შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

16 ივლისი (ნაწილი მესამე)


1-01-2016, 15:58
ავტორი youaremylastbreath
ნანახია 1 564

მას მერე არ გამოჩენილა,საერთოდ არაფერი ვიცოდი.არც ნომერი მქონდა რომ დამერეკა.
საბოლოოდ კი,იქამდე მივედი რომ ელენესგან მიმიწია მისვლა.
-შენ გოგო სულ გააფრინე?
-ვიკო რა უნდა მექნა,სხვა გზა არ მქონდა,რომ არ გავიგო სადაა და როგორ გავაფრენ.
-თავმოყვარეობა არ გაქ,ამხელა გოგოს?
-აუ ვიკო,არ დაიწყო შენც რა!ნანას პანიკებიც მეყოფა.
-კარგი ხო.დაურეკე მაშინ,ოღონდ მე წავედი.
-სად მიდიხარ?
-ლანას უნდა გავუარო და მერე გარეთ გავალთ,გამოხვალ?
-არ ვიცი,თუ რამე სახლში ვიქნები ან მოგწერ რა.
-კაი,ჭკუით და არ იტირო რა.
-კარგი.
ვიკო გავაცილე და ნომერი ავკრიფე,გული ამიჩქარდა და ხელები ამიკანკალდა.
ზარი გავიდა.
ვაიმე.
-გისმენთ.
ხმა ვერ ამოვიღე,ხმა ჩამიწყდა.
ვეღარ ვლაპარაკობდი.
-გისმენთ.
-ნიკუშა.
-რომელი ხარ?
-მარიამი ვარ.
გაჩუმდა. დაახლოებით 5 წუთი არაფერი უთქვამს.
-მარიამო როგორ ხარ?
-სად ხარ?
-ძმაკაცთან ვარ სოფელში.
-გასაგებია.
-ხვალ ჩამოვალ.
-ჰო.
-მნახავ?
-კი.
-კარგი,დაგირეკავ ხვალ.ახლა უნდა გავთიშო,კარგად.
-ტკბილი ძილი.
გამითიშა. იმდენად მინდოდა მისი თვალების დანახვა ახლა,მხოლოდ 2წუთიც მეყოფოდა იმ უსასრულობაში დასაკარგად. მხოლოდ 2 წუთითაც,რომ შემეხედა იმ ულამაზესი თვალებისათვის ბედნიერი ვიქნებოდი.
თითქმის 1თვეა არ მინახავს.
არ გამიგონია მისი ხმა,ხრიწიანი და სითბოთი სავსე.
არ მინახავს მისი ღიმილი,ულამაზესი ღიმილი.
არ მინახავს მისი უსასრულო თვალები. თვალები რომლებიც ყველაზე მეტად მიყვარს მასში.
მომენატრა.
მთელი ღამე ვფიქრობდი შევუგვარდებოდი თუ არა როდესმე.
გავიდა ეს ერთი დღეც.
დაახლოებით 2საათი იყო. ლანასთან ავედი.
-ეეე როგორ ხარ?
-კარგად შენ?
-მეც,რამდენი ხანია არ მინახიხარ! სად ხარ ეს 2 კვირა?
-სახლში.
-არც ზარებზე მპასუხობ,არც მესიჯებზე. კარებსაცარავინ მიღებს. რა იყო აღარვარ შენი დაქალი თუ რა ხდება?
-დამპირდი.
-რას დაგპირდე?
-რომ არ გააფრენ.
-რა ჩაიდინე.
-დავურეკე გუშინ,დღეს უნდა ვნახო ლანა,უნდა ვნახო არ შემიძლია.
-ვაიმე ღმერთო,ოღონდ ამ ბავშვს ჭკუა მიეცი და სხვა არაფერი მინდა!
-კარგი რა,1 თვეა არ მინახავს!
-რა მნიშვნელობა აქვს,გააფრინე? არ უნდა დაგერეკა.
-ის არ დამირეკავდა. -და მაგიტომ დაურეკე?
-ლადოს გამო შენც მოიქცეოდი ასე.
ლანა გაჩუმდა. ეს უკვე არ უნდა მეთქვა.
არ უნდა შემეხსენებინა მისთვის ლადო.
-ლადოს გამო ყველაფერს გავაკეთებდი.
-მაპატიე რა,არ უნდა გამეხსენებინა.
-რომელზე უნდა ნახო?
-მითხრა ხვალ ჩამოვალო და დაგირეკავო.
-მაშინ,ველოდებით ანუ.
-ლანა...
-გეყოფა ეხლა!
ტელეფონზე ზარი.
ნიკუშა.
-გისმენთ.
-სად გნახო?
-პირველად,რომ მნახე იქ.
-კარგი,20 წუთში იქ ვარ.
-კარგი.
ტელეფონი გავთიშე.
-ლან,პირველად სადაც ვნახე იქ,უნდა შევხვდე.
-როდის.
-20 წუთში იქ ვიქნებიო.
-გული არ წაგივიდეს,რომ დაინახავ.
-შევეცდები,წავედი.
ლანასგან წამოვედი და პირდაპირ ნიკუშას შესახვედრად წავედი.
როგორც ჩანს ადრე მივედი,ჯერ არ იყო მოსული.
ვიდექი და ვიხსენებდი პირველი შეხვედრის ემოციებს,მეღიმებოდა.
მერე ისიც გამოჩნდა.
მიღიმოდა,ისეთი ლამაზი იყო მისი ღიმილი,მერე მზის სხივებზე ისევ ისე უბრწყინავდა თაფლისფერი თვალები.
მოვიდა და არაფერი უთქვამს,ხელები მომხვია და გულში ჩამიკრა.
სუნთქვა შემეკვრა,ფეხები ამიკანკალდა.
არ ველოდი მისგან ამ ქცევას,მართლა არ ველოდი.
-მარიამო როგორ ხარ?
-რავი შენ?
-კარგად,როგორ გალამაზდი.
-მადლობა ნიკუშა.
-გავისერნოთ?
-როგორც გინდა.
-შენ თუ გინდა აქ დავსხდეთ,ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა.
-კარგი აქ დავსხდეთ.
მიყურებდა,გაშტერებული მაკვირდებოდა.
-ასე ძალიან როგორ გალამაზდი ასეთ მოკლე დროში?
-ნუ აზვიადებ რა!
-არ ვაზვიადებ მარიამო,მართლა ძალიან ლამაზი ხარ.
-მადლობა ნიკა.
პირველად დავუძახე ნიკა,პირველად.
-იცი რა მიკვირს?
-რა?
-ყველა ნიკუშას მეძახის,დაჟე ოჯახის წევრებიც და ერთადერთი ხარ,ვინც ნიკა დამიძახა.
-სისულელეს ნუ ამბობ.
-კარგი რა,მართლა გეუბნები.
გამეღიმა,იქნებ მართლა სიმართლეს მეუბნებოდა.
-სულ ნიკა დამიძახე რა.
-რატომ?
-რავი,ალბათ მომწონს შენ,რომ მეძახი.
-რას ცდილობ ეხლა შენ.
-კარგი ხო.
გამეცინა.
-მარიამო რაღაც მინდა გკითხო.
-მკითხე.
-რატომ გიყვარვარ?
-შენი თვალების ბრალია!
-ჩემი თვალები? -ხო,მაშინ არც გიცნობდი,არც ვიცოდი ვინ იყავი,რა გერქვა და ასე შემდეგ. ჩემთვის მაშინ უბრალოდ თაფლისფერთვალება ბიჭი იყავი,რომელიც შემიყვარდა მხოლოდ იმის გამო რომ,ლამაზი თვალები ჰქონდა ან უბრალოდ სხვა რამ დავინახე იმ თვალებში.
-რა დაინახე?
-არ ვიცი,შეიძლება გაგეცინოს მაგრამ არ ვიცი.
-ბავშვი ხარ მარიამო,ბავშვური გატაცებაა და გადაგივლის მალე.
-შენი აზრით ბავშვური გატაცებაა?
-არ ვიცი,შეიძლება კი,ან არა.
-არა,ბავშვური გატაცება არ არის.
-ანუ მართლა გიყვარვარ?
-ჰო.
-აქ როდის გნახე პირველად?
-16 ივლისს ნიკა.
-ახლა ოქტომბერია.
-ჰო.
-მარიამო დედისერთა ხარ?
-კი.
-მე ძმა მყავს 26წლის, თითქმის რძალიც რა და მალე ბიძა გავიჩითები.
-წარმომიდგენია.
-მომიყევი შენზე.
-ვიკო ხომ იცი?
-ხო.
-არ დამცინო ოღონდ.
-არ მითხრა მომწონდაო.
-არა,რა მომწონდა. მე და ვიკო ბავშვობის მეგობრები ვართ,ჩვენი მშობლებიც ძალიან ახლოს არიან და ბაღშიც ერთად ვიყავით სკოლაშიც,კლასშიც ერთად ვართ და რავი. ბაღში მახსოვს რომ კატლეტი არ მომცა და იმ სათამაშოთი ვცემე,რომლისაც ეშინოდა.
სიცილი ამიტყდა. არადა ვუთხარი არ დამცინოთქო,გაეცინა.
-რა ბოროტი ხარ.
-ოო,არ ვარ ბოროტი.
-ხარ.
-არა!
-რა გიყვარს ყველაზე მეტად?
-გააჩნია რას გულისხმობ.
-საჭმელები,ნივთები რავი.
-შოკოლადი და ნივეთებიდან ალბათ მამაჩემის ნაჩუქარი სათამაშო,3წლის რომ ვიყავი მაშინ მაჩუქა დაბადების დღეზე და დღემდე მაქვს. შენ?
-მე მიყვარს...
დაახლოებით 5წუთი იყო ჩუმად. როგორი სასაცილოა ღმერთო,სიცილი ამიტყდა.
-ეე მუზას ნუ მიფრთხობ გაჩერდი რა,ვფიქრობ!
-აუ.
გადავბჟირდი ისეთი სახე ჰქონდა.
-რა საყვარელი ხარ მარიამო.
-შენ კიდე ისეთი სახე გაქვს!
-ჩემში რა გიყვარს ყველაზე მეტად?
-თვალები.
-მარტო თვალები?
-ყველაზე მეტად თვალები მიყვარს ნიკა.
-ასეთი თვალები მაქვს დავიჯერო?
-კი.
-მაინც როგორი?
-უსასრულო.
-უსასრულო არაფერია,რაღაცა სადღაც ყოველთვის მთავრდება,მარადიული არაფერია.
-არის.
-რა?
-ღმერთი.
-კარგი რა,ეგეთი მორწმუნეც არ ვარ.
-არ გჯერა ღმერთის არსებობის?
-მჯერა.
-ახლა შენზე მომიყევი.
-მე ძაან ცუდი ტიპი ვარ მარიამო.
-რატომ?
-ნარკომანი,სულ ქუჩა,თემები,რავი კიდე ათასი რამ.
-ნარკომანი?!
არ მჯერა რომ ადამიანი რომელიც ჩემთვის ბედნიერება იყო,ნარკომანი აღმოჩნდა. მაგრამ ყველაზე ცუდი ის არის,რომ ჩემთვის საუკეთესო იყო იგი ყველაფრის მიუხედავად.
-ჰო,აღარ გიყვარვარ?
-შენი აზრით?
-მოდი სიმართლეს გეტყვი,ყველა გოგო რომელთანაც ურთიერთობა ვცადე,ყველამ მიმაგდო იმის გამო,რომ ნარკომანი ვარ,ბოლო რამდენიმე თვე თითქმის ყიველდღე კაიფში ვიყავით მე და ჩემი ძმაკაცები,მერე ნარკოტიკებზე გადავედით,ვცდილობ შევეშვა რა იმიტომ რომ დედას კიბო აქვს,მინდა იცოდეს რომ არ ვარ მთლად ეგეთი შეუგნებელი,დედის გამო მაინც რომ არ შევეშვა,მაგრამ ვსვავ.ბევსრს ვსვავ და ვეწევი. ჩემი ძმა სულ მაგაზე მეჩხუბება,თითქმის ყოველდღე მამაჩემთან ვჩხუბობ და რავი,სულ გარეთ ვარ ამის გამო,ხანდახან ბიჭებთანაც ვრჩები რომ სახლში არ ავიდე. კაროჩე,არ ვარ ისეთი ბიჭი,რომელიც ვინმეს სიყვარულს იმსახურებს და ჯობია დამივიწყო,განსაკუთრებით ისეთი ადამიანის სიყვარულს როგორიც შენ ხარ მარიამო. -ნიკა საუკეთესო ხარ.
გამიღიმა,მერე ადგა,სიგარეტის ღერები ამოიღო. დაუფიქრებლად ავდექი და სიგარეტის ღერები წავართვი.
-ამასაც უნდა მოეშვა,ყველაფერს უნდა მოეშვა რაც შენთვის ზიანის მომტანია.
-ეს ჩემი ცხოვრებაა მარიამო,ამას ვერ შეცვლი.
-ისევე როგორც იმას რომ მიყვარხარ,აღარ მითხრა დამივიწყეო.
-შენ ჯერ კიდევ არ იცი,ყელამდე ნაგავშვი ვარ.
-არა,ნიკა არა.
-მარიამო აღარ მითხრა საუკეთესო ხარო იმიტომ,რომ ყველაზე ცუდი ადამიანი ვარ.მომაკვდავ დედას სურვილს ვერ ვუსრულებ და ბავშვს ვუყვარვარ,ბავშვს!შენ გიყვარვარ და მე შენს მიმართ არაფერს არ ვგრძნობ!
ხმა აუკანკალდა.
მიბრუნდა და აღარაფერი უთქვამს.
მასთან მივედი და ჩავეხუტე. გავბედე და ჩავეხუტე,ხელები მომხვია და ასე ვიყავით დიდი ხანი.
ყველაზე ბედნიერი წუთები,მერე თმაზე მომეფერა.
-მარიამო ამ ყველაფრის მერე ისევ?...
-რაცარუნდა მოხდეს შენს თავს ვერავინ გადამაყვარებს ნიკა.
-მადლობა მარიამო.
-რისთვის.
-ერთადერთი ადამიანი ხარ,რომელსაც ამ ყველაფრის მიუხედავად მაიანც ვუყვარვარ.
-ერთადერთი არ ვარ.შენი მეგობრები?ოჯახის წევრები?
-დედას ვძულვარ,ხან ვუყვარვარ. მამაჩემთან ყოველდღე ვჩხუბობ და ჩემი ძმა კიდე ბრადიაგას მეძახის.
-დედაშენს უყვარხარ.
-ნაჩხუბარი ვარ დედასთან.
-წადი და პატიება სთხოვე,უთხარი რომ გამოსწორდები და ახალ ცხოვრებას დაიწყებ.
-არა.
-კი,ნიკა გთხოვ წადი და დედა შემოირიგე.
-გამომყევი.
-რა?მე როგორ გამოგყვე.
-ვეტყვი რომ ანგელოზი მომყავს ცოლად,გაუხარდება.
-ნუ ცანცარებ,წადი და შეურიგდი დედას.
-ასე ძალინ რატომ გინდა,რომ მე დედაჩემს შევურიგდე?
-ჯერ იმიტომ რომ,დედაშენია და არ გაქვს უფლება აწყენინო,მერე კიდევ ძალიან გამიხარდება შენი ბედნიერება.
-მართლა?
-ჰო,წადი.
-მნახავ კიდე?
-რატომ გინდა ჩემი ნახვა?
-შენთან ლაპარაკის დროს ვმშივდდები მარიამო.
-გნახავ.
შუბლზე მაკოცა და წავიდა.



№1  offline მოდერი X.G

ვაუ ამაღელვებელია ძაან love

 


№2  offline წევრი cancara

Kaia kai male dade

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent