შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიყალბის თეორია (9)


13-02-2016, 13:02
ავტორი N7
ნანახია 2 441

IX.
ცხოვრებაში პირველად იგრძნო, რა გრძნობა იყო ღირსეული მამაკაცის გვერდით ჯდომა. მამაკაცის, რომელიც შენს პრობლემებს მოისმენდა, გაითავისებდა და მათი გადაჭრის ვარიანტებს შემოგთავაზებდა.
- და ლილე? - ჰკითხა მცირედი პაუზის შემდეგ, რაც ქალმა დაასრულა დაჩიზე მოყოლა.
- ლილეს ნახავს ხოლმე... - მხრები აიჩეჩა და კიდევ დაისხა.
- იცი, მამაკაცისთვის, როგორი რთულია ასეთ სიტუაციაში ცხოვრება? გყავდეს შვილი და შორს იყო მისგან... - ჩაილაპარაკა და დამნაშავესავით თავი ჩახარა. ცერა ჭიქის გამჭირვალე თავს გადაუსვა და მოსვა.
- და რას მირჩევ? - გაბრაზდა, ოღონდ რომ გეკითხათ რაზე, ვერ გაგცემდათ პასუხს. ალბათ, იმაზე, რამდენიმე ხნის წინ ეს კაცი რომ მის ბედნიერებას განიხილავდა და სთხოვდა ამ ნაბიჯის გადადგმას, ირიბად, მაგრამ მაინც, ახლა კიდევ ზის და კიცხავს.
- არაფერს, სწორად მოიქეცი, - ღიმილით ამოხედა, ცოტა სევდიანითაც.
- რა ხდება შენს თავს? - მიუხვდა მწუხარებას და მოუნდა გაეგო მეტი მასზე.
- საინტერესო არაფერი, - არ იშორებდა მომაჯადოვებელ ღიმილს, რომელსაც უფრო და უფრო ეპარებოდა მწუხარება.
- უინტერესო რა ხდება? - საწოლიდან იატაკზე გადმოინაცვლა მანაც. ფეხები გადააჯვარედინა და ისე დაჯდა მამაკაცის წინ.
ცდილობდა, ეტყობოდა, რომ ცდილობდა, არ შეეხედა ქალის სხეულისთვის, მისი თეთრი კანისთვის და შავი თვალებისთვის. არადა, აქამდე, სულ ცდილობდა თვალი არ მოეშორებინა და ანთებული ვნებისგან დაეწვა.
- უინტერესოც არაფერი, - სასხვათაშორისოდ წარმოსთქვა, ტუჩების ოდნავი მოძრაობით.
- მოდი, იცი რას გაუმარჯოს? - ყველაფერი რომ რიგზე არაა და მაინც რიგზეა, - შეზარხოშებულმა სიცილით ჩაილაპარაკა, ახლადგავსებული ჭიქა წინ გაწია და კოსტასას შეახო. ჭიქების შეხებამ პატარა ხმა გამოსცა, რომელიც სამარადისო სიჩუმისთვის განწირულ ოთახში ექოდ გაიფანტა.
დალიეს და გაჩუმდნენ. ქალი დაჟინებით უყურებდა მამაკაცის მუქ, ქერა თმას, რომ წამოზრდილიყო და უკითხავად ჩამოყრილიყო მის შუბლზე. აი, მამაკაცი კი დაჟინებით მისცქეროდა ჭიქას და მასში არსებულ სითხეს აჯახებდა ჭიქის ბარიერს - შუშას.
გარეთ ქარი ქროდა, ძალიან ძლიერი ქარი. ლინა გრძნობდა, რომ მამაკაცის არსებაშიც მსგავსი ქარი ქროდა და უღელვებდა შინაგან ოკეანეს. გრძნობდა და უნდოდა წასვლა, მაგრამ ფეხებს ვერ იმორჩილებდა, რომელთაც დარჩენა სურდათ.
კოსტა იბრძოდა, შინაგან ‘მე’-ს ებრძოდა. დიდი მარათონი გაემართათ და სულ ცოტა დარჩენოდა ‘მე’-ს გამარჯვებამდე, სულ ცოტა. მაგრამ ერთი ნაკლი იყო აქაც, როგორც ყველაფერში, არ შეეძლო. ბოლომდე არც ერთ მათგანს სურდა თავიანთი არჩევანის დაცვა...
- საოცარი ქალი ხარ, ლინ, - ქვემოდან მზერა ააცოცა და ქალის თვალებს ჩასჭიდა. - მე არ გჭირდები...
სხეულში ჟრუანტელად მოედო კოსტას ბოლო სიტყვები.
- რას ნიშნავს ეს? - ათრთოლებული ხმით ჰკითხა.
- ვერ გაპატიებ... ჩემი ძმა შეიწირე, არ შემიძლია, - აჭრილი ხმით ძლივს ამოიხრიალა და თავი გვერდზე მიატრიალა.
ოდნავ მიიწია წინ და კისერზე ცივი თითები ჩამოატარა. თითქოს დასუსხა კაცის სხეულმა, მაგრამ მაინც ასეთი სასიამოვნო იყო ეს დენი, ორივეს სხეულში რომ დაიარა. ჩამოტარებული ხელი ლოყაზე შეაჩერა და წამოზრდილი თმები უკან გადაუწია გრძელი თითებით.
- ეს ისეთი რამაა, ვიცი და მესმის... არ გთხოვ პატიებას, უბრალოდ, შენ თავს აპატიე, - ამოიჩურჩულა.
კოსტანტინე ღრმად სუნთქავდა. თითქოს ქალმა ყელზე მოუჭირა თითები და სადაცაა მოახრჩობსო. თან სურვილი კლავდა... ძალიან უნდოდა მისი სხეულის თითოეული წერტილისთვის შეეხო ცხელი ბაგეები, შეეგრძნო და შეეგრძნობინებინა. ამ უვნებელ სურვილთან ერთად, რაღაც საშინელი, ძალიან საშინელი ჩქეფდა... ძალიან უნდოდა ეტკინა მისთვის, დაეშავებინა, თან სიამოვნება მიენიჭებინა. თან ბოლომდე აპატია და თან ბოლომდე ვერა. შეაკანკალა.
- არ მესმის... - ამოიხრიალა კვლავ, მაგრამ ისე, რომ არ შეუხედავს ლინასთვის.
- კოსტა, შენ ვერ პატიობ თავს, პირველ რიგში... შიგნიდან აღრღნევინებ თავს იმას, რაც შენ გეკუთვნის, რასაც შენ მართავ... ასეა ადამიანი, ყველას აპატიებს, მაგრამ თავის თავს ვერა. შემომხედე, - ნიკაპზე თითები მოუჭირა და თავი შემოატრიალებინა. სასმელი რომ არა, ალბათ მეოთხედსაც ვერ გაბედავდა, თუმცა იმდენად დიდი დოზით იყო მის ორგანიზმში ალკოჰოლი, გაუაზრებლად მოქმედებდა. მაგრამ ეს იყო ის, რაც სიამოვნებას ანიჭებდა მაშინაც და მიანიჭებდა მომავალშიც.
- ლინ, მართალი ხარ... ვერ ვაპატიებ თავს, რომ უფლება მოგეცი წაგერთმია... ნებისმიერს შეიძლება მოსვლოდა, ნებისმიერს. შენ საუკეთესო ხარ, ყველაზე ძლიერი, მაგრამ შეგეშალა, ამის გამო ვერ გადაგაყოლებთ, მაგრამ ზუსტად ვიცი, ვერ შევძლებ პატიებას.. მინდა, მაგრამ ვერ... შენ გესმის ეს!
ქალმა ამოიოხრა და წამოდგა.
- მე მესმის, ჰო. ეს მტკენს ყველაზე მეტად! - თქვა და სწრაფი ნაბიჯებით დატოვა ნომერი.
როგორც კარი მიხურა, მაშინვე კედელს მიეყრდნო და ღრმად სუნთქვა დაიწყო. ეგონა ყელზე უჭერდა ვიღაც. სწრაფად შეიხსნა პერანგის ღილები ყელთან. ცოტა ხანს ასე იდგა. უკვე ტიროდა, ცხელი ცრემლები მოიკვალავდნენ გზას წითლად შეღებილ ლოყებზე. უნდოდა ეყვირა, ხმამაღლა ექვითინა, ყველაფრის გამო, მაგრამ არ შეეძლო.
მერე გასწორდა. რომელიღაც ნომრიდან ვიღაც გამოვიდა. პერანგის სახელოებით მოიწმინდა სახე და არეული ნაბიჯებით მივიდა ნომრამდე.
მთელი ღამე ვერ დაიძინა. გაწეული ფარდებიდან მეტი და უფრო მეტი სიშავე შემოდიოდა. წამით ისიც ეჩვენებოდა, თითქოს წყვდიადი პირს ხსნიდა და ნელ-ნელა ყველაფერს ყლაპავდა, შთანთქავდა. უკვე აღარაფერი ჰქონდა. აღარც ოჯახი და აღარც მომავალი. ერთადერთი ნუგეში ლილე იყო და შიშის ჭია ღრღნიდა, ვაითუ მასაც წაართმევდა დაჩი? როგორც არ უნდა იყოს, დიდი სამეგობრო წრე ჰყავს, ნებისმიერს ჩარევს და მონდომებულს ბოლომდე მიიყვანს.
შუა ღამეს, უკვე მთვარე რომ მზით შესაცვლელად მოემზადა, წამოდგა, ნომერი გაიკეტა და სასტუმროს მარკეტში შევიდა. ბევრი ალკოჰოლი იყიდა, რამდენიმე ბოთლი ძლიერი ვისკი. არეული ნაბიჯებით მივიდა ხიდზე, მოაჯირის წინ, ტროტუარზე ჩამოჯდა, ბოთლი გახსნა და მოიყუდა. მთელი მუცელი ეწვოდა სასმლისგან, სახეს კი ვულკანივით ამოხეთქილი ცრემლები უწვავდნენ.
- რამე დავაშავე?! - სისხლს ხმა ამოაყოლა. აღებინა. კიდევ გააგრძელა სმა.
მზემ ამოსვლა იწყო. გრძელი მდინარის უკიდურეს წერტილებს ათბობდნენ მზის შვილები -სხივები. მეორე ბოთლზე გადასულიყო ლინა. უკვე ვეღარ გრძნობდა ვერაფერს, თითქოს კაიფში იყო. უყურებდა სხივებს და ახსენდებოდა ლილე. ეღიმებოდა, ეცინებოდა, ცრემლებს აყოლებდა ბედნიერებას, თან სვამდა.
მერე შეხება იგრძნო. თითქოს მდუღარე წყალი გადაასხესო. იცოდა ვინც იყო და არ გაუძალიანდა. ბოთლი ჩამოაწევინა მამაკაცმა და ძლიერი ხელი წელზე შემოჰხვია. წამოაყენა. ასე ეგონა ყველა მხრიდან მძიმე ლოდი ჩამოჰკიდებოდა და თავისკენ ექაჩებოდაო. მამაკაცს კი ეჭირა.
- რატომ... რატომ მოხვედი? - ძლივს მოუყარა სიტყვებს თავი და კოსტას ახედა.
სევდიანი ღიმილით ჩამოხედა მამაკაცმა.
- არ მინდა, რომ თავი გაიუბედურო, არაფრის გამო! - მკაცრად დაიჩურჩულა.
- მაგრამ, მე ხომ ისეც უბედური ვარ? - სიცილით ჰკითხა.
- არა, არ ხარ!
ლინამ ძლივს შეიკავა თავი და ხელები მუცელზე შემოჰხვია მას. თავი მხარზე ჩამოდო და მიყუჩდა.
- ლინ, შემომხედე! - დაიჩურჩულა მკაცრი ტონით.
შეშინებულმა ახედა. ეგონა თვალებს ძალიან სასაცილოდ ატრიალებდა, ბუნებრივად, და ამით გააცინებდა მამაკაცს, მაგრამ ის სერიოზული სახით უყურებდა, ვნებაანთებული თვალებით.
ოდნავ დასწია თავი კოსტამ. უკვე ცხვირით ეხებოდა ცხვირზე. მერე კიდევ და ტუჩები მიაწება ქალის ტკბილ ბაგეებს. თუ არ დადნებოდა, არ ეგონა ლინას. გასწორდა და აჰყვა კოცნაში.
***
ძალიან დიდი ბოდიში დაგვიანებისთვის, ჩემო უტკბესებო.
ძალიან ცუდად ვიყავი, სიტყვას არათუ ვწერდი, არამედ ვერც კი ვამბობდი!
ვეცდები ახალი თავი მალე შემოგთავაზოთ.
მიყვარხართ!



№1  offline წევრი N7

SEREBRO
Dzalian daigviane da mogklav icode.velodebi shemdeg tavs sakvareloo da milvarxra meshen dzlian!

ეს ცუდად ყოფნა თუ მომკლამდა, დაგვიანება გენახათ მერე tongue wink wink wink
ვეცდები მალე დავდო love
მეც, მეც love
--------------------
ქოქოსის გოგო.

 


№2  offline მოდერი sopiko

რა ვქნა, რომ ვერ ვეგუები სიტყვა ღალატს, რა ვითარებაც არ უნდა იყოს. დაჩი და ლინა ხომ არ განქორწინებულან, ამაზე არც კი ულაპარაკიათ პირადად და რაც არ უნდა მთვრალი იყო, რაც არ უნდა უბედური, მაინც არ უნდა დათმო თავმოყვარეობა და არ უნდა გატეხო ერთგულების ფიცი.
რაც შეგეხება შენ! მე მართალია ვაკრიტიკებ პერსონაჟს, მაგრამ შენ ისე წერ... ისე აღელვებ ჩემს სულიერ ოკეანესაც, როგორც ლინასა და კოსტას მართავენ შენი მუზები!
ყოჩაღ, მარიამ! წარმატებები love

 


№3  offline წევრი N7

sopiko
რა ვქნა, რომ ვერ ვეგუები სიტყვა ღალატს, რა ვითარებაც არ უნდა იყოს. დაჩი და ლინა ხომ არ განქორწინებულან, ამაზე არც კი ულაპარაკიათ პირადად და რაც არ უნდა მთვრალი იყო, რაც არ უნდა უბედური, მაინც არ უნდა დათმო თავმოყვარეობა და არ უნდა გატეხო ერთგულების ფიცი.
რაც შეგეხება შენ! მე მართალია ვაკრიტიკებ პერსონაჟს, მაგრამ შენ ისე წერ... ისე აღელვებ ჩემს სულიერ ოკეანესაც, როგორც ლინასა და კოსტას მართავენ შენი მუზები!
ყოჩაღ, მარიამ! წარმატებები love

უღრმესი მადლობა, ძალიან გამახარე! love
რაც შეეხება ღალატს... ეს მეც მაფორიაქებს, მაგრამ ასეც ხდება, ხშირად თანაც... მალე ყველაფერს დავალაგებ და უფრო გაგარკვევთ love
--------------------
ქოქოსის გოგო.

 


№4  offline წევრი kora

ძალიან მიყვარს შენი ისტორიები, თუმცა, რატომღაც ამას არ ვკითხულობდი, ახლახანს გადავიკითხე ყველა თავი ერთიანდ და მომეწონა... არ ვიცი რატომ, მაგრამ დაჩი მომწონს, ალბათ იმიტომ, რომ ზოგადად ღალატს ვერ ვიტან და ვერ ვგუობ ასეთ ადამიანებს... მინდა დაჩი გამოსწორდეს, თუმცა, როგორც მივხვდი დაჩი სულ ასეთი იყო და ლინამ იცოდა ვისაც დაუკავშირა ცხოვრება... მიუხედავად დაძაბული ურთიერთობისა ეს ბიჭი დროდადრო მაინც ავლენს რაღაც სითბოს...
მოკლედ, რამდენი ვწერე მხოლოდ იმიტომ, რომ ღალატმა რაღაც ჩამწყვიტა შინაგანად. არ ვიცი, ვერაფერს ვამბობ კოსტაზე, თან მომწონს და თან ზიზღს იწვევს, ერთი ჩვეულებრივი მექალთანეა, რომელმაც შექმნილი გარემოებების გამო ისედაც არეული ცხოვრება სულ მთლად აურია ამ გოგოს...
--------------------
kira.G

 


№5  offline წევრი N7

kora
ძალიან მიყვარს შენი ისტორიები, თუმცა, რატომღაც ამას არ ვკითხულობდი, ახლახანს გადავიკითხე ყველა თავი ერთიანდ და მომეწონა... არ ვიცი რატომ, მაგრამ დაჩი მომწონს, ალბათ იმიტომ, რომ ზოგადად ღალატს ვერ ვიტან და ვერ ვგუობ ასეთ ადამიანებს... მინდა დაჩი გამოსწორდეს, თუმცა, როგორც მივხვდი დაჩი სულ ასეთი იყო და ლინამ იცოდა ვისაც დაუკავშირა ცხოვრება... მიუხედავად დაძაბული ურთიერთობისა ეს ბიჭი დროდადრო მაინც ავლენს რაღაც სითბოს...
მოკლედ, რამდენი ვწერე მხოლოდ იმიტომ, რომ ღალატმა რაღაც ჩამწყვიტა შინაგანად. არ ვიცი, ვერაფერს ვამბობ კოსტაზე, თან მომწონს და თან ზიზღს იწვევს, ერთი ჩვეულებრივი მექალთანეა, რომელმაც შექმნილი გარემოებების გამო ისედაც არეული ცხოვრება სულ მთლად აურია ამ გოგოს...

უღრმესი მადლობა! love
აი, ასეთი რაღაცები მეხმარება, მაგრამ წინასწარ ვერაფერს შეგპირდებით. შეიძლება ყველაფერი შეიცვალოს, ანდა არც არაფერი...
მიხარია, რომ ყველაფრის მიუხედავად, ასე თუ ისე, მოგწონთ love
--------------------
ქოქოსის გოგო.

 


№6  offline წევრი Elenii Gavasheli

Dzalian momcons sheni istoriebi,esec mat shoris.imedi makvs kvelaferi dalagdeba da carmatebebi shen!
Kosta dzalian momocns dachisgan gansxvavebit.

 


№7  offline მოდერი Eleniko13

კომენტარს ვერ ვტოვებდი უბრალოდ...
თორემ, ყველა თავს ვკითხულობდი...
საოცრება ხარ რა.
მიყვარხარ რა.
--------------------
ლილიტის ქალიშვილი.

 


№8  offline წევრი N7

Elenii Gavasheli
Dzalian momcons sheni istoriebi,esec mat shoris.imedi makvs kvelaferi dalagdeba da carmatebebi shen!
Kosta dzalian momocns dachisgan gansxvavebit.

დიდი მადლობა, მიხარია, რომ მოგწონს love
დალაგდება, პირობას ვდებ! love

Eleniko13
კომენტარს ვერ ვტოვებდი უბრალოდ...
თორემ, ყველა თავს ვკითხულობდი...
საოცრება ხარ რა.
მიყვარხარ რა.

მეც ძალიან მიყვარხარ რა.
და ძალიან მახარებ რაა.
love love love
--------------------
ქოქოსის გოგო.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent