შენი თამუნია (თ.ჯ) (მე_3_ე თავი)
ეს არც ისე ძნელი ჩანდა გეგმებში, თუმცა საოცრად ძნელი აღმოჩნდა, მიჭირდა, ძალიან მიჭირდა ჯერ იმის გააზრება, რომ ყველაფერი ჩემს თავს მოხდა, მერე ამ ყველაფრის სხვისი თვალით შეხედვა და უფრო მეტიც ამის შემდეგ საკუთარი თავისთვის უნდა მეთქვა რომ წინ მთელი ცხოვრების რაღაც ნაწილი კიდევ იყო... კიდევ... კიდევ უნდა მებრძოლა, თუმცა ჯერ საკუთარი თავისთვის უნდა მიმეხედა, რომელიც მხოლოდ ადამიანის ფიტული იყო... ფიტული... სხვა არაფერი... .................................................................................................................................................... სამი თვე დამჭირდა საკუთარ თავზე მუშაობა... სამი თვეც არ იყო სრულად საკმარისი, თუმცა სექტემბრისთვის უკვე ვგავდი ადამიანს, ცოტათი ვგავდი... ეს კი მხოლოდ ღმერთმა უწყის როგორ შევძელი, სამი თვე კარჩაკეტილი ბრძოლა მქონდა საკუთარ თავთან საკუთარ წარსულთან... დავიჯერე რომ კიდევ შეიძლებოდა რამესთვის მებრძოლა, რომ ბრძოლა საკუთარ თავთან უპირველესი იყო... ვიცოდი ეს ბრძოლა საბოლოოდ ჩემი ცხოვრების დიდ ომს, ჩემს სასარგებლოდ დაასრულებდა. სამწუხაროდ, ვერ გავითვალისწინე ის რომ ამ ბრძოლაში საკუთარ წარსულთან ერთად საკუთარი თავიც ისე მკვეთრად შევცვალე, რომ მე ვეღარასდროს ვეღარ გავხდებოდი ძველებურად სხვანაირი, უფრო სწორედ კი ჩემნაირი... თუმცა წარსულის დაბრუნებას მერჩივნა საკუთარ წარსულთან ერთად საკუთარი თავიც გამეძევებინა ჩემი სხეულიდან... მე უკვე აღარ ვიყავი ის გოგონა, ვიცოდი, რომ უკავ მისი სიყვარულიც ვერ დამაბრუნებდა, სიყვარული რომელიც იმ ეტაპზე მჭირდებოდა და არ მქონდა, და მას რომ დაჭირვებოდა უკვე მეც ვერ დავბრუნდებოდი იმ სიყვარულით იქ იმ წარსულში, რომელშიც მხოლოდ ის იყო... მხოლოდ ის. ......................................................................................................................................................... __არ ვიცი, როგორ მოახერხებ შვილო, თუ გინდა წადი, მაგრამ მედარდები დე... __არ იტირო, გთხოვ არ იტირო, ოღონდ შენი ცრემლები არ დამანახო დედა, სხვას ყველაფერს გავუძლებ, მაგრამ შენი ცრემლები... ეს ერთადერთია რისი დანახვაც მე არ შემიძლია... გთხოვ ტირილით არა ლოცვით გამაცილე, მიყვარხარ დე..._ვუთხარი დედიკოს და ატირებულმა ისე ჩავეხუტე მტირალს, როგორც ბავშვობაში, როცა აცრის გაკეთება მიწევდა ან კიდე როცა მამა ბრაზობდა ჩვენზე... __ეს სწავლის დაწყების დღეა, თავი ხელში უნდა ავიყვანო, შენ კი მტირალი თვალებით მაცილებ და მეც ამატირე დედი, გთხოვ დამპირდი, რომ ჩემ მოსვლამდე საკუთარ თავს მიხედავ, ხომ იცი მე მხოლოდ შენს გამო ვაპირებ ამ გზის გაგრძელებას, ნუ მეტყვი რომ რწმენა გეკარგება, უფალი არ დაგვტოვებს, მას მე არ მივცემ ჩვენგან წასვლის უფლებას, ჩემი იმედი მხოლოდ შენ და უფალი ხართ დედიკო, გთხოვ დამშვიდდი, მე წავალ, დაგირეკავ, დროებით დე... მიყვარხარ. _აღარ შემეძლო ასეთი სახით გასვლა, დროც აღარ მქონდა, აღარც უფლება უკან დახევის, მერე რა თუ მთელი ნაწვალევი მაკიაჟი წყალში ჩამეყარა, მე ხომ ამ ზაფხულს ვისწავლე ამის გაკეთება, სახის დათხაპვნაა, მეტი არაფერი, უმაკიაჟოდაც ვგავარ პირადობის ფოტოს, გავიღიმე და გზას გავუყებ, ჩემი ამ დღის და ზოგადად ამ წლის დევიზი იყო, წავსულიყავი წინ, მიზნისკენ უკან დახევის გარეშე. ...................................................................................................................................................... __მაკა როგორ ხარ? __ვერ გიცანი თამ, ნუთუ შენ ხარ?! __როდის შემოგიხედავს კარგად ჩემთვის ალბათ ვერ დამიმახსოვრე, ხომ ასეა? __არა უკვე გიცანი, თუ გინდა ვერავინ გიცნოს ეცადე ეგ იუმორის გრძნობა მოიშალო_მითხრა და ისე მაგრად ჩამეხუტა როგორადაც იმ წამს მჭირდებოდა, მივხვდი რომ მეგობრობა ჩემს ტკივილებზე უფრო ძლიერი იყო და დღეს უკვე მეორედ ვიგრძენი თავი ასე კარგად, დედის ჩახუტების შემდეგ ეს პირველი სიხარული იყო... __ქალბატონო ანუ რა გამოდის დასუსტებულხარ თუ განახევრებულხარ?!_მკაცრი თვალით ამათვალიერა და ჩუმი ხმით, ალბათ მისდაუნებურად მკითხა__ახლა რომ გთხოვოს პატიება, აპატიებ? __წავიდეთ, დაგვაგვიანდება, წამო და მაგ თემაზე მაშინ ვისაუბროდ, როცა გვეცლება წელს სტიპენტია უნდა ავიღო, მჭირდება მაღალი ქულები წამო..._ავარბენინე კიბეებზე და დაღლილ დაქანცულს არც კითხვის და აღარც დაკითხვის თავი აღარ ჰქონდა, თან მგონი მიხვდა რომ მსგავსი კითხვები აღარ უნდა დაესვა ჩემთვის, მას ხომ სხვაზე მეტად ესმოდა ჩემი გულის ტკენა, მეც დედა გავიხსენე თვალებცრემლიანი და ძალა მომეცა, ძალა ბრძოლოს და მივხვდი, ახლა ლექტორის მაგივრად ის რომ შემოსულიყო და პატიება ეთხოვა გულიანად გადავიხარხარებდი, ესეც მხოლოდ იმიტომ რომ ჩემი ღიმილი არასდროს მოსწონდა, თუმცა მისი აზრი ამ კონკრეტულ მომენტში მართლა აღარ მადარდებდა და ამის გამო შვენას, თავისუფლებას და არაამქვეყნიურ სიმშვიდეს ვგრძნობდი... აი თურმე როგორი ბედნიერი შეიძლება იყოს ადამიანი არაფლის გამო... __მაკუ იცნობ ამ ლექტორს? __ახალიაო... __და არაპუნქტუალურიო? __როგორც ჩანს. __მოვიდა, მგონი დიდ შარში ვართ... __რატომ? __სახელით არ მეცნო, მაგრამ ვიცი რომ ნიშანს არ გვაღირსებს, ალბათ დაგეგმილი სტიპენდიაც გეგმად დაგრჩება. __მხოლოდ ამის გამო?! __ძალიან მკაცრია, სწავლაშიც არ წერს ნიშნებს, უგულოა, თან უშვილო, უცოლოც... __მაგრამ ეს მცირე დაბრკოლებაა, ვთქვი და მორჩა, პირველი ვიქნები ვისაც მაღალ ქულას კი არა 100_დან 100_ს დაუწერს, სემესტრის ბოლოს პიცას იკისრებ, თან დაბი-დუბიც უწევს შენი. შევთანხმდით?! __შევთანხმდით. ............................................................................................................................................................... ეს დღეც დასრლდა, მერე რა რომ არაადამიანურად გაუსაძლისი და დამღლელი იყო, მაგრამ სამაგიეროდ, წლების შემდეგ პირველად გავიდა დღე, ისე რომ გიორგი არც გამხსენებია, ან და ვინ იყო გიორგი? ის ხომ უკვე აღარ არსებობდა, უკვე აღარ იყო ჩემი ცხოვრების ნაწილი. მე მან დამივიწყა და ...... მეც დავივიწყებდი.... თავს პირობა მივეცი, და ეს ერთადერთი იყო რისი გატეხვაც მე არ შემეძლო. ჩემი პირობა თითქმის შესრულდა, მთავარი იყო რამე ყოფითი პრობლემებით დავტვირთულიყავი, რომ ის არც ყოფილიყო ის, რომ ჩემი წარსულიდანაც ამოშლილიყო, ისე რომ გული არ მტკენოდა. ................................................................................................................................................................ თამარ ჯიშკარიანი |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.