მინდა მიყვარდეს თავი 44
თეკომ ნიას სახლის კარი შეაღო და სასიამოვნო სურნელი ჩაისუნთქა.ყვავილებით ნაირფერად მოეწყოთ სახლი რაც მას არაჩვეულებრივ ელფერს სძენდა.თან იმდენად ერთმანეთში არეული და სასიამოვნო სურნელი იდგა რომ ძალაუნებურად ცხვირში გიღიტინებდა და სასიამოვნო შეგრძნებებს გიღვიძებდა. ნია ისევ ოთახში იყო და სარკის წინ თავის ანარეკლს უყურებდა.გიორგაძემ საძინებლის კარი შეაღო და გაოცებულმა პირი დააღო.იმდენად საოცრად და ლამაზად გამოიყურებოდა მისი დაქალი რომ სიტყვის თქმა ვეღარ მოახერხა. ბოლოს როგორც იქნა გაიაზრა საკუთარი მდგომარეობა ენაჩავარდნილი რომ მისჩერებოდა და გვერდით დაუჯდა დაქალს.ერთხელ კიდევ აათვალიერა პატარძალი და ცრემლებმა ძალაუნებურად იწყეს მისი ლამაზი თვალებიდან დენა. ეხლა არც მაკიაჟი ადარდებდა და არც ის რომ მისთვის ნერვიულობა არ შეიძლებოდა,არა კი არ ნერვიულობდ ეს სიხარულის ცრემლები იყო რომელიც მისი საყვარელი მეგობრის გაბედნიერებით იყო გამოწვეული.ნიამ მისი შემხედვარე თვალის ჭრილის ბოლოებში თითები მიიჭირა და ცრემლებს გადმოსვლის საშუალება არ მისცა,ვერ ჩაუყრიდა დილიდან მშრომელ ხალხს ამაგს წყალში და მაკიაჟს ტირილით ვერ გაიფუჭებდა,არადა ერთი აღრიალება ქვეყანას ერჩივნა რომ მთელი დღის ნაგროვები ემოციები ბოლომდე გამოეშვა.თეკომ მისი შემხედვარე ცრემლები ნელა მოიწმინდა ხელსახოცით და ოდნავ გაუღიმა. -არ ვიცი რა გითხრა ნი,უბრალოდ არაჩვეულებრივად გამოიყურები.ისეთი ლამაზი ხარ ამ კაბაში რომ სულ მინდა გიყურო,მინდა სულ ასეთ ბედნიერეს და გაბრწყინებულს გხედავდე.ეს დღე შენთვის და ლევანისთვის დაუვიწყარი უნდა იყო.-როგორც იქნა სიტყვებს თავი მოუყარა თეკომ მეგობარს გახედა. -მადლობა,ჩემო საყვარელო.ძალიან მახარებს რომ ამ ლამაზ დღეს შენ და ანუკი ჩემს გვერდით ხართ და კიდევ მრავალ ლამაზ დღეს გავატარებთ ერთად.-ნია გადააეხვია დაქალს და ასე იყვნენ გარინდულები სანამ კარები დედამ არ შემოაღო. ჩახუტებულ დაქალებს რომ მოჰკრა თვალი გული სიამაყით აევსო,რადგან იცოდა ქალმა რამდენად ძვირფასები იყვნენ ნიასთვის თეკო და ანუკი.ეს ორი მისი ცხოვრების მუდმივ მეგზურებს წარმოადგენდა და მათ გარეშე მისი არცერთი დილა,არცერთი ცხოვრების მნიშვნოლოვანი დღე არ არსებობდა.ასევე იყო დაქალებისთვისაც ნია.ისინი მუდამ ყველაფერში განუყრელები იყვნენ და ასე აპირებდნენ მთელი ცხოვრება გაგრძელებას.ქალი ნელა მიუახლოვდა გოგონებს და ორივეს უკნიდან მოეხვია.მხოლოდ გვერდულად ახედა ნიამ დედას და მისი ლამაზი ღიმილი დაიმსახურა. -შვილო გეყოფათ ამდენი ჩახუტება,გამოდი და სტუმრებს მიხედე სირცხვილია ის წყვილი უკვე 10 წუთია მისაღებში იცდის.-უთხრა დედამ ნიას და მზრუნველად გადაუსვა თავზე ხელი. -ვინ წყვილი დედა?-გაუკვირდა ქალიშვილს წყვილის ხსენება,რადგან ისეთს არავის ელოდებოდა ეხლა სახლში რომასე მორიდებულად მჯდარიყვნენ მისაღებში. -გამოდი და თვითონ ნახავ,მე ძალიან მომეწონა ორივე,ისე უხდებიან ერთმანეთს რომ მეტი არ შეიძლება.-აღფრთოვანება ვერ დამალა ქალმა და დაქალები საგონებელში ჩააგდო.ორივე ერთდროულად წამოფრინდა ფეხზე და მისაღებში გავიდნენ.ინტერესიჰკლავდათ დროზე ენახათ ეს შეუდარებელი წყვილი როგორც ქალბატონი ხათუნა ამბობდა.მისაღებში შესვლისას გოგოებმა მირანდას და უცნობ სიმპატიურ მამაკაცს მოჰკრეს თვალი და გაოცება ნამდვილად ვერ დამალეს. გოგოების გაოცებულ სახეებზე მირანდას ოდნავ გაეღიმა და მათკენ გაემართა. ორივეს მოეხვია და გადაკოცნა. -ნია რა ლამაზი ხარ იცი?თვალს ვერ გწყვეტ და წარმომიდგენია ლევანი რა დღეში იქნება.-მხიარულად უთხრა მირანდამ. -მადლობა მირა.მეც არ გამოკვირდა ვინ მოვიდა თქო.-ისე უთხრა ნიამ რომ მჟავიას გაუკვირდა მისი ტონი. -მოხდა რამე?-დაეჭვებით ჰკითხა მეგობრებს და მათ მზერას გააყოლა თვალი რომელიც უხერხულობისგან შეშმუშნულ ლადოსკენ იყო მიმართული და ტუჩის კუთხეში გაეღიმა მათი შემხედვარეს,თუ როგორ ათვალიერებდნენ ვაჟს. -ეს ბიჭი ვინაა?და რატომ მითხრა დედამ წყვილი მოვიდაო?თქვენ რა ერთად ხართ?-ყველა კითხვა რაც კი იმ მომენტში მგალობლიშვილს გულს უღრღნიდა მაშინვე დაუსვა.მირანდას მეგობრის სიტყვები ყურში რაღაცნაირად მოხვდა მაგრამ მაშინვე მაგარმა აზრმა გაურბინა თავში და მეგობრებს ეშმაკურად მოჭუტული თვალებით მოავლო მზერა. -მოდით და გაგაცნობთ.-მათ დაბნეულობაზე გახალისხა მჟავია.ორივეს ხელმკალი გამოსდო და ვაჟის მიმართულებით წაიყვანა.ლადო მაშინვე ფეხზე წამოდგა და გოგონებს მიესალმა. -გამრჯობათ.მინდა გითხრათ რომ ძალიან ლამაზად გამოიყურებით და გაუმართლა თქვენს მომავალ მეუღლეს რომ ასეთი ლამაზი ქალი დაუმშვენებს გვერდს.-კომპლიმენტებით აავსო ქალიშვილი და ხელი ნაზად ჩამოართვა.ნია და თეკო მისი ყურებით აღფრთოვანებულები იყვნენ და უკვე ძალიან მოსწონდათ ეს ბიჭი. -დიდი მადლობა.-მხოლოდ ამის თქმა მოახერხა ნიამ და თეკოს გახედა.რომელიც ხმას ვერ იღებდა,იმდენად აინტერესებდა მირანდა რა სტატუსიტ გააცნობდა მათ ვაჟს. -გაიცანით ეს ლადო კაპანაძეა ჩემი შეყვარებული.-მაშინვე იგრძნო მჟავიამ რომ გოგოებს ინტერესი ჰკლავდათ და ცნობისმოყვარეობა დაუკმაყოფილა.ლადოს ხელმკლავი გამოსდო და რომ არაფერი ეთქვა საწინააღმდეგო ოდნავ მოუჭირა მკლავზე,რითიც მინიშნება მისცა რომ უნდა დასთანხმებოდა. -რააა?-ორივეს ერთად აღმოხდათ ეს ერთი სიტყვე და გაოცებულებმა ჯერ ერთმანეთს გადახედეს შემდეგ კი მომღიმარ წყვილს. -ვიცი,გოგოებო აქამდეც უნდა მეთქვა თქვენთვის მაგრამ ვერ მოვახერხე.მაპატიეთ რა.-მუდარის სახით გადახედა მირანდამ მეგობრებს.გოგოებმა მხოლოდ მირანდას შეხედეს და შემდეგ ლადოს გადახედეს. -ბოდიშს გითდით მაგრამ ცოტა ხანს მოგტაცებთ შეყვარებულს.-აქამდე ჩემად მყოფ თეკომ ამოიღო ხმა და ღიმილით უთხრა ლადოს,რომელიც სიტუაციიტ ისე იყო დბნეული სიტყვის თქმას ვერ ახერხებდა. -დიახ რა თქმა უნდა.მე აივანზე გავალ.-ნერვიულოდა მოისრისა საფეთქლები კაპანაძემ და გოგოებს მოშორდა.ორივემ ხელმკლავი გამოსდო და ოთახში გაიყვანეს ყველაფრის ასსახსნელად.როგორ კი ოთახის კარი მიიხურეს მირანდას ორი წყვილი თვალი მიაშტერდა იმ მიზნით რომ უკვე დრო იყო ყველაფერი აეხსნა. -იმ საღამოს მერე თქვენთან რომ ვიყავი.მეორე დღით ლადო მოვიდა ჩემთან,-დაიწყო თამამად საუბარი მჟავიამ და ცდილობდა ეს ყველაფერი სიმართლეს დამსგავსებოდა რომ გოგონებს მის ნათქვამში ეჭვი ოდნავადაც არ შეპარვოდათ.რა თქმა უნდა არავისთვის არა აპირებდა არაფრის თქმას რაც წუხელ სანდროსთან მოხდა.ეს მხოლოდ მათი საიდუმლო იყო და იცოდა რომ არც გიორგაძეს დასცდებოდა სადმე.ამიტომ ისეთი ტყუილი უნდა გამოეცხო რომ არავის შეეტანა ეჭვი ლადოსთან მის ურთიერთობაში.-ვიცოდი რომ ვუყვარდი მაგრამ ნამდვილად არრ ველოდი მოვლენების ასეთ განვითარებას.ძალიან დიდი ხანია უკვე ვიცნობ და ვიცი რა მაგარი ადამიანიცაა.სიყვარული ამიხსნა და მეც დავთანხმდი.-საუბარი დაასრულა გოგომ და რამის თქმის მოლოდინში გაჩუმდა.ამ დროს მხიარული ზარზეიმი მოისმა მისაღები ოთახიდან რაც იმას ნიშნავდა რომ სიძე თავისი მაყრიონით უკვე მისულიყო და პატარძლის გამოსვლას ელოდა.ოთახში გახარებული ხათუნა შემოვიდა და შვილს სთხოვა გასულიყო. -შენ მერე დაგელაპარაკებით.-თითქოს ნაწყემა უთხრა ნიამ და კარები გამოაღო.არც თეკო იყო ნაკლებ დღეში,რადგან მირანდა ძალიან მოსწონდა დაიმედი ბოლომდე ჰქონდა რომ ერთ დღეს მას და სანდროს ერთად იხილავდა.მაგრამ მოვლენები მისი იმედის საწინააღმდეგოდ ვითარდებოდა და ეს ძალიან სტკენდა გულს.თან ისიც იცოდა რომ მირანდას ლადო არ უყვარდა და ეს ურთიერთობა მხოლოდ სანდროს დასავიწყებლად სჭირდებოდა.მაგრამ მის სურვილს წინ ვერ აღუდგებოდა ამიტომ თვითონაც მოწყენილი გაჰყვა ნიას უკან.მიხვდა მჟავია რომ მეგობრებს მისი სიტყვებით გული ატკინა მაგრამ სხვანაირად ვერ მოიქცეოდა. სანდროთვის წუხანდელი ღამის მერე როგორმე უნდა დაეჯერბინა რომ არ უყვარდა და ის ეხლა ლადოსთან იყო.მჟავიამაც დატოვა ოთახი და მისაღებში გავიდა.აივნიდან შემოსული იყო უკვე კაპანაძე და ნაცნობებს ესალმებოდა. გოგონა გვერდით ამოუდგა და ხელმკლვი გაუკეთა,ისეთი სევდიანი და მუდარა ნარევი თვალებით შეხედა ვაჟმა ხმა ვერ ამოიღო და მხოლოდ თავზე აკოცა ნაზად.ეს სცენა ანუკის მზერას არ გამოპარვია და გოგოებს კითხვით სავსე მზერა მიაპყრო რომლებიც ეს ესაა შემოვიდნენ მისაღებში.მათი სევდიანი მზერა რომ დაიირა ბექაურმა რაღაცა იეჭვა მაგრამ ეხლა ამის გარკვევის დრო არ იყო.ამას მერეც მოახერხებდა. ... ლევანი ცოტა დამშვიდდა და საათს დახედა.დრო იყო უკვე გასულიყვნენ.ამიტომ სახლის კარი გამოიკეტეს და ყველა კიბეებზე დაეშვა.სალომ ძმას ხელმკლავი გამოსდო და ნაზად აკოცა ლოყაზე. -ყველაფერი კარგად ჩაივლის ლევან,აი ნახავ ეს დღე დაუვიწყარი იქნება.- მხიარულად უთხრა ძმას და მხარზე მიეკრა.ლევანმა მხოლოდ გაუღიმა და თავზე აკოცა.ბექა უკვეანუკის კარებთან იდგა და ზარს რეკავდა.უცებ კარი ანგელოზმა გააღო.გასვიანმა ვერ გააცნობიერა რომ ეს მისი ლამაზი გოგო იყო და უცებ ჰკითხა: -ანუკი მზადაა?-გოგონამ მის კითხვაზე სიცილი ვერ შეიკავა და გულიანად იცინოდა.როცა ოდნავ დამშვიდდა ბექას გაოცებული მზერა იგრძნო მთელს სხეულზე.ისევ ისე გარინული იდგა შესასვლელში ვაჟი და ადგილიდან არ იძვროდა.ბოლოს როგორც იქნა ფიქრებიდან გამოერკვა და გოგოს მიუახლოვდა. იმდენად ახლოს დადგა მასთან რომ მისი სუნთქვა სახეზე ეფრქვეოდა ქალს. ოდნავ დაიხარა და მის ლამაზ ბაგეებს ნაზი კოცნა მოჰპარა.ანუკი ადგილიდან არ იძვროდა სასიამოვნო ჟრუანტელი უვლიდა მთელს სხეულში და არ უნდოდა ამ ყველაფრის დასრულება.ვაჟი მოსწყდა მის ბაგეებს და ყურში ჩუმად უჩურჩულა -ჩემი ანგელოზი ხარ.ჩემი ცხოვრების ლამაზი ანგელოზი.-ამის გაგონებაზე კანი უცებ დაეხორკლა ბექაურს და ამღვრეული თვალებით შეხედა ბექას,რომელიც დამატყვევებლად უღიმოდა.სიტყვის თქმა ვერ მოახერხა ანა.ამ ლამაზი წუთებიდან დედის ხმამ გამოარკვია. -ნოდარ წავიდეთ ბექც მოსულა უკვე დაგველოდება.-ქალი მიესალმა გასვიანს და ისევ მეუღლეს გახედა რომელიც რაღაცას ეძებდა. -რას ეძებ შე,კაი ადამიანო ამდენ ხანს.სირცხვილია გველოდება ბიჭი უკვე.-ისევ შეუტია მეუღლეს და გვერდით დაუდა. -არაფერს,ვიპოვნე უკვე.-მეუღლეს მხიარულად გახედა და კარებისკენ წავიდა. ბექა და ანა უკვე კართან იდგნენ და ცოლ-ქმარს ელოდებოდნენ.ისინიც მალე გამოვიდნენ,კარები გადაკეტეს და კიბეებზე დაეშვნენ.ანა ბექას მანქანასი ჩაჯდა. ნოდარი და მზია თავიანთ მანქანასი.ხოლო ლევანის ოჯახი კი ილოს მანქანაში. ყველა ერთად წავიდა მაყრიონის თანხლებით ნიას სახლისკენ. -დღეს დედაჩემი მინდა გაგაცნოს.-საუბარი მაშინვე ბექამ დაიწყო როგორც კი მანქანაში ჩაჯდნენ. -ცოტა არ იყოს ვღელავ.-გაუბედავად უთხრა ბექაურმა. -ნუ გეშინია.არ არის ისეთი ქალი რომ არ მოეწონო.თან რა გაქვს დედაჩემის დასაწუნი,ჩემი ანგელოზი ხარ შენ.-უთხრა გასვიანმა და გოგოს ლოყები აუწითლდა ისევ ამ სიტყვების მოსმენისას.ვაჟის ვნებიანი და თბილი ხმა მასზე ძალიან მოქმედებდა.რაღაც სხვა განზომილებაში გადაჰყავდა და არაამქვეყნიურ განცდებს იწვვდა მასში.ანუკის მეტი აღარაფერი უთქვამს.მხოლოდ ბექას ნაზ ფერებას გრძნობდა მთელი გზა თითებზე ,რომელიც წუთითაც არ გაუშვია ვაჟს ხელიდან.ყველამ ერთად გააჩერეს პატარძლის სადარბაზოსთან მანქანები და გადმოვიდნენ.წინ ლევანი და მეჯვარე მიდიოდა,უკან კი ოჯახის წევრები და მაყრიონი მიჰყვებოდა. ლევანმა ნია რომ დაინახა ადგილიდან ფეხი ვერ მოიცვალა.გოგო კი გაღიმებული უმზერდა სატრფოს,რომელიც სიტყვის თქმას ვეღარ ახერხებდა. -ღვთაებრივად გამოიყურები ჩემო დედოფალო.-როგორც იქნა ბაგე გახსნა ზედგენიძემ და გოგონას თხელი ლამაზი თითები თავის ხელებსი მოიქცია.იგრძნო როგორ თრთოდა მისი სხეული და ამის გააზრებისას სხეულში სასიამოვნო ტალღამ დაუარა.მხოლოდ ეხლა გააცნობიერა საბოლოოდ რომ დღეს ეს ლამაზი ასეული მისი გახდებოდა სამუდამოდ.დღეს სამარადისო სიყვარულს შეჰფიცებდნენ ღმერთის წინაშე ერთმანეთს და მისგან კურთხევას მიიღებდნენ. -შენც არაჩვეულებრივად გამოიყურები ლევან.-უთხრა ნიამ და ხელზე ნაზი ამბორი იგრძნო.ანუკიმ ბექას ხელი გააშვებინა და ლევანისკენ უბიძგა.ბიჭიც მაშინვე ამოუდგა ძმაკაცს გვერდით და სუფრასთან საპატიო ადგილი დაიკავა.ნიას გვერდით კი ოდნავ გაბერილი მუცლით თეკო იდგა.რომელსაც ლექოსო მწველი მზერა არ სცილდებოდა.რამდენჯერმე შეხედა გოგონამ იმის ნიშნად რომ მისი მზერა ძაბავდა,მაგრამ ვაჟს სიამოვნებდა გოგონას დამფრთალი მზერის ყურება. ამიტომ წამითაც კი არ მოუცილებია მისთვის თვალი.მომავალმა დედამთილმა ნია გულში ისე თბილად ჩაიკრა ხათუნას ცრემლები გადმოსცვივდა,გრძნობდა რომ მისი შვილი ამ ოჯახში ძალიან ბედნიერი იქნებოდა.ეს ყველაფერი მათ სახეზე ეწერა.იცნობდა ლევანის ოჯახს ასე თუ ისე და მათზე კარგის მეტი არავისგან არაფერი სმენია.მზია და ნოდარი ხომ სულ მათ ქებაში იყვნენ.თვითონ ლევანი კი ყველაზე კარგი სასიძო იყო მთელს დედამიწაზე ხათუნასთვის.სალოც გადაეხვია მომავალ რძალს და ბედნიერება უსურვა თავის გადარეულ ძმასთან ერთად.ამის მერე იყო კიდევ მრავალი ხვევნა-კოცნა,შამპანიურის აფეთქების ხმები და დალოცვები.ყველა მომღიმარი და ბედნიერი სახით უყურებდა ამ ლამაზ წყვილს.რომელიც ირგვლივ საოცარ სინათლეს ასხივებდა.ლევანმა ნიას ნაზად მოჰკიდა ხელი და გასასვლელისკენ წავიდნეე.უკვე ჯვრისწერა ახლოვდებოდა. სადარაზოდან გასულებს ფოტოგრაფმა უამრავი ფოტო გადაუღო ამ დღის სამახსოვროდ და მეგობრების მხიარული შეძახილები ვიდეოზე აღბეჭდეს.ეს დღე არა მარტო ლევანისთვის და ნიასთვის იყო ბედნიერი,ეს დღე ყველას ერთად აერთიანებდა და ამ ბედნიერებას ყველა ერთად გულით იზიარებდა.მანქანებში გადანაწილდნენ და გეზი მეტეხის ეკლესიისკენ აიღეს. ყველაფერი იმდენად ლამაზი და არაჩვეულებრივი იყო რომ თავი ზღაპარში გეგონებოდა.მამაომჯვარი დასწერა და ბედნიერი წყვილი ღმერთის წინაშე დალოცა.ისინი უკვე უფლის წინაშე მეუღლეები იყვნენ და მომავალი ბედნიერება წინ ჰქონდათ.შემდეგ ხელი მოაწერეს.ეზოში გაისმა ათასი სამხიარულო შეძახილები.ვიდეო ფირზე ყველა მომენტი ზედმიწევნით იბეჭდებოდა და მათ ბედნიერ სახეებს დასამახსოვრებელს ხდიდა.ეს დღე ყველათვის დაუვიწყარ დღეს წარმოადგენდა,ეს იყო მათი უფრო მხურვალე მეგობრობის ახალი ეტაპის დასაწყისი.ეს იყო ცხოვრების სხვა,ახალი ფაზა.ბოლოს ჯვარზეც ავიდნენ.დიდხანს ტკბებოდნენ ამ ლამაზი სანახაობით, რომელიც ამ საუცხოო ადგილიდან გადმოჰყურებდა ლამაზ ბუნებას.აქ შეიძლება ადამიანი საკუთარ ფიქრებში და ოცნებებში ჩაკარგულიყო.ეს იყო ღვთისგან ნაჩუქარი კიდევ ერთი საჩუქარი ადამიანებისთვის,აქ ისინი სიმშვიდეს განიცდიდნენ.ლევანს ამ ხნის მანძილზე ნიასთვის ხელი არ გაუსვია,თითქოს ეშინოდა ეს ყველაფერი არ დასრულებულიყო. ბექა და ანა მხიარულობდნენ და მეგობრების ბედნიერებით ტკბებოდნენ.თეკო ცოტა გადაიღალა ამდენი მგავრობით ამიტომ იქვე ეზოში ამაღლებულ ადგილად ჩამომჯდარი სიყვარულით სავსე თვალებით შესცქეროდა მასზე მზრუნველ ლექსოს.რომელიც ნერვიულად აცეცებდა თვალებს და არ იცოდა რა მოეხერხებინა რომ გოგოს თავი კარგად ეგრძნო.მირანდა კი მოწყენილი დააბიჯებდა ლადოსთან ერთად და სანდროზე ფიქრებში ისე იყო გართული რომ ვაჟის საუბარი არც კი გაუგია. -მირანდა მისმენ?-ბოლოს ისევ ფიქრებიდან კაპანაძის ხმამ გამოიყვანა და კითხვით სავსე მზერა მიაპყრო მას. -რამე მკითხე?-ჰკითხა მომრიმარ ლადოს. -რამდენი ხანია გელაპარაკები შენ კი სანდროზე ფიქრებით ისე ხარ გართული არც კი მისმენ.-უსაყვედურა მეგობარს ვაჟმა. -და შენ რა იცი რომ სადროზე ვფიქრობდი?-ისე ჰკითხა გეგონება ამას დიდი მკითხაობა სჭირდებოდესო. -სახეზე გაწერია ყველაფერი.-უთხრა ლადომ და გოგონა გააჩერა.-რატომ მოიქეცი ასე?რატომ უთხარი მეგობრებს რომ ჩემთან ხარ?მითხარი რა მოხდა ასეთი რომ ეს გადაწყვეტილება მიიღე?-აქამდე ეს კითხვები გულს უღრღნიდა ლადოს და როგორც იქნა ჰკითხა. -ეხლა ყველაფერ ვერ მოგიყვები,არც ამის ადგილია და არც დრო.მაგრამ გპირდები ქორწილი რომ ჩაივლის ყველაფერს აგიხსნი.მხოლოდ დამპირდი რომ ისე მოიქცევი როგორც წყვილს შეეფერება.-ისეთი თვალებით შეხედა მირანდამ რომ ვაჟი მიხვდა უარის თქმას აზრი არ ჰქონდა.მას უკვე ყველაფერი გადაწყვეტილი ჰქონდა.თან ამას უმიზედოდ ნამდვილად არ სთხოვდა.ამისთვის აუცილებლად სერიოზული მიზეზი ექნებოდა და ამასაც მალე გაიგებდა.მხარზე მოჰხვია კაპანაძემ მჟავიას ტორები და ეს სიფრიფანა გოგო სულ ჩაიკარგა მის მკლავებში.თავზე ნაზად აკოცა და ჩაიხუტა.უკან მიჰყვებოდნენ ბედნიერ წყვილს და ორივე თავის ფიქრებში იყო ჩაკარგული. უკვე რესტორანში წასვლის დრო იყო.ამიტომ მთელი ახალგაზრდობა მანქანებისკენ დაიძრა და სიგნალებით აიკლეს არე-მარე,რესტორანს იმხელა ეზო ჰქონდა მგონი მთელი სტუმრები მარტო ეზოში დაეტეოდნენ.ხალხს უკვე მოეყარა თავი და სიძე-პატარძლის გამოჩენას ელოდნენ.მათაც დიდხანს არ დააყოვნეს. მხიარულად გადმოვიდნენ მანქანიდან და რესტორნის შესასვლეს მიაშურეს. წინ ბექა და ლექსო გაიჭრა.ყველას გაუკვირდა მათი ეს საქციელი მაგრამ ყველაზე დიდი გაკვირვება იმან გამოიწვია რომ მუსიკა უცებ შეწყდა დარბაზში.შუქები ჩაქრა და მხოლოდ ერთი განათება იყო მიმართუი ნეფე-დედოფლისკენ.გასვიანი და შამანაური ერთმანეთის პირისპირ დადგნენ და ხმლებიი იშიშვლეს,გაისმა საამური მუსიკის ჰანგები და მოჰყვა ბიჭების საოცარი ხმა. ვისიაა,ვისიაა, ქალი ლამაზი ჰეეეე. ჩვენიაა,ჩვენიაა,ქალი ლამაზი ჰეეეე. ბიჭებს ანუკიმ და თეკომაც მიბაძეს იქვე დადებულ ხმლებს მოჰკიდეს ხელი და მათ გვერდით ამოუდგნენ.ამის დანახვაზე ორივე გამხიარულდა და უფრო ომახიანად შესძახეს სიმღერას.მთელმა ახალგაზრდობამ მათ მიბაძეს და სიძე-პატარძალს ლამაზ კოლიდორში გასავლელად გზა გაუხსნენ.ეს რაღაც ენით აუღწერელი გრძნობა იყო ორივესთვის.მათი გულები ბედნიერებისგან უკვე ამოვარდნას იყვნენ. არ ელოდნენ მეგობრებისგან ასეთ გამაოგნებელ სცენას,ამიტომ მოულოდნელობის ეფექტი საოცრად სასიამოვნო აღმოჩნდა.ქალმა ვაჟს ხელმკლავი გამოსდო და ლამაზი ღიმილით ჩაიარეს ცოცხალი კორიდორი.ბექამ და ლექსომ სიმღერა დაასრულეს და თავიანთი ადგილები დაიკავეს.ყველა ბედნიერი იყო.აქ რაღაც საოცარი სიხარული სუფევდა.არანაირი ბირმიანი და ბოროტი თვალები. მხოლოდ სუფთა და წრფელი გამოხედვა.თითოეულ ადამიანში დაინახავდი მათდამი უსაზღვრო სიყვარულს და ეს აბედნიერება თითოეულ მათგანს. ნიამ და ლევანმა ადგილი დაიკავეს თავიანტ მაგიდასთან და დაიწყო კიდეც სადღეგრძელოები. მალე მუსიკებიც ჩაირთო და ახალგაზრდებმა დატოვეს თავიანთი ადგილები.ბექა მაშინვე წამოდგა სკამიდან და ანუკის მიაშურა.ასე ახლოს და თან ასე შორს არასოდეს ყოფილან.იმდენად მოენატრა ამ რამდენიმე წუთში რომ მეტს ვეღარ გაუძლო და პირველივე მუსიკის გაჟღერებისთანავე საცეკვაოდ გაიწვია მხიარულად მოსაუბრე გოგონა.რომელიც ვიღაც მამაკაც ისე უღიმოდა ეჭვიანობისგან ძარღვები დაებერა. -მეცეკვებით ანგელოზო?-ხელი გაუწოდა გოგოს და მის პასუხს დაელოდა. -რა თქმა უნდა.-მხიარულად წამოდგა ბექაური და ხელი მის ხელს დაადო. გასვიანს ისეთი მზერა ჰქონდა სადაცაა მოკლავდა მომღიმარ ბიჭს რომელმაც ანუკის ხარბად გააყოლა თვალი.ეს გოგოს არ შეუმჩნევია ამიტომ ვერ მიხვდა ბექას დაძაბულ მზერას. -რა მოხდა ბექა?-ჰკიტხა მისი დუმილით გაბრაზებულმა. -ვინ იყო ის ტიპი?-ისე სერიოზულად უთხრა რომ ანამ სიცილი ვერ შეიკავა. -შენ რა ევიანობ?-სევ აგრძელებდა სიცილს და ვაჟის ხელებს უფრო მჭიდროდ გრძნობდა მის სხეულზე. -ვინ იყო მეთქი.-გამყინავი გაუხდა გასვიანს ხმა.არ ესიამოვნა ბექაურს მისი ტონი და უცებ შეწყვიტა სიცილი. -ნიას მამიდაშვილია.ბავშვობიდან ვიცნობთ ერთმანეთს.-უთხრა ქალმა. -და სულ ასე მხიარულობთ?-ირონია ვერ დამალა ვაჟმა. -და რა არის ამაში ცუდი თუ ცოტა გავიცინე,არ შეიძლება სხვას რომ გამოველაპარაკო და გავუცინო?-გაბრაზება ეტყობოდა უკვე ანუკის ხმაში. -არა.-ისე მოუჭრა ბექამ რომ გოგომ ვეღარაფერი ვეღარ უთხრა.ეწყინა მისი ასეთი ტონი,მისი საუბარი და უარი.თავი დატყვევებულად იგრძნო,თითქოს ბექამ რაღაც საზღვრები დაუწესა და ეს საზღვრები გასაქანს არ აძლევდა.მიხვდა გასვიანი რომ აწყენინა.თმაზე ნელა დაუსვა ხელი და თვალებში ჩახედა. -ჩემი სულელი გოგო გამებუტე?-ჰკითხა საოცრად თბილი ხმით,თითქოს რამდენიმე წუთის წინ მკაცრი ბექა სადღაც გაქრა და მის წინაშე მხოლოდ მისი თბილი ბექა იდგა.გოგომ ხმა არ გასცა და თავი ჩაღუნა. -კაი რა ნუ მებუტები,თორემ ეგ ლამაზი ტუჩები შემომეჭმევა.-ანუკი ისევ დუმდა და მხოლოდ მუსიკას აყოლებდა ტანს.თავის ფიქრებში ამ ორ ბექას ერთმანეთს ადარებდა და არ სიამოვნებდა ასეტი რადიკალური განსხვავება.ასეთი კატეგორიული და მომთხოვნი მის მიმართ არასოდეს ყოფილა ვაჟი და გაუკვირდა მისგან ასეთი საქციელი.მუსიკა მალე დასრულდა,ვაჟმა გოგო თავის ადგილას დასვა რადგან იძულებული იყო,თამადა უხმობდა მეჯვარეს,თორემ სულ არ უნდოდა ისევ იმ ბიჭს გვერდით მჯდარიყო თავისი შეყვარებული.ანუკის მოწყენილობა მასაც გადაედო და დასევდიანებული წავიდა თავისი ადგილისკენ.ხალხის დასანახად მხიარული ღიმილი აიკრა სახეზე და გულმოდგინედ დაუწყო თამადის სადღეგრძელოს მოსმენა. -მეგობრებო,მე მინდა ამ ჭიქით ჩემს ნეფე-დედოფალს მეგობრები დავულოცო. რომლებიც მათი ბედნიერებით ბედნიერობენ,მათ სიხარულს იზიარებენ და ყველაფერში გვერდით უდგანან.იხარეთ შვილებო და იბედნიერეთ თქვენს ლამაზ მეგობრებთან ერთად.უფალი იყოს მუდამ თქვენი მფარველი. ყველაზე ალალი, ყველაზე გულწრფელი, ქალის თუ კაცის მუდამ მხლებელი მეგობრობაა დიდი საუნჯე ადამის,ევას მაცოცხლებელი.. ლექსით დაასრულა თამადა თავისი სადღეგრძელო და მეგობრებს უხმო.ყველა მაშინვე წამოცვივდა ადგილებიდან და თავი სიძე-პატარძლის გვერდით მოიყარეს. უცებ ყველგან ჩაბნელდა.ვერავინ იგებდა რა ხდებოდა.მხოლოდ ერთი განთება იყო შემოსასვლელი კარებისკენ მიმართული და ყველას მზერამ იქით გადაინაცვლა. მაგრამ რატომღაც იქიდან არავინ ჩანდა.გაისმა თემურ წიკლაურის უძლიერესი მუსიკის ჰანგები ,,მეგობრობას წამოვუდგეთ ფეხზე'' და სასიამოვნო ჟრუანტელმა დაუარა ყველას ტანში.გამოჩნდა ის,ვისსაც ამდენი ხნის მანძიზე ელოდნენ.ნელი და მედიდური ნაბიჯით მიიწევდა ახალდაქორწინებულებისაკენ და ღიმილი არ შორდებოდა მის ლამაზ სახეს... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.