შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ვნებებზე ეჭვიანი (თავი 2)


7-02-2016, 23:38
ავტორი უნდა ვწერო
ნანახია 3 797

რეტი მეცემა.დამინახა? მსგავსი უაზრობები ხომ არასდროს მიყვარდა.
-ჰო?-არც ვინტერესდები მისი სახით ისე ვპასუხობ.
-ანუ რომეო გაიცანი,ჰო?-რეჟისორი შემოდის და სკამზე ჯდება,დაღლილი ჩანს.ალბათ,ძალიან უნდა დასვენება.
-ანუ ის,ვისაც უნდა ვაკოცო?-ბუზღუნით ვამბობ,თითქოს არავისთვის მეკოცნა.
-მგონი,ადრეც უნდა გვქონდეს გაკეთებული.არა?-უცნობის ხმა ისევ მესმის და მეღიმება.ის ნამდვილად ვერა.
-ვერაა...-ჩემთვის ვამბობ,მაგრამ მას მაინც ესმის.ესმის.ჰო,ესმის!
-შემოვბრუნდე?-მშვიდად მეკითხება,არაფერს ვპასუხობ.
-ჰეყო,თამაში.მოტრიალდი და დაენახვე გოგოს-რეჟისორი მკაცრად ამბობს.
-შიშველი თუ ჩაცმული?-უტიფრად ამბობს უცნობი რომეო.
-შიშველი!-გულიანად მეცინა.ვერ ვხვდები რას ხლართავს.
-კარგი,ეს ნომერ რომელი იქნება?-ტრიალდება და იღიმის.მიკვირს და თვალები მიფართოვდება.დამთხვევები არსებობს,ნეტა? არა,მსგავსი რამეების არ მჯერა.
-მიცანი,ჰო?-ხელს მკიდებს მაჯაში და ისევ ეცინება.
-დავიწყოთ?-რეჟისორისკენ ვიხედები და თმას ვისწორებ.
-მოდი,ჯერ კოცნა ვსცადოთ..ეს მთავარია!-უხერხულობისგან უკან ვიწევი.რეზო რეჟისორის ნათქვამი ნამდვილად არ მსიამოვნებს,თუმცა რომეოს კი ეტყობა სახეზე ღიმილი.ალბათ,ნასიამოვნებია.
-მოდი,ჰო..-ხელს წელზე მხვევს და თავისკენ მწევს.
-მოიცადე!-უკან ვიწევი და ცალი თვალით რეჟისორს ვუყურებ.
-მიდი რა...-პირში კევს იდებს და თვალებს ხუჭავ.ალბათ,წუხელ არ უძინია.
-ასე ხდება ხოლმე..-ვუძვრები დათოს.
-ოჰ..-ბუზღუნით ამბობს,მე კი ტექსტს ვიჭერ ხელში და ვკითხულობ.მასში ენთუზიაზმი ჩანს.რაც უნდა იყოს,კოცნას გადავრჩი! და ეს მიხარია? ალბათ,უცნაური უნდა იყოს...არადა,რომეო-დათოს თითები აშკარად ნატიფია.ალბათ.ბიჭზე არ ითქმის,მაგრამ..მაგრამ მაინც..მისი მოძრაობა ჰაეროვანია..არ მჯერა,რომ მე მას ვეხებოდი,ვგრძნობდი..რას მეუბნებოდი მაშინ? უბრალოდ მიგრძენი,რომ შენი სხეულის ნაწილი ვარო..მაშინ მართლაც ასე იყო..ძალიან მინდება,რომ კისერზე ჩამოვეკიდო,მისი ძლიერი სხეული ვიგრძნო და უბრალოდ სამყაროს მოვწყდე...მასეთი ნაწილი არ მაწყენდა აშკარად!
-უდარდელი ჩანხარ!
-მაცხია?=ირონიულად ვუყურებ და შემდეგ ისევ ნაწერისკენ მიმაქვს მზერა.
-გეტყობა..
-ოჰ...
-იმ დღეს.
-ჰო,იმ დღეს სულ სხვა ამპლუაში გნახე..-უდარდელად ვპასუხობ.
-ყველანი ასეთები ხართ?-მეკითხება,მაგრამ ვერ ვხვდები რისი გაგონება სურს.
-როგორი?-წამწამებს დაბლა ვხრი.ეს კდევამოსლების ნიშანია,ბავშვობისას დედამ მასწავლა,უფრო სწორედ,მისმა წაკითხულმა ზღაპრებმა მასწავლა.
-ცხოვრებით ტკბები..არ გადარდებს წარსული და არც აწმყო..
-ასეა!-ვპასუხობ ისე,რომ მისკენ არ ვიხედები.ეს ნამდვილად არ მჭირდება..ხომ იცით რას ნიშნავს სიტყვა „არ მჭირდება?“
-საინტერესოა..მომწონს ასეთი გოგოები.
-კომპლიმენტად მივიღებ.
-იმ დღეს შენში რაღაც დავინახე.
-რა?-გაკვირვებისგან მზერა მეძაბება.
-არ ვიცი..ჯერ კიდევ ვფიქრობ.
-ჰო? უბრალოდ უცნაურია! ალბათ,არც შენ გჯერა რომანტიკულობისა და სიყვარულის..
-არც მე..-ამბობს დარწმუნებით,თავს წინ წევს,მუქ თაფლისფერ თვალებს ჩემი სახის პირისპი აშტერებს და ისევ იღიმის..ეს ღიმილია,რომელიც ირონიას იტევს.
-კიდევ კარგი!
-უბრალოდ უნდა გჯეროდეს,რომ ისიამოვნებ..-ტუჩებზე მაშტერდება-რომ შეგიყვარდეს,რა იზამ...
-არ მიყვარს ეს კითხვა.
-რატომ?
-ჩემი დაქალი მეკითხება ხოლმე..ჰო,ანუკა მეკითხება..-მის სახელზე ისტერიული სიცილი მივარდება.ამ დროს ანუკა მირეკავს.ბოდიშს ვიხდი და ვპასუხობ

მანქანას ვქოქავ და სახლისკენ მიმავალ გზას ვადგები.ოდნავ წვიმს.ალბათ,მაისის უამინდობის ბრალია.წვიმა არ მიყვარს...ხან მიყვარს ხან არა..იმიტომ მიყვარს,რომ ამ დღეს შემიძლია სადმე დავაგვიანო ათასგვარი მიზეზით,მაგრამ თან არ მიყვარს,რადგან ამ დღეს ზოგიერთი ადამიანი რომანტიკულს ეძახის...
არა,რა სისულელეა...როცა წვიმს,მუდამ მეძინება..ხასიათით მეცვლება..მეცვლება უარესობისკენ.
სახლში მისულს ანუკას სიტყვები მესმის.ვიღაცას ხმამაღლა ესაუბრება და სხეულით ტოკას.ეტყობა,რომ ღელავს.მალევე თიშავს ტელეფონს და მაშტერდება.
-რა იყო?-ვეკითხები და დაძაბული ვეშვები დივანზე.
-რა ვიცი..დღეს არ ეცალა ჩემს ბიჭს!
-რა გადამხდა თავს რომ გაიგო,გაგიჟდები...-კაბის შესაკრავს ვიხსნი და ნახევრად შიშველი კომფორტულად ვთავსდები.მეძინება,მაგრამ ბოლომდე რომ არ მოვუყვე ჩემი თავგადასავალი.ისე არ იქნება.

მეორე დღეს ისევ ვხვდები ჩემს რომეოს,მაგრამ ახლა არა გადასაღებ მოედანზე,არამედ ქუჩაში.გვერდს ისე ვუვლი,რომ ზედაც არ ვუყურებ,თუმცა ცოტა ხანში ეძახის და რაღაცას მეუბნება.არ მესმის მისი სიტყვები,თუმცა სხეულის ენერგიას მივყვები.ცოტა ხანში კაფეში ვსხედვართ და დაძაბულად ვსვამთ ყავას.
-ყავას არ ვსვამ ამ დროს-ვამბობ და სიტუაციაც იმუხტება,მგონი.
-ახლა სვამ!-გამომწვევად ამბობს და ფეხს ფეხზე იდებს.ეს არ მეპარება.ნუთუ ისევ ის ღამე მიქრის თავში.
-დღეს საღამოს არ ვხვდებით..ხვალ და არ მინდა,რომ...-ვიბნევი და ვეღარ ვაგრძელებ.
-არ გინდა,რომ გავაგრძელოთ?-მეკითხება და ყავას აშტერდება..ფინჯანი ჩემზე სექსუალურია,მგონი.
-რას?-ორ ყლუპს ერთდროუალდ ვუშვებ პირში.
-ხვდები და...
-იცი,დღეს მაგარ საღამოზე მივდივარ..
-მაინც?
-დაქალმა დამპატიჟა ერთი ბიჭის წვეულებაზე..დავისვენებ!-უდარდელად ვამბობ და თავს მაღლა ვსწევ.ვგრძნობ,რომ უფრო მინდება მისი ტუჩები..ეს ყველაფერი..მისი გემო,ტკბილი და თან არც ტკბილი..
-არადა სხვა რამ.
-კარგი..უნდა წავიდე...ხვალამდე!-ფეხზე ვდგები და მოკლე იუბკას ვისწორებ.
-მაგარი სტილი გაქვს!-მესმის მისი ხმა და მეცინება.არა,ვინმე მჭირდება...ის აღარ,მას ვეღარ გავეკარები..ის ხომ რომეოა,რომეო..და რატომ? ალბათ,იმიტომ,რომ რომეომ არ უნდა იეჭვიანოს დათოზე..ეს გააფუჭებს კინოს..ჰო,გაანადგურებს..მახსენდება რა ვისწავლე თეატრალურზე..მეცინება და მაღაზიაში შევდივარ,რამე უნდა ვიყიდო,რაც საღამოს ქალად აგრძნობინებს თავს..ათას რამეს ვიზომებ და ვასკვნი,რომ ვიღაც მაკლია..სითბო მაკლია,სითბო და ვნება...აი, სწორედ ესენი მუხტავს ადამიანს....
მგონი,ვერ ვაეჭვიანებს რომეოს ვნებებზე...რომეო ხომ ოპტიმიზტი ბიჭია,პატარა ბიჭი,რომელსაც სიყვარულის ღვთაებრივად სჯერავს..
მეცინება და ბარათს ვაწვდი ქალს.ვუღიმი და ველოდები როდის ჩამიწყობს ნაყიდებს ცელოფნებში.
ისევ რომეოზე მეფიქრება..იქნებ ის საოცარია ბიჭიცა..მას ხომ სიყვარულის სჯერა! არა,სისუელელეა,ის მხოლოდ შექმნილია,ის მოგონილი არსებაა..ის შექსპირისაა და მეტი არაფერი.

-საოცრად გამოიყურები..აქეთ წამოდი,ჩემი ბიჭი უნდ აგაგაცნო!-ანუკამ დაუფშტვინა,უკვე თავისად მოიხსენიებს იმ ვიღაცას.ეტყობა,რომ ცხოვცრებაში სხვა რამეებისაც სჯერა,ისეთი რამეებიც,რაც ცოტა რთული აღსაქმელია და,რაც ხშირად ჩვენამდე ვერ აღწევს,ალბათ...ანუკას სიყვარულის სჯერა! მეცინება და მივყვები.
მისი ბიჭი მართლა საოცრად გამოყურება.პერფექტო-ვურში ვჩურჩულებ ანუკას და ბიჭს ვუღიმი.
-ჯულიეტას საპირისპიროა!-ანიშნებს ჩემზე და თვალს უკრავს.
-ჰო? მე კი რომეოს პროტოტიპი..-იცინიც ანუკას „გაი“.
-ჰო,მე ალექსი მქვია-მსუბუქად მართმევს ხელს.
-ჰო,მე სოფი..-ვიღიმი და მიმტანს სასმელს ვართმევ...იქნებ ამან მაინც გამითბობს გაციებული ფილტვები..სიყვარულის არა,მაგრამ სითბოსი ხომ მჯერა.
-გაერთეთ,მე წავალ და ვინმეს ვიპოვნი..-უპალისოდ ვტოვებ წყვილს და კარებისკენ მივდივარ.იქ ბევრი ახალგაზრდა ირევა,თუმცა არც ერთისკენ ვიხედები და ჩემთვის ვდგები..მუსიკას სხეულს ვაყოლებ..ასე სჯობს! დავიღალე დევნა-დევნით! მართლა დავიღალე.
-ვიცეკვოთ?-მესმის ხმა და უკან ვიხედები.
-თუ რომეოს საწინააღმდეგო პერსონაჟი ხარ,ჰო?
-ჰო,რავი..უცოლ-უგოგოვო ვარ!-ამბობს ღიმილით და წელზე ხელს მხვევს..ეს მსიამოვნებს და მისკენ ვიხრები..მხარზე ხელს ვადებ და ვყვები ცეკვაში.ეს შესანიშნავად მომწონსარა,ვაღიარებ უცნობის სურნელი მომწონს..
-ხშირად ხარ ასეთ ადგილებში?
-ნაცნობებში გავიჩითე.
-და გოგო რატომ არ გყავს?
-იმავე მიზეზით,რის გამოც შენ არ გყავს ბიჭი..
-ასე მეტყობა?-უკმაყოფილოდ ვუყურებ და უკან მივდივარ...ასე უფრო მიმზიდველ ფაზაში გადადის ცეკვა.
-ჰო,ადამიანებს ვცნობ...ფსიქოლოგი ვარ!-ბოლო ფრაზას გამოკვეთილად ამბობს.
-ფსიქოლოგთან არასდროს მქონია ურთიერთობა..-იღიმის.არ ვიცი რომელი ურთიერთობა გაიგო,მაგრამ მე სხვა რამ არ მიგულისხმია..თუმცა რა სხვა..მე უბრალოდ ადამინური ურთიერთობა ვიგულისხმე..თუმცა მას თვალები უციმციმებს..ალბათ,სხვა რამ გაიგო..უფრო მჭიდროდ მიკრავს..სული მეკვრის და ლამისაა კაბა გავხეთქო.
-ჰო? ახლა გექნება..-სასიამოვნოდ ასრიალებს ხელს ჩემს წელზე.
-აშკრად არ ხარ რომეო..
-ორგანიზატორი არის..-ალექსს გულისხმობს.მეღიმება მის ნათქვამზე.
-იქნებ არ არის..და ამით ჩემს დაქალის ყურადღებას იქცევს..გოგოსი,რომელიც ზოგჯერ ლამაზად მიბამს ხოლმე მხარს,ხოლო შემდეგ..ის ბუნებით ოპტიმისტ-რომანტიკოსია..
-მოდი,სხვაგან წავიდეთ.
-სად?
-სადაც ფსიქლოგიურ გაკვეთილებს ჩაგიტარებ?
-ჰო..-გვერდით ვუდგევარ და მივყვები...ეს,ალბათ,რაღაც საოცარი ჯაჭვია..არა,რა ჯაჭვი..ასე მხოლოდ იმ ფილმებში ამბობენ,სადაც ვმონაწილეობ ხოლმე..ჰო,მაიძულებენ,რომ ეს გავაკეთო..თუმცა ზოგი ფილმი ჩემშია..მიზიდავს და ჩემში..ვგრძნობ,რომ ჩემშია..ეს საოცარია.
-ჰოთ...
-რა მოხდა?
-მცხელა..
-და ეს...
-ამერიკულ ფილმში მივიღე მონაწილეობა..ამერიკაში ვიყავი რამდენიმე თვე და ჰო ხვდები?-არც ვუყურებ,ისე ვჯდები მის მანქანაში..ჩემი არსად გაიქცევა და მისი სალონიც კომფორტულია...
-ჰო,მართლა..საოცარია..და შენ?
-მე უბრალოდ აღმოსავლურებს ვიღებ ხოლმე..ერთხელ გადავიღე,უფრო სწორედ.
-ჰო,საინტერესოა..მერე მაყურებინე...
-ოჰ...ჩემი სახლი მოგეწონება...
-კარგი რა...რა აზრი აქვს-მხრებს ვიჩეჩ და საზურგეს ვაწვები ისე,თითქოს მისი შენგრევა მინდა.
-ღვედი..-შეიკარიო,მანიშნებს.
-რა მერე? დამაჯარიმებენ და რა მერე?
-ასეთი ხარ? წესების გარეშე გიყვარს თამაში?
-ალბათ,ჰო..-თავს ვუქნევ და ჰაერს ღრმად ვისუნთქვა..
-კარგი რა..ძალიან დისკონსტიტუციური ხარ..
-ცხოვრებამ გამხადა...-მიკვირს რატომ ვამბობ.
-გირეკავენ,მგონი.
-ანუკაა,ალბათ..ჩემი შეშლილი დაქალი..მაგის თავი არ მაქვს..-ტელეფონს ვთიშავ და ვიშორებ..-ფსიქოლოგია ერთ დროს მეც მიტაცებდა..
-ფროიდი?
-ჰო...საიდან მიხვდი?
-განა ტყუილად ვარ ფსიქოლოგი?
-გაჩე მსახიობი და..მეგონა,ხუმრობდი..
-ჰო,მეორად პროფფესიად ავიღე ფსიქოლოგია..თუმცა ამ მხრივ არ ვითარდები,მხოლოდ ფილმებში ვაჩენ ხოლმე..და ურთიერთობაში..
-ჰო?
-ცოტა ხანს ვისწავლე..მერე შევეშვი,ვერ მოვახერხე..მხოლოდ მოყვარულის დონეზე..
უხმოდ მივდივართ მის სახლამდე..უფრო სწორედვაღწევთ..ჰო,ისევ წვიმს და ეს არ მსიამოვნებს..სახეზე მეხატება და მის მზერას ვგრძნობ.
-წვიმს და შენ...
-ჰო,ვერ ვეწყობით..-თავს ვაქნევ და ლიფტისკენ მივდივარ,სწრაფი ნაბიჯით მივდივარ.
-მოდი,ჩააგდე..-ხუთთეთრიანს მიწვდის,კედელს ეყრდნობა და ღრმად სუნთქავს..სულ არ ეტყობა,რომ სექსისთვის ემზადება..მგონი,ჩემი ჩაძირვა უნდა..
-და სიყვარულს აქვს ფსიქოლოგია?-თავს აქნევს.
-არ ვიცი,მაგრამ ზოგჯერ ცხოვრების გამიჯვნა გვიჭირს,ცხოვრების გამიჯვნა თამაშისგან..ამიტომაც..
-ჰო,რაღაც გაწუხებს...ამიტომაც არ პასუხობ იმ ვიღაც რომეოს ზარებს.
-რომეო?
-ჰო,სულ რომეო გაკერია პირზე,ასევე ვიღაცაში აგერიე..მე შენ განა გითხარი მსახიობი ვარო..ეს შენ აგერია,რადგან შენს გონებაში სხვარ ამ იჯდა..ეს თითქოს 25-ე კადრს ჰგავდა..ვიღაცაზე არ გინდოდა ფიქრი,მაგრამ მაინც ფიქრობდი.
-ბოდიში.
-მაგრამ მე მსახიობი ვარ..დაემთხვა!
-დამთხვევა ისე...დაივიწყე...
-იქნებ დამოკიდებული ხარ? იმ ვიღაცაზე,რომელიც სავარაუდოდ რომეოს როლს უნდა თამაშობდეს..-ირონიულად მიყურებს და თან ზედას იხდის..ეტყობა,ცხელა..ოღონდ ფიზიოლოგიურად და არა...
___
ესეც მეორე თავი.იმედია,მოგეწონებათ ჩემო ტკბილებო.მიყვარხართ.ველი შეფასებებს.



№1 სტუმარი მარიშკა

კააი იყოო ოღოონდ აღარრ დააგვიანნოო დააა თავეებიი გაზარდეე

 


№2  offline მოდერი Tako Tako_2

კარგი იყო...

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent