შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ქურდი იაგუნდისფერი თვალებით (11)


12-02-2016, 00:01
ავტორი Gone With Dreams
ნანახია 6 692

მთელი კვირა საავადმყოფოში ვმორიგეობდი. წესით გადაქანცული და ენერგია გამოცლილი უნდა ვყოფილიყავი,მაგრამ გაბრიელის ღამღამობით სტუმრება იმდენად მახალისებდა,ვეღარაფერს ვგრძნობდი.
ყოველდღე მოდიოდა ჩემთან გულედანი. ყავა და სხვადასხვა სასუსნავები მოჰქონდა,თუ საშუალება გვქონდა მთელი ღამით რჩებოდა და ერთმანეთთან ლაპარაკში გაგვყავდა დრო. ამ ბოლო ერთ კვირაში უკეთესად გავიცანი ის და საკუთარ თავშიც დავრწმუნდი. მიყვარდა,ცხოვრებაში პირვალად და ეს გრძნობა იმდენად სასიამოვნო,სათუთი და ფაქიზი გახდა ჩემთვის,რომ საკუთარ თავს ვეღარ ვცნობდი.
როგორც იქნა დავასრულე მორიგეობა და სახლში დავბრუნდი. იქ დემეტრე და თორნიკე დამხვდნენ. როგორც ყოველთვის ლუდს სვამდნენ და საშინელებათა ჟანრის ფილმს უყურებდნენ. მისაღებში ძლივს შევფრატუნდი და დაღლილი ჩამოვჯექი სავარძელზე. მგონი მთელი კვირის დაღლილობამ,სახლში შესვლის დროს შემომიტია.
-სახლის გზას მოაგენი? _სიცილით მკითხა თორნიკემ. _ბოლოს ვიფიქრე,საავადმყოფოში გადაბარგდება და ხანდახან ნამუსის გამო შემოგვივლის-მეთქი.
-ქურხულო,ისედაც ძლივს ვდაგავრ ფეხზე,ნუ მაიძულებ ჩემი უკანასკნელი ძალები შენი გვამის გადამალვას მოვახმარო! _დავიღრინე და მზერა ტელევიზორზე შევაჩერე. თეთრებში ჩაცმული ქალი პატარა ბავშვს მისდევდა,რომელის გამწარებული ცდილობდა გზა როგორმე გაეკვლია. კადრს თვალები მოვარიდე და ღრენით ჩავილაპარაკე. _ამ საშინელების ყურების მერე,როგორ გძინავთ გამაგებინეთ.
-სადაც შენ გიყურებ და ღამე მეძინება,იქ ამ ქალს ვუყურო რა გასაკვირია? _სერიოზული ტონით მკითხა დემეტრემ. _ შეხედე რას გავხარ,უნამუსო ვიყო ამ ქალს რამით თუ ჩამოუვარდე.
გამწარებული ავდექი.
-დამაცადეთ,მივიღებ შხაპს და მერე გიჩვენებთ სეირს!
სააბაზანოში ჩავიკეტე და სარკეში ჩავიხედე. მართლაც,თმა ისე ამბურძგვნოდა,გეგონებათ კვირებია უკვე არ დაუვარცხნიაო. მორიგეობის დროს სახლში სულ სამჯერ ვიყავი,ისიც მხოლოდ ერთი საათით,ტანსაცმლის გამოსაცლელად და შხაპის მისაღებად. მთელი კვირის დაღლილობა ჩემს თვალებზე იყო აღბეჭდილი. ოდნავ ჩამწითლებოდა და დამსიებოდა. სასწრაფოდ მჭირდებოდა ძილი.
ერთი საათი ქაფიან აბაზანაში ვინებივრე. მერე ცოტაოდენი შევჭამე და მაშინვე საძინებელს მივაშურე.
დილამდე გაუნძრევლად მეძინა.
^ ^ ^
დილით დემეტრე და ქურხული ქვავების რახარუხით შემომიცვივდნენ ოთახში. შეშინებული წამოვხტი და მათი დანახვისას ბრაზი მომაწვა.
-თქვენ ხომ არ გაგიჟდით?
-ადექი გოგო! დაღამდა უკვე. _დაისისინა დემეტრემ და თხელ გადასაფარებელს დასწვდა.
-გასწიე ხელები,თორემ წამოვფრინდი ფეხზე! _დავიღრინე და გადასაფარებელი ორივე ხელით ჩავბღუჯე. _ან რომ ეჯაჯგურები ამ საბანს,გოგო ვარ და იქნებ საცვლებით ვწევარ საწოლში? არ უნდა იფიქრო შე იდიოტო? _გავბრაზდი.
-შენ რისი გოგო ხარ? _გაეცინა ქურხულს და მერე ისევ გააგრძელა. _გაჩერდი ერთი,ყველამ ვიცით ზამთარ-ზაფხულ მინიონების პიჟამა რომ გაცვია.
სახეზე წამოვწითლდი და მერე გამეცინა.
-გაბრძანდეთ იქნებ,ჩავიცვამ!
გასვლისას დემეტრე შემოტრიალდა.
-მაგდამ დამირეკა,საღამოს ვიკრიბებით და თქვენც წამოდითო.
-სად ვიკრიბებით?
-დანაშაულის ადგილას. _სრულიად სერიოზული ტონით მითხრა დემეტრემ.
-სად? _ახლა ქურხული გაოცდა და კითხვა შეუბრუნა.
-გაბრიელს წყნეთში არ ჩაარტი ტაფა თავში? _გადაიხარხარა ჩემმა ძმამ და სწრაფად მოხურა კარი,რომ ჩემს მიერ ნასროლი ბალიშ აეცილებინა.
საუზმობის შემდეგ ცოტა ხანს კარტი ვითამაშეთ და როცა მოსაღამოვდა,ქურხულის მანქანით დავიძარით წყნეთისკენ.
ასულებს ლევანი და გიგა ეზოშივე შემოგვეგებნენ.
-ოხ,მოაღწიეთ როგორც იქნა? _დაისისინა გიგამ.
მაშინვე სახლში შევედი,რომ მაგდა და ელენე მენახა.
უმცროსი გულედანი ტასიას გარეშე იყო. სალომეს გავატანე ცოტა ხნით სვანეთში,თორემ თბილისში სიცხის გამო ალერგიას აძლევდაო. გული დამწყდა,მაგრამ რა მექნა. თვალებით გაბრიელს დავუწყე ძებნა. ელენე ფიქრებს მიმიხვდა.
-ალბათ ვერ მოახერხებს ამოსვლას,გადაუდებელი საქმე ჰქონდა და ბათუმში წავიდა.
გულში რაღაც ჩამწყდა. თითქმის ერთი დღე იყო გაბრიელი არ მენახა და უკვე მენატრებოდა. ვერაფერს ვიზამდი,ვეცადე ყურადღება გადამეტანა და გოგონებს საჭმლის მომზადებაში დავეხმარე.
მაგდა ისეთი ბედნიერი ჩანდა მისი პოზიტივი მეც გადამედო და გაბრიელის არ ყოფნის მიუხედავად,გაღიმებული დავდიოდი მთელი დღე.
ამასობაში ეზოდან ბიჭები შემოცვივდნენ. ქურხულმა ელენეს რომ მოკრა თვალი, წამით გაშეშდა,მერე თვალები ეშმაკურად აუთამაშდა და მასთან მივიდა. ჩემი თვალების ბრიალისთვის ყურადღება არ მიუქცევია. მათგან მოშორებით ვიდექი და ლაპარაკი არ გამიგონია,თუმცა ნათლად ვხედავდი დრო და დრო როგორ უწითლებოდა ელენეს ლოყები.
სუფრასთან დავსხედით. გაბრიელის ჩამოსვლის იმედები საბოლოოდ რომ გადამეწურა,სწორედ მაშინ შემოაღო კარები გულედანმა.
-უჩემოდ აპირებდით დაწყებას? _იკითხა ჩვეული ღიმილით სა პარკები შემოსასვლელში დააწყო.
გული გამიჩერდა რომ დავინახე. მუქი ნაცრისფერი მაისური ეცვა,ჯინსი მაისურის ფერს ეხამებოდა, ჩვეულებრივი კედები მოერგო ფეხზე და თმა ოდნავ აბურძგვნოდა.
ახლოს მოვიდა,ლოყაზე მაკოცა და ჩემს გვერდით დაიკავა ადგილი.
-დანარჩენებმა რა დავაშავეთ,მარტო მაგას რომ აკოცე? _ მოჩვენებით დაიღრინა გიგამ.
-დანარჩენებს არ დაგიმსახურებიათ! _გაეცინა გაბრიელს.
-შეხედე ერთი როგორ აწითლდა, _გადაიხარხარა ქურხულმა. _გაბრიელთან ისეთი ნაზია ვერ იცნობ,დილით კიდევ კინაღამ აივნიდან გადამაგდო გაღვიძების გამო!
-ნუ ამალაპარაკებ თორნიკე,თორემ შენით გადაფრინდები აივნიდან! _თვალი ჩავუკარი და აჟიტირებული ქურხული წამებში დავამშვიდე.
გაბრიელი ოდნავ გადმოიხარა ჩემკენ და ყურში მიჩურჩულა.
-მაპატიე,დამაგვიანდა. საქმეები მქონდა.
-არაუშავს. _გავუღიმე და ლოყაზე მსუბუქად ვაკოცე.
-ეგრე ადვილად ვერ გამოძვრები! _სიცილით დაამატა.
-ვნახოთ როგორ მოიქცევი! _სიცილით ვუთხარი.
დემეტრე აქეთ-იქით აცეცებდა თვალებს.
-რას ეძებ? _კითხა მაგდამ .
-ქათმის ნაგეცები არ შეწვი? _მოწყენილად იკითხა და სუფრა კიდევ ერთხელ გადაათვალიერა.
-ტაფები არ გვქონდა. _სერიოზული გამომეტყველებით თქვა ელენემ.
-რატომ? _დემეტრემ გაოცება ვერ დამალა.
-ბიჭებმა გადამალეს,ნინე მოდისო.
ამის თქმა და ყველას ერთდროულად ახარხარება ერთი იყო. მხოლოდ მე ვიჯექი სასაცილო გამომეტყველებით. სიცილს რომ მორჩნენ,მხოლოდ მაშინ ვიკითხე საწყლად.
-კარგი რა ,ელენე! შენც გადაგიბირეს?
-მაპატიე,მაგრამ რომ არ მეთქვა არ შემეძლო.
-ბავშვებო,მე და მაგდას სერიოზული საქმე გვაქვს თქვენთან. _დაიწყო სანდრომ.
-ჰა,რა ხდება,პატარა ცერცვაძეს ველოდებით? _მხიარულად იკითხა ლევანმა და წარბები შეათამაშა.
-სანამ ეს ღვინო თავზე დაგაცალე,ჩაიგდე ხმა! _დაიღრინა სანდრომ და გააგრძელა. _არა,ჯერ არ ველოდებით პატარა ცერცვაძეს,მაგრამ ქორწილის გადახდა გვინდა. სადღაც აგვისტოს შუა რიცხვებისკენ ვგეგმავთ. ამიტომ შეგკრიბეთ ყველა ერთად,დახმარება გვჭირდება ყველაფრის ორგანიზებაში.
მაგდას ბედნიერებისგან თვალები უბრწყინავდა.
-ტყუილად კი არ გვყავს ამდენი მეგობარი,ყველაფერი თქვენს კისერზეა და არ შეგვარცხვინოთ! _ჩაერთო ჩემი დაც.
-დაიცა,თუ ყველაფერი ჩვენს კისერზეა,თქვენ რაღა უნდა ქნათ? _იკითხა გიგამ.
-დავქორწინდეთ! _გადაიკისკისა მაგდამ.
-მეჯვარეები უკვე აარჩიეთ? _ჩაერთო გაბრიელი.
-ჩემი მეჯვარე გიგა იქნება,მაგდასი-ელენე.
-ჰაჰა,გაიგე,ბიჭო? _სიხარულისგან გადარეული გიგა გაიჯგიმა და ლევანს ენა გამოუყო.
-რა გიხარია,შე დებილო,ბავშვი რომ ეყოლებათ მე მოვნათლავ!
-უი,ეგეც მართალია,ლევან,თუ გინდა შენ იყავი მეჯვარე.
ყველას გაგვეცინა ბიჭების სულელობაზე.
მისაღებში ვისხედით და ქორწილის დეტალებს უფრო დეტალურად ვარკვევდით.
-აუ ნინე,გევედრები შენ რომ იცი ისეთი ცივი ყავა გააკეთე რა! _შემევედრა თორნიკე და თან ყელი სასაცილოდ გამოიწელა.
-ჰო,მეც ბევრჯერ ვცადე ნინესნაირი ცივი ყავის გაკეთება,მაგრამ არ გამომდის. მიდი რა,გააკეთე! _მხარი აუბა მაგდამაც და იძულებული გავხდი სამზარეულოში გავსულიყავი.
მიხვდებით ალბათ უკან ვინ გამომყვა.
-როცა გავდივარ სულ უკან რატომ დამყვები? _ვკითხე ღიმილით.
-თუ გინდა არ გამოგყვები,ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს. _გულგრილი სახით ჩაილაპარაკა გაბრიელმა.
-დაიცა,რას არ აქვს მნიშვნელობა? აბა რატომ დამყვები თუ მნიშვნელობა არ აქვს?
-რომ არ გაწყენინო,თორემ განა მენატრები.. _მეგონა ხუმრობდა,მაგრამ ისეთი სერიოზული ტონი ჰქონდა დამეჯერა და მაშინვე ავფეთქდი.
-ხოდა გაბრძანდი გარეთ,შენ თუ გგონია მე მენატრები ძალიან ცდები. _დავიღრინე და ყავის გაკეთებას შევუდექი.
ზურგს უკან გაბრიელის ჩაცინება გავიგონე,მაშინვე მოვტრიალდი საჩხუბრად,მაგრამ გულედანმა მის მკლავებში მომიქცია და განძრევის საშუალება არ მომცა.
-გეხუმრე შტერო! _მითხრა ღიმილით და ტუჩებისკენ წამოიწია.
„მე შენ გიჩვნებე სეირს „ _გავიფიქრე და მთელი სხეულით ავეკარი.
კარგად დავინახე ვნებისგან დაბინდული იაგუნდისფერი თვალები და მოულოდნელად სიცილი ამიტყდა. მთელი ხმით ვკისკისებდი და გაბრიელის რეაქციაზე ვხალისობდი.
-ჰაჰა,ჩაგიტარე? _სიცილს ვერ ვწყვეტდი. _აი ეგრე გინდა შენ!
გაბრიელს წამით გაოცებული სახე ჰქონდა,მერე ყველაფერს მიხვდა და უცბად ხელში ამიტაცა.
-რას აკეთებ,შე ველურო,გაგიჟდი? დამსვი ახლავე,სირცხვილია! _ვქოთქოთებდი და გაბრიელს ზურგზე მუშტებს ვურტყამდი.
-ცივი წყლით სავსე კასრი ხომ გახსოვს? _იკითხა სიცილით. _ ის მონაგონი იქნება, და ზურგზე ნუ მირტყამ,თორემ უარესად დაგსჯი.
მისაღები სწრაფი ნაბიჯებით გაიარა,ჩემი კივილისა და ბავშვების გაოცებული სახეებისთვის ყურადღება არ მიუქცევია,გეზი აუზისკენ აიღო და თვალიც არ დაუხამხამებია ისე ჩამაგდო შიგნით.
როგორც კი წყლიდან ამოვყვინთე,მაშინვე მისკენ წავიწიე და კივილი მოვრთე.
-არაადეკვატურო,რა ქენი ეს? _ბრაზს ვერ ვიკავებდი.
ძლივს ამოვბობღდი და გაწუწული შევვარდი ოთახში. ჩემს დანახვაზე ბიჭებს სიცილი აუტყდათ,მხოლოდ დემეტრე იყურებოდა სერიოზული სახით.
-ამჯერად რა ჩაარტყი ასე რომ გაგიმეტა? _იკითხა ჩემმა ძმამ და ახლა მანაც ატეხა სიცილი.
გაბრიელი კმაყოფილი სახით იყურებოდა,მერე მომიახლოვდა და მიჩურჩულა.
-დაიმახსოვრე,არასდროს უნდა ითამაშო კაცის გრძნობებით!
^ ^ ^
ქორწილისთვის მზადება არაჩვეულებრივად მიდიოდა. ყველა ცალკ-ცალკე დარბოდა დეტალების მოსაგვარებლად. იმ დღეს მაგდას კაბის შესარჩევად უნდა გავყოლოდი და დილიდანვე ვემზადებოდი,რომ არ დამეგვიანა. დემეტრეს ჯერ კიდევ ეძინა. უეცრად კარი ქურხულმა შემოგლიჯა და ჩემს წინ აესვეტა. ისე შემეშნდა,ლამის მის ხელებში სული განუტევე.
-შეხედე თორნიკე,ეს კარია,რომელზეც ერთი მარტივი მოძრაობის გაკეთება შეიძლება. _კარზე რამდენჯერმე დავაკაკუნე. _ხედავ? ამას კაკუნი ჰქვია..
-მორჩი რა,სახუმაროდ არ მოვსულვარ,სერიოზულად დამერხა მგონი! _ჩაილაპარაკა თორნიკემ და დადარდიანებული სახით ჩამოჯდა სავარძელზე.
დაახლოებით მივხვდი რისი თქმაც უნდოდა,მაგრამ მაინც ჩავეძიე.
-რა მოხდა? მომიყევი..
არც აცია და არც აცხელა,პირდაპირ მომახალა.
-ელენე მომწონს. თან ძალიან მომწონს! გაცნობის დღიდან მასზე ფიქრებს ვერ ვიშორებ,გავგჟდე ლამისაა ნინე!
-ოჰოო,ასე სერიოზულადაა საქმე?
-ჰო,ძალიან სერიოზულად.
-ხომ იცი,არ იქნება ადვილი საქმე... შვილი ჰყავს,თან...
-შვილი რომ ყავს ეს რა პრობლემაა? ტასიას საკუთარივით შევიყვარებ,არაფრით გამოვარჩევ. ყველაფერს გავაკეთებ ელენეს ბედნიერებისთვის.. _ასეთ ქურხულს რომ ვუყურებდი,საოცრად მიკვირდა. თორნიკე არ იყო ისეთი ბიჭი რომელიმე გოგოს ერთი ნახვით ასე გადაერია,მაგრამ ზუსტად ვიცოდი,რომ იგი არცერთ სიტყვას არ მეუბნებოდა ტყუილს. საშინლად მოსწონდა ელენე და იმაშიც დარწმუნებული ვიყავი,მისი კეთილდღეობისთვის ყველაფერს გააკეთებდა.
-გასაგებია,მაგრამ გაბრიელს უნდა დაელაპარაკო ხომ იცი...
-ვიცი,დღეს საღამოს ვნახავ.
-მეც წამოვალ! _ვთქვი გადაჭრით.
-შენ რა გინდა? _გაოცდა თორნიკე.
-რავიცი,თავში არაფერმა მოგიფრინოთ,მეც წამოვალ და თან გაბრიელსაც ვნახავ.
თორნიკემ მხრები აიჩეჩა,როგორც გინდაო,მაგრამ მერე დააყოლა, ლაპარაკს მაინც ვერ მოისმენ და ტყუილად ირჯებიო.
-თორნიკე,იცოდე რომ აწყენინო... _თითო დავუქნიე.
-ეგრე მიცნობ? _გულწრფელად იწყინა და გატრიალდა.
მიბრუნებულ ქურხულს უკნიდან მოვეხვიე და მაგრად ვაკოცე ლოყაზე.
^ ^ ^
მთელი დღე დავდიოდით მაგდას კაბის შესარჩევად. ბოლოს როგორც იქნა არჩევანი გრძელ,თვლებით მორთულ,სადა კაბაზე შევაჩერეთ. მართლაც ულამაზესი იყო მაგდა თეთრ კაბაში. ბედნიერებას ასხივებდა ჩემი ლამაზი და.
კაბის ყიდვის შემდეგ,თაიგულიც ავარჩიეთ და საღამოს დაღლილები დავბრუნდით შინ.
დემეტრეს სასწრაფო ოპერაცია დაუნიშნეს და საავადმყოფოში იყო. ქურხული კი ჯერ ისევ სახლში გახლდათ და ნერვიულობისგან ბოლთას სცემდა.
-ნუ გეშინია,გაბრიელი ურჩხული კი არ არის..
თორნიკე გამწარებული მომიტრიალდა.
-ნინე,მე გაბრიელის კი არა,ელენეს უარის მეშინია. ახლა კი იმაზე ვღელავ,რომ გაბრიელის აზრი მეტისმეტად მნიშვნელოვანი არ აღმოჩნდეს ელენესთვის.
კიდევ დიდხანს ეცადა ქურხული ჩემს გადაფიქრებას,სახლში დავრჩენელიყავი,მაგრამ ვერაფერი გააწყო და თან წამიყვანა.
როგორც კი კაფეში შევედით,მაშინვე მოვკარი თვალი გაბრიელს. დამინახა და გაოცდა.
-რა გინდ აქ?
-ვერაფრით გადამაფიქრებინა წამოსვლა,თუ გინდათ გავალ,მაგრამ აქვე ვიქნები ახლოს. _ჩავილაპარაკე დარცხვენით.
-რახან აქამდე მოხვედი,იყავი,რა გვაქვს დასამალი. _თქვა თორნიკემ
ჩამოსხდნენ.
-გისმენ,რა საქმე გქონდა? _დაძაბული ხმით იკითხა გულედანმა.
ძარღვებში სისხლი გამეყინა.
-ელენე მომწონს. _მაშინვე მიახალა ქურხულმა. _ძალიან მომწონს,მისთვის ბრძოლას და მისი სიყვარულის მოპოვებას ვაპირებ. ჩემი გრძნობები ისეთივე წრფელი და სუფთაა მის მიმართ,როგორც ელენეს გული. არ მინდა იფიქრო,რომ ოდესმე მისი გრძნობებით თამაშის უფლებას მივცემ ჩემს თავს. არც ნებართვის ასაღებად მოვსულვარ აქ. მე მომწონს ელენე,დარწმუნებული ვარ მხოლოდ მოწონება არაა ეს გრძნობა და მალე რაღაც უფრო ძლიერში გადაიზრდება. გიმეორებ,შენგან ნებართვას არ ვიღებ,უბრალოდ მინდოდა გცოდნოდა. ზრდასრული ადამიანები ვართ მე და ელენე და როგორმე ჩვენით გავერკვევით. უბრალოდ,მინდა იმის პირობა და გარანტია მოგცე,რომ შენი დის თვალზე ჩემი მიზეზით ცრემლს ვერადროს დაინახავ. გავუფრთხილდები და მის გრძნონებს სათუთად მოვუვლი. არ მინდა შენთან ცუდი ურთიერთობა მქონდეს და მართლა ძალიან დიდი იმედი მაქვს,რომ გამიგებ. ნინეს გამოც... ნინე ჩემთვის უახლოესი მეგობარია,ფაქტობრივად ჩემი დაა და არც ის მინდა ჩემს გამო თქვენ აგერიოთ ურთიერთობა... _თორნიკემ მშვიდად დაასრულა მონოლოგი. მხოლოდ ახლა გავბედე გულედანისთვის თვალი გამესწორებინა.
რაღაც საშინელ გამომეტყველებას ველოდი. მეგონა გაბრიელის სახე ბრაზით,აგრესიით და უკმაყოფილებით იქნებოდა სავდე,მაგრამ პირიქით მშვიდად იყო. წამით გადმომხედა და მითხრა:
-ორი წუთით დაგვტოვე რა! _მერე მზერა თორნიკეს გაუსწორა.
მაშინვე წამოვდექი ფეხზე და გარეთ გავედი.
ათი წუთის განმავლობაში გულის ფანცქალით ველოდები ბიჭების გამოსვლას. ცოტა ხნის შემდეგ ორივე მშვიდობით გამოვიდა. თორნიკეს სახიდან გამომდინარე,მივხვდი საქმე კარგად იყო. რაც შეეხება გაბრიელს,მას ჩვეული გამომეტყველება ჰქონდა.
-ჰა,მშვიდობით ხართ? _ვიკითხე.
გაბრიელმა ხელი გადამხვიე და ლოყაზე მაკოცა.
არცერთს არაფერი უთქვამს,ქურხულმა თვალი ჩამიკრა და მანქანისკენ დაიძრა.
-ნინე,წამოდი სახლში გაგიყვან და მერე უნდა წავიდე,საქმე მაქვს სერიოზული. _თქვა ეშმაკურად და კარები გააღო.
-შენ წადი,მე წავიყვან ნინეს. _უთხრა გაბრიელმა.
თორნიკე მობრუნდა,გაბრიელს ხელი ჩამოართვა,მერე მე მაკოცა და წავიდა.
მე და გულედანი მანქანაში ჩავსხედით.
უხმოდ დაძრა მანქანა.
წამით გული დამწყდა.
„სუფთა ვირი. სადმე წასვლა ან გასეირნება ,რომ შემოეთავაზებინა მოკვდებოდა? „ _გავიფიქრე და გავიბუსხე.
გაბრიელმა სახლის გზას გადაუხვია. გავოცდი,აშკარად ქალაქიდან აპირებდა გასვლას.
-რას შვრები,სად მიდიხარ?_ვკითხე გაკვირვებულმა.
-სვანეთში. _მიპასუხა ჩვეული,მშვიდი გამომეტყველებით.
-სვანეთში რა გვინდა?
-ცოტა ხნით მოგიტაცე!
_______________
ესეც მეთერთმეტე თავი ბავშვებო.
დიდი ბოდიში დაგვიანებისთვის და კიდევ ერთხელ დიდი მადლობა თბილი კომენტარებისთვის
მიყვარხართ !



№1  offline წევრი natia-natia

აუ როგორ გამახარე შენხუარიცი

 


№2 სტუმარი mtvaro svani

vaime chemi sixarulebiiiiiiii.male dade ra ar malodino bevri

 


№3  offline წევრი eki_eka_ake

magaria da male ra gtxov

 


№4  offline წევრი kiko

ცოტა ხნით მოტაცება როგორია? :დდ აუუუ ტაფებიიი უკვეე თემაა აგენთან :დდდ

 


№5  offline წევრი Pepper

კარგი თავი იყო <3 მომწონს ნინეს და გაბრიელის წყვილი ^^
ცოტა კი არა სულ მოიტაცოსარაა პრობლემა ^^ <3

 


№6  offline წევრი Crystal

ვგიჟდები ამ ისტორიაზე და რავქნა?მაგარი გოგოხარ <3 ❤ ძალიან გემრიელი თავებია

 


№7  offline წევრი Reny

ძალიან კარგია

 


№8 სტუმარი nino

ძალიან მომეწონა

 


№9 სტუმარი nini

Ra magatiaa male dade shemdegi tore agkuwavvvvvvv

 


№10 სტუმარი Shady

ძალიან კარგი იყო მომეწონაა❤❤❤ უფრო და უფრო საინტერესო ხდება

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent