შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უდანაშაულო სიყვარული (თავი 5)


11-02-2016, 18:05
ავტორი Dikunadiko
ნანახია 2 104

თავი 5

ორი წელი იმაზე უფრო ადრე გავიდა ვიდრე რომელიმე მათგანი ელოდა, ან არც ელოდა არავინ უბრალოდ დრო მიდიოდა და ვერც დამჯდარი ელემენტი ვერ აჩერებდა საათზე მამოძრავებელ ისრებს.ყველაფერი თავის მწყობრში იდგა, ან იქნებ იმიტომ ,რომ ეს მწყობრი არც არასდროს დაშლილა, ის იქ იყო, ეს აქ და მაინც მილიონობით კილომეტრის დაშორებითაც კი წამით არ შეუწყვეტიათ ერთმანეთზე ფიქრი.

საშინელი ჩაციება იცის ანიკამ, ან როგორ ვერ დაეჩვია მის ხასიათს აქამდე ნატა, დაეჩვია როგორ ვერა, უბრალოდ არ უნდა ამ საღამოს მამაკაცებთან ერთად ვახშმობა, არადა რა აქვთ დასაწუნი გაბრიელს და ცოტნეს,არცერთი ჩამოუვარდება დანიელს და მის საძმაკაცოს,რა დაშავდება რომ დაეთანხმოს წინადადებას, თუმცა არა! ძალიან ჯიუტია ნატა, ვერაფერს გადააფიქრებინებ ვერასდროს, თუ რაიმე არ უნდა არც გააკეთებს. თუმცა უხერხული არაა იმ მამაკაცებთან, ანიკა ხომ შეჰპირდა, ამიტომაც უჩიჩინებს მაღაზიიდან დაბრუნების შედეგ -წამოდი,წამოდიო.
ყოველი მცდელობა დანიელის დავიწყებისა და სხვა მამაკაცის დანახვისა კრახით სრულდება ნატასთან, ჰგონია ,რომ თუ ამ წინადადებას დასთანხმდება დანიელს უღალატებს, არადა ორი წელია დამთავრდა ყველაფერი თანაც ვისი? ისევ თავისი ინიციატივით.
მართალია თავის თავსაც არ უტყდება ამაში, მაგრამ გულმა და ჩვენ ხომ ვიცით ,რომ დღემდე სიგიჟემდე უყვარს დანიელი. მაგრამ რატომ ატკინა მაშინ, რატომ მიატოვა? მაშინ ფიქრობდა ,რომ ასე უკეთესი იქნებოდა, რომ დრო იყო ყველაფერი დასრულებულიყო, წერტილი დასვა იმისდა მიუხედავად უნდოდა თუ არა ეს მის მეორე ნახევარს, ამიტომ გათელა და გაანდგურა მისი სიყვარული, და ვინ იცის აპატია თუ არა დანიელმა დღემდე?
არა არ უპატიებია, არც მოუძებნია, არც უფიქრია გაეჩერებინა აეროპორტში მიმავალს ,რომ უყურებდა. უბრალოდ უნდოდა დარწმუნებულიყო ,რომ მართლა დამთავრდა ყველაფერი და ამიტომ მალულად მიაცილა აეროპორტამდე.
ყოველთვის ერთად იყვნენ სასაფლაოზე, მაგრამ არა ახლოს, დანიელი მოშორებით იდგა და დაკვირვებით უყურებდა ქალს, რომელიც ერთდროულად ეზიზღებოდა და გაურკვეველი სიძლიერით უყვარდა, თუმცა არ უახლოვდება, რადგან ეშინოდა რომ შორიდან ნანახი სილამაზე მიახლოებისას დააბრამვებდა და ამიტომაც მოშორებით იდგა, იდგა და უყურებდა ერთდროს საყვარელ ქალს, რომლისგანაც არაფერი დარჩენილიყო,გარდა უფსკურლივით შავი თვალებისა, რომლებიც ღრმა დარდის მერეც კი არ კარგავდნენ,მომაჯადოებელ შავ ფერს.
მერე უბრალოდ მიდიოდა, ფეხები უკან რჩებოდა, უნდოდა შებრუნებულიყო, უნდოდა გულში ჩაეკრა, მაგრამ ტვინი განკარგულებას არ აძლევდა და ისიც წინ მიიწევდა.
მერე უბრალოდ გააცილა, გაუშვა და ნატაც გაფრინდა.
ალბათ ვერასდროს გადაიტანდა ამ ტკივილს გულითადი ძმაკაცები,რომ არა.
არასდროს დაბრუნებულა ირენასთან, რადგან იცოდა ვერ შეიყვარება სათანადოდ და უსიყვარულობას, სულ არ ყოფილიყო მასტან ეს ერჩივნა.
თუმცა როგორც მეგობარი სიკვდილის წუთამდე გვერდით ედგა,ირენას სულ მუდამ მეტი უნდოდა, არ უნდოდა მეგობრბოა და ბევრჯერაც უთქვამს დანიელისთვის, უთქმელადაც ჩანდა მისი დამოკიდებულა მამაკაცის მიმართ, უყვარდა,მხოლოდ თავისებურად, ისე აგონიაში მყოფს რომ უყვარს, ავადმყოფურად იყო დანიელზე დამოკიდებული და ბოლო წუთამდეც ვერ გაუშვა, ხელებში შეაკვდა საწყალ კაცს, თუმცა სულის გალევამდე მაინც მოასწორ და მოუყვა მამაკაცს ცოდვებზე, რომელბსა ამდენი ხანი გულში ინახავდა და დამიჯერეთ გრძნობდა სინანულს,როდესაც განადგურებულ დანიელს ხედავდა, გული ეწვოდა ამიტომ საქმელი ბოლო წუთს შემოინახა, რადგან იცოდა დანიელი არ აპატიებდა, სიკვდილის მერე კი აღარ იგრძნობდა ზიზღს რომელსაც მამაკაცი მისადმი განიცდიდა.
რათქმაუნდა გულზე იმხელა ლოდი რომ აწვებოდა, ნახევარი ჩამოეშალა, მაგრამ ყველაფრისდა მიუხედავად სიბრაზე არ უცხრებოდა ნატას მიმართ, უფრო გაუმძაფრდა კიდევაც ეს გრძნობა, როდესაც გაიგო რომ ქალმა ტყუილი იხმარა მისგან თავის დასაღწევად.
და მერე აგონიაში მყოფს ისიც ეგონა ,რომ ნატას სიყვარული ფარსი იყო და გარშემო ყველაფერს ლეწავდა.
რადგან ტკივილს ამით გამოხატავდა, მაინც არ მოუძებნია, გაუშვა და გაუშვა.
სიგიჟემდე უნდოდა დაბრუნებულიყო მისი საყვარელი ქალი, ყოველ ახალ პარტნიორში მის თვალებს ეძებდა, თუმცა ყველა მცდელობა კრახით სრულდებოდა, რადგან ვერსად პოულობდა ისეთს როგორიც ის იყო.


*

-თუ გადაიფიქრე შემოგვიერთდი. ბოლო იმედს ეკონწიალება ანიკა. ნატამ ღრმად ამოისუნთქა და კარი მიუხურა.
კარგი ქნა რომ არ გაჰყვა, თუმცა რომ წაყოლიყო უფრო კარგს იზავდა, თავის თავზეც ბრაზობს დაქალი რომ მარტო გაუშვა თუმცა ახლა მამაკცების გარემოცვაში ყოფნის არც თავი აქვს და არც სურვილი.
ბორდოსფერ დივანზე წვება და პულტს ხელში ათამაშებს. ერთ -ერთ არხზე, მისი უსაყვარლესი ფილმი "ბოლო მოჰიკანი" გადის , დრო ისე იპარება ვერც ამჩნევს . მერე კარებზე ზარია და სახლის ჩუსტებით მიფრატუნობს გასაღებად.
თუმცა გამომეტყველება უშრება და კარებში მდგარ სიცილნარევ ახალგაზრდებს სახლში უშვებს.
-გაბრიელმა,რომ გაიგო არ წამოხვედი შემოგვთავაზა ჩვენ ავიდეთო. ამიტომ რაღაც-რაღაცეები ვიყიდეთ და აქ გავერთოთ. სიტუაციაში გაარკვია ანიკამ და გაოცებულ დაქალს მხარი გაჰკრა.
საოცრად სიმპათიურია გაბრიელი ელეგანტური, თან როგორი ჯენტლმენია, მზრუნველიც, წამით არ აცილებს ნატას თვალს, ცოტნემ მემგონი ანიკას დაადგა თვალი, თუმცა რა გასაკვირიც არაა, ანიკასნაირ გოგოს კიდევ სად იპოვის.
მაგიდა გააწყვეს, და ოთხივენი მიუჯდნენ. ცოტნემ წითელი ღვინო გახსნა და ყველას ჩამოუსხა. გაბრიელი ისევ თვალებით ჭამს ნატას, ეს არც ანიკას გამორჩენია, მაგრამ რაა? მთავარია ნატა არ იმჩნევს მამაკაცის მზერიდან წამოსულ უხერხულობას.
-რატომ ჩამოხვედით ამერიკაში, თან ასეთი ახალგაზრდები? მოულოდნელი შეკითხვა დასვა გაბრიელმა. ნატა გაშრა, არ იცის რა უპასუხოს, ტყუილიც რომ არ გამოსდის, ან რა უნდა უთხრას, შეყვარებულს დავშორდი, შვილი დავკარგე და იმიტოვო? არა რას ამბობთ, ანიკასაც ძლივს მოუყვა სიმართლე.
-მოგვბეზრდა იქ . იმდენად არხეინად თქვა ანიკამ ნატამაც კი დაჯერა.
-თქვენ?
-ჩვე სასწავლებლად ჩამოვედით და მერე შემოვრჩით აქ ,მაგრამ ამ თვის ბოლოს დავბრუნდებით სავარაუდოდ. სიტუაცია განუმარტა ცოტნემ
"დაბრუნება" ყოველთვის თავს არიდებდა ამაზე ფიქრს, არადა სისხლი უდუღდა ისე ენატრებოდა სამშობლო და უფრო მეტად დანიელი,თუმცა ოდნავი შანსი იმისა რომ დაბრუნებული დანიელს შეხვდებოდა შემთხვევით შიშის ზარებს სცემდა ტანში.
-თქვენ არ აპირებთ დაბრუნებას?
-რავი ,ჯერ ცოტახანს კიდევ ვიქნებით, მაგრამ ცუდი აზრი არაა, არა ნატა? ნატააა. მხარი გაჰკრა ჩაფიქრებულ დაქალს.
-რაა. აა ხო, მართალი ხარ. ისე წამოაყრანტალა კითხვაც არ ახსოვდა.
რა ქნას, უცებ ჩაფიქრდა თბილისზე, იმ დღეებზე ერთად რომ გაატარეს, იმ შეგრძნებაზე ტესტმა დადებითი რომ აჩვენა და შეუმჩნევლად ჩამოიწმინდა დაგუბებული ცრემლი.
ცოტნე და ანიკა იმდენს ლაპარაკობდნენ გაბრიელს და ნატას არც აცლიდნენ რამის თქმას, ხომ ამბობენ ფერი ფერსაო, ორივე ერთნაირი ცანცარები არიან.
საღამოც გაამრავალფეროვნეს ,რას ერჩი ნატა.
გაბრიელი კი ისევ ისე წვავს ნატას მზერით, და რათქმაუნდა ნატა ისევ არ იმჩნევს.

*
-როდემდე უნდა ვიყოთ ასე, ნატა ის შენი წარსულია როგორც არ უნდა გინდოდეს ვერ გაექცევი, ეს ყველაფერი მაინც შენთანა, კვალდაკვალ დაგყვება შენს გულშია. გაქცევით საქმეს ვერ უშელი, დავბრუნდეთ და დავიწყოთ ყველაფერი თავიდან. თავიდან ანიკას სიტყვები ყურს უკან გაატარა, არც ჩასძიებია დაქალი, იცოდა იფიქრებდა ნატა და დილით ბარგს შეკრავდა.
ასეც იყო!
მთელი ღამე იფიქრა, იფიქრა და იმ დასკვნამდე მივიდა რომ უნდა დაბრუნდეს, რომ ყველაფერი ფარსია, მთელი ორი წელი ფარსია, და რომ სინამდვილე მხოლოდ იქაა, საქართველოში, სადაც დაიწყო ყველაფერი იქაც უნდა დასრულდეს. და უნდა დაივიწყოს დანიელი, რადგან სხვაგვარად ვერ გააგრძელებს, სხვგვარად დანებდება,სიყვარული ისევ აჯობებს სიმართლეს და ისევ მოექცევა მის მარწუხებში...


*
-3 საათზე გამოგივლით. მზად იყავით.
ბოლოს მაინც დაითანხმა ანიკამ ბიჭებთან ერთად ფრენაზე.
ანდა რას ეღჩის ნატა, თვითონ არ თქვა რომ უნდა დაივიწყოს დანიელი? ხოდა გაბრიელი საუკეთესო ვარიანტია, არაფრით ჩამოუვარდება დანიელს. ხოდა ააწყოს ურთიერთობა გაბრიელთან!
ამას არ უჩიჩინებს მთელი დღე ანიკა? სულ გაბრიელი აკერია პირზე გადარეულ დაქალს, არადა ცოტნე როგორ მოსწონს, ლამისაა გულში ჩაუვარდეს ანიკას, თითქოს ერთმანეთისათვის იყვნენ შექმნილები.
-რას ფიქრობ გაბრიელზე? მაინც არ ჩერდება ანიკა
-კარგი ადამიანია. უემოციოთ პასუხობს ნატა და ტანსაცმელებს კეცავს.
-შენს ხელში გამიჩნდება ჭაღარები მე! გოგო ვერ ხედავ გიჟდება შენზე შენ კიდე "კარგი ადამიანია". აჯავრებს ნატას და ხელებს გულზე იდებს.
-მართალი ხარ, თავს ძალა უნდა დავატანო და აღარ ვიფიქრო დანიელზე. ყველაფერი კარგა ხანია დამთავრდა, უბრალოდ მე ვიყავი ჩაციკლული.
-ალელუიაა. ხელები მაღლა აღმართა ანიკამ . ბოლოსდაბოლოს აზრზე მოვდივართ ხო?
-გპირდები, იმ წამიდან აქდედან როდესაც გავფრინდებით ყველაფერი შეიცვლება.
-დაბრუნდება ძველი ნატა? წარბებაწკეპილმა გახედა ნატას.
-არასდროს. ძველი ნატა არასდროს დაბრუნდება, მე აღარ ვარ გულუბრყვილო ბავშვი, სიყვარლი რომ მოერია და ყველაფერი დაავიწყა.

თვითმფრინავში ზიან, ერთმანეთის პირისპირ, ახლა არ ერიდება, ურცხვად მისჩერებია გაბრიელს თვალებში, ახლაღა შეამჩნია მამაკაცის მწვანე თვალები, მომხიბვლელი სახის ნაკვთები.
ოსტატურად გაუცვალა ადგილი ანიკას გაბრიელმა და ნატას გვერდით დაიკავა ადგილი.
-გეშინია?
-რისი, ფრენის? არაა.
-დაბრუნების. მოულოდნელი იყო .
-არა, უბრალოდ ცოტა ვნერვიულობ.
-თვალებში გეტყობა ყველაფერი.
-გაბრიელ..
-ვიცი ნატალი, ალბათ ისეთი რაღაც მოხდა ,რომ გიძნელდება ახალი ურთიერთობის დაწყება, მე არ გაჩქარებ, მინდა უკეთ გამიცნო, დანარჩენი ყველაფერი დროთა განმავლობაში დალაგდება.
მერე უბრალოდ მამაკცის მხარზე ჩაეძინა, და ორი წლის განმავლობაში პირველად იგრძნო თავი დაცულად, თუმცა ისე არა როგორც დანიელთან.
ჩურჩუტი გოგო ხომ თქვა დანიელს დავივიწყებო.. მატყუარა!



უძალიანდიდესი ბოდიშები რომ გალოდინეთ ! მიზეზი ნამდვილად მქონდა მაგრამ აღარ განმეორდება გპირდებით !



№1 სტუმარი darina

Natasnair sust arsebebs ver vitan, ver vxdebi daniels rashi adanashaulebs, tviton ar ibrdzola da danebda, imas ver veguebi, ertis dasaviwyeblad meores, rom iyeneben, imedia gabeieltan ar gaabam urtiertobas, irenes unda miuchinos tavisi adgili, yvelafristvis pasuxi unda mostxovos.

 


№2  offline წევრი Dikunadiko

Darina,irenes miuchnda ukve tavisi adgili samareshi , martalixar rogorc nata agmochnda susti siyvarultan,aseve danielic, magram dadanashaulebis ragitxra araferi miweria magaze :d xoda madloba didi azrisatvid <3

 


№3 სტუმარი ბაბაიაგა

სუსტია რო ჩავა და ირინასდაინახავს ისიც უნდა ათრიოს და ის ექთანიც რასირობააა

 


№4 სტუმარი darina

Dikunadiko
Darina,irenes miuchnda ukve tavisi adgili samareshi , martalixar rogorc nata agmochnda susti siyvarultan,aseve danielic, magram dadanashaulebis ragitxra araferi miweria magaze :d xoda madloba didi azrisatvid <3

Dadanashaulebaze ar giweria magram mainc tavisi saqcielidan gamomdinare asea, daniels ar vtvli sust adamianad ra unda efiqra erti sityvac ar utxra, ormagad etkina mas ar moeloda sayvareli adamianisgan amas, velodebi shemdeg tavs rogor ganvitardeba movlenebi, me mainc ar momwons gabrieli.

 


№5  offline წევრი Dikunadiko

ბაბაიაგა
სუსტია რო ჩავა და ირინასდაინახავს ისიც უნდა ათრიოს და ის ექთანიც რასირობააა

Irena gardaicvala, miwerisa dasawyisshi amaze, amitom tmebit ver itrevs.,Ai eqtans ki mouwevs danashaulis agiareba, :) Da arvici martla "siroba"tua,ratom kitxulob?

darina
Dikunadiko
Darina,irenes miuchnda ukve tavisi adgili samareshi , martalixar rogorc nata agmochnda susti siyvarultan,aseve danielic, magram dadanashaulebis ragitxra araferi miweria magaze :d xoda madloba didi azrisatvid <3

Dadanashaulebaze ar giweria magram mainc tavisi saqcielidan gamomdinare asea, daniels ar vtvli sust adamianad ra unda efiqra erti sityvac ar utxra, ormagad etkina mas ar moeloda sayvareli adamianisgan amas, velodebi shemdeg tavs rogor ganvitardeba movlenebi, me mainc ar momwons gabrieli.

mokled ganvitardeba movlenebi Da vnaxavt yvelafers.danarcheni yvelafershi getanxmebi.natas personaji dzalian sustia,aseti shevqmeni Da vfiqrob chanafiqric kargi gamova,didi madloba azrisatvis <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent