ჩანახატი (29 თავი)
ოცდამეცხრე თავი დაძაბული იჯდა თეკლე, რამოდენიმეჯერ შეამჩნია როგორ მტრულად უმზერდა სიძეს აკა, არც ჯემალის დაკვირვებული მზერა გამოჰპარვია. ტანში უსიამოვნოდ გააჟრჟოლა. გრძნობდა კობას დაჟინებულ მზერასაც, სახე ეწვოდა ქალიშვილს. უხერხულად იშმუშნებოდა. ჯიუტად ჩასჩერებოდა წინ დადებულ ლანგარს, თავის აწევას ვერ ბედავდა, თითქოს არ უნდოდა ისევ წინ მჯდომი ვაჟის უმხამს მზერას წასწყდომოდა, აშკარად თვალებით აშიშვლებდა ქალს. მთელი არსებით სძულდა კობა და მისთანები, სიბრალულით გახედა ოდნავ გაფითრებულ ქეთას, რომელიც უგულისყუროდ უსმენდა დედას. - თეკლე, შენები ინერვიულებენ, წავიდეთ!... - ჩუმად გადმოულაპარაკა აკამ. აშკარად შვებით ამოისუნთქა გოგომ, მადლიერი თვალებით შეხედა შეყვარებულს. სწრაფად დაემშვიდობა ყველას და კარებში პირველი გავარდა. სიგრილე ესიამოვნა, ავტომობილით არ იყვნენ და ფეხით მისეირნობდა წყვილი. სუფთა ჰაერი ღმად ჩაისუნთქა და აკას მკლავზე ჩამოეკონწიალა. ღიმილით შეხედა ვაჟმა, მხარზე ხელი მოჰხვია და გვერდზე მიიხუტა საყვარელი არსება: - რა მეშველებოდა უშენოდ... - ვნებით უჩურჩულა გოგონას. - მაპატიე, იმ არაკაცის ატანა რომ მოგიწია, ერთხელაც იქნება ძმრად ამოვადენ თვალების პრაწვას... შეკრთა თეკლე, ალბათ არ ელოდა ვაჟისგან ასეთ სიტყვებს. შეეცადა საკუთარი პოზიცია არ გაემჟღავნებინა, თუმცა ემოცია ბოლომდე ვერ დაფარა: - ცუდად ნუ გამიგებ, მაგრამ ქეთა მეცოდება... ცხოვრებას გაუმწარებს, მასთან ყოფნა მარტივი არ იქნება.... - თვალები ცრემლებით აევსო ქალს. - ალბათ... შეძლებისდაგვარად ვეცადე მისთვის თვალი ამეხილა. მტრად ჩამთვალა, მისაყვედურა, თითქოს მისი ბედნიერება არ მსურდა.. გრძნობებმა დააბრმავა... - ტკივილით აღნიშნა ბიჭმა. - ამბობენ სიყვარული ბრმაა და ყრუ... - ჩვენს შემთხვევაშიც?! - თვალებში ჩააცქერდა ვაჟი. იგრძნო როგორ გაუთბა გული, ჟრუანტელმა დაუარა სხეულში. - ალბათ... - სიცილით უპასუხა ქალმა. ოდნავ თითქის წვერებზე აიწია და ლოყაზე ფრთხილად აკოცა. - ნუ მიწვევ, თორემ თავს ვერ შევიკავებ.. - ღიმილი გაეპარა ხმაში ვაჟს. - და, რას იზავ? - მეტიჩარა ხმით გაეპრანჭა გოგო. - აი ამას... - ქალის ვნებიან ტუჩებს წაეტანა ვაჟი, დიდხანს კოცნიდა საყვარელ არესებას. მის გამალებულ, დამფრთხალ გულისცემას გრძნობდა და ჟინი უფრო და უფრო ემატებოდა. ვიღაც შემთხვევითი ასაკიანი გამვლელის ჩახველებამ და რეპლიკამ მოიყვანა წყვილი გონს: - სახლი არ გაქვთ, შვილებო?!... სიცილი წასკდათ ორივეს და ფხუკუნ-ფხუკუნით ჩაირბინეს მეტროში ჩამსვლელი კიბეები. - ხედავ რა დღეში მაგდებ, რას იფიქრებდა ის კაცი? - მსუბუქად უსაყვედურა ექსკალატორზე მდგომმა თეკლემ ვაჟს. - პირველად შენ მაკოცე... - ისევ იცინოდა აკა. - ლოყაზე... - თითქოს გაიბუტა თეკლე. - კოცნა არც მჭირდება, ხელს მოგკიდევ და დაგაკვირდები რა რეაქცია გექნება... - ეშმაკურად უმზერდა აკა. - ბოროტო, იცი რომ ცდუნებას ვერ გავუძლებ და ამით სარგებლობ... - ღიმილი ვერ შეიკავა თეკლემ. - შენი ცდუნება კი არა, მე სიყვარული მსურს... - წაიღიღინა ვაჟმა. ღიმილით გამოხედა თეკლემ და აღარაფერი უთხრა, გრუხუნით შემოვიდა მატარებელი, თითქმის ცარიელ ვაგონში გვერდი-გვერდ ჩუმად ისხდნენ ორივენი, ხმას არც ერთი არ იღებდა, თუმცა მათი გაბრწყინებული სახით ძნელი მისახვედრი არ იყო, რომ ფიქრებით ისევ ერთმანეთთან ტრიალებდნენ. - თეკლე... - როგორც იქნა დუმილი დაარღვია აკამ - ერთ თვეში გოგას და თათიას ქორწილია, ჩვენც ხომ არ გვეფიქრა? - გაუბედავად შეაპარა გოგოს. - ასე გეჩქარება დაქორწინება?! - თბილად შეხედა ქალმა. - ჩვენთვის ცოტა ადრე არაა? იქნებ დავლაგდეთ, დავამთავრებ სწავლას, დავიწყებ მუშაობას, ერთმანეთს მხარში ამოვუდგებით... - ალბათ ადრეა, მაგრამ... უშენოდ მიჭირს..- სახეზე ჩამოშლილი თმები ფრთხილად გადაუწია გოგოს, იგრძნო მისი თითების შეხებისას, როგორ გააჟრჟოლა თეკლეს და გაეღიმა - შენ მავსებ, მიხალისებ, ცხოვრებას მიმსუბუქებ... - მიყვარხარ... - ხელისგულზე ტუჩებით შეეხო თეკლე - ყველაფერს მივცემდი ეხლა შენთან ყოფნა რომ შემეძლოს, მაგრამ... სულ ცოტაც მოვითმინოთ, მინდა ცხოვრებაში წინ ჩვენით წავიწიოთ, ერთმანეთის მხარ და მხარ, ერთმანეთით... - გამოდის მხოლოდ ხელოსანი აკა არ გაკმაყოფილებს... - იმედ გაცრულებულმა, ტკივილით აღნიშნა ვაჟმა. შეცბა თეკლე, არ ელოდა მის სიტყვებს ასე თუ გაიგებდა. აკასკენ მიბრუნდა, თვალებში ჯიქურ უმზერდა. - გაგიჟდი?! ასეთი სულმდაბალი გგონივარ? უბრალოდ არ მინდა ზედმეტ, კიდევ ერთ დამატებით ტვირთად დაგაწვე, მინდა მხარში ამოგიდგე, ცხოვრება ოდნავ მაინც შეგიმსუბუქო, ეს დანაშაულია?!... იგრძნო ვაჟმა, რომ მისი სიტყვებით გული ატკინა, ისეთი სასოწარკვეთილი იყო, ცრემლები ვეღარ შეიკავა. - მაპატიე, შენი წყენინება არც კი მიფიქრია... ალბათ მართალი ხარ... ალბათ ადრეა... უბრალოდ ძალიან მეშინია, რომ ერთ დღესაც ზურგს მაქცევ და ჩემგან წახვალ... მისმა სიტყვებმა ღიმილი მოჰგვარა თეკლეს, წუთის წინ სატირლად მომზადებული თვალები ბედნიერებისგან აუციმციმდა. - ზედმეტად ეგოისტი ვარ, იმისთვის რომ დაგთმო!... - ღიმილშეპარული ხმით მისკენ აღარც გაუხედავს ისე უთხრა. ზუსტად იცოდა თეკლემ, ეხლა აკას თვალებში რომ ჩაეხედა ცდუნებას ვეღარ გაუძლებდა, დაუფიქრებლად დასთანხმდებოდა ცოლად გაყოლაზე. გული მთელი არსებით მისკენ მიუწევდა, გონება კი ეუბნებოდა, რომ ჯერ-ჯერობით ოჯახისთვის მზად არ იყვნენ. გულის სიღმრმეში ალბათ აკაც იზიარებდა მის პოზიციას, ზედმეტად აღარ უკირკიტებდა ქალს, მისი ნაზი თლილი თითები ხელისგულებში მოიქცია, ტუჩებთან მიიტანა და ფრთხილად აკოცა. ისევ იგრძნო აჩქარებული გულისცემა, სხეულში დავლილი ჟრუანტელი, გოგონას აჭარხებულ სახეს თვალი აარიდა და გაეღიმა. მთელი გზა ხელი აღარც გაუშვია, პატარა ბავშვივით ხელჩაკიდებული მოყავდა საყვარელი არსება. - იქითა კვირას ბიჭები ბრუნდებიან... გოგამ ქორწილამდე ერთი კარგად გავგიჟდეთო...- გამომშვიდებისას ღიმილით უთხრა თეკლემ. - გაგიჟებაში რას გულისხმობს? - ჭინკები აუციმციმდა აკას. - გამოცდები დაგვიმთავრდება თუ არა, ერთი კვირით მთაში წავიდეთო... - როგორც კი ვაჟის გაოცებული მზერა დაინახა - ნიკასთან, დედა ხევსური ჰყავდა და დედულეთს მოვინახულებთო... - დაამატა. - ხევსურეთში?! ანუ ამ დასვენებას სახელად „ლიკა“ ჰქვია?! - თვალები უფრო გაუფართოვდა აკას, აშკარად შეეტყო, რომ გამგზავრების იდეა დიდად არ ხიბლავდა. - ცოდოა ის გოგოც, გასაგებია შეცდა, მაგრამ... - ცოდო კი არა, უმადურია... არ იმსახურებს ასეთ სიყვარულს, არის რაღაც რაც არავის ეპატიება... - ხმა გაუკმაცრდა ვაჟს. - თუმცა მისი საქმის თვითონ იცის... - ხელი ჩაიქნია. - სიმართლე ხომ გავიგეთ, ნებით ხომ არ უნდოდა? - თითქოს მეგობრის გამართლება სცადა ქალმა. - ღალატი ღალატია, გინდა ნებით იყოს და გინდა ძალით, არსი მაინც იგივე რჩება... - პოზიციას არ სთმობდა აკა. მიხვდა თეკლე, რომ ვაჟს ასე იოლად აზრს ვერ შეაცვლევინებდა, სადღაც ეტკინა, ალბათ არ სიამოვნებდა ლიკაზე ასეთ ტონში საუბარი, მაგრამ გაჩუმება არჩია. - ანუ შენ არ წამოხვალ?! - თვალები ცრემლებით აევსო ქალს. - რა სულელი ხარ... - სიცილი ვერ შეიკავა - შენთან ყოფნის სიამოვნებაზე ლიკას გამო უარს როგორ ვიტყვი. ნიკას თუ არ აქვს პრობლემა, მე მითუმეტეს... ერთხელ კიდევ ჩაიხუტა გოგონა და სახლში წავიდა. დათუნასთან მიდიოდა აკა და ისევ ქეთაზე ფიქრობდა, რა უნდა ექნა? კარგად იცნობდა საკუთარ დას, ხედავდა, რომ გოგონა ბედნიერი არ იყო, მაგრამ როგორ დახმარებოდა? თითქოს ისევ დაინახა, როგორი წუწკი მზერით უყურებდა კობა თეკლეს, ისევ მოაწვა ბოღმა, ეჭვიანობისგან ძარღვები დაებერა, საკუთარი თავის გაუკვირდა, როგორ აპატია, როგორ არ დაარტყა. მაგრამ ისევ ქეთას ხათრით გაჩერდა, არ უნდოდა დის გამწარება, მის დამცირებას მოერიდა. სამწუხაროდ თავს ზევით ძალა არ ჰქონდა, რაოდენ მძიმეც არ უნდა ყოფილიყო, დის არჩევანი უნდა მიეღო. საკუთარი უსუსურობის გააზრებაზე გამწარებულმა მთელი ძალით მოუქნია ხელი იქვე მდგომ ხეს. ეგონა ტკივილის შეგრძნება გულს დაუამებდა, თუმცა ვერაფერი იგრძნო. მუხლებზე დაემხო და პატარა ბავშვივით აზლუქუნდა. ამაზე მწარე არაფერი ყოფილა, როცა გსურს დაეხმარო, თვალი აუხილო... ის კი გეურჩება, მაინც ბრმად წინ მიიწევს უფრსკრულისკენ. ძნელია განზე გადგე და მხოლოდ მოწმის სტატუსით ისარგებლო, როცა შენი დის ბედი წყდება, როცა შენი სისხლი და ხორცი შეცდომას უშვებს, საბედისწეროს და ზოგჯერ გამოუსწორებელსაც კი... - ისევ მოცდა სჯობს, სხვა გზა არ მაქვს... ადრე თუ გვიან მოუწევს სიმართლის აღიარება, დაე ეხლა მტრად ჩამთვალოს, მოვა დრო და მიხვდება, სწორედ მაშინ მიიღებს საკადრისს, გავანადგურებ, არ შევარჩენ არც ქეთას გამწარებას და არც თეკლეს შეურაწყობას, კაცი არ ვიყო თუ ეს შევირჩინო... - საკუთარ თავს ჰპირდებოდა აკა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.