ჩემთან შეათანხმებ.
_ნიკა ეხლა კარგად მომისმინე!მე შენ არ მიყვარხარ,მაგრამ ვერც იმას გეტყვი რომ არ მომწონხარ.შეიძლება ვცადოთ,მაგრამ იცოდე თუ არაფერი გამოვა დავშორდებით და შემეშვები.
_გამოვა როგორ არ გამოვა.
სიგარეტის ნამწვი სანაგვე ურნაში ჩააგდო და ხელი გადამხვია.
_ჩემი გოგო ხარ.
შუბლზე მაკოცა და ოთახში შევედით.
_ხომ გითხარით არაა
იკივლა ნინამ და ფეხზე წამოხტა.
_შვილი მაინც არ გყავდეს.(მე)
იმ დღის შემდეგ მე და ნიკა შეყვარებულები გავხდით,მიუხედავად იმისა რომ მე ის არ მიყვარდა.ნიკა?ნიკა კარგი ბიჭი იყო,მაგრამ ვხვდებოდი,რომ არაფერი გამოგვივიდოდა,ამის მთავარი მიზეზი კი ის იყო,რომ ჩვენ განსხვავებულები ვიყავით.მე გამოუსწორებელი ოპტიმისტი,ის-დეპრესიული;მე-კოსმოსზე და ციურ სხეულებზე შეყვარებული,ის-უბრალო ადამიანი,ყველანაირი გართობის და სიცოცხლის მოძულე.მე-ჯინიანი,ის-დამთმობი.მას ყოველთვის ყველაფერი ეზარებოდა,მე კი ყოველთვის მინდოდა სადმე წავსულიყავით.ვერ იტანდა როდესაც კლუბებში და ბარებში დავდიოდი. ვითმენდი,მეგონა რომ შემიყვარდებოდა.როგორც ჩვეულებრივ ეხლაც ტელეფონზე დამირეკა,ცოტა არ იყოს და შემაწუხებელი იყო.
_რას შვები?
_არაფერს შენ?
_მიდი ჩამო კაფეში საქმე მაქვს.
აი ეს იყო ჩვენი ყოველდღიური დიალოგი,ერთმანეთზე ყურებამდე შეყვარებული ორი ადამიანის დიალოგი.სასაცილოა,უბრალოდ სასაცილოა.კაფეში შესულს ფანჯარასთან იჯდა ძალიან დიდი ვარდების თაიგულით.რომ დამინახა ფეხზე წამოდგა.
_როგორ მომენატრე.
მითხრა და ჩამეხუტა,მეც მოვხვიე ხელები.
_ნიკა გუშინ საღამოს გნახე.
_მერე რა მაინც მომენატრე.შენ არ არ მოგენატრე?
_კი როგორ არა.
_ხო მოდი დაჯექი,აი ეს ვარდები.
_მადლობა.
ნაძალადევად გავუღიმე და სკამზე ისე დავჯექი ვარდებისთვის არც შემიხედავს.ასე უინტერესოდ გავატარე საღამო ბოლოს თავის ტკივილი მოვიმიზეზე და წასვლლა ვთხოვე.მანაც ანგარიში გადაიხადა და ქურთუკი მომახურა.
_ვარდები ტაისია.
მეც ხელი მოვხვიე და კარებში ერთად გავედით.გზაში სიმღერები ჩართო და "ჩვენს მომავალზე" მელაპარაკებოდა,ზუსტად არც მახსოვს რაზე,რადგან ნორმალურად არც ვუსმენდი.როგორც იქნა ჩემი ბინაც გამოჩნდა.
_მადლობა კარგი საღამო იყო.
ვუთხარი და ლოყაზე ვაკოცე,გადასვლას ვაპირებდი,როდესაც ხელი მომკიდა და მისკენ შემაბრუნდა.
_მოიცა ტაისია.
_რა იყო?
_რო მოვკვდე რას იზამ?
_რამდენჯერ უნდა გითხრა,რომ ამ თემზე ლაპარაკს ვერ ვიტან?რამდენჯერ უნდა გითხრა,რომ შეეშვა ჩემთან ამ თემის განხილვას.
_და მაინც რას იზამ?
_რა უნდა ვქნა ნიკა?საფლავში ჩაყოლას ნამდვილად არ ვაპირებ.
აქ ვეღარ მოვითმინე და ვუყვირე.ის კი მაინც წყნარი ხმით განაგრძნობდა.
_ხო ისე მართალი ხარ,გიოს არ ჩაყევი...
_გიკრძალავ!გესმის?გიკრძალავ გიოს ხსენებას,შენ გიოსთნ ვერასოდეს ვერ მიხვალ!
გამწარებულმა ვარდებს ხელი დავავლე და კარები გამოვაღე.
_რაღაც გავიწყდება.
კოცნა უნდოდა,მაგრამ თავი გავატრიალე და მანქანიდან გადავხტი,სადარბაზომდე მანძილი ლამის სირბილით გავიარე.სახლის კარები შევაღე თუ არა დედაჩემი კარებთან დამხვდა.
_დედი რა ლამაზი ყვავილებია,ეხლავე მოვიტან ვაზას.
_რა ვაზა კარგი რაა..სანაგვეში მოისროლე.
_ტაისია როგორ იქცევი?
_დედა ხომ იცი რომ არ მიყვარს ვარდები?
_მერე რაა ეს ხომ ნიკამ გაჩუქა.
_მერე რა რომ ნიკამ მაჩუქა?
_ტაისია ისე ნუ იქცევი,თითქოს არ გიყვარს.
_და როდის ვთქვი რომ მიყვარს?
ვკითხე და ჩარლის მისი საჭმელი მისსავე ჯამზე დავუყარე.
_გაგიჟდი?
_რა შემატყვე გიჟის?ორივემ კარგად ვიცით,რომ მე ის არ მიყვარს.
_აბა ერთად რაღატო ხართ?
_საცდელი ვადაა,თუ შემიყვარდა დავრჩებით ერთად და შენს საოცნებო სასიძოდ იქცევა.
_როგორ ლაპარაკობ?
_რაც არის იმას ვამბობ,ვითომ შენ არ იყავი რომ აქებდი და ანგელოზად გყავდა ქცეული.
_ისე ლაპარაკობ ვითომ ჩემს გამო იყო მასთან.
_დედა მე ამას არ ვამბობ.
_შენი ლაპარაკიდან ესე გამოდის.
_მე ოთახში ვარ.წამოდი ჩარლი.
ნიკამ შესარიგებლად მეორე დღეს სახლში ვარდების ზღვა დააყენა.მაო ამით ზედმეტად გახარებული იყო და ნიკას ქების მეტს არაფერს აკეთებდა.მამაჩემი ცოტა სკეპტიკურად იყო განწყობილი,მაგრამ ჩემს გადაწყვეტილებას პატივს ცემდა.

15 ივნისი,2014 წელი.
როგორც ყოველთვის ეხლაც,ბებოსთან და ბაბუსთან მივდივარ რუსეთში.ყველას დავემშვიდობე და ვთხოვე აეროპორტში არ წამოსულიყვნენ.ჩემოდნებს მოვკიდე ხელი და კართან მყოფ დედაჩემს მოვეხვიე.
_აბაა შენ იცი დე ჭკვიანად.
_კარგი წავედი ტაქსი უკვე მოვიდა.აბა შენ იცი მა გაუძელი.
სიცილით ვუთხარი და ლიფტში შევედი.როგორც იქნა აეროპორტში მივედი და პირველ რიგში ბარგი ჩავაბარე.ერთი ზუგრჩანთა დავიტოვე თვითმფრინავში ასატანად და რეგისტრაციის დაწყებას დაველოდე.უცებ უკნიდან დეას კივილი გავიგე.
_როგორ იფიქრე რომ არ გაგაცილებდით.
უკან მივიხედე და ყველა იქ იყო.არ ვიცი რატომ,მაგრამ პირველ რიგში თოკასკენ წავედი.
_ვაიმე ბავშვებო როგორ მიყვრახართ.ყველაზე კარგები ხართ.
თოკას უფრო მივეკარი და კისერში ვაკოცე,გვერდიდან ჩახველების ხმა გავიგე და ნიკასკენ გავბრუნდი.
_ჩემო გოგოვ მომენატრები.
მითხრა და ჩამეხუტა.ისევ ეს წითელი ვარდები,მობეზრებულმა გადავხედე და ნიკას ავხედე.
_გამომართვი ყვავილები.
_ნიკა ხომ იცი რომ ვარდები არ მიყვარს?
_კარგი რა ესე გამოდის ჩემგან არ გიყვარს?
_საერთოდ არ აქვს იმას მნიშვნელობა ვინ მაჩუქებს,მთავარი ის არის,რომ ვარდებს ვერ ვიტან.
_ანუ არ აქვს მნიშვნელობა მე გაჩუქებ თუ თორნიკე?
_ესე გამოდის.
_კარგით ხალხნო რა იყოთ?ნუ იჩხუბებეთ ეხლა ამ ერთი თაიგულის გამო.(იკა)
როგორც იქნა რეგისტრაცია დაიწყო და ყველას ჩავეხუტე (მათ შორის ნიკასაც).ბოლოს თოკასკენ წავედი და ყურში ვუთხარი.
_იცოდე ჩარლის შენ გაბარებ და მომენატრებით.
ზურგჩანთა მოვიკიდე კიდევ ერთხელ დავემშვიდობე ყველას და რეგისტრაცია გავიარე.თვითმფრინავში ჩავჯექი და ზემოდან გადავხედე თბილისს.


23ივლისი, 2014 წელი.
თვეზე მეტია რაც რუსეთში ვარ და უკვე წასვლა მინდა აქედან,მაგრამ აგვისტოს 10მდე აქეთ ვარ.როგორც ყოველთვის ეხლა თოკას დავურეკე სკაიპში,როგორც იქნა გამოჩნდა.
_სამშობლოს მოღალატევ შენი სახით როდის უბრუნდება თბილისს მისი უძღები შვილი?
_იქნებ ჯერ მომიკითხო.
_კარგი თავიდან..დუბლი ორი.როგორ ხარ ტას?
_მასხარავ!
_კარგი სერიოზულად როდის ჩამოდიხარ?
_აგვისტოს ბოლოს.
_დასაწყისში არ უნდა ჩამოსულიყავი?
_არ მეთმობა აქაურობა..
_ვინმე გაიცანი?
_არა ისეთი არავინ.
_ანუ ვიღაც არის.
_სერიოზული მართლა არავინ.
_და არასერიოზული?
_ხომ იცი ნიკააა....
_ვიცი,ვიცი...
_მიდი რა ჩემი ბიჭი მანახე.
ნიკა ოთახიდან გავიდა და იქედან ჩარლით დაბრუნდა.მეც ეკრანთან ახლოს მივიწიე.
_ჩემო ბიჭო როგორ მომენატრე.
ჩარლიმაც მიცნო და ყეფა ატეხა.
_ჩარლი გაჩერდი დამივარდები და ვერ გადავურჩები მე შენ ტაისიას.
_მარტო ამის გამო მიღირს ჩამოსვლა..
_მე არ გიყვარვარ ხო?კაი.
_ხომ იცი არაა რომ ჩარლი ჩემსთვის ყევლაფერია?
_ვიცი და ნუღარ მიხსნი.
_რაღაც რომ გთხოვო შემისრულებ?
_რასაც გინდა.
_ყველას დაურეკე და შენათან მოვიდნენ საღამოსთვის.რომ მოვლენ მეც დაგირეკავ.
_ნიკასაც ვუთხრა?
_შეიძლება ცუდად ვიქცევი,მაგრამ არა.
_ისე იქცევი როგორც უნდა ექცეოდე.
_რამეს მიმალავ?
_არა რას უნდა გიმალავდე.
_თორნიკე,კარგად გიცნობ!
_წავედი ეხლა მე და საღამოს შემოდი.
ეგრევე გამითიშა,მივხვდი რომ რაღაც ისე ვერ იყო.ისევ გადავურეკე და არ აიღო.
"დაგემშვიდობები და გავთიშავ" მივწერე და თოკამაც გამომირეკა. როგორც ყოველთვის ეხლაც ხელის გული მივიტანე კამერასთან ახლოს.მან კი გამიღიმა და ისევ გამითიშა.
"იცოდე ჩვენ ლაპარაკი არ დაგვიმთავრებია".მივწერე და სკაიპიდან გამოვედი.Facebookში შესვლა არც მიფიქრია,დარწმუნებული ვიყავი ნიკა ჩასაფრებული იქნებოდა და მისი თავი არ მქონდა,პრინციპში მისი თავი არასოდეს არ მაქვს.
სანამ საღამო მოვიდოდა მანამდე ბებოსთან ერთად საყიდლებზე წავედი,სახლში კი საოცრად დაღლილები დავბრუნდით.პირდაპირ აბაზანისკენ ავიღე გეზი და ჯაკუზი წყლით ავავსე.შიგ ჩავწექი და თვალები დავხუჭე,მანამ არ გამიხელია სანამ არ ვიგრძენი,რომ წყალი საგრძნობლად გაცივდა,ავდექი ხალათი მოვიცვი და ოთახში გავედი.ჩავიცვი და ეგრევე სკაიპში შევედი.დავრეკე და დაველოდე როდის აიღებდნენ,როგორც იქნა აიღო თორნიკემ და ყველანი გამოჩნდნენ კადრში.
_ლოთებო როგორ ხართ?
_ვახ ჩვენი გოგოც აქ არის (დემნა)
_მაიცა მეც მოვიტან სასმელს.
_ეს ნახე რა სულ წასულა ხელიდან(ანკა)
სამზარეულოში გავედი და ბაბუსთან მივედი.
_აუუ ბაბუ ღვინო მინდა,ოღონდ წითელი.
_რა იყო გალოთდი?
სიცილით მითხრა.
_არა ბავშვები არიან სვავენ და მამაჩემს ხომ არ შევარცხვენ?
სიცილით ვუთხარი და ლოყაზე ვაკოცე.ისიც მარანში ჩავიდა და ნახევრად მშრალი წითელი ღვინოთი ხელდამშვნებული დაბრუნდა.
_მიყვარხარ.
_აფერისტო.
ოთახში ავბრუნდი და ნოუთბუქი იატაკზე დავდე მე კი ზურგით საწოლს მივეყრდენი.
_ჩემი საბუკა სად არის?
იკამ საბა აიყვანა ხელში.
_ჩემო პატარავ,მომენატრე.
ღიმილით ვუთხარი და კოცნა გავუგზავნე.

დაახოებით ერთ საათში ყველანი კარგად შეზარხოშებულები იყვნენ,მეც მთვრალი არაა მაგრამ სასიამოვნოდ გაბრუებული ვიყავი.
_მოდი ეხლა თოკამ და ტაისიამ გვიმღეროს.(ნინა)
ამჯერად ხვეწნის გარეშე დავთანხმდი.
_მოიცა გიტარას მოვიტან.(მე)
კუთხეში დადებული გიტარა ავიღე და გემრიელად მოვკალათდი ხალიჩაზე,ცაცია ვიყავი ამიტომ გიტარა მარცხენა ფეხზე დავიდე და ნიკას დაველოდე,როდის მოიტანდა გიტარას.ნიკაც მალე გამოჩნდა და We Are Never Ever Getting Back Together ვიმღერეთ,ორივე ვუკრავდით და თან ჩარლი გვყვებოდა.ანკა კი ვიდეოს იღებდა.როგრც კი მოვრჩით სიმღერას ეგრევე თოკას ხელის გული ვანახე,მანაც როგორც ყოველლთვის ეხლაც გამიღიიმა.
_მომენატრე.
ვთქვი და ღვიინის ბოთლი მოვიყუდე.

კიდევ დიდხანს ვილაპარაკეთ,ბოლოს ჩამეძინა.არ მახსოვს როგორ აღმოვჩნდი ჩემს საწოლში,მაგრამ ფაქტი იყო,რომ ბაბუს ჩემზე ეზრუნა.ვისაუზმე და როგორც ყოველთვის ეხლაც სასეირნოდ გავედი სკეიტით.სახლში საღამოს დავბრუნდი და ეგრევე ოთახში ავედი.დედას ველაპარაკე და მერეე დაძინებას ვაპირებდი,მაგრამ სკაიპში ნიკას ზარი შემოვიდა.თავიდან ვიფიქრე არ ავიღებთქო,მაგრამ ბოლოს რომ აღარ გაჩერდა ავიღე.
_როგორც იქნა დაგიჭირე.
_და სადმე გავრბოდი?
_Facebookში არ შემოდიხარ,აქაც ვერასოდეს ვერ გხედავ.
_ხომ ვილაპარაკეთ და გითხარი,რომ არ მეცალა?
_იმ შენს ნიკასთან სალაპარაკოდ ხომ გცალია?
_საიდან მოიტანე?
_აი ეხლაც,მატყუებ.უცნაურად არ გეჩვენება ჩვენი ურთიერთობა ორი ერთმანეთზე შეყვარებული ადამიანის კვალობაზე?
_ნიკა რა გინდა ვიჩხუბოთ?
_უცნაურად არ გეჩვენება ის,რომ მაგ შენს თორნიკესთან ერთად სამღერლად იცლი და შეყვარებულთან სალაპარაკოდ არაა?
_საიდან მოიტანე?
_ანკას აქვს თქვენი ვიდეო Facebookზე ატვირთული და შეგიძლია ნახო.თან თქვენი გულისამაჩუყებელი დამშვიდობებაც კარგად ჩანს.
_მერე?
_რა მერე გოგო?რა მერე?ამ ყველაფრის მერე კიდევ მეკითხები რა მოხდა მერეო?აქამდე ვიტანდი თქვენს ამ ზედმეტად შეხმატკბილებულ ურთიერთობას.ადამიანი რომ შემოგხედავთ იფიქრებს მეგობრები კი არა შეყვარბულები არიანო.მე კი ისე მექცევი თითქოს შენი ძველი ნაცნობი ვიყო.თქვენი ურთიერთობა უკვე მეგობრულს აღარ გავს!ამიტომ ჩამოშორდები?გესმის?მეც გამაჩნია ჩემი პრინციპები,მე ამას ვერ ავიტან.საერთოდ გიკრძალავ მასთან მიახლოებას.
მშვიდად ვუყურებდი ნიკას,რომელიც ცოფებს ყრიდა.
_მორჩი?
ვიკითხე და როდესაც მისი გაკვირვებული გამომეტყველება დავინახე მივხვდი,რომ არარაფრის თქმას არ აპირებდა.ფეხზე ავდექი და ტაშის დაკვრა დავიწყე.
_ყოჩაღ ნიკა,არაჩვეულებრივი სპექტაკლი იყო.
ირონიულად ვუთხარი და როცა სახე დავიწყნარე დავიწყე.
_ეხლა მე მომისმინე ხურციძევ და არ გამაწყვეტინო! უკვე ყელში ამოხვედი,არა ყელში კი არ ამოხვედი უკვე თავს ზემოთ დაფრინავ!ყელში ამოვიდა ეს შენი ეჭვიანობის სცენები!ყელში ამოვიდა ეს შენი პირობები და ათასი სისულელები!პირვლ რიგში შენ არაფრის აკრძალვის უფლება არ გაქვს და შესაბამისად თოკასთან ურთიერთობას ვერ ამიკრძალავ!აქამდე გითმენდი,ვითმენდი ყოველ საღამოს შენს მიერ დასმულ კითხვას სიკვდილზე და ათასს ტრაგიზმზე.იცოდი,რომ ამ თემაზე ლაპარაკს ვერ ვიტანდი,მაგრამ გაფრთხილებების მიუხედავად მაინც აგრძელებდი.მოვითმინე,როცა Facebookის პასვორდი მომთხოვე.განა Facebookის პასვორდზეა საუბარი,მე მაგას თუ გინდა ეხლავე მოგცემ,მაგრამ ეს ელემენტარულ ნდობაზეა დამოკიდებული.რომელიც შენ ჩემს მიმართ არ გაგაჩნია.შენ რომ მე მენდობოდე ამას არ მთხოვდი,უფროსწორად მომთხოვდი.ეხლა კიდევ ასე უცებ გადაწყვიტე,რომ თოკასთან ურთიერთობა გავწყვიტო.შენ ვერასოდეს ვერ დაიკავებ ჩემს გულში იმ ადგილს რასაც თოკა იკავებს.ის ჩემი ყველაზე კარგი მეგობარია და ყველაზე მეტად მას ვენდობი.ისევე როგორც ის მენდობა მე.თუ შენ არჩევნის გაკეთებას მთხოვ შენსა და თორნიკეს შორის,მე მას ვირჩევ.ჯანდაბაშიც წასულხარ შენი პრინციპებიანად.
ვიყვირე და ნოუთბუქი დავხურე.უკვე გვიანი იყო და ბებო და ბაბუს უკვე ეძინათ,ამიტომ მათ ოთახთან მივედი.კარზე დავაკაკუნე და პასუხად ბაბუს ნამძინარევი ხმით დანაძახები "შემოდი" მივიღე.მეც ოთახის კარი გავაღე და დამნაშავესავით თავი ჩავხარე.
_აუუ თქვენთან დავწვები რაა.
_მოდი ბებო,მოდი.
თბილად გამიღიმა ბებომ და მეც შუაში ჩავუწექი.ორივეს მოვხვიე ხელი და თბილად ჩავიხუტე.
_მიყვარხართ!
_რა მოხდა რამ გადაგრია ამ საღამოს?(ვლადიმერი)
_ჩახლართული ამბავია.
_ბიჭი ხო?(ნინელი)
_ხო ნინუ ხო.
ვუთხარი და თავი მის კისერში ჩავმალე.
_მეც ეგრე მაწვალებდა ბაბუაშენი.
_არა ბე პირიქითაა.
_აბა შენ უტრაკებ ონიანის ქალო?(ლადო)
გვიანობამდე ვლაპააკობდით და რჩევებს ვიღებდი მათგან.არც მახსოვს როდის ჩამეძინა,მაგრამ ვიგრძენი როგორ შემისწორა საბანი ბაბუმ და შუბლზე მაკოცა.


P.s.პირველ რიგში მოგესალმებით ყველას.ვიცი ძალიან ცუდი გოგო ვარ ასე,რომ ავიღე ხელი წერაზე.უბრალოდ საქართველოში დავბრუნდი,აქ ცოტა პრობლემები იყო და ვერ მოვახერხე დაწერა.არ გეგონოთ,რომ წინა ისტორია(Prince of the city) შევწყვიტე.ისევ იმ ისტორიის თავიდან ატვირთვა გადავწყვიტე,უბრალოდ სახელი აქვს შეცვლილი. მიყვარხართ და ველოდები თქვენს შეფასებას.



ბევრი ფიქრი არ სჭირდება იმას,რომ უნდა გიყვარდეს. (1)
ბევრი ფიქრი არ სჭირდება იმას,რომ უნდა გიყვარდეს. (1)
ბევრი ფიქრი არ სჭირდება იმას,რომ უნდა გიყვარდეს. (1)



№1  offline მოდერი bibo

Kaia momwons tkbilo es istoria me mal male dade raaa da didze didi tavebi udidesi tavebii ....jer bichebze ver vambob verapers vakvirsebiii chitoo.es toko ki mebiskviweba ragac da vnaxot aba :*

 


№2  offline წევრი Smiling girl

dzalian momwons <3

 


№3 სტუმარი Neneee

Auu momewona dzaaann male dade ogond da ar daaaagvianooo

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent