შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მაგიაზე შეყვარებული 4


10-02-2016, 20:44
ავტორი gijka13
ნანახია 2 241

უკვე შებინდებული იყო როცა გაბრიელმა სახლში მიმიყვანა.
- მადლობთ მისტერ უცნაურობავ...
- რისთვის?
- საინტერესო გაკვეთილი იყო.
- ეს გაკვეთილის გაკვეთილი იყო.
- მიგიხვდით რასაც გულისხმობთ. დროებით...
- ალივი დერჩი.
უცნაურად დამემშვიდობა, მოტოციკლს მოაჯდა და წავიდა.
თავი საოცრად გაზრდილი და გაბრწყინებული მომეჩვენა, თითქოს დავსერიოზულდი და ცხოვრებას ვსწავლობდი. აქამდეც სერიოზული ვიყავი, მაგრამ ეს სიუჟმურეში უფრო გადამდიოდა.
სახლში შესვლისთანავე წინ შემეგება დედა.
- ლინდა, უკვე ორი დღეა სადღაც გადიხარ და არ მეუბნევი სად დადიხარ.
გამწყრალი ხმით დაიწყო ლაპარაკი.
- დე ნუ ნერვიულობ, ხომ იცი რომ შენი შვილი ჭკვიანია...
გავუღიმე, ცხვირზე ნაზად "წკლიპურტი" დავარტყი და ჩემი ოთახისკენ მიმავალი კიბეები ავირბინე.
ოხ როგორ მესიამოვნა საწოლის გრილი გადასაფარებლის შეხება. საწოლზე გულაღმა დავეცი და ფიქრი დავიწყე. ვფიქდობდი ყველაფერზე რაც დღეს მოხდა, გაბრიელის სიტყვებზე, უეცრად წარსული გამახსენდა... ის დრო როცა ყველას ვენდობოდი, ადვილად ვტყვილდებოდი, 14-15 წლის ასაკში მომხდარი ფაქტები... ჩვევად მქონდა ფიქრში შორს წასულს მომეძებნა ის მიზეზი, რამაც აქამდე მომიყვანა...
- აქ საიდან მოვედი...?
ხმამაღლა დავუსვი კითხვა ჩემს თავს.
გამეღიმა, საწოლიდან ავდექი და სააბაზანოში შევედი. ოხ როგორ მსიამოვნებდა გრილი წყლის შეხება. პირსახოცი მოვიხვიე და სააბაზანოდან გამოვედი, უეცრად შევკრთი. ჩემს ოთახში ვიღაც ინტერესით ათვალიერებდა კედელზე გაკრულ პოსტერებსა და ფოტოებს.
- თვენ?
ლამის შევიკივლე და პირსახოცი რაც შეიძებოდა მჭიდროდ დავიჭირე.
- უკაცრავად არ ვიცოდი თუ... ჯანდაბა..!!
გაბრიელიც დაიბნა, ჩემს ამ ფორმაში დანახვას არ ელოდა.
- იქნებ შებრუნდეთ.
- ხო რათქმაუნდა.
სწრაფად შებრუნდა.
-აქ რას აკთებთ? ან როგორ შემოხვედით?
- ფანჯარა ღია გაქვს.
- და ამოძვერით?
- რა მნიშვნელობა აქვს როგორ ამოვედი მთავარია აქ ვარ.
უხეშად მომაყარა სიტყვები.
- სხვა დროს გამაფრთხილეთ ხოლმე.
არც მე დამიკლია აგრესია.
- იქნებ ჩაიცვათ?
- თქვენ კარადასთან დგახართ, რაც იმას ნიშნავს რომ როგორმე უნდა მიმიშვათ ტანსაცმელი რომ გამოვიღო.
- ო ღმერთო აქ როგორ ეტევით?
ვაღიარებ პატარა სივრცე იყო ჩემს ოთახში, უფროსწორად ვიწრო. ნებისმიერ დროს შემეძლო დიდ ოთახში გადასვლა,მაგრამ მყუდრო და პატარა სივრცე მერჩივნა.
- აზრადაც არ მომსვლია, რომ ვიღაც შემოძვრებოდა ჩემს ოთახში, მე ნახევრად შიშველი ვიქნებოდი, ის კი კარადის კართან იდგებოდა სადაც ტანსაცმელია.
- თავხედო... მგონი დავიწყდა ვის ელაპარაკები.
- თქვენ.
წარბიც არ შემიხრია ისე ვუპასუხე.
- ხო და ნორმალურად მელაპარაკე მე ვიღაც არ ვარ...
- აბა რაღაც ხართ?
- ენას ნუ ატლიკინებ თორე.
- თორე რა?
როგორც ჩანს ძალიან გავაბრაზე, მომვარდა და ლამის პირში ჩამიძვრა ისე ახლოს დადგა...
- ენას ამოგგლეჯ...!
კბილების ღრჭიალით მომახალა პირდაპირ სახეში.
- თქვენ ჩემს ტერიტორიაზე ხართ..!
არც მე დავუთმე და თავი მაღლა ავწიე იმის აღსაღნიშნავად რომ უკან დახევას არ ვაპირებდი.
- თავი დახარე მოკვდავო, ადამიანებს სიამაყე და თავმოყვარეობა არ გაგაჩნიათ და ნუ ცდილობთ წარმოსახვით შეიქმნათ.
- როგორ ბედავთ ჩემთან ასე ლაპარაკს? მე პატივს გცემდით როგორც ჩემს მასწავლებელს აქამდე და არაფერს ვამბობდი მაგრამ ეს უკვე ზედმეტია, ჩემს ოთახში შემოძვერით, ნახევრად შიშველს მეჩხუბებით, ტანსაცმელთან მისვლასაც არ მაცლით და პრეტენზიები იქეთ გაქვთ?
- მე შენ აღარ გასწავლი.
- ძალიან კარგი...!!
საშინლად გავმწარდი, მაგრამ იმდენად ამაყი ვარ ჩემს პოზიციას არ დავთმობ თუ მართალი ვარ.
- ხო და კარგი..!!
დააზუსტა მანაც.
- მშვენიერია ვინმე სხვას ვიპოვნი. დარწმუნებული ვარ ნატალია მიმასწავლის ვინმეს, თუ არა და მაგების მეტი რაა...
- საქართველოში სულ ცხრაა, ექვსი შავი და სამი თეთრი, ამ სამიდან ერთ-ერთი მე ვარ, მეორე ჩემი და ელენა და მესამე დედაჩემი ეკატერინე, ვნახოთ ვინ გასწავლის.
ჯიბრით მომახალა.
- შავს ვისწავლი!
მაინც არ დავიხიე უკან.
- რაა? სატანისტი გინდა გახდე?
- საზღვარგარეთ მოვძებნი ვინმეს.
ვუარყავი სატანისტობა.
- წარმატებები.
- იქნებ კარადამდე მიმიშვათ?
- მიდი
ხმას დაუწია და გვერდის ავლა სცადა, თუმცა ჩემს გვერდით საწოლი იდგა და მხოლოდ ერთი ადამიანის გატევა შეიძლებოდა, გავეჭედეთ.
- დიდხანს იქნები ჩემზე აკრული?
ხმა უფრო გაუმკაცრდა.
- იცით.... მგონი გავეჭედე.
ძლივს ამოვიკნავლე.
- რა?
ხომ ხედავთ ჩემს გვერდით საწოლი დევს, ჰოდა ფეხს ვერ ვატევ.
- რა სულელი ხარ
გაკვირვებულად შემომხედა.
- ვახ ღმერთო ჩამო რა დამეხმარე აქედან გავეტიო და ამ დესპოტს გავუმკლავდე.
საწყალი სახე მივიღე და ჭერს დავუწყე ლაპარაკი.
- ვინ არის დესპოტი?
- თქვენ
ისევ არ დავტოვე პოზიცია.
- ლინდა...!!
კარების მეორე მხრიდან გაისმა დედაჩემის ხმა. ინსტიქტურად გაბრიელს პირზე ხელი ავაფარე.
- ხო დედა..!!
გავძახე.
- კარგად ხარ?
მკითხა მან
- კი დე...
- ვის ელაპარაკები?
ფუ რა ვთქვა ეხა... ჩავიბურტყუნე.
- სალის ტელეფონზე.
პირველი რაც მომაფიქრდა ის ვთქვი.
- შეიძლება შემოვიდე?
- არა დე შიშველი ვარ...
შეშინებულმა მივაძახე.
- როდის მერე გრცხვენია ჩემი?
არ ნებდებოდა დედა.
- დედა შიშველი ვარ საღამურს ჩავიცმევ და ვიძინებ მოხდა რამე?
- არა უბრალოდ ყვირილი მომესმა...
- არ ინერვიულო კარგად ვარ.
მთელი ამ ხნის განმავლობაში მისტერ უცნაურიბას პირიდან ხელი არ ჩამომიღია.
- კარგი, თუ რამე დაგჭირდა დამიძახე.
- კარგი დე მიყვარხარ.
ამოვისუნთქე.
- მეც მიყვარხარ.
დავრწმუნდი რომ დედა კარს მოშორდა, ნაბიჯების ხმა გავიგონე და ისედაც ვგრძნობდი, ამას მეექვსზე გრძნობას ვეძახდი. მისტერ უცნაურიბას პირიდან ხელი მოვაშორე და განთავისუფლება ვცადე, მაგრამ ამაოდ.
- უკვე დამღალე...
მომაბეზრებულად ჩაიფრუტუნა, ხელში ამიტაცა და წინ გადამსვა.
- მადლობთ.
უხეშად ავაკარი მადლობა.
- არაფრის.
- შებრუნდით, უნდა ჩავიცვა.
განმეორება არ დამჭირვებია, მაშინვე შებრუნდა.
მოკლე მკლავიანი მაისური ვიპოვე და გადავიცვი, ქვემოთ კი თხელი შორტი ამოვიცვი და თმა ავიკარი.
- ჩავიცვი, შეგიძლიათ მობრუნდეთ.
- მადლობა ღმერთს.
- ახლა მითხარით აქ რას აკეთებთ.
- ნატალიამ გაიგო რომ მოსწავლედ აგიყვანეთ.
- ახლა გაიგო? ეს ხომ თავიდანვე იცოდა?
- არა ვუთხარი არ ავიყვანთქო, ვიცოდი შენ გამოგიყენებდა რომ ჩემამდე მოსულიყო.
- ანუ?
- შენ უბრალო მარიონეტად იქცეოდი მის ხელში, მაგრამ საბედნიეროდ ელენამ დროულად დაინახა.
- თქვენმა დამ?
- კი, ის მომავალს ხედავს.
- მერე?
- უნდა დაგიცვა, მარტო ვერ დაგტოვებ.
- საჭირო არაა ვერ დამიმორჩლებს.
- საქმეც ესაა, ვერ დაგიმორჩილებს და მოგკლავს.
- მომკლავს?
გავოცდი მე.
- არ გაუჭირდება, მსხვერპლად შეგწირავს, მეექვსე უმანკო ქალწულად.
- რა იცის რომ...
- ქალწული ხარ? - პირველად გაიცინა, - ჩვენ ყველაფერი ვიცით.
მისი სიცილი საოცარი იყო.
ჯანდაბა ლინდა რა გემართება.

ვფიქრობდი მე... მოგწონს, გიყვარს თუ უბრალოდ გავლენის ქვეშ ექცევი... იმ მომენტში თავში ეს კითხვები მიტრიალებდა.
- კარგთ, მაგრამ...
- მაგრამ რა?
- სად დაიძინებთ?
რას ქვია სად დავიძინებ? საწოლზე რა თქმა უნდა.
- უკაცრავად?
- რამე მოხდა?
- მე სად წავიდე?
- ეგ ჩემი პრობლემა არ არის...
- მირჩევნია ვინმემ სასაფლაოზე წამათრიოს და მსხვერპლად შემწიროს ვიდრე ცუდად გამოვიძინო... ასე რომ შეგიძლიათ სახლში დაბრუნდეთ.
კატეგორიულად მოვუჭერი და საწოლში მოვთავსდი.
გაბრიელის მოქმედებას დაველოდე, მეგონა გაბრაზდებოდა და წავიდოდა, კი არ მეგონა დარწმუნებულიც ვიყავი. თურმე წინასწარი დასკვნებისგან თავი უნდა შეიკავო.
"რადაუნიხარ'' ხმით წარმოთქვა შემდეგი სიტყვები.
- იქნებ ცოტა ჩაიწიო?
საბნიდან თავი ამოვყავი, როგორც კი გაბრიელის სერიოზული სახე დავლანდე შეპასუხება ვერც გავბედე, იმწამსვე გავუნთავისუფლე ჩემს გვერდით ადგილი. კი არ წამოწვა დაჯდა. ფეხები ოდნავ აწია და საწოლზე დააწყო.
- იმედია კოშმარები არ მოგასვენებს, ღირსი ხარ.
მომაძახა გამწარებულმა.
მივხვდი რომ ეს უბრალო სიტყვები არ იყო, დამწყევლა. წარმოდგენაც კი არ მქონდა რა ძალა ჰქონდა მაგის წყევლას. მთელი ღამე ვერ მოვისვენე ცუდი სიზმრებისგან, მაგრამ ბოლოს უკვე საშინელება იყო. ბნელი ოთახის ცენტრში ვიდექი, უეცრად კარი გაიღო და იქედან შემოსულმა სინათლემ თვალი მომჭრა, ინსტიქტურად თვალებზე ხელი ავიფარე. როცა სინათლე გაქრა ხელები თვალებს მოვაშორე, სიბნელეში ძლივს გავარჩიე სილუეტი.
- გაუშვი...
რამდენჯერმე გამიმეორა მან.
- ვინ ?
ვეკითხებოდი მე, მაგრამ პასუხი ისევ იგივე იყო.
- გაუშვი...
უეცრად ყველა ჩემი მეგობრის ხმა გავიგონე, რომლებიც იმავე სიტყვას ამბობდნენ, მერე ორი უცხო ადამიანი ვამოჩნდა, სიზმარში ვიცოდი რომ ელენა და ეკატერინე იყვნენ, გაბრიელის და და დედა,
არ ვიცი საიდან, მაგრამ ვიცოდი, რომ ისინი იყვნენ, ისევ იმავე სიტყვას მიმეორებდნენ, მერე ყველამ ერთად დაიწყო ლაპარაკი, ყურებზე ხელები ავიფარე და ყვირილი დავიწყე შეეწყვიტათ და გაჩუმებულიყვნენ, მერე ვიგრძენი რომ ვიღაცამ ხელი დამავლო და მივყავდი, ფართხალი დავიწყე, თურმე რეალობაშიც ვკიოდი და ყურებზე ხელს ვიფარებდი, ხელი კი რომელსაც სიზმარში მივყავდი გაბრიელის ხელი იყო სინამდვილეში რომელსაც თავისკენ მივყავდი.
- სუ დაწყნარდი, ცუდი სიზმარი იყო, უბრალოდ სიზმარი...
მთელი ძალით მომხვია ხელები, მე კი შოკიდან ვერ ვთავისუფლდებოდი, ხელები ისევ ყურებზე მქონდა მიჭერილი.
- მაპატიე...
ხმადაბლა ჩამჩურჩულა ყურში, მაგრამ საშინელება იყო ის განცდები რასაც სიზმარში განვიცდიდი, დიდი ხანი დამჭირდა სიზმრიდან გამოსასვლელად, მალევე ჩამეძინა, საბედნიეროდ მეტი სიზმარი აღარ მინახავს.
დილით ადრე მზის სხივმა გამაღვიძა, გაბრიელი უკვე ფეხზე იყო და მძინარეს მიყურებდა.
- დილამშვიდობისა.
ოდნავ ჩახლეჩილი ხმით მივესალმე მასწავლებელს.
- რახან შენ თქვი ვსიო მშვიდობიანი დილა იქნება.
ისევ ირონია.
- მივდივართ სადმე?
- არ ვიცი, ხარ გასასვლელი?
- არა...
- ხო და ჩემთან წავიდეთ, უნდა გამოვიცვალო და მოვწესრიგდე.
- შეგიძლიათ წახვიდეთ მე კარგად ვიქნები.
- ვიცი შენ ბრიუს - ლი ხარ. მე შენი ჩრდილი ვარ დღეიდან, სამწუხაროდ მიწევს.
- ანუ?
- სანამ არ დავრწმუნდები რომ უსაფრთხოდ ხარ არ დაგტოვებ, ასე რომ ჩაიცვი და ჩემთან წავიდეთ.
- იქნებ შეყვარებული მინდა ვნახო? თქვენც უნდა გამომყვეთ? ან რა ვუთხრა ვინ არისთქო?
- სად გყავს შეყვარებული, შენ სასიყვარულო მაგიაც არ გიშველის, ვინმეს თუ დააშანტაჟებ თორემ...
- მაგიაში სიყვარული როგორ აღიქმება?
უაზრო კითხვა გამიჩნდა.
- ჩვენთვის ეს უბრალო შელოცვაა, რომლითაც სასურველს ვიმორჩილებთ, მაგრამ საპასუხო გრძნობის გაცემის უფლება არ გვაქვს, აკრძალულია ადამიანების შეყვარება, მხოლოდ მაგები მოგვყავს ცოლად.
- თუ საქართველოში სამი მაგია თეთრი, თქვენი და დედათქვენი და თქვენ, მაშინ თქვენი ცოლი...
- პარიზშია.
ჯანდაბა.!! რას ცდილობ ლინდა , საუკეთესო მაგი ჩაჭრა საუბარში? სულელი ხარ. გავიფიქრე მე.
- იქ მოგზაურობს?
- არა ჩვენ ყველანი პარიზში ვცხოვრობთ, დროებით ვარ აქ ჩემს დასთან და დედაჩემთან ერთად.
- გასაგებია.
- მოემზადე.
- კარგით.
ტანსაცმელი და პირსახოცი ავიღე, მომიწია საააბაზანოში გამოცვლა და მოწესრიგება, მოკლე, ტანზე მომდგარი, მაღალწელიანი შავი კაბა ჩავიცვი, თეთრი კედები და თეთრი ტოპი. თმა კოსად ავიწიე და გამოვედი.
- მე მზად ვარ.
- კარგი, მე ისევ ფანჯრიდან ჩავალ, შენ ჩვეულებრივ კარიდან.
- კარგით.
- ისე უფრო მოკლე ვერაფერი ნახე?
ახლაღა შენიშნა ჩემი კაბა და თითით მიანიშნა.
- დარწმუნებული ვარ პარიზში უფრო მოკლეებიც გაქვთ ნანახი.
- ეგ მართალია.



გამაკრიტიკეთ რა რო სტიმული მომეცეს რა ვქნა მიმაჩვია მისტერ უცნაურობამ კრიტიკას



№1 სტუმარი Tiko

მაგარია ძალიან გააგრძელე ,თავებიც გაზარდე..მალე დადე ხოლმე რა ველოდებიი

 


№2 სტუმარი sandra

vaime es ramagari ragaca au mec minda sheileba ragac gkitxo es sinamdvileshi moxda ar gadamrioo vaime ramagaria sityvebi ar myofnis dzan magaria gagdzele sul moutqmelad gelodebi male dade ra gyxov es sgeni maswi ki magari vigaca raa auf egre ro misurvos vinmem cudi sizmrebi cudada chemi saqme kargi xar gagdzele

 


№3  offline წევრი gijka13

sandra
vaime es ramagari ragaca au mec minda sheileba ragac gkitxo es sinamdvileshi moxda ar gadamrioo vaime ramagaria sityvebi ar myofnis dzan magaria gagdzele sul moutqmelad gelodebi male dade ra gyxov es sgeni maswi ki magari vigaca raa auf egre ro misurvos vinmem cudi sizmrebi cudada chemi saqme kargi xar gagdzele
umetesoba simartlea ki wink

 


№4 სტუმარი A

Au ra gagakritiko roca dzalian sainteresoa? Es gabrielic rogori damaintrigebeli da sainteresoa....

 


№5 სტუმარი Lanuka lanu

Au kai iyo dzn mo ewona.maswo asworebs dzn.mokled kaia da gaagrdzele

 


№6 სტუმარი parker

ოჰ გაბრიელ უკვე როგორ მიყვარხარ. და ეს დიალოგი :თავხედი ხარ -მადლობა ვგიჟდები ისე მომწონს ძალიან მაგარია გააგრძელე გთხოვ და თან მალე

 


№7  offline წევრი gijka13

parker
ოჰ გაბრიელ უკვე როგორ მიყვარხარ. და ეს დიალოგი :თავხედი ხარ -მადლობა ვგიჟდები ისე მომწონს ძალიან მაგარია გააგრძელე გთხოვ და თან მალე

აბა მე მკითხეთ თუ მომწონდა wink

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent