ვნებებზე ეჭვიანი (თავი 3)
-და რა იყო? ჰო გითხარი,რომ ფსიქოლოგი ვარ.. -არ ვარ ამას შეჩვეული..-თვალს ვარიდებ და ვცდილობ უხერხულობა გავაქრო. -დღეს კვირაა...ხვალ ხვდები და გეშინია..არა? ასეა,ჰო? -ჩემს გულში ძვრები..საშინელებაა..საშიში ხარ..მსახიობი და ფსიქოლოგი ...ერთდროულად ორი ვინმე-სიტყვები მებნევა და არ ვიცი სად გავიქცე..იქნებ შევეჯახო კედლებს და ასე ვიხსნა თავი,ასე გადავარჩინო სული,რომელიც ლამისაა წითელი კაბიდან ამომძვრეს. -მაიმუნის წელია და ეს ფერი იმიტომ,ჰო? -ღმერთო,გეყო!-მაღალ ხმაზე ვამბობ და ჩანთას ძირს ვახეთქებ. -კარგი..ჰო..მგრძნობიარე ხარ!-ხელს შიშველ მხარზე მისვამს,მაგრამ მალევე მაშორებს თითებს და დივანზე ეშვება..მოდიო,მანიშნებს და მეც ვასრულებ მის თხოვნას..ასე სჯობს,ჰო,ასე სჯობსო! ასე სჯობსო,გესმით! -მოდი,გაჩუმდი.. -გინდა რამეს ვუყუროთ? -კარგი,სანამ ცოცხლები ვართ ვუყუროთ.. -ზედმეტად პესიმისტურად ჟღერს,მგონი..-თავს აქნევს და თმაზე ხელს მისვამს.. -როდესმე გქონია ისეთი შეგრძნება,რომ რაღაც ვერ იპოვე?-უნებლიეთ ვეკითხები. -არა,ალბათ,არა..რადგან მუდამ მჯეროდა საკუთარი თავის..დაბადებიდან ვაღწევდი მიზანს.. -და შენ ბედნიერი ხარ,მაგრამ მაინც არ ხარ.. -ფსიქოლოგობას იწყებ რა!-ეღიმება და მეც გვერდით ვუჯდები. -ღმერთო ჩემო!-თავს გვერდზე ვწევ,ისიც არაფერს ამბობს. -მოგწონს,არა?-მეკითხება ირონიით. -არ ვიცი..-გულწრფელად ვპასუხობ. -მოდი,რამე მელოდრამა ვნახოთ..შეეფერება ამ სიტუაციას. -ჰო?-თვალებს ვძაბავ. -ესკორტზე რას იტყვი? -ჰმ..რამე ახალია? არ მინახავს?-გაკვირვებული გამომეტყველებით ვიხედები. -არ იცი? ოდნავ ფსიქოლოგიურიცაა და მე მომწონს.. -არ ვიცი...-წითელ კაბიან ქალს ვაშტერდები და მეღიმება. -შენს კაბას ჰგავს. -ჰო,მაგრამ ის მე არ მგავს!-გაბრაზებული ვსწევ თავს. -უცნაური ხარ..და საინტერესო..ერთხელ გნახე სადღაც..საოცრად იხედებოდი..იცი,როგორი მზერა გქონდა? არ ვიცი ..უბრალოდ რაღაც საოცარი.იმ დღიდან დაინტერესებული ვარ შენით.კაფეში მარტო იჯექი და რაღაცას კითხულობდი.თვალებიდან მძაფრად გიცვიოდა ნაპერწკლები.საოცარი იყავი..იმ დღის შემდეგ ვფიქრობდი,თუ სად ინქნებოდი,შეგხვდებოდი თუ არა კიდევ..და მერე.. -რატომ არ მოხვედი და გამიცანი?-სიცილს ვერ ვიკავებ. -არ ვიცი..ალბათ,იმიტომ,რომ იმ ლამაზი სურათის წაშლა არ მინდოდა,რომელიც ჩემს წინ გადაშლილიყო. -მართლა? შენი აზრით ეს ლამაზია? -ძალიან...შენზე ბევრ რამეს ვხვდები..ვიცი რატომ გაურბიხარ იმ რომეოს.. -კარგი რა..შეეშვი..ცხოვრება ჩახლართულია და მე კი უარესად ჩახლართული. -უკიდეგანოდ!-ეღიმება და ფილმს რთავს.პირველივე სცწნა უხამსია,თუმცა მსახიობებისთვის ეს არაფერია. -როდესმე გაიხდი გადაღებისთვის?-მეკითხვება,რაც მიკვირს,თავს ვაქნევ..შემდეგ მეღიმება და ვცდილობ რაიმე ვუპასუხო. -არ ვიცი..ჯერ არ შემოუთავაზებიათ. -ალბათ,უფრო ისეთი რომ გახდები,მერე,ჰო? -ალბათ-ამაყად ვპასუხობ..რაც უნდა იყოს,ხელოვნებას ძლიერ ვაფასებ. -საინტერესოა! მხატვარი რომ ვიყო დაგხატავდი..-სასმელს იღებს და ნელ-ნლეა წრუპავს..რაღაც კოქტეილია და მისი სმა სექსუალურად გამოსდის. -აი,ეს მომენტი..-იცინის და თავს საზურგეს ადებს. დილას გაკვირვებულს მეღვიძება.პირველი შემთხვევაა,როცა მამაკაცთან ჩაცმულს მეღვიძება.თუმცა იმასაც არ ვუარყობ,რომ ბინძური გონება მაქვს.ალბათ,ძალიან არა,მაგრამ მაინც მაქვს.სიზმარში უკვე ორჯერ ვიწექი მასთან.არა,კარგი იყო..ცოტა მეწყინა კიდეც,რომ ის ჩაცმულია და მის გამოკვეთილ ფორმებს ვერ ვეხები.მაგრამ არა! ფეხზე ვდგები და ფანჯრიდან ვიხედები.მერე საათს ვუყურებ.არა,პირველად საათს უნდა შევხედო ხოლმე..ვერ ვარ! სამსახურში მაგვიანდება,უნდ ამივუსწრო დათოს.არ მინდა,რომ ირონიით მიღიმოდეს,დაგაგვიანდაო..ეს ცუდი შეგრძნებაა..არც ისე ცუდი,მაგრამ ცუდია! სააბაზანოში შვედივარ,თმასა და მაკიაჟს ვისწორებ და ისევ გამოვდივარ..ანდრია უკვე ამდგარა.მხოლოდ იმ წამს მახსენდება,რომ მისი სახელი არ ვიცი. -რა გქვია?-შტერივით ვეითხები. -ანდრია!-იღიმის...-ლამაზი ხარ,სოფ...-ჰო,ჩემი სახელი გაუგია.ჭკვიანია აშკარად! -მეჩქარება..და მაპატიე..-სწრაფად ვიხედები წინ და შემდეგ ჩანთას ვიღებ. -საუზმის გარეშე ვერ გაგიშვებ..უსაუზმოდ დაწყებული დღე ჰო იცი,რომ დამთრგუნველია. -კარგი,ოღონდ მალე!-სამზარეულოსკენ მივყვები. დათო მოსული მხვდება..იღიმის და ჩემკენ მოდის..ცუდი ბიჭი არაა,რაღაცნაირად მიზიდავს კიდეც,მაგრამ მისი სიახლოვე მეკრძალება..საკუთარ თავს საზღვრებს ვუყვან და მისკენ მივდივარ. -კარგად გეძინა?-უცნაურად მესალმება.არც თვითონაა ნორმალური. -მაგრად..შენ?-ვეკითხები და თავს უინტერესოდ ვაქნევ.არ ვიცი რას ნიშნავს ეს ჟესტი.იქნებ არც არაფერს. -საღამოს ყავა არ დავლიოთ ან რამე..-სასხვათაშორისოდ ამბობს. -არა.ეს სამსახურია! -გარეთ. -ვერა.. -დავიჯერო აღარ გინდა?-ტუჩებს სასიამოვნოდ ამოძრავებს.ვაღიარებ,რომ მინდა შევეხო,მაგრამ თან არ მინდა..არ მინდა,რომ.. -მისმინე..ეს ხელს შეუშლის..-თავდაჯერებული ტონით ვამბობ,თმას ვისწორებ და ტექსტში ვიხედები. -ივლის ბოლოს ვიღებთ და..კარგად უნდა მოვემზადოთ-ვერ ვხვდები რას გულისხმობს.ალბათ,იმას,რომ მეთანხმება.. -ჰო..-ვუღიმი და კარებისკენ ვიხედები.სხვებიც შემოლაგდნენ..ეს შესანიშნავია.ეს მუდამ ჩემი ოცნება იყო..რომეო და ჟულიეტა..სულ მინდოდა ეს ფილმი გადამეღო..და მე ვყოფილიყავი მთავარ როლში. იმ დღესაც ჩვეულად ვშორდები,თუმცა მანქანამდე მომყვება და მზერით მლავს.. -კარგი რა...არ ვიეჭვიანებ!-ფიქრებს მიხვდება. -რას გულისხმობ?-ძალით ვიცინი და მანქანაში ვჯდები. -მინდა,რომ გაკოცო...მიზიდავ და.. -კარგი რა! ნუ ბავშვობ!-მკაცრი გამომეტყველებით ვუყურებ.ასე სჯობს.მომწონს ასეთი,როცა ვარ..ჰო,მომწონს...ძალიან,ძალიან... -ხვალამდე..-თავი ახლოს მოაქვს..გულს მიფანცქალებს და შემდეგ მიდის..ხვალამდეო..ჰო.ძალიან სექსუალურად გამოვიდა.კიდევ კარგი არ ვაკოცე..მალე ჩვენი კოცნის სცენა იქნება..მეშინია ცოტათი..ალბათ,ისე ვინერვიულებ,თითქოს ეს პირველი კოცნა იყოს. გვიანობამდე პილატეს სავარჯიშო დარბაზში ვრჩები..შემდეგ სახლში მივდივარ და კარებს ვაღებ.გამოტოვებული ზარები მხვდება ტელეფონზე..რამდენი ხანია არ შემიხედავს! უცხო ნომერზე მეღიმება..გაუგია ნომერი.შეტყობინებას ვუსმენ,მომენატრე და გამოვალო..მეღიმება...ბიჭთან მეგობრობაღა მაკლდა! თან როგორ ესმის ჩემი...და როგორ მარცხვენს! კარგი-მეთქი...და ის მოდის..ველოდები როდის ამოვა.ანუკა სახლში არაა და შემიძლია მისით დავტკბე..სულიერი კავშირებიც საჭიროაო..ხოდა არის,დიახ,არის! -ჰეი..დაღლილი ხარ,არა?-ანდრია ლოყაზე მკოცნის და ჩემს გევრდით ჯდება. -ჰო,თავი გამისკდა. შენ რას შვრები? -რა ვიცი..უბრალოდ დავიღალე ერთეროვნებით. -კარგი რა..დავიჯერო მსახიობის ცხოვრება ერთფეროვანია. -რაღაც მხრივ...უბრალოდ შენთან სხვა ვარ... -მეგობრები?-ვეკითხები და თავს ვაქნევ..მეღიმება... -რაო იმ ბიჭმა? -დაივიწყე. -მომიყევვი..-არ ვიცი რატომ,მაგრამ ყველაფერს დაწვრილებით ვუყვები..შემდეგ თავს მხარზე ვადებ და თვალებს ვხუჭავ..ორივეს გვეძინება და ასე ვიძინებთ,თუმცა დილას ჩემს საწოლში ვწევარ,საათს ვუყურებ და რაღაცას ველოდები.. -ლამაზო..-აქცენტიანი ლამაზო და ჩაით ხელში ანდრია..ორიგინალურია არა! თან ლიმნიანი რომ მიყვარს,სცოდნია..მიხვდა,ალბათ.ან უბრალოდ დამთხვევა იყო,უბრალო დამთხვევა,თუმცა,როგორც ჩვეულად ვამბობთ ხოლმე,უბრალოდ არაფერი ხდება. -ამაყენე..გათიშული ვარ-ხელს ვუწვდი და მუდარით ვუყურებ. -კარგი..-ძლიერად მწევს ჰაერში და სააბაზანოსთან მსვამს. -უკვე შეგისწავლია ჩემი სახლი,არა?-კარებს ვაღებ და ზანტად შევდივარ.არ მიგვარს დილას..ყოველ დილას დაღლილი ვარ და რაღაც მაწუხებს..საღამო შესანიშნავია,როცა სახლში ვბრუნდები... გარეთ გამოსულს ანდრია აღარ მხვდება,თუმცა საუზმეს ვაწყდები და მეღიმება.. „საუზმის გარეშე არ წახვიდე“-მომდის შეტყობინება და ნამდვილად მეღიმება..ასე ჩემზე ბოლოს ვის უზრუნვია..დედაჩემი მახსენდება..ნეტავ ბოლოს როდის გამომიტანა საუზმე..ახლა არც კი ვიცი სადაა,თუმცა,როგორც მახსოვს,ერთ დროს მიყვარს ის,მისი სუნრველი,მასთან ერთად სიარული..მაშინ ბავშვი ვიყავი და ცხოვრებას მხოლოდ ფერადად ვხედავდი..არა,მართლაც კარგი იყო,ზედმეტად კარგიც კი! სამსახურში ისევ მსგავსად მიდის ყველაფერი..განსხვავებული რაც ხდება ისაა,რომ დათო აგვიანებს და მოსულს სასიამოვნო სურნელი ასდის..მგონი,ვეჭვიანობ..ალბათ,ვინმეს ხვდება-მეთქი-ვფიქრობ.არ ვიცი ასე რატომ მაინტერესებს,თუმცა რეალობას ვერ გავურბივარ..რატომ? ნეტავ,ასე ძლიერ რატომ მინდა,რომ ვაკოცო...რატომ? შესვენებისას ნაყინს ჭამს და ეს მოძრაობებიც მიპყრობს...არა,რატომ ვუყურებ.ასე არ შეიძლება...თინას,გოგონას,რომელთანაც კარგად ვარ,ვუყურებ,მისკენ მივდივარ და საუბარს ვუბამ.ვცდილობ სხვა რამეზე გადავიტანო ყურადღება,მაგრამ არც ისე კარგად გამომდის. -დღეს წვეულება მაქვს და ყველას ვეპატიჟები.მოხვალ?-მეკითხება მოულოდნელად.რამ გაახსენა .. -კარგი..ჰო..-დაბნეული გამომეტყველებით ვპასუხობ.ალბათ,არ უნდა მოვიქცე ასე,მაგრამ ვიქცევი..იქ ისიც იქნება.ჰო,მერე რა..მე წავალ. ანუკას ამდენი ხნის მერე ძლივს ვნახულობ სახლში..რაღაცაზე შემოვირბინეო,ასე ამბობს. -რამდენი ხანია,რაც.. -კაცების ბრალია..-გადაჭრით ამბობს და ჩანთაში ნივთებს ალაგებს.. -ჰო,ალბათ,მაგრამ მე არავის ვხვდები..-თავს ვაქნევ და მაშინვე დათოს სურნელი მახსენდება.როგორ იქცევა,როგორ შეუძლია ასეთი იყო...ასეთი როგორი? ალბათ,ასეთი დამაინტრიგებლად საყვარელი... -ახლა მწვანე..-ნაცნობი ხმა..და ისევ ის რომეო. -ჰო,მწვანეა. -მეცეკვები?-არას ვერვეუბნები,საცეკვაოდ მივყვები,მაგრამ ვცდილობ,რომ თვალი ავარიდო.ჩემთან ისე ახლოსაა,რომ მისი სუნთქვაც კი მწვავს..უცნაურ რამეებვ ვგრძნობ.ცეკვის მერე ისევ მისი ხელის მხურვალება მაჩნია წელზე..როგორ მინდა,რომ ისევ მეხებოდეს..სასმელს ვსვამ..სჯობს ცოტა მოვდუნდე...წვეულება კარგად მიდის..ნაცნობებსაცვხვდები.ძირითადად სამსახურის ხალხია..სცენაზე მიწვევენ..ფილმზე საუბრობენ..დრო მალე გადის. ბოლოს დროის შეგრძნებას სულ ვკარგავ.ალბათ,იმიტომ,რომ ისევ დათოსთან ვცეკვავ...ისევ მისი ხელები,ღიმილი,ტუჩები,რომელიც დროდადრო მხარზე მეხება..შემდეგ ჩერდება და კედელთან მამწყვდევს..ალბათ,უნდა,რომ მაკოცოს,ამას ვხვდები და ვუძვრები. -რატომ ასე?-მისი კითხვა მთელი გზა ჩამესმის..ბოლოს მეღვიძება..ჩემს სახლში ვარ და დილაა...ისევ სამსახური,არადა არაფრის თავი არ მაქვს.გამოტოვებულ ზარებს ვაწყდები.ანდრიაა..უპასუხოდ არ ვტოვებ,ფეხზე ვგდები და ანუკას ვეჭორავები.ჩვენ ერთმანეთს არაფერს ვუმალავთ.ის მეუბნება,რომ შეყვარებულია..თავის თავს არ ჰგავს.სამსახურში უცნაური შეგრძნებით მივდივარ.დიახ,მეც მინდა,რომ მიყვარდეს,ძალიან მინდა...იმ წამს უცნაურად ვგრძნობ თავს..სიყვარული და მე ერთად ხომ არ ვართ..მაგრამ იმ წმას მინდა,პარადოქსულად მინდა..არ ვიცი რატომ,მაგრამ მინდა! -კარგი საღამო იყო,არა? რას იტყვი,რომ დღეს სადმე წავიდეთ..ნუ,მე რა..რაღაც ტურით მივდივართ კოლეგები და თუ სურვილი გექნება..ლაშქრობაა,მეტი არაფერი-მარკვევს დათო. -როდის? -ამ შაბათ-კვირას. -კარგი იქნება,მაგრამ არ მეცლება,ალბათ. -თუ გეცლება. ის დღეები ანდრიას ვერ ვნახულობ,სულ დაღლილი ვარ,სახლში მისულს მაშინვე მეძინება..დრო მალე გადის,შაბათ დილას ვთანხმდები წასვლას..მეც მივდივარ ლაშქრობაზე,ტანსაცმელს ვალაგებ და საერთო სამარშრუტო ტაქსში ვჯდები.გვერდით დათო მიჯდება. -რა გჭირს? -არ ვიცი-თავს ვაქნევ.ამ კითხვას არ ველიდი. -ის ღამე და.მოკლედ,საოცარი იყო..-აქამდე არ უთქვამს.მეღიმება,მსიამოვნებს ამის გაგება. -ახლა მნიშვნელობა არ აქვს..-ცივად ვპასუხობ. -რატომ? იმიტომ,რომ კოლეგები ვართ და იმიტომ,რომ მე რომეო ვარ..არ ვიეჭვიანებ. -გაჩუმდი,გთხოვ..-ყურსასმენებს ვიკეთებ და მუსიკაში ვეშვები,თუმცა მისი მზერა ისევ მხვდება და ისევ მწვავს..ტუჩები განსაკუთრებულად მიმზიდველი აქვს. ასვლას ვიწყებთ...გზა გრძელია,ზურგჩანთებს ვიკიდებთ და ვემზადებით..დათო უკან მოდის,თვალს მარიდებს..ალბათ,აღარ უნდა ჩემი ცივი მზერის დაჭერა..რამდენიმე საათი შეუსვენებლად მიდვივართ..სუფთა ჰაერი და სიმაღლე ჩემში თავისუფლების განცდას ამძაფრებს. შემდეგ ვისვენებთ..ვსხდებით და საჭმელს ვალაგებთ,ისევ მარიდებს დათო თვალს..ისევ ვაგრძელებთ სიარულს..ლამაზი ბუნებაა და საოცრად გრილა..ჟაკეტს ვიცვამ და ვჯდები,სადა ცეცხლი ანთია.ბიჭები კარვებს შლიან,თინა კი გევრდით მიჯდება. -შესანიშნავია განსატვირთვად..-ცოტა ხანში ფეხზე დგება და დასაძინებლად მიდის,მე კი მარტო ვრჩები ცეცხლთან..ცას ვუყურებ,უკვე დაბნელდა...ცეცხლს ვუახლოვდები და ვაშტერდები.ნეტავ,რის დანახვას ვლამობ? ცოტა ხანში დათოს თვალს აწყდები..ცეცხლი მათ საოცრად ირეკლავს. -დავჯდები-ამბობს და მოშორებით ჯდება.ჩემს წინაა და მიყურებს,გაშტერებით მიყურებ..მნგონი,რაღაცის თქმა უნდა.. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.