შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უდანაშაულო სიყვარული (თავი 6)


13-02-2016, 12:14
ავტორი Dikunadiko
ნანახია 2 082

*
ყველაფერი ისევ ისეა, არაფერი შეცვლილა, ყველაფერი ისე დევს როგორც ბოლოს ქალბატონმა ლიდიამ დააწყო, თუმცა გემრიელი კერძების სუნი ახლა მტვერმოდებული და გასანიავებელი ბინის სუნმა შეცვალა.
ვერც იფიქრებდა ასე რომ მოენატრებოდა.
იმ დღეს მთლიანად ბინის გასუფთავებას დაუთმო, ანიკასაც სთხოვა მასთან გაადაბარგება, ისიც ნატას გარეშე ,რომ ვერ ძლებს, განცხადე იმ დღესვ შეიტანა თავისი ბინის გაყიდვაზე და ნატასთან გადმობარგდა.
-მე ბებიას ოთახში გადავალ, შენ ჩემს ოთახში მოთავსდი.
ავეჯიც საკმაოდ ძველია, ლიდიას უვარდა სიძველის შეგრძნება, ამიტომ ოტახი მთლიანად ვინტაჟულ ავეჯს უკავია. ანიკა თვალებს აცმაცუნებს და ამერიკაში გამომუშავებულ ფულს თვლის.
-ავეჯ შევცვალოთ. ნატა სანამ უარს მეტყვი, შეგახსენებ ,რომ ყველაფერი ახლიდან უნდა დავიწყოთ.
-ხომ არ გადავყრით ამ ყველაფერს ანიკა. მენანება. საწოლზე ჯდება და თავს ხელებში რგავს.
-ნატა, იმდენს უჭირს ეხლა, გავაჩუქოთ რატომ უნდა გადავყაროთ.
ასეც გადაწყვიტეს, ნატამ ინტერნეტსივრცეში მოხუცებულთა და ბავშვთა თავშესაფარი იპოვა.
ორსართულიანი შენობა იყო, აქა-იქ ჩამოშლილი კედლებით, გახეხილი და ამოყრილი პარკეტით, ჩაშავებული ფანჯრებით, დაგლეჯილი შპალერით.
გული აეწვათ დაქალებს.
როგორ შეიძლება ასეთ გარემოში მოხუცებულების და ბავშვების ცხოვრება.
გეზი დირექტორის კაბინეტისკენ აიღეს.
არც კაბინეტი გამოირჩეოდა რამით, სახელი ერქვა "კაბინეტი" თორემ იგივე სურათი მეორედებოდა აქაც.
-ჩვენ გვაქვს ავეჯი , ძველებურია თუმცა საკმაოდ კარგი ხარისხის. სიტუაცია აუხსნა ანიკამ
-ამდნეი წლის მანძილზე პირველი მნახველები ხართ, ვინც დახმარება შემოგვთავაზა, ნამდვილად უპატრონი ვართ ყველანი, არავი პატრონობს ჩვენს შენობას.დარდი ამოაყოლა გულს ახალგაზრდა გოგონამ.
-თქვენ დირექტორი ხართ? ეჭვისთვალით შეხედა ნატამ თანატოლ ქალს.
-აქამდე დედაჩემი იყო ამ შენობის პატრონი, თუმცა გარდაიცვალა და მეც ვერ მივატოვე აქაურობა. მე ლიკა მქვია. ნაზი ღიმილით შეაგება ხელი გოგონებს
-არ არის რაიმე საშუალება შენობა რომ გარემონტდეს ,თუნდაც შიგნიდან? ნამდვილად შეწუხებული იყო ანიკა
-სახლი გავყიდე და მეც აქ გამოვედი საცხოვრებლად, დარჩენილი ფულით ფანჯრები ვიყიდე, საღებავები,საჭირო მასალა, თუმცა აღარ დამრჩა ფული მუშებზე.ამიტომ უკვე 2-3 თვეა ყველაფერი სხვენში მიწყვია.
-კარგით, მოდით ასე მოვიქცეთ. საქმიანი გარიგება მაქვს. ვერც შეამჩნია ანიკამ როდის გარდაიქმნა ნატა ასეთ სერიოზულ, ნამდვილად რომ საქმიან ქალად.
ანიკამ და ლიკამ დაინტერესებულებმა შეხედეს ნატას
-მე და ანიკა ვხდებით შენი მეწილეები. სანაცვლოდ, ჩვენივე გამომუშავებული ფულით ვარემონტებთ მთელს შენობას.
-კი მაგრამ ქალბატონო, აქ არანაირი შემოსავალი არ არისს. არხეინად ამოთქვა ლიკამ და სავარძელს მიეყუდა.
-შემოსავალი იქნება. აბა რას იტყვი, თანახმა ხარ? თვალებმოჭუტულმა შეხედა ანიკას გაოგნებულ მზერას და მერე ისევ ლიკას გახედა.
-დავიწყებ საბუთების მომზადებას მეწილეობაზე. გახარებულმა ამოილაპარაკა დირექტორმა და გოგოებს დაემშვიდობა.

*
-რატომ გადაწყვიტე ასე უცებ თავშესაფრის მეწილეობა? ყავის ფინჯანი წინ დაუდგა ნატას დაგვერდით მიუჯდა.
-იქაურობა ,რომ დაინახე გული არ აგეწვა? როგორ შეიძლება ასეთ პირობებში ცხოვრობდნენ ადამიანები ,რომლებიც ოდესღაც ჩვენს გადასარჩენად იბრძოდნენ, ან ბავშვები, რომელთაც განსაკუთრებული მოვლა და სიყვარული სჭირდებათ, იქ კი.. სიცივის მეტი არაფერია.
-ხო მაგრამ, ჩვენ ხომ ისედაც დავეხმარებოდით, რა საჭირო იყო ასეთი ოფიციალურობა? ეს ხომ ადვილი არაა ნატა? 50მდე ადამიანი ცხოვრობს იქ..
-რომ შევედით, კოლიდორში ბავშვები დარბოდნენ, კედელთან იდგა ოქრსფერთმიანი გოგო, ისეთი ლამაზი იყო, ჭუჭყიანი ტანსაცმელიც არ მალავდა მის სილამაზეს, აწყლიანებული თვალები ჰქონდა და პირველად ვიგრძენი რომ მინდა მოვალეობა ავიღო ვიღაცაზე,რომ ვიზრუნო, ის მივცე რაც სხვამ ვერ მისცა. ჩემი შვილი ახლა მისი ასაკის იქნებოდა..
მეტი არაფერი უთქვამს ანიკას, იგრძნო როგორ დაუსველდა მხარი, იგრძნო რომ ეს ყველაფერი უფრო ღრმა იყო ნატასთვის ვიდრე ეგონა და იმ დასკვნამდეც მივიდა ფიქრებში,რომ სწორედ იქცეოდა ნატა. რომ ეს ალბათ ერთადერთი გზა იყო დაქალისათვის სიმშვიდე ეგრძნო, ეგრძნო სიყვარული და ბოლოსდაბოლოს შეგუებოდა იმას რაც მოხდა.

*
-დღეს ირენას დაბადებისდღეა. ავიდეთ სასაფლაოზე? ომომ თვალები დაუბრიალა გიორგის.
-დანიელ, ავიდეთ თქო? კითხვა გაიმეორე გიორგიმ
დანიელი ტყავის სავარძელში ზის, მეტალის პასტას მაგიდაზე ათამაშებს, ცალი ხელით ჰალსტუხს იხსნის. გრძნობს როგორ ეხუთება სული.
არასდროს უყვარდა ასე ჩაცმა, მაგრამ რადგან გაფრინდაშვილის შვილია, შარვალ კოსტიუმს თავს ვერ დააღწევს, თანაც როგორ უხდება მის ყავისფერ თვალებს შავ თეთრი ტანსაცმელი, შავი კლასიკური შარვალი თითქოს მასზეა გამოჭრილი.

თმებს ხელით ისწორებს, დაუმორჩილებელი თმები ისევ ისე აჯდება , არადა როგორ უხდება, ოდნავ აჩეჩილი უხეში თმა.
ნამდვილი მამაკაცია, ისეთი ბევრი რომ იოცნებებს, ბევრი რომ ინატრებს, არადა ერთი რომ უყვარს და ვერ გაუგია, ზიზღია თუ სიყვარული ერთმანეთში ,რომ ირევა და საშინელ გრძნობას წარმოქმნის. ეხლაც ირენას ხსენებაზე, გრძნობს როგორ ეჭიმება თითოეული კუნთი, გრძნობს როგორ უდუღს სისხლი, წამით წარმოიდგენს ირენას წვრილ ყელს როგორ იქცევს თავის მსხვილ ტორებში და ახრჩობს, მერე ეს წარმოდგენაც კლავს, რადგან ისევ თავის თავს თვლის დამნაშავედ ასე ,რომ ფიქრობს და ამღვერული თვალებით უყურებს ომოს,რომელიც ცდილობს გიორგი გააჩუმოს.
-წავიდეთ. ხრიწიანი ხმით ამბობს და ფურცლების დასტას წინ იდებს.-ოღონდ იმ პირობით რომ ამაღამ ბარში შევიკრიბებით, ისე როგორც ადრე.
-დანიელ, ძლივს მოეშვი სმას, სახლში ჩავჯდეთ ჩვენთვის წყნარად. არ ჯობია? გულშეწუხებული ეუბნება ომო და ოდნავ შესამჩნევად კრავს მხარს გიორგის,რომ მანაც გადაარწმუნოს.
-ნუ გეშინიათ, არ ვაპირებ ჩვარივით გალეშვას, ერთი ორ ჭიქას დავლევთ,ისე როგორც ადრე. სანამ ყველაფერი კარგად იყო.
-სანამ ნატა შენთან იყო? თვალებმოჭუტული უცდის დანიელის პასუხს, არადა ხედავს როგორ ექცევა ტვინში სისხლი "ნატას" გაგონებაზე.
-რატო არ ეძებ დანიელ, გასაგებია, ნაწყენი ხარ სიმართლე რო დაგიმალა. მაგრამ ვერ გაუგებ ქალებს, ხომ იცი როგორი მგრძნობიარეები არიან, მითუმეტეს შვილი დაკარგა, რას ელოდი იმ დღეს? იქნებ მოგეძებნა, გაგერკვიათ ყველაფერი,თორე შენ აქ იტანჯები და ის კიდე ვინ იცის როგორაა.
-ვაა, როგორ დახვედი მაგ გაგებამდე? დიდხანს იფიქრე ალბათ. წაკბინა ძმაკაცს ომომ
-ბიჭო ამ ბოლო დროს ელენე ისეთ რაღაცეებს მებაზრება, მერე რომ ვუფიქრდები მართალია. მართალია არ პატიობ, მაგრამ ხომ შეიძლება ნახო როგორაა, იქნებ რამე უჭირს, ამერიკაში რაც წავიდა იმის მერე აღარფერი ისმის.
ერთი ღამით შვილიც დაკარგა და ბებიაც, რას ელოდი დანიელ?
ჩაფიქრდა, მაგრამ თავს არმისცა უფლება ეპატიებინა, ყველაფერი ისევ საზიღარმა ზიზღმა გადასწონა.
მიხვდნენ ძმაკაცები ახლა დაფიქრება დასჭირდებოდა და უსიტყვოდ დატოვეს კაბინეტი.

*
მეორე დღეა საბუთებზე დარბიან, ლიკამ ურჩია იურისტების ასოციაცია, ხოდა განცხადებებიც შეიტანა. მერე დღეს მთელი დღეა ბავშვებთანაა, ოქროსფერთმიანი ანაბელი კალთაში უზის, თამაშობენ იცინიან, მერე უცებ ფეხზე დგება, ბავშვებს გარეთ უბიძგებს, ულამაზეს ადგილას დგას შენობა, და ყველაფერს ისევ მისი ჩამონგრეული ფასადი აფუჭებს, გარეთ მზეა, ცხელა გრძელ შლანგს აერთებს ეზოს მოთბილო წყალთან და ბავშვებს მწკრივში აყენებს.
ახლად ნაყიდი რამოდენიმე კოლოფი შამპუნი და საპნები დაუდია ბალახზე და ყველას სათითაოდ ბანს.
წყლის მილები დაზიანებულია,ამიტომ ასე იბანენ ბავშვები, სამწუხაროდ ლიკა ვერ ახერხებს ხშირად ყველას დაბანას, რადგან მოხუცებსაც ის უვლის, ამიტომ მოუნდა დახმარებოდა, და თანაც სისუფთავე საჭიროა ბავშვებისთვის.
-თვალები ამეწვება? შეწუხებული სახით უყურებს ოქროსფერთმიანი ანაბელი ნატას.
-ჩემო პატარავ, მაგრად დახუჭე თვალები, და ვერც იგრძნობ ისე მორჩება ყველაფერი. ყოველთვის როდესაც რამის შეგეშინდება მაგრად დახუჭე და ყველაფერი გაივლის.
შუბლზე კოცნის ანაბელს და თავზე შამპუნს ასხავს.

-ასეთი ბედნიერი არასდროს ყოფილა, სულ სველი და ვერც გრძნობს, მოშორებით ზიან ანიკა და ლიკა მოხუცებთან ერთად და ბავშვების მხიარულ ჟივილხივილს უყურებენ.
-რამდენიხანია ასე კარგად არ უმხიარულიათ ბავშვებს. სევდიანი ღიმილით გაჰყურებს ლიკა მორბენალ პატარებს.
-ვფიქრობ ამაღამ უნდა ავღნიშნოთ ჩვენი გაცნობა და პარტნიორობა.
გართობა არცერთს აწყენდა,ამიტომ მოგვიანებით ნატასაც იტანხმებენ და საღამოსთვის ემზადებიან.
ნატა ბავშვებს არიგებს და მათგან ყველაზე დიდს აძლევს მითითებებს. გივიკო 15 წლისაა, მშვიდი მოზარდია. ამიტომ ბავშვებთან შეჰყავს და ყველას აფრთხილებს.
-დღეს გივიკოს უნდა დაუჯეროთ, არ იხმაუროთ და ჭკვიანად იქნებით კარგით?
-სად მიდიხართ ქალბატონო ნატა? ტუჩებმოპრუწული ეკითხება ანაბელი და ფეხებზე ეხუტება.
-მინდა ,რომ ყველაფერი გქონდეთ, მინდა რომ ამაზე ბევრად უფრო კარგად იცხოვროთ, ამიტომ საჭიროა რომ დაგვიჯეროთ კარგი ანაბელ? უნდა დაწვეთ და დაიძინოთ. რომ ჩვენ ყველაფერს მივხედოთ, გპირდები ხვალ ისევ ვითამაშებთ ეზოში, თუ კარგი ამინდი იყო.

ბავშვებს სათითაოდ კოცნის და გოგონებთან ერთად შენობას ტოვებს.

სანაპიროზე ერთ-ერთ მყუდრო ბარში შედიან.
ანიკა და ლიკა მაგიდას იკავებენ ნატა ბართან ჯდება შეკვეტის მისაცემად.
-რას ინებებთ? ცალი ხელით პეპელას ექაჩება ბარმენი, სესამჩნევად აწუხებს ყელზე მარწუხებივით მოჭერილი პეპელა.
-ორი ცალი ორმაგი კალვადოსი და ერთი ორმაგი ეფლ ჯეკი. გღძელ ფრჩიხლებს ნაზად ათამაშებს ბარზე.
ბარმენი სწრაფად უსხავს მიღებულ შეკვეტას, პატარა სინზე უდგავს და სასიამოვნო საღამოს უსურვებს.
წელში გასწორებული მიიწევს მაგიდისკენ, თუმცა უცებ ვერც ხვდება ისე მიფრინავს პოდნოსზე დადგმული კავადოსი ვიღაცის პერანგისკენ და როდესაც მის სისხლისფერ ბრაზიან თვალებს აწყდება.. სისხლი ეყინება.



ესეც ასე !! კიდევ ერთხლე მადლობა ყველას მიყვარხართ ძალიან, თქვენ რომ არა არც დავწერდი არაფერს !



№1 სტუმარი darina

oo dzalian.sainteresoa mati shexvedra, imedia danieli usev ar daubrundeba smas, ar vici mati urtiertoba rogor warimarteba, gabrieli agar chakvexo.

 


№2  offline წევრი mako-makako

დიკუნა ჩემო საყვარელო დღეს ჩევუჯექი და წავიკითხე ეს ისტორია თავიდან ბოლომდე,შენ კარგად იცი რომ მე შენი ერთგული მკითხველი და გულშემატკივარი ვარ,მაგრამ რმ არ გითხრა ეგეც არ შემიძლია,ხმ იცი ნათქვამია ჯანსაღი კრიტიკა ყოველთვის კარგიაო ხოდა მეც მივცემ თავს უფლებაც ცოტა გაგაკრიტიკო ოღონდ კარგად,ამ ისტორიას შენი ემოციები და გრძნობა აკლია.მე ვერ ვიგრძენი ის რაღაც რაც შენ სინა ისტორიებში იყო.თითქოს უგულოდ წერ,მაკლია რაღაც თან ისე მალე წარიმართა მოვლენები რომ ვერც ვერაფერი ვიგრძენი.იმედია საწყენად არ მიიღებ და გამოასწორებ.არ მიყვარს იმაზე დაწერა ხოლმე ესე არ დაწერო ეს იმას არ დააშორო ან მსგავსები რადგან როცა ავტორი წერს თვითონ ირჩევს როგორ განვითარდება მოვლენები. უბრალოდ მინდა მეტი გრძნობა და ემოცია ჩადო რომ მეც ვიგრძნო ეს ყველაფერ. ძალიან მომენატრე და მიხარია რომ დაბრუნდი ახალი ისტორიით. მიყვარხარ და წარმატებები....იმდენი ვილაპარაკე იმედია თავი არ მოგაბეზრე :დ
--------------------
,,ცხოვრება ტალღაა რომელსაც თუ არ ჩაჰყევი აუცილებლად ჩაგითრევს.''

 


№3 სტუმარი სტუმარი ნინო

შემდეგი თავი სად გაქრა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent