შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ეშმაკი და ანგელოზი ოცდამეორე თავი


10-02-2016, 23:20
ავტორი სალი-სალი
ნანახია 2 998

რა საშინელი შეგრძნებაა როდესაც არ იცი როგორ მოიქცე.ამდენი ხნის განმავლობაში მაინც ვერ გავიზარდე და მიჭირს რეალობის აღქმა.დროდადრო ჩემს საქციელში ეჭვი მეპარება თუმცა გონება მაშინვე საპირისპიროს მიმტკიცებს ჩემთავ ვეჩხუბები და ბოლოს ეს ყველაფერი ნერვების ფასად მიჯდება.ყოველღამით თავს დამტრიალებენ ფიქები და გონებით სულ დანიელისკენ ვარ.ჩემი ტყუილი ძალიან ცუდი საქციელია თუმცა რა მექნა სხვა გზა არ მქონდა მასაც რომ ცოდნოდა ეს ყველაფერი ჩემთან ერთად წამოვიდოდა და წელიწადნახევარი დაიტანჯებოდა მაშინ მე თვითონაც არ ვიცოდი მოვკვდებოდი თუ ვიცოცხლებდი იმდენად რთულად იყო ყველაფერი ამიტომ ვერ გავწირე ასეთი საშინელი ტკივილისთვი.
-ამორა ჩემთან.ტელეფონზე ესემესი მომივიდა მარისგან იყო.
-კაი ჩავიცმევ და წამოვალ.ტანსაცმელი ჩავიცვი და მისაღებში გავედი.-მარისთან მივდივარ.ხმამაღლა გავძახე მოხარხარე ბიჭბს და კარისკენ წავედი.
-რაღადროს მარისთან წასვლაა ღამის 10 საათია ხვალ წადი.თავი გადმოყო დემეტრემ.
-დღეს იქ დავრჩები.ჩანთა მხარზე გადავიკიდე და სახლიდან წამოვედი.ავტომობილში ჩავჯექი და მარისთან წავედი.15 წუთში უკვე მის საძინებელში ვისხედით და გიორგის გამოხტომებს განვიხილავდით.
-კიდე კაი ამოხვედი თორე ამომივარდებოდა და შემჭამდა მარტო რომ დამიგულებდა სახლში.ლოგინზე წამოგორებული თავისი ფეხები ჩემსაზე ჰქონდა გადაწყობილი და შორტის ღილებს პატარა ბავშვივით ათამაშებდა.
-როცა მოგინდეს დამიძახე და აღარ შგჭამს.თმის ნაწილი ავიღე და დაწვნა დავუწყე.
-ახლა სერიოზულად.საწოლზე წამოჯდა და ფეხები მოკეცა.-ელის რატო არაფერს ეუბნები დანიელს?.საწალი თვალებით შემომხედა და ჩემს აცრემლიანებულ თვალებს რომ გადააწყდა თავი დაბლა ჩახარა.-კაი ბოდიში არ უნდა მეკითხა.
-არა ოდესმე ხომ მომიწევდა ამაზე საუბარი.საწოლის საზურგეს მივეყრდენი და ფანჯარას გავხედე.წვიმდა ,ოღონდ ძალიან წვრილად, ტროტუარებს ოდნავ თუ ასველებდა, ფანჯარა კი გაღებული იყო და საოცარი სუნი ნერნარით დატრიალებდა ოთახში. ეს ის დრო იყო როცა უნდა მომეყოლა.-მოკლედ ანემია გენეტიკური ყოფილა ამიტომ ბევრი გამოკვლევების შედეგად მითხრეს რომ შესაძლებელი იქნება ჩემს შვილს ზუსტად ჩემნაირად დაემართოს თუმცა ეს ყველაფერი დაბადებიდან რამოდენიმე წელიწადში გამომჟავნდება და საქმე უფრო რთულად იქნება ვიდრე ჩემს შემთხევაში იყო.თვალებიდან წამოსულმა მარილიანმა წყალმა უმალვე გაიკვალა გზა აწითლებულ ღაწვებზე და სახე სულ მთლიანად დამისველა.
-ანუ შენ თუ შვილი გეყოლება მასაც ანემია ექნება?.
-ხო შესაძლოა ზუსტად არ ვიცი მაგრამ ამის ალბათობა ძალიან დიდია.ცრემლები ხელის გულებით მოვიწმინდე და ბალიშში თავი ჩავრგე.
-მაინცდამაინც შენ რატომ დაგემართა.გვერით მომიწვა სახე ამაწევინა გულზე დამადებინა და ჩემთან ერთად აქვითინდა.
-მითხარი ახლა რა გავაკეთო? რაღათ მინდა სიცოცხლე ვერც შვილები მეყოლება და ვერც საყვარელი მამაკაცი.
-ამ ცხოვრების დედა ვატირე მე რაა.მარიმ რომ ვეღარ მოითმინა შეიკურთხა და თმაზე ფერება დამიწყო.
-ერთი კვირაა ჩემთან ერთად ცხოვრობს და ყოველ მის დანახვაზე ვკვდები ახლა კიდევ 1 კვირა რა გაძლებს.
-ჩემთან გადმოდი, რამდენი ხანიც გინდა იმდენი ხანი იყავი და საერთოდ რათ გინდოდა ის ბინა აქ ვერ იცხოვრებდი?.ვითომ გაბრაზებულმა შემომიბღვირა.
-ცოტახნით მარტო ყოფნა მინდოდა.
-ვაიმე მთელი 3 წელი მარტო იყავი ერთადერთი დემე გყავდა და გეყოს რა.აახლა ნაწყენმა ჩაიბუტბუტა და ლოყები დამიკოცნა.
-კაი მაშინ.ემბრიონივით მოვიკუნტე და თავი მუცელზე დავადე.


*************************

როგორც იქნა დანიელმა დემე სახლში მარტო მოიგულა. გვერდით მიუჯდა და დიდხანს უყურა. დემე არ იმჩნევდა მის ასეთ მზერას და ცდილობდა ფეხბურთისთვის თვალი არც კი მოეშორებინა.ხვდებოდა რომ დანიელს ის კითხვა უტრიალებდა თავში რაც ერთი კვირის წინ უნდა დაესვა და ვერ გაბედა.
-დემე შენთან საქმე მაქვს.მკაცრი ხმით ჩაილაპარაკა დანიელმა და ყურადღება ტელევიზორისკენ გადაიტანა.
-მოიცა ჯერ დამთავრდეს ეს.ხელი არხეინად აუქნია ძმაკაცმა და ლუდს დაწვდა.
-ეს არ მოიცდის.კისერი ოდნავ გაატკაცუნა და წინ გადმოიხარა.
-აუ მაცა რაა შენც ხო გინდოდა ამ თამაშის ყურება ხოდა უყურე.ხელი ტელევიზორისკენ გაიშვირა და მდივანზე გადაწვა.
-ა*რაკებ.ხელი პულტს დაავლო და გამორთვის ღილაკს დააჭირა.
-რაშვები გოლი უნდა გაეტანათ.ფეხზე წამოხტა და პულტის წართმევა ცადა.
-დაჯექი და მომისმინე.ხელისკვით დააჯინა სავარძელზე და მერე თვითონაც მოკალათდა.
-აბა რაგინდა?! იცოდე რამე უაზრობა რომ იყოს ვერ გადამირჩები.თითისქნევით დაემუქრა მეგობარს და ხელები ნერვიულად ახლართა.
-ელისაბედი!.ეს თქვა და თვალები სულ ერთიანად აუგიზგიზდა.-სიმართლის გაგება მინდა.წარბები მოჭმუხნა და ისე გადახედა.
-რა სიმართლე თავი რამესთვის ხო არ მიგირტყავს.არხეინად გადაიხარხარა თუმცა გულში ნერვიულობისგან რეები ხდებოდა კაცი შვილმა არ იცოდა.
-მე არ მეცინება! ახლავე მომიყვები სიმართლეს! რატომ წავიდა ელისაბედი და რისგან ვერ განიკურნა?!.ხელი მაგიდას დაცხო მეტი სიმკაცრე რომ გამოეხატა.
-შენ შიგნეულობა ხო არ გეწვის? ხო გითხრა არა რატომაც წავიდა? ხოდა მორჩი მაგ *ირობას რა.სახე უცებ დაალაგა და დანიელის გაცეცხლებულ სახეს რომ გადააწყდა სიკვდილი ინატრა.
-შენ ვინმეში ხომ არ გეშნები ყველაფერს ვამჩნევ დებილი არ ვარ.
-მერე მაგას ვინ ამბობს რომ დებილი ხარ.
-დემე სიმართლე მითხარი გესმის სიმართლე რატომ წახვედით შენ და ელისაბედი რატომ.ფეხზე წამოხტა და ძმაკაციც წამოახტუნა საყელოზე ხელი წაავლო და კედელზე ააკრა.
-დარწმუნებული ხარ რომ სიმართლის მოსმენა გინდა?.დანიელს ხელი სახეზე მოკიდე შუბლი თავის შუბლზე მიადებინა და ხმამაღლა დაუყვირა.
-მოყევი.დიდხნიანი პაუზის შემდეგ სიჩუმდე დაარღვია.-მოყევიმეთქი!.ცხოველივით დაიღრიალა და ხელში პულტი აათამაშა.
-ანემია, ელისაბედის მემკვიდრული ჰემოლიზური ანემია აღმოაჩნდა, კვდებოდა გესმის კვდებოდა ექიმებს იმედები აღარ ქონდათ განადგურებული იყო, გერმანიაში ამიტომ მოგვიწია წასვლა, წელიწადნახევარი მკურნალობდა.მშვიდი ხმით საუბრობდა ჭედია და დანიელის განადგურებულ სახის დანახვისას თვითონვე უღებდა ბოლოს კაცურ სტერეოტიპს.
-მე რატომ არ მითხარით.სიმშვიდე შინარჩუნა თუმცა სადაცაა აფეთქდებოდა.
-ელისაბედმა გადაწვიტა რომ შენთვის არაფერი გვეთქვა.
-რატომ? გამაგებინე რატომ?.ხმაში ნელნელა ურევდა სიმკაცრეს და ჭიქას ხელს უჭერდა.
-არუნდოდა დაეტანჯე.ნაღვლიანმა ჩაილაპარაკა და თავი დაბლა დახარა.
-დავეტანჯე?.ცინიკურად გადაიხარხარა.-დავეტანჯე არა? იცი მაგის გარეშე ვაფშე რა *ირობებს ვაკეთებდი? ასე უფრო დავიტანჯე!.
-დაწყნარდი და ნუ ფეთქდები.
-რასქვია ნუ ვფეთქდები, იცი საერთოდ რა საშინელი დღეები თვეები და წლები გამოვიარე? და ამ ყველაფერს ამდენი ხნის მერე ვიგებ შენგან.ჭიქა კედელზე მიახეთქა და ბოლთის ცემა დაიწყო.
-შენ რა გგონია ელისაბედმა კარგი დღეები გამოიარა? გამაგებინე? სიკვდილს ებრძვოდა შენი დატანჯვა არ უნდოდა და ამიტომ არ გითხრა, ყოველდღე ყოველ წუთას სულ შენზე ფიქრობდა შენ გახსენებდა თუმცა არ შეეძლო, არ გიკვირს საერთოდ ფეხზე როგორ დგას? მე მიკვირს ამდენი რამე გამოიარა ამ პატარა გოგომ და ეხლაც მყარად დგას ფეხზე, განა მართლა არ უყვარდი? უყვარდი დიახაც და ახლაც უყვარხარ სიცოცხლეს ურჩევნიხარ მაგრამ ამის გამო ვერ გაგიმეტა იცი საერთოდ რა ტკივილი გამოიარა? ამის ნახევარიც კი არ გაქვს შენ გამოვლილი, ამას იმიტომ არ ვამბობ რომ ჩემი დეიდაშვილია ამას იმიტომ ვამბობ რომ მთლი ცხოვრებაა ვიცნობ, ჯერ კოკა მერე მშობლები მერე შენ კიდევ ეს დაავადება და ისევ შენ და ეს რის გამო მოუვიდა იცი? მას შეუყვარდა შენ შუყვარდი კოკაც უყვარდა და მშობლებიც ანემია კი მისი სასჯელი იყო სასჯელი იმისა რომ გულუბრყვილო ბავშვი იყო, რა დააშავა? არაფერი ჭიანჭველასაც ვერ ადგავდა ფეხს და სწორედ ესაა მისი შეცდომა ყველა და ყველაფერი ფეხებზე რომ დაეკიდა ასე აღარ იქნებოდა გესმის მაინც ვინ არის? გესმის მაინც რა ადამიანია? და ახლა იმაზე ბრაზომ რომ მისი საშინელი ტკივილი არ გაგიზიარა არ ვიცი მას რა დავარქვა რა ადამიანია არ ვიცი.ასეთი დემეტრე არავის ენახა ყველაფერი რაც გულში ქონდა ერთიანად ამოიღო და მას ცრემლებიც დააყოლა. მისთვი ყველაზე ძვირფასი ადამიანის შესახებ ის ილაპარაკა რაც ამდენი ხნის განმავლობაში უნდა ეთქვა.
-ანგელოზია.ძალაგამოცლილმა დანიელმა თავისთვის ამოიოხრა და თავი ხელებში ჩარგო.-ის ადამიანი კი არა ანგელოზია.გიჟივით ერთიდაიგივეს იმეორებდა და თავს ხელებში ნერვიულად ათამაშბდა.-უნდა ვნახო!.თავში იდეამ რომ დაარტყა დენდარტყმულივით წამოხტა და სახლიდან გიჟივით გავარდა.დემეტრეც უკან აედევნა და ტელეფონით ელისაბედს შეატყობინა რომ დანიელმა ყველაფერი გაიგო და მასთან მიდიოდა.


*********************
დემეტრესგან შეტყობინება რომ მომივიდა გაოცებისგან კინაღამ გული წამივიდა. დილის 6 საათი იყო გამთენიისხანი. საოცარი სიმსუბუქე ვიგრძენი როცა გავიგე რომ დანიელმა ყველაფერი გაიგო თუმცა არა ტანში ერთიანად დამცრა რა უნდა მეთქვა მისთვის რა უნდა გამეკეთებინა თვალებში როგორ ჩამეხედა. ფეხზე წამოვხტი ტანსაცმელი ჩავიცვი და აივანზე გავიხედე.
-რამოხვდა ელის?.უკან მთქნარებით გამომყვა მარი და მხარზე ხელი დამადო.
-გაიგო ყველაფერი გაიგო.თავი რკინის მოაჯირს დავადე და ქვედა ტუჩი კბილებს შორის მოვიქციე.
-რა? ვინ უთხრა?.სახე ამაწევინა და თვალებში ჩამაჩერდა.
-დემემ უთხრა.
-და ახლა?.
-არ შემიძლია ის ნორმალურ შვილებს და ოჯახს იმსახურებს და არა ჩემნაირ ავადმყოფს.ფეხისკვით გავაღე კარი და კიბეები ჩავირბინე ეზოში უნდა გავსულიყავი როცა წინ დანიელი ამესვეტა ხელები ძლიერად მომხვია და ყელში სველი კოცნა დამიტოვა.ხელი ვკარი და უკან რამოდენიმე ნაბიჯი გადავდგი.
-ელის ყველაფერი გავიგე.სახე დაასერიოზულა და დოინჯი შემოირტყა.
-ვიცი.აკანკალებული კიბის მოაჯირს ავეზუტე და ხელები უკან გავწიე.
-უნდა გეთქვა.
-არ უნდა მეთქვა.
-კიდე ამას ამბობ? სულ გაგიჟდი? უნდა გეთქვა ელის უნდა მოგეყოლა ერთად გავუმკლავდებოდით ყველაფერს მაგრამ შენ დამიმალე, იცი როგორ მეტკინა გული დემემ ყველაფერი რომ მომიყვა? იცი მაინც მთელი 3 წელი რა მემართებოდა? ჩემთვის ყველაფერი უნდა გეთქვა მეც წამოგყვებოდი და...გაბრაზებული ხელებს იქით-აქეთ იშენდა და სახლში სულ მისი ყვირილის ხმა ისმოდა.
-და რა? მითხარი რა?.სიტყვა გავაწყვეტინე და ახლა მე დავუწყე ყვირილი.-რაიქნებოდა? მოვკვდებოდი ან ვიცოცხლებდი შენ კი ყველაფერს დაგაკარგვინებდი, ბავშვები ვიყავით გესმის ბავშვები ყველაფერს თავს დაანებებდი და ჩემთან წამოხვიდოდი? ბოლოს რა შეგრჩებოდა რომ მომვკვდარიყავი? ამისთვის არ მემეტებოდი ვერ გაგიმეტე მთელი წელიწადნახევარი ჩემს გვერდით ყოფილიყავი ღამეები გეთენებინა და ექიმებს იმედები არ მოეცათ ამით ხომ მთელ შენს ცხოვრებას დავანგრევდი შენც გაგანადგურებდი და მეც მოვკვდებოდი, რატომ არ გესმის? რატომ არავის არ გესმით ეს რატომ გავაკეთე რატომ?.ძალაგამოცლილი ჩავიკეცე და თავი ხელებში ჩავრგე.
-შენთანერთად მეც მოვკვდებოდი, შენთანერთად სიკვდილი მირჩვნია უშენოდ ცხოვრებას.ჩემს წინ ჩაიკუზა და ცრემლები მომწმინდა.
-ხედავ? აი ამიტომ არ გითხარი მინდოდა რომ გეცოცხლა და შენ ახლა ცოცხალი ხარ.
-ახლა ხომ შგვიძლია ისევ ერთად ვიყოთ ისევ გვიყვარდეს ერთმანეთი.
-არა! მარტო ეს არ არის დემე არ გითქვამს?.დემეტრეს ავხედე და მანაც თავი გააქნია.
-რა უნდა გეთქვა?.დიდიხანი დუმდა ყველა რამაც დანიელის გაღიზიანება გამოიწვია.-ვინმე მეტყვის რა უნდა ეთქვა ჩემთვის დემეტრეს?.მოთმინების ფიალა რომ ამოეწურა თავისებურად შეჰყვირა და სახლს ბზარიც კი გაუჩინა.
-ელისაბედს თუ შვილი ეყოლება ისიც მისნაირი იქნება მასაც ანემია ექნება ამის დიდი შანსები არსებობს.დემემ ხმა რომ ვეღარ ამოიღო ყველაფერი მარიმ თქვა და წამომაყენა.
-არმჯერა! ისევ რაღაცას მატყუებთ.გაგიჟებულმა გადაიხარხარა და ისტერიულად დაიწყო იქით-აქეთ სიარული.
-ასეა მარი მართალს ამბობს.დაუდასტურა ჩემმა დეიდაშვილმაც და მე გადმომხედა თვალზე მომდგარი ცრემლები მოიწმინდა შემდეგ კი დანიელს დაკრა ხელი მხარზე.მინდოდა იმ წუთას რამე დამმართნოდა გავმქრალიყავი მიწას ჩავეთრიე ან კიდევ საერთოდ მომკვდარიყავი, ამდენის მოთმენა აღარ შემეძლო ეს უკვე მეტისმეტი იყო თავს უფლება მივეცი ყველაფერი გამეკეთებინა რაც ჩემს დამშვიდებას გამოიწვევდა და ამიტომ წამებში გავვარდი გარეთ მანქანაში ჩავჯექი და გაზს ფეხი მივაჭირე.არ ვიცოდი სად მივდიოდი უბრალოდ მინდოდა აქაურობას გავცლოდი სადმე მარტო ვყოფილიყავი და მთელი ხმით მეყვირა.გული ათასნაწილად მეფლითებოდა საშინლად მტკიოდა, ეს კი ისეთი გაუსაძლისი იყო სიტყვებითაც ვერ ავღწეერ.მინდოდა გრძნობები გამეთიშა და საერთოდ არაფერზე მეფიქრა. მინდოდა ყველა და ყველაფერი დამევიწყებინა მაგრამ არ გამომდიოდა. ხელებს საჭეს ვურტყავდი და ჩემი ტელეფონის ზარს გულში ვწყევლიდი უკვე იმდენჯერ გაიჟღერა ყურში საშინლად მხვდებოდა. მეზიზღებოდა ირგვლივ ყველაფერი, ჩემი თავი მეზიზღებოდა ასეთი რომ გავჩნდი. ჩემს დაბადებას ვწყევლიდი და რაც შემეძლო ჩქარა მივქროდი. მხოლოდ სატანჯველად დავიბადე ღმერთმა რაც კი რისხვა გაიმეტა სუყველა მე დამაბრქვია. მაგრამ რატომ? ამაზე პასუხი არ მაქვს რატომ? რისთვის? მაგამ ახლა ეს აღარ მანაღვლებდა.თვალებიდან ვერაფერს ვხედავდი გონება სულ დაბინდული მქონდა.ბოლოს რაც მახსოვს საშინელი ტკივილი იყო, მთელს სხეულზე იყო მოდებული და განსაკუთრებით თავზე.ტელეფონი ისევ რეკავდა, დასისხლიანებული ხელი ბრთხილად გადავუსვი ეკრანს და ერთი ამოვიკრუსუნე „მიშველეთ“.


ესეც ახალი თავი ჩემო ტკბილებო და გემრიელებო.. ისე მახარებს თქვენი კომეტანრები ნეტა იცოდეთ.. საუკეთესოები მყავხართ.. მომიტევეთ შეცდომები მეტის დაწერა ვეღარ მოვახერხე სწავლის გადამკიდე... მიყვარხართ ძალიან ძალიან...



№1 სტუმარი darina

Dzlivs ar gaigo danielma simartle, acadon am bichs iqneb da ra unda, ras garboda es suleli gogo, isev sakutar tavs avno.

 


№2  offline წევრი natia-natia

აუ არ დააგვიანო რა

 


№3 სტუმარი Lanuka lanu

Dzliiivs ar gaige danielma magram rogor shemecoda masac rogor uyvars.dzan guli damwyda emociuri tavi iyo.mokled dzn magari da sayvareli xar.kidev getyvi rom kargad wer.veli shemdeg tavs :*

 


№4  offline წევრი სალი-სალი

darina
Dzlivs ar gaigo danielma simartle, acadon am bichs iqneb da ra unda, ras garboda es suleli gogo, isev sakutar tavs avno.

მადლობ რომ განიხილავ <3
<3
natia-natia
აუ არ დააგვიანო რა

ყველანაირად შევეცდები <3
Lanuka lanu
Dzliiivs ar gaige danielma magram rogor shemecoda masac rogor uyvars.dzan guli damwyda emociuri tavi iyo.mokled dzn magari da sayvareli xar.kidev getyvi rom kargad wer.veli shemdeg tavs :*

მმ.. ყველაზე ტკბილო მადლობა ჩემო საყვარელო სულ რომ მამხნევებ და სტიმულს მაძლევ შემდეგი თავი აუცილებლად დაიდება <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent