შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უნდა ჰყვარებოდა? (5)


13-02-2016, 14:10
ავტორი natia_888
ნანახია 1 881

რეალურად ესეც სტანდარტულად ჩამოყალიბებულ, ერთ მშვენივრად შეთხზულ ამბავს გავს, სადაც სასიყვარულო რომანში დამარცხებული და გამარჯვებული ადგილებს ცვლიან, მაგრამ მინდა გითხრათ რომ ასე არ არის... ხო დაჩის მართლა შეუყვარდა კატო, მაგრამ უმიზეზოდ არა...
-"სძულხარ ისევე როგორც უყვარდი, შენზე კარგად კი არავინ იცის როგორ უყვარდი" ეს შენი სიტყვებია... ვძულვარ ისევე როგორც ვუყვარდი... ცხოვრებაში არავის ვყვარებივარ... დედა ჩემზე მშობიარობას გადაყვა ამის გამო კი მამაჩემმა სამუდამოდ შემიძულა... ბავშობაში ჩემ თავს პირობა მივეცი, რომ ხალხს ვაიძულებდი შევეყვარებინე, სწორედ მათ ვისაც თავი ყველაზე მაგარი ჰგონია და სკოლაში პოპულარობას დავუწყე ძებნა, - გახსოვთ ერთხელ ვთქვი "დაჩი სწორედ ის არსებაა, რომელიც ყველა ადამიანში სახლობს და რომელსაც ის საზოგადოება აცოცხლებს ან კლავს რომელშიც ინდივიდი იზრდებათქო" აი სწორედ ამაზე ვლაპარაკობდი, ეს არის დაჩის დიაგნოზი... საზოგადმოებამ სადაც ის გაიზარდა სიყვარულის მათხოვრად აქცია... არასდროს არავის ყვარებია, საკუთარ მამასაც კი და შედეგიც ის არის, რომ თავად მას სიყვარულის გაცემა არ შეუძლია, სამაგიეროდ კი მიღება ყველასგას სურს... ამას არ მოველოდი, არ მოველოდი, რომ დაჩი ურჩხული არ იქნებოდა... - ვცდილობდი ყველაზე მაგარი ვყოფილიყავი რათა ყველას ვყვარებოდი, ამასობაში კი მხოლოდ ყალბ ინტერესს ვღებულობდი... როცა ლიკას და ჩემი ძმაკაცის ღალატის სცენა თვალებზე ამაფარე ყველაზე მეტად შეგიძულე, იმიტომ რომ ის სიმართლე იპოვე, რომელსაც ყოველდღე ვხედავდი, მაგრამ თვალს ვარიდებდი, ყველასგან ვმალავდი, პირველ რიგში კი საკუთარი თავისგან. როდესაც ყოველ დილით კატოს ჩემს კარადასთან თვალებაცრემლებულსა და სიყვარულით დაიმედებულს ვხედავდი, მე კი მას არაფრად ვაგდებდი თავი ყველაზე მაგარი მეგონა... მეგონა ყველა მაგარ ბიჭად ჩამთვლიდა, მაგრამ გულისსიღრმეში, სულს ყველაზე მეტად მისი სიყვარული მითბობდა... დღითიდღე ვუყურებდი მის თვალებს და ვგრძნობდი რომ მიყვარდებოდა... განსხვავებული იყო, ყველასგან განსხვავებული, გულწრფელი, ნამდვილი, ბუნებრივი... უთავმოყვარეოდ თვლიდნენ მე კი მისი შეუპოვრობა მაოცებდა... არ მინახავს ადამიანი, რომელიც ასე იბრძვის... არასდროს მომეწონება გოგო, რომელიც სიყვარულს მათხოვრობს, მაგრამ მისი თვალები ერთდროულად ამაყიც იყო და თბილიც, მისმა სიყვარულმა გადაწონა საკუთარი თავის უპატივცებულობა, თუმცა ჰქვია კი სიყვარულის გამჟღავნებას უთავმოყვარეობა?... როდესაც მივატოვე და ის სიტყვები ყველას გასაგონად ვუთხარი თითოეული ასო იმაზე მეტად მეტკინა ვიდრე თავად მას, მაგრამ ცხოვრებამ სხვების სიყვარულზე მონადირედ მაქცია, სამაგიეროდ კი ამ გრძნობის გაცემის უნარი წამართვა... იქ მყოფი მოსწავლეების უმეტესობის პატივისცემა თუ სიყვარული დავიმსახურე კატოს მიტოვებით, თუკი ეს არის სიყვარული, მაგრამ საკუთარი თავი შემძულდა... ის ერთადერთი სინათლე ჩავაბნელე, რომელიც ჩემში ხარობდა... კატო მთელი გულით მიყვარს...
ადამიანებზე დაკვირვებამ კიდევ ერთი რამ მასწავლა, სიტყვებს არ უნდა ენდო... ჩემთვის ლამაზი სიტყვები, რომელთა მიხედვით ვიღაცის ან რაღაცის გარეშე შენს ცხოვრებას აზრი ეკარგება, ეჭვს უფრო იწვევს ვიდრე ნდობას... გადაჭარბებული ემოცია კი მიჩენს სურვილს პირდაპირ ვუთხრა "კარგი მსახიობი იქნება, მაგრამ ცხოვრებაში მსახიობობა არაფერს მოგცემს". სიტყვებს არასდროს ვენდობი, მაგრამ როდესაც თვალებში უყურებ და რომც გაჩუმდეს, მისი თვალები კვლავ გიყვებიან ამბავს ეჭვს ვერ შეიტან... მთავარი კი სწორედ თვალების ამოცნობაა... ჯერ კიდევ მაშინ თვალების ენას არ ვიყავი დაუფლებული, ამიტომ დაჩის თითოეული სიტყვა რომელიც ხმამაღლა თქვა და გრძნობების ქარტეხილი, რომელიც მისმა თვალებმა ამიღწერა ლამაზად შეთხზული მონოლოგი მეგონა, ისევე როგორც ახლა ზოგიერთი თქვენგანი ფიქრობთ, მაგრამ დაჩის ნამდვილად შეუყვარდა კატო, იმდენად რომ მისმა სიყვარულმა, რომელთანაც მე არავითარი კავშირი მქონდა, არაფრით ვეხებოდი გრძნობას რომელიც მხოლოდ მათ, დაჩის და კატოს აკავშირებდათ, მეც კი სიტყვების ნდობა და თვალების ენა მასწავლა... მას შემდეგ ვიპოვე ზღვარი რეალურსა და არარეალურს შორის, მას შემდეგ შემიძლია ასოების უსასრულობა, მხოლოდ უსასრულობადვე დარჩეს ან სულამდე ჩამწვდომ გრძნობად იქცეს, რომელიც რაც არ უნდა მოხდეს არასდროს გაქრება, ვერასდროს დაგავიწყდება და მას შემდეგაც იცოცხლებს, როცა შენი გვამი მტვრად იქცევა... სულში იცოცხლებს...
ამ ისტორიამ მასწავლა, რომ სიყვარულთან ჭიდილი ის ბრძოლაა, რომელსაც ომი აღარ მოყვება და თუ ეს ბრძოლა წააგე, ომში გამარჯვების იმედი არ უნდა გქონდეს, მაგრამ თუ სიყვარული იმდენად ძლიერია, რომ შეძლებ ის მარტომ ზიდო, გიყვარდეს იმდენად ძლიერ, რომ მას თავი კი არ შეაყვარო, უბრალოდ შენი სიყვარული ასწავლო, მაშინ გამარჯვება გარდაუვალია... თუკი ერთხელ მაინც გაივლებ გულში, ერთხელ მაინც ეცდები ამ სიყვარულის შენგან მოკვეთას მაშინ ჯობს ბრძოლაზე ხელი აიღო, რადგან ან წააგებ და გაგიმართლებს, რადგან მხოლოდ მწარე ჭრილობა დაგრჩება, ან წააკებ და თან ისე, რომ ბრძოლაში დაიღუპები...
დაჩიმ კი, ადამიანმა რომელიც გარეშე თვალით დანახული სიყვარულით მხოლოდ ერთობა და არც კი იცის რაც ნიშნავს გიყვარდეს, იბრძოლა, იბრძოლა ბოლომდე, სისხლის უკანასკნელ წვეთამდე, იბრძოლა სრულიად მარტო სიყვარულისთვის რომლისაც არავის სწამდა, ქვეყნად არავის სჯეროდა მისი, გარდა თავად დაჩისა...
- ნატა რაღაც უნდა გითხრა... - ეს კი კატოა.
-გისმენ კატო.
-მართალი ყოფილხარ... თნეიჯერული ასაკმა სულ ამირია ჭკუა... მართალი ხარ, როგორ შეიძლება გიყვარდეს, როცა არ იცი რას ნიშნავს სიყვარული. დაჩი ჩემი ახირება იყო, მართალია რაღც კიდევ შემომრჩა გულში, მაგრამ გპირდები რომ ამასაც მალე დავივიწყებ და ამ სულელურ თავგადასავლას მივიწყებულ წარსულს ჩავაბარებ, შავ-ბნელ მოგონებებს, როცა თავი დავკარგე და სისულელეებს ჩავდიოდი არაფრის გულისთვის... აი შენ კი მადლობა, რომ თვალი ამიხილე და ამ სიცრუისგან მიხსენი...
ყველაფერი ამერ-დამერია, ვეღრ გამეგო ვისთვის რა უნდა მერჩია, ან კიდევ საჭირო იყო საერთოდ ვინმესთვის რამე მერჩია, ამ ბოლო დროს ხომ ჩემი რჩევებით მხოლოდ ყველაფერს ვაფუჭებ... მართალია ამას ვერ ამჩნევენ, მაგრამ ასეა...
ყველაფერი პირიქით დატრიალდა დაჩიზე თავდავიწყებით შეყვარებულმა კატომ ის დაივიწყა, ალბათ დაივიწყა... ამასობაში კი გულგრილი დაჩის გულში სიყვარულის ნაპერწკალი გაჩნდა, აღარ ვიცი ვის დავუჯერო, აღარ ვიცი რა გავაკეთო... მინდა რომ საერთოდ გავქრე, ყველას ცხოვრებიდან...
-ნატა... - ესეც ნიკა...
-გისმენ ნიკა.
-მართალი იყავი, კატო ჩემთვის მხოლოდ მეგობარი არა არის... მიყვარს, თვდავიწყებით, ყველასა და ყველაფერზე მეტად... ძალიან ძვირფასია ჩემთვის, იმდენად რომ მისი დაკარგვა არამც და არამც არ შემიძლია... გთხოვ დამეხმარე რომ შევძლო მისი გულის დაბყრობა...
-ნიკა მე არაფერი შემიძლია...
-შეგიძლია...
-შემიძლია მხოლოდ ის რომ მოგისმინო, მაგრამ საუკეთესო დაქალს ვერ ვურჩევ მეგობარი შეიყვეროს...
-ეს შეუძლებელია?
-შეუძლებელი არაფერია, მაგრამ თუ ნამდვილად გიყვარს მაშინ შენ თვად შეძლებ მისი გულის დასაკუთრებას... მე შევძლებ მოგისმინო, მაგრამ შენს გასაკეთებელს მე ვერ გავაკეთებ...
-ოდესმე გყვარებია? - რატომ არის ეს კითხვა ასე აქტუალური?
-არა არასდროს მყვარებია.
-მაშინ ვერ გაიგებ ახლა რას ვგრძნობ... კატო მართლა მიყვარს, იმაზე მეტად ვიდრე წარმოგიდგენია, იმდენად, რომ მისთვის სიცოცხლესაც დავთმობ და მზად ვარ ნებისმიერ ფასად მოვიპოვო მისი სიყვარული.
-ნებისმიერ ფასად?
-ნებისმიერ ფასად გარდა მისი ბედნიერებისა...
და იცის ნიკამ რა გახდის კატოს ბედნიერს? ან მე ვიცი? დაჩიმ?
"ნუთუ ეს სასიყვარულო სამკუთხედია" - ეს ფიქრი დიდხანს მიმღვრევდა გონებას და ყველაზე მეტად ის მაწუხებდა, რომ ვეღარ შევძლებდი ამ სასიყვარულო სამკუთხედს მოვშორებოდი, რადგან სამივე ინდივიდი დაკავშირებული იყო ჩემთან...
დაჩი, ცხოვრებისგან იმედგაცრუებული, სიყვარულზე მონადირე ბიჭი იყო, რომელსაც ცხოვრებაში პირვლად გაუთბა გული სიყვარულით და რომელსაც ამ სიყვარულის დაკარგვა არ სურს, მიუხედავად იმისა, რომ თავად გაუშვა...
კატო, ჩემი საუკეთესო მეგობარი, გზააბნეული გოგონა, რომელსაც ვერ გაუგია ბიჭი შეუყვარდა თუ ძლიერ სურს, რომ უყვარდეს...
და ბოლოს ნიკა, ჩემი და კატოს საერთო მეგობარი, ბიჭი რომელის მე და კატოსაც ბიჭებად აღგვიქვამდა და რომელსაც მოულოდნელად კატო შეუყვარდა...
ეს ორი, ერთ გოგოზე შეყვარებული ყმაწვილი ყოველთვის წრფელ თვალებით მიმზერდა, იმდენად წრფელი, რომ ზოგჯერ მინდოდა მათ მაგივრად მთელი ხმით მეტირა... ვგრძნობდი რომ ორივეს თვადავიწყებით უყვარდა კატო... ნიკა განუწყვეტლივ მასზე მელაპარაკებოდა, მიხსნიდა რამდენად ძვირფასი იყო და როგორ არ შეეძლო სიცოცხლე მის გარეშე... უკვე გითხარით რომ გადამეტებულ, მგრძნობიარე და "გულში ჩამწვდომი" სიტყვების არ მჯერა და მითუმეტეს არ მჯეროდა მაშინ, როცა თვალების ენას ჯერ კიდევ არ ვიცნობდი, ნიკა კი გამუდმებით მეობნებოდა: კატო ჩემს ცხოვრებას აზრს აძლევსო, მის გარეშე ვერც ერთ წუთს ვერ ვიცოცხლებო, შორიდან მიყვარს, მაგრამ თუნდაც წამიერად მისი სახის დანახვა ღიმილს მაიძულებსო... ვისმენდი ამ სულის შემძვრეკლ სიტყვებს და ვფიქრობდი დამეჯერებინა თუ არა... ისეთი გრძნობით მელაპარაკებოდა, ისეთი თვალებით მიყურებდა, რომ მიჭირდა ფიქრი იმაზე, რომ მატყუებდა... რაღაც მაინც იყო, რის გამოც ბოლომდე არ მჯეროდა, მაგრამ ვიცოდი, რომ უყვარდა... რამდენად ძლიერ არ ვიცი, მაგრამ უყვარდა ... აი დაჩი კი იშვიათად გაბედავდა გულის გადაშლას, მხოლოდ რამდენიმე მარტივ, მაგრამ მთელი გულით, გრძნობით აღსავსე სიტყვას მეტყოდა, იმდენად ძლიერი გრძნობით, რომ მასში უფრო მეტად ვიყავი დარწმუნებული ვიდრე ნიკაში...
დაჩი ჩემი ამოცანა იყო, რომლის ამოხსნასაც დიდხანს ვცდილობდი. ასეთი ტრანსფორმაცია გოგოს გულისთვის წარმოუდგენლად მიმაჩნდა... უხეში, საკუთარ თავზე შეყვარებული ბიჭი, რომელიც გოგონებს ყოველთვის გულგრილად ექცეოდსა ხმისკანკალით მელაპარაკებოდა გოგოზე, რომელსაც ადრე არც კი შეხედავდა... კატო მისთვის საფიცრად იქცა, უწმინდეს ხატებდა, რომელმაც მთელი არსებით შეცვალა.... ნუთუ ასეთი ძლიერი გრძნობაა სიყვარული? ნუთუ ასე მარტივად ანადგურებს ქედმაღლობის სენს, რომელსაც კაცობრიობა უკვე მრავალი საუკუნეა ებრძვის? რაცარუნდა მიჭირდეს ამის დაჯერება, იმ ფაქტს ვერ გავექცეოდი, რომელიც თვალწინ მქონდა...
ნუთუ სიყვარული მეგობრობაზე ძლიერიცაა? ნუთუ შეუძლია ბავშობის დროინდელი მეგობარი, რომელთან ერთადაც ათას სისულელეს სჩადიოდი და გაუჩერებლად იცინოდი შეგაყვაროს? ნუთუ შეუძლია ყოველგვარი მოგონება ასე თვალის დახამხამებაში წაგართვას?
მრავალი კითხვა დამიგროვდა, საბოლოოდ კი ერთმა მარტივმა ფრაზამ ყველას ერთბაშად გასცა პასუხი... "სიყვარული ამქვეყნად ყველაფერზე ძლიერია, ყველაფერზე და უფრო მეტად ყველაზე..."
დრო სწრაფად გადიოდა, კატო ისევ ძველ პატარა გოგოს ემსგავსებოდა, არც დაჩის ახსენებდა, ნიკაზე კი საერთოდ ვერაფერს ხვდებოდა... ბიჭები კი ჩუმად ადევნებდნენ თვალს და ვერაფრის თქმას ვერ ბედავდნენ... ნიკასი მიკვირდა, თუ ასე ძლიერ უყვარდა, ერთხელ მაინც რატომ არ უცდია განდობოდა, ერთხელ მაინც რატომ არ გადაუშალა გული... რატომ არ უთხრა ის ლამაზი სიტყვები, რომლებსამ მე მეობნებოდა კატოზე???... აი დაჩისი კი არ მიკვირდა, პირიქით მისი საქციელი, მის წრფელ სიყვარულში უფრო მაჯერებდა... ყოველთვის უხმოდ უმზერდა და მისი მზერა მე მწვავდა... ზოგჯერ კატოს და დაჩის თვალები ერთმანეთს შეეფეთებოდა და ცეცხლი, რომელიც კატოს წაეკიდებოდა მეც მწვავდა... მდუმარედ უყვარდათ ერთმანეთი, დაჩის თავდაჯერებით, კატოს კი ეჭვნაბადად, გაუბედავად, მაგრამ მაინც უყვარდა... ნიკა სამკუთხედის ნაწილი იყო, რომელიც სუსტ მოწინააღმდეგეს წარმოადგენდა დაჩისთვის, რადგან არც კატოს უყვარდა ის და არც თავად ნიკა იყო ბოლომდე მყარი თავლის სიყვარულში, მხოლოდ სიტყვები ჰქონდა გულში ჩამწვდომი, მაგრამ ჩემს გულს ვერ წვდებოდა, რადგან სანამ მის სიტყვებს მოვუსმენდი, მის თვალებს ვუგდებდი ყურს... მას შემდეგ რაც დაჩის თვალებმა მასწავლა ენა, რომლითაც ადგენდი ნუტყუარ სიმართლეს... ნიკას თვალებში კი ეს სიმართლე არ ჩანდა...
დრო ნელა გადიოდა, და ეს სასიყვარულო ისტორია თანდათან ძლიერდებოდა, მაგრამ ამავდროულოდ სუსტდებოდა... ერთ დღეს კი...
ერთ დღეს სკოლიდან მე და კატო ერთად ვბრუნდებოდით. სკოლის ეზოდან რომ გამოხვალ რამდენიმე მეტრი უნდა გაიარო სანამ ცენტრალურ გზას შეუერთდები, ამ მოკლემონაკვეთიან შიდა გზაზე ტრანსპორტი იშვიათდ მოძრაობს, ამიტომ ბავშვები თამამად ჩავმწკრივდებით ხოლმე და ლაპარაკით მივუყვებით გზას... იმ დღეს მე და კატო მარტო მოვდიოდით და ფიზიკის დავალებაზე ვლაპარაკობდით. ფიზიკა არცერთს არ გვიყვარდა, რადგან არც არაფერი ვიცოდით, მასწავლებლის მიერ მოცემული დავალება კი ორივესთვის ჩინური იეროგლიფებივით გაუგებარი იყო, ამიტომ გვეცინებოდა როცა კინეტიკურ და პოტენციურ ენერგიებს, დედამიწის მიზიდულობის კანონსა და გრავიტაციულ მუდვივაზე ვლაპატაკობდით... კატო უკუსვლით მიდიოდა, მე მიყურებდა და თან სიცილით ამბობდა რაღაც წესს, რომელიც ნორმალურად ვერც დაემახსოვრებინა, ამიტომ ხან ქიმიურ, ხან ბიოლოგიურ ტერმინებს მოიშველიებდა და სისულელეს იტყოდა, მე კი გულიანად მეცინებოდა... უეცრად მოსახვევში მანქანამ მკვეთრად შემოუხვია და უკუსვლით მიმავალ კატოს, რომელიც საოცრად მომღიმარი სახითა და გაბრწყინებული თვალებით მიყურებდა, მთელი სახით სითბოს აფრქვევდა და მთელ არსებას მითბობდა, დაეჯახა... იმ წამს ყველაფერი დაბნელდა... არ ვიცი მე როგორ მოვასწარი გზიდან გადასვლა, არ ვიცი სავაადმყოფოში როგორ აღმოვჩნდი, არც ის ვიცი საერთოდ ცოცხალი როგორ გადავრჩი, მაგრამ როცა სამ დღიანი შოკის შემდეგ, რის შედეგადაც გონს ვერ მოვდიოდი, გამოვიღვიძე კატო უკვე გარდაცვლილი დამხვდა...
მაშინ დაიწყო ყველაზე შავი დღეები ჩემს ცხოვრებაში... ვნატრობდი ნეტა არც გამომეღვიძა მეთქი... იმაზე საშინელი არაფერია როცა საუკეთესო მეგობარი თვალწინ გიკვდება, როცა თვალებში გიყურებს და გრძნობ რომ რაღაც სასწაულად გათბობს, მოულოდნელად კი ეს სითბო სიცივით იცვლება, მისი ცოცხალი, მბრწყინავი თვალები კი კვდება....
სევდა ამოუცნობი იყო, ყოვლად გაუგებარი... არ ვიცოდი სად გროვდებოდა ამხელა დარდი და არ ვიცოდი როგორ მეშველა... საათობით სივრცეს მიშტერებული ვიჯექი და უსასრულობაში კატოს მომღიმარ სახეს, მეც უაზროდ ვუღიმოდი, რეალობას კი ის საბედისწერო მომენტი მაბრუნებდა, როდესაც კატოს თვალები ისევ კვდებოდა... ყოველდღე მეორდებოდა ეს სცენა და ყოველდღე მოახლდებოდა ჭრილობა, რომელიც მკლავდა...
ადამიანებზე დაკვირვება და მათი შესწავლა... კატო ჩემი უახლოესი მეგობარი იყო, მასზე კარგად არავის ვიცნობდი, იცით რატომ? ყოველთვის ვგრძნობდი რას ფიქრობდა... არ ამბობდა მაგრამ მაინც ვიცოდი... აი მაგალითად დაჩი და ნიკა... ორივე ძლიერ უყვარდა კატოს...დაჩისადმი ეს გრძნობა კატოსთვის მხოლოდ ახირება არ ყოფილა, ეს გრძნობა იყო, რომელიც კატომ ღრმად ჩაკლა საუთარ თვში და მიუხედავად იმისა, რომ ჩემთნ ამაზე არასდროს უსაუბრია, მაინც ყოველთვის ვიცოდი... კატოს იმდენად ღრმად ვიცნობდი, რომ მისი გრძნობები ჩემადაც იქცა, მისი ტკივილიც და მისი სიხარულიც გავითვისე და ისევე ვტიროდი როგორც ის... ისევე ვიცინოდი როგორც ის... როცა ასე ღრმად აკვირდები ადამიანს და ცდილობ მის თითოეულ კუნჭულში შეაღწიო სულ მარტივად შეიძლება უცხოც შენად აქციო, არა თუ საუკეთესო მეგობარი... კატოს სიკვდილთან ერთად კი რაღაც დიდი ჩაკვდა ჩემში...
გლოვა დიდხანს გაგრძელდა... ერთი წლის მანძილზე მხოლოდ ფორმალურად ვცხოვრობდი... სკოლაში დავდიოდი და ვხედავდი ადამიანებს, რომლებიც მექანიკური არსებებივით მოძრაობდნენ, თითქოს მათ სხეულს მიღმა აღქმის უნარი დავკარგე... თითქოს ყოველი დღე ერთმანეთს გავდა და ტკივილი ყოველ დღე ძლიერდებოდა, უფრო ცოცხლდებოდა... ერთადერთი ვისაც ჯერ კიდევ სულიერად აღვიქვამდი და მასშიც ისეთივე ტკივილს ვცნობდი, როგორიც ჩემში ცხოვრობდა დაჩი იყო... მის თვალებში კატო ჩანდა, ისეთი კატო რომელიც ბოლოს ვნახე...
(გაგრძელება იქნება)

.....................................
ამ თავის შემდეგ დასასრულს დავდებ.... იმედია მოგეწონებათ



№1  offline წევრი natia-natia

მომწონს ძან

მომწონს ძაან

 


№2  offline წევრი natia_888

natia-natia
მომწონს ძან

მომწონს ძაან

მადლობა love

 


№3  offline წევრი ლაილა

რაც ყველაზე მეტად მომწონს შენში ისაა, რომ კრიტიკას იღებ <3 ველოდებო შემდეგ თავს

 


№4  offline წევრი natia_888

ლაილა
რაც ყველაზე მეტად მომწონს შენში ისაა, რომ კრიტიკას იღებ <3 ველოდებო შემდეგ თავს

კრიტიკის გარეშე ნაკლს ვერც აღმოაჩენ და ვერც გამოასწორებ, ამიტომ მოხარული ვიქნები თუ ვინმე მიმითითებს რა შეიძლება გავაკეთო უკეთესად love

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent