16 ივლისი (ნაწილი მეოთხე)
კიდევ დიდ ხანს ვიჯექი იქ და მეღიმებოდა. მერე ლანასთან ავედი.რაღაც ფილმი ჩართო და ჩამეძინა.გაბრაზდა და მეჩხუბა. -აუშენთან ერთად აღარასდროს აღარ ვნახავ ფილმს. -კარგი რა,ხელს ხომ არ გიშლიდი რატო შემჭამე. -ნახე რა,კიდევ აქეთ აქვს პრეტენზია! ხვრინავდი. სიცილი ამიტყდა. -ცუდად ვარ. ჩავიკეცე და ვიცინოდი ბოლო ხმაზე. მერე ლანამაც დაიწყი სიცილი და აი ასე რამდენი წუთი გაგრძელდა არ ვიცი. ტელეფონზე ზარი და ნიკუშა. -ლანა მოკეტე,ნიკუშა რეკავს. -აუ,გათიშავ და გაგაცლი თავს. -ჩუ. ვუპასუხე. -გისმენ. -დედას შევურიგდი და სად ხარ მინდა გნახო. -ლანასთან ვარ,გამოვალ ახლა. -სად გნახო? -რავი სად გინდა? -ისევ იქ. -კარგი. ლანასგან წამოვედი,სადარბაზოში ვიყავი ვიღაცამ მხარზე ხელი დამადო. მივბრუნდი და ლამის გავგიჟდი. -ელენე გააფრინე?გამისკდა გული! -აუ ბევრი ლაპარაკის თავი არ მაქვს,მოკლედ,ნიკუშას შეეშვები. -უკაცრავად? -არ უნდა უკაცრავად და ბევრი ლაპარაკი. ვიღაც ბიჭი გამოჩნდა. -კიდე გაგიმეორო თუ მოეშვები მაგ სირს? -არავის საქმე არაა მე ვის შევხვდები და ვის არა,ასე რომ შეგიძლია დამანებო თავი,ტყუილა ცდილობ. ახლოს მოიწია. -შენ ვერ გაიგე რა ვთქვი?! -ვერ გავიგე,გამატარე ახლა მეჩქარება. წასვლა ვცადე და ქურთუკზე მომქაჩა. -აი,ამას მწარედ ინანებ. ყურში ჩამჩურჩულა,არ მიმიხედავს.გზა გავაგრძელე. ნიკუშა უკვე მელოდებოდა.მთელი გზა იმაზე ვფიქრობდი ვინ იყო ის ბიჭი,ან საერთოდ ელენეც რატომ მთხოვდა რომ თავი დამენებებინა მისთვის. -მარიამოოოოოოო! არანორმალურივით მომვარდა და ჩამეხუტა. -ნელა,მეტკინა. -ბოდიში. -შეურიგდი დედას? -კი და მითხრა სად მიდიხარო,რომ მოვდიოდი და მოვუყევი შენზე,ვუთხარი მარიამს უნდა ვუთხრა გაუხარდებათქო. გავუღიმე და ჩავეხუტე. ვერ ვეშვებოდი იმაზე ფიქრს რაც პადიეზდში მოხდა. -მარიამო რაზე ფიქრობ? -რა?ა არაფერზე. -ფიქრობ. -არა. -მითხარი. -არაფერი ნიკა,ვსო რას შვები სხვა? -მარიამ მითხარი. თვალებში შემომხედა. თითქოს რაღაცაზე იყო გარბაზებული. -რომ მოვდიოდი. -გისმენ. -ელენე და ვიღაც ბიჭი იყვნენ პადიეზდში. -რა მოხდა? -ელენემ ნიკუშას შეეშვიო და მერე იმ ბიჭმაც იგივე მითხრა,არათქო და ინანებო და წავიდნენ. -ვინები იყვნენ? -არ ვიცი,სახეც ვერ დავინახე. -შეგეშინდა? -რისი უნდა შემშინებოდა? -რავი. -არ შემშინებია,უბრალოდ ვნერვიულობ. -ვერაფერს დაგიშავებენ. -ჩემზე არა,შენზე ვნერვიულობ. -ვერც მე დამიშავებენ ვერაფერს. -ასეთი დარწმუნებული რატომ ხარ ყველაფერში ნიკა? -იმიტომ,რომ ვიცი ვინ იყო ის ბიჭი და რატოც მოვიდა შენთან,ასე რომ მოხვდებათ ამის გამო. -არა,მოიცა. -რა მოიცა? -რას აპირებ? გამიღიმა და თავზე მაკოცა. ყურშიი ჩამჩურჩულა. -ბოდიშს მოვახდევინებ შენი შეწუხებისთვის. -ნიკა მოიცა. გაბრუნდა და წავიდა,აღარაფერი არ უთქვამს. ტირილი დავიწყე და ლანას დავურეკე. -ლანა... -რა ხმა გაქვს? -მოდი რა,პარკში გელოდები,მალე მოდი გთხოვ. დაახლოებით 10 წუთში ლანა და ვიკო გიჟებივით მოცვივდნენ. -რა მოხდა? მოვუყევი ყველაფერი.ვიკო გაგიჟებული დადიოდა. იმუქრებოდა,ილანძღებოდა.ძალიან გაბრაზებილი იყო. -ნიკუშას ნომერი მომე. -ვიკო არა.ერთი სანერვიულო მაქვს და აღარ მინდა შენზეც ვინერვიულო. -მარიამ ნიკუშას ნომერი მომეცი. საბოლოოდ იმდენი ქნა,რომ ტელეფონი წამართვა და თავისით მოძებნა ნომერი და იქამდე არ დამიბრუნა სანამ არ ჩაიწერა და ცხრაჯერ არ გადაამოწმა სისწორე. თან ვნერვიულობდი,თან გაბრაზებული ვიყავი მაგრამ არ ვიცოდი რაზე.ძალიან ცუდად ვიყავი და ერთადერთი რაც მინდოდა იმ წამს იყო ბოლო ხმაზე ყვირილი. ლანამ სახლში ამიყვანა და ცოტახანში ვიკოც მოვიდა. -ვიკო რა ხდება მითხარი. -არაფერი. მერე ლანას ანიშნა გამოდიო,შევამჩნიე მაგრამ არ შემიმჩნევია. -წყალზე გავალ კაი? -მიდი. ლანა გავიდა თუ არა,უკან გავყევი ჩუმად. -ნიკუშამ იმ ტიპს მოვკლავო,ვერაფრით ვერ გადავათქმევინე. -რას ქვია მოვკლავო? -აი რასაც ქვია,იარაღი მანახა. -რა?ღადაობ? -ლანა ვგავარ დებილს,რომ ესეთ სიტუაციაში მეცინებოდეს? -რა ვუთხრათ მარიამს? -არაფერი,რა უნდა უთხრა ხო არ ეტყვი ბიჭი რომელიც გიყვარს მკვლელობას გეგმავსთქო. -არ მოკლავს. -სიკვდილამდე მიიყვანს,სცემს და ისე მიაგდებს სადმე,მოკვდება. არ მოისვენებს ეგ იქამდე სანამ თავისას არ მიაღწევს,შენ ამას ყურადღება მიაქციე გარეთ არ გავიდეს. -და სკოლა? -მთელი წელი გასართობად დადიხართ და ეხლა მოგინდათ გოგო სკოლა?!-ექსტერნებს შენ ჩამიბარებ თუ ნიკუშა?? -ექსტერნების დედაც მოვტყან,შედი ეხლა ოთახში რამე არ იეჭვოს. გავედი,უკვე დამალვა მართლა აღარ შემეძლო. -ხო არააა?! -გვისმენდი? -ხო ვიკო,გაგიკვირდა? -მარიამ. ლანა გაჩუმდი. -არ გაჩუმდება. -ვერ გავიგე?! -რა ვერ გაიგე?ოთახში შედი,ლანაც შენთან დარჩება,ზაზასთან მე მოვაგვარებ.ნანა დეიდასაც მე დაველაპარაკები. -ვიკო ცერცვაძევ! შენ ვერ გადამიწყვიტავ რა ვქნა!გასაგებია?! ბოლო ხმაზე ვიღრიალე,ლანა მომვარდა,ალბათ რაღაცას დავლეწავდი მესიჯი რომ არ მომსვლოდა ტელეფონზე. ნიკუშა- "shens sadarbazostan var gamodi gelodebi". რაღაც იყვირა ვიკომ,მაგრამ არ გამიგია არაფერი ისე გავვარდი და ლამის დავგორდი ისე ჩავირბინე 8სართული. ნიკუშა ხესთან იდგა. სახეზე ფერი არ ედო. -რა გჭირს? -მარიამო. ლოყაზე მომეფერა. თვალები აწითლებული ჰქონდა. -დალიე თუ? გაეღიმა. შემომხედა. -თუ. სიცილი აუტყდა,ცრემლები ისე გადმომცვივდა დათვლაც შეუძლებელი იყო,იქვე დავჯექი და ვტიროდი. მომიახლოვდა და მხარზე ხელი მომხვია. -მარიამო რატომ ხარ შენ ასეთი? -გეყოფა. -რა მეყოფა? -ეს ყველაფერი. -რატომ? -გამიშვი,სახლში მინდა. -ჩემგან მირბიხარ ტო? ძლივს ლაპარაკობდა! მეზიზღებოდა იმ ის წუთები,ის წამები! -გამიშვი ნიკუშა! -არა დაიცა. სახლში არ ავსულვარ. გავიქეცი და მთელი დღე დავბოდიალობდი აქეთ-იქით. ბოლოს მამას მივაკითხე სამსახურში,ნამტირალევი რომ დამინახა ზაზამ ლამის გაგიჟდა.მთელი შენობა აწია ჰაერში ჩემი შვილი ტირისო. სახლში წამოვედით,ლანა და ვიკო იქ მელოდებოდნენ.მივვარდი ლანას და ჩავეხუტე. -მაპატიე,ზედმეტი მომივიდა. ვიკომ ხელი მომხვია და შემომხედა. -არაუშავს ვიკო,მეც მომივიდა ზედმეტი მაპატიე. -ჩემი მარიამი! -ხო იცი ძალიან მიყვარხარ. -მეც მიყვარხარ. ოთახში შევედით და ნანა შემოვარდა ყვირილით. -მარიამ იმნაძევ მოგკლავ ! -რა ხდება დედა რა ჩავიდინე? -ვინ გიყვარს გოგო შენ გაგიჟდი? -ვინ მიყვარს აბა ? -ნარკომანი! მამა შემოვიდა ოთახში. -სწორად გავიგე თუ მომესმა? -ხო ნარკომანია... -მარიამ გააფრინე?!ნარკომანი რამ შეგაყვარა? -დედა! -ნანა დაველაპარაკები,დაანებე ახლა თავი,ახრი არ აქვს ამასთან მაგაზე ლაპარაკს,ხომ იცი. გავიდნენ თუ არა ლანამ ლამის მცემა. -არ იცოდა ნანა დეიდამ გოგო? -არა! -რატო არ უთხარი? -აი ამის გამო,ვერ დაინახე?ვერ გაიგონე პანიკები რომ აწია? -კარგი ხო,დამშვიდდი. -ნიკუშასთან მინდა,ლანა ცუდად ვარ. ვიკო ფეხზე ადგა. -წავედი მე. -სად წახვედი,იყავი რა. -მარიამ უნდა წავიდე,ნიკუსას ვნახავ,გავიგებ რა ხდება და ამოვალ,რამე წამოვიღო? -რა იყო სამსახური დაიწყე? -იჰიი ლანააა,ხო სამსახური დავიწყე. -შოკოლადი წამომიღე! -ამას ხო ვერ შეცვლი რაა,მერე წონაზე არ იწიწუნო თორე არ ვიცი რას გიზამ. -წადი,წადი. ვიკო წავიდა,მე კიდევ ჩამეძინა. დილამდე მეძინა,გავიღვიძე თუ არა,ლანაც და ვიკოც ჩემს ოთახში იყვნენ. -დილამშვიდობისა ბავშვებო. -მზეთუნახავმა გაიღვიძა. -აუ,ვიკო გცემ. -კარგი ხო. -ნახე ნიკუშა? -კი ვნახე. -მერე?როგორაა? ვიკო გაჩუმდა. -ვიკო,გეკითხები. -მთვრალი იყო,თან ძალიან.ლაპარაკიც არ შეეძლო,იარაღი მაგისმა ძმაკაცმა დამალა,შენს სახელს გაიძახოდა,მარიამი მომკლავსო. -წავალ რა,ვნახავ გთხოვთ,ცუდად ვარ. -სად წახვალ?გაგიჟდი? -გამომყევი. -მარიამ არა. -ვიკო,გთხოვ. დიდი ხანი ვეხვეწე ვიკოს და ბოლოს სევთანხმდით,ისიც წამოვიდოდა და 1საათი მხოლოდ. გავემზადე და ტაქსი გავაჩერეთ,ვცილოდბი არ მეტირა,მახსენდებოდა ის ნიკუშა რომელმაც სახლში მომაკითხა,ეს არ იყო ის ადამიანი რომელსაც ვიცნობდი,არ მჯეროდა რომ ის ასეთი იყო. მივედით. კარი მისმა მეგობარმა გაგვიღო. -მარიამი შენ ხარ? -კი. ნიკუშა როგორაა? -მე გიორგი ვარ,მთელი დღეა შენზე ლაპარაკობს. -სასიამოვნოა,საითაა? -წამომყევი. ოთახში შემიყვანა. სიგარეტის სუნი და კვამლი იყო ყველგან,ბოთლები ეყარა და... პლანი... დაბნეული იყო,ქაღალდებთან. იწვა ლოგინზე და ეძინა. მივუახლოვდი,იქვე დავჯექი და მისკენ მივიწიე.ისე მშვიდად ეძინა,ლოყაზე მოვეფერე. უცებ ხელი ჩამკიდა. -მარიამო. -ხო. -მოხვედი? -ჰო. -მაპატიე? -გაპატიე. -მიყვარხარ. -მთვრალი ხარ. -მიყვარხარ. -კარგი. -მიყვარხარ. გაუჩერებლივ იმეორებდა "მიყვარხარ"-ს. ავდექი და აივანზე გავედი,ცრემლები მომდიოდა. ან კი,ან არა. ან მართლა ვუყვარდი,ან უბრალოდ ალკოჰოლი იყო. დამიძახა. შევედი და აღარ იწვა,შევეჯახე და ლამის წავიქეცი,ხელი მომკიდა და დამიჭირა. -ნელა მარიამო. თმა გადამიწია. -გიყვარვარ? -ნიკა არ გინდა რა. -მითხარი გიყვარვარ? -მიყვარხარ. -მეც რომ მიყვარხარ მარიამო? -არ გიყვარვარ შენ. -მიყვარხარ. -არა. -დაგიმტკიცო? აღარაფერი მითქვამს,ხელი არ გამიშვა და გამიყვანა ოთახიდან. -გიუშ ჩვენ მივდივართ და მალე მოვალთ. -სად მიდიხართ? -მოვალთ მალე.გავედით და ტაქსი გააჩერა. ჩავსხედით და დაახლოებით 2საათი მივდიოდით,სადღაც. ვერ გავიგე ისე უთხრა მისამართი. -სად მივდივართ? -სიურპრიზია მარიამო. მიღიმოდა,მთელი გზა მიყურებდა და მიღიმოდა. ასეთი თვალებით არასდროს შეუმოხედავს. მერე ხელი ჩამკიდა. ტუჩებთან მიიტანა და მაკოცა,რამდენჯერმე მაკოცა ხელზე და მერე თმაზე მეფერებოდა. მე? ცრემლებს ძლივს ვიკავებდი. ფეხები მიკანკალებდა. ხელები მიკანკალებდა. მივედით. გადმოვედით და სადღაც ისეთ ადგილას ვიყავი,ვერ მივხვდი თავიდან ვეტაფერს სანამ რომელიღაც კორპუსში არ შემიყვანა და სახურავზე არ ამიყვანა. მერე სულ მაღლა ავიდა და იყვირა. -მარიამ იმნაძე მიყვარს სიცოცხლეზე მეტად ! მარიამ იმნაძე მიყვარს! მიყვააარს ! -გაგიჟდი რასაკეთებ?არ გადავარდე გამოდი აქეთ. -მითხარი რომ ისევ გიყვარვარ. -ეხლაც და მერეც. ყოვეთვის მეყვარები,გპირდები ნიკუშა ცეცხლაძევ! ნიკუშა ჩამოვიდა და მომვარდა,ჯერ ჰაერში ამწია და ისე ჩამეხუტა,მერე საერთოდ არ მიშვებდა. სულ მიმეორებდა მიყვარხარ,მიყვარხარო. რაღაც სხვას გავდა ეს ყველაფერი ჩემთვის ვიდრე სიყვარულს. უფრო წმინდა იყო ეს ყველაფერი ჩემთვის. არ შემხებია ზედმეტად,არც კოცნა უცდია. არადა ნათქვამი ჰქონდა სიყვარულის არ მჯერაო. არ ვიცოდი სიმართლე იყო თუ არა მისი ეს სიტყვები,ასე როგორ შევუყვარდი? -მარიამო მპირდები რომ სულ ჩემთან იქნები? -გპირდები. -შენს გარდა არ მინდა არავინ,არ მინდა სხვა გოგო,არც სხვა ქალი,საერთოდ არავინ. მარტო შენ. -მიყვარხარ. -ჩემი უსასრულობა ხარ მარიამო. აი ასე მოხდა. მე მიყვარდა. მიყვარდა ყველაზე და ყველაფერზე მეტად. და არ მიკვირდა უბრალოდ 15 წლის ბავშვს 18 წლის ნაკომანი რომ უყვარდა. მე ხომ ის ისეთი შევიყვარე როგორიც იყო,ყველანაირი მიყვარდა ის. ყველანაირი... მიუხედავად ყველაფრისა ის ჩემთვის საუკეთესო იყო. ყველაზე კარგი. იქ დავბრუნდით ისევე სადაც ვიყავით. გიორგი და ვიკო გაგიჟებულები იყვნენ. ეგონათ,რომ რამეს დამიშავებდა. იმ ამბავზე არაფერი მიკითხავს, უბრალოდ არც მქონდა ამის საშუალება,არც მეცალა ამისთვის. ზედმეტად გასაოცარი იყო ეს ყველაფერი ჩემთვის. ზედმეტად... ასე გადიოდა დღეები,კვირები,თვეები... საბოლოოდ ისე მოხდა,რომ 16 წლის იუბილე ნიკუშამ სიურპრიზებით აღნიშნა,ოღონდ თავისი არა,ჩემი. ყოველ წუთს რაღაც ხდებოდა. მერე 16 ივლისი მოახლოვდა. ერთი წელი პირველი შეხვედრიდან. მერე 4თვეც გავიდა. 16 ნოემბერს მითრხა პირველად მიყვარხარო... ხოდა აი ერთი წელიც გახდა რაც ერთად ვიყავით. სკოლაში დღე არ გავიდოდა არ მოეკითხა. რამდენჯერმე გაკვეთილზეც შემოვარდა არანორმალურივით უნდა ვნახო ჩემმა გოგომ გაკვეთილი როგორ იცისო. არანორმალური იყო. გიჟი იყო. ჩემი სიგიჟე იყო. 1 წელი და ზუსტად 7თვე იყო გასული,რაც გვერქვა " ჩვენ " . ზუსტად 1 წელი და 7თვე უსასრულობაში ისე გავატარე,არც ვითვლიდი ამ ყველაფერს. არ ვითვლიდი მის ნათქვამ მიყვარხარს,იმიტომ რომ იშვიათად არ მეუბნებოდა. ზედმეტად ხშირი იყო ეს ყველაფერი და ხშირად მიმეორებდა ასევე იმას,შენს გარდა სხვა გოგო არ არსებობსო. წამლებს შეეშვა,სიგარეტსაც თითქმის აღარ ეწეოდა. ნორმალური ცხოვრება დაიწყო და ხშირად მეუბნებოდა მადლობას იმის გამო,რომ მის ცხოვრებაში გამოვჩნდი. მადლობას მეუბნებოდა იმის გამო,რომ მე შევცვალე. მადლობას მეუბნებოდა,რომ ვუყვარდი და მიყვარდა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.