შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ისევ შემიყვარე... თავი (29) ნაწილი (2)


10-02-2016, 19:23
ავტორი Anye-Any
ნანახია 2 970

შენ ადამიანის შენარჩუნება თქვი, თორემ ადამიანის დაკარგვას არაფერი უნდა. მიჩვევაა ყველაფერი გტკივა, ძალიან გტკივა, ასე, ორი–სამი კვირა, შესაძლოა ორი–სამი თვე, თუნდაც რამდენიმე წელი და მერე ეჩვევი. ჯერ ვიზუალურად შლის დრო, მას, შენი მეხსიერებიდან, მერე ყველაფერი დანარჩენი გავიწყდება, თანმიმდევრულად: მისი ხმა, მისი სურნელი... ბოლოს ისე ხდება, ერთ დღესაც აღმოაჩენ, რომ საერთოდ დაგავიწყდა, თითქოს არც არასდროს არსებულა შენს ცხოვრებაში. სულერთი ხდება, რაღაცნაირად. და ამის გაფიქრება არის წითელი ხაზი, რომლის იქითაც ცხოვრება მის გარეშე გრძელდება.
სრულიად სხვა საქმეა შენარჩუნება საოცარი ნიჭი უნდა და რკინის ნებისყოფა. ალბათ ვინმე სისუსტეშიც კი ჩამოგართმევთ ძვირფასი ადამიანის შენარჩუნებისთვის ბრძოლას, მაგრამ რეალურად, სწორედ ამ ბრძოლაში იჩენს თავს მთელი ადამიანური სიძლიერე. ნუ იქნებით სუსტები, ნუ დაკარგავთ, იმ იმედით, რომ ერთს მეორეთი ჩაანაცვლებთ, რადგან შეძენით, შესაძლოა, ათიც კი შეიძინოთ, ერთის მაგიერ, მაგრამ თითოეული ადამიანი უნიკალურია თავისებურად და თავისი ადგილი აქვს თქვენს ცხოვრებაში და თუ ეს ადგილი გამოთავისუფლდა, ის მხოლოდ მზარდ სიცარიელეს შეუძლია, დაიკაოს, რომელიც დაკარგვიდან დაკარგვამდე ისე გაიზრდება, რომ ერთხელაც, თქვენც გშთანთქავთ, როგორც დამკარგავს, როგორც დაკარგულს. ვერაოდეს ჩაანაცვლებთ იმ ერთს მეორეთი,ეს ყოვლად გამორიცხულია,შუგნიდან დაგღღნით ის გრძნობა,რომ რაღაც უბრძოლველად დათმე. სწორედ ასეთი იყო ჩემი სიტუაციაც,ვერ შევძელი მისი სხვისით ჩანაცვლება,ალბათ სწორედ ესაა სიყვარული,როდესაც მის გვერდით გული სხვას არ ეძებს,სხვანაირად ვერ ავხსნი,უბრალოდ არ შემიძლია,ეს დიდებული გრძნობაა,რომელიც ერთინად ყველა მძაფრ შეგრძნებას ასხამს ფრთებს.
ბავშვებს დაველოდეთ და ერთად წამოვედით უნივერსიტეტიდან.
-დღეს რა გეგმები გაქვთ?-გვკითხა ლადომ
-მე ნიას გეგმაში ვარ და თქვენი არ ვიცი-სიცილით გადმომხედა დანელიამ
-შერიგდით?აგაშენთ ღმერთმა-ხელები სიცილით აწია მაღლა გიგამ
-არ შევრიგებულვართ,ვმეგობრობთ-უცებ მოვაკეტინე
-ატრ*კებ მაგრად შენ თავს გეფიცები-ახლა ლადოღა მაკლდა
-თქვნ ნუ ერევით,თვითონ გადაწყვეტენ რას და როგორ იზამენ-ჩაერი მშვიდბის მტრედი სალომე და გულში მადლობაც გადავუხადე
-აკო წამალი აქვს დასალევი 10 წუთში,ასე რომ სახლი უნდა წავიდეს-მშვიდად გავეცი ლადოს პასუხი
-სახლში რატო უნდა წავიდე? წამლები თან დამაქვს-თვალები აათამაშა ეშმაკურად
-კარგი წამოდი წყალი ვიყიდოთ და დალიე-თბილად ვუპასუხე,ხელკავი გამოვდე და მაღაზიაში შევედით
ყველა პირდაღებული გვიყურებდა,ალბათ ძალიან გაუკვირდათ ჩემი ასეთი თბილი დამოკიდებულება მის მიმართ. წამალი დალია და თბილად გამიღიმა
-ჩემთან წავიდეთ,ბებიაჩემმა ღორის ხორცი გამომატანა სოფლიდან და მწვადები შევწვათ-სიცილით გადმოგვხედა გიგამ
-აუფ,რა დროს არ შემიძლია სმა-თავი უკმაყოფილოდ გააქნია დანელიამ
ამაზე ყველას გაგვეცინა.ნახევარ საათში ნახალოვკაში ვიყავით გიგას სახლში. ბიჭებმა სამწავეები მოამზადეს,ჩვენ სუფრა გავშალეთ.დანელია ჩემს გვერდით იჯდა და საცოდავად უყურებდა არყის ბოთლს.
-ეჰ..-თვალები მილულა-დაასხი კამპოტი ძმა-ლადოს ჭიქა გაუწოდა
-ვაიმე დანელია,ენა რომ არ გქონდეს ყვავი წაგათრევდა-გადაიხარხარა ელენემ
-ეს საბჭოთა კავშირის ღადაობა სად გააძრე?-ახარხარდნენ ბიჭები
-ნუ თქვენსავით თანამედროვე ღადაობებს ვერ ვჩითავთ,რას ვიზამთ-სიცილით გადმოგვხედა სალომემ
-თქვენ ჩვენი სიყვარულები ხართ,უთქვენოდ ვაბშე არაფერი არ გვინდა-დაეტყო ლადოს უკვე სიმთვრალე
-მართალია ვერ ვსვამ და ვერაფერი მარა პროსტა მაინც მინდა ვთქვა რა-ფეხზე წამოდგა დანელია არყის ჭიქით-გოგონებო თქვენ გაგიმარჯოთ,აი იმენა უთქვენოდ ჩვენ ვერ ვიარსებებდით,ნია,უშენოდ დღეს არც ვიცი სად ან როგორ ვიქნებოდი,ყველაზე მაგარი გოგო ხარ ვაბშე,იმდენად კეთილი და ადამინური ხარ რო მიტყდება კიდეც შენს გვერდით დგომა,იმ პონტში რომ ჩემთვის ზედმეტად კარგი ხარ,ნინოს მადლობა რომ შენ დღეს ჩემს გვერდით ხარ და არსებობ,საოცარი ადამიანი ხარ,ძლიერი და კიდევ საოცრად მიყვარხარ,ამაზე მეტი სიყვარული უბრალოდ ბუნებაშიც კი არ არსებობს!-გაეცინა და თავზე მაკოცა
-საღოლ ტო!-ფეხზე წამოდგნენ ბიჭები და ტაში დაუკრეს სიცილით დანელიას,ჩვენც გაგვეცინა
-ეს ჭიქა უნდ ადალიო ძმაო
-არა! არ დალიო! კარგი რა გიგა,მკურნალობს წამლებს სვამს!-თვალები დავუბრიალე
-ეს ერთი ჭიქა არაფერს უზამს,წამალია პირიქით
-არადავპირდი და ვსიო არ დავლევ-თვალი ჩამიკრა და ჭიქა დადო
გამეღიმა,ისე გამიხარდა დანაპირებს რომ არ გადაუხვია რომ გული გამითბა.კიდევ უამრავი სადღეგრძელოთი შეგვამკეს ბიჭებმა. გვიანი იყო რომ დავიშალეთ, ლადომ და გიგამ გოგონები გააცილეს,მე და აკო კი ჩემი სახლის წინ სკევრში ვისხედით
-იევ ისეთი აკო გავხდები და იმედია მერე დაგიმსახურებ
-ეგ რა შუაშია?-გამეცინა
-იმ შუაშია,რო პროსტა ასეთი არაფრისმქონე რად გინდივარ
-აგარ გაიმერო მეორედ ეგ,ცივა დზალიან წადი ახლა სახლში გვიანია უკვე და არსად წაბოდიალდე-გამეცინა და ლოყაზე ვაკოცე
სახლამდე მიმაცილა და წავიდა. გაკრეჭილი შევედი სახლში,ბედნიერმა შევაღე ოთახის კარები და ტკბილად დავიძინესიტკბოება სამსახურში წასვლის შეგრძნებამ დამირღვია,ძალიან მაგრად მეზარებოდა იმხელა გზაზე წასვლა და მერე მუშაობა,თუმცა რას გავაწყობდი. ადრიანად წამოვიზლაზნე,მოვემზადე და წავედი აბაშიძეძე.ისევ ჩვეული სიტუაცია როგორც ყოველთვის.დღემ ჩვეულებრივ ჩაიარა,არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა,არც წყალბურთელები გამოჩენილან.მობეზრებული ვიჯექი ბარის მაღალ სკამზე ბაჩო რომ შემოვიდა და უკნიდან მომეპარა და შემაშინა
-ვაიმე!-შევკივლე შეშინებულმა
-შეგეშინდა?-გაეცინა
-ეს რა საქციელია?!-სახე მომექუფრა,საშინლად გავბრაზდი
-გაგეხუმრე,აქვე ვიყავი დ ავიფიქრე შევუვლითქო,თან მაევე ამტავრებ მუშაობას და სახლში გაგიყვან
-დაგიწყვია შენ გეგმები,სახლში ჩემითაც წავალ არ შეწუხდე-გავუღიმე
-რა შეწუხებაა,პირიქით,თან გზაში უფრო კარგად გავიცნობთ ერთმანეთს
-არ მინდა უხეშად გამომივიდეს ბაჩო,ამიტომ მშვიდად გეტყვი რომ არ მინდა შენი გაცილება
-რატო ტო?
-გითხარი უკვე რომ შეყვარებული მყავს და ის მომაკითხავს
-იტყუები,თაკოს ვკითხე და არ ყავსო
-თაკომ რა იცის?
-რავი მეგობრები არ ხართ?
-მოკლედ რა,უკვე გითხარი და მეტის გაგარძელებას მართლა არ ვაპირებ
-რატო იქცევი ასე? კი არ გიკბენ რა იყო
-რანაირად ვიქცევი ბაჩო? გეუბნები მყავს შეყვარებული შენ კიდე დგახარ აქ და ჩემს დაკერვას ცდილობ
-არ მჯერა მაგის და საერთოდაც რად გინდა ტყუილი
-საიდან ასკვნი რომ გატყუებ? ძაან გთხოვ რაა მსგავსი რამეებისგან თავი შეიკავე
-კაი მიდი დაურეკე აბა და მოვიდეს
ტანში გამცრა,აკოსთვის რომ დამერეკა მოდითქო და სიტუაცია გაეგო სახეს გაუნგრევდა ამ საწყალ ბაჩოს და კიდევ შარში გაეხვეოდა ამიტომაც ვიცრუე
-ახლა აქ არ არის,რაიონშია წასული
-კარგად ვერ იტყუები ნია-გაეცინა
-ბაჩო რატო არ გესმის? უბრალოდ შემეშვი და მორჩება რა-მშვიდად ვუთხარი ღიმილით
-რატო ქაჯობ? ამ სიცივეში რითი წახვალ სახლში? უბრალოდ წაგიყვან მეტი ხო არაფერი?



№1  offline წევრი Pepper

უუფ ზედმეტად პატარა იყოოო :(
ძალიან მომწონს თქვენი წყვილი რააა <3
დასულელი აკოც კი ძალიან საყვარელია ყველაფრის მიუხედავად
იმედიაბაჩო არ აგირევთ ურთიერთობას არ ღირს ამად..
ნუ რავიცი მე ყველანაირად შენი ბედიერებისკენ ვარ
მიხარია შენ და აკოს ურთიერთობის დალაგება მომავალში უკეთესად იქნებით იმედია <3
ველი შემდეგსძალიან მალე იმიტო რომ ეს ძალიანპაწუკაიყო <3
მაგარი გოგო ხარშეეენ <3

 


№2  offline მოდერი bibo

Am bachos miungrev im shter debil tavs chaekvexa aq gaulamazo unda cxviri xo mag ixvniskartas.tqvenze ki vgijdebi saswaui xar utkbilesi gogo shokoadi warmatebebii da aba shen ici shokolado tkbilo

 


№3  offline წევრი cancara

აუ ნიასადგილზე მიუნგრევდი სიფათს კაი მალე დადე

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent