უნდა ჰყვარებოდა?
თავი III როცა ვწერ, ყოველთვის სევდისკენ ვისწრაფი... ცრემლისკენ... დარდისკენ... ტკივილისკენ.... ყოველთვის მეშინოდა, რომ ერთხელაც გამოგონილის მაგივრად რეალურ, საკუთარ ტკივილზე დავწერდი... ყოველდღე ვხედავდი მათ ჩაკიდებულ ხელებს და კატოს სიყვარულით ანთებულ თვალებს... ყოველდღე ვხედავდი და გული საშინლად მტკიოდა... სიმართლეს რომელსაც მხოლოდ მე ვამჩნევდი კატოს იმიტომ ვუმალავდი, რომ მისი დაკარგვის მეშინოდა ამ ტყუილის გამო კი უფრო ვკარგავდი... მას მხოლოდ დაჩი ახსოვდა მე კიდევ მისთვის თვალის გასწორებას ვერ ვბედავდი... მტკიოდა რომ შორს იყო, მაგრამ მიხაროდა რომ ყოველ წუთს მისთვის თვალებში ყურება და ტყუილი, ყალბი ღიმილით არ მიწევდა მისი და დაჩის ისტორიების მოსმენა... დრო გადიოდა... ყოველდღე რაღაც ახალი ხდებოდა მათ ურთიერთობაში... ნამდვილი შეყვარებული წყვილივით სეირნობდნენ სკოლის სკვერში, დადიოდნენ თეატრში, კინოში, კლუბებში... სხვას რომ შეეხედა მათთვის შეშურდებოდა კიდეც... პირველი სემესტრის მიწურულს, როგორც ყოველ წელს სკოლაში გრანდიოზული საშობაო კარნავალი დაიგეგმა... შენიღბული ახალგაზრდები შამპანიურის ჭიქით ხელში მხიარულად დააბიჯებენ დარბაზში, უსმენენ წყნას, საამუს მუსიკას და ერთმანეთის თვალების ყურებით ტკბებიან... ამჯერად კარნავალი 29 დეკემბერს დაიგეგმა... თუ გინდა კარნავალზე მოხვდე, აუცილებლად მეგობარი ბიჭი უნდა გყავდეს... რადგან მე და კატოს შეყვარებული ან მისი მსგავსი რამ არასდროს გვყოლია კარნავალზე ჩვენს თანაკლასელ ბიჭებთან ერთად მივდიოდით, რომლებიც ჩვენსავით "მარტოსულები" იყვნენ... კატოს გარდა კიდევ ერთი საუკეთესო მეგობარი მყავს, კატოსა და მას შორის ის განსხვავებაა რომ ის ბიჭია კატო კი გოგო, ისე კი კაცმა ჩვენ სამს ერთად რომ შემოგვხედოს სამივე ბიჭები ვეგონებით... უფრო სწორად ვეგონებოდით... მე და კატო უნივერსდალური გოგონები ვართ... ვიცი გოგონების სამი კატეგორია: პირველი - გოგონები, მეორე - ბიჭები და მესამე - "მეც არ ვიცი ვინ ვარ"... ისევე როგორც ადამიანთა კატეგორიები, ესეც ქვეკატეგორიებად შედგება სრულფასოვნების მიხედვით, მაგრამ ამ შემთხვევაში კიდევაა ერთი გამონაკლისთა კატეგორია- უნივერსალური, რომელსაც ჩემი ცხოვრებისა და ადამიანებზე დაკვირვების პრაქტიკის მანძილზე მხოლოდ მე და კატო მოვიცავთ. ჩვენ ვართ გოგონები რომელთა ოთახის ერთი ნაწილი ვარდისფერია მეორე კი ლურჯი, ერთ მხარეს მაკიჟისა და სხვა აქსესუარებია განთავსებული, მეორე მხარეს კი ველოსიპედი, ფეხბურთის, კალათბურთის, ხელბურთის და რაც არ უნდა გასაკვირი იყოს რაგბის ბურთები, კიდევ მანქანებისა და იარაღების მინიატურების კოლექცია... გარდერობიც კი ორ ნაწილად იყოფა, ერთ მხარეს ლამაზი კაბები და გოგონებისთვის დამახასიათებები მაისურები თუ ჯინსებია, მეორე მხარეს კი სპორტული ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, საყვარელი ფეხბურთის გუნდის ფორმის ჩათვლით... მაგრამ გარდერობში არის კიდევ ერთი განსაკუთრებული განყოფილება, უნივერსალურობის კლასიკური მაგალითი... ერთგვარი კოლექციის საცავი... ჩემი და კატოს საყვარელი საფეხბურთო კლუბის "ბარსელონას" ლოგოს ფერებითა და გამოსახულებით შემკული ყველა სახის სამოსი, დაწყებული საღამოს კაბით დამთავრებული ჯინსებით, ასევე საყვარელი ფეხბურთელის, ლეო მესის ფოტოებით გაფორმებული როგორც სამოსი ისე აქსესუარები... ხშირად მე და კატო ვიცვამთ მოკლე კლასიკურ კაბებს, კლასიკურ თუმცა დაბალ ქუსლიან ფეხსაცმელს, ვიკეთებთ მაკიაჟსა და ვარცხნილობას და მივდივართ ფეხბურთის მატჩის საყურებლად ჩვენს ძმაკაცებთან ერთად, ან კიდევ ვიცვამთ შორტებს, სპორტულ მაისურს და მივდივართ წვეულებაზე ისევ ჩვენს ძმაკაცებთან ერთად... ზოგჯერ კი ნორმალურობას ვუბრუნდებით... ჩვენი ძმაკაცებიდან ყველაზე ახლოს ნიკასთან ვართ, თუმცა ბოლო რამდენიმე თვეა მხოლოდ სკოლაში თუ მოვკრავ თვალს, კატო კი ალბათ სკოლაშიც ვერ ამჩნევს... ნიკა ჩემსავით ვერ იტანს დაჩის და ალბათ ყველაზე კარგად მასთან შევძლებ ჩემს ტკივილზე საუბარს, მაგრამ მასაც კი ძალიან ჩამოვშორდი... კარნავალზე წასვლის სურვილი არ მქონდა, კატო დაჩისთან ერთად წავიდოდა, მე კი მათი "შეყვარებული" თვალების ყურებას ყველაფერი მირჩევნია... -გამარჯობა.- ნიკა მირეკავდა. -სალამი ნიკა. -ოოჰ სახელი მაინც არ დაგვიწყებია. -რას გულისხმობ? - არადა მშვენივრად ვიცოდი რასაც გულისხმობდა. -საერთოდ აღარ გახსოვარ და მეგონა რა მქვია ისიც აღარ გემახსოვრებოდა. არც ნომერი წაგიშლია. -რატომ უნდა წამეშალა. -რავიცი რად გინდა ნომერი რომელსაც არასდროს ურეკავ და წერ? -.... - ვერაფერი ვუთხარი. -სხვათაშორის მე მომენატრე. -მე უფრო მომენატრე. -ხოო? -იმაზე მეტად ვიდრე შეგიძლია წარმოიდგინო. -თავი ძლივს შევიკავე რომ არ მეტირა. -მაშინ ასე მოულოდნელად რატო ჩამომშორდი? -შენ არ ჩამოგშორებივარ. -მაშინ რატო გამირბიხარ? -შენ არ გაგირბივარ ნიკა, შენ არა!!! -აბა ვის? -მხოლოდ საკუთარ თავს. -რახდება ნატა? -არ ვიცი ნიკა, არ ვიცი საერთოდ რა ხდება ჩემს თავს. -კატო? -კატო. -დაჩი? -დაჩი -და მათი სასიყვარულო რომანი. -რომელიც მხოლოდ თამაშია, დაჩის თამაში. -და თამაში რომელშიც ან ყველა წავაგებთ, ან ის ნაძირალა. -არა, ჩვენ ყველამ უკვე წავაგეთ. -არა... უბრალოდ მივიდეთ კატოსთან და ვაიძლოთ თვალები გაახილოს. -ნიკა... ჩემი ბრალია რომ კატო იმ ნაძირალასთანაა... -რას გულისხმობ ნატა? -მე მივედი დაჩისთან და ვესაუბრე ჭეშმარიტ სიყვარულზე რომელიც მის ცხოვრებაში ერთადერთი ნათელი წერტილი იყო და რომელსაც კარგავდა... -კი მაგრამ რატომ? -კატოს დაკარგვის მეშინოდა... ვხედავდი ყოველდღე როგორ მეცლებოდა ხელიდან, მაგრამ ისე გამოვიდა რომ უფრო მეტად დავკარგე და მასთან ერთად საკუთარი თავიც. -და ის ნაგავი დავიჯერო მიხვდა რომ კატო უყვარდა? -კაი რა ნიკა, ორი წელია კატო იმის კარადასთან ატუზული დგას... ერთი ყალბი ნაძალადევი ღიმილის მათხოვრად იქცა და დაჩიმ მხოლოდ ახლა შეამჩნია რომ კატოს უყვასრ? ერთ დღეში მიხვდა რომ ცხოვრების სიყვარული იპოვა, როცა ყოველდღე ფეხქვეშ თელავდა მაგ სიყვარულს? -მართალი ხარ აქ რაღაც სხვა ამბავია... -დაჩიმ ისევე მშვენივრად იცოდა რომ კატოს უყვარდა, როგორც ის რომ, მაგის ვითომდა შეყვარებული ლიკუნა, ვითომდა ძმაკაცთან ღალატობდა. -და შენ რა იცი რომ ეგ დაჩიმ იცის? -იმ დღეს, როცა კატოზე დველაპარაკე, კაფეტერიაში ლიკა გიორგის კოცნიდა... მეც დავინახე და დაჩიმაც... სახეზე ისე აილეწა თითქოს მდუღარე გადაავლესო, მაგრამ ღალატის კი არა მე რომ სიმართლე გავიგე მაგის გამო. -შენი აზრით ლიკას არ უყვარს დაჩი? -რათქმაუნდა არა... -და დაჩის ლიკა? -მგონი რომ კი... რატო მეკითხები? -იქნებ დაჩი ცდილობს კატოს საშვალებით ლიკა აეჭვიანოს და აჩვენოს რა დაკარგა. -დაჩის გვერდით კატო პოპულარობის ეტალონად იქცა გოგონებში, ლიკას კი მიტოვებული გოგოს სახელის გადა აღარაფერი დარჩა. -დაჩი ელოდება როდის მივა ლიკა და ბოდიშს მოუხდის. -მერე კი კატოს ირონიული ღიმილით ჯანდაბაში გაგზავნის. -ფუ რა არაკაცია. -მაგრამ არამგონია ლიკა უყვარდეს... -არა? -შეიძლება კიდეც უყვარდეს, მაგრამ იმ დღეს ისეთი ზიზღით იყურებიდა რომ ძალიან მეეჭვება. -აბა რატო იქცევა ასე? -ლიკა არა, მაგრამ დაჩის საკუთარი ავტორიტეტი და სიამაყე უყვარს... -ლიკამ კი ორივე ფეხქვეშ გაუთელა. -შურისძიება... - აქამდე რატომ არ მომაფიქრდა? -ნატა ახლავე კატოს უნდა ვუთხრათ... -და სამუდამოდ შევაძულოთ ჩვენი თავი... -კი მაგრამ ჩვენ რატო უნდა შევძულდეთ? -იმიტომ რომ კატო დაბრმავებულია, ჩვენს ერთ სიტყვასაც არ დაიჯერებს. -აბა რა ვქნათ? -საკუთარი თვალით უნდა ვანახოთ. -ეგ ძნელი იქნება. -ერთი უპირატესობა ჩვენ გვაქვს. -რაზე ამბობ? - ჩაფიქრებული თვალებით შემომხედა. -უფრო სწორად ორი. - თვალი ჩავუკარი. -რაზე ამბობ ძვირფასო? -პირველი ის, რომ წინ, ოცდაცხრაში ანუ ზეგ კარნავალია და მეორე, დარწმუნებული ვარ ლიკას არანაკლებ სძულს დაჩი. - ცალი წარბი მაღლა ავწიე და ეშმაკურად გავიღიმე. -მმმ ეს უკვე კარგია. - ნიკამაც კამაყოფილმა ჩაიღიმა. -ხვალ გნახავ სკოლაში, სკოლის მერე სადმე წავიდეთ და დავილაპარაკოთ. -კარგი ჩემო საყვარელო. ღამემშვიდობის. ძალიან მიყვარხარ ნატო. -კარგი ნიკუშ, შენც გამემშვიდობის... მეც ძალიან ძალიან მიყვარხარ. "ესეც ასე" - ალბათ ეს სიტყვები ყველაზე შესაფერისი იქნებოდა, მაგრამ თავი ჯაშუში მეგონა, რომელიც რაღაც საიდუმლო სპეცოპერაციისთვის ემზადება და ეს სულაც არ მომეწონა... მეორე დღეს სკოლაში წავედი. ნიკამ დილითვე მნახა და რამდენიმე გაკვეთილის შემდეგ სკოლასთან ახლოს მდებარე კაფეში დავსხედით. -აბა, მოიფიქრე რამე? - დიდი შემართებით დაიწყო ნიკამ. -ნიკა ძალიან არ მომწონთ ჩვენი ჩანაფიქრი. -რატომ? - შეცბა. -არ ვიცი, ასე მგონია, რომ უარესს ვშვრებით. -ნატო კატო გიყვარს? -დამცინი? -მეც მიყვარს და ვერ დავიშვებ იმ ნაძირალას გვერდით იყოს. -ეგ არც მე მინდა, მაგრამ დაფიქრდი, მხოლოდ ჩვენი ვარაუდების საფუძველზე ღირს რომ ადამიანებით ვითამაშოთ და კატოს სიმართლე, რომელიც ისეცად არ დაიმალება ხელოვნურად დავანახოთ? ასე ხომ ორმაგად ვატკენთ გულს? პირველი დაჩის გამო და მეორე ჩვენ გამო. როგორ გგონია ამის მერე კიდევ შემოგვხედავს? კიდევ ჩაგვთვლის მეგობრად? არა ნიკა... -კი მაგრამ ნუთუ ის დანაშაულია, რომ მეგობრის კეთილდღეობისთვის იბრძოლო. -ეგ დანაშაული არ არის, მაგრამ როცა შესაძლებელია შენი ბრძოლით უფრო მეტად დააზიანო ის არამგონია ღირდეს... -მე მიღირს. -კატოს ბედნიერებად? -არა კატოს ბედნიერებად არა, კატოს ბედნიერება. -მაშინაც კი როცა გარანტირებული არაფერია? -გარანტირებული ისა არის, რომ კატო და დაჩი დაშორდებიან. -და შენ მხოლოდ მაგის გარანტია გყოფნის? -მე მხოლოდ ის მინდა, რომ კატო იმ ნაძირალას ჩამოშორდეს. -ნიკა, ვინ არის კატო შენთვის? -მეგობარი. -მხოლოდ მეგობარი? -ამას რატო მეკითხები. -მხოლოდ მეგობარი რომ იყოს მის ბედნიერებაზე იფიქრებდი, თუნდაც იმ ნაძირალასთან ერთად... მაგრამ შენ იმაზე ფიქრობ დაჩის როგორმე დააშორო... არა ნიკა მირჩევნია მივიდე და პირდაპირ ვუთხრა რასაც ვფიქრობ ვიდრე ხელოვნურად დადგმული სპექტრაკლით გავუმწარო ცხოვრება, მისი კეთილდღეობის სახელით შენიღბული სპექტაკლით... არ ვიცი ვინ არის შენთვის კატო, მაგრამ შენც იგივეს გეტყვი, რადგან რა შედეგიც არ უნდა მოიტანოს ჩვენმა ამ საქციელმა, მიუხედავად იმისა დაშორდება თუ არა დაჩის, ჩვენ სამუდამოდ დავკარგავთ მას... -მე მიყვარს ის ნატო. -როგორ გიყვარს? -როგორც გოგო... -ხო ნიკა როგორც გოგო... წამოვედი... ადამიანები... რაც არ უნდა იყოს, როგორც არ უნდა გვიყვერდეს სხვა არასდროს ნიშნავს ის სხვა საკუთარ თვზე მეტს... შეიძლება ამას ვერც ვხვდებით, მაგრამ საკუთარი გრძნობები, აზრები, ტკივილი, სიხარული, სიყვარული, ბედნიერება თუ უბედურება ყოველთვის სხვისაზე მნიშვნელოვანია... ზოგჯერ გვიმართლებს და ჩვენ თავთან ერთდ სხვასაც გადავარჩენთ ხოლმე, ზოგჯერ კი ვმარცხდებით, ვმარცხდებით არა სხვებთან არამედ საკუთრ თავთნ ბრძოლაში, ჩვენ თავს ვაღწევთ ლაბირინთს, ადამიანი კი რომლის გადარჩენასაც ვცდილობდით ამ ლაბირინთიდან, მასში იკარგება... მაგრამ ხშირია შემთხვევა როცა საკუთარ თვას ვღუპავთ და ეს მაშინ ხდება როცა ყველაზე მეტად ვცდილობთ გადავრჩეთ... ჩემს ცხოვრებაში მხოლოდ ერთხელ ვნახე, რას ნიშნავს ადამიანი საკუთრ თვზე მეტად გიყვარდეს... ვიღაცისთვის შეიძლება ეს სიმხდალე იყო, მაგრამ მისი თვალები, რომელშიც სიყვარული და ტკივილი რაღაც ახალ გრძნობად იქცა, სიმხდალესა და უაზრო თავგანწირვას ვერ დაინახავდით... ნიკას კატო უყვარს და როგორი ძლიერიც არ უნდა იყოს ეს სიყვარული, მაინც ურჩევნია კატოს ეტკინოს გული ვიდრე თავად მას. ალბათ ამას ვერც ხვდება, მაგრამ მაინც ასეა... კატო... არ ვიცი ის როგორია... არ ვიცი როგორ ახერხებს რო სხვასაც ტკინს, მაგრამ ისე რომ თვითონ უფრო სტკივა და კიდევ უფრო დიდი ტკივილი წინ ელის... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.