შემთხვევითობა არ არსებობს (8)
გეგა მარიამის საქციელებზე ძალიან ხალისობდა. ხვდებოდა, რომ გოგონას მის მიმართ გრძნობები ჰქონდა და მასთან განშორება არ უნდოდა. ამავე დროს, ღიზიანდებოდა, რადგან მარიამი არაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ გეგასთვის მისი გრძნობების შესახებ ეთქვა და მათი ურთიერთობა გაგრძელებულიყო. მაგრამ გეგა ამაზე არ ნაღვლობდა, რადგან თავის გეგმაში ასე პროცენტით იყო დარწმუნებული. იმ დღეს კაპიტანს შეუარა და გაფრენის დრო დააზუსტა. შემდეგ კი მარიამის ოთახისკენ აიღ გეზი. ეს ბოლო დღეები მარიამი საშინელ ხასიათზე იყო. ხვდებოდა, რომ განშორების დღე ახლოვდებოდა და ვერაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ გეგა მასთან დარჩენილიყო. რა თქმა უნდა შეეძლო გეგასთვის მისი გრძონებიბს შესახებ გაემხილა, მაგრამ ეშინოდა, რომ გეგასგან საპასუხო გრძნობას ვერ მიიღებდა. მარიამი ხო მისთვის ერთი უბრალო მოგზაურობის პატარა ნაწილი იყო, რომელთანაც მხოლოდ საწოლი და ვნება აკავშირებდა. იცოდა, რომ ხვალ დილით უნდა გაფრენილიყვნენ, მაგრამ ბარგის ჩალაგებას აჭიანურებდა. არ უნდოდა ამ ოთახს გამოსთხოვებოდა. მასთან ხომ ამდენი მოგონებები აკავშირებდა. საწოლზე ვარსკვლავის ფორმაში გაწოლილიყო და აქ გატარებულ დღეებზე ფიქრობდა. როგორ არ უნდა დასრულებულიყო ესმოგზაურობა მისთვის ყოველთვის საუკეთესო და დასამახსოვრებელი იქნებოდა აქ გატარებული ყოველი წამი. ფიქრები კარის ხმამ გააწყვეტინა. ოთახში გეგა შემოვიდა გახარებული სახით. გოგონას გული დასწყდა, რომ გეგას ასე უხაროდა აქედან წასვლა და მასავით არ უყურებდა ამ ყველაფერს. -ყველაფერი დავაზუსტე და ხვალ დილის ათ საათზე უკვე თვითმფრინავში ვიქნებით.-უთხრა და გულიანად გაუღიმა. -ხო გადასარევია.-თქვა მშრალად და ცივად გაუღიმა. -რა იყო? თავს შეუძლოდ ხო არ გრძნობ?-მოჩვენებითი ინტერესით იკითხა გეგამ. არა და მშვენივრად იცოდა ამ ხასიათების მიზეზი. უბრალოდ, მოსწონდა გოგონას, რომ აწვალებდა. -არა. უბრალოდ ცოტა თავი ამტკივდა. არაფერია მალე გამივლის.-უცებ მოიფიქრა ტყუილი და ფეხზე წამოდგა. -კარგი მაშინ მოდი ბარგის ჩალაგება დავიწყოთ. სულზე ვარ აქედან როდის წავალ. შენ არ გიხარია?-მიუბრუნდა მისკენ ზურგით მდგარ მარიამს გეგა. -კი როგორ არა. თან მამაჩემიც მომენატრა.-მამამისი მართლა ენატრება, მაგრამ იმ წუთებს ვერ თმობს აქ რომ აქვს გატარებული. აცრემლებული თვალები სწრაფად და ჩუმად შეიმშრალა და ბარგის ჩალაგებას შეუდგა. -მიდი შენ ჩაალაგე და მერე მეც მოვაგროვებ ჩემს ნივთებს.-დაუბარა და ოთახი სასწრაფოდ დატოვა. მარიამი კი უკვე ცრემლებს ვერ იკავებდა. არც კი შეხებია ისე აორთქლდა ოთახიდან. კოცნაზეც ხომ ზედმეტია საუბარი. -თავხედი, ბოროტი. ასე როგორ მექცევა. ზრდილობის გულისთვის მაინც შეიკავოს თავი და მომაჩვენოს, რომ ვითომ წუხს.-სიმწრისგან უკვე სახე ასწითლებოდა. არ იცოდა ამდენი სიბრაზე სად წაეღო.-ასე ხომ? მე გაჩვენებ შენ სეირს. იმ დღეებსაც მოგანანებინებ ჩემთან ერთად. რომ გაატარე.-იმუქრებოდა გულმოსული და ტანსაცმელს ჩემოდანში ტენიდა. ბოლოს მიხვდა თავიდან რომ ექნებოდა ჩასალაგებელი და უხეშად ჩაყრილი ნივთებიც ამოალაგა. დამშვიდდა, დაწყნარდა და შემდეგ მიუბრუნდა დაწყებულ საქმეს. ... მოგესალმებით ყველას. მადლობა, რომ ცემს ისტორიას კითხულობთ. ბოდიში ამ პატარა თავისთვის, მაგრამ დღეს მეტი ვერ მოვასწარი. ველი თქვენს შეფასებებს. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.