შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გაიღიმეთ,ჩიტი მოფრინავს![4]


11-02-2016, 21:21
ავტორი Ioana
ნანახია 2 316

შედარებით დამშვიდებული ნერვული სისტემით მივუსხედით მაგიდას,მაგრამ სანამ ყველა თავის ადგილს დაიკავებდა,ისე გავათამაშეთ მე და გოგოებმა რომ,ნინა და დათა გვერდიგვერდ მოხვდნენ.ყველზე დიდ სიამოვნებას კი მათი გაცეცხლებული სახეები მგვრიდა,მაგრამ ჩემ წინააღმდეგ ხომ ნებისმიერი მოკვდავი უძლურია.ამას კიდევ ბერჯერ დაგიმტკიცებთ მე,თათია ბურჯანაძე.რაც შეეხება კახას დას,კატოს, ისეთი კარგი გოგონა აღმოჩნდა,წარმოდგენაც რომ შეუძლებელია.ადვილად გამოვნახეთ მასთან საერთო ენა,რასაც ვერ ვიტყვით იმ სილიკონის ატომზე.ნუ ფაქტობრივად რა ენა უნდა გამოგვენახა,რაც მაგიდასთან
ვისხედით მის ენას მარტო ლადოს პირის ღრუში ვხედავდით.რა ამაზრზენი სანახაობაა,ნეტა იცოდეთ.ისვე მომინდა მათთვის სურათი გადამეღო და მერე სწრაფად გავქცეულიყავი,მაგრამ ეს ერთადერთი დღეა,როდესაც მე და ჩემი პროფესიონალი ერთად არ ვართ.წესი ნომერი პირველი:არასდროს დატოვო პროფესიონალი სახლში!სანამ მიმტანი შეკვეთას მოიტანს,მოდით წყვილები დავზვეროთ.
წყვილი ნომერი პირველი:ნინა და დათა!
ისე ვიწროდ სხედან,წარმოიდგინეთ ნინას მოშიშვლებული მხრები პირდაპირ ეხება დათას დაკუნთულ მკლავებს,რაც აშკარად საშინლად მოქმედებს ჩვენი ბიჭის ჰორმონებზე.ვერც ნინას დავუკარგავთ შეკავებულ ემოციებს.ასეთი სახით ჩემი და ბოლოს მაშინ ვნახე,რამდენიმე წლის წინ სიცილისგან ცხვირიდან კოკა-კოლა რომ წასკდა და იმ ბიჭს შეაპკურა,რომელსაც ეპრანჭებოდა.სწორედ ასეთი სახე ჰქონდა,არა ვცდები,ახლა უარესი გამომეტყველება აქვს და რადგან მე მათ პირისპირ ვზივარ,ჩემ თავს ნება მივეცი და მაგიდი ქვეშ ნინას ისე დავაბიჯე ფეხზე,ემოციები ვეღარ მოთოკა და იკივლა.
-შენ რა გაგიჟდი?-შემომიბღვირა აცრემლებულმა.
-ვაიმეეე,შეენი ფეხი იყო?-გაოგნებულ,დაშოკილ,აღელვებული როლისთვის ტაშს ვიმსახურებ-მაპატიე,მეგონა კატა იყო,ხო იცი ვერ ვიტან კატებს!
-თათია რა კატა?-ისე გამოსცრა კბილებში ნინამ,თითქოს შემაშინებდა-აქ კატას რა ჯანდაბა უნდა,ხომ ვერ მეტყვი?
-რატო რა უნდა? ცხოველია და ჭკუა დაუშლის თუ? ბოდიში ხომ მოგიხადე,სორიი-და ისე გავეკრიჭე,უკვე ამოსული სიბრძნის კბილები რომ არა,ხელახლა ამოვიდოდნენ.
-ბოდიშით,საპირფარეშოში გავალ-მორცხვად დახარა ჩემმა დამ თავი,მაგრამ გაახარებს განა თათია ბურჯანაძე დიდი ხნით ვინმეს? დრო ვიხელთე და სანამ ნინამ სკამი გასწია,მაგიდას ქვევიდან ფეხი ავარტყი ძლიერად და დათას მხარეს მშვიდად მდგარი წყლიანი ჭიქა აყირავდა,სითხემ კი დათუჩა წალეკა.არა და ისე გამოჩნდა,თითქოს ნინას ბრალი იყო ყველაფერი.და აი ისიც,ატყდა მესამე მსოფლიო ომიი:
(მანამდე იცოდეთ წესი ნომერი ორი:წყვილების შესარიგებლად არასდროს მომიხმოთ!)
-ღმერთო,დათა,მაპატიე,არ მინდოდა-ანერვიულებული ჩემი და სალფეტკს დასწვდა,რათა სასქესო ორგანოსთან დაღვრილი წყალი აეწმინდა.ესეც მე ვარ? რა ტუტუცი გოგოა,პირადპირ ერთ ადგილს უმიზნებს!ნინაზე მარადმწვანედ გაბრზებულმა ნაკაშიძემ კი უხეშად მოიშორა მისი ხელი.
-არაფერია,ჩემით მივხედავ!-როგორი ბობოქარი იყო ამ წამს დათუჩა ნეტა შეგეხედათ.
-კი მაგრამ... მე.. არ მინდოდა-ბრინჯივით დაიბნა ნინაჩკა და ცოტა აკლდა,რომ ბაგაში დაბმული ხბოსავით აბღავლებულიყო.ზოგჯერ ვთვლი,რომ დათას ასეთ წყნენინებისთვის მეტის ღირსი იყო ხოლმე,მაგრამ ჩემი და არის,მეცოდება.განაწყენებულ ნინას ცრემლი წასკდა და ისე გაქიცა თვალი ვერ მოვკარი.დამშვიდება ნამდვილად სჭირდება,მაგრამ ჩემი არა.ამიტომ მთელი გრაციოზულობით წამოვდექი და მეორე წყლიანი ჭიქა,რომელიც ხელში მეჭირა,კვლავ დათას ტანზე აღმოჩნდა.დედას გეფიცებით,ასე ძალიან რომ არ ვუყვარდე,მომკლავდა.მერე კი ვუჩურჩულე:"ეს ჩემი დის ცრემლისთვის და თუ არ გინდა დარჩენილი ხუთი
ჭიქაც შენ ტანზე აღმოჩნდეს,ახლავე აორთქლდი და ნინა დაამშვიდე!".მერე ასევე გრაციოზული ნაბიჯით დავუბრუნდი ჩემ ადგილს,იმ განსხვავებით რომ ყველა გაკვირვებული მიყურებდა.ორი წუთი ვუცადე დათას,რათა ერთი ადგილი აეწია,მაგრამ რომ შევატყე განძრევას არ აპირებდა,სოფიოს ჭიქას ვეცი და ვერც კი წარმოიდგენთ,რა სისწრაფით მოწყდა ბატონი ნაკაშიძე ადგილს.ახლა გადავხედოთ სხვა წყვილებსაც.
წყვილი ნომერი ორი:კახა და სოფიო!
სხედან ერთმანეთის პირისპირ.ნუ უფრო კახა ზის სოფოს წინ,თორემ ჩემს დაქალს მაგარი კიდია წინ უზის თუ არა ვინმე.ტელეფონიში აქვს თავი ჩაყოფილი და გაგიმაზავთ შანელის ახალ კოლექციას ათვალიერებს.ამაზე რატომღაც კახუჩელას სახეზე ირონიული მზერა უფრო ფართო მასშტაბს იძენს და ჰოი საოცრებავ.სოფიო ტელეფონს ბლოკავს და პირდაპირ თვალებში აშტერდება მის წინ მჯდომ სიმპათიურობის პიკს.
-ოცი წუთია დებილივით მიყურებ და არაა საჭირო ესე დაშტერება,უშენოდაც ვიცი,რომ ლამაზი ვარ!-გაიღვიძა ნამდვილმა სოფიომ.
-შენ რა ისე გაგიხარდა,ითვლიდი კიდეც რამდენი ხანი გიმზირე?-მარჯვენა ტუჩის კუთხე ჩატეხა ირონიულად,მაგრამ ჯობდა არ ჩაეტეხა,ზედმეტად სექსუალური იყო ამ დროს-მოკლედ გაკვირდები და საერთოდ ვერ ვხვდები შენნაირ ვულგარულ თინეიჯერში კაცს რა უნდა მოეწონოს?-ოფააა,იცით სოფოს ესეთი შეურაწყოფილი სახე ბოლოს როდის ჰქონდა?მე გეტყვით,სულ რამდენიმე კვირის წინ,შუა კაფეში რომ დააბოყინა.დავკონკრეტდები და გეტყვით,რომ მოწყენილობისგან გადავწყვიტეთ ბავშვობა გაგვეხსენებინა და ოთხი წლისები ბოყინში რომ ვეჯიბრებოდით,ეგ გვეთამაშა.მაგრამ ამ უკანსაკნელს იმხელაზე მოუვიდა,კაფეში ევაკუაცია
გამოაცხადეს.ნუ ეს ხუმრობით,ხო და აი ზუსტდა ეგეთი სახე ჰქონდ ახლა.და რატომღაც ეს ერთადერთი შემთხვევა იყო,როდესაც სოფიოს პასუხი არ ჰქონდა,უბრალოდ წყალი დალია და მე გამომხედა მტკიცე
მზერით,თუმცა მხოლოდ მე ვიცოდი ამ მზერის უკან რაც იმალებოდა,ამიტომ ფართოდ გავუღიმე.
წყვილი ნომერი სამი:მარეხი და ირაკლი!
ჩემი პატარა ბავშვი ისე მორცხვად ზის,ლამის მივიდე,ფაფა ვაჭამო და თან დავსძინო:"აბა მარეხ პირი გამიღე,თვითმფრინავი მოფრინავს".საერთოდ ასეთი მორცხვიც არ არის ხოლმე,მაგრამ ახლა
ზუსტად ვიცი ირაკლის მზერა აკომპლექსებს,რომელიც ნაგლად არ აშორებს თვალს და მემგონი დემონურ სიამოვნებასაც იღებს მარეხის წამებისგან.ბოლოს,როგორც იქნა,მარეხიმ თავი აწია და თავისი ჭრელი თვალები ისე ბავშვურად მიანათა ირაკლის,რთულია დამავიწყდეს ამ ყმაწვილის შეცვლილი მზერა,რომელიც სითბოს და ისეთ დამოკიდებულებას გამოხატავდა,რაღაც დროით ვიფიქრე მივა,მარეხის ხელში აიყვანს და მამური მზრუნველობით ეტყვის:"მამიკო,აიწონა დაიწონაზე ხომ არ გინდა?იქნებ გეძინება და სახლში დავბრუნდეთ?".ამის წარმოდგენაზე რატომღაც ფართოდ მეღიმება,რადგან არც მარეხია ბავშვი და არც ირაკლი
უყურებს მამაშვილური თვალით.მზერა კატოზე გადავიტან,რომელიც გაბრწყინებული თვალებით ემესიჯებოდა ვიღაცას და მამენტ მაგარი ეკიდა,აქ რა ხდებოდა.და რადგანაც წყვილები გამომელია იძულებული ვარ ჩემი პირადი და სპეტაკი მზერა გადავიტანო,რიგით მესამე წყვილზე:ლადო და ნატა(უფრო სილიკონის ატომს ვუწოდებდი,ან ძუკნას,ან ძუძუდეიდას,ან რამე უფრო საზიზღარს)!სიმართლე გითხრათ იმ წამს,ეს ქალი მაგარი მეკიდა.მთლიანად ლადოს შესწავლით ვიყავი დაკავებული.თქვენ არ იცით,როგორ მამაკაცური მანერები ჰქონდა,როგორ ეჭირა თავი,როგორ ეალერსებოდა ამ ტყაჭიან ქალს.ამდენის უფელბას საკუთარ
თავს ნამდვილად არ მივცემდი,რომ მცოდნოდა ბატონი კაკაჩია თურმე ჩუმად მზვერავდა და რადგან მე მისით შეპყრობილი,ვაშტერდებოდი ვერ მივხვდი,როგორ მოწყდა ნატას და ისეთი სარკაზმით მითხრა შემდგომი სიტყვები,რომ დღემდე ვერ ვპატიობ:
-რა იყო?შენც ხომ არ გინდა?-ეს ხმა,ეს ფრაზა მეხი იყო ჩემთვის.შეურაწყოფა მომაყენა,მან მე დამაცირა.მე ხომ არ ვარ ისეთი,როგორიც ნატა.არავისთვის მიმიცია იმის უფლება,რომ ამდენი გაებედათ.ეს ყეყეჩი კიდევ წარბშეუხრელად მიყურებდა და იმ ემოციებს აკვირდებოდა,წამის მეასედი სისწრაფით რომ მეცვლებოდა სახეზე.
-კი,მინდა!-გიკვირთ?მეც მიკვირს და დღემდე ვერ ვხვდები ეს რატომ ვთქვი,ამ დროს ჩემი გონება სრულ კოლაფსში იყო.არ დამავიწყდება ყველას გაოგნებული მზერა,გოგონების შოკირებული სახე,განსაკუთრებით მაშინ,როდესაც ამაყად ავდექი და ასევე შოკირებულ ლადოს მივუახლოვდი,სახე დაბლა დავწიე და რაც შეიძლება ახლოს მივუტანე.მის გახშირებულ სუნთქვას ვგრძნობდი ტუჩებზე და დედას გეფიცებით,უდიდესი
ტანჯვის ფასად დამიჯდა,რომ მართლა არ მეკოცნა მისთვის.ორი წამიც და მართლა ვაკოცებდი,მაგრამ გონებამ მსძლია,გვერდით მდგარი კოკა-კოლას ბოთლი ავიღე და თეთრ საროჩკაზე დავაცალე,მერე ირონიულად შევიწმინდე იმავე ტანისამოსზე ხელები და იქიდან წამოვედი.განსაკუთრებით ყურში მოსახვედრი იყო,ბიჭების აჟიტირებული შეძახილები,რომლებიც ნამუშევარს მიქებდნენ,ლადოს ირონიული და რაღაცნაირად ნათქვამი "დემონი" და ნატას წიკვინი,რომელსაც კოკა-კოლას წვეთები ძუძუებში ჩაესხა.რამდენიმე წამში ჩემი გოგოებიც წამოიშალნენ და უკან გამომყვნენ,გარეთ კი ბარდიულზე მჯდარი ნინა დაგვხვდა,რომელიც
სახლამდე ისე მივიტანეთ,არც გაუგია.ასეთი შთაბეჭდილება მრჩება,თითქოს უცხო პლანეტელებმა ტვინი მოპარეს და სხვა პლანეტაზე აქვთ.
გვიან როდესაც ყველა საწოლში ვიწექით,დუმილი მე დავარღვიე და ჩემ დას ერთი-ორი შემოვულაწუნე:
-ნინაა,რა ჯანდაბა გჭირს?არ მოყვები?
-თათა,გთხოვვ...-აზმუვლდა ძროხასავით.
-არ მაინტერესებს შენი თხოვნები,თუ სოფიოსი გერიდება იმიტომ,რომ დათა და ის ბიძაშვილები არიან,შეგიძლია დამშვიდდე.სოფიომ თქვენზე ადრე იცოდა მაგ გრძნობების შესახებ!
-რააა? მართლა?-გაოცებული ჩემი და ხან მე მიურებდა,ხან მარეხის,ხან სოფოს.სანამ სამივემ ერთდროულად არ დავუქნიეთ თავი.
-ნუუ ახლაა,ისაა...სოფიო.. ბოდიში,რომ არაფერს ვამბობდი...
-ღმერთო ნინაჩკა მოკეტე,რას მებოდიშები,შენ ჩვენი უფროსი და ხარ,ხო არ დაგავიწყდა?-ფართოდ გაუღიმა სოფიომ-ახლა კი ამოღერღე,რა მოხდა?
-მოკლედ გარეთ რომ გავედი,ცრემლები ვერ შევიკავე.იმიტომ არ მიტირია,რომ მეუხეშა.ვიცი,ადრე მე უარესად ვექცეოდი,უბრალოდ ამდენი ემოცია ვეღარ დავიტიე.ახლა სამი წლის მერე,როცა პირველად შევხვდი,მიხვდი თუ როგორ მყვარებია,როგორ მაკლდა და მენატრებოდა.იმაზე აღარაფერს ვამბობ,თუ როგორი დაკაცებული და გასიმპათიურებულია.ალბათ,ირგვლივ იმდენი გოგო ახვევია მე აღარც ვადარდებ.მოკლედ,რომ გავედი ცოტა ხანში გამომყვა და გვერდით ამომიდგა.მისმა სიახლოვემ კიდევ უფრო გამაგიჟა,ჩემ გვერდით იდგა,მე მისი ჩახუტების სურვილი მკლავდა,მაგრამ არანაირი უფლება არ მქონდა.იქნებ მისი გული ახლა სხვას ეკუთვნის,ჩემზე ბევრად კარგს და წესიერ გოგოს,რომელიც არსდროს დაამცირებს და ეტყვის,ჩემი ცხოვრებიდან გაქრიო.არ ვიცი,ალბათ მთელი ეს ემოცია სახეზე მეწერა და უბრალოდ შევეცოდე,დარწმუნებული
ვარ შევეცოდე და ამიტომ ჩამეხუტა,ამიტომ მომიჭირა წელზე ხელები,თითქოს ჩემს სულში ჩაძვრენას ცდილობსო.არც ის გამომპარვია,როგორ ძველებურად ჩაეჭიდა ჩემ თმებს და როგორ სუნავდა,როგორ ეფერბოდა!გესმით? ჩემ თმას ეფერებოდა ძველებურად და მე უბედურს მეგონა,ეს წამი არასდროს დამთავრდებოდა.მაგრან ამ იდიოტმა,ხო ზუსტდა იდიოტმა დათა ნაკაშიძემ სწორედ მაშინ ხელი გამიშვა და რა მითხრა იცით?
"ბოდიში ნინა,რომ კვლავ შემოვიჭერი შენ ცხოვრებაში",მერე კი უბრალოდ გატრიალდა და წავიდა.-ნინამ დაამთავრა თხრობა,მაგრამ მტრისას,ისე ატირდა მალე შავი ზღვა სახლში გვექნებოდა.ამიტომ მთელი ღამე ისეთ ისტორიებს ვიხსენებდი,რომ ყველა ავატირე,ოღონ სიცილისგან.


პ.ს.ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრათ ჩემს ერთგულ მკითხველებს love ბედნიერი ვარ,რომ მოგწონთ და კითხულობთ ძალიან მიყვარხართ!



№1  offline მოდერი bibo

Ux kargi iyo vgijdebi me shenze tkbilooo shokolado.au dataze da ninaze vapren da magati piqrebic ro dawero kai iqneba ise momwons es meore xarisxovanii personajebi ravi raa :* meshokoladeb mevashliatameb memarwyveb mbambisnayinebi tkbiloo gogov :*

 


№2  offline წევრი მარიამ18

ძალიაააან მაგარი გოგოხაარრ , ველოდები შემდეგ თავს <3

 


№3  offline წევრი black world

Vaimee male dadee velodebii, magaria dzaliaan.

 


№4  offline წევრი natia-natia

ვაიმე რამდენი ვიცინე მალედადე რა♡

 


№5 სტუმარი Black

She uu da re be li aa!;) velodebi shemdeg tavs<3

 


№6  offline წევრი Firefly

პატარა იყო ცოტა გაზარდეე მოცულობა recourse
--------------------
M.T

 


№7  offline წევრი Samno

რამხელა კომენტარი მქონდა გამზადებული და რაღაც ტექნიკური მიზეზის გამო ვერ მოხერხდა ატვირთვა. მოკლედ მინდა გითხრა რომ ძალიან საინტერესოდ წერ, თავიდან პირველი ორი თავი რო წავიკითხე მომეწონა ყველაფერი, სასაცილო და საინტერესო იყო. მესამე მეოთხეც კარგია თუმცა უკვე ყველა იმ სიყვარულის ისტორიას ემსგავსება რაც აქ დევს, პირველში კი ჩანდა ადამიანის ჰობი, მისი განსხვავებულობა, ხასიათი, ცხოვრების სტილი, რაც უფრო მეტად საინტერესო და ინტელექტუალურია ვიდრე ის ვის ვინ როდის შეუყვარდა და ა.შ. თუმცა ეგ რო არ დაგეწერა მომხმარებლების დიდი ნაწილი აღარ წაიკითხავდა. არ ვიცი ადრე წერდი თუ არა მაგრამ თუ ოდესმე დაწერ არა იმიტო რო ვიღაცამ კომენტარი დაგიწეროს და ბევრი ნახვა ქონდეს შენს ნაწერს, მგონი უფრო დახვეწილი ნამუშევარი გამოგივა. წარმატებები <3

 


№8  offline წევრი Firefly

აუ აღარაგრძელებ??მალე დადე რააა
--------------------
M.T

 


№9  offline წევრი ThetiredOne

სასაცილოა,პოზიტიური,დახვეწილი.მოკლედ მაგარია ძაან!უზომოდ ველოდები! იმედი მაქვს არ შეწყვეტ და მალე დადებ შემდეგ თავს wink

 


№10  offline წევრი Brunette

Es rom ar gaagrdzelo mogklav <3

 


№11  offline წევრი KGB

Agar agrdzeleb? Didixania afdagiceria

 


№12 სტუმარი სტუმარი ...

Gviania..mara aghar agrdzeleb sxvatavebis dadebas?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent